შურისძიება ვამპირის ენაზე (2)
დიდხანს იდგა კლუბის შუაგულში გაშეშებული, და ვერაფერს ფიქრობდა. როცა გონს მოვიდა სასწრაფოდ ბარმენთან მივიდა და ორმაგი ვისკი შეუკვეთა, გაზავების გარეშე. ბარმენის გაფრთხილებების მიუხედავად სამი ჭიქა დაცალა და მეოთხეს ცლიდა,როდესაც მასთან ნიკი მივიდა -ჯესს, უკვე ზედმეტი მოგდის, რამდენს სვამ, წამო ჩემთან ავიდეთ. და შეეცადა მთელი მომხიბვლელობით გაეღიმა, მაგრამ დაჯღანვას უფრო ჰგავდა. -არა ნიკ სახლში მირჩევნია,სხვა დროს გავერთოთ.თვალები აატრიალა, კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა და ადგა,წაბარბაცდა და ნიკს რო არ დაეჭირა იქვე წაიქცეოდა. მის მკერდს აეკრო და თვალები მილულა. ნიკმა ერთი ამოიხვნეშა, ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე კი ფეხებ ქვეშ ამოსდო და ხელში აყვანილი გაიყვანა კლუბიდან.ირონიული ღიმილით დახედა, მანქანაში ჩასვა და თავის სახლში წაიყვანა. ჯესსის უკვე ღრმა ძილით ეძინა. როდესაც გაიღვიძა, მიხვდა ნიკის სახლში ,რომ იყო. თავი სასტიკად ტკიოდა, ძლივს წამოიწია,გაიზმორა, გადაბრუნდ-გადმობრუნდა მაგრამ ძილი ვერ შეიბრუნა ,ამიტომ ადაგა, ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა სადაც ნიკი სუფრას შლიდა. მაიკა არ ეცვა, ოო ღმერთო რა სექსუალურია, დიდი ნერწყვი გადაყლაპა, მასთან მივოდა და უკნიდან აეკრო. კისერში აკოცა ჯესსიმ და უთხრა: -უნდა წავიდე აუცილებლად, სხვა დროს შევხვდეთ. ისევ აკოცა კისერში, ოღონდაც ახლა ხმაურით, მოშორდა,ყურძნის მარცვალი ჩაიდო პირში და სახლიდან გავარდა. ნიკის ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ნელ-ნელა მიუყვებოდა ქუჩებს და ისევ მისხა ფიქრებს თავი. "ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ვამპირები მართლა არსებობენ, ერთ-ერთი მათგანი კი მე გადამეკიდა. გუშინ ჩემთან მოვიდა, მე მას ვეცეკვე. ცივი არ ყოფილა, ან უბრალოდ მე ვერ ვიგრძენი. შავი თვალები ჰქონდა, რომელსაც წითელი დაკრავდა. თავიდან განათება მეგონა. ეფექტური გარეგნობა აქ მაგრამ ჩემ საყვარელ ადამიანებს რამე რომ დაუშავოს?-უცებ მოიცვა შეშფოთებამ - თუმცა რამე, რომ სდომოდა აქამდე გააკეთებდა, გუშინ შანსიც ქონდა, მაგრამ მან უბრალოდ მაკოცა. -წამში დაიმშვიდა თავი - მაგრამ იქნებ ვინმე ერთობა უბრალოდ. არა, მაშინ ასე სწრაფად როგორ გაქრებოდა" ამასობაში სახლშიც მივიდა, და მობილურზე სმს-ც მოუვიდა. ,,საყვარლად აზროვნებ, მაგრამ დიდად ჩემს მიმართ შიშს ვერ ვხედავ, თუმცა წინ უსასრულობაა" პ.ს. დღეს ღამის ორ საათზე ნიკთან მიდი''. ,,რას ნიშნავს ნიკთან მივიდე? იქნებ ნიკს უნდა დაუშავოს რამე, არა არა,მასთან ორამდე უნდა მივიდე. ასე იმ ვამპირსაც ვნახავ და ნიკსაც გადავარჩენ". აღშბოთებული იყო, ეშინოდა ნიკისთვის რამე არ დაეშავებინა. ოთახში ისე შევიდა მშობლებისთვის არც შეუხედავს, რომლებიც მისაღებში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ქეროლმა ქმარს გადაუჩურჩულა ,,რა სჭირს ამას,ამ ბოლო დროსო" დეამინმა კი უპასუხა ,,არვიცი"-ო. შემდეგ მხრები აიჩეჩეს და ტელევიზორის ყურება განაგრძეს. ჯესიკა კი ოთახში აქეთ-იქით ნერვიულად დადიოდა. "რა გამოდის მას ჩემი ფიქრები ესმის? ეს ხომ შეუძლებელია, თუმცა როგორც ჩანს ის ვამპირია, ვამპირებზე უნდა მოვიძიო, ოო, მას თუ ჩემი ფიქრები ესმის."კომპიუტერს მიუჯდა და ვამპირებზე ეძებდა ინფორმაციას. ბოლოს საძიებო ველში ჩაწერა "როგორ დავიცვათ თავი ვამპირისგან". და რაც აინტერესებდა ყველაფერი გაიგო. 1.ვამპირებს ეშინიათ ნივრის. "ეს არვიცი რამდენად გაამართლებს, მაგრამ ცდად ღირს." 2.ასევე ეშინიათ ჯვრის. "ამის მჯერა, რადგან ინფორმაციების მიხედვით ვამპირი ეშმაკმა შექმნა. მაგრამ მე არ ვარ დიდად მორწმუნე. ჯვარი უნდა ვიყიდო და მამაოს ვაკურთხებინო". 3.და ეშინიათ მზის."ეს ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს." კომპიუტერიდან გამოძვრა, ეს ყველაფერი ბლოკნოტში ამოიწერა და სამზარეულოში გავიდა. დედას მიესალმა, პიცის ნაჭერი გემრიელად შეჭამა, კოლა დააყოლა და ნიორი აიღო, ჯინსის ჯიბეში ჩაიდო, ყოველი შემთხვე ისთვის იქნებ გაჭრასო. -დედა გავდივარ. დაიყვირა და სახლიდან გავარდა. საეკლესიო მაღაზიაში შევიდა. ჯვარი იყიდა, კისერზე ჩამოიკიდა და ეკლესიისკენ წავიდა. იფიქრა რომ თუ ჯვარი ნაკურთხი იქნებოდა უდრო დაცული იქნებოდა ვამპირისგან.ეკლესიაში ხშირად არ დადის, ისიც კი არ ახსოვს ბოლოს მანდ როდის იყო.შიგნით შევიდა თუ არა ყველაფრის თვალიერება დაიწყო. დაინახა რამდენიმე ადამიანი, მღვდელი და სტიქაროსნები. მღვდლისკენ წავიდა , რომელიც ლოცულობდა. -გამარჯობა, მამაო. -გამარჯობა შვილო. აღსარების ჩაბარება გინდა? თბილად გაუღიმა. -არა მამაო, ჯვარი მინდა რომ მიკურთხოთ. - გაუღიმა ჯესსიმაც და ჯვარი მიაწოდა. -კარგი. ისევ გაუღიმა. შემდეგ ჯვარი უკურთხა და კისერზე ჩამოაცვა. -დიდი მადლობა მამაო. ძალიან ბედნიერი იყო და მღვდელს მთელი გულით გადაუხადა მადლობა. -ღმერთმა დაგლოცოს. უთხრა მან და ისევ გააგრძელა ლოცვა. ჯესიკა როგორც კი გამოვიდა ეკლესიიდან გადაწყვიტა,რომ მთელ დღეს ნიკთან გაატარებდა ასე კი შეძლებდა მის დაცვას. გახარებული იყო, რადგან ფიქრობდა ვამპირი ვეღარ მიეკარებოდა. პარკში ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და ნიკს დაურეკა. -გისმენთ-შემოესმა ნიკის ნამძინარევი ხმა. -ნიკ, ნიკ, როგორ ხარ? ვიფიქრე დღეს მთელი დღე ერთად გავატაროთ, ღამეც შენთან დავრჩები.რას იტყვი? მხიარულად ლაპარაკობდა ჯესსი და უცებ მიაყარა ორ წუთში მოფიქრებული ტექსტი. -ჯესსს, ძვირფასო დღეს რვამდე მცალია, მერე საქმე მაქ მნიშვნელოვანი. უთხრა "ნაღვლიანი" ხმით ჯესიკას. -საქმე გადადე ნიკ. ცდილობდა დაეყოლიებინა. -ჯესს, დღეს რვამდე მცალია -გაუმეორა ოდნავ მკაცრად - ახლა დავიძინებ და მერე დაგირეკავ. ადგილს შეგითანხმებ და დროს. ოღონდ რვის მერე უნდა წავიდე. ყურმილი გაუთიშა ნიკმა ამოიზმუვლა და გადაბრუნდა. ხოლო ჯესიკა გაბრაზდა და სახლში წავიდა. ფიქრი დაიწყო ჰეილზე, ძალიან ენატრებოდა, მასთან საუბარი უნდოდა,მაგრამ იცოდა არაფერს დაუჯერებდა. თან გამარჯობასაც აღარ მეტყვის. ძალიან დამწუხრდა. ხვალინდელი გეგმა დააწყო, რომ ჰეილთან მივიდოდა და აუცილებლად დაელაპარაკებოდა.... მთელი დღე უცდიდა ნიკის ზარს, მაგრამ მას არ დაურეკავს. უკვე რვასაც გადაცდა. ათი იყო. ჯესიკა უკვე ცოფებს ყრიდა, მუსიკები ჩართო და მთელი ორი საათი უსმენდა და ფიქრობდა, რომ ნიკს აღარ დაელაპარაკებოდა.უკვე თორმეტი იყო. უცებ ტვინში დაარტყა, რომ შეილება ნიკი იმიტომ არ პასუხობდა, რომ ვამპირი დაესხა თავს. ვამპირი კი საერთოდ აღარ ახსოვდა. ამის გაფიქრებაზე მისი სხეული მთლიანად შიშმა მოიცვა, და გაცრა. უცებ აიღო მანქანის გასაღები და სახლიდან გავარდა. მშობლების ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ხუთ წუთში ნიკის სახლთან იყო. სახლში შევიდა თუ არა იქვე გაშეშდა. ორი სხეული დაინახა, რომლებიც სიამოვნებისგან კვნესოდა.პიროვნებებში კი ერთი ნიკი იყო, ხოლო მეორე-ჰეილი. მათ უკან კი კედელთან ის დაინახა ვისაც ელოდა, მაგრამ ასეთ მომენტში ნამდვილად არა, ის იყო ვისაც გუშინ ეცეკვა... მას ფრთები ჰქონდა... ბიჭმა ირონიულად გაუღიმა და ღია ფანჯრიდან გაფრინდა.. ჯესიკა კი ისევ ჰეილს და ნიკს უყურებდა ოღონდ ამჯერად თვალცრემლიანი. აბაა.. იმედია ისევ მოგეწონებათ. მგონი პატარა თავი არაა. ასე ვფიქრობ ოდნავ მაინც არის საინტერესო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.