შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი პრინცესა დაგარქვი (თავი მეორე)


3-08-2016, 20:21
ავტორი kaxelii
ნანახია 3 243

................
-კარგი ღადაობ-დაძაბული უსმენდა დათო ძმაკაცს და აზრზე ვერ მოდიოდა ატყუებდა თუ სიმართლეს ამბობდა.
-მეტყობა ღადავის რამე??-უკვე გაბრაზდა გიო და წარბები შეკრა.
-შენებმა იციან?
-კი გუშინ ველაპარაკე, ვუთხარი ვინც იყო, რომ მიყვარდა და რავი... ჩემმა ძმამ რაღაცეები ნახა მის ოჯახთან დაკავშირებით და შეეცოდათ
-რატო ტო?
-შენ ხელში ცოდოა ანგელოზივით გოგოო.
-აჰაჰაჰაა - „გადაბჟირებული“ ძლივს მოსულიერდა.
-კაი რა გაცინებს? მშობლები რომ მაგას გეტყვიან სასიდედრ-სასიმამრო რაღას იფიქრებს?
-შენ არ იღელვო ძმა ყველაფერი მოგვარდება- დამაიმედებლად გაუღიმა ძმაკაცს და მხარზე ხელი მოუთათუნა- ისა და აზრზე ხარ როგორ უნდა მოვიტაცოთ-დაბნეულმა თმები მოიქექა და მომლოდინე თვალები მიაბყრო გიოს.
-ესეიგი გეგმა შემდეგნაირია: ეხლა ხომ არის მესამე გაკვეთილი ტელეფონიდან გავუგზავნი ესემესს რომ ჩამოვიდეს და მივაწერ ბოლოს რომ მისი ძმა დაჩი ვარ და ძმაკაცის ტელეფონიდან ვწერ ეგეც ხომ იცი როგორი გულუბრყვილოა და გამოვა.
-ეგ გავიგე მაგრამ შუა ტრასიდან სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს როგორ?
-მივწერ რო სკოლის უკანა ეზოში გამოვიდეს იქ მანქანების სადგომია და იშვიათად დადის ხალხი.
-ჰო გავიგე ეხლა გააგრძელე.
-ნუ მოკლედ ჩავსვავთ მანქნაში და
-ჰეი და ბებოსთან- არ დააცადა დამთავრება და იმხელა ხმაზე დაიყვირა მთელი კაფე ზედ შეიხედია.
-ღმერთო ამას ვის გადავეყარე - ტრაგიკულად შესძახა გიომ და თაშვი ხელი შემოირტყა.
-გიო
-რა გინდა
-ნაბადი გააქ??
-რა ნაბადი? - გულრწფელი გაკვირვება დაეტყო ბიჭის სახეზე.
-რო გავახვიოთ რა- სერიოზულ სახეს ძლივს ინარჩუნებდა დათო.
-აუ შენ ვინ ხარ რა...
-კაი კაი წავედით.

გიომ ანგარიში გადაიხადა და გეგმის განხორციელებას შეუდგა. მართლაც მისწერეს წერილი გვანცას და ისიც გამოვიდა გაკვეთილიდან. უკანა ეზოსი გავიდა და დაჩის მანქანა რომ ვერსად დაინახა ტელეფონი აიღო რათა დაერეკა მაგრამ უეცრად სახეზე ნაჭრი ააფარეს და გაითიშა.
......
გიორგიმ დათო გზაში ჩამოსვა და თვითონ კახეთში მიმავალ გზას დაადგა, სადაც საყვარელი კლარა ბებო ელოდა. კლარამ როგორცკი გაიგო რომ მონატრებული შვილიშვილი მასთან მიდიოდა და თან რძალი მიჰყავდა ძალიან გაუხარდა და გულის ფანცქალით ელოდა მათ მისვლას. გიორგის მანქანაც მალევე გამოჩნდა.
-მაიყვანე ბებო გენაცვალოს?
-კი ბე, მოგიყვანე ოღონდ სძინავს და ოთახი მოამზადე რა.
-მომზადებული მაქვს ბებო. ხომ ერთ ოთახში იქნებით?
-კი, კი.
-წამოიყვანე ბებო ცოდოა მანქანაში.
-კარგი.

გიორგიმ გვანცა მანქანიდან გადმოიყვანა და მეორე სართულძე თავის ოთახში შეიყვანა, შემდეგ კი ქვემოთ ჩავიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე, მონატრებულ ბებოს ჩაეხუტა.
-რა მალე გამეზარდეთ ჩემო პატარა ბიჭებო. თითქოს გუშინ იყო ის დღეები ამ ეზოში რომ დარბოდით. ნეტავ საწყალი პაპათქვენი მოსწრებოდა ამ დღეს- ძველი დროის გახსენებაზე ცრემლები გადმოსცვივდა თავალებიდან.
-ნუ ტირი ბებო, გაიღიმე ხომ იცი შენი ღიმილი ჩემთვის ყველაფერია. დატკბი ცხორებით.- თმები უკან გადაუწია და ცრემლიანი თვალები სათითაოდ დაუკოცნა.- ადი ზევით რა გთხოვ ნახე ჩემ გვანცის რამე ხომ არ სჭირდება ალბათ მალე გამოფხიზლდება.
-როგორ გიბრწყინავს თვალები ჩემო ბიჭო. - კლარამ აკოცა შვილიშვილს, სპეციალურად გამზადებულ წყალს ხელი დასტაცა და გოგონას ოთახისკენ წავიდა.

........
გამოფხიზლებულმა გვანცამ თავის ტკივილ იგრძნო და თვალები ნელა გაახილა. ოთახს თვალი მოავლო და რომ არ ეცნო სწრაფად წამოიწია მაგრამ თავის ტკივილმა შეაწუხა და ისევ უკან დაბრუნდა. სწორედ ამ დროს შემოაღო კლარამაც კარი და გოგონას ნაზად გაუღიმა.
-გამარჯობა ჩემო ლამაზო - მიუგო თბილი მზრუნველი ხმით.
-გამარჯობა, გიცნობთ?
-არა საყვარელო. მე კლარა მქვია, შენ გვანცა ხომ?
-დიახ - მანაც მორცხვად გაუღიმა და ისევ გარემოს თვალიერებას შეუდგა - აქ რატომ ვარ? - ძლივს დაუსვა შეკითხვა რომელიც უკვე რანოდენიმე წუთია მის საფიქრალად იქცა.
-მაგას გიორგი აგიხსნის.
-გიორგი ვინაა?
-მალე ამოვა - გოგონას ლამაზ სახეს დროის კვალ დანატოვები ხელი ჩამოუსვა და ისევ თბილი ღიმილით დააჯილდოვა.
.....
-გაიღვიძა ბებო?
-კი შვილო მაგრამ ის შენ არ გიცნობს??
-არა ბებო ჯერ არ მიცნობს. ისე ბებო ხომ ლამაზი გოგოა?
-კი ბებო მაგრამ პატარაა, ჯერ დაგეცადა გაზრდილიყო.
-რთულია ბებო.
-როგორ აპირებ მის აქ დატოვებას? უპატრონოს არ ჰგავს და თუ არც უყვარხარ?
-თავისით დარჩება ჩემთან.
-ეგ როგორ?
-ეკლესიური გოგოა და ჯვარს არ ამაყრევინებს, რომ იცი ეს დიდი ცოდვაა.
-მეეჭვება.



№1 სტუმარი keke1

Kargia ^^ moutmenlad veli shemdeg tavs :* Tavebi gazardeee raa ^^

 


№2  offline წევრი kaxelii

keke1
Kargia ^^ moutmenlad veli shemdeg tavs :* Tavebi gazardeee raa ^^

ვეცდები გავზარდო, მადლობა რომ კითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent