შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

TEEN GAME ანუ ორნი სიბნელეში


2-08-2016, 23:23
ავტორი tgvinianidze29
ნანახია 3 258

თინეიჯთამაში ანუ ორნი სიბნელეში

ისეთი სიბნელე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდით. თავიდან ვიფიქრე კოცნა უნდა რომ დამტყუოსმეთქი, მაგრამ როცა კედელთან მივიმწყვდიე და მხარზე ჩამოვადე თავი, მერე წელზე შემოვხვიე მკვლავი და გავინაბე, თავად თმაში შემიცურა ხელი და მითხრა:
-მე ნასვამი, რომ ვარ ეს იმას კი არ ნიშნავს...
-ჩუ... - არ დავაცადე ფრაზის დამთავრება და მის გრძელ, მოღერებულ კისერს გიჟივით ვეძგერე, როგორც პირუტყვი მსხვერპლს. მისი სურნელითა და სიტკბოთი ვიყავი გაბრუებული. მომიშორა! ხო, ხო! უხეშად გამწია და მითხრა:
-ვინ გგონივარ?!
გავჩუმდი. არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-რატომ შემომიყვანე აქ?-ვკითხე ჩურჩულით. მომწონდა ჩამოწოლილი სიჩუმე, რომ თამაშს ჰგავდა, სწორედ, რაღაც ისეთს ჯერ რომ არ განმეცადა. ფეხის წვერებზე შემდგარი მოიპარებოდა ინტიმი.
-აქ ბნელა....
-ნამდვილად....
-მერე არ გეშინია?-ვკითხე გამომცდელად.
-მიყვარს სიბნელე...
-დალევაც გყვარებია, როგორც ვატყობ...
-კი...
-რაო, რას ამბობდი, რა მქვიაო?!-ვკითხე და ვცადე გამეხსნებინა.
-არ მითქვამს სახელი...
-მოდი, მე გეტყვი!
-არა! არ მითხრა...
-რატომ?!
-არ მინდა ვიცოდე....
აშკარად უჩვეულო ვინმეს გადავეყარე... ჰაჰ.... სასწაული! რა არ მოდის თავში ამ გოგოს... დავძაბე გონება და ვცადე თვალწინ აღმედგინა მისი სახე, რომელიც სიბნელეში იყო ჩაკარგული. ხალი ჰქონდა პუტკუნა ტუჩთან, ფართო შვლის ნუკრის თვალები-ღია ყავისფერი, ციცქნა ცხვირი და მრგვალი ნიკაპი. ვაი, რომ მომდევნო დილას თვალს გავახელდი და აღარ მემახსოვრებოდა. წინასწარ მწყდებოდა გული.... ამოვიოხრე და ორი ნაბიჯით დავშორდი.
-კარგი, არ გეტყვი სახელს, ნურც შენ შეიწუხებ თავს, მაგრამ შენი პოვნა რომ მომინდეს?
-არ მოგინდება...
-და მაინც, ასე, რომ მოხდეს?!
საღეჭ რეზინს ღეჭდა,ბუშტს ბერავდა და პასუხზე ფიქრობდა.
-მ... რატომ ვფიქრობთ ხოლმე ადამიანები ამდენს?-იკითხა ბოლოს, როცა მიხვდა რაიმეს თუ არ იტყოდა მოთმინების ფიალა ამევსებოდა.
-არ ვიცი, სიმართლე გითხრა მე დიდად არ მიყვარს ფიქრი... მღლის და თავს მატკიებს....
-რატომ ვარიდებთ ხოლმე სისულელეების ჩადენას თავს?
-სინანულის გვეშინია, ალბათ...
-შენ...-ცოტა ხნით შეჩერდა, ჩაფიქრდა თითქოს ღირდა თუ არა ამისი კითხვა და მერე გააგრძელა: -შენ ოდესმე შეგშინებია სინანულის?
-კი... -არ ვიცოდი რატომ ვაღიარე ან რა მაიძულებდა ასეთი გულახდილი ვყოფილიყავი თითქმის უცხო ადამიანთან. სადარბაზოში კარების დახურვის ხმა ექოდ გაისმა, ალბათ სახლში დაბრუნდა ვიღაც,გვიან.
-გვიანია, არა?
-დროზე მეკითხები?
პასუხი არ გაუცია, რა ადვილია პასუხის გარეშე ადამიანის დატოვება... უცნაურმა აზრმა გამკრა თავში, თითქოს გავუგე, მივუხვდი:
-სისულელის ჩადენისთვის არასდროსაა გვიან...
-ისევე როგორც მის გამოსასწორებლად ხო?!
-არ ვიცი...ძალიან განსხვავებული აზრები გაწუხებს, ამჩნევ?
-სურვილებიც უცნაური მაქვს...
მგონი შემეშინდასავით მაშინ... ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს საფრთხეს წარმოადგენდა ჩემთვის... უეცრად სიცილი ჩამესმა ყურში ,უადგილო და უცნაური. ის იცინოდა....
გავიფიქრა ავყვებიმეთქი.
ის იყო მეც უნდა გამეცინა, როცა ხელში ჩამავლო და მის სახესთან მიმატანინა. ლოყებზე მოვეფერე და სისველე ვიგრძენი. სულ მთლად ავირიე... ტიროდა... ცრემლები იყო ნამდვილად....
-ტირი?!-ჩავჩურჩულე და დავინანე. რას მეტყოდა?! კის?! არას?! უარს რა აზრი ექნებოდა... თუმცა ხშირად იციან ხოლმე ასე გოგონებმა.
-ხო...შენს გულს არ ეტირება ხოლმე, ხანდახან?!
ვის ულხინს ნეტა სულ?!
...მაგრამ მე არ მსურდა მაშინ ამდენი მორალი და ფილოსოფია... კოცნა მინდოდა! ალერსი! იდუმალება! რომანტიკა და წვეთი მელანქოლია... სიბნელე, თითქოს ვნებას აშიშვლებდა. არ ამყვებოდა მეგონა, თუმცა ნასვამი იყო, ჩემსავით, თან თავად შემიყვანა იქაც, ასე რომ ღირდა ცდათ... მივუახლოვდი, ტუჩები შევახე დაცრემლილ, ნაზ ლოყებზე და დავუკოცნე.
-რას აკეთებ?
-ტირილის კვალს ვაქრობ...
ამოიოხრა....არანაერი წინააღმდეგობა არ გაუწევია. გავთამამდი.
-ვითამაშოთ გინდა?! შენ იმალები, მე გეძებ, თუ გიპოვე გკოცნი სადაც მინდა და რამდენიც...
წამით ჩაფიქრდა, მერე ხელიდან ოსტატურად დამისზლტა და გაიქცა... მესმოდა როგორ ჩარბოდა კიბეებზე, გამეღიმა და დავედევნე. ჩანდა თამაშის წესები შეეცვალა, ის გარბოდა, მე უნდა დამეჭირა...მეორე სართულზე მივიმწყვდიე და ორივე მკლავი მაგრად მოვხვიე, მერე თმაზე ცხვირით გავეთამაშე. მესიამოვნა. ალბათ მასაც, რადგან გაინაბა.
-იცი? მე... მეშინია სისულელეების ჩადენის... მეშინია სინანულის...
-ნუ... ნუ გეშინია...-კოცნა დავუწყე კისერზე.
-მეშინია და რა ვქნა?!-არ ჩუმდებოდა.
-მიეცი თავისუფლება ინსტიქტებს... -ვთქვი თამამად და ხელების ფათური დავუწყე სხეულის აკრძალულ ნაწილებზე.
-გაჩერდი...
-არა!
-გეყოფა....
-ჩუ... ჩვენ ორივემ ვიცით, რომ სულაც არ გინდა ჩემი გაჩერება...-თითი ტუჩებზე ავაფარე და მივეკარი. -ვითამაშოთ უბრალოდ...
-სათამაშო მე ვიქნები?
-თუნდაც...
ისევ ცრემლები წამოსკდა, რომლისთვისაც აღარ მიმიქცევია ყურადღება... ვკოცნიდი! ვკოცნიდი ყველგაბ! ვნებით! ვხვდებოდი, რომ პირველი ვიყავი ვინც ეხებოდა(მაგრამ სამწუხაროდ არა უკანასკნელი), რყვნიდა, უმანკოებას და სიწმინდეს უბღალავდა... იმის მაგივრად რომ შემრცხვენოდა ან სინდის-ნამუსს გაეღვიძა ჩემში და შფოთვით შერხეულიყო, პირიქით-ვცხოველდებოდი და ცეცხლი მეკიდებოდა!
მხოლოდ ერთხელ მკითხა:-რა გინდა ჩემგან?!
მერე მხოლოდ სიამოვნების კვნესა მესმოდა...
განთიადზე, როცა მაისურს ვიცმევდი, გულს რაღაც უჩვეულო გრძნობა მიღრღნიდა, თავს ვაჯერებდი, რომ ის, რაც გუშინ მოხდა თამაში იყო... თამაში... თინეიჯთამაში და სხვა არაფერი!... რა იყო ეს?! ალბათ, თავის მართლება....
ტრანსპორტში ასულს ერთადერთი რამ რაც თავში მიტრიალებდა მისი სახე იყო, რომელიც არ დამვიწყებია... დახუჭული თვალები და ღონემიხდილი სხეული... სუნთქვისას უფრო გამომწვევი, საკოცნელი მკერდი...
-თინეიჯთამაში... ჰაჰ...
ჯიბეში ხელი ჩავიყავი, მობილური ამოვიღე და დავხედე... ცხრამეტი გამოტოვებული ზარი:
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
ლალიკა!
მობილური კვლავ გამოვრთე და ფიქრი გავაგრძელე, რომელიც არასდროს ყოფილა ჩემთვის ასეთი სასიამოვნო და ამავდროულად დამრთგუნველი...
-თინეიჯთამაში... და მაინც, რა საოცარი, ტკბილი სურნელი ჰქონდა, რაღაც ბავშვური...

2011 წელი



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

მოიც, ახლა ამას გააგრძელებ თუ დამთავრდა?

საინტერესო იყო, უცნაური.
ეს გოგო მგავდა თითქოს. ჩემი თავი დავინახე მასში.

რაღაც ისეთია ამის გაგრძელება რა უნდა იყოს აზრზე არ ვარ.

კარგი იყო ძალიან.
შენეული.
განსხვავებული და საინტერესო.
იდუმალი.

ხოომ, ლალიკაები დავითვალე და ცხრამეტია ნამდვილად :დდ

თუ გააგრძელებ სიამოვნებით წავიკითხავ. ეს არის ის ისტორია იდეა გამიჩნდა სვანეთშიო?

აუ ისე სულ მინდა გკითხო დაბრუნებული თილისმის გაგრძელებას როდის გეგმავ?

გელიი love

 


№2  offline ახალბედა მწერალი tgvinianidze29

მთვარეულა ❤

არა, ეს ნოველა თავიდან ბოლომდე დავდე, სულ 2 ფურცელია. გეთანხმები, უცნაურია... ისევე როგორც ადამიანები. მე ხომ ყოველთვის ადამიაებზე ვწერ... და არაიდეალურ არსებებზე.

სხვადასხვა ასაკში ბევრი ადამიანი ამოიცნობს ამ გოგონაში და ამ ბიჭშიც საკუთარ თავს.

დარწმუებული ვარ არც ერთ მკითხველს არ დაუთვლია ზარები... მომწონს რომ ასეთი ხარ! <3 შენებური და გასაკუთრებული :*

არა, ისტორია რომელიც სხვანეთში მომაფიქრდა ცოტა შორი პერსპექტივაა. ჯერ ,,სამუმი" ,,დაბრუნებული თილისმა" და ,,კოცნის კვალი" უნდა დავასრულო.

,,დაბრუნებული თილისმა" არის ნაწარმოები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ!

 


№3  offline წევრი Smiling girl

საინტერესო და განასხვავებული. მომეწონა კარგი იყო

 


№4 სტუმარი Ketis

Ragac siaxlea ds momcons kargiaaaaaa kargiiii dzaan momwons

 


№5  offline მოდერი ნეფო1999

აი ერთ ამოსუნთქვაში რომ იკითხება ისეთია. ნელნელა ემოციებით ივსები და ბოლოშიც არ კარგავ არ რიტმს. უფლებას გვაძლევ თავად ვიფიქროთ რა მოხდება მომავალში. მიყვარს ასეთი დასასრულები. შენ კი თურმე 5 წლის წინაც ასე მაგრად წერდი. ქედს ვიხრი შენს წინაშე! love

 


№6  offline წევრი მთვარეულა ❤

tgvinianidze29
მთვარეულა ❤

არა, ეს ნოველა თავიდან ბოლომდე დავდე, სულ 2 ფურცელია. გეთანხმები, უცნაურია... ისევე როგორც ადამიანები. მე ხომ ყოველთვის ადამიაებზე ვწერ... და არაიდეალურ არსებებზე.

სხვადასხვა ასაკში ბევრი ადამიანი ამოიცნობს ამ გოგონაში და ამ ბიჭშიც საკუთარ თავს.

დარწმუებული ვარ არც ერთ მკითხველს არ დაუთვლია ზარები... მომწონს რომ ასეთი ხარ! <3 შენებური და გასაკუთრებული :*

არა, ისტორია რომელიც სხვანეთში მომაფიქრდა ცოტა შორი პერსპექტივაა. ჯერ ,,სამუმი" ,,დაბრუნებული თილისმა" და ,,კოცნის კვალი" უნდა დავასრულო.

,,დაბრუნებული თილისმა" არის ნაწარმოები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ!


love love love love love love love

 


№7 სტუმარი გივი

მთვარეულა ❤
tgvinianidze29
მთვარეულა ❤

არა, ეს ნოველა თავიდან ბოლომდე დავდე, სულ 2 ფურცელია. გეთანხმები, უცნაურია... ისევე როგორც ადამიანები. მე ხომ ყოველთვის ადამიაებზე ვწერ... და არაიდეალურ არსებებზე.

სხვადასხვა ასაკში ბევრი ადამიანი ამოიცნობს ამ გოგონაში და ამ ბიჭშიც საკუთარ თავს.

დარწმუებული ვარ არც ერთ მკითხველს არ დაუთვლია ზარები... მომწონს რომ ასეთი ხარ! <3 შენებური და გასაკუთრებული :*

არა, ისტორია რომელიც სხვანეთში მომაფიქრდა ცოტა შორი პერსპექტივაა. ჯერ ,,სამუმი" ,,დაბრუნებული თილისმა" და ,,კოცნის კვალი" უნდა დავასრულო.

,,დაბრუნებული თილისმა" არის ნაწარმოები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებ!


love love love love love love love

 


№8 სტუმარი Ketis

Au ar agrdzeleb??

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

თავის დროზე წავიკითხე წიგნში.
რა თქმა უნდა მომეწონა.
ჩანახატებში ყველაზე მეტად!
--------------------
მწვანე ლიმონი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent