შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 8)


5-08-2016, 00:00
ავტორი Kristy
ნანახია 2 127

საღამოხანს ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. მზემ დამალა თავისი ფერადი სხივები და დედამიწას უფლება მისცა ღრუბლის საბანში გახვეულიყო, ნელ-ნელა აცივდა, ქარმაც დაუბერა და ცამ ერთბაშად გადმოყარა დიდხანს ნაგროვები ცრემლები; ზაფხულის სიცხეებით გადაღლილ მიწას ოხშივარი ასდიოდა. ‘მე და ამინდი ერთ განწყობაზე ვართ’, გაიფიქრა გოგონამ და ყვავილებიან სახლს გახედა. ნეტავ რა ელის იქ დღეს? ნუთუ მისი წინათგრძნობა, რომელიც კარგს არაფერს კარნახობს, გამართლდება და იმ ლამაზ ზღაპარს დაასრულებს, რომლის დასრულებას ასე ძალიან არ სურს. მას ხომ წინათგრძნობა არასოდეს ღალატობს, მაგრამ თუ ასეა სად გაქრა მისი წინათგრძნობა მაშინ, როცა ლუკა გაიცნო?
ლუკა სახლში გალუმპული დაბრუნდა, ლიზი ეზოში უცდიდა.
- მოდი, - შეიპატიჟა სახლში ბიჭმა. - უცებ გამოვიცვლი და აქ გავჩნდები.
გოგონა ძალიან ღელავდა (არ უნდოდა თავი გაეცა, მაგრამ არ გამოსდიოდა), გრძნობდა, რომ რაღაც დიდი საიდუმლოს წინაშე იდგა და სადაცაა გაიგებდა ყველაფერს, რაც აინტერესებდა. თუმა ესეც თავისებურად აშინებდა.
- ესეც ასე, - თქვა ოთახში დაბრუნებულმა ლუკამ. - აბა, ისევ მებუტები?
- მინდა შენი ისტორიის მოყოლა განაგრძო.
- გასაგებია. - თქვა ბიჭმა, სავარძელში ჩაესვენა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო. - მოკლედ, საკმაოდ დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მამაჩემი გამებრაზებინა და თანდათან კონტროლი დავკარგე. კანონთან პირველი პრობლემები 15 წლისას მქონდა, არალეგალური აბების გამოყენების გამო.
- იყენებდი?
- კი, მაგრამ მამაჩემის გავლენის წყალობით გამოვძვერი, რადგან შემოწმებისას არაფერი აღმომაჩნდა, გასაღებას არ მედავებოდენენ, ამიტომ მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა დამეკისრა და გაფრთხილებაც მივიღე, რომ განმეორების შემთხვევაში პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. ეს არ მაწყობდა, ამიტომ შევეშვი. მეორე შარში 17 წლისა გავეხვიე. ერთ-ერთი სახელმწიფო ქსელი გავტეხე.
- ჰაკერი ხარ?
- ყველაფრის გაფუჭება მიყვარდა, ეს სფერო კი ამისთვის საუკეთესო ვარინატია, თუმცა სისულელე გავაკეთე და გამომიჭირეს კიდეც. მამაჩემმა ამჯერადაც მიხსნა, თუმცა შინაპატიმრობას ვერ გადავურჩი. სახლიდან ყველაფერი გაზიდეს, რასაც ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა, არანაირი მეგობრები, არანაირი გართობა. მთელი დღეები სულ მარტო ვიჯექი ოთახში, გარეთ გასვლის უფლების გარეშე GPS სამაჯურის გამო. მაშინ მივხვდი, რომ ძალიან შორს შევტოპე და ცხოვრებაში პირველად, შემეშინდა. - ბიჭი ცოტა ხნით გაჩუმდა.
- მერე?
- მერე ყველაფერი შეიცვალა. ვხედავდი, ჩემს არჩეულ გზას სადამდეც მივყავდი და ეს არ მომეწონა. ისიც შევაჩნიე, რომ თურმე მამაჩემი მართლა ზრუნავს ჩემზე, მე კი ეგოისტი ბავშვივით ვიქცევი... თანდათან დამოკიდებულებები შევცვალე, მე და მამა თითქმის თავიდან დავმეგობრდით, მალე შინაპატიმრობაც დასრულდა და გვეგონა, რომ ქარიშხალმა ჩაიარა.
- ასე არ მოხდა?
- თურმე ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. - საცოდავად გაიღიმა ბიჭმა. - სკოლა დავამთავრე, ეროვნულებზეც გავედი და 100%იანი დაფინანსებაც მივიღე სასურველ ფაკულტეტზე. მამაჩემი ამაყობდა ჩემით. უკვე მზად ვიყავი უნივერსიტეტის და მასთან ერთად ახალი ცხოვრების დასაწყებად...
- აქ რაღა გააფუჭე?
ლუკა შეაშინა გოგონას დამცინავმა ტონმა, თუმცა არ შეიმჩნია და კრავისებური სიმშვიდით განაგრძო:
- ზაფხულის მიწურულს ქალაქგარეთ წავედით დასასვენებლად. ერთ დღესაც, ჩვეულებრივ ქუჩაში დავრბოდი, როცა ასფალტზე გაშოტილი გოგონა დავინახე. ახლოს მივედი, ნაცემი იყო და რამდენიმე ადგილას დანით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა. დახმარება ვცადე, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე, ამიტომ ხელში ავიყვანე და სადღაც მიმყავდა, არ ვიცი სად ან რატომ. - ბიჭი ხელისგულებს ნერვიულად ისრესდა. - მალე, მთელი უბანი გარეთ იყო, სასწრაფო მოვიდა, პოლიცია.
- გოგონას რა დაემართა?
- ის ვერ გადარჩა. - ძლივს წარმოთქვა ბიჭმა. - როცა სასწრაფო და პოლიცია მოვიდა, გოგონა უკვე მკვდარი იყო, ერთადერთი თვითმხილველი კი მე ვიყავი, მის სისხლში ამოსვრილი. მეზობლებმა თქვეს, რომ მე მეჭირა ხელში სისხლიანი ბავშვი და სადღაც მიმყავდა, მერე პოლიციამ ჩემი წარსული ამოქექა და...
- და რა? - გოგონას მოლოდინისგან სუნთქვა შეეკრა.
- მკვლელობა მე დამბრალდა. - ბიჭმა თავი ასწია და გოგონას თვალებში ჩახედა. - მე ეს არ გამიკეთებია. გჯერა ჩემი?
- რადგან გაგიშვეს, ალბათ დაამტკიცე, რომ შენ არ ჩაგიდენია. - დაბნეულად უპასუხა გოგონამ და მის დაჟინებულ მზერას თვალი მოარიდა.
- შენ არ გჯერა. - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ბიჭმა. - იცი? მახსოვს მამაჩემის სახე, როცა სახლში მოგვადგნენ და ხელბორკილები დამადეს, ის ზუსტად ასე მიყურებდა... და მან არ დამიჯერა.
- უბრალოდ, გააგრძელე. - თქვა გოგონამ და თავი დახარა. ლუკამ პატარა პაუზის შემდეგ ამბის მოყოლა განაგრძო.
- მერე იყო გრძელი და უაზრო სასამართლო პროცესი, რომელსაც ჩემი მხრიდან არავინ ესწრებოდა ბებიაჩემის გარდა. მამამ დაიჯერა, რომ ეს მე გავაკეთე და ისე მიმაგდო, ადვოკატიც კი არ ამიყვანა, რომ რამე შანსი მაინც მქონოდა, სახაზინო ადვოკატს კი თავი არაფრით შეუწუხებია. ყოველ ჯერზე, მესმოდა როგორ მლანძღავდა და მაგინებდა ხალხი, ვხედავდი როგორ მიყურებდნენ და ყველაზე საშინელი ნაწილიც სწორედ ეს იყო; ის, რომ ყველას მკვლელი ვეგონე. ერთი პროცესი კი განსაკუთრებულად დამრჩა მეხსიერებაში: ჩემთან გარდაცვლილი გოგონას დედა მოვიდა, თვალებში შემომხედა და აკანკალებული ხმით მითხრა: „საზიზღარი არსება ხარ! მინდა, რომ მოკვდე!“. - ბიჭს თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ ოსტატურად დამალა.
- როგორ გამოძვერი? - თემა შეცვალა ლიზიმ.
- ვერ გამოვძვერი. ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მცნეს. ლოგიკურიც იყო, ბიჭი, რომელსაც წარსულში ორჯერ ჰქონდა კანონთან პრობლემა, ახლა მათ წინაშე მკვლელობის ბრალდებით იდგა და მას არავინ იცავდა, არც ნათესავები, არც მეგობრები, ერთადერთი მშობელიც კი... სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი.
- მოიცადე, აბა ახლა აქ როგორ ხარ?
- ორი წელი ვიჯექი. მეორე წლის დასასრულს, იმათი წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან, ვინც მე დავჰაკე, 16-ის რომ ვიყავი და მითხრეს, რომ ვიღაცამ ისევ სცადა მათი ქსელის გატეხვა ჩემი დაწერილი კოდის გამოყენებით. მისი პოვნა უნდოდათ და ამისთვის მთავარი არქიტექტორი სჭირდებოდათ. მეც დავთანხმდი, ციხეში უფრო საინტერესო არაფერი ხდებოდა. - ირონიულად გაეცინა ბიჭს. - ის ტიპი ვაპოვნინე, მათ კი სანაცვლოდ დოსიე გამისუფთავეს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მათთან ვიმუშავებდი.
- და ეს მკვლელობის საქმე ასე უბრალოდ დაივიწყეს? - გაოცებას ვერ მალავდა გოგონა.
- საქმეში მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები იყო, ისიც საკმაოდ მცირე. თავის დროზე კარგი ადვოკატი რომ მყოლოდა, არც კი მოვხვდებოდი ციხეში. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ახალ შანსს ვიმსახურებდი.
- კი მაგრამ, რამდენი წლის ხარ?
- 24.
- გასაგებია.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გოგონა შოკში იყო იმ ყველაფრის გამო, რაც მოისმინა, უჭირდა ამ ამბის გაანალიზება და ქრონოლოგიურ ხაზზე დალაგება. ვერ ხვდებოდა, როგორ არის შესაძლებელი ამ მცირე დროის პერიოდში ამდენი რამ გადაგხდეს თავს და ამ ყველაფრის შემდეგ, ცხოვრება ისე განაგრძო, თითქოს არაფერი მომხდარა - იბრძოდე არსებობისთვის, გჯეროდეს სიყვარულის და მეტიც, საერთოდ გრძნობდე რამეს ბოღმისა და სიძულვილის გარდა. ლიზი ადგა და ოთახის სიღრმეში გადაინაცვლა, ბიჭისგან შორს, ლუკა არ განძრეულა.
- ანუ ახლა მთავრობაში მუშაობ? - ისევ იკითხა გოგონამ.
- კიბერუსაფრთხოებაში, კი.
- იქ გაიქეცი დღეს?
- ჰო. რაღაც პრობლემა იყო, იქ უნდა ვყოფილიყავი. - ოთახში ისევ უხერხული დუმილი ჩამოწვა. - ლიზი, გჯერა რასაც გიყვები?
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი ლუკა. იმდენი ინფორმაციაა ერთდროულად. ეს ყველაფერი აქამდე უნდა გეთქვა.
- შენ იცი, რომ დამალვა არ მიცდია.
- და მაინც, ეს მანამ უნდა გაგვერკვია, სანამ ურთიერთობას დავიწყებდით.
- მართალია. - თქვა ლუკამ, შემდეგ კი დაამატა. - აბრით უნდა ვიარო, სადაც ეწერება: „მიფრთხილდით, საშიში კრიმინალი ვარ“.
- ცინიზმი არ არის საჭირო.
- არა, ეს ცინიზმი არ არის. დიდი ხნის წინ მივეჩვიე მსგავს დამოკიდებულებას.
- დამოკიდებულება არაფერ შუაშია. ჩვენ ურთიერთობა ისე დავიწყეთ, რომ შენზე თითქმის არაფერი ვიცოდი. თავიდანვე რომ გეთქვა...
- არაფერი იქნებოდა? - დაასრულა გოგონას წინადადება ლუკამ.
- არა, მე ეს არ მითქვამს.
- მე კი მგონია, რომ სწორედ ეს იგულისხმე. - გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლუკამ არ დაანება. - თავის მართლება საჭირო არ არის ლიზი, მესმის. მაპატიე, რომ აქამდე არ იცოდი.
ლიზი ხედავდა როგორ ყლაპავდა ცრემლებს ბიჭი და როგორ ცდილობდა ამ ფაქტის შენიღბვას, ხედავდა როგორ განიცდიდა თითოეულ ფრაზას და პირველად ამ ბიჭის თვალებში მან ის უზარმაზარი ტკივილი დაინახა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე, მისი ლაღი ღიმილის ქვეშ იმალებოდა. ამ მომენტში ლიზის ბიჭი ძალიან შეეცოდა.
- იცი? მე და მომიკლეს. - დაიწყო ლიზიმ. - ის... მე ის ძალიან მიყვარდა, ყველას გვიყვარდა და როცა მისი მკვლელი დაიჭირეს, გვეგონა ამით სიმშვიდეს ვიპოვნიდით, მაგრამ ასე არ მოხდა... დედამ ეს ამბავი ვერ გადაიტანა, მან თავი მოიკლა.
- ძალიან ვწუხვარ. - გულწრფელად თქვა ბიჭმა.
- ის ქალი, სასამართლოზე, შვილმკვდარი დედა იყო და ეგონა, რომ შვილი შენ წაართვი... ასე ამიტომ გითხრა.
- ვიცი. სწორედ ეს იყო საშინელი.
- ამიტომ გძულს ეს სიტყვა?
- სიტყვა არ მძულს, ის უბრალოდ ამ მოგონებას აღვიძებს.
- უნდა დაივიწყო. - მზრუნველი კილოთი უთხრა გოგონამ.
- სათქმელად იოლია, მაგრამ არა გასაკეთებლად. შენ არ გინახავს ის ქალი ლიზი, შენ არ მოგისმენია ეს სიტყვები მისი ბაგიდან. უბრალოდ შეუძლებელია ასეთი რამ დაივიწყო და ცხოვრება მშვიდად განაგრძო.
- მაგრამ შენ განაგრძე ცხოვრება.
- მე არსებობა განვაგრძე, ვმუშაობდი და ვიკვებებოდი, სულ ეს იყო. მერე ბებომ მხედველობა დაკარგა. მას არავინ ჰყავს, დედა ერთადერთი შვილი იყო, მეუღლე დიდი ხნის წინ დაკარგა, სხვებისთვის კი მოხუცი ნათესავი მხოლოდ ტვირთია.
- რა სჭირს?
- მშრალი თვალის სინდრომი. სრულად ბრმა არ არის, მაგრამ დამოუკიდებლად მაინც ვერაფერს აკეთებს. აქ გადმოვედით, ეს მისი სახლია, დიდი ხნის წინ დატოვა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ აქ უნდა სიკვდილი. - ბიჭმა სახეზე ხელი ნერვიულად მოისვა. - როცა ამაზე საუბრობს, გული მეკუმშება. ის ერთადერთია, ვინც დამრჩა; ერთადერთი, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი.
- ამიტომ იყავი ასეთი უჩინარი? - გოგონას უნდოდა რამე ეთქვა, გაემხნევებინა, მოხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ ეს ჰკითხა. ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა რას ფიქრობდა ამ ყველაფერზე და როგორ უნდოდა მათი ურთიერთობა გაგრძელებულიყო.
- ჰო, არავისთან მინდოდა ურთიერთობა. მაგრამ მერე შენ გამოჩნდი და... თითქოს ყველა მკვდარმა უჯრედმა ერთდროულად დაიწყო ფუნქციონირება, თითქოს უსიცოცხლო სხეულს ახალი სუნთქვა შთაბერეს...
- ლუკა, - გააწყვეტინა სიტყვა ლიზიმ. - მე მჯერა, რომ მკვლელი არ ხარ.
- მაგრამ ეს აღარაფერს ცვლის, ასეა?
- ძალიან ვწუხვარ.
- გასაგებია. - თქვა ბიჭმა და სიმწრისგან ყბები გამოებერა. - ნუ ღელავ, ყველაფერი რიგზეა.
- არა, არ არის. - დაიწყო გოგონამ, მაგრამ ლუკამ შეაწყვეტინა.
- ლიზი მიდიხარ და თუ ასეა, უბრალოდ წადი.
- ხალხის გაშვებას მიჩვეული ხარ, არა?
- მომიწია მივჩვეოდი.
- ნეტა ვისი ბრალი იყო. - ქილიკით თქვა გოგონამ.
- ჩემი! ჩემი ბრალი იყო! - ჩაიბუტბუტა ლუკამ, მერე გაჩუმდა, თითქოს რაღაცის თქმა გადაიფიქრაო და შეცვლილი ხმით განაგრძო. - არ გაგიშვებდი ლიზი, ამის უფლება რომ მქონდეს. არაფრით გაგიშვებდი!
- ასე ნუ ლაპარაკობ, ყველაფერს ართულებ. - ბიჭი ისევ გაჩუმდა. - უნდა გამიგო, მამაჩემი მოსამართლეა. როგორ უნდა ავუხსნა, რომ...
- ყოფილ პატიმარს ხვდები. - დაასრულა წინადადება ლუკამ. - მესმის. მე ყოველთვის ყველაფერი მესმის.
ლიზი მიხვდა, რომ მის წინაშე მეტხანს ვეღარ გაძლებდა, სწრაფად მოტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ისევ ისე ძლიერად წვიმდა, როგორც საუბრის დასაწყისში, თუმცა მიწის ოხშივარი თანდათან ქრებოდა - წვიმამ თავისი გაიტანა და გამომშრალი მიწა მოალბო. ქარიც ისევ გამალებით ქროდა, თითქოს რაღაცაზე ბრაზობდა. გოგონამ კარები მიიხურა და ზურგით მიეყდნო, თავი გაიმაგრა, რომ არ ჩაკეცილიყო. გული საშინლად უცემდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ვეღარაფერს ხედავდა. უცებ ოთახიდან ჩუმი ხმა მოისმა: „მშვიდობით, ჩემო ქალბატონო!“.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Au kargi ra.imedia im gogos mkvlels Gio ovian da luka srulad gamartldeba
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი mk

raaa ((( racodoaa

 


№3 სტუმარი Ketis

Amgigos siktvili dabralda am bijs egre mgonia eg gairkveva.. Ise ase ar unda gashva ai es ar mikvars kacebma ro ise advulad ro tmoben kalebs da ushveben

 


№4 სტუმარი Ketis

Kristy
შენ უნდა გაგიცნო უეჭველი, როგორი ერთნაირები ვართ ))) wink
. Ra problemaa mere ici aq mkavs ramodenime avtori amochemebli sheni tamadobit ragac gansxvavebul da ara banalur istoriebs cert da mimcons... Esec am istoriashi rac vipikre is mivacere komentarad. Ise martla egreaa kacebis seriozuli problema da dinozavrebtan ertad gadashendnen kacuri sakcielebit

Ver vitan iluziur da ocnebur kacebs margarm samcuxarod kvela gogo kali samwuxarod mag iluziit da ocnebit vart.!!! Da aqac ro realuradl dawere da agnishne ro ai ese iolad mishvebooo ro gitxulobs ai samwuxaro realiba iko!! Warmatebebi da ganagrdzeee

 


№5 სტუმარი Magda

როგორ დატანჯე ეს ბიჭი, იმედია აწი კკარგად იქნება და ლიზი დაბრუნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent