ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს ძმაკაცს უყვარდა...
ცოლად მოვიყვანე ქალი, რომელიც ჩემს ძმაკაცს უყვარდა. მეც მიყვარდა და ეს ორივემ, მეც და ჩემმა მეგობარმაც, ვიცოდით. არ გვინდოდა, ერთმანეთი დაგვეკარგა გოგოს გამო და ამიტომ ასე მოვილაპარაკეთ: ვისაც თათია აირჩევდა, მეორე გზიდან უნდა ჩამოშორებოდა. ძალიან ბრიყვული შეთანხმება გამოგვივიდა, რადგან ერთმანეთი მაინც დავკარგეთ: თათიამ მე ამირჩია და ცოლადაც გამომყვა, მაგრამ აკო ჩემთან ვეღარ მოდიოდა, ან კი როგორ მოვიდოდა?! მე თავიდან განვიცდიდი ამ ამბავს, მაგრამ მერე თანდათან მივეჩვიე. ორიოდე წლის შემდეგ აკომ შეირთო ცოლი, მაგრამ მალე გაშორდა. მერე მეორედაც დაქორწინდა და იმასაც გაეყარა. ერთი სიტყვით, ვერა და ვერ ააწყო პირადი ცხოვრება. ყველაფერზე გულაცრუებულმა სმა დაიწყო და გალოთდა, რის გამოც სამსახურიც დაკარგა და ყელამდე ვალებშიც ჩაეფლო. მოკლედ, როგორც მითხრეს, ხელიდან წავიდა. თავის უიღბლობაზე გაბოროტებული, თურმე, ყველაფერში მე მადანაშაულებდა და შურისძიებით მემუქრებოდა. ჩემდა ჭირად, მისი მუქარა არაფრად ჩავაგდე და კიდეც ვიწვნიე: ისეთი საშინელებები მომიწყო, სახელიც გამიტეხა, სამსახურიც დამაკარგვინა და ცოლიც გამიქცია სახლიდან. ვზივარ ახლა მარტო, უფულო, უმუშევარი, ცოლისგან მიტოვებული და ცის გახსნას ველოდები: ეგებ მოხდეს სასწაული და დამიბრუნოს ღმერთმა ძველი ცხოვრება. ჯაბა, 36 წლის. წყარო: "თბილისელები" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.