შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი პირველი)


4-08-2016, 14:35
ავტორი 5th Angel
ნანახია 3 419

ანგელოზები ამას ციურ ნეტარებას უწოდებენ, ეშმაკები — ჯოჯოხეთურ წამებას, ადამიანები კი — სიყვარულს.
***
იმ ღამეს ისე წვიმდა, ვიფიქრე ცა ჩამოიქცევა-თქო. ქუჩაში ხალხი კი არა, ძაღლის ან კატის ნასახიც კი არ იყო.
სწრაფად დავდიოდი და სქელი კაპიუშონი თავზე მქონდა წამოფარებული. მაღაზიის კარი გიჟივით შევხსენი.
დახლიდან რამდენიმე შეკვრა ტვიქსი და შავი სობრანიე ავიღე, მოლარესთან მივედი და ფული სწრაფად მივაჩეჩე.
ისე შემომხედა, თითქოს მანიაკი ვყოფილიყავი. მხრები ავიჩეჩე.
სახლის კარი გაყინულმა შევხსენი. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
-გიჟი ხარ?
ოთახიდან პლედშემოხვეული ნანუ გამოვიდა.
-როცა გშია, შენ შენ არ ხარ!
სიცილით ვუთხარი მე, და შოკოლადის გახსნა დავიწყე.
-ტვიქსი და შავი სობრანიე, ისევ..
ნაღვლიანად ამოიოხრა. წარბებ შეკრულმა გავხედე, მაშინვე ფეხზე ადგა და იქით ოთახში გავიდა.
მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ თქვა..
ისე კი არა, ძალიან ცუდად!
***
თოთხმეტი წლის ვიყავი პირველად ნიკა რო გავიცანი. ახალ სკოლაში გადავედი, ვერაზე.
გარდატეხის პერიოდი მქონდა რა, ხომ გესმით. თან ისეთი ბავშვი ვიყავი, ცოტა განსხვავებული.
სხვანაირად აღვიქვამდი და სხვანაირად მესმოდა.
როგორც კი მივედი, ყველა გავაგიჟე. უფროსკლასელებით დაწყებული, მათი ძმაკაცებებით დამთავრებული.
არადა არ ვიყავი ეგრე, ყველას პაემნებზე რო მეარა. პირიქით, მკაცრი ოჯახი მყავდა. მიკრძალავდენ კიდეც, ასეთ ურთიერთობებს. თან პატარა ვიყავი მაშინ. ასაკით ვამბობ,თორე ისე ბევრი მესმოდა!
მერე, ერთ ბიჭს განსაკუთრებულად მოვეწონე. სასწავლო ნაწილის შვილი იყო, და სხვანაირი პრივილეგიებით სარგებლობდა.
ისე შევუყვარდი, ცალკე მე ვიყავი, ცალკე ეგ და მთელი სკოლა. ყველა დღესასწაულზე საჩუქრებს მჩუქნიდა. მახსოვს, ერთხელ სასკოლო წვეულებაზე აუდიტორიის წინაშე ამიხსნა სიყვარული. ვარდი და რაღაც სათამაშო მომართვა, რომლითაც მერე, ჩემი რიკი თამაშობდა.
იმ დღის მერე, ვაბშე ყველამ იცოდა, რომ ლაშას ნიცა უყვარდა! არა, ისედაც კი იცოდნენ, მაგრამ...
არდადეგებიდან რომ დავბრუნდი, ლაშა საერთოდ შეცვლილი დამხვდა. აღარც მაწუხებდა, აღარც საჩუქრებს მჩუქნიდა. დერეფანში რომ გადავაწყდებოდი, თვალს მარიდებდა.
მერე ჩემი კლასელისგან გავიგე, თურმე ნიკა მისულა და შემი შეყვარებულიაო, უთქვამს. ნიკა მეთერთმეტეში იყო. არც ისე დიდი.
ძალიან გამიკვირდა,ცოტა გავბრაზდი კიდეც. თუმცა ყველაფერი იმას დავაბრალე, რომ საერთო სამეგობრო წრე გვყავდა,ნაცნობები ვიყავით და ალბათ რომელიმემ სთხოვა, აწუხებს და მოუგვარეო.
მაშინ მაინც ისე ვერ მესმოდა, ხო ხვდებით.
ნიკა?! ისეთი ბიჭი იყო, გოგოები კი არა, ქალებიც დასდევდენ. მაღალი, ქერა, სიმპატიური. ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, გოგოიან-ბიჭიანა.
მე კი ვფიქრობდი, რომ ზედმეტად ქონდა თავში ავარდნილი. არადა საერთოდ არ იყო ეგრე. პროსტა გარედან ჩანდა. ეგეთი იმიჯი ქონდა რა, ხო ხვდებით. (იცინის)
მე რო მეცხრეში ვიყავი, ის უკვე სკოლას ამთავრებდა.
ერთხელ მახსოვს. სკოლის ეზოში ვიჯექი სკამზე.
ნიკა გამოვიდა და ჩაიწიეო მითხრა.
გაკვირვებულმა შევხედე, ორი მიზეზის გამო.
პირველი, ყოველთვის თავის სასტავთან ერთად იყო. და მეორე, არასდროს იჯდა სკოლის სკამებზე, სულ თავის ჯიპში იჯდა და შავ სობრანიეს ეწეოდა.
-ჩემი კლასელები არ დაგინახავს?
მკითხა და სიგარეტს მოუკიდა.
-არა.
თავი გავაქნიე და ზედმეტი სიახლოვის გამო, უფრო მეტად მივიწიე. გაეცინა. ისეთი იყო, ცოტაც და შემიყვარდებოდა.
-სად აბარებ?
მოულოდნელად ვკითხე. ჩემი თავის გამიკვირდა, ცოტაც და მოვკვდებოდი.
მასაც გაუკვირდა. ნაფაზი დაარტყა და ღიმილიანი სახით შემომხედა.
-არ გადამიწყვეტია ჯერ.
ისეთი სხვანაირი იყო ეს ბიჭი, ნამდვილად გადამრევდა. მგონი სხვა პლანეტიდან იყო, სხვა გალაქტიკიდან.
-შენ?
ახლა მე შემომიბრუნა კითხვა. ფიქრებში წასულმა, მისმა ხმამ გამომაფხიზლა.
-ჯერ რა დროსია,მაგრამ თეატრალურზე მინდა, ძალიან! ჩემი ოჯახი კი კატეგორიულად წინააღმდეგია.
მხრები ავიჩეჩე. არც ვიცი ეს რატომ ვუთხარი.
-არ დაუჯერო, რაც შენ გინდა ის უნდა აკეთო ცხოვრებაში.
თავი დავუქნიე.
-კიდევ შევხვდებით!
მითხრა და თავისი მანქანით სწრაფად აორთქლდა სკოლის ეზოდან.
გაშტერებული დამტოვა. იმის მერე, მთელი დღე წერეთელზე ვფიქრობდი. არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან ამეკვიატა. Facebook-ზე მეგობრობის თხოვნა გავუგზავნე, მაგრამ სულ ტყუილად!
მერე ისევ გავაუქმე და რამდენიმე დღის მერე, მისგან მომივიდა.
დავთანხმდი..
***
სკოლა რო დაამთავრა, ისეთი აჟიოტაჟი იყო, დედა შვილს ვერ იპოვნიდა. ყველას გული წყდებოდა რო ასეთი კარგი კლასი მიდიოდა. არადა ნიკაზე, დათოზე, დემეზე,ვაჩეზე და მაგათ სასტავზე წყდებოდა გული გოგოებს.
მეც მწყდებოდა. კარგად ვიყავი ყველასთან. ვიცნობდი, მიცნობდნენ.
მეთერთმეტეში რო გადავედი, მერე დაიწყო ყველაფერი..
***
ხუთ ივლისს მე,კატო და ანი ავედით აუზზე, მამაჩემის მანქანით. მე-ჯერ არა, მაგრამ კატოს უკვე ქონდა მართვის მოწმობა.
თან მამაჩემმა სურვილი წააგო, და მათხოვა კიდეც.
შეზლონგზე ვიყავი წამოწოლილი და სურათებს ვათვალიერებდი. როდესაც სუნამოს სუნი მძიმედ მომხვდა.
მივიხედე..
გავშრი.
გავიყინე.
ამ სიცხეში უარესად დამცხა. წერეთელი და მისი ბანდა!
როგორც კი გავხედე, მანაც გამომხედა. სწრაფად მოვიხედე და ისევ ტელეფონში ჩავძვერი.
არადა ვგრძნობდი მწველ მზერას და ჩემ გაწითლებულ სახეს.
-გოგო! შეხედე იქ ვინები არიან.
მკლავზე ანი დამექაჩა.
-რა გაყვირებს, ვხედავ!
შევუღრინე მე.
მერე ნანუს გავხედე, ვიღაც ბიჭს ეფლირტავებოდა, ისევ. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და ფორთოხლის წვენი მოვწრუპე.
-რამე ხო არ გინდა?
ანიმ საფულე გახსნა.
-ტვიქ..
უნდა მეთქვა, ნანუმ გამაწყვეტინა..
-ოღონდაც ტვიქსიო, არ თქვა!
დამცინა.
-არაფერი.
ვუთხარი და ტელეფონში ქექვა განვაგრძე.
რაღაც ხმა მომესმა.
მარჯვნივ გავიხედე. ნიკა შეზლონგზე იჯდა და სობრანიეს ეწეოდა. მერე მომსახურე პერსონალი მივიდა. სავარაუდოდ, აქ ნუ ეწევითო, უთხრა. ნიკამაც გასცა პასუხი და ის ბიჭი ორ წამში საფერფლით ხელში დაბრუნდა.
გამეცინა.
არ შევიმჩნიე.
სამაგიეროდ გავწითლდი, როცა მისი მწველი მზერა ვიგრძენი, ისევ.
მერე ზურგი ამეწვა და აუზში ჩასვლა გადავწყვიტე.
სათვალე მოვიხსენი და კიდეს დავეყუდე.
-ყიფშიძე!
ჩემი გვარი რომ გავიგონე, სწრაფად მივიხედე.
ნიკა იყო, აუზში.
პირი გამიშრა.
ხმა არ გამიცია. ვუყურებდი.
-გაზრდილხარ!
ახლოს მოვიდა.
-გაგიმარჯოს.
ცინიკურად გავუღიმე. მანაც ჩაიცინა.
-და ენაც დაგიგრძელებია..
ჩაეღიმა.
ხმა არ გამიცია, ცოტაც და იქვე დავახრჩობდი. არადა უნდა გენახათ, როგორი იყო! ყველა გოგო, მას მისჩერებოდა.
-ვა, ნიცუშ, როგორ ხარ?
დემე იყო, გადავკოცნე.
-კარგად დემე, შენ?
მიყვარდა ეს ბიჭი, ძალიან კეთილი და თავაზიანი იყო.
-მეც.
თბილად მიპასუხა.
-გაზრდილხარ, გალამაზებულხარ.
ღიმილით მითხრა.
-რა ვიცი, ბევრი მეუბნება.
წერეთელს გავხედე. დაჟინებით მიყურებდა.
-კარგი გავედი, და გნახავ მერე. არ დამივიწყო.
ლოყაზე მაკოცა და ავიდა.
მე და ნიკა დავრჩით, და რამდენიმე გოგო. სადაც ვიყავით, ყველა იქით მოვიდა. ძალიან მეცინებოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
-ისევ თეატრალური?
მოულოდნელად მკითხა.
-ხო.
მოკლედ მოვუჭერი.
-შეცვლილი ხარ!
-შენც.
ვატყობდი,რომ მოკლე პასუხები აღიზიანებდა. მეც მეტი რა მინდოდა..
მერე სობრანიეს მოუკიდა.
-დავიხრჩვი.
ხველებ-ხველებით ძლივს ვუთხარი.
წამში ჩააქრო. მესიამოვნასავით.
იქით გავიწიე, უნდა ავსულიყავი, როცა ფეხში მწვდა. მოდი აქო. გააზრებაც ვერ მოვასწარი. წყალში ავღმოჩნდი. მასთან ერთად.
ჩამიხუტა. ცოტაც და გავიგუდებოდი. მერე მეც ჩავეხუტე, უფროსწორად მისგან განთავისუფლებას ვცდილობდი.. რო მიხვდა, ვიხრჩობოდი,
ამოყვინთა. წელზე მომხვია ხელები.
-წერეთელი, გაგიჟდი?!
დავუყვირე.
ხო, შენ გამაგიჟეო, მითხრა და ეგ იყო და ეგ..


***
ჩემი პირველი ისტორიაა. არც ისე კარგი, მაგრამ..იმედია შემდგომ გავაუმჯობესებ.
მადლობა მათ,ვინც წაიკითხავს და აზრს დააფიქსირებს! love



№1  offline წევრი NiniG-1

გააგრძელე რა <3

 


№2  offline წევრი 5th Angel

NiniG-1
გააგრძელე რა <3


დაწერილი მაქვს უკვე, მეორე თავი. ხვალ ავტვირთავ! მადლობა კომენტარისთვის.. love

 


№3  offline წევრი ევანჯელისტა.

ძალიან მომეწონა! ყოჩაღ შენ..
ველი გაგრძელებას. ნიკა და ნიცას წყვილი, ძალიან მომწონს..
request love

 


№4  offline წევრი Mogwai.

აუუუუუუუუუუუუუ love
რა კარგია. რაღაცნაირია, ძალიან მომეწონა.
ინტრიგაცაა, სიყვარულიც და ყველაფერი!
იმედია მალე დადებ love love

 


№5  offline წევრი 5th Angel

ძალიან დიდი მადლობა ყველას! love *-*

 


№6  offline წევრი mimimimo

იყო ხარვეზები, მაგრამ არა უშავს.
მეორე თავს ველოდები.

 


№7  offline წევრი tatushki1995

Momwons dzalian kargia ase gaagrdzele genacvale

 


№8  offline წევრი SillyGirl

კარგი დასაწყისია ნამდვილად <3
ველოდები შემდეგ თავს <3

 


№9  offline წევრი 5th Angel

მადლობა ყველას, ძალიან მახარებთ!

 


№10 სტუმარი Ketis

Kochag kargia ganagrdzeeeeeeeeeee tamamad kargia

 


№11  offline წევრი 5th Angel

Ketis
Kochag kargia ganagrdzeeeeeeeeeee tamamad kargia



მადლობა! love

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

weretelio da kargi rogor sheidzleba ar iyoos :D <3 mokled sheni paniii vaar aba shen icii ar daaagvianoo shemdegii da malee dadee warmatebebii <3 kargii iyoo

 


№13  offline წევრი 5th Angel

uchveulo
weretelio da kargi rogor sheidzleba ar iyoos :D <3 mokled sheni paniii vaar aba shen icii ar daaagvianoo shemdegii da malee dadee warmatebebii <3 kargii iyoo



დაწერილი მაქვს უკვე რამდენიმე თავი. ხვალვე ავტვირთავ მომდევნოს. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობ და წერ აზრს love

 


№14  offline წევრი elle elle

ჰაიმეე რამაგარი იყოო❤

 


№15  offline წევრი 5th Angel

elle elle
ჰაიმეე რამაგარი იყოო❤


მადლობა. love

 


№16  offline წევრი yviteli minioni

მაგარიაააძალიააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent