შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვზივარ როიალთან


15-03-2016, 12:47
ავტორი ketevan24
ნანახია 1 957

ვზივარ როიალთან..ისევ თავჩახრილი.
ალბათ ყველა გრძნობა ჩემზე ძლიერია,
ისევ გადაიღებს წვიმა გადაღლილი,
მე კი მის მოსმენას სხვა რა მირჩევნია.
სულით შევეხები ყველა კლავიშს,
ფრენით გადავუკრავ შოპენის ვალსს.
ამ ქალაქში თითქოს ყველა გარბის,
თითქოს მათი წასვლა გრძნობებს მიკლავს.
თითქოს მარტოობა ასე ადვილია,
როცა გაგჩენია გადაკარგვის ფიქრი,
როცა ფერებს ეძებ, ათასი რამ დაგითვლია,
ელოდები ცისარტყელის ცაზე გამოჩენას, იცდი.
როცა მონატრება მუსიკაზე ძლიერია,
ბგერებს აძლევ გადახლართულ ჟღერადობას.
მისი სიყვარული, თუნაც უხმოდ, მაინც გიმღერია,
გიყვირია :"მზეო, არ ჩახვიდე! დამელოდე,მეც წამოვალ".
ვოცნებობდი ლურჯ და ლამაზ ზღვაზე,
თვალდახუჭულს მისი სიახლოვე მომელანდა.
ღამით ვარსკვლავებს ვითვლიდი უსასრულო ცაზე,
მოგონება შეუმჩნევლად, ჩუმად მომეპარა.
გამახსენდა მისი ნახვა,
ჩუმი, უსიტყვო და თბილი მზერა.
როცა ქუჩა უცებ თითქოს ჩვენი გახდა,
როცა მთელს სამყაროს გავაგონე გულის ძგერა.
და..ვზივარ როიალთან გადმოქცეულ ემოციით,
ვიღებ ჩუმად შორეულ და ბოლო აკორდს..
თურმე რა შორს წამიყვანა მელოდიამ, ფიქრებს ვერ მოვცილდი.
თბილი კლავიშები თურმე სიცარიელესაც ათბობს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent