შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას! (6)


4-08-2016, 22:33
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 694

-მოდი ამ ჭიქით ამ ულამაზესი სიძე პატარძლის სადღეგრძელო შევსვათ, ჩემო დემეტრე ჩემო მარიტა დაგლოცავთ ღმერთმა სულ ასეთი ლამაზები და ბედნიერები გამყოფოთ, იმრავლეთ და იხარეთ.დიდი სასმისი შესვა ვიღაც უცხო კაცმა და განსხვავებული მეგობარს გადაულოცა.
-გინდა წავიდეთ.დემეტრემ გადმომიჩურჩულა.
-მაგ სიკეთეს თუ იზავ.საწყლად ავხედე.
-კარგი მაშინ, მაშო შენ გიორგის გამოყევი სახლში მივდივართ.მაშოს თავის მეჯვარეზე ანიშნა დემეტრემ.
-კარგი.ისიც დაეთანხმა და ფეხზე წამოდგა.ჯერ მეჯვარეები წავიდნენ შემდეგ კი ჩვენ გავიპარეთ.სახლამდე დიდი გზა იყო ამიტომ თავს უფლება მივეცი ჩამძინებოდა, რომ გავიღვიძე უცხო საძინებელში ვიწექი, ფეხსაცმელი და კაბა გახდილი მქონდა ტანზე მხოლოდ მთლიანი შავი თხელი კაბა მეცვა, ფეხშიშველა ჩავედი კიბეებზე და მისაღებიდან გამოსულ ხმას გავყევი, რომ შევედი თვალები გამიბრწყინდა, გაბო, მაშო,დემეტრე, ილია და გიორგი დავინახე. თავი ასე კარგად ბოლოს როდის ვიგრძენი არ მახსოვდა სიხარულის ცრემლები წამსკდა და თავი ხელებში ჩავრგე. ჩემს ტირილზე ყველამ მე გამომხედა, გაბო ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ და გულში ძლიერად ჩამიკრა.
-შენი სუნი მენატრებოდა.ყელში ჩარგო ცხვირი და ჩემი სურნელი ბოლომდე შეისუნთქა.
-მე კი შენი.ძლივს წარმოვთქვი სიტყვები და ხელები ძლიერად მოვხვიე. ნელნელა მდივნამდე მივედი და ჩემოვჯექი ფეხები ზემოთ ავკეცე და ისევ გაბოს მივეხუტე.
-ცოლო.ღიმილით გადმომძახა დემეტრემ.
-ეს ყველაფერი? ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ!.
-მამაჩვენს ფულიანი სიძე უნდოდა ხოდა რაღა ვინმე *ირი გამხდარიყო შენი ქმარი ხოდა დემეტრე ამივირჩიეთ, თან ჩვენთან იქნები ახლოს.თავზე მაკოცა ჩემმა ძმამ და სიგარას მოუკიდა.
-6 თვე როგორმე გამიძელი მერე შეგიძლია გამშორდე.ვისკის ჭიქა აიღო ხელში და მოსვა.
-ჩემს გამო ასეთ მსხვერპლზე წასვლა არ იყო საჭირო.
-რა მსხვერპლი ეს თავად მოვისურვე.სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა იმწუთას დემეტრეს.
-ერთი პრობლემაა თან ძალიან დიდი პრობლემა.თავისთვის თქვა მაშომ.
-რაზე ამბობ?.
-ის ალქაჯი უნდა გადმოვიდეს თქვენთან საცხოვრებლად.
-ნინიზე ამბობ?.
-ხო მაგ გადმოდის ხვალ.
-და რატო?.ფეხზე წამოვხტი.
-მამაშენმა მოინდომა ასე მიზეზს არ გვეუბნებიან მაგრამ თურმე ჩვენს სათვალთვალლოდ.გაბრაზებულმა თქვა გაბომ.
-აინტერესებთ როგორი ოჯახური თანაცხოვრება გვექნება 3 თვე დაგვზვერავს მერე კი ისევ გადავა.
-არ მესმის ეს რა საჭიროა.პროტესტის ნიშნად გაბრაზებულმა ვთქვი.
-მამაშენს შვილიშვილი უნდა ის კი გაგვაკონტროლებს ერთ ოთახში ვიქნებით თუ ცალცალდე.დემეტრეს ტონშიც იგრძნობოდა სიბრაზე.
-რა შვილიშვილი ღმერთოჩემო როდის მორჩება ეს კაცი ჩემს წამებას.თავზე ნერვიულად გადავისვი ხელი.
-კარგი დაწყნარდი უბრალოდ თავს მოვაჩვენებთ რომ ერთად კარგად ვართ.ფეხზე წამოდგა დემე და გულზე მიმიკრა.
-ნინი ისეთია რომ მაინც შემატყობს ყველაფერს ის, ის ხომ ასეთი საშინელი ადამიანია.
-მომისმინე დღეში რამდენიმეჯერ ასე თუ მოგხვევ ხელს ვერაფერსაც ვერ მიხვდება.
-ბოდიში ჩემს გამო.ლაპარაკი მქონდა დაწყილი რომ შემაწყვეტინა.
-მომისმინე ეგ მეორედ აღარ ახსენო გესმის? შენს გამო ასე იმიტომ მოვიქეცი რომ კარგი ადამიანი ხარ და ამას იმსახურებ, ვერ დაგტოვებდი იმ კაცთან.
-მადლობა.თბილად გავუღიმე და დავამთქნარე.
-პატარძალი დაიღალაო.სიცილით თქვა ილიამ.
-ხო დასვენება მინდა.თვალი მოვისრისე და უხერხულად შევიშმუშნე როცა ხელზე მთელი ტონა მაკიაჟი დამაჩნდა.-წავალ სახეს მოვიბან თორე.სირბუილით გავარდი საპირფარეშოსკენ თუმცა ვერ მივაგენი.
-წამო მე მიგიყვან.მეორე სართულზე დიდ საძინებელში შემიყვანა და კარზე მიმითითა.
-მადლობა.მკრთალად გავუღიმე და კარი შევაღე.
-ნუ ნერვიულობ ყველაფერი გამოგივა.
-ყველა ვარიანტში უნდა გამომივიდეს შეცდომის უფლება არ მაქვს.

იმ ღამეს სხვადასხვა ოთახებში გვეძინა თუმცა ჩემი ნივთები დემეტრეს საძინებელში იყო. წესით დემეტრეს სხვა სახლში უნდა გვეცხოვრა რომელიც გლდანში ჩემი კორპუსში იყო თუმცა ეს მამაჩემის და დემეს ბაბუის დაჟინებული მოთხოვნა იყო რომ დიდ სასახლეში მეცხოვრა. დილას ადრე არ გამეღვიძა, ძილი გვიანობამდე გავაბი რადგან ვიცოდი აქ არავინ შემჭამდა. საშინაო ტანსაცმელში გამოვეწყე და სამზარეულოში ჩავედი.
-შეჭამ რამეს?.ქურასთან მდგარი დემეტრე დავინახე რომელსაც წინსაფარი ჰქონდა აფარებული.
-არა ყავას დავლევ.ყავის აპარატთან მივედი და ყავისერი სითხე ჭიქაში დაგმოვასხი.
-შენი და შუადღისას მოვა ასერომ ახლა კარგად აგიხსნი, ესეიგი ჩვენზე ყველაფერი იციან რომ ბანკეტზე ერთად ვიყავით და ეგეთი რამეები, მოსახდენი უკვე მოხვდა და ორივეს სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი, ასერომ რასაც გავაკეთებ უნდა ამყვე.
-შევეცდები.უღიმღამოდ გავიღიმე.
-დღეს ცოტახნით გაუძელი და საღამოს დედაშენის სასაფლაოზე აგიყვან.
-მართლა?.თვალები გამიბრწყინდა.
-ხო მართლა ახლა კი სჯობს კარი ააღო კაპარჩხალა მოვიდა.
-ვინ მოვიდა?.
-შენი და.სიცილით მითხრა და სტეიკი თეფშზე მოათავსა.ზლოზინით გავედი კარისკენ და გავუღე.
-გამარჯობა დაიკო.ირონიულად შესძახა და სახლში შემოვარდა. მთელი 10 ჩემოდანი შემოსასვლელში დატოვა და მისაღებისკენ გავარდა.-დემეტრეე.ხმამაღლა დაიყვირა და ოთახებში ძებნა დაიწყო.ბოლოს სამზარეულოში შევარდა დამიუახლოვდა.-მე ნინი ვარ.ხელი გაუწოდა და დემეტრემაც ზრდილობის მიზნით ჩამოართვა.
-ჩემი სახელი უკვე იცი.შეწუხებულმა უთხრა და უცნაური მზერა მესროლა.
-შეგიძლია ჩემოდნების ატანაში მომეხმარო?.
-კი როგორ არა.დანა ხელიდან გააგდო და დიდი ჩემოდნები მეორე სართულზე აზიდა.
-უზრდელი.ჩემთვის ჩავისისინე და ტელევიზორს მივუჯექი.
-საყვარელო საით ხარ?.დემეტრეს ხმა გავიგე თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია რადგან არ ვიცოდი მე თუ მეძახდა.-მარიტა შენ გეძახი.
-აა აქეთ ვარ ტელევიზორთან.ბოლოს რომ მოვფხიზლდი გავძახე.
-მეთქი სადმე ხომ არ გამეპარათქოო.გვერდით მომიჯდა და ფეხები მის მუხლებზე გადაილაგა.-ნინი კიბეზე დგას და გვისმენს.ყურთან მიჩურჩულა და თავი გულზე დამადებინა.
-კარგი რა სად უნდა გაგეპარო.საყვარლად ვუთხარი და გავიღიმე.
-შემომეჭმევი იცოდე.მდივანზე გადამაწვინა და ლოყებზე ხელი მომიჭირა.-რატო ხარ ასეთი საყვარელი.ლოყაზე მაკოცა და ჩაიღიმა.
-ეს აუცილებელია?.შევეცადე შეუმჩნევლად მეთქვა.
-ნინი პატარაა მას კი ასეთი რამეები მოსწონს.
-კაი ძანააც ნუ შემჭამ.ვითომ გადავიკისკისე. „არა რა მსახიობად ვარ დაბადებული“ გულში გავიფიქრე.
-ჰმმ.ნინის ხმა შემომესმა ჩვენს გვერდით დაჯდა და ტელეფონში ჩაძვრა.
-6 საათზე გავიდეთ კარგი?.ისევ მე მომიბრუნდა დემე.
-კაი.
-სად მიდიხათ?.დაბოღმილმა ამათვალიერა.
-ჩემი ცოლი უნდა გავასეირნო.თმები ამიჩეჩა და ისევ ლოყაზე მაკოცა.“ამბიჭს რა დაემართა ადრე სულ მკბენდა და ახლა რა სიკვილის ბუზი დააჯდა“ გაოცებისგან პირი მოვაღე თუმცა მალევე მოვკუმე.
-მეც წამოვალ.ნაგლურად შეგვათვალიერა.
-ნინ არ გეწყინოს მე მხოლოდ ჩემს ცოლუკასთან მინდა გასვლა.
-კარგი.უკმაყოფილება შეეტყო სახეზე და სამზარეულოში შევიდა.

რამოდენიმე საათში მოვემზადე კვლავინდებურად შავს სამოსში გამოვეწყე და მისააღებში ჩავედი. დემეტრემაც არ დააყოვნა და დროულად წამიყვანა სასაფლაოზე.მუხლები მიკანკალებდა რადგან თვეების მანძილზე არ ვყოფილვარ დედაჩემის სასაფლაოზე. ნელა შევაღე რკინის პატარა, დაბალი კარი და საფლავის ქვას მივაშტერდი. თვალზე ცრემლები მომადგა თუმცა თავი ხელში ავიყვანე და წყნარად მივედი საფლავთან.დემეტრე ოდნავ მოშორებით იდგა და მელოდებოდა. იქვე ახლოს ჩამოვჯექი და გრძელი ბალახი ხელით გავგლიჯე, სანთელი ავიღე და დავანთე.
-შენი ეს სურათი ყველაზე მეტად მიყვარს.გავიღიმე თითქოსდა წინ მედგა და მისმენდა.-ბოდიში რომ ხშირად ვერ გაკითხავ, იმედია მაპატიებ, რაც მთავარია ზურას თავი დავაღწიე შენ მაგაზე არ იღელვო, დემეტრე მომხედავს ცოტახნით, გაბოც ჩემთან ერთადაა, მაშო ყოველთვის მოვა ჩემს სანახავად, სწავლასაც გავაგრძელებ და შენსავით წარმატებუული ქალი გავხდები, მაღალქუსლიანებით ვივლი კომპანიაში და არავის მივცემ იმის უფლებას რომ დანჩაგრონ.რამდენიმე წუთიანი პაუზა გავაკეთე რადგან ვატყობდი რომ ხმა გამიტყდა, ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე და ისევ გავუღიმე.-17 წლის ვარ, რათქმაუნდა პატარა ვარ, სახლის დალაგებაც კიარ ვიცი წესივრად, ახლა იმ ასაკში ვარ აი ხო გამახსენდა გარდატეხის ასაკში, მართლა რა რთულია, ნეტავ შენ როგორ გადალახე? თუმცა ამ დროს მე გყავდი და ჩემზე იყავი გადმორთული, იცი ყველაზე მეტად რა მიჭირდა? შენ რომ მიდიოდი! განსაკუთრებით მაშინ როცა სულ რაღაც 1 კვირით გგიწევდა მივლინებაზე წასვლა, ყოველღამ ვტიროდი და 7 დღის გასვლას ველოდებოდი, ახლა კი, არვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო შენ ხომ აღარასოდეს დაბრუნდები, მაშინ დღეებს მაინც ვითვლიდი ამდენ დღეში მოვა ჩემი საყვარელი დედიკოთქო მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, არვიცი ამას როგორ გადავიტან, როგორ გავუძლებ უშენობას, შენ რომ წახვედი ნახევრად მეც წამიყოლე, შენ რომ წახვედი მზეც გაიყოლე, ახლა სულ ღამეა, ვარსკვლავებიც კი აღარ ანათებენ ისე როგორც მაშინ როცა შენ ჩემს გვერდით იყავი.ჩქარა ვსუნთქავდი და ტირილს ვუმატებდი. გული მეკუმშებოდა როცა ჩემს ნათქვამს ვაანალიზებდი, თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავქვითინდი.-მითხარი ახლა ვის მოსვლას ველოდო სახლში? ვის მოვუმზადო ჩემი საფირმო უგემური ომლეტი? ვინ მომეფერება ყოველღამით თმაზე? და ვინ მისურვებს შენნაირად ტკბილ სიზმრებს?.ახლა უკვე ბღავილზე გადავედი. სიტყვებს ვეღარ ვაბავდი ერთმანეთს ამიტომ გაჩუმება ვარჩიე და მუხლებს ჩავეკონე.წუთიც არ იყო გასული როცა დემეტრე მოვიდა გულზე მთელი ძალით ამიკრა. არაფერი უთქვამს, ეს არც იყო საჭირო რადგან არაფერს ჰქონდა აზრი. ფეხზე ბრთხილად წამომაყენა და მანქანამდე მიმიყვანა.
მთელი გზა ხმას არცერთი ვიღებდით. ვცდილობდი არ მეტირა რადგან ასე უხერხულ სიტოაციაში ჩავაყენებდი. ტუჩებს ძლივს ვიმორჩილებდი. ენაზე კბილს ვიჭერდი რომ ცრემლები შემეკავებინა.სახე საქარე მინისკენ მქონდა შეტრიალებული რომ აცრემლიანებული თვალები არ დაენახა.
-მიდი იტირე.იდეალური სიწყნარე დემეტრეს ბოხმა ბარიტონმა დაარღვია. მეც მისნმა ნათქვამმა ბიძგი მომცა და რაც კი ძალა მქონდა ვიტირე.-ახლა კარგად ხარ?.წამიერად გადმომხედა და ისევ რულს მიუბრუნდა.
-კი შედარებით.გავუღიმე და სალფეთქით დასველებული ღაწვები მოვიწმინდე.
-ნინიმ არ დაგინახოს თვალები ჩაწითლებული რომ გაქვს თორემ რაღაცას იიეჭვებს.
-შევეცდები არ შემემჩნეს.
-მომშივდა, შენ არა?.
-რავი კი.მხრები ავიჩეჩე.
-კაი მაშინ ცოტახანი მოითმინე.ვენდისთან მივედით და შეკვეთა მივეცით ოღონდ წასაღებად. გეზი მთაწმინდისკენ აიღო და შემაღლებულ ადგილას გააჩერა.-აქ უფრო გგემრიელად შევჭამთ.მანქანიდან გადავედით და „კაპოტზე“ შემოვჯექით.არცერთი ხმას არ ვიღებდით უბრალოდ მშვიდად გავცქეროდით თბილისის ხედს და თან საჭმელს შევექცეოდით.
-მადლობა.“ვახშმობა“ რომ დავამთავრეთ მისკენ მივტრიალდი და ხელი ხელზე დავადე.
-არ არის მადლობა საჭირო.თბილად გამიღიმა და სიგარას მოუკიდა.-გასინჯული გაქვს?.
-გასინჯული? ერთხელ მოვწიე.
-მერე მოგეწონა?.
-არაა, ფაქტიურად კვამლს ჭამ.
-მოწევა არიცი ანუ.
-უნდა ვიცოდე?.
-არა კარგია რომ არ იცი, არმიყვარს როცა გოგო სიგარეტს ეწევა.
-არც მე.
-შენი და ეწევა ხო?.
-სამწუხაროდ.
-მეტიჩარა გოგოა.
-მამაჩემმა შენ გგავსო.
-შეენ? ნინი შენ გგავს? ალბათ გაგეხუმრა.ხმამაღლა გადაიხარხარა.
-რავი ალბათ.მხრები ავიჩეჩე.
-შენ არავინ გგავს.
-ყველა ადამიანი ინდივიდია.
-აბა ყველა კაცი ერთნაირიაო?.
-ეგ დებილი გოგოების მიერ არის მოფიქრებული.
-შენც მართალი ხარ.
-სახლში დავბრუნდეთ.
-კაი.თვალი ჩამიკრა და კაპოტიდან ჩამმსვა, ჯელტმენურად მიმაცილა და კარი გამიღო. შემდეგ თვითონ მოუარა და თავის ადგილას დაჯდა.-ბანკეტზე უნდა მექნა ასე.
-დაივიწყე.ხელი ჩავიქნიე და გავიცინე.

ორმა კვირამ სიწყნარეში გასტანა, ნინიც არ მიშლიდა ნერვებს დემეტრესთან სულ უფრო და უფრო დავახლოვდი გაბო კი სულ მაკითხავდა. მაშო და ილია ყოველთვის ცდილობდნენ გარეთ გავეყვანე რათა უფრო გავმხიარულებოდი. მეც ვიცვლებოდი რათქმაუნდა უკეთესობისკენ, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, მართალია ჯერ ადრე იყო თუმცა მინდოდა 100 პროცენტიანი გრანტი ამეღო, დედას სულ ეს სურდა, ყველაფერს ჩემი ტვინით მიმეღწია. ამიტომ მისი ხათრით ვიყავი ძლიერი.
-პიცა გინდათ გოგოებო?.მისაღებში ჩამოვიდა დემეტრე და თან შემოგვძახა.
-აი კიი.ხმამაღლა დაიძახა ნინიმ.
-რავი კი.გაბრწყინებული სახით გავხედე დემეტრეს.
-კაით შევუკვეთავ.ერთი ზარი განახორციელა და 20 წუთში კარზე ზარის ხმა გაისმა. სირბილით გავვარდი და გავაღე ხელში კი თომა შემრჩა, გავშეშდი როცა მისი ცისფერი თვალები დავინახე, გაღიმებული მიყურებდა და თვალს მიკრავდა.უკნიდან დემეტრე ამომიდგა და ისიც ჩემსავით გაოგნდა.
-რამდენია გადასახდელი?.მკაცრად უთხრა და პიცა გამოართვა.
-40 ლარი, პრივეტ მარიტა..
-მარიტა სახლში შედი.ხელით უკან გამწია ფული გაუწოდა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
-მარიტას პირველი სიყვარული გაგვეჩითაო?.ირონიული მზერით გადმოგვხედა ნინიმ.
-რაიყო ხოარ მოგეწონა.გაბრაზებულმა მეც ირონიულად გავძახე.
-არა ნახმარი საქონელი ჩემთვის არაა ხომიცი?.
-პიცა მიირთვით.მაგიდაზე დააწყო და ჭიქები გამოალაგა.
-მადა არ მაქვს.პიცის ნაჭერი უკან დავაბრუნე და ოთახში ავედი.საწოლზე წამოვწექი და ბალიშს ჩავეკარი.
-მარიტა კარგად ხარ?.ოთახში დემეტრე შემოვიდა.
-კი კარგად ვარ.არც კი გამიხედავს თვალებბი დავხუჭე.
-თომას ნახვამ გაგანერვიულა ხო?.
-არა ნინის ირონიამ.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ.საწოლზე წამოჯდა.
-როდის გადავა ერთი სული მაქვს, თან შენც შეგაწუხე.მისკენ გადავტრიალდი და წუწუნი დავიწყე.
-ეგ მეორედ აღარ თქვა.თითი დამიქნია და გვერდით მიმწია, მერე თვითონ მომიწვა და ხელები წელზე მომხვია.
-რაიყო ნინი გვიყურებს?.ჩუმად ვუთხარი.
-არა ნინი აქ არაფერს შუაშია.
-აბა ასე რატო იქცევი?.
-ჩემი ცოლი ხარ ხოარ დაგავიწყდა? ქმარს კი სიყვარული და სითბო სჭირდება.
-ბავშვიც ხოარ გინდა?.სიცილით ვუთხარი.
-არც მაგაზე ვიტყოდი უარს.მკერდზე თავი დამადო და მუცელზე მომიღუტუნა.
-მასხარა ხარ.რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე ისევ ხუმრობაში გავუტარე თუმცა სიმართლე გითხრათ უცანურად ვიგრძენი თავი.
-მარიტა იცი რაა?.წამებში მოექცა ჩემს მაღლა და ამღვრეული თვალები დამანათა.
-რა?.რაღაცის მოლოდინში თვალები დავქაჩე.
-მიყვარხარ.ეს სიტყვა იმდენად თბილი მეჩვენა ჩამეღიმა.
-მოიცა ეგ როგორ?.თავი მოვიკატუნე.
-როგორ და მიყვარხართქო.ნელნელა დაიხარა და ჩემს ბაგეებს შეეხო.ტუჩებიდან ფეხის ბრჩხილამდე ერთიანად დამიარეს ელექტრონებმა, სითბო მთელს სხეულში გაიფანტა და ჩემთვის ჩამქრალი მზე რამდენიმე სანტიმეტრით წინ წამოწია.
-მეძინება.თავი გავაქნიე და გადავტრიალდი.
-კაი მაშინ დაიძინე ამას მერე მივუბრუნდეთ.ლოყაზე მაკოცა და უკნიდან მომიწვა, ხელები ისევ წელზე შემომხვია და კისერში ცხვირი ჩამალა.
დილას ადრიანად გამეღვიძა, რომ გადავტრიალდი დემეტე აღარ დამხვდა, ღრმად ამოვისუნთქე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმააში გავწექი.სახეზე კვლავ საამურმა ღიმილმა გადამირბინა, ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადავისვი და ისევ იგივე შეგრძნება დამეუფლა. უეცრად ფეხზე წამოვხტი დალუქულ კარადასთან მივედი და ნაცრისფერი სარაფანი გამოვიღე, მას შავი ჟაკეტი შევუსაბამე და თმა ავიწიე.ჯერ მაისური გავიხადე შემდეგ კაბა და სარკის წინ საცვლების ამარა დავტრიალდი, სკამზე გადაკიდებულ სარაფანს დავწვდი და სხეულზე მივიდე ხომ კარგად მაქვსთქო, გადაცმას ვაპირებდი როცა სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული დემეტრე გამოვიდა. დენდარტყმულივით შევხტი და სარაფანი ისევ სხეულზე ავიფარე.
-არმეგონა სახლში თუ იყავი.ხმა ამიკანკალდა როცა ნახევრად შიშველი დემეტრე დავინახე.
-არაუშავს.მანაც ჩაიღიმა და კარადასთან მივიდა.
-იქნებ შეტრიალდე.მორცხვად დავხარე თავი რადგან აწითლებული ლოყები არ შეემჩნია.
-მაინც დაგინახე და აზრი? ჩაიცვი ნუ გრცხვენია.საყვარლად გაიცინა და დეზადორი სხეულზე მიისხა.
-გთხოვ.წარბები შევჭმუხნე.
-კაი ხო მიდი.შეტრიალდა თუარა მთელი სისწრაფით გადავიცვი კაბა ჟაკეტი მოვიცვი და გარეთ გავვარდი.-კიარ შეგჭამდი. დერეფანში გასულს მომაძახა და ხმამაღლა გადაიხარხარა.


როგორ მახარებთ თქვენ ხომ არიცით.. მომიტევეთ შეცდომები და იმედია მოგეწონებათ. მიყვარხართ ძალიან



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi iyo.momewona.gamixarda demetres rom gayva colad da ara sxvas
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი isterichka123

Vou magari a gaagrdzele

 


№3 სტუმარი Ketis

Au dzaaan momecona icii ar velodi eseti gagrdzelebit au ra sakvarelia deme imedia gaagijeba ise shakvarebs tavs magram ratomgac mgonia nini ragacas izams an sheacdens an rames egets iseti sazizgaria

 


№4  offline წევრი რიტა

კარგი თავი იყო მაგრამ თომას გამოჩენა არ მომეწონა და ნინის გადასვლა იმათთან ერთად არამგონია მაგ ორმა გაახარონ ესენი. მალე დადე და აღად დაიკარგო როგორც გჩვევია. წარმატებები...

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა საყვარელიიი ხაარ ♡♡♡როგორ მომწონს ეს ისტორიაააა თბილო ♡♡

 


№6 სტუმარი knopka

maledadeb?

 


№7  offline წევრი სალი-სალი

ყველად ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ და ასე კარგად აფასებთ მიყვარხართ ძალიან თუმცაღა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ სე,დეგი თავის დადებას ამჟამად სოფელში ვიმყოფები სადაც ინტერნეტი ჩემტვის ხელმიუწვდომელია იმედია გამიგებთ როგორც კი შევძლებ დაწერას მაშინვე აუცილებლად დავდებ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშით

 


№8 სტუმარი Guest პანდა

აუუუ რატო შეწყვიტე დადება დადე რა fearful fearful

 


№9  offline წევრი ანაკო

viika chemias aqtiuri mkitxveli var axla esec magarad momewona da dausrulebeli damxvda auu gexvewebi gaagrdzele raa gtxoooov ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი Guest ანი

გააგრძელე რა ეს ისტორია :(
სალი-სალი
ყველად ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთ და ასე კარგად აფასებთ მიყვარხართ ძალიან თუმცაღა გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებ სე,დეგი თავის დადებას ამჟამად სოფელში ვიმყოფები სადაც ინტერნეტი ჩემტვის ხელმიუწვდომელია იმედია გამიგებთ როგორც კი შევძლებ დაწერას მაშინვე აუცილებლად დავდებ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიშით

 


№11  offline წევრი ma ri ami

Gaagrdzele ra gtxov

 


№12  offline წევრი ma ri ami

Gtxov gaagrdzele ra Es istiria

 


№13 სტუმარი eto

აუ სასწაული ისტორიაა რატო შეწყვიტე? მეგობა დასასტულიც ექნებიდა როგორც იქნა დაადგა დემეტრეს საშველი და სიყვარულში გამოუტყდა და ახლა იქნებოდა ამ ისტორიის შეწყვეტა?! :( გააგძელე რა ამათი წყვილი მინდა ძალიან ვიხილო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent