შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მამაკაცი ოცნების ქალაქში ?! 5


4-08-2016, 12:35
ნანახია 1 787

ის არ ძალადობდა ჩემზე. უბრალოდ შეხებისას ძალას ვერ ზომავდა ხოლმე. ხანდახან მსიამოვნებდა კიდეც,რომ მის სიძლიერეს ვგრძნობდი,თუმცა ყოველ დილით გაღვიძება და ახალი სინიაკის აღმოჩენა უკვე აღარ მხიბლავდა.კარის გაღების ხმა მომესმა და უნებურად შევკრთი.
-ქეი...ქეით აფთერ ფართიზე უნდა წავიდეთ. მითხრა და შემათვალიერა.
-სემ შენ ხომ წასვლა არ გინდოდა?
-ჯიმიმ (პროდიუსერი) დამირეკა და მითხრა,რომ აუცილებლად უნდა მივიდეთ.
-კარგი გამოვიცვლი ახლავე.
წყალი გადავივლე და სხვა კაბა ჩავიცვი მოკლე და დიდი დეკოლტეთი ამისი თავისუფლება მაინც მქონდა,რასაც მინდა იმას ვიცვამდი. ლუკა ასეთ კაბას სახლშიც არ ჩამაცმევდა. ისევ ლუკა ამომიტივტივდა თავში. ეს ალბათ იმიტომ, რომ მალე ნინა ჩამოდის ჩემთან და მასზე და საქართველოზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. მომენატრა ყველა,თუმცა აქაური ცხოვრება ჯერ კიდევ ზღაპარს გავს ჩემთვის. მალე მე და სემი ლონდონში დავბრუნდებით და ისევ ჩემს ოცნების ქალაქში ვიცხოვრებთ.
მაკიაჟი გავიკეთე დასემს დაველოდე სანამ თავს მოიწესრიგებდა. ცოტა აზრზე მოვიდა თუმცა მაინც ეტყობოდა ნასვამი, რომ იყო. ლიმუზინში ჩავჯექით.
-ქეით მაპატიე რომ გიყვირე.
უბრალოდ გავუღიმე და მან ჩამიხუტა. აი ახლაც ისე ძლიერად მიხუტებდა მეგონა ძვლებში გადამამტვრევდა.
მალე მივედით კლუბთან. გარეთ ჯიმი დაგვხვდა. ხელზე მაკოცა მლიქვნელურად და ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე, ისევე ,როგორც მე. ჩვენ ერთმანეთს,რბილად რომ ვთქვა, ვერ ვიტანთ. ის პირფერი მატყუარაა
სემს რაღაცეები უჩურჩულა და მერე ისევ ვითომ თავაზიანი ღიმილით მომიბრუნდა.
-ქეით იქ ვერ შეხვალ შენ.
-რატომ? ვკითხე დაბნეულმა.
-იცი აქ მხოლოდ ვარსკვლავები შედიან. მათი მეორე ნახევრებიც ცნობილები უნდა იყვნენ რომ შევიდნენ.
-ქეით მალე გამოვალ. აქვე ვერანდაზე დამელოდე.
სემმა მაკოცა და შევიდა.
ჯიმი მას გაყვა და გამარჯვებული სახით გამომხედა.
აშკარად გამოხატავდა ანტიპათიას ჩემს მიმართ და მეც იგივეთი ვპასუხობდი.
ვერანდაზე აქეთ-იქით სიარული დავიწყე და უეცრად ვიღაცას მივეჯახე. ჯერ შავ მაისურში კუნთები დავლანდე და მერე ავიხედე და სახეზე დავაკვირდი. ეს ბიჭი მეცნო. ეს ის იყო ჯილდო ვინც მოიგო სემის მაგივრად.
-ბოდიში ვერ დაგინახეთ ბატონო...ნიკოლას თუ სწორედ მახსოვს.
-მე უფრო ნიკი მირჩევნია მშვენიერო…
-ქეითი ვუპასუხე და ხელი გავუწოდე.მან ხელი მომკიდა და ნაზად მაკოცა ხელზე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ქეით. შენ სემის ცოლი ხარ?
-არა ჯერ საცოლე.
-მოდი გავისეირნოთ.
-სიამოვნებით,მაგრამ შენ შიგნით არ უნდა იყო?
-უჩემოდაც კარგად გაერთობიან.
აქვე ულამაზესი პარკია და გაჩვენებ.
-კარგი.
პარკი მართლაც მშვენიერი იყო. სხვადასხვაფერის ყვავილებით მორთული. დიდი ლამაზი ხეები მიყვებოდა განათებულ ბილიკს მთელსიგრძეზე. აქა-იქ საქანელები იდგა,თუმცა პარკი ცარიელი იყო,რადგან ღამის 2 საათი იქნებოდა დაახლოებით.
-ბავშვობაში ძალიან მიყვარდა საქანელები.
-წამოდი დავჯდეთ.
გამიღიმა მაცდურად.
-ნიკ ბავშვები ხომ არ ვართ?!
-კარგი რა ვიცი რომ გინდა. მე წავედი. მივიდა და საქანელაზე ქანაობა დაიწყო.
მეც ვეღარ გავუძელი ცდუნებას და მის გვერდით საქანელაზე დავჯექი.
-კარგი რადგან ასე გინდა მაშინ შევეჯიბროთ ვინ უფრო მაღლა ავა.
-თანახმა ვარ იცოდე წააგებ.
-უკაცრავად თქვენ ჩემპიონს ელაპარაკებით.
ქუსლიანები გავიხადე, საქანელის საჯდომზე ფეხით დავდექი და სწრაფად ავედი ჰაერში.თვალებს ვხუჭავდი და მეგონა მივფრინავდი. ნიკი მალევე დამნებდა და უბრალოდ ვკატაობდით. როცა გული ვიჯერეთ სეირნობა გავაგრძელეთ.
-ჩემპიონის სტატუსი დაიცავი ვაღიარებ აღარ შეგეჯიბრები. ჯილდოდ კი ვფიქრობ ნაყინის გიგანტური პორცია შესაფერისი იქნება.
-ნიკ ამ შუა ღამეს ნაყინს სად იშოვი თან…
-ერთი კლუბია სადაც ჩემი მოთხოვნით ყველაფერს იშოვიან.
-კარგია,მაგრამ 6-ის მერე არ ვჭამ.
-კარგი რა მშვენიერი სხეული გაქვს.
მან შემათვალიერა.
-ახლა კი,მაგრამ ადრე დიდი პრობლემები მქონდა წონაზე,6 წლის წინ რომ გენახე არც კი მომაქცევდი ყურადღებას.
-ასეთ მშვენიერებას მაშინაც შევამჩნევდი.
-ნიკ მაწითლებ
-არა მართლა.ვიქტორია სეკრეტში ბედი არ გიცდია?
-კარგი რა ნიკ.
-არა არ მოვრჩები კომპლიმენტებს რადგან ასე შეწითლებული ლოყები საოცრად გიხდება.
-ნიკ საქმრო მყავს.
-ვიცი სემი. ისიც ვიცი რომ ის ძალიან უხეშია.ხომ ასეა?
-ნიკ?!
-ის ნაზად არასდროს შეგხებია არა?
ის ჩემს უკან მოექცა, მის მძიმე სუნთქვას ყელზე ვგრძნობდი,წამიერად გავქვავდი ადგილზე, მან მხარზე ნაზად დამისვა თითები რაზეც ჟრუანტელმა დამიარა.
-აი ასე მაგალითად. ჩამჩურჩულა გამომწვევად.
ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და თავი გავაქნიე, რომ უაზრო ფიქრები ამომეგდო თავიდან.
-უნდა წავიდე.
თავი გავითავისუფლე მისგან და უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი.
-მერე ნაყინი? კარგი კარგი სხვა დროს იყოს.
-ნიკ სხვა დრო აღარ იქნება. მშვიდობით.
კლუბამდე ჩქარი ნაბიჯით გავემართე და რომ დავრწმუნდი ის არ მომყვებოდა ცოტა დავმშვიდდი. სემი უკვე კლუბის კართან იდგა და ისევ ჯიმის ელაპარაკებოდა.მათ საუბარს ყური მოვკარი სანამ კიბეზე ავდიოდი.
სემი-გასაგებია.
ჯიმი-ანუ ისე გააკეთებ როგორც მოვილაპარაკეთ კარგი?
სემი-კარგი კარგი და ქეითი?
ჯიმი-ქეითი ლონდონში გაუშვი და უთხარი რომ მალე ჩახვალ.
მივხვდი,რომ ეს საუბარი არ უნდა გამეგო წესით და ამიტომ ისევ ჩუმად ქვევით ჩავედი და ახლა უკვე ქუსლების კაკუნით ავედი კიბეზე რომ შეემჩნიათ ჩემი მისვლა და არაფერი ეეჭვათ.
-საყვარელო მოხვედი?!
მიმიხუტა სემმა.
-ხო აქვე მშვენიერი პარკი ყოფილა იქ ვსეირნობდი.
-ჯიმი ჩვენ წავედით და ხვალ გნახავ.
-ნახვამდის ჯიმი.
ისევ ყალბი ღიმილით გავხედე და პასუხიც ზუსტად იგივე მივიღე.
მთელი გზა ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე და სემის და ჯიმის სიტყვებზე.
-ქეით კარგი ამბავი მაქვს შენთვის.
ასეც ვიცოდი ახლა მეტყვის ლონდონში გიშვებო და ისევ ეს ყალბი ემოცია უნდა გამოვხატო რომ ვითომ გამეხარდა.
-ლონდონის ბილეთი აგიღე ხვალისთვის.
-რა ხვალ?
-ხო არ გაგეხარდა?
-ჩემი თავიდან მოშორება გინდა?
-რა? არა პატარა ეგ რა შუაშია?
-რა შუაშია?
-შენი და ჯიმის ლაპარაკი მოვისმინე და იცი რა გული მატკინე სემ. ვიცი ასე რატომაც იქცევი. ეშლისთან ერთად უნდა გამოჩნდე რომ რეიტინგი აგეწიოს. ჩემგან განსხვავებით მას კლუბებშიც შემოუშვებენ შენთან ერთად. ჯიმისაც ეს უნდა. ამიტომ შემიძულა ჩამოსვლის დღიდან.
-ამ შემთხვევაში უნდა გამიგო ქეით. მითუმეტეს უნდა გამიგო. რადგან ეს პრიზი ვერ ავიღე რამით უნდა ავიმაღლო რეიტინგი.
-კარგი კარგი სემ. ცრემლები ვერ შევიკავე. რეიტინგს შესწირავ ჩვენ ურთიერთობას იცოდე. მე ლონდონში არ წავალ აქ დავრჩები მაგრამ სხვა სახლში გადავალ და შენ შეგიძლია ნახო ეგ ეშლი როცა გინდა და სადაც გინდა.
-უკაცრავად აქ გააჩერეთ.
ლიმუზინი გაჩერდა.
-ქეით სად მიდიხარ?
-ერთმა ნაცნობმა ნაყინზე დამპატიჟა და მინდა მივუსწრო სანამ გადაიფიქრა.
უკან გავიქეცი და პარკის ბოლოს კლუბთან მივედი სადაც ნიკი დავტოვე. კლუბში შევედი და თვალიერება დავიწყე. რომ ვერ დავინახე ნაყინი შევუკვეთე და დავჯექი.
-გასუქდები ქეით!
მომესმა ხმა ზურგიდან.



№1  offline წევრი isterichka123

კარგია გააგრძელე ნუ აგვაინებ

 


№2  offline წევრი elle elle

რატოო აგვიანეეებ?? არადა როგორ მომწოონს❤

 


isterichka123
კარგია გააგრძელე ნუ აგვაინებ

შევეცდევი აღარ დავაგვიანო. )) <3

elle elle
რატოო აგვიანეეებ?? არადა როგორ მომწოონს❤

შევეცდები აღარ დავაგვიანო )) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent