უშენოდ(18)
იოანე--- რამდენიმე დღეა უკვე გუდაურში ვართ. ქეთოს რაც შევურიგდი მას შემდეგ ვგრძნობ ბედნიერების ძალას, სულ მის გვერდით მინდა ვიყო და ვარ კიდეც. ბათო კი დამცინის ერტად ხო არ გამოგკეტოთ რომ არ მოგიწიოს მისგან შორს ყოფნაო ,მაგრამ მაინც ვერ ვშორდები. ბათუ ნუცასთან გადავასახლე,ვიცი ცუდად ვიქცევი,თუმცა რა ცუდად ბოლოს მადლობას მეტყვიან ,ახლა კი კამათობენ ,უფრო სწორად არ კამათობენ ერთმანეთს გესლავენ. კამათით მხოლოდ სალომე და ბერდო იწონებენ თავს. დანარჩენებს არ უყვართ ერთმანეთი ან უყვართ... ორი დღეა თოვს,უკვე 31 დეკემბერია. სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა სახლში. ქეთო სამზარეულოდან ვერ გამოვიტყუე და უკვე წკიპზე ვარ. ბიჭები ეზოს ვწმენდთ ტოვლისგან გავლა რომ შევძლოთ. დავიქანცე, ამ გიჟებმა გუნდაობა დაიწყეს, გოგონები ფანჯრიდან გვიყურებდნენ და ფოტოებს გვიღებდნენ. ბექა ახტა რეზის დახმარებით მაკოს ცაავლო და პირდაპირ ფანჯრიდან აფრინა. ერთად დაეცნენ თოვლშ -ბექააააააა -ნუ წიკვინებ გოგო- უცებ გააჩუმა და კოცნა დაუწყო .-ტკბილოოო ტკბილუნია ,მარმელადო ..შაქარყინულო -მგონი გშია შენ - ბათუს ხმა გაისმა რომელიც ხარხარებდა და მიიღო კიდეც გუნდა ბექასგან- უზრდელი ბავშვი..შენხელა შვილები უნდა მყავდეს . სადაა ჩემი დევი ძმა ... მოდი ბიჭო აქ ძმას გიჩაგრავენ ხო იცი მე რა სუსუტი იმუნიტეტი მაქ მოდი ფარად გადამეფარე -მიცადე მანდ და მოვალ - ბერდომ მშვიდად უთხრა და ნიჩაბით გზის გაკვალვა განაგრძო. მას არავის გამოყვანა არ დასჭირდვებია, რეზინის ბოტებში გამოწყობილი სალომე გამოვიდა გაამზადა დიდი გუნდა და ყველანი ველოდით როდის გაუქანებდა ბერდოს ,არც დააყოვნა გუნდა პირდაპირ გუგავას განიერ მხრებზე გაიშალა და შემდეგ რაც მოხდა ბავშვებმა არ უნდა უყურონ 15 წლამდე. საშიში ფილმის კადრებს გავდა. როგორ შემობრუნდა, გაავებული დათვი, როგორ გაიქცა სალომე კივილით,როგორ დაედევნა და მიეფარნენ სახლს. -დახოცავენ ერთმანეთს -ნუ ღელავ სალომე არ მოკლავს -აი ძმაც ამას ჰქვია რა -დამიჯერე სალომე მოერევა-ალექსი იცინოდა და თოვლს იფერთხავდა -აუუ ბექა წამიყვანე სახლში რა ... გთხოვ თორე გავიყინე -ჩემი ბუზღუნა ვინ არისოოო -ვაიმე აქ ნუ გამართავთ ახლა ეროტიულ სცენებს-რეზი დაეჭყანა და სწრაფად შებრუნდა ბექა ,მაკო ხელში ჰყავდა აყვანილი -რატო რეზიკო დაისტრესები? -გადი მიდიოდი შენ -მივდიოდით ნამდვილად ბექა - თვალები დაუბრიალა მაკომ და მანაც მოკურცხლა. -დავიღალე ტო რამხელა თოვლია, ტან კიდე თოვს -არ დადნები ხეცურიანო ,განაგრძე მიდი -ერთი ხეცურიანი მუშაობს და მეორე რა საჭიროა - აწუწუნებულმა რატიმ უცებ იპოვნა მიზეზი და გაიცინა მაგრამ რეზი უფრო ეშმაკი აღმოჩნდა -მართალი ხარ მამა ხო მუშაობ და მე რაღა საჭირო ავრ- სანამ რატი დააგდებდა ნიცაბს რეზიმ გაუშვა ხელი და ყველას გაგვეცინა რატის გამომეტყველებაზე -სულ დედამისს ჰგავს რა -რაო დედა ახსენა ვინმემ?- კატო გამოვიდა ,გახვეული ყელსახვევში,ქუდში და ხელთათმანებსი ისე ხო თბილად ეცვა და წითელი თმის ღერებისა და ლურჯი თვალების გარდა არაფერი უჩანდა -ცოლოო ჩემო ლამაზო ყველგან შენ რომ ხარ მზესავით გამოანათე მიდი და გაადნე ეს თოვლი გავწყდი წელში -მერე როგორი სათუთი გვყავს არა დედა? -ნამდვილად სათუთია... იცი მაგის წელის ტკივილი არ მაწყობს .ხომ იცი სიბერემ შემოუტია და დაიწყებს მერე წუწუნს -ვის შემოუტია სიბერემ მე? -აბა მე? ბიჭებო მეტყობა რამე რომ მოხუცი ვარ -ვერაფერს გეტყვით ვიღაც მაგარ ნაშას ვხედავ სახეს ვერ ვარჩევ მაგრამ ისეთ ფორმაშია შეიძლება გავიყინო აქ - ბათუმ ისე სერიოზულად თქვა ლამის ირგვლივ მიმოვიხედეთ -მიყვარს ეს ბიჭი - გაიცინა კატომ და მოეხვია ბათუს- მაგრამ სხვას უფრო შეუყვარდება ვიცი ... გუნდაობაზე რას იტყოდით ბიჭებო? -ვიგუნდავეთ უკვე -რა უშნო ხალხი ხართ,სულ არ გაქვთ ფანტაზია, თოვს, ამხელა თოვლია და ბიჭები გუნდაობთ როცა სახლში ამდენი ლამაზი გოგოა რომელიც შეიძლება თოვლში წაიქცეს და დახმარება დასჭირდეს ... -საინტერესო წინადადებაა კატოოო- პირველი აკო გავარდა -სულ გაგიჯდა ეს ხო? - არღვლიანმა შეიცხადა - არა რა უთხარი კატო ეს -შენ გასაგებია ფეხმძიმე ცოლს ვერ აგუნდავებ მაგრამ ამათ შეეშვი ..მიდი შედი სახლში ისე ჩაეხუტე შენ -გააგდო ნიკო. ვაკომ კი ხელი ცამავლო და სახლისკენ გამაქანა -გაგიჟდება ქეთა - შენ ლიკუნა ნახე რას იზამს- გაიცინა და სამზარეულში მდგომ ლიკოს პირდაპირ ფეხებში წვდა და მხარზე გაიდო - აბა მივფრინავთ პირდაპირი რეისით ცემო დედოფალო -ყიფიანოოოო მოგკლავ .. არ გამიყვანო ,, სიცივეა გავცივდები იცოდე გავგიჯდები ... ყიფო ,ყიფო დამსვი ,გადარეულო გიჟო სულელო -არც გაბედო- სანამ ლიკოს კივილი მესმოდა ქეთასკენ დავიძარი, ამ ეშმაკუნამ კიბეზე ამასწრო. მეც გავეკიდე თოვლში დასველებას სახლში ყოფნა მერჩია. საძინებელში შევყევი და კედელთან მივიმწყვდიე -სად გამექცევი აბა? -არ გვინდა რა თოვლში... უკეთესი შემოთავაზება მაქვს- თითები ქურთუკის ღილებს მოკიდა და გახსნა დაიწყო. მალე მომაშორა და სხეულზე ამეკრო. ყურის ძირში მაკოცა -როგორ მიყვარს შენი ცელქობები ...- ტუჩებზე დავაცხრი და გავითიშე. ეზოში კი საოცრება ხდებოდა. თითქმის ყველა თოვლში გუნდაობდა, ზოგი იწვა ,ზოგი დარბოდა და უკან მისდევდნენ. სალომე და ბერდო არ ცხრებოდნენ, დარბოდნენ, ხან ერთი დავარდებოდა თოვლში და მეორე აყრიდა თავზე ხან მეორე ... მოკლედ ყველაზე მეტად ისინი გაგიჟდნენ. თან იცინოდნენ და ეგ იყო საოცარი. .. ლიზიკო არც გაუყვანია დაჩის . უბრალოდ ქუდი დაახურა და გარეთ გაიყვანა -მე და შენ გავიპაროთ, ცოტა გავისეირნოთ. ხო კარგად ხარ,რომ თოვს და ყინავს რამე ხო არ გტკივა - არა, არაფერი მტკივა ნუ ღელავ -გუნდაობა გინდა? -ნწ... მე შენთან ერტად მშვიდად ყოფნა მინდა. სიგიჟე ეყოფა იმ ეზოს- გაიღიმა და ჩაეხუტა.- მიყვარს მე ჩემი მზურნველი და გონიერი ბიჭიიი.ძალიანო ,ძალიანოოო- ყელში აკოცა და მიეხუტა. დაჩიმ გაიცინა და აწითლებულ ცხვირზე აკოცა -შენს ბიჭსაც უყვარხარ უფრო ძალიან ვიდრე წარმოდგენა შეიძლება ჩემო ფერია- ტუჩებზე წაეტანა, შემდეგ მჭიდროდ მხოვია ხელი და გზა განაგრძო. ალექსი არ აპირებდა ნატას თოვლში დახრჩობას, ჩემს ნაზ გოგოს ვერ გავიმეტებო,თან ეშინოდა რამე არ ვატკინოო და უბრალოდ ეზოში იდგა და იმათ უყურებდა უცებ რომ მოხვდა გუნდა -აბა ბატონო ალექს... მზად ხართ თოვლში ჩაფლობისთვის?- ნატა გუნდებით იყო შეიარაღებული და მომაკვდინებლად უღიმოდა -მე? თოვლის კაცს მეუბნები მაგას სე პატარა ფისუნია? -ააააა მშველეთ თოვლის კაცი მომსდეევს- კისკისით გარბოდა უზარმაზარ თოვლში და უკან დადევნებულ ალექსს გუნდებს ესროდა, რომ გამოელია მარაგი რაღა დარცენოდა, ალექსის მკლავებში გაიბრძოლა და ბალოს გაჩერდა -აბა ქალბატონო აღიარებთ მარცხს -სხვა რა გზაა მომიგეთ ბატონო -ჩემო ცქნაფა ფისო - ხელები რომ შეუშვა და შუბლზე საკოცნელად გაიწია მაშინ ჰკრა ხელი ნატამ და მაოდინა ზღართანი თოვლში. ნატა კი კისკისებდა, სანამ ფეხში არ ცაავლო და ზემოდან არ დავარდა -აუუ ალექსანდრეე რა წესია -შენივე ხერხებით გეთამაშები ფისოოო - ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა - ფისო გამეყინება მალე -სულ ცოტაც რა -ასე ვიწვეთ? დავსველდებით -მე კი არა შენ დასველდები.. ვაიმე ქუდიც არ გახურავს, არც ხელთათმანები . რაც გაგორდი მანდ ადექი დროზე- უცებ წამოდგა ქალბატონი ხელი ცაკიდა გაყინულ ტორზე და წამოაგდო=სწრაფად სახლში შევდიეთ, გამოიცვალე და ცხელი შხაპი მიიღე ,რომ გაცივდე ამ ახალ წელს მერე? -ვიღაც ჩემზე ღელავს -რა ტქმა უნდა ვღელავ ... დროზე მეთქი შენ კიდე დგახარ და მიყურებ -ჩემი ლამაზი ფისუნია ხარ შენ .. ყველაზე კარგი -შენს ფისოებს შორის? -არ მყავს მე ფისოები.. მარტო შენ მყავხარ -ხო ის ქერა ვინაა აბა? -ის არავინაა და ახლა მაგის დროა? ყოველ წინადადებაში“ის ქერა“ როგორ უნდა თქვა, ასეთი ეჭვიანობა არ შეგფერის იცი? -არ ვეჭვიანობ ! -ტუჩებიი... შენი ტუჩები ჩემი მსხვერპლნი გახდებიან -ალექს! -ღმერთო ამ არსებას უნდა ჭკუიდან საბოლოოდ გადამიყვანოს, არადა იცის რომ უძლური ვარ მის წინაშე -რა საზიზღარი ხარ -საზიზღრად საყვარელი ალბათ ხო? -ამ წარბების თამაშით და თვალების ციმციმით მაბავ? -მოიცა აქამდე ვერ შეგაბი? ამის თქმა გინდა?-ისე შეიცხადა სასაცილო იყო... ^^^^ ნუცა---- რამდენი წელია ვიცნობ არც კი მახსოვს. ... პირველად რომ დავნახე ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი ,მაშინვე მოვიხიბლე მისით. ვერ გეტყვით ეს იყო ერთი ნახვით შეყვარებათქო მაგრამ სიმპათია აშკარად მალევე გადამაზარდა მოწონებაში შემდეგ მაბოდებდა ... წავედი , დიდი ხნით წავედი და ისიც აღარ მინახავს. დიდი დრო გავიდა . გამგზავრების შემდეგ ურთიერთობა არ გაგვეგრძელებინა, ან ისედაც რა გვქონდა უბრალოდ ნაცნობები ? არ ვიცი ვერ გეტყვით. თუმცა მე მის სესახებ რაღაც-რაღაცეებს ვიგებდი. ვფიქრობ და ვხვდები რომ ის იყო დამნაშავე ჩემს „შინაბერობაში“ როგორც დეიდა მეუბნება . კატოს დამსახურებით დავბრუნდი საქართველოში და მგონი მისივე მიზეზით შევხვდვი ისევ ჩემს პრნცს . ვერც კი ვიცანი, წარმოგიდგენიათ? ერთ უზრდელ კაცს ვხედავდი მანამ სანამ მის თვალებში არ ჩავიძირე, შეუძლებელია მისი მზერა სხვაში ამრეოდა. იმ წამს რომ აძგერდა გული ისეთივე ძალით როგორაც მაშინ თინეიჯერ ნუცას უცემდა , დღემდე არ გაჩერებულა. მგონი ვერ დავმშვიდდები,ისევ ის თუ მიშველის... დეიდა მაგიჟებს, ვერც კი ვხვდები როგორ ახერხებს ჩემს გაბრიყვებას, ისე ამომაყოფინა თავი ჯერ მასთან ერთად ერთ ქვეყანაში, ქალაქში, შემდეგ სახლში და ახლა საძინებელში უკვე ვრწმუნდები რატის სიტყვებში“ კატო სასწაულმოქმედია“ ვერც კი წარმოიდგენთ რად მიჯდება თავის შეკავება, ემოციების მოთოკვა და მის გვერდით ყოფნა ისე რომ ზომიერად გამოვხატო ბრაზი, დავმალო აწითლებული ლოყები და აცქარებული გულისცემა, მგონია რომ იმხელა ხმაზე ფეთქავს გული ყველას ესმის. თუმცა მეეჭვება ასე იყოს... ხანდახან ისეთ რამეს იტყვის მინდება დავახრჩო, ან თავი დავიხრჩო ან არ ვიცი არაპროგნოზირებადი ვხდები მის გვერდით. მასსავით ცვალებადი მიხდება ხასიათი. მართლა მეგრელი და სვანია ერთად რა ,მეტი რა ვთქვა. ჯერ მარტო ბერდოს და მისი დამოკიდებულება რად ღირს , აგიჟებს ბიჭს. ყველაფერზე შეუძლია ღადავი ყველას აჩუმებს და ჩემთან მგონი თავს იკავებს. უბედურება ის არის რომ მხოლოდ ჩემი გარეგნობა იზიდავს,ყველაფერს იმიტომ აკეთებს რომ ვაგიჟებ ამ მხრივ. ისე კი ცდილობს გამოცნოს მაგრამ იმდენ შხამს ატარებს ვერ ისვენებს და მაინც ვაღწევ თავს ხოლმე ,მერე ცდილობს მომიბოდიშოს, არა „ბოდიში“ არ უთქვამს არასდროს, მაგრამ ქცევაზე ეტყობა. რამდენიმე საათში ჩემი დაბადების დღეა. რა თქმა უნდა მან არაფერი იცის. ოთახში შესვლის სემდეგ უკვე ტრადიციად ქცეული საუბრები იწყება, ისე ვყვები ხოლმე ბაასში ვერც კი ვხვდები როგორ მათენდება თავზე. მაინც როგორ აქვს ამხელა გავლენა ყველაფრის არქმას მიკარგავს ... უკვე 31-ია . მან არაფერი იცის და ისევ ვსაუბრობთ. ადრე დავიძინე... მეორე დღეს კი გიჟებმა დაიწყეს გუნდაობით და ვასრულებთ კერძების მზადებით. მეც დავეხმარე გოგონებს და საუცხოო სუფრა გავაწყვეთ. დეიდამ მომილოცა ,სხვებს არ ახსოვსთ. თუმცა ყველამ ისედაც არ იცოდა..იმდენი საქმე იყო ვის გაახსენდებოდა. -ესეც ასეეე მალე ახალი წელიაააააააააა -გიჟო რა გაყვირებს -მეტი მეკუთნის შენგან რა -აუუ ბექა მართლა რა გაყვირებს .. დავირალეთ ჩვენ და შენ კიდე როგორ ხარ ენერგიაზე -მე ჩემი ენერგო სტიმულატორი მყავს -არ გადაწვა ეგ სტიმულატორი თორე ბევრი რამის სტიმულირება დაგჭირდება მერე -ვაიმეე ბათუუუ -ხო რა არი? -არაფერი რა ვაფშე არაფერი დამიფერფლა ბავშვი ისე ააწითლა -ვინ სად რა ხო არ გაგიჟდი ვინ დავფერფლე...საერთოდ ვერ ვიტან ფერფლს -ღმერთო გაძლება მიეცი ყველას ამის ხელში ვინც უნდა ჩავარდეს -ანტი რეკლამაც ასეთი უნდა რა -გეყოფათ ახლა გავედით გარეთ მალე ახალი წელია - კატომ წამოგვყარა ყველა და გარეთ გაგვაგდო. დროის ათვლა დავიწყეთ.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა არც კი ვიცი ... ვითვლიდით,მერე გაისმა ფეიერვერკის ხმა ..მე აღარ შემეძლო საუბარი,მანამდე ვიგრძენი ბაგეებზე მისი ტუჩების შეხება..მკოცნიდა... ის მე ,მე ის .მე კი გაშეშებული ვიდექი და აღარ ვიცოდი საერთოდ ტვინი თუ აღიქვამდა რამეს .როგორ არ აღიქვამდა, მხოლოდ მას ,მის ხელებს ჩემს წელზე, მის ტუჩებს რომლებიც ჩემს ტუჩებს ლაშქრავდნენ ,გულისცემა რომელიც არც კი ვიცი ...ჩქაროსნულ მატარებელს გაასწრებდა სიჩქარეში . რა დროს ესაა მე მან მაკოცა და სულ არ მადარდებდა რა უნდოდა იმ წამს ვუყვარდი,მოვწონდი თუ მხოლოდ ვუნდოდი ... -დაბადების დღეს გილოცავ- ეს სიტყვები კოცნამდე მითხრა მგონი. რომ მოსორდა ჩემს ბაგეებს გაიღიმა,ისე მე რომ მაბოდებს და შუბლზე მაკოცა- ახალ წელს გილოცავ ცუცა - შეუძლებელია! ნუთუ ახსოვს ? ნუთუ ვახსოვარ . მხოლოდ ის მეძახდა ასე , ისევ მისი თვალები ისევ მიწყდება აზრი, ვკარგავ აზროვნების უნარს .მის მკლავებში ვიმალები,მისით ვარ მოცული და გეფიცებით ყველაზე ბედნიერი ახალი წელია, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღის ბოლო წამი და ახალი წლის დასაწყისი... ^^^ ბათუ... ავირიე... ყველგან ნუცაა არის თუ არა გვერდით მაინც ისაა ფიქრებში, თვალს დავხუჭავ ისაა,მძინავს ისაა მისი ხმა მესმის, მისი სახე მეჩვენება. შევიშალე! დავბორიალებ მთელი დღეა...გოგონები კერძებს ამზადებენ, ვერ დაიჯერებთ მაგრამ ჩემმა ძმამ სახლი მორთო, სალომე საოცრებაა რა . ბიჭებმა ვიგუნდავეთ,გავერთე, ნუცაც კარგად ვაგუნდავე და შემდეგ გავისეირნე. რომ დავიწყე ახლაც ვბორიალებ აქეთ-იქით... უცნაური შეგრძნება მაქვს... თიტქოს ტვინს რაღაცის გახსენება უნდა და ვერ იხსენებს. გიჟად ნუ ჩამთვლით მაგრამ ნუცა ძალიან ახლო, ნაცნობი მგონია.რომელსაც რაღაც პერიოდი ვიცნობდი მერე კი დავშორდით ... გონებას ვაიძულე და გამახსენდა... დღეს ნუცას დაბადების დღეა... თავიდანვე ვიცოდი მაგრამ არ ვაპირებდი მილოცვას . ვიფიქრე მერე მივულლოცავთქო. უკვე ვიცი როგორც მივულოცავ, თუ ჩემს თავს მივულოცავ მის არსებობას და ჩემს ცხოვრებასი დაბრუნებას არ ვიცი ,მაგრამ მილოცვა საოცარი იქნება.ეჭვი არ შეგეპაროთ! დრო ხო მიფრინავს, აი უკვე ეზოსი ვართ, ცას უყურებს,ელის როდის გამოჩნდება ფეიერვერკები,ის კი არ იცის მე რომ უნდა დავასწრო ახალ წელს და მანამ დავეპატრონო მის ბაგეებს. იმედია მოვასწრებ და საერტოდ ვეტყვი „გილოცავ“ ამას მაინც . მგონი ვუთხარი, არ მახსოვს, იმდენად გამთიშა სასურველ მიზანთან სიახლოვემ არაფერი ვიცი. მხოლოდ ის რომ ის საოცრებაა,რომ ეს საოცრება ჩემია და ეს განაჩენი დიდი ხნის წინ გამოვიტანე და არაფერი შეცვლის! ახალი წლის პირველი წამებიც ასეთი უნდა... წარმიდგინეთ გაგრძელება როგორი იქნება ... ^^^ ბერდო--- დავიღუპე! უკვე შარში ვარ კი არა უკვე ის შარი ჩემშია ... დღეს დილიდან გადამრია... გამთენიისას ვდგევარ მისაღებსი და იმას ვაკეთებ რაც ბავშვობაშიც კი არ მომფიქრებია,ვდგავარ და ნაძვის ხეს ვრთავ. წვიმა მაქვს ყელზე მოხვეული და სალომეს ვუყურებ დებილი ბავშივით. როგორ არ ვუყურო ისეთი სხვანაირია როცა იღიმის , დახტის აქეთ იქით და ბედნიერებას აფრქვევს. მგონი გავები , იმედია ძალიან არ დამეტყობა. საერთოდ თუ ვერ გაიგებენ ჩემი ხელი რომ ურევია ამ ამბავში კარგი იქნება. როცა ხელში ავიყვანე მე ჩემი დამემართა. ბუმბულივითაა პირდაპირი მნიშვნელობით თუ ვიმსჯელებთ, საუკუნე დავიჭერდი მაგრამ მე რაც მემართება მისი სიახლოვისას ისე მძმდება იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ ვერ ვკოცნი, ვერც ვეხვევი,ვერც ვეუბნები რომ წკუას მაკარგვინებს , მძიმდება . იმდენად რომ სუნთქვას მიკრავს , მგონია რომ სულ სველი ვარ და ცოტა დარჩა წაქცევამდე. გიჟია! მომკლავს ეს მე . გულს გამიხეთქავს. რომ ვუთხარი ხერხემალს მტკენთქო ზურგზე ამაბობღდა , ვითომ არასწორად ვიჭერდი და ამის გამო იყო. განგებ ანელებს საქმეს, ისე ყველაფერს ჩქარა აკეთებს და ახლა აჭიანურებს. წამებს ვითვლი, ცოტაც და ხელს დავავლებ და მისით გაბრუებული თავად გავაგებინებ როგორ უნდა გაბრუება . რა დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში? სულ გავგიჟდი , მე რო ამას ვაკოცო, ან ჩავეხუტო ან რა ვიცი რამე ვუთხრა მომკლავს. მეშინია კიდეც? ხომ ვამბობ დამრხა-თქო . სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს . მე მისი მეშინია. არა რა სასაცილო მართლა მეშინია უკვე, ყველა სიტყვის, ქმედების ყველაფრის მეშინია.ვაი და მართლა შევძულდე მერე რა მეშველება . არა ახლა ხო ვეხატები გულზე რა ...რაღაც უნდა ჩემგან, რაღაც აიძულებს ხასიათის ცვლილებას.ხან მგონია მეფლირტავება, ხან მოკვლა უნდა ჩემი ვეღარ ვიგებ რა უნდა რეალურად. მაგრამ ვგრძნობ მაგარ შარში ვარ და ვიცი საოცრებას მიმზადებს. ეს არ იკმარა, დავისვენე ცოტა და მერე ეზოში ვიყავი. სულ თოვლით იყო ყველაფერი დაფარული და ვწმენდდი. ისნი ღლაბუცობდნენ, რა ენაღვლებათ. ვითომ საქმე არ მაკლდა ვიღაცამ გამომიქანა გუნდა და ისე მომარტყა ლამის დავიკნავლე. ვინ იქნებოდა სალომეს გარდა, არა მაინც რგოორ დარბის, კატაა . პანტერა რა ვიცი ვინაა ეს რაღაც ახალი ჯიშია ერთადერთი და განუმეორებელი . კი დავიჭირე და გადავუხადე სამაგიერო მაგრამ იმდენი იფართხალა მაინც დამაგდო თოვლში -აი ასეე .რამხელა ხარ იცი ? უჰ დავიქანცე- ხელები გაშალა და ზემოდან დამეცა -ააა -კაი ნუ კვნესი სირცხვიალია, იფიქრებენ რო ვძალადობ -მე შენ გაჩვ.. -არ გინდა ახლა არცერთს გვაქ მაგის ძალა . დედა რამდენი ვირბინე არ მომკლა ? რა იყო ერთი გუნდა გესროლე არ გადამაყოლა? -თავი ჩემს მკერდზე ედო და ბუტბუტებდა- ავდგებით ჩვენ ვითომ ჩვენით თუ დაგვეხმარებიან ჰა? მე კი ამიყვანენ შენ რა გეშველება შე საწყალო -თუ გაჩუმდები ცოტა ხანს ენერგიას დაზოგავ -აღარ ბრაზდები?- წამოყო თავი და თვალების ციმციმით შემომხედა . რა ვიცი იქ რა დაინახა გაიცინა და ლოყაზე მაკოცა. მგონი ახლა ვიგრძენი რო გაყინული ვეგდე თოვლში და სულ ვსველდებოდი - კარგი გორილა ხარ შენ იცი? -წავედით სახლში...- მხოლოდ ეს ვთქვი , სხვა რამეს ვერ ვიტყოდი უბრლოდ. ხელი მოვხვიე, მასთან ერტად წამოვდექი და სახლისკენ დავიზარი. არ გაუპროტესტებია, პირიქით ჩამეხუტა და გაიტრუნა. საძინებელში სწრაფად შევედი და კარი ზურგს უკან მივხურე. სალომე ჩამოვსვი და თავზე ხელი გადავისვი. ამას ხო ვერ გადავეჩვიე,მგონი ხვდება უკვე ნერვიულობის დროს რო ვაკეთებ ასე და იმიტო მიღიმის -შენ უფრო სველი ხარ ,ჯერ შენ შედი- მცირე ხნის შემდეგ მითხრა და ლამის ყბა ჩამომივარდა გაოცებისგან. ინსტიქტურად ავიღე ტანსაცმელი და სწრაფად შევედი. ელვის სისწრაფით მოვწესრიგდი და გავედი. სალომე საბანში გახვეული იწვა, მხოლოდ არეული თმა მოუჩანდა და თვალები სასაცლოდ რომ აფახუნებდა -იმედია არაფერი დაშავდება ჯერ თუ არ მივეხმარები... ცოტას დავიძინებ -საკმაოდ არიან... დაიღალე? -რომ დავაკვირდი ისე იყო მოკეცილი შემეშნდა- რამე ხო არ გტკივა, ცუდად ხო არ გესროლე გუნდა ან დაცემის დროს ხო არ იტკინე რამე -რა? ... არა საიდან მოიტანე - გაოცებული მიყურებდა-მგონი გაგიჟდი ხო? =შეიძლება... მართლა არაფერი გტკივა? -უბრალოდ მცივა -კარგი ..მაგის მოგვარება შეიძლება - უცებ გავიხადე ფეხზე და გვერდით მივუწექი. ისევ გაოცებული მზერა , ისევ ჩავიხუტე, მისი სიახლოვე მიყვარს. პატარა კნუტია ჩემს მკლავებში მოქცეული. ჩაიმალა და ახლა უკვე მხოლოდ არეული თმა უჩანდა,რომლის ნახევარი სახეზე მეფინებოდა. მალე გათბა და მივხვდი რომ ჩაეძინა. ხელები ჰქონდა ჩემს მაისურზე ჩაბღაუჭებული და ტკბილად ეძინა. ყველაფერი დამავიწყდა, ვიწექი და ვუყურებდი მძინარეს, არც კი შევტოკებულვარ, მეშინოდა ძილი არ დამერღვია მისთვის. დიდხანს არ ეძინა,მალევე გაიღვიძა. წარბები შეჭმუხნა ,მერე ტუჩები ააცმაცუნა და ბოლოს ჭყიტა თვალები. შემომხედა ,უცებ მომშორდა და კარისკენ დაიძრა -გოგონებს უნდა მივეხმარო... -თითქოს გამაფრთხილა... თიტქოს კი არა გამაფრთხილა . რაღაც ახალია . რამდენიმეს აათი ვცდილობდი მისთვის ტვალი მომეკრა,ყურადღება ვერ გადავიტანე -გეყოფა რა დავიტანჯე -რა გინდა -აუუ მე მაშტერებ თუ შენ თავს იშტერებ უარესად -ბათუ რა გინდა! -ადექი მიდი წყალი მომიტანე სამზარეულოდან ეგ მინდა -გაგიჟდი მგონი შენ . ადექი და მოიტანე -ხო და მე ვნახავ სალომეს და შენ იჯექი მანდ -მოგიტან - ისე უცებ წამოვდექი ჩემმა ბოროტმა ძმამ რომ ხარხარი დაიწყო მერე მოვეგე გონს და დავატორმუზე- ზეთს მოგიტან და დაგალევინებ,იქნებ ეგ შხამი გაანეიტრალოს - მიდი სენ გაიხარე პატარავ და მე რას დავეძებ ჩემს თავს -რატო აწვალებ ბავშვს - გავიგე როგორ უთხრა არღვლიანმა . სამზარეულოში შევედი, გამიკვირდა იქ მხოლოდ სალომე იყო რაღაცას თქვეფდდა და თეძოს რხევით ყვებოდა მუსიკას, მერე დატრიალდა და ლამის გადამასხა გამზადებული მასა. ყურსასმენები მოიხსნა და ჯამი მაგიდაზე დადგა -აქ რა გინდა შენ... -წვენი -მერე ჩემს თვალებში ხედავ წვენს? -მე ... რა სისულელეა უბრალოდ გამიკვირდა მარტო რომ ხარ -მე უნდა გამომეცხო ნამცხვარი და დანარჩენები დასასვენებლად გავუშვი -ზურგი მაქცია უდარდელად და ისევ განაგრძო მზადება -რას აკეთებ? -ბისკვიტს ...-ჯერ გაჩუმდა მერე ჩაიცინა და ეშმაკური ღიმილით გამომხედა. კინაღამ დამივარდა ძლივს აღებული წვენი- მომეხმარები? -რაა? ვინ მე? მე რა ვიცი -ოო მიდი რა მეზარება, თან დავიღალე .ხო გიყვარს კაკაოთი ნამცხვრები ხოდა ნახევარს შენ გაჭმევ -მიყვარს მარა ..რა იცი რო მიყვარს -რა მნიშვნელობა აქ ! მომეხმარები? -რატო მიყურებ კნუტის თვალებით ... შენი აზრით გაჭრის? ნამცხვართან რა მესაქმება ნუ გადამრევ სალათი ან ხორცის წვნიანი კიდე ხო მარა ნამცხ..- ტყუილად ვლაპარაკობდი ,ისე მიყურებდა მგონი უკვე მეჭირა ხელში მისი გამოწვდილი მარგარინი და ვაგდებდი ჯამში რო გამდნარიყო - სალომეე -გთხოოვ - რატო მიყურებს ასე . გუშინ მეჩხუბებოდა და დღეს რა დღეა ასეთი ,გავგიჟდები მალე . რამ დაატკბო ეს , ასეთს ვერ ვუძლებ . თუ არ მეჩხუბა მალე მგონი გავნადგურდები ბოლომდე . რატო მოდის რა უნდა? ყელზე მხვევს ხელებს და მაღლა იწევა ,სულ გაგიჟდა ხო? მისი ტუჩები სულ ახლოსაა ,მაგრამ მხოლოდ ნერწყვს მიტოვებს ყელში გაჩხერილს ყურთან მიაქ ტუჩები და მის სუნთქვას კანზე ვგრძნობ . ამის აღქმა როდის დავიწყე მე !- შენ ხო გინდა მშვიდად იყო შენს გოგოსთან და ნერვების მომშლელი არ გყავდეს ... დამეხმარე ამ დღეებში და შეგეშვები - ვინ უთხრა...საიდან მოიტანა რო მინდა შემეშვას. ახლა რა ვუთხრა შენთან ჩხუბი მინდა და არ დაგეხმარებითქო? სულ ავირიე ... -ასე თუ იდგები ფიზიკურად ვერ შევძლებ ვერაფრის გაკეთებას ..ცეკვას მხოლოდ- ოჰ კიდევ კარგი მთლად არ გათიშულხარ ტვინო . უცებ დაიბნა და მომშორდა -მეხმარები თუ არა ... -რა გავაკეთო - პერანგის მკლავები ავიკეცე და ხელები გადავიბანე . გაიცინა და ისე უცებ ჩამეხუტა კიდე ვერ მოვედი აზრზე -არ გვინდა ახლა ეს აფერისტობა ! ნუ გადამაფიქრებინებ -თu მოგეკარო მადლობა მითხარი ,გორილა - უცებ მომშორდა ცხვირი აბზიკა და მაგიდაზე შემოჯდა -ე.ი აიღე ჯამი , მიქსერიი ხუთი კვერცხი, თაფლი კი დევს ... შაქარიც არის, კაკაოც დევს - თავისთვის ლაპარაკობდა მე კი ავიღე ისინი რაც მითხრა და მის გვერდით დავდექი . მერე თვითონ ჩამოხტა თან მკარნახობდა რა უნდა მექნა და მეორე ბისკვიტის მასას ასხამდა ფორმაში. მერე რაღაცას ამზადებდა , კიდე ვერ ვიჯერებ რო ასე გულმოდგინედ ბისკვიტს ვაკეთებ. გავგიჟდი მართლა მე და ამ გადარეულის ბრალია ...ჩაფიქრებული ვიყავი და ვცდილობდი კარგად ამომეყვანა ცილა თუ როგორ ეძახიან ამას რა ვიცი , მოვიდა და ფქვილიანი თიტი დამკრა ცხვირზე =წარბები გახსენი თორე ვერ გააკეთებ და დამივარდება ბისკვიტი ... განწყობა დამანახე გორილა -ეს მომაშორე როგორც მომაცხე თორე განახებ მე შენ განწყობას -აი ისევ მიბღვერ..ის კი არ იცი როგორი ფოტოგენური ხარ დასვრილი ცხვირით -წაშალე ფოტო ! არ გაბედო იცოდე -კარგი რა რატო ხარ ასეთი ჯმუხი ეს პატარა ბიჭი -მე ვარ პატარა? -20 წლის დიდი გგონია შენ? ისე კი გამოიყურები მოხუცივით .მგონი გვატყუებ და ბათუზე უფროსი შენ ხარ ხო?- მაგიდას რტყამდა წრეებს და თან კისკისებდა. მომეშალა ნერვები ავიღე ფქვილის შეკვრა და მუჭით შევაყარე ფქვილი. სულ გათეთრდა, წამწამებს ახამხამებდა და გაშეშებული იდგა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა სიცილი ვერ შევიკავე. იმდენი ვიცინე ბოლოს ასე როდის ვიყავი არ მახსოვს. მაგრამ ვინ დამაცადა ,იმ გადარეულმა მოსვლა მოასწრო და სახეზე კი არა თავზე დამაცალა ფქვილის შეკვრა ასე რომ პერანგიც კი დამესვარა , კანზე ვგრძნობდი ფქვილს რომელიც მოძრაობისას სულ ქვემოთ ჩადიოდა მოიცა ამას წყალი შეურია? ! -მოგკლავ! -შენი ბრალია მე რატო მომკლავ..ნახე რას ვგავარ- ისევ გაიქცა და ბექა შენ მოგეცა ჩემი ცოდვა რამხელა სამზარეულოა ,ეს ჭინკა ისე დახტის ვერ დავიჭირე .ბოლოს ფეხი აუცდდა და პირდაპირ მკლავებში ჩამივარდა . კი დავიჭერდი მაგრამ ცომი ეგდო ძირს და მეც მოვსრიალდი. ასე და ამრიგად ჯერ მე გავიშხლართე იატაკზე და ზემოდან ის დამეცა. მერამდენედ უკვე , მომკლა ამან მე -აააა ვაიმე დედა.. ცოცხალი ვარ?- უცებ გაახილა თვალები და ზემოდან დამხედა- ჯოჯოხეთში რატო ვარ რა ცოდვა მაქ ახლა ისეთი -ჯოჯოხეთში ხო? კარგი მაცადე ერთ წამს - უცებ გადავაწვინე იატაკზე და მე მოვექეცი ზემოდან -აა იდიიოტო რამხელა ხარ ვეღარ ვსუნთქავ -გიხდება თეთრი სახე.. უკეთ განასახიერებ კუდიანს -მე ვარ კუდიანი? შე გორილა შენ -კარგად გამოაჩინე ბრჭყალები და უფრო დაემსგავსები -გორილა გამშორდი.. დამეწვება ბისკვიტი მიდი რა თორე იცოდე ორივეს შენ გააკეთებ -თუ ადგები მიბრძანდი ვინ გიშლის -გადაიწიე .. კაი რა მართლა დაიწვება -სად წახვედი ბიჯო ამდენ ხანს .. წყალი დაგაბარე თუ ჭის გათხრა - ბათუ შემოვიდა სიცილით და იატაკზე რომ დაგვინახა თან ასეთ ფორმაში ჯერ თვალებგაფართოებული მიყურებდა მერე ხარხარი დაიწყო ,ამას ვინ გააჩუმებს ახლა -რა გახარხარებს ბათუ? რა ქნა ამ... ვაიმე დედააა რას გავხარ ბიჯო - ბექამ რომ დაგვინახა ისიც იმას აყვა -აბა თუ გაჩუმდებით ახლა - უცებ წამოვდექი და სალომეც მივარდა გაზქურას გაბრაზებული. ბისკვიტი ცოტა დაიბრაწა მარა დამწვარი არ იყო კიდევ კარგი . მეორეც დაასხა უცებ და ორ მოხარხარეს მივარდა -თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? ორი მასხარა ! -ოხ ეს ვის ოჯახსიც შევა მტრისას რა -შენ თავს უწინასწარმეტყველებ ბათუ? -კაი ერთი მე არ ვცხოვრობ ამასთან ..იყიდოს ბინა და იცხოვრონ იქ -რას ბოდავთ თქვენ ორნი ...გადარეულები ესენი- გაბრაზებული გავვარდი და პირდაპირ კიბეზე ავვარდი. არ მივაქციე გაოცებულ ხალხს ყურადღება. წარმომიდგენია როგორ გამოვიყურები. დროულად თუ არ მოვიშორე ეს ყველაფერი გავგიჟდები. ოთახში შესული არ ვიყავი პერანგი რო გავიხადე და კი მივეყინე ადგილზე ნახევრად შიშველი სალომე რომ დავინახე. ხელში პირსახოცი ეჭირა და სახეს იწმენდდა . ეღა მაკლდა ,ახლა რო დამინახავს გაგიჯდება -სააბაზანო არ იყო აქ რო არ გაშისვლებულიყავი?- ზურგი ვაქციე და ერთადერთი საშველი „ ბუზღუნი“ მოვიშველიე -აქ რა გინდა შენ -შენი აზრით ამ მასით სიარული მომწონს? შეხვალ სააბაზანოში თუ შევიდე მე -შენ რატო მე ამოვედი პირველი და სხვათაშ.. რას აკეთებ -მე მეტი მაყრია და მე შევალ.. გქონდა შანსი აქ რო დადექი და დაიწყე გახდა -კარი გააღე იდიოტო - ცხვირწინ მიხურულ კარს დასცხო მუშტები . გაცოფდი შენც არაფერი გიჭირს. კი ვიფიქრე ნელა ვიმოქმედებთქო მარა მერე შემეცოდა და უცებ გადავივლე. შარვალიც დასვრილია ამიტო პირსახოცით გასვლა მიწევს . რა უბედურებაა ახლა ტიტველმა ვიტანტალო? მეტი მეკუთნის ვერ ავიღე ტანსაცმელი? ოთახში შევედი და ლამის ღრიალი დავიწყე. ამ გიჟს ჩემი ტანსაცმელები გადმოუყრია იატაკზე , მაისური აუღია და იმით იწმენდდა სახეს -რას აკეთებ გოგო -ვცდილობ სააბაზანოს გათავისუფლებამდე მოვიშორო ფქვილი - ისე მითხრა არც შემოუხედავს , მერე შემობრუნდა და მაკვირდება თუ მე მეჩვენება. რა ჭირს ამას ნახევრად შიშველი არავინ უნახავს ?- მე შეიძლება შევიდე ხო? - უცებ მესროლა მაისური და შევარდა სააბაზანოში. არც იმან წაიღო ტანსაცმელი. გიჟია ეს ... ჩავიცვი და ტანსაცმელიც შეძლებისდაგვარად მივალაგე. მერე ქვემოთ ცავედი ჩემი ნაშრომი რო არ ჩავარდნილიყო წყალში ,მაგრამ დაისწრიათ და უკვე მზად იყო . -მობრძანდა ცნობილი კონდიტერი ბერდია გუგავა მობრძანდება ნახელავის შესამოწმებლად - რა თქმა უნდა ბათუს ომახიანი ხმა გაისმა და ფხუკუნი მოაყოლა-რას ვიფიქრებდი და შენ გგაკეთებულ ნამცხვარს თუ შევჭამდი აზრადაც არ მომივიდოდა -ფანტაზია არ გაქ -უიმე რა იყო ბიჯო უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? -არც მიცდია , მასხარას ავყვე? -მასხარას მე მეძახის კაცი რომელიც წამის წინ სულ ფქვილში იყო ამოსვრილი კლოუნი იქნებოდი ერთი წითელი ცხვირი გაკლდა -დამღალე -მე? ასე უცებ თუ იღლები ცუდია იცი? თან ენერგოვამპირთან გაქ აშკარად საქმე -ღმერთო რა დავაშავე? იმის ნაცვლად მამშვიდებდეს ნერვებს მაწყვეტს . კიდე დიდხანს გააგრძელა, შიგადაშიგ ბექაც ყვებოდა ,მაგრამ სალომემ გააცუმა ორივე როცა უთხრა თქვენგან განსხვავებით მაგან წაგებულის ჩაბარება და სიტყვის შესრულება იცის და ეგ თუ სასაცილოა მიდექით და იღადავეთო. ყბა ჩამომივარდა , ვერ გავიგე ეს რატო თქვა. უკან გავყევი და გამოვათრიე სამზარეულოდან ,რომელიც უკვე სასვე იყო -რატო თქვი ეგ? -რა ვთქვი -მე ხო არაფერს ვასრულებდი -წაგებული არ ხარ სუულ? დიდი ამბავი ახლა თამაშის სახე თუ არ ჰქონია . დანაშაულიც გაქვს ჩემს წინაშე და იმიტომ აკეთებ ყველაფერს ... ახლა კი გამშორდი სუნთქვა მეკვრის იმდენი გასხია ეგ სუნამო - სახე მომეღრიცა უცებ. რა უნდა ახლა ჩემს სუნამოსთან , სულ არ ვისხამ ბევრს საიდან მოიტანა. -ნერვებს მტერი - ჩემთვის ჩავილაპარაკე და წავედი. მერე მოგვწყინდა ბიჭებს და წავედით. რეზი და რუსკა არ ჩანდნენ. სხვა შემთხვევაში მშვიდად ვიქნებოდი მაგრამ ვიცი რუსკა არ გაჰყვებოდა. ვურეკავდი და არ მპასუხობდა. ბოლოს საძინებელში ავედი და ნივთები არ დამხვდა მისი. რეზის ტანსაცმელი ეწყო მხოლოდ . ქვემოთ ცავედი და ბათუ მოვძებნე -რუსკა სად არის? -წავიდა ..მე მომწერა სახლშია რ იყავით და წავედიო სასწრაფო საქმე მქონდა დედაცემთან უნდა წავსულიყავიო. დავრეკე იქ მარა ჯერ არაა მისული. ახალი წასულია ალბათ -ელაპარაკე ისე? -ვერა , აღარ გადის ზარი .ალბათ არ იჭერს . ნახე რა ამინდია. ხო იცი წასვლა უნდოდა ალბათ იფიქრა აქედან ვეღარ გავაღწევო და წავიდა . დამშვიდდი პატარა ხო არაა -როგორ დავმშვიდდე . მეტყოდა წასვლა თუ უნდოდა და წავიყვანდი -ვერ გიპოვა ადამიანო. სასწრაფო საქმე თუ ჰქონდა რას გააწყობდა ტყეში დაგიწყებდა ძებნას? -კარგი ხო მართალია წავალ მე ისევ -მოიცა მეც წამოვალ ... საღამოს შევედით სახლში. მოვწესრიგდით და უკვე ველოდით ახალი წლის დადგომას. ჩემთვის ვიდექი საძინებელში ,ფანჯარასთან ჯერ კიდევ დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი ახალ წლამდე. სალომე მოვარდა ,უფრო სწორად ჯერ ლოყა ამეწვა და შემდეგ დავინახე სალომე გაცოფებული გამომეტყველებით. -როგორ გაბედე -რა გავბედო გოგო სულლ გადაირიე? -კიდე შენ მიყვირი? მატყუარა, საზიზრარო როგორ არ მითხარი ვერ გიტან , მეზიზღები -სად იყავია დამიანო რამ გადაგრია წყლისთვის არ გახვედი? - ხმას ნუ იღებ საერთოდ .. მატყუარა არ მეგონე და ეგეც ყოფილხარ. მეთამაშებოდი ხო? რა მოგწონდა ნეტა შენი აზრით რა განსხვავება იყო რუსკა შენი შეყვარებული მეგონებოდა თუ ნათლული - უცებ გაიხსნა ყველა კვანძი. ამის გამო იყო ასე ანერვიულებული? -მართალია მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა შენთვის. დავიჯერო უმნიშნელო ფაქტები გაღელვებს ასე ძალიან? და ცემა ტყეპაზე გადადიხარ? -უმნიშვნელო ხარ რა თქმა უნდა რაში მაინტერესებს შენი შეყვარებულები და საყვარლები -სიტყვები ქმედების საწინააღმდეგოა ეგ როგორ გავიგო? -როგორ და ნამდვილი ურჩხული ხარ, საზიზღარი და მთელი ეს დრო მატყუებდი, რამდენჯერ ვთქვი თქვენზე და არცერთხელ შეიმჩნიე , არცერთხელ გიცდია გეთქვა რომ არ იყო შეყვარებული -ვერ გავიგე რატომ ყვირი, მე ხომ შენთვის არაფერს ვნიშნავ და რატომ გადარდებს მოგატყუებდი თუ არა -გინდა გადავირიო ხო? ეგ გინდა . როგორ შეგიძლია ასე მშვიდად საუბარი ,ა სე უემოციოდ ნამდვილი სატანა ხარ სადისტი და საზიზღარი .ღმერთო როგორ ვერ გიტან შენ რო იცოდე - უკონტროლო გახდა , თვალები ჩაუწითლდა, აემღვრა მუჭები დამიშინა მჯერდზე . ბოლოს ვეღარ მოვითმინე მხრებში ვწვდი და შევანჯღრიე -დამშვიდდი და გონს მოდი -გამიშვი , გამიშვი არ შემეხო საერთოდ .ყველაფერი შენი ბრალია ნეტა შემეძლოს ჩემი ხელით დაგახრჩობდი - საერთოდ აღარ მესმოდა მისი სიტყვები, მხოლოდ მის სიახლოვეს ვგრძნობდი, მის ამღვრეულ თვალებს , იმას რომ ტყუოდა და საერთოდ არ ვძულდი,იმას რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ჩემი შეყვარებულიც ადარდებდა. მის ათრთოლებულ ტუჩებს ვხედავდი ,სასურველს და მიმზიდველს. იმდენად მიმზიდველს რომ სულ რამდენიმე წამი დამჭირდა მათ დასაპყრობლად. ქვედა ტუჩს რომ შევეხე მივხვდი კონტროლი გაქრა ,ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. ხელები წელზე მოვხვიე და სხეულზე ავიკარი. ერთი ხელი არეულ თმაში შევუცურე თიტქოს მეშინოდა არ გაქცეულიყო .თუმცა წასვლას აშკარად არ აპირებდა, გახევებული იდგა ,თვალები დახუჭა,მთელი სხეული უთრთოდა. ამან უფრო გამახელა, წინააღმდეგობა რომ ვერ მივიღე კოცნა გავაღრმავე და მეგონა გული გამიჩერდებოდა როცა აკანკალებული თიტები ყელზე მომხვია და ტუჩები ჩემს ტუჩებს შეახო . ყურში ჩამესმოდა ხმამარალი შეძახილები, ფეიერვერკის ხმა მაგრამ ჩემს შინაგან აფეტქებასთან ეგ არაფერი იყო. მეგონა ბედნიერებისგან გავიტშებოდი. თუმცა არც ვიყავი მთლად სრულ ჭკუაზე. დანისლულ თვალებში ვუყურებდი სალომეს და მის ლოყაზე დავატარებდი თითებს -ბერდო ეს ..- ლუღლუღით ტქვა ჩემი სახელი და ლოყები უფრო აუწითლდა. ასეთს პირველად ვხედავ, გაყუჩებულს, სიტყვებს რომ ვერ პოულობს -მიყვარხარ ჩემო გადარეულო - მეც არ ვიცი როგორ ვუტხარი ასე მარტივად ,მეგონა ვერ მოვახერხებდი გამოტყდომას. თვალებამღვრეული მიყურებდა მერე კი ცრემლებმა ჯებირი გადმოლახეს და ლოყაზე გადაინაცვლეს . ჩამეხუტა და სახე ჩემს მკლავებში ჩამალა -რა გატირებს ,არ გადამრიო ახლა . აუცილებელი კი არაა შენც გიყვარდე ,შეგიყვარდები როგორც ამბობ ხეპრე და გორილა კი ვარ მაგრამ -მეტად შემიყვარდები? არ ვიცი ამბობენ უსასრულოდ გრძელდებაო - ბუტბუტით მითხრა და ამომხედა, ცრემლები ისევ ჰქონდა შერჩენილი ღაწვებზე ,მაგრამ იღიმოდა .რომ გავიაზრე რაც მითხრა სამყარო ჩემი მეგონა თუმცა სამყარო იმ წამს სალომე იყო ჩემთვის.- მიყვარხარ გორილა ... ძალიან მიყვარხარ ... ^^^ ლიზა--- უკვე ახალი წელია , დაჩის მკლავებში გატრუნული ვუყურებ ათასფრად განათებულ ცას და ბედნიერი ვარ. იოანეს და ქეთას გავხედე , ორაგად მიხარია ჩემს ძმას ასე რომ ვხედავ. მთელს ეზოში წყვილები იყვნენ მოფენილნი ,ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ . მხოლოდ მამა იდგა მარტო და ცას შეჰყურებდა ,როგორც ყოველთვის. ისედაც ხშირად მინახავს როგორ დგას და უყურებს ცას, მაშინ როცა განსაკუთრებულად უჭირს .მგონი იქ ეძებს დედას სულ მგონია რომ მათ რაღაც კავშირი აქვთ და მამა იმიტომაა ასე ,თორემ ვერ გაუძლებდა და ისიც დაგვტოვებდა... ფიქრებში გართულს,როცა უკვე ყველაფერი დასრულდა და სახლში შესასვლელად ვემზადებოდი დაჩი ჩემს წინ დადგა და პატარა წითელი ყუთი გამომიწოდა , ბრიალიანტის თვალი ბრწყინავდა და მისი სიტყვები მე მინათებდა გულს -ცოლად გამომყვები ჩემო ერთადერთო? იქნები ჩემი საცოლე შემდეგ კი ცოლი სამუდამო მეგზური და გამიბედნიერებ ცხოვრების ყოველ წამს? -მის ხმაში შეპარული ღელვაც კი საოცრად ჩამესმოდა. საოცარი ის იყო რომ გვერდით ჩემი ძმა დავინახე ისიც იგივე პოზაში იდგა ქეთას წინ .ყველა გაოცებული გვიყურებდა -აბა? დამტანხმდები თუ მოგიტაცო -მე დიდი ხნის წინ მოგიტაცე ჟორჟოლიანო და ვერ გამაკვირვებ მე ხო შენი გოგო ვარ - გავიცინე და ტუჩებზე ვეძგერე-თანახმა ვარ რა თქმა უნდა- კოცნის დროს ვუთხარი და მის გაბრწყინებულ თვალებს ვეღარ გავუძელი,თვალები მივნაბე და მხოლოდ მისი კოცნის აღქმა დავიტოვე. შემდეგ ბეჭედი მომარგო. მგონი მე და ქეთოს ერთდროულად გაგვიკეთეს ბეჭდები. შემდეგ იყო ოვაციები და მამას სიტყვები“ რას ვიფიქრებდი ერთდროულად თუ ვნახავდი ამ სცენას“ -მიყვარხარ ჩემო ფერია - ისევ მაკოცა და გულში ისე ჩამიკრა თიტქოს გავექცეოდი -ჩემი ახდენილი ოცნება ხარ - ყელში მაკოცა და მეც როგორც ყოველთვის ჩავადნი ხელში . აი ბედნიერი ახალი წელი ამას ჰქვია ,როცა ყველაფერი გაქვს ირგვილ საყვარელი ხალხი გყავს და ცხოვრება ბედნიერია... ^^^ ქეთა--- მთელი დღე ვცდილობდი იოანესთვის მეკითხა სად იყო წინა დღით დაკარგული,მაგრამ არაფერი გამომივიდა. ჯერ არ მიპასუხა, შემდეგ მე წავედი გოგონებთან ერთად ვდიასახლისობდი . ისე გავერთე სულ დამავიწყდა ყველაფერი. შემდეგ ვერ გაძლო და გამიტაცა სამზარეულოდან. გადამრია ,დამადნო, გამთიშა და წავიდა. ძალიან მიეჩვია ეს ჩემს ასეთ მდგომარეობაში დატოვებას,ერთხელაც იქნება დავსჯი . სუფრა გავაწყვეთ, ყველაფერი მორთული იყო და ყველგან საზეიმო განწყობა იგრძნობოდა . ეზოში გავედით ,იოანეს მკლავებში მოქცეული შევხვდი ახალ წელს . ბოლოს კი სახლისკენ დავიძარი ,როცა წინ დამიდგა და გაოცებისგან გონება დამებინდა როცა გავიგე „ცოლად გამომყევი...“ სხვა რა ტქვა არც კი ვიცი ბეჭედს ვუყურებდი და მის თვალებს, ცოტაც და გაგიჯდებოდა. რა ვქნა ვერ მოვახერხე სიტყვის თქმა იმდენად გაოცებული ვიყავი -ნუ მიპასუხებ ხო იცი კითხვის ფორმა ტყუილად მივეცი შენ ცოლად გამომყვები !- ჩემი მტევანი ხელში მოიქცია და თითზე მომარგო ბეჭედი -ისე მაინც თუ მეტყვი თანხმ.. -რა კითხვაა პასუხსაც არ გაგცემ ... რიტორიკული შეკითხვაა ხო იცი - გავიცინე და როცა ბედნიერებისგან გაბრწყინებული მეძგერა ტუჩებზე ერთი ამოვიკვნესე და თავადაც ავყევი კოცნაში ... მერე დავაფიქსირე ის ფაქტი რომ დაჩიმ სწორედ იმ დროს თხოვა ლიზას ცოლობა. იოანე ორმაგად ბედნიერი იყო .მერე ლიზიკო გამოსტაცა დაჩის ხელიდან და ორივეს ჩაგვეხუტა -თქვენ ხართ ჩემი ორი სიცოცხლე -მთავარია მესამე არ გყავდეს -როგორ არ ეყოლება ... რა გინდა თქვა რომ ჩემს ძმას გოგოს არ გაუჩენ? არ იცი როგორ უყვარს პატარა გოგონები?- რომ დავიძაბე და გამისკდა გული მერე დაამატა ლიზამ. ეს ბავშვი კარგი მაიმუნია. ამათ ხელში კიდე ჭკვიანია.... -აღიარე რომ ყველაფერი იფიქრე ბეჭდის ყიდვის გარდა- სიცილით მითხრა იომ და ისევ მაკოცა- რა განერვიულებდა რო გააგიჟე ყველა. ოცჯერ დამირეკა ნიკომ,მალე დაბრუნდი თორე რძალი გვებრიდებაო . ვაკომ თუ არ მოხვალ მალე მაგ ბეჭედს მე მიკეთებ თუ რათ გინდა გვიკვდება ნერვიულობით რძალიო... -იცოდნენ? იმდენი ვინერვიულე და როგორ არ მითხრეს ის მაინც რო კარგად იყავი -ბოროტები არიან -სიცილით მითხრა და ლოყები დამიკოცნა- ჩემი ტკბილი გოგოო იმედია საცოლის სტატუსს დიდხანს არ ატარებ და ჩეს გაჭაღარავებას არ დაელოდები მერე ქორწილში რომ თქვან გოგო ჯობიაო -მასხარა გახდი რა ... ვითომ არ იცის ხვალვე რომ გადავალ მასთან თუ მეტყვის -ხოო? ასეც თუ გინდოდა არ ვიცოდი -საზიზღარო.. უზრდელი ხარ თაბაგარო - გავებუსხე და ხელები გადავიჯვარედინე მკერდთან -მეც მიყვარხარ ...-უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა მეტი რა მინდოდა უცებ გაქრა ყველაფერი და დარცა მხოლოდ იოანე... თუმცა დიდი ხანია მხოლოდ იოანე არსებობს და სხვა არაფერი ^^^ რუსკა--- საძინებელში ისე შევედი არ მახსოვდა კიდევ იქ თუ უნდა ყოფილიყო რეზი. მთელი დღე ისე გავერთე რა მემახსოვრებოდა. სიმღერა ჩავრთე მობილურში და შხაპის მიღების შემდეგ საცვლების ამარა დავფრიალებდი ,ვცეკვავდი სიმღერასთან ერთად .თმა გავიშრე შემდეგ კარადის მილაგება დავიწყე, ამერია ცოტა ნივთები . ერთ-ერთ უჯრაში რეზის ტანსაცმელი რომ დავინახე მეგონა თავში ჩაქუჩი ჩამარტყეს. უჯრის შეწევის დროს თიტები ჩავაყოლე და ისე წამოვიკივლე კარში მდგომი მანამდე გაშეშებული რეზი ჩემკენ წამოვიდა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.მეგონა ელექტრონების არმია დამატყდა თავს, ვიწვოდი, სახე ამიხურდა -მაჩვენე ..ნუ ხვანცალებ - ხელის გამოწევა რომ ვსცადე უფრო ახლოს მიმწია - არაფერია ...მალე გადაგივლის - მშვიდად მითხრა და დავინახე როგორ გაექცა მზერა მკერდისკენ .უცებ ამარიდა თვალი და შებრუნდა. პროფილით იდგა- მალე ჩაიცვი ! - საწოლისკენ წავიდა და დაწვა. თავად უკვე ეცვა შორტი და მაისური . ჯერ გახევებული ვიდექი მერე უცებ გადავიცვი პენუარი და არეული ნაბიჯით როგორღაც მივაღწიე საწოლამდე. ზურგი ვაქციე და ბალიშს მოვხვიე ხელები. სირცხვილისგან ვიწვოდი ,ვლოცულობდი მალე დაეძინებინა,როგორც იცოდა ხოლმე,მაგრამ არადა არ იძნებდა. აქეთ იქით ტრიალებდა,მერ ემივხვდი წამოჯდა -ვერ გავიგე რატომ ხარ ჩემთან ერთად როცა შენი შეყვარებული მეზობელ ოთახშია -მე .. -ხო შენ .ან როგორ ჩერდები შენი სეყვარებული სხვა გოგოსთან ერთად წევს და არ გაინტერესებს? ვერაფერი გავიგე რა ურთიერთობა გაქვთ -უბრალოდ არ გვინდოდა ერთ ოთახში ჩვენ არ ვარ.. ჩვენ უბრალოდ -რა თქვენ სექ.. არ გქონიათ ჯერ და ერთ ოთახში არ წვებით? ეშინია რო თავს ვერ შეიკავებს? - ეს რომ თქვა მეგონა მოვკვდებოდი. აღარ ვიცოდი რა მეთქვა ან რა უნდა გამეკეთებინა . ვიცოდი რამე სისულელეს დავახეტქებდი -ასე თუ გაწუხებთ ჩემი აქ ყოფნა შეგიზლიათ გახვიდეთ ან მე გავალ - ზურგი ვაქციე ისევ და საბანში ჩავიმალე. ცრემლები თავისთავად წამომივიდა -ეგ არ მიგულისხმია შეწუხება რა შუაშია ... რუსკა არ გეწყინოს რა უბრალოდ ... ბოდიში იქ ჩავყავი ცხვირი სადაც არაფერი მესაქმებოდა - ბოლოს დაამატა და მგონი ისიც დაწვა. ცრემლები შევიმშრალე და საბნიდან ამოვძვერი. მაინც მეშინოდა გადაბრუნება,თვალები დავხუჭე და შევეცადე დამეძინებინა. ძილბურანში ვიყავი, გავიგე როგორ წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. სიგარეტს ეწეოდა და მიყურებდა ,მერე კედელს მუშტი მიარტყა და რაღაც ჩაილაპარაკა ,ვერ გავარჩიე სიტყვები. დილით ადრე გამეღვიძა, ფრთხილად წამოვდექი და ფანჯარასთან დავდექი. თოვდა ... დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად და ვუყურებდი ხედს.ვმშვიდდებოდი ასე. შემდეგ თავი მივაყრდენი მინას და თვალები დავხუჭე,ვიცოდი მიყურებდა, ვგრძნობდი და მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს შეგრძნება,თუნდაც წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო . მოულოდნელად შევბრუნდი და მის თვალებს წავაწყდი , საგრძნობლად დასწითლებოდა ხელში სიგარეტი ეჭირა ისევ ეწეოდა და მიყურებდა . ვერ გავუძელი ... სწრაფად ავიღე ტანსაცმელი და გავედი... აღარ მინახავს. სასეირნოდ წავედი,მარტო მინდოდა ყოფნა. ტყეში შევედი მივბორიალებდი ჩემთვის და ვერც კი ვიაზრებდი რომ თავზე მათოვდა .უკვე ღრმად ვიყავი ტყეში,როცა მკლავში მწვდა და თავისკენ შემაბრუნა . შიშისგან წამოვიკივლე ,მისი სახე რომ დავინახე უფრო ავფორიაქდი ,შიში გაქრა -რა გინდა აქ ... ვერ ხედავ როგორ თოვს? -ვსეირნობდი -მარტო რატომ ... -ასე მინდოდა .. ხელს არ გამიშვებ? -არა! მე ... მაპატიე რა გუშინ ცუდად გამომივიდა -არაუშავს ...-ხელი გავითავისუფლე და უკან გავბრუნდი. ისიც მომყვებოდა ,არაფერი უთქვამს სანამ ფეხი არ დამიცდა და კიდევ კარგი დამიჭირა -ფრთხილად.. ხო ხედავ ცუდი სავალია .რატო გარბიხარ -არ გავრბივარ უბრალოდ მალე მინდა დავბრუნდე არ მინდა ინერვიულონ -ხო რა თქმა უნდა ბერდო ინერვიულებს. იცის საერთოდ სად ხარ ან რას აკეთებ მთელი დღე? -ვერ გავიგე ამ ტონით რატო საუბრობ .არავის საქმეა ეგ - ისევ ზურგი ვაქციე და წავედი. უკან გამომყვა ამჯერად უბრალოდ დამიჭირა -და იქნნებ არის! რაღაც ხდება თქვენს შორის რასაც ვერ ვხვსნი და მიპასუხებ აუცილებლად -რარაც ხდება რა თქმა უნდა -ცინიკური ნუ ხდები ! მითხარი რას მალავ. შეუძლებელია ბერდო იმის გამო გაწვენდეს სხვა ოთახში რო თავს ვერ იკავებს. კარგად გავიცანი ამ ხნის განმავლობაში და ისიც ვიცი როგორ უყურებენ შეყვარებულები ერთმანეთს. შენ ის არ გიყვარს ხო? -საიდან დაასკვენი -აქ გაჩერდი! თავის არიდება არ გამოგივა -ვინ ხარ რომ ერევი. თუნდაც არ მიყვარდეს შენი რა საქემა. არც კი მიცნობ ვერ გავიგე რა უფლებით ერევი. როგორც თქვი იმაში ნუ ჩაყოფ ცხვირს რაც არ გეხება -ტყუილად სწერვობ. მაინც არ გაგიშვებ სანამ პასუხს არ მივიღებ შენგან. იმ პასუხს რაც მე მაწყობს -რა გაწყობს ხო არ გადაირიე . ხელი გამიშვი ასე ნუ მიყურებ -რუსკა სიმართლე მითხარი -რა სიმართლე რა გინდა გითხრა -ის რომ შეყვარებულები არ ხართ და ბერდო უბრალოდ სალომეს აეჭვიანებს .მას სალომე უყვარს ხომ ასეა .ვიცი რომ ასეა -გამიშვი ხელი ... -მიპასუხე ამის დ.. შე... დამაწყდა ნერვები გინდა გავგიჟდე? -რა გაგიჟებს მერე ... -წამოდი ... არ მპასუხობ კარგი ნუ მიპასუხებ არ მადარდებს . ვიცი ისედაც ყველაფერი და შენ თუ არ დამიდასტურებ არაფერი დაშავდება -სად მიგყავარ- ჩქარა ვერ მივდიოდი. უცებ ამიტაცა ხელში და მხარზე გამიდო რასაც ჰქვია. ტყუილად ვიფართხალე, ქვემოთ ჩავიდა და მანქანისკენ წავიდა. შემსვა მშვიდად ჩაკეტა კარი და საჭესთან დაჯდა- გადაირიე? სახლში მისვლამდე მანქანა რაში გვჭირდება ...- კიდევ ვეტყოდი რამეს მაგრამ ისე ჩქრაა წავიდა გული გამისკდა. ამხელა თოვლში როგორ მიდიოდა ეს მანქანა ვერ გავიგე რა საბურავი აქვს ასეთი. შიში მაშინ მივხვდი რა იყო როცა გუდაურის ტერიტორია დატოვა. ტრაფარეტს შევხედე და ღვედს ჩავეჭიდე- რეზი სად მიდიხარ ... უკან დამაბრუნე -რომ მივალთ გეტყვი. მანამდე შეგიძლია დაიძინო. ახალწლამდე მივაღწევთ -ისე მიდიხარ ... რეზი ბერდო გაგიჯდება რომ ვერ მნახავს -არ გაგიჯდება ნუ ღელავ -იდიოტო ნათლიაჩემია და ღელავს ჩემზე ვირაც დაქირავებული შეყვარებული კი არ ვარ- ისე წამოვიძახე გააზრება ვერ მოვახერხე. მერე ვიკბინე ენაზე რომ გაიცინა -ნათლია ხო? არ იდარდებს შენი ნათლია ნუ ღელავ -სად მივდივართ -არ ვიცოდი ასეთი ჭირვეული თუ იყავი -საერთოდ არ იცი შენ არაფერი ჩემს შესახებ -იმაზე მეტი ვიცი ვიდრე წარმოიდგენ ... -დავურეკავ მაინც ... -მივწერე ბათუს და ეტყვის რომ წახვედი -რა? -მოითმინე არ შეგიძლია? -იმედია მალე მივალთ -ვერ დაგპირდები...იმედია გზა გადაკეტილი არ იქნება.. მეეჭვება ვინმე მიდიოდეს იქეთ -სად მიგყავარ ასეთ ადგილას -რა გთხოვე? -არ გიტხოვია არაფერი. ძალით მიგყავარ სადღაც -ხედით დატკბი- კიტხვაზე არ მიპასუხებს ვიცი. სხვა რა გზა მაქვს,უნდა დავმსვიდდე და დაველოდო. ტანდათან უფრო მაღლა ავდივართ. საშინელი გზებია , თოვს მაგრამ ქარბუქი არ არის და ესეც კი ხელს უწყობს. მანქანები ფაქტობრივად არ მოძრაობენ. დათოვლილ გზას ვუყურებდი და ლამის წამოვიკივლე როცა ტრაფარეტი დავინახე „ ყაზბეგი „ ენა ჩამივარდა. სასტუმროსთან გააჩერდა და გადავიდა. ჩემოდნები გადმოიღო და გამომხედა -არ მოდიხარ? -სად მოვდივარ სასტუმროში? -წამოდი სანამ იგივე მეთოდს მივმართავ -როგორ მიშლის ნერვებს ღმერთო ჩემო - გაბრაზებულმა წარმოვთქვი და გადავედი. გათიშული მივყვებოდი. ნომრის გასაღები აიღო და ლიფტში შევედით. კიდევ რამდენიმე წუთი და უკვე ნომერში ვიყავით. ერთ დიდ ნომერში , ვატყობ გასვლასაც არ აპირებდა. აქ მხოლოდ ერთი დიდი საწოლი იდგა ჩვენი ოთახისგან განსხვავებით . რამე გამოსავალი მაქვს? ისიც არ ვიცი რაში გავეხვიე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.