მიჯაჭვული (IV თავი)
გაღვიძებისას საოცარი სიმსუბუქე იგრძნო. რბილ ქვეშაგებზე თავს საოცრად კომფორტულად გრძნობდა და თვალების გახელა და წამოდგომა ეზარებოდა. მოულოდნელად თავში რაღცამ გაუელვა. დღეს ხომ მისი პირველი დღე იყო ახალ სკოლაში და ამავდროულად ახალი ცხოვრებიის დასაწყისიც. ამის გაფიქრებაზე სასიამოვნოდ გაეღიმა და ზანტად გაახილა თვალები. ბოლოს დასძლია სიზარმაცე და ნელ-ნელა წამოდგა. საკმზე გამზადებულ მის ტანსაცმელს გადახედა და მაშინვა დასწვდა ჩასაცმელად. ,,არა, დღეს სკოლის შემდეგ აუცილებლად უნდა გავიარო მაღაზიებში და რაღაც-რაღაცეები ვიყიდო’’ გაიფიქრა და გამზადებული ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდა გადასწია. ეზოში, მწვაენ ბალახზე დაცემული სახლის ჩრდილი იუწყებოდა, რომ მზე კარგა ხნის ამოსული იყო. მხიარულად მოტრიალდა და კარები გამოაღო. კიბეებს სწრაფად ჩაუყვა და სამზარეულოში შევარდა, იქვე მის წინ მოფუსფუსე ნანუს სწრაფად აკოცა ლოყაზე და მის წინ სკამზე ჩამოჯდა. -დილა მშვიდობისა ჩემო გოგონა, როგორ ხარ? -გმადლობ ნანუ, კარგად. შენ? -რადგან შენ კარგად ხარ, მეც კარგად ვიქნები. აბა, როგორი მოლოდინი გაქვეს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? ხომ არ ნერვიულობ? -პირიქით, ძალიან მიხარია. რაღაც ახალი ყოველთვი სიხარულის საწინდარია ჩემთვის. მგონი ძალიან ოპტიმისტურად გამომივიდა არა? - თავისივე სიტყვებზე გაეცინა სალომეს. ამასობაში სამზარეულოს ზღურბლზე წასასვლელად გამზადებული შალვა გამოჩნდა. -დილა მშვიდობისა -ჩაილაპარაკა. უხასიათობა იმდენად არ ეტყობოდა. მაგიდას მიუახლოვდა და სალომეს გვერდით ჩამოჯდა. ნანუს საუზმე უკვე გამზადებული ჰქონდა და ჩაის ასხამდა. ბოლოს, როდესაც ამ საქმესაც მორჩა, მათ წინ დაიკავა ადგილი. თავიდან ხმას არავინ არ იღებდა. ბოლოს სალომეს მოსწყინდა ჩუმად ყოფნა და მამას მიუბრუნდა. -მაშ ასე. დღეს რა გეგმები გაქვს? -დილით წაგიყვან სკოლაში და საბუთებსაც შევიტანთ. იქ დაგტოვებ და მერე მგონი შენითაც გამოაგნებ გზას. -კი, რა თქმა უნდა. -უხსიათოდ ჩაილაპარაკა სალომემ. -შალვა, მისმინე. სალომე ისე წამოვიდა ბარგი თითქმის არ წამოუღია და ტანსაცმელიც არაფერი აქვს და იქნებ ამაზე გეზრუნა? -მამიდამისს დავურეკავ და ის გაუვლის მაშინ სკოლაში და წაიყვანს რამის ასარჩევად.- უხასიათოდ მოსვა ჩაი და ფეხზე წამოდგა. -მზად ხარ? -კი და გმადლობ. -ისიც წამოდგა ფეხზე. -არაფრის. -ნახვამდის ნანუ. -ნახვამდის ჩემო გოგონა და წარმატებები. - ხელი დაუქნია მანაც კარებში გამავალ გოგონას. ორივე მათგანი უხმოდ მიუახლოვდა მანქანას. მძღოლმა კარები გაუღო და თავიანთი ადგილი დაიკავეს. არც მანქანის დაქოქვის შემდეგ ამოუღიათ ხმა და არც მთელი გზის განმავლობაში. ერთმანეთისთვის იმდენად უცხოდ ექციათ ორივე განვლილ ათ წელს, რომ საეთო ენას ალბათ მომავალი ათი წელიც ვერ იპოვიდნენ. არაფერი ჰქონდათ სათქმელი. მდუმარება გამეფებულიყო, რადგან ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება უძლური და აზრს მოკლებული იყო მოცემულ შემთხვევაში. მათ ერთმანეთის უბრალოდ არ ესმოდათ, ეს ორი სხვადასხვა სამყარო იყო, რომელიც სრულიად შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს. წლების წინანდელი თბილი ურთიერთობიდან ნასახიც არ დარჩენილიყო. -მოვედით. - მძღოლის ხმამ ორივე გამოაფხიიზლა შორს წასული ფიქრებიდან. შემდეგ კი მანქანიდან გადავიდა და მამასაც და შვილსაც კარები გაუღო. გადმოსვლისთანავე თვალში მოხვდა უბრალოება. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული სოციუმი და ამ სკოლაშიც სწორედ ეს მოეწონა, რომ თვითონაც შეეძლო მისი ნაწილი თავისუფლად გამხდარიყო და სრულიად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრებით ეცხოვრა. პირველი გაკვეთილის შემდეგ შესვენება იყო და თითქმის მთელი სკოლა გარეთ იყო გამოფენილი დიდიან-პატარიანად. ეზოში სრული ქაოსი სუფევდა. მამამ და შვილმა სწრაფი ნაბიჯებით შეაბიჯეს სკოლის ეზოში. მოზუზუნე ბრბო გაიარეს და შენობაში შევიდნენ. მალევე მიაგნეს დანიშნულების ადგილს და დირექტორის კაბინეტთან შედგნენ. შალვამ კი ხელი ასწია და კარზე დააკაკუნა. -მობრძანდით ბატონო შალვა. გელოდებოდით. - მათი დანახვისას ფეხზე წამოიმართა ორმოციოდე წლის სასიამოვნო შესახედაობის მამაკაცი. - ეს გოგონა ალბათ სალომეა. გამარჯობა- და ამ სიტყვებზე ხელი გაუწოდა. სალომემაც ნელა შეაგება ხელი. ტრადიციული მოკითხვის შემდეგ ყველა ფორმალობა გაიარეს და სალომე უკვე ოფიციალურად ამ სკოლის მოსწავლეთა სიაში ირიცხებოდა. -ბატონო შალვა, შეგიძლიათ წახვიდეთ. სალომეს მე მივაცილებ კლასამდე და თავად წარვუდგენ მოსწავლეებს. -დიდი მადლობა ბატონო რევაზ. ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. სალომე, სკოლის შემდეგ ნატალია მოგაკითხავს. ახლა კი მე წავალ. წარმატებულ დღეს გისურვებ. შალვამაც დატოვა შენობა. სალომე კი დირექორთან ერთად ახალ კლასთან შესახვედრად გაემართა. დირექტორი კარებთან შედგა, დააკაკუნა, შემდეგ კი შეაღო და კლასში შევიდა. სალომეც მორცხვად მიჰყვა უკან. ამასობაში მთელი კლასი ფეხზე წამოიმართა, შემდეგ კი თავის ადგილებს დაუბრუნდა. სალომემ ზედაპირულად მოავლო თვალი ყველა მათგანს და მზერა საბოლოოდ მაინც თავის თითებს გაუსწორა, რომლებსაც ნერვიულად ხლართავდა ერთმანთში. ამ მავნე ჩვევას ვერ ივიწყებდა. -მოგესალმებით ბავშვებო. აქ იმისთვის მოვედი, რომ ახალი კლასელი - სალომე ერისთავი გაგაცნოთ. იგი ძალიან მონდომებული მოსწავლეა და წინა სკოლაშიც შესანიშნავი ნიშნები ჰყავდა. იმედი მაქვს ჩვენს კლასშიც ასე წარმატებულად განაგრძობს თავის მოღვაწეობას და თქვენც დაუმეგობრდებით. როგორც ვხედავ ახლა ისტორიის გაკვეთილი გაქვთ ქალბატონო ნანა. აღარ მოგაცდენთ და სალომეს ვთხოვ რომ ადგილი დაიკავოს. - ამ სიტყვებით და ხელით სალომეს მიანიშნა, რომ მეორე მერხზე მჯდომი გოგონას გვერდით დაეკავებინა ადგილი. - წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას, განსაკუთრებით კი შენ სალომე. - შემდეგ კი კლასი დატოვა. ისტორიის მაცწავლებელმაც მოკლედ გამოკითხა ინფორმაცია მის შესახებ და წამატებები უსურვა; შემდეგ კი მშვიდად განაგრძო გაკვეთილი. -ეი, გამარჯობა.-გადაუჩურჩულა მის გვერდით მჯდომმა გოგონამ. -სალომე გქვია არა? -გამარჯობა. კი, სალომე მქვია. -მე ანა, სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. -თვალაძე. - დაიღრინა ნანა მასწავლებელმა და ანაც უცებ შეტრიალდა წინ. შემდეგ კი კვლავ უჩურჩულა - შესვენებაზე ვისაუბროთ. დროც მალე მიილია და შესვენებაც დადგა. ანამაც შეასრულა თავისი დანაპირები და საფუძვლიანად გაეცნო. სალომემ მის შესახებ ის შეიტყო, რომ მამა არ ჰყავდა და მხოლოდ დედასთან ერთად ცხოვრობდა ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. დედა თითქმის სულ მუშაობდა და სახლში ანა დღისით სულ მარტო იყო ხოლმე. ანამ კი საკუთარი თავის შესახებ ძლივს ამოგლიჯა სიტყვები პირიდან რადგან სალომე დიდი მჭერმეტყველებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა და ბევრი ლაპარაკიც არ უყვარდა. ბოლოს რამდენიმე სხვა კლასელიც გააცნო, რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამასობაში ზარიც დაირეკა. -ჯანდაბა... ახლა მათემატიკა გვაქვს. რა გაუძლებს ერთ საათიან ტვინის ბურღვას. წარმატებებს და გაძლებას გისურვებ.- ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა მათგანმა. _დღეს უკვე იმდენჯერ მისურვეს წარმატებები, შეუძლებელია ეს დღე წარუმატებელი იყოს. - ღმილიანად ჩაილაპარაკა სალომემ. ამასობაში მასწავლებელიც შემოვიდა და თავისი ადგილი დაიკავა ყველამ. ეს დღე მართლაც წარმატებული არმოჩნდა სალომესთვის. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კი ეზოში გასულ გოგონას ნატალია შეხვდა, რომელიც დიდი სიხარულით გადაეხვია მონატრებულ ძმისშვილს. -როგორ ხარ სალო შვილო? როგორ გაზრდილხარ... რამდენი დრო გასულა, ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ დაუკოცნა ლოყები. დიდხნიანი მოკითხვის შემდეგ კი სკოლის ეზო დატოვეს და ნატალიას მანქანაში ჩასხდნენ. -შალვამ რომ დამირეკა დღეს და მითხრა რომ ჩამოხვედი ვერც კი წარმოვიდგენ როგორ გამიხარდა. ახლა კი წავედით მაღაზიები უნდა დავიაროთ, რომ ჩემს სალოს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს; თან იცოდა გზადაგზა ყველაფეს მომიყვები. - მხიარულად ჩაილაპარაკა და მანქანა დაქოქა. ნახევარი საათის შემდეგ დიდ სავაჭრო ცენტრთან შედგა და ორივე გადმოვიდა. შოპინგი მართლაც დამღლელი აღმოჩნდა. დასასვენებლად კაფეში შევიდნენ და ფორთოხლის წვენი და ნამცხვარი შეუკვეთეს. სანამ შეკვეთა მოვიდოდა, ნატალიამ სალომე ბოლომდე გამოჰკითხა მის პანსიონში ცხოვრების შესახებ. საბოლოოდ კი აღშფოთებული და შალვაზე განაწყენებული დარჩა. ამასობაში შეკვეთაც მოვიდა, გემრიელად მიირთვეს და სახლისკენ გამოემართნენ. სალომე სახლში რომ მიიყვანა და დატოვა უკვე მოსაღამოვებული იყო. ბევრი ხვეწნის მიუხედავად მაინც არ შევიდა სახლში. საქმეები მოიმიზეზა, შალვას მოკითხვა შეუთვალა და იქაურობა დატოვა. სალომემ ნანუს დახმარებით ძლივს აათრია პარკები თავის ოთახამდე, საწოლზე დაყარე და თვითონაც დაღლილი მათ გვერდით გადაემხო. ცოტა შესვენების შემდეგ ნაყიდი ტანსაცმელი კარადაში შეალაგა, თავად გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა. მამამისი უკვე მოსული იყო. -როგორ ჩაიარა დღემ? რა მოხდა სკოლაში? - უინტერესო ტონით დაუსვა შეკითხვა. -ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. რამოდენიმე კლასელი კარგად გავიცანი. შემდეგ მამიდამ მომაკითხა და მაღაზიებში წავედით. სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. - კარგია. - ამ სიტყვებით მაგიდიდან წამოდგა და ოთახი დატოვა. იმ დღეს ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.