Live without love
სექსუალურობა ჩემთვის ყოველთვის რაღაც უხეშთან ასოცირდებოდა. შენ, უხეში თუ არა გამომწვევი იყავი. ჩემთან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოიდიოდი. როცა მშობლებს ეჩხუბებოდი, ან როცა სექსი გინდოდა. ხშირად პირველი დომინირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველა ბრაზსა და ჩხუბზე ძლიერი იყო. შემოსვლისთანავე როიალთან მიხვიდიდი ხოლმე. ისე თავგამოდებით და ამაყად მოკალათდებოდი მრგვალ სკამზე, რომ მაშინვე შენთან სექსი მინდებოდა. წელი წვრილი და ღრმად შეზნელიქილი გქონდა, ან წვრილი ქამრის დამსახურება იყო ეს ყოველივე. მხრები კი ოდნავ წინ წამოწეული. დაკვრისას ფეხზე, ან არაფერი გეცვა, ან კიდევ სანდლები. კანი მუქი გქონდა ამიტომ სულ ღია ფერის ტანსაცმელით იმოსებოდი. ხშირად ყვითელი გეცვა, ან თეთრი, ან ორივე ერთად, მაგრამ შავ როიალთან იჯექი და ძალიან, ძალიან სევდიან მელოდიებს აჟღერებდი. ხანდახან სწრაფსაც და მძიმესაც. უფრო ღრმა ტკივილით სავსე ნაწარმოებები გიყვარდა. არ ვიცოდი რა მიზეზი გქონდა მოწყენისათვის, ბრაზისთვის, სიმარტოვისთვის, გულჩათხრობილობისათვის, მაგრამ შენს მიერ შესრილებული ნაწარმოებები ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთზე აუცილებლად მიუთითებდა. ყოველთვის იმას ამბობდი საუბარზე მეტად დაკვრა, ან სიარული მიყვარსო. ბევრს დადიოდი. შეიძლებოდა მთელი დღეები ისე გასულიყო სახლი არ გაგხსენებოდა. საჭმელზე და სასმელზე ხომ ზედმეტია საუბარი, მაგრამ დალევა გიყვარდა. ჩემგან წასულს თუ ბედი გამიღიმებდა გაცილების საშუალებას მაძლევდი და უხმოდ იმ დროისათვის შეუსაბამო რაღაცეებზე მაწყებინებდი ფიქრს. მაღლა მსუბუქად აწეული თმა გიყვარდა. ისე, რომ თავის რიტმულ მოძრაობებში ადვილი ყოფილიყო მისი ჩამოშლა და მხრების შავი დალალებით დამშვენება და ასე შენს მელიდიებს დაჰყვებოდნენ შენი ხელები, თმა, ტანი და მე. ვგრძნობდი, რომ იცოდი ყოველ დაკვრაზე როგორ აქტიურდებოდნენ ჩემი ჰორმონები. კლავიშებზე შეხებით ჩემს თითოელ ნერვს ძლიერად ურტყამდი. თითებზე ყოველთვის ბუნებრივად შემორჩენილი ლაქი გესვა. ღია, მსუბუქი, გამჭვირვალე ფერის ლაქი. პატარა თითები გქონდა ფრჩხილები კი პირიქით. არასდროს მინახავს შენზე მოკლე ფრჩხილები. შენს სხეულზე და საერთოდ შენში ცვლილებს იშვიათად ვამჩნევდი. ბევრისთვის ალბათ მოსაწყენი და ამავდროულად ამოუცნობი იყავი. რა უცნაურია, არა?! ჩემთვის პირიქით. მე შენი ერთგული მსმენელი ვარ, რომელიც ყოველი დაკვრის შემდეგ სასურველ სექსს ითხოვს. რა ვქნა, ასეთია ჩემნაირი კაცის ბუნება. ამ ბოლოს იმდენად მოშხამული მოხვედი ჩემთან დაკვრის თავიც არ გქონდა. საწოლზე პირქვე დაემხე და სასმელი მთხოვე. არ მქონდა. არ ვსვამდი, რადგან ჩემს ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებდა. ამიტომ მაღაზიაში ჩავედი და ლუდთან ერთად ჩიფსიც ამოგიტანე. საწოლზე იყავი წამომჯდარი და საზურგეს ეყრდნობოდი. კალთაში უხმოდ ჩაგიდე თავი და ბოთლი მოგაწოდე. ნახევრამდე რომ ჩახვედი მერე საუბარი დაიწყე. -სულელური კითხვებით მაქვს თავი გამოჭედილი.-მითხრა და თმაში შემიცურა ხელი. -მაინც?-მაღლა ავხედე -სიყვარულის გარეშე რომ გავთხოვდე რა იქნება? -ცხოვრება დაგენგრევა. -ახლა რომ გასათხოვარი ვარ, რა აწყობილი მაქვს?-ცინიკურად გაიცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. -ახლა საშუალება მაინც გაქვს, რომ აიწყო. -ხო, მაგრამ სახლში გაჩერებაც აღარ შემიძლია. სუიციდზე მეფიქრება სულ. -კარგი, რა გადაგივლის მალე. პრინციპში შენს ასაკში მოსულა, რა. -ყველაფერს ასაკს რომ აბრალებთ არასწორია. სამ თვეში გავხდები 19-ის და ვინ დავპატიჟო ჩემს დაბადების დღეზე?! ჩემი სიზმრის პერსონაჟები?! არ არსებული მეგობრები თუ ძაღლი და კატა?! -შენ ვარიანტები მაინც გაქვს. მე ჩემი თავის იქით გზა არ მაქვს. ისე, ამბობენ ძაღლს ადამიანზე უკეთესი ერთგულება შეუძლიაო.ამიტომ დააფასე. -ხო, მაგრამ ხმის გამცემიც მჭირდება ხანდახან. ის მხოლოდ ყეფს. - მეც მჭირდება ხანდახან საუბარი. გულახდილი ოღონდ.-ვუთხარი და მუხლიდან ზემოთ ამოვუსრიალე ხელი. -მეგონა შენ მხოლოდ სექსი გინდოდა. -ხასიათს გააჩნია. სექსიც კარგია თავის დროზე და საუბარიც. -რომ არ დაემთხვეს ჩვენი სურვილები? მაგალითად მე მოვედი შენთან სასაუბროდ შენ კიდევ აღგზნებული დამხვდი რა ვქათ ამ დროს? -ამიტომ აქ იყავი. -ანუ? შენთან ცხოვრებას მთავაზობ? -ეგრე გამოდის. -რომ არ მიყვარხარ -ღმერთმანი, შენ არ თქვი უსიყვარილიდ გათხოვება მინდაო?! ოღონდ არ თხოვდები და არც ცხოვრებას ინგრევ. უბრალოდ ვიცხოვრებთ ერთად მანამ ერთმანეთს გავუძლებთ. -მერე რა იქნება? -მერე როგორც საჭოროა ყველაფერი ისე იქნება.- ვუთხარი და მისუ ტუჩებისკენ წავიწიე. *** წერაც დამვიწყებია(თუ ვიცოდი საერთოდ) ხოდა, მოდი არ გადავიკითხავ ამ გაურკვეველ რაღაცას თორემ ვიცი წავშლი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.