შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (V თავი)


4-08-2016, 21:02
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 111

შემდგომი დილაც არ უჩიოდა მზისა და სითბოს ნაკლებობას, რამაც სალომეს ხასიათზეც შესაბამისად იმოქმედა. მხიარულად ჩაიცვა ახალი ტანისამოსი და სკოლისკენ გაემართა. ეზოში შესულმა მისი სახელის ძახილი გაიგონა და უკან შებრუნდა. დაინახა როგორ მოემართებოდა მისკენ ანა აჩქარებულლი ნაბიჯით და თან მხრებზე ჩანთას ისწორებდა.
-როგორ ხარ? - მისულმა სწრაფად გადაკოცნა ახლად შეძენილი მეგობარი და მასთან ერთად შევიდა შენობაში.
სკოლაშიც ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. სალომეს ნაცნობების სიას კიდევ რამდენიმე ადამიანი შეემატა. იმ დღის განმავლობაში კი სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა სკოლაში. მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ, სკოლიდან გამოსვლისას შეამჩნია ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ნაცნობი მოტო, თუმცა ამ ფაქტისთვის ყურადღება დიდად არ მიუქცევია. ჩვეულებრივ განაგრძო გზა სახლისკენ. დროგამოშვებით კი თვალს ზურგსუკან აპარებდა. არ ტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მოჰყვებოდა. თუმცა განსაკუთრებული მაინც არაფერი მომხდარა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. სახლში ვითარებაც შედარებით შემსუბუქდა. ისე დაძაბულად აღარ გრძნობდა თავს, როგორც პირველ დღეებში. ნატალიამაც რამდენჯერმე შემოუარა. მასთან და ნანუსთან ერთად კი თავს საოცრად კომფორტულად გრძნობდა. თითქოს დაკარგული წლები და ოჯახის სითბოც უბრუნდებოდა. ოო, რაც შეეხება შალვას, მათი ურთიერთობა ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მანც წინ მიიწევდა, და ორივეს წარსულზე უკეთეს მომავალს უქადდა.
ამასობაში ოქტომბერიც მიიწურა და წვიმიიანმა ნოემბერმაც შემოაბიჯა.
-ნოემბერი ძალიან მიყვარს, ჩემეულია- ეუბნევა შესვენებაზე სკოლის ფანჯარასთან მდგომი სალომე ანას და თან თითებს ფანჯრის მინაზე ჩამომავალ წვეთებს აყოლებს, რომლებიც ხან ნელა, ხან კიდევ სწრაფად მიიკვლევენ გზას გლუვ ზედაპირზე.
-ხანდახან ვფიქრობ თუ რა უცნაური გოგო ხარ. ცოტა არანორმალურიც.
-და მაინც როგორი უცნაური? მე ჩემს თავში სხვებისგან განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ.
-აბა რა! ყველა ადამიანი დასეირნობს თავსხმა წვიმაში უქუდოდ და უარს ამბობს ქოლგის ქვეშ შეფარებაზე. შემდეგ კი ტროტუარზე ჯდება და ტირილს იწყებს.
-ეს მხოლოდ მე მეხება. - ცოტა არ იყოს უხეშად უპასუხა სალომ და ზურგი აქცია.
- მაპატიე, ცუდად გამომივიდა- მოწყებილმა ჩაილაპარაკა ანიმ. - ხომ მაპატიებ? ხო არ გამიბრაზდები?
-არა, მე მაპატიე. ძალიან უხეშად გიპასუხე. რას ამბობ, არ გიბრაზდები რა თქმა უნდა.
-კარგი, მოდი სხვა რაამეზე ვისაუბროთ. ბოლო კლასში ვართ და რაზე აპირებ ჩაბარებას? პროფესია არჩეული გექნება უკვე.
-არ ვიცი, ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ მათემატიკა კარგად ვიცი და სავარაუდოდ ეკონომიკურზე ჩავაბარებ. და შენ რას აპირებ?
- მე ადვოკატი მინდა ძალიან გამოვიდე. ამიტომ იურიდიულზე ვაბარებ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროფესია ჩემი მოწოდებაა.
- კარგია.
-აუ მათემატიკას ვერ ვიტან და თუ შეგიძლია დამეხმარე ხოლმე კარგი?
-კარგი.
-მოდი იცი რა ქენი? ამ საღამოს გამომიარე და ერთად ვიმეცადინოთ და მერე რამე ფილმს ჩავუჯდეთ. ხვალ მაინც შაბათია.
-კარგი.
-შენ ამ კარგის მეტი არაფერი იცი? სხვა რამეც მითხარი.
-კარგი.
ღმერთო შენ მიშველე- უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ანამ და კლასისკენ გაემართა. ამასობაში ზარიც დააირეკა. სალომე ნელა მოშორდა დერეფნის ფანჯარას და საკლასო ოთახში შევიდა. სკოლიდან გამოსულ სალოს კი კიდევ იგივე მოტოციკლი დახვდა ქუჩის მეორე მხარეს. ამჯერად მძღოლთნ ერთად. სალომემ ქუჩა გადაჭრა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნაცნობ უცნობს, რომელსაც კვლავ ჩაფხუტი ეხურა.
-როგორ ხარ?- საოცრად თბლი ხმით მიმართა ლაშამ და ამ ხმის გაგონებაზე სალომეს ჟრუანტელმა დაუარა.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად.
-აქ ხშირად ვხედავ ხოლმე შენს მოტოციკლს.
-ხოო... მართალია. მეგობარს ვაკითხავ ხოლმე. როგორც ვხედავ შენც ამ სკოლაში დადიხარ ხოლმე.
-კი, აქ ახალი გადმოსული ვარ.
დროებით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-მოდი გინდა გაგიყვან? - შესთავაზა ლაშამ.
-არ არის საჭირო, გმადლობ. თან შენ მეგობარს ელოდები. ნუ შეწუხდები.
-ისევ თავიდან ნუ დაიწყებ ჩვენს წინა დიალოგს. რომ გეუბნები, რომ გაგიყვან ესე იგი არ მაწუხებ და უნდა დამთანხმდე ხოლმე კარგი? - ცოტა მკაცრად უთხრა ლაშამ.
-კარგი- მორცხვად ჩაილაპარაკა სალომემ. შემდეგ კი მოტოციკლზე დაიკავა ადგილი და იქაურობა დატოვეს. ლაშამ სახლთან ახლოს გააჩერა მოტო, შემდეგ სალომეც გადმოვიდა და მის წინ დადგა.
-მადლობა.
-არაფრის.
კვლავ სიჩუმე.
-ჩაფხუტს არ მოიხსნი? უკვე მეორედ შეგხვდი და შენი სახე ჯერ კიდევ არ მინახავს.
ამასობაში კი ლაშამ უკმეხად უპასუხა. - შენ არ გეხება ჩაფხუტს მოვიხსნი თუ არა!... მაპატიე, ცოტა უხეშად მომივიდა - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
-არა უშავს, მე არ უნდა ჩავრეულიყავი შენს საქმეში. - ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა სალომემ.
-არა, რას ამბობ. შენ არაფერ შუაში ხარ. -უბრალოდ ამ ბოლო დროს გადავეჩვიე ადამიანებთან ნორმალურ ურთიერთობას.
-და ამის მიზეზი რა არის? თუ ეს შეკითხვაც არ უნდა დამესვა? - ირონიულად მიმართა სალომ.
-შენ ჯერ კიდევ ნაწყენი ხარ.
-სულაც არა..
-არ მინდა თავის მოკატუნება. ყველაფერს მშვენივრად ვხედავ. - შემდეკ კი ღრმად ამოიოხრა. - კარგი, მაშ ასე. მოდი მითხარი ამ საღამოს რას აკეთებ?
-სტანდარტული ტექსტი, რომლითაც პაემანზე დაპატიჟება იწყება. - გაეღიმა
-ხო, მაგრამ მე პაემანზე არ გპატჟებ... ეს სულ სხვა რამეა. რომ წამოხვალ შენ ნახავ და დაწმინებული ვარ შენც მოგეწონება.
-და ასეთი რა არის?
-ნახავ.
-სამწუხაროდ ვერ ვნახავ და ამის ბევრი მიზეზი არსებობს.
-მაინც?
-ჯერ იქედან დავიწყოთ, რომ საღამოს მკაცრი კონტროლის ქვეშ ვარ. მამაჩემთან ძლივს დავალაგე ურთიერთობა და ისევ არევას არ ვაპირებ და მეორეც სულაც არ ვაპირებ შუა ღამით უცნობ ბიჭთან ერთად ქუჩებში ვიბოდიალო.
-და მე უცნობი ვარ?
-კი, როგორც ადრე გითხარი, შენი სახეც კი არ მინახავს. თან რა ვიცი, იქნებ მანიაკი ხარ.
-კარგი, მაშინ შენს ორივე მიზეზს გავცემ პასუხს. ჯერ ერთი სახლიდან გმაოპარვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მგონი, განსაკუთრებით თუ კარგად მოინდომებ და მეორეც, მანიაკი სულაც არ ვარ, თორემ აქამდე დაგიშავებდი რამეს...
-მოკლედ მითხარი, ჩემგან რა გინდა?
-მხოლოდ ერთი საღამო დამითმე. დღეს 11 საათისთვის უკანა ეზოსთან დაგელოდები. იმედია დიდხანს არ მალოდინებ.
-შენ ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთრ თავში. თან კიდევ თავხედი.
-შენ კიდევ ზედმეტად ლამაზი ხარ.- ამ სიტყვებით მოსწყვიტა მოტო ადგილს და ქუჩას გაუყვა. სალომე დიდხანს უყურებდა მიმავალს. ბოლოს შემობრუნდა და სახლისკენ გაემართა.
დღემ ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა. ისადილა, იმეცადინა და შალვას მოსვლისთვის უკვე კარგა გვარიანად შებინდებული იყო.
- დღეს ძალიან დავიღალე. წავალ, ადრე დავწვები. ღამე მშვიდობისა. - ამ სიტყვებით დატოვა მაგიდა და მეორე სართულისკენ გაემართა. ბევრს ფიქრობდა, თუ რა გადაწყვეტილება მიეღო, დათანხმებოდა თუ არა ლაშას შემოთავაზებას. ლოგინზე იწვა და ფანჯრიდან სავსე მთვარეს გაჰყურებდა. დაღლილობამ და ამ ყველაფერმა იმოქმედა და მალე ჩაეძინა. მინაზე კენჭების წკარუნმა გამოაღვიძა. თავიდან გაკვირვებული და შეშინებული იყო, არ იცოდა რა ხდებოდა და ვინ შეიძლება ყოფილიყო. შემდეგ კი გაახსენდა ლაშა რომ უნდა მოსულიყო. სასწრაფოდ წამოიმართა და ფანჯრიდან გადაიხედა. სიბნელეში მხოლოდ ალაპლაპებული ჩაფხუტი დაინახა. სასწრაფოდ გააღო ფანჯარა.
-ხომ გითხარი არ დააგვიანო მეთქი?!
-მეც ხომ გითხარი რომ საკუთარ თავში ასე დარწმუნებული ნუ იქნები მეთქი? იქნებ არ მოვდივარ.
-გელოდები. - მისი პასუხისთვის ყურედღება არ მიუქცევია, თავის მოტოს მიუბრუნდა.
-ღმერთო ეს ვინ არის!...- ხელები ზემოთ აღაპყრო და გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა სალომემ. ოთახში შებრუნდა და ჩაცმა დაიწყო. სრულიად ჩვეულებრივად ჩაიცვა. კეტები, ჯინსის შარვალი და მაისურზე თბილი ჟაკეტი მოიხურა. კარები ჩუმად გამოაღო და დერეფანი დაზვერა. არავინ არ ჩანდა, ამიტომ თამამად გააბიჯა გარეთ და ქვემოთ ჩავიდა. ეზოში გავიდა და სახლს გვერდიდან შემოუარა. ლაშას მიუახლოვდა, რომელიც მოტოზე იყო მიყრდნობილი და გვერდით დოინჯშემოყრილი დაუდგა.
-აბა? სად მივდივართ? როდის დავბრუნდებით?
-არა, ამას როდესაც მივალთ იქ ნახავ. ახლა კი გთხოვთ.- ამ სიტყვებზე ჩაფხუტი გაუწოდა. სალომ ჩამოართვა და მის უკან, მოტოზე მოთავსდა.
-ხელები კარგად მომხვიე, ამჯერად სწრაფად წავალთ.- გადაულაპარაკა ლაშამ და ძრავი ჩართო. სალომეც დაემორჩილად მის მოთხოვნას და ორივე წამის მეასედებში მოსწყდა ადგილს.



№1 სტუმარი ემი

ეეეე, რა ცოტა იყოოო...

როგორ ველოდებოდი ამ ყმაწვილს winked

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia.darwmunebuli var lasha merabis shvilia da aq didi problemebi eqnebaaaat
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

ემი
ეეეე, რა ცოტა იყოოო...

როგორ ველოდებოდი ამ ყმაწვილს winked

La-Na
Kargia.darwmunebuli var lasha merabis shvilia da aq didi problemebi eqnebaaaat


ვნახოთ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent