უთხარით, რომ ვიღიმოდი / Tell her I was smiling [2]
888 სრულიად უცხო სახლის კართან იდგა დეა და დასაკაკუნებლად ემზადებდა. უხაროდა, რომ გალავანთან დგომა არ უწევდა და არც კამერები დაჰყურებდნენ ზემოდან. თავს შებოჭილად საერთოდ არ გრძნობდა და თან მთელი გულით აინტერესებდა ვინ იყო ცოტნე ქალდანი. პრობლემა მხოლოდ ის გახლდათ, რომ ახლა იყალთოზე, რომელიღაც კორპუსის 21-ე სართულზე იდგა და გული უსკდებოდა, ისე ეცოტავებოდა ჟანგბადი. მაგრამ ეს, ნუცას სასახლეზე უკეთესი ალტერნატივა ნამდვილად იყო. კარზე დააკაკუნა სამჯერ . გაჩერდა . ნეტავ ვინ გამოვიდოდა, ან საერთოდ დახვდებოდნენ თუ არა სახლში საღამოს 6 საათზე. ღმერთო, როგორ უნდოდა, რომ ნუცას გაეღო კარი. არც ისე დიდხანს ალოდინეს. კარი წელს ზემოთ შიშველმა, თმააბურძგნულმა ტიპმა გაუღო, უღმერთოდ სიმპატიურმა. სიგარეტი ეჭირა ცალ ხელში და ისეთი გაოცებული უყურებდა, დეას სულ ცოტა აკლდა, რომ პირდაპირ 21-ე სართულიდან ესწავლა ფრენა. ისე აათვალიერა, ბიჭმა ცოტა გაოგცენულმა დაიხედა ტანზე. ეს ტიპი აშკარად არ უნდა ყოფილიყო 29 წლის ცოტნე ქალდანი. -გამარჯობა. - გაღიმება სცადა დეამ. -გაგიმარჯოს?! - მიიღო პასუხი. ეს კითხვით წინადადებას უფრო გავდა, ვიდრე თხრობითს. -შენ, მგონი, არ ხარ ცოტნე ქალდანი. - ამოილაპარაკა დაბნეულად და ტელეფონში მისამართს ჩახედა, - მაგრამ აშკარად ამ მისამართზე მომასწავლეს. -ვინ მოგასწავლა? - იკითხა მან კიდევ უფრო გაოცებულმა. -თქვენმა მეზობლებმა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომელ უბანში უნდა მოვსულიყავი და მერე ხალხი დამეხმარა. - მხრები აიჩეჩა დეამ. -შემოდი, - გვერდით გადგა ორ მეტრიანი სხეული და კინაღამ თავბრუ დაეხვა დეას. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ 29 წლის ცოტნე ეს თუ იყო, იმას ვერა, - იქ შედი და ორი წუთით დამელოდე. რაღაც ძალიან საყვარელ, მყუდრო ოთახში შეუშვა. მუქ ფერებში იყო გაწყობილი, აქ საკუთარი თავი არსად ჩანდა და არც ფეხის ხმა ისმოდა ფილებზე:) სანამ სახლის თვალიერებას მორჩა, ის ტიპი მაისურის ჩაცმა-ჩაცმით შემოვიდა ოთახში. არანორმალურად ესიმპატიურებოდა დეას. თვალები ყავისფერი ჰქონდა, უცნაურად უგლუვი და ძალიან აზრიანი. -გინდა ჩაი გაგიკეთო? - ჯერ კიდევ ცოტა გაკვირვებულმა ჰკითხა -არა, მადლობა. - გაუღიმა მან. ბიჭს არაფერი უთქვამს, დეას წინ მდგარი სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. სახე ძალიან ნათელი ჰქონდა, მიუხედავად მუქი კანისა. იმ წამსვე შეატყობდით, რომ არ იყო ბნელი გაგების, წარბაწეული "გრუზინი". -ანუ, შენ ხარ ცოტნე? - ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე დეა, - ნუცას მონაყოლიდან ვიცოდი, რომ საქმიანი ტიპი უნდა დამხვედროდა სახლში. - გაეცინა მას და კიდევ ერთხელ შეათვალიერა. -არა, არა, - ისტერიულად გაეცინა ბიჭს, - ცოტნე ჩემი ძმაა და ჰო .. არ ვიცი ნუცა ვინაა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ძმას არც ისე კარგად იცნობს. დეამ შვებით ამოისუნთქა. -ლევან ქალდანი. - წარმოუდგენლად ნატიფი თითები გამოუწოდა ბიჭმა. -ანუ, არ არის საქმიანი ტიპი? - იღიმოდა დეა. საოცარ გარეგნობასთან ერთად იმდენად გახსნილი ბიჭი აღმოჩნდა, დეკო წამიერად გაიხსნა. -პიჯაკში გამოწყობილი ბომჟია, - გაეცინა, მხრები აიჩეჩა მან და სიგარეტს გაუკიდა, - გინდა? -არა, იყოს, - ისევ უღომოდა დეა, - ვერ მეტყვი, როდის შეიძლება ცოტნესთან საუბარი? -არ ვიცი, მაგ ტიპს არანორმალური გრაფიკი აქვს. თუ გინდა გადავცემ. და ისე, რამე მოხდა? ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა და ბოხი. ხასიათით ისეთი ლაღი ჩანდა, საერთოდ არ შეესაბამებოდა ეს ხმა მის ბუნებას. -ჩემი დაქალის საძებნელად ვარ აქ, სიმართლე რომ გითხრა, - ხელები დაიკრიფა დეამ, - საშინლად არაპროგნოზირებადი, იმპულსური, 19 წლის გოგოა, წარმოუდგენელი გარეგნობით და ავადმყოფული აზროვნებით, რომელიც შენს 29 წლის ძმას ხვდება და სიმართლე გითხრა, ყველამ ვიცით და ალბათ, ცოტნესაც ეცოდინება, რომ არ უყვარს. უბრალოდ ასეთია. იმას აკეთებს, რაც მოსწონს. ალბათ, უბრალოდ საინტერესოდ ეჩვენება 10 წლით უფროს კაცთან რომ დადის. აქ იმიტომ ვარ, რომ რამდენიმე დღეა სახლში არ მისულა და მინდა ვთხოვო, ასე დიდი ხნით ნუღარ დაიკარგება. -ანუ, ნუცა ის გოგოა, ცოტნემ ტვინი რომ გაბურღა. დეას მონაყოლით კიდევ უფრო შეშფოთებული ჩანდა ლევანი. გულში ეცინებოდა დეას, ასე პირდაპირ რომ გაუშიფრა ნუცას ხასიათი. -ხო, ნუცა აი, ზუსტად ეგ გოგოა. - გაეცინა მას, - ცოტნემ არ გაგაცნო? -ვუთხარი გვაჩვენე მეთქი, მაგრამ თვითონ ნუცას არ უნდაო, ამბობს. გინახავს გოგო, რომელსაც კაცი უყვარს და მის სახლში მისვლა და ოჯახის გაცნობა არ უნდა?! - ღრმა ნაფაზი დაარტყა ლევანმა. -ჰო .. ეგ არ მიკვირს. -მისმინე, ცოტნე არ არის ის ტიპი, ვიღაცებით უაზროდ აღფრთოვანდეს. მაგ გოგოზე სულ პალარაკობს და იქნებ შენ ... დეამ აღარ დააცადა. -ნუცას 19 წელია ვიცნობ და დამიჯერე, მე არ ვცდები. თქვენს გაცნობაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ არ უყვარს შენი ძმა და ზუსტად ვიცი, ამას ცოტნესაც პირდაპირ ეტყოდა. ეგეთ რამეებს, ზოგადად, არ მალავს. -რას არ მალავს, - გაეცინა ლევანს, - კაცებს აგიჟებს და თან ეუბნება, სულ ფეხებზე მკი/დიხარო? -ზუსტად ეგრეც არა, მაგრამ რაღაც მაგდაგვარი ტექსტები აქვს ხოლმე. - ისტერიულად ეცინებოდა დეას, ამ ყველაფრის მოყოლა რომ უწევდა, - მოკლედ, ლევან, ოჯახს იმის არ ეშინია, რომ ნუცას რაღაც გადაუტრიალდება თავში და 10 წლით უფროს კაცს ცოლად გაყვება, იმიტომ, რომ ზოგადად ეგეთი გადატრიალებები არ ახასიათებს. ქარაფშუტა, თავქარიანი არ არის, უბრალოდ ზედმეტად უდარდელი გოგოა იმისთვის, რომ ვინმესთან სერიოზულად ურთიერთობდეს და ცოლად მიჰყვებოდეს. მამამისი ცოტა ისეთი ტიპია, ქვეყანაში ძალიან იშვიათად ჩამოდის და რადგან ამ ამბავმა იმდენად შეაწუხა, რომ შვილს რამდენიმე დღეა შეუჩერებლად ეძებს, ანუ, საქმე არც ისე მარტივადაა. მე მამამისი არ ვარ და არც ლექციების კითხვას ვაპირებ მისთვის. ჰო .. არც ის მიკვირს, რომ შენი ძმა აღფრთოვანებულია ნუცათი. მაგ გოგოს რაღაც ზებუნებრივი შარმი აქვს, მაგრამ მე.. აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ დიდი ხანია არ მინახავს და დალაპარაკება მინდა. -ცოტნეს მე თვითონ ვეტყვი, რომ აქ იყავი მოსული და ნუცას, ალბათ, გადასცემს თვითონ. - დეას მონაყოლმა, როგორც ჩანს, ოდნავ დაასერიოზულა. -კარგი, მაშინ მე წავალ, - ისე ისტერიულად წამოხტა, ლევანს ცოტა გაუკვირდა. კარამდე მიჰყვა და გაუღო, - აუ, არ დაგავიწყდეს, რა?! მე ძალიან „ლაითად“ მოგიყევი, მაგრამ არც ეგრე იოლადაა საქმე. -ცოტნეს ვეტყვი, რომ ერთი იმპულსური, „ავადმყოფურად მოაზროვნე“ გოგოს დაქალი იყო მოსული და მითხრა, რომ ნუცას ჩემი ძმა მაგრად ფეხებზე კი/დია. - წარბები ზემოთ ასწია ლევანმა, - და ჰო, კიდევ იმას ვეტყვი, რომ ეს ძალიან „ლაითადაა“ ნათქვამი და რეალურად უფრო მეტად კი/დია ნუცას, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია. ძალიან მაგარი ვინმე იყო, ეს ბიჭი. თან მთელი გულით ეცინებოდა და თან ძალიან ცდილობდა ნაკვთების დამორჩილებას. -ზუსტად ეგრე არ ეტყვი, იმედს ვიტოვებ. - ზრურბლს გადაბიჯა დეამ, ლევანს დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. უცნაური შთაბეჭდილება დაუტოვა ქალდანმა. თან, საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული ტიპის და თან წარმოუდგენლად უშუალო ადამიანის, რომელსაც შეეძლო, წამში შეეცვალა შენთვის განწყობა. 888 -უკვე მიდიხარ? - კედელს მიეყუდა ცოტნე და ქამარი გაისწორა. -ჰო, მივდივარ. მაგიდასთან იჯდა ნუცა. ყავისფერი, საშუალო სიგრძის, ოდნავ ტალღოვანი, მბზინვარე თმა ბეჭებზე ჰქონდა დაყრილი. რაღაც საოცარ, ყავილის სურნელას აფრქვევდა მუდმივად. ძალიან გრძელი მაისური ეცვა, ცოტნესი და ქალდანს ისე უხაროდა ნუცას მის ტანსაცმელში დანახვა, რომ თვალებითაც კი უცინოდა. ცალი ფეხი სკმაზე აეკეცა. ნატიფ თითებში ფინჯანი ეჭირა და ჩვეული, აუღელვებელი გამომეტყველებით სვამდა ჩაის. ანათებდა, როგორც ყოველთვის. -დღეს რა ვქნათ, მოხვალ საღამოს? -არა, ცოტნე, დღეს არ მოვალ. - ხმა საოცრად ჰარმონიული ჰქონდა, - სახლში უნდა მივიდე. მოგინდებოდათ, რომ სულ ელაპარაკა და არ გაჩერებულიყო. -გუშინ შენი დაქალი იყო ჩემს ძმასთან მისული, სახლში .. შენთან უნდოდა ლაპარაკი. -შენს ძმასთან?! - კოპები შეკრა ნუცამ. გულში ძალიან მწარედ გაჰკენწლა ცოტნეს რაღაცამ. -ჰო, ნუცა, ჩემს ძმასთან, - სახე გაატრიალა, - საერთოდ მისმენ ხოლმე, ჩემს ოჯახზე რომ გელაპარაკები? -ცოტნე, ძალიან არ მინდა ახლა შენი ოჯახის განხილვა. ღრმად ჩაისუნთქა ქალდანმა, რომ არ აფეთქებულიყო. აგიჟებდა ნუცას სიტყვები. ყიფიანს კი, პირიქით, ერჩივნა, რომ ცოტნეს ეყვირა. ვერ იტანდა, ეს კაცი ამდენს რომ უთმენდა. -მშობლების გასაცნობად რატომ არ მომყვები? - ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მოთმინებას ქალდანი. ნუცამ ამოიხვნეშა. -რატომ უნდა გამოგყვე? -რას ნიშნავს .. რატომ?! - გადაირია ცოტნე. ტვინში სისხლს უქცევდა ეს გოგო. -ცოტნე ჩვენ ხომ შევთანხმდით? - თვალები გადაატრიალა ნუცამ, - ასე არ მინდა. -საერთოდ მეკითხები, მე როგორ მინდა? - ხმას ოდნავ აუწია მან და მაზოხისტურად ესიამოვნა ნუცას. -ცოტნე მართლა ვერ ხვდები, თუ სპეციალურად ცდილობ, რომ ნერვები მომიშალო? - ჩაი მოსვა ნუცამ, - მშობლების გასაცნობად შეყვარებულები მაშინ დაჰყავთ, როცა ურთიერთობა „ოდნავ“ უფრო მაღალ ეტაპზეა, ვიდრე ჩვენი. -ნუ მასწავლი, ნუცა! -მე შენ არ მიყვარხარ, ცოტნე, - სხეული აუწვა ქალდანს ნუცას სიტყვებმა, - ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიარო სახლში იმ ადამიანის ოჯახის გასაცნობად, ვინც უბრალოდ მომწონს. მე გითხარი, რომ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ შენთან. არ მინდა, რომ ეს გააფუჭო. ეს სიტუაცია არ მინდა, რომ გაფუჭდეს და ჩვენი ძალიან უდარდელი ურთიერთობა დამახინჯდეს. -შენი აზრით, მე უდარდელი ვარ? - გადაირია ცოტნე, - ნუცა, შენ მართლა გგონია, რომ მე არ ვნერვიულობ? -ჩვენ შევთანხმდით, რომ შენ ჩემზე არ უნდა გენერვიულა, შენ საერთოდ არ გქონდა იმის უფლება, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩარეულიყავი. - ნუცა უკიდურესად მშვიდი იყო და ცოტნეს მთელი ძალით უნდოდა, რომ იქაურობა დაელეწა. -წადი, ნუცა! უთხრა ცოტნემ და ძალიან ხმამაღლა გაეცინა ყიფიანს. რატომღაც თვლიდა, რომ მასთან შედარებით უფრო ბავშვურად იქცეოდა ეს 29 წლის კაცი. მართლა ვერ ხვდებოდა, რატომ არ შეეძლო ხალხს მარსთან ნერვიულობის და ყველანაირი შფოთვის გარეშე ურთიერთობა. აი ასე, ძალიან უბრალოდ და მარტივად. ჩაიცვა თუ არა, იმ წამსვე წამოვიდა. ნერვებს უშლიდა უკვე, ეს ურთიერთობა. ცოტნემ იმდენ ხანს უყურა ნუცას გაჯახუნებულ კარს, სანამ არ დაიღალა და სკამზე არ ჩამოჯდა. ცხოვრებაში ვერასდროს იფიქრებდა ალბათ, რომ ვიღაც 19 წლის გოგოზე ასე გადაირეოდა. ბოლოს და ბოლოს, კისერზე ეკიდებოდა მთელი ქალაქი. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, რომ ამ გოგოს ამდენის უფლებას აძლევდა. გულს ურევდა საკუთარი საქციელი, მაგრამ იმაზე მეტად უყვარდა ნუცა, ვიდრე შეეძლო, რომ ჰყვარებოდა.იმის გამოც კი უყვარდა, ასეთი რომ იყო. ზუსტად ასეთი არეულ-დარეული და თან ყველაზე დალაგებული იყო ყველაზე საინტერესო. ის მას ვერ შეცვლიდა. ნუცას არავისთან უნდოდა სერიოზული ურთიერთობა და ამას არც მალავდა, ყოველთვის ეუბნებოდა, რომ უბრალოდ მოსწონდა და მეტი არაფერი. ამიტომ, მას ტყუილში ვერასდროს დაადანაშაულებდა. ნუცა არასდროს აგებდა ურთიერთობას ტყუილებზე. ეს იყო წარმოუდგენლად უცნაური, არაამქვეყნიურად ეშხიანი 19 წლის გოგო, რომელსაც შეეძლო, ყველასთვის შეეყვარებინა თავი ისე, რომ თავად არავინ შეყვარებოდა. ჰქონდა აუარებელი ცუდი თვისება, არაფერს უყურებდა სერიოზულად, იყო საოცრად გულგრილი და უდარდელი. საკუთარი თავი უყვარდა მხოლოდ. უნდოდა, რომ სამყაროს ეტრიალა მის გარშემო, მაგრამ ცოტნე მაინც ხედავდა მასში იმას, რის გამოც უყვარდა. არ იცოდა, „ეს“ რა იყო, მაგრამ ფაქტია, ნუცა კი არ მოსწონდა, ეს გოგო უნდოდა, ეს გოგო სწყუროდა, ნუცა იყო მისი ნათელი წერტილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ფერადი. ნუცა იყო გოგო, რომელიც ძალიან აფრენდა, მაგრამ ზუსტად ეს განაპირობებდა იმას, რომ მისი „არ შეყვარება“ უბრალოდ არ შეიძლებოდა. წინა ორი კომენტარის ავტორს მინდა რომ გადავუხადო უდიდესი მადლობა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ! <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.