უთხარით, რომ ვიღიმოდი / Tell her I was smiling [3]
888 7 წლის იყო ნუცა, ძალიან უაზრო რამეზე ტყუპისცალი რომ გააბრაზა. ბავშვური ჩხუბი იყო, ერთი შეხედვით სასაცილოც. ყველას რომ მოგვსვლია და-ძმასთან ზუსტად ეგეთი. იმ საღამოს, თორნიკემ მეზობელ ბიჭთან ერთად დას ქვები დაუშინა. ალბათ,არ ეგონა ამ ზომამდე თუ მივიდოდა საქმე, მაგრამ ნუცას ერთი თავში მოხვდა და გაითიშა. ასე, ძალიან უაზროდ და ბავშურად აღმოჩნდა საავადმყოფოში, გონწასული. კარგად რომ გახდა, რა თქმა უნდა, თორნიკესაც მოხვდა და მეზობელ ბიჭსაც, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ყველაფერი აქედან დაიწყო. საავადმყოფოდან დაბრუნებულმა ნუცამ თორნიკეს საყვარელი ბურთი დაჭრა. მას შემდეგ, ნელ-ნელა, ძალიან და თითქოს ბავშვურად გაგრძელდა ერთმანეთის კბენა, გესვლა და ყველაფერი ეგეთი. ახლა, რა თქმა უნდა, არცერთს ახსოვდა ეს რა უაზროდ დაიწყო, მაგრამ ფაქტია სისხლში ძალიან გაუჯდათ ერთმანეთის ვერ ატანა. სასაცილოა, 7 წლის აბშვებს შორის ერთხელ რომ აირევა სიტუაცია და მშობლები მის დალაგებას ვერ შეძლებენ. ტყუპებს ერთმანეთის სიძულვილმა არ გადაუარათ. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა მშობლები იყვნენ. მშობლები, რომლებიც არც კი ცდილობდნენ ბავშვებს დალაპარაკებოდნენ და რამე გაერკვიათ. მათ უბრალოდ ამის დრო არ ჰქონდათ. მაკო ზედმეტად დაკავებული იყო საკუთარი კომპანიის მართვით, კახა კი ქვეყანაში თითქმის არ ჩამოდიოდა. 15 წლის იყო ნუცა, სკოლიდან გამოსულს ასთმის შეტევა რომ დაემართა, პირველი ვისი ნომერიც გაახსენდა, მასთან დარეკა და თორნიკემ აფსოლიტურად გაურკვეველ ვითარებაში დაუკიდა ყურმილი. ნუცამ ვერც მოასწრო თქმა და ვერც ეტყოდა ალბათ, რატომ ურეკავდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იმ დღეს კიდევ ერთხელ ამოყო თავი საავადმყოფოში. ეს მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის უკანასკნელი ეტაპი იყო. ერთმანეთი შესძულდათ. ნუცას არ აინტერესებდა არაფერი, რაც ტყუპისცალს უკავშირდებოდა და თორნიკესაც სულ ფეხებზე ეკ/იდა და. 17 წლის ნუცამ თორნიკეს შეყვარებული ძალიან გალანძღა და იმ დღეს პირველად და უკანასკნელად გაარტყა თორნიკემ დას. ეგ დღე, ნუცას ცხოვრებაში ძალიან დიდი ასოებით ამოიტვიფრა. ხშირად, არც ვიცით ხოლმე პირველი ბზარი სად ჩნდება და თუ ვიცით, სასაცილოც არის ხოლმე ხანდახან, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი საიდანღაც იწყება და ყველაფერი დანარჩენი, უბრალოდ ცეცხლზე ნავთს ასხამს:) 888 თორნიკეს დაინვალიდების შემდეგ, სახლის ეზოში არსებული უზარმაზარი აუზი წყლისგან დაიცალა. კედლებიდან სამიზნეები ჩამოიხსნა და განადგურდა ყველაფერი, რასაც შეეძლო, რომ წარსული გაეხსენებინა. არავის უნდოდა მისთვის მტკივნეულ ადგილას დაეჭირა ფეხი. მას შემდეგ დაიწყო გაუთავებელი ზრუნვა თორნიკეზე. ზრუნვა ისე, თითქოს ყოფილიყო 3 წლის ბავშვი და არაფრის კეთება შეძლებოდა დამოუკიდებლად. ნუცას აღიზიანებდა დედამისის აზროვნება. მაკოს ეგონა, რომ თუ ღამით თორნიკეს საბანს გაუსწორებდა და მომვლელს დაუქირავებდა, ამით მას ეტლიდან წამოდგომას მოანდომებდა. ვერ ხვდებოდა ნუცა, რაზე ფიქრობდა ეს ხალხი საერთოდ. პატარა ბარში იჯდა. აქ ჩვეულებრივი, თბილისური სიტუაცია იყო ყოველთვის. 1 ჭიქა ყავაზე შემოდიოდა, უფრო იმიტომ, რომ გარემო მოსწონდა. მაშინაც, სარამოს 9 საათზე, ყავას სვამდა და არ ფიქრობდა არაფერზე, მარჯვენა ხელზე ჩამოედო სახე და იყურებოდა სადღაც სხვაგან. -ნუცა?! - მხარზე შეხება იგრძნო და მართლა ყველაფერს მოელოდა ახლა, ამ გოგოს დანახვის გარდა. ისეთი სახით შეხედა, მგონი, სალომე ცოტა შეაკრთო. -სალო .. - შეათვალიერა „თორნიკეს სალომე“ და გაუღიმა. -როგორ ხარ? - ოდნავ მორიდებით უღიმოდა ის. ნუცას და მას ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, გამარჯობით ძლივს იცნობდნენ ერთმანეთს და საერთოდაც, ნუცა ძალიან უკარება გოგო იყო და სალომესნაირ კომუნიკაბელურ ადამიანსაც კი ყოვლთვის უჭირდა მასთან დიალოგში შესვლა, - ჩვეულ ფორმაში ხარ. - უთხრა კომპლიმენტი და მის მაგიდას შეხედა. -მარტო ხარ? - წამში რაღაცამ გაუელვა თავში ნუცას. თვითონაც ვერ მიხვდა, ეს რატომ კითხა და საერთოდ, ბოლომდე ვერც თვითონ გაეგო, რას აკეთებდა ახლა. -ჰო, ყავაზე შემოვედი. -მაშინ მოდი, დამიჯექი. - თავისუფალი სავარძლისკენ მიანიშნა მისი მაგიდის პირისპირ. სალომ ლატე შეუკვეთა და გვერდით მიუჯდა. რატომღაც, უკიდურესად ერიდებოდა ახლა აქ ჯდომა და თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ იძაბებოდა ასე ძალიან ამ ადამიანის გვერდით, მიუხედავდ იმისა, რომ ნუცა საერთოდ არაფერს აკეთებდა ახლა, პირიქით, უღიმოდა ძალიან მშვიდად. -როგორ ხარ, სალო? - ყავა მოსვა მან, - ჩვენთან აღარ მოდიხარ, ვეღარ გხედავ ხოლმე. -თორნიკეს არც ისე ძალიან ახარებს ჩემი დანახვა, - სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა იმ წამს სალომეს ხმა, ვიდრე ბუნებრივს:) ნუცა მიხვდა, რომ ეს შესაფერისი დრო იყო საუბრის წამოსაწყებად. სალომეს ძალიან უნდოდა რამე ეკითხა, ნუცას ისევ ტყუპისცალზე რომ არ გაეგრძელებინა საუბარი. თორნიკეზე ლაპარაკი ახლა არ შეეძლო, რატომღაც ეგონა, რომ აქვითინდებოდა ხმამაღლა. ნუცას საერთოდ არ იცოდა და ვერც ხვდებოდა, საუბარი როგორ უნდა გაეგრძელებინა. ამ გოგოზე მხოლოდ ის იცოდა, რასაც მასზე ხალხი ამბობდა. -ხო, არც ისეთი ხალისიანია. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ნუცამ, - ვინმეს ხვდები? -რა .. რატომ გგონია? - სახე მოერყა სალომეს. ყველაფერს ელოდა, ასეთი შეტევის გარდა. -არ ვიცი, უბრალოდ ძალიან სწრაფად დანებდი და მეგონა, ახალი ურთიერთობების აწყობა არ გაგიჭირდებოდა. - მხრები აიჩეჩა ყიფიანმა. ძალიან მწარედ მოხვდა სალომეს გულს მისი სიტყვები. -მე ვცდილობდი. -არ ვიცი.. ცდილობდი? - ისეთი ირონიული იყო მისი ხმა, სალომეს დააჟრიალა. -ნუცა, შეუძლებელია დაეხმარო მას, ვისაც არ უნდა, რომ დახმარება მიიღოს. -და ვინ გითხრა, რომ შენი დახმარება საჭირო იყო? დამიჯერე, დასახმარებლად გამზადებული ისედაც ბევრი ადამიანი დასტრიალებს თავზე. - გაეცინა ყიფიანს. სალომე დიდად არასდროს მოსწონდა. საერთოდ, ამ გოგოზე ბევრს არ ფიქრობდა, მაგრამ თვალში არც ისე კარგად ხვდებოდა. რატომღაც ეჩვენებოდა, რომ ძალიან ხელოვნური იყო და ცოტა უაზროც. ახლა კი სულ რაღაც ერთმა წინადადებამ დაარწმუნა, რომ ძალიან მათებული წარმოდგენები ჰქონია, თურმე. -აბა, რა უნდა მექნა? - თითქოს თავის მართლება დაიწყო მან და ყიფიანს ესიამოვნა, რომ სულ რაღაც ერთი წინადადებით მიიყვანა ამ დონემდე, - ოთახშიც კი არ მიშვებდა. თან, მგონია, რომ დრო საჭიროა. ადამიანებს ფიქრის დრო უნდა მივცეთ ხოლმე. -დრო? - ვერ გაიგო ნუცამ, - დრო რისთვის? იმისთვის, რომ ეტლში უფრო კომფორტულად მოთავსდეს და წამოდგომა აღარასდროს მოინდომოს? -დრო დასაფიქრებლად .. გასაანალიზებლად. -რის გასაანალიზებლად, მოსწონს თუ არა ეტლში ჯდომა და კარგად გრძნობს თუ არა თავს ასე? - ყველა გზა მოუჭრა პასუხის გასაცემად. სალომეს სახე წამოუწითლდა, -სულ რამდენიმე ხანში შეიძლება იქ ჯდომას ისე მიეჩვიოს, რომ ადგომის სურვილი აღარასდროს გაუჩნდეს. - ყავა მოსვა მან. ძალიან მშვიდი იყო, როგორც ყოველთვის.. - ადამიანს დრო არ უნდა მისცე, სალო, ამოსუნთქვა არ უნდა აცადო, თორემ ყელამდე ჩაეფლობიან ტალახში. ვერ ვხვდები, რატომ გგონიათ, რომ თუ მოუვლით და მაღაზიიდან ტკბილეულს ამოუტანთ, ასე ეტლიდან წამოდგომას მოანდომებთ? უნდა გაამწარო, სალომე, გესმის? ისე უნდა გაამწარო, ისე უნდა დაამცირო, რომ ტვინში ჩაექცეს სისხლი. უნდა აჩვენო, რომ არ დაელოდები, რომ მას არავინ გადაყვება და სულ ასეთ დამცირებულს მოუწევს ბორბლების თრევა .. შენ ცხოვრებას გააგრძელებ, სხვა ყველა გააგრძელებს ცხოვრებას, მის გარდა. ეს თუ არ დაანახე, ისე ვერაფერს მოანდომებ. დრო არ სჭირდება. აჩვენე, რომ თუ არ მოინდომებს, სრულიად უფუნქციო ადამიანად იქცევა და იმ უაზრო ქალის გარეშე, დედამ მომვლელად რომ დაიქირავა, ვერასდროს ვეერაფერს გააკეთებს. -მე, უბრალოდ .. -შენ უბრალოდ გეშინია. - წარბები ზემოთ ასწია ნუცამ, - შენ გეშინია, რომ ძალისხმევა არ გეყოფა ამის გასაკეთებლად. სპორტსმენი ბიჭები, რა თქმა უნდა, ყველას გინდათ. საკმარისია მხოლოდ ერთი ჩავარდნა და მორჩა. -რატომ უნდა დაგიჯერო? რატომ უნდა მეგონოს, რომ ამას ჩვენს სასიკეთოდ ამბობ? - სახე მოერყა სალომეს, - მაშინ, როცა თორნიკე შენზე არასდროს ლაპარაკობდა. ერთხელ გახსენე და ისე მკაცრად გამაფრთხილა, მისი სახელიც არ გამაგონოო, მას შემდეგ ხმა საერთოდ არ ამომიღა. რატომ უნდა მჯეროდეს შენი .. -რა თქმა უნდა, სალომე, შენ იმათ უნდა დაუჯერო, ვისი სიტყვების საშენოდ გამოყენებაც შეგიძლია. ვინც გეუბნება, რომ თორნიკეს დრო უნდა მისცე და აცადო, როდის მოინდომებს შენთან დაბრუნებას. ჰო, სალომე დრო მიეცი, რომ ეტლში კიდევ უფრო კომფორტულად ჩაჯდეს. ფული მაგიდაზე დაახეთქა ნუცამ და ბარიდან ისე გამოვიდა, საეთოდ არ შეუხედავს იმ გოგოსთვის, გაფითრებული, სახემორყეული და პირდაფჩენილი რომ დატოვა რამდენიმე წამის წინ:) მისი თითოეული სიტყვა ძალიან დიდი ასოებით ამოიბეჭდა სალომეს გონებაში. 888 იმ საღამოს, სამიზნეები კვლავ დაამაგრა კედლებზე ნუცამ. იქამდე ისროდა, სანამ მკლავები არ ასტკივდა. იცოდა, რა რეაქცია მოჰყვებოდა მის საქციელს მთელი ოჯახის მხრიდან. მაკო გაგიჟდებოდა და აკივლდებოდა,რომ ნუცა სპეციალურად ცდილობდა ძმის გამწარებას. მამამისი ეტყოდა, რომ მისნაირი ცუდი და ქვეყნად მეორე არ დადიოდა. უფროსი და კი თორნიკეს ჩაეხუტებოდა და ჩასჩურჩულებდა, რომ ამის გაკეთებას ოდესმე ისიც შეძლებდა და ყველაფერი აუცილებლად იქნებოდა ძველებურად. -რატომ მიყურებ? - მიუბრუნდა თორნიკეს მას შემდეგ, რაც შეამჩნია, რომ საკუთარი ოთახის კართან გაჩხერილიყო უაზროდ და ჯერ ნუცას, მერე სამიზნეებს მისჩერებოდა ცარიელი თვალებით, - გინდა? - გაეცინა ყიფიანს, - მოგცემდი, მაგრამ მანდედან ვერ დაუმიზნებ. ძალიან ქვემოთ ხარ საიმისოდ, რომ დამიზნება შეძლო. გულს უწვავდა თორნიკეს დის თითოეული სიტყვა და ცხოვრებაში პირველად არ ჰქონდა ძალა, რომ შეპასუხებოდა. არ ჰქონდა ენერგია, რომ ხმა ამოეღო და ისე გესლიანად ეპასუხა, როგორც ამას ნუცა აკეთებდა. -მოდი, მაინც სცადე, ხომ გინდა? - ძმის დაცინვას არ წყვეტდა ის, - მაგრამ ხელი კარგად მოკიდე, იმდენი ხანია არ გივარჯიშია, ალბათ ძალიან მოდუნებული გექნება. საერთოდ შეგიძლია, რომ დაიჭირო? თუ გინდა შენს მომვლელს დავუძახებ, თოფს თვითონ დაგიჭერს და შენ ჩახმახს გამოკარი. ან, თუ ვერ შეძლებ ჩახმახსაც მე გამოვკრავ და ყველას ვეტყვი, რომ შენ ისროლე. ეგრე ხომ გაწყობს? ამცირებდა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ვინმეს შეეძლო, რომ დაემცირებინა და ამას აკეთებდა წარმოუდგენლად მშრალი, უდარდელი გამომეტყველებით. თორნიკეს თვალები უსისხლიანდებოდა დრო და დრო. უპეები ჩაუშავდა წამიერად. ნუცა ღიზიანდებოდა, რომ არ ეპასუხებოდა. თუ აქამდე მასსა და თორნიკეს შორის სიტყვების თამაში არ წყდებოდა, ახლა მხოლოდ თვითონ ლაპარაკობდა. ეს არ მოსწონდა. არ მოსწონდა, რომ ბურთი და მოედანი მას რჩებოდა. წინააღმდეგობა უნდოდა, ის წინააღმდეგობა, რომელსაც სულ უწევდა ტყუპუსცალი. თოფი ცალყბა ღიმილით დაუდო ძმას უგრძნობ მუხლებზე და გამობრუნდა. -შენძლებ, რომ თავის ადგილას დააბრუნო? თუ ძალა არ გეყოფა მითხარი, შენს მომვლელს დავუძახებ. 888 მაშინ როცა, ცოტნემ სულ პირველად დაითანხმ ნუცა მისი და მისი ძმის სახლში ასვლაზე, იმ პირობით, რომ ლევანი სახლში არ დახვდებოდათ და საერთოდ, იმ დღეს გვიანობამდე არ აპირებდა დაბრუნებას, ნუცას ძალიან მობეზრდა ამ თემაზე საუბარი და დათანხმდა. რატომღაც, მაშინ, როცა აივანზე ისხდნენ და ცოტნე რაღაცას მთელი მონდომებით უყვებოდა, მისი წასვლა აუცილებელი გახდა. ზუსტად ნახევარ საათში ამოვალ და აქ რომ არ დამხვდე ისე მაწყენინებ, საერთოდ აღარ მომნინდება, რომ გნახოო, უთხრა და სახლიდან გავარდა თავქუდმოგლეჯილი. ზუსტად 20 წუთიანი უაზრო ჯდომის შემდეგ სახლის კარი გასაღებით რომ გაიღო და ცხვირწინ ვიღაცის ორმეტრიანი სხეული აესვეტა, ტვინში სისხლი ჩაექცა კინაღამ. ჯერ ცოტნეს მოკვლა მოუნდა, რომ მოატყუა, ჩემი ძმა დღეს საერთოდ არ აპირებს მოსვლასო და მერე საკუთარი თავის, რომ დაუჯერა და აქ ამოდგა ფეხი. ყველაზე მეტად არ უნდოდა ცოტნეს ოჯახისწევრების გაცნობა. ესიკვდილებოდა ახლა აქ დგომა. ბიჭი უყურებდა ცოტა გაოცებული, ცოტა დაბნეული და ცოტაც არეული მზერით. -ნუცა? - იკითხა მას შემდეგ, რაც ყიფიანი ძალიან დაკვირვებით აათვალიერა. -ლევანი? - გაეცინა ნუცას. -ლევანი. - დაუდასტურა მანაც და სახლში შევიდა, - ცოტნემ რამე შელოცვა გაგიკეთა და აქ ამოგიყვანა, თუ რა სიურპრიზია? -შენმა ძმამ მოტყუებით ამომათრია და თვითონ სადღაც გაშპა. - მხრები აიჩეჩა ნუცამ. ეს გოგო იმაზე მხიარული აღამოჩნდა, ვიდრე ლევანს ეგონა. რატომღაც მოღუშულ, „სწერვა“ ტიპს ელოდა, შეკრული კოპებით. -მართა, როგორ მოახერხა შენი დათანხმება? - გულწრფელად გაკვირვებული ჩანდა ქალდანი. ნუცას აზრით, ეს ბიჭი სულ ოდნავ წააგავდა ცოტნეს. ალბათ, ისიც მხოლოდ აღნაგობით, თორემ სახე სულ სხვანაირი ჰქონდა და როგორც აღმოჩნდა, ხასიათიც. -მითხრა, რომ დღეს არ აპირებდი დაბრუნებას, თორემ არ ამოვყებოდი. - სკამზე ჩამოჯდა ის. -რა გულწრფელობაა, ღმერთო ჩემო, - სიცილი აუტყდა ლევანს. ზუსტად ამ წამს ნუცამ აღიარა, რომ არ ჰქონდა არანაირი სურვილი ცოტნეს ოჯახის ნახვის, - ანუ, შენ ახლა აღიარებ, რომ ჩემი გაცნობა საერთოდ არ გინდოდა. -მე შენი გაცნობა არ მინდოდა ცოტნეს შეყვარებულის სტატუსით. - ისევ გულწრფელად უპასუხა ნუცამ. -თორემ, სხვა სიტუაციაში არ იტყოდი უარს, ხო? - ისტერიულად ეცინებოდა მას. -რა თავმდაბლობაა? - გაეცინა ყიფიანსაც. ლევანი რომელიღაც ოთახში შევიდა და რამდენიმე წამში სერიოზული გამომეტყველებით გამობრუნდა უკან. -ყავა, ჩაი, ლუდი, ვისკი, კონიაკი? -ვაუ! - მარჯვენა წარბი ზემოთ ასწია ნუცამ, - შენი ძმა ამ სასმელებს მიჟმოტავს, თუ რატომ არასდროს მთავაზობს? -ალბათ, ცუდი სიმთვრალე გაქვს. - ვისკი დაუდო მაგიდაზე ყიფიანს. -თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როცა ბოლოს დავთვერი ბარის მაგიდაზე სტრიპტიზი ვიცეკვე, ჰო, ლოგიკურია, რომ ცოტნე სასმელს მიმალავს. - დაეთანხმა ის, - იცი რა, მოდი, უბრალოდ ყავა გამიკეთე. -რატომ? - წარბი ასწია ლევანმა, - ასე საშინლად ცეკვავ სტრიპტიზს, რომ ჩემს ძალიან მაგარ ვისკიზე ამბობ უარს? -დამიჯერე, სტრიპრიზს ძალიან მაგრად ვცეკვავ, - ისტერიულად გაეცინა ნუცასაც, - მაგრამ ყავა მინდა. რამდენიმე წამში, ფინჯანი ყავა დაუდო წინ ყიფიანს და თვითონ ვისკის ჭიქით ჩამოუჯდა წინ. -რაზე სწავლობ, ნუცა? - ძალიან დაინტერესებულმა იკითხა და სასმელი ჩამოისხა. -თეატრალურზე. - იყო პასუხი. ცოტა საცოდაობა იქნებოდა, ასეთ გოგოს თეატრალურზე რომ არ ესწავლა. -ბოლოს ვინ განასახიარე? -მარიტა, „ნატვრის ხიდან“. - ყავა მოსვა მან, - აუ, ყავის გაკეთება თუ არ იცოდი, გეთქვა, თვითონ ვიზამდი რამენაირად. - ნევრვები მოუშალა სპეციალურად და სახე დამანჭა. -შენ აზრზე არ ხარ, ეხლა რა შარში გაყავი თავი, - ისტერიულად გაეცინა ლევანს, - ფრანგული ყავაა, უგემრიელესი და უძერსკესი. -ანუ, უძერსკესი ყავაა. - გაიმეორა მან. -ხო, ზუსტად ეგეთია. -შენ, როგორც ჩანს „უძერსკესი“ ყავა არ დაგილევია. - თვალი ჩაუკრა ქალდანს. -ეს რა გამოწვევაა? - ძალიან ეცინებოდა მას. -Coffeebucketchallenge. -ანუ, ეგრე ხო? -ნუ, არ არის ეგეთი კარგი, შენ რომ გგონია და რა გავაკეთო? -მოიცა, აბა ეს ვცადოთ! - წამის მეასედში უკვე მეორე ჭიქა ყავას აკეთებდა ლევანი. -არ მომწამლო, კარგი?! - ეცინებოდა ნუცას. ორ წუთში, წარმოუდგენლად მაგარი ყავა ედო წინ და ისეთი ნეტარებით სვამდა, ცოტა სასაცილოც კი იყო. -ეს სხვა საქმეა. - ფინჯანი მაგიდაზე დადო მან, - ეს ყავა უნდა გამატანო. -შენს სახლში ვერ იქნება ეგეთი გემრიელი, - ვისკი დალია ლევანმა, - ჩემთან სხვა გემო აქვს. -მაშინ, დილის 7 საათზე რომ გაგაღვიძებ ხოლმე ამ ყავის გამო, ძალიან გთხოვ, არ აწუწუნდე. -„პროსტა“ რო იმუქრება, რაა. -ცოტნეს საერთოდ არ გავხარ, - სახეზე დააკვირდა ნუცა. -კომპლიმენტად მივიღო, ხო? - გაეცინა და ვისკი მოსვა. იმედები სასიამოვნოდ გაუცრუვდა ლევანს. ვერ ხვდებოდა, რატომ წარმოედგინა ნუცა მოღუშულ, მუდმივად მოწყენილ არსებად, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ წინ საოცრად გახსნილი, მხიარული გოგო ეჯდა, რომელიც გემრიელად მიირთმევდა ყავას და სრულიად უკომპლექსოდ ყვებოდა საუბარში. ცოტნეს გოგოებში გემოვნება ჰქონდა. რაც სიმართლეა, სიმართლეა. -რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ შენ და ჩემი ძალიან პიჯაკიანი ძმა? - ეცინებოდა მას. -სადღაც 6 თვეა, მგონი. -მგონი? დავიჯერო, არ გახსოვს ის დღე და ფეისბუქზე არ პოსტავ ხოლმე, პირველად როდის მოწყდა ცას ვარსკვლავი და შენ და ჩემი ძმა ბედმა შეგახვედრათ? - ძალიან თეატრალურად წარმოთქვა მან, - მგონი, ცოტა გიჟი ხარ. ნუცას გაეცინა. -ეგ დღე საერთოდ, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ რიცხვებს ზოგადად, ისედაც ვერ ვიმახსოვრებ. ლევანმა ოდნავ გაკვირვებულმა შეხედა. რა თქმა უნდა, რიცხვებს იმახსოვრებდა, მაგრამ ალბათ ამ თარიღს არ თვლიდა იმდენად მნიშვნელოვნად, რომ დაემახსოვრებინა. ცოტნე, საერთოდ ისეთი ბიჭი იყო, რომ თუ ურთიერთობას იწყებდა, ანუ ძალიან სერიოზულად იყო საქმე. როგორც ჩანს, აღფრთოვანებული იყო ამ გოგოთი და ლევანი ხვდებოდა, რაც იწვევდა მის აღფრთოვანებას. „კრასავიცა“ ნუცა, მშვენიერი იუმორით და წარმოუდგენლად მაგარი საუბრის მანერით. -ცოტნე აღარ აპირებს მგონი, რომ მოვიდეს. - საათს დახედა ნუცამ, - წავალ, დღეს ზედიზედ სამი სპექტაკლი მქონდა, გონზე აღარ ვარ. -გაგიყვან, მოიცა .. - მანქანის გასაღების მოსაძებნად წამოდგა ქალდანი. -მანქანით ვარ, ლევან, მადლობა, - უღიმოდა ნუცა, - შესანიშნავი ყავა იყო, ოღონდ ისეთ მაინც ვერ, მე რომ ვსვამ ხოლმე. -ანუ, ძალაშია coffeebucketchallenge? -ანუ! -ხო და, მაშინ იცოდე, რომ დღეს ჩემი ძალები ბოლომდე არ გამომივლენია. - თვალი ჩაუკრა ქალდანმა. ნუცამ ძალიან გულწრფელად გაუღიმა. -კარგად, ლევან. - უთხრა მან ჰარმონიული ხმით და კიბეზე ჩქარი ნაბიჯით დაეშვა. 888 -რა პონტში მეგონა შენი ნუცა რქიანი, უჟმური ტიპი? - მიახალა ცოტნეს იმ წამსვე, შემოაღო თუ არა კარი და სახლში შეაბიჯა. -წავიდა? - სახლს მოავლო თვალი ოდნავ არეული გამომეტყველებით. -ხო, 1 საათი გელოდა, ყავა დალია და წავიდა. - მხრები აიჩეჩა ლევანმა. -გააგიჟე, თუ გაგაგიჟა? - სავარძელზე მთელი სხეულით დაესვენა ცოტნე. -მე რა შუაში ვარ? - ვისკი მოსვა მან, - აქ გაგიჟებული მარტო შენ დადიხარ. ცოტნეს გაეცინა. გაგიჟებული მართლა დადიოდა. სხვანაირი იყო თვითონ და იმიტომ. ადამიანი თუ უყვარდებოდა, მთელი გულით უყვარდებოდა. ლევანი მას არ ჰგავდა. ის ერთი უდარდელი, 23 წლის ბიჭი იყო, რომელსაც სამყარო თავისი ეგონა. -მთვრალი ხარ? - ძმა შეათვალიერა ცოტნემ. -ნტ, - იყო უდარდელი პასუხი:) -იმედია, ნორმალურად მოიქეცი. - ძმას შეხედა ცოტნემ. -ჭკუას მარიგებ, თუ მეჩვენება? -არ გარიგებ, უბრალოდ მინდა, რომ დამეგობრდეთ. - გაეცინა ისევ, - არ მგონია ეგ გაგჭირვებოდა. -არც ნუცას გასჭირვებია, ძმობას ვფიცავარ, - სასმელი ოდნავ მოეკიდა ლევანს, - ძალიან მაგარი ტიპია, ისეთ რაღაცებს მიყვებოდი, ერთი უჟმური გოგო მეგონა. -აღფრთოვანებული ხარ, თუ მეჩვენება? - კოპები შეკრა ცოტნემ. ლევანი ცალყბა ღიმილით წამოდგა, ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადო და ძმას შეხედა. -ნუ გეშინია, არ შემიყვარდება. - მხარზე დაარტყა ხელი, თვალი ჩაუკრა და ოთახის კარი შეიხურა. გულები რომ არ გაგისკდეთ, გეტყვით, რომ ჯერ-ჯერობით არ ვგეგმავ სასიყვარულო სამკუთხედის შექმნას და ამ ძმების გადაკიდებას. ნუ, მერე თუ რამე გადამიტრიალდა თავში, ვნახოტ:) 2,241 სიტყვაა, ამ კვირაში ვერ დავდებ და ვეცადე დიდი ყოფილიყო. მადლობა, თუ მოგოწონთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.