ჯანდაბა! (8)
-როგორ ფიქრობ,სახლში,რომ არ მიხვიდე დედაშენი გაბრაზდება ან ინერვიულებს?-მკითხა და აცახცახებულმა,ხელები მაგრად შემომხვია.-ღმერთო,რა თბილი ხარ. -არვიცი.ადრე არ ინერვიულებდა.ახლა არვიცი-გავიღიმე მღელვარების დასაფარად.არ ვიცოდი,როგორ დამემალა გრძნობა,რომელსაც იმ წამს მისი სიახლოვით განვიცდიდი. -რამე შეიცვალა? -უცნაურად იქცევა-ტუჩზე ვიკბინე და წითელ მზეს გავხედე.უკვე ჩადიოდა-რაც ის... რაც ნიკუშა ჩამოვიდა იმის მერე.მაგრამ მაინც არაფერს იტყვის! რატომ მკითხე?-თვალებ დაწვრილებულმა ავათვალიერე. -ვიფიქრე დავრჩეებოდით.კოცონს დავანთებდი-დავინახე მისი თვალები.მუქი ლურჯი,ბრჭყვიალა და მოციმციმე. -ოუ.არვიცი ეგ კარგი იდეაა? - ნუ გეშინია შენ ცალკე დაიძინე-ენა გამომიყო და გაიცინა. -კარგი-მეც გავუცინე და წამოვდექი-შეშა უნდა მოვებნოთ! -მართალი ხარ.მიდი შენ მონახე,მე აქ დაგელოდები-სერიოზული გამომეტყველებით მითხრა და პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია.ხელები წელზე შემოვიწყვე და წარბ აწეული მივაჩერდი-კარგიი ჰო,ვიხუმრე!-ძვლივს წამოიზლაზნა-წამოდი!-ხელი მხარზე გადამხვია და საოცარი ღიმილით წამათრია ,,ტყისკენ“. 888 -მართლა დოქტორი ბოროტება ხარ! ცეცხლი მე ვერ დავანთე, შენ როგორ მოახერხე?-ამოიბუტბუტა თავისთვის და ხელები მიაფიცხა გასათბობათ. -ბებიამ მასწავლა-დავემანჭე და ფრთხილად შევუკეთე. -მოდი აქ -ხელი მის გვერდით ქვაზე დაარტყა.ეჭვით შევხედე -არ შეგჭამ-გადაიხარხარა-უბრალოდ ერთადერთი პლედი გვაქვს და შეგცივდება. -კარგიი-გამეღიმა მეც და გვერდით მივუჯექი-რა ფერის თმა გაქვს სინამდვილეში? -ხორბლისფერი.-მითხრა და პლედი მომახურა-შენ? რატომ გადაწყვიტე პათანატომობა? -არ გადამიწყვეტია.შემთხვევით მოვხვდი-გავიცინე და ცეცხლის ალს მივაჩერდი-მერე გადასვლა დამეზარა.მართალია ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს,მაგრამ მაინც მიხარია,რომ ის ვარ ვისაც ახლა უყურებ. -ჰო,მეც მიხარია ეგ-ჩაიხითხითა-იცი რა? -რა? -რა და, ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი ხარ-სერიოზულად მითხრა,მე კი თვალები დამიწვრილდა საშინელების მოლოდინში-ოღონდ მორგში მომუშავე პერსონალებში ყველაზე ლამაზი-,,ბოროტულად“ გაიცინა. -ვიცოდი! გეფიცები ვიცოდიი-ხელზე ვუჩქმიტე და მის კივილზე მეც მასთან ერთად გავიცინე. -ხვალაც გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა? -რათქმაუნდა-ხელი წელზე გავკარი და სიცივისგან აცახცახებულმა უფრო მაგრად მივეხუტე-სულელიხარ. -ჰოდა,ძალიან კარგი.ხვალ მინდა ვცადო ის,რაც არასდროს გამიკეთებია. -ჯანდაბა,რა ბინძურად ჟღერს-შევკრთი მაგრამ არ შევიმჩნიე-ო,ღმერთო! ოღონდ არ მითხრა რომ ვაჟიშვილი ხარ-ჩავიხითხითე. -ფუ რა საზიზღარი ხარ-გადაიხარხარა და როგორც ჩვევია ხოლმე სიცილისგან თავი უკან გადაწია- გარყვნილოო! ჩემი ლოგინში შეთრევის მეტზე არაფერზე ფიქრობ?-გოგოსავით დაიმანჭა.გადავბჟირდით.ამ სისულელეზე. მაგრამ ესენი ხომ ჩვენ ვართ...შრეკი და დოქტორი ბოროტება. 888 მთელი ღამე ვერ დავიძინე.სიცივე მთელ სხეულში გამიჯდა.ვერაფრით გავთბი.ცახცახს ვერ ვწყვეტდი ისე გავიყინე.მეგონა გული გამიჩერდებოდა.სიცივეს შიშიც ემატებოდა.თვალის დახუჭვისთანავე წარმოვიდგენდი,როგორ მოდის დიდი ტალღა და როგორ გვახრჩობს.თავი წამოვწიე და მწვანე კულულიანს გადავხედე.ორად მოკეცილს საწყლად ეძინა. -მაინც რა გულ ქვა ვარ-ხმამაღლა გავკიცხე ჩემი თავი და მასთან მივცოცდი.ყინვისგან გათოშილს სუნთქვა უჭირდა.ნელა მივუწექი გვერდით,რომ არ გამეღვიძებინა.პლედი დავაფარე და ზურგზე ავეკარი.მომეჩვენა გააჟრჟოლა.ხელები მკლავებზე მოვუსვი გასათბობათ.ცხვირი მის კისერში ჩავმალე და თვალები დავხუჭე.მომწონს მისი სურნელი.პიტნის და რაღაცის...მისი! 888 მზის სხივებმა გამომაღვიძეს.საოცარი დღე იყო.ცხელი და ამავდროულად ცივი.წამოდგომა დავაპირე მაგრამ ვერ მოვახერხე.ტუჩზე ვიკბინე სანამ შეზღუდვის მიზეზს დავხედავდი.მწვანე კულულიანს ხელი ძლიერად შემოეხვია ჩემთვის და გულზე მიკრავდა.თვალები და ვაწვრილე გუშინდელი ღამის გასახსენებლად.ნელა შევბრუნდი მისკენ და სახეზე დავაკვირდი.მძინარე იმაზე ლამაზი ჩანდა ვიდრე არის.ვერ მოვითმინე.მაინც სძინავსმეთქი გავიფიქრე და თითით მისი ნაკვთების ხაზვა დავიწყე. -რას აკეთებ?-შიშისგან შევხტი,როცა უჩვეულოდ დაბალი ტემბრით ამოიბუტბუტა.სწრაფად მოვაშორე თითი და განზე გაწევა ვცადე. -ამ.. შენ ისევ დანაშაულზე წამასწარი.ბოდიში.-მართლა მრცხვენოდა.ვოცნებობდი თვალები არ გაეხილა. -არ შეწყვიტო-მთხოვა.ჩემი ხელი აიღო და ისევ მის სახეზე დააბრუნა.არ მჯეროდა,რომ ის გოგო,იმ მშვენიერ ბიჭის გვერდით მე ვიყავი. 888 -გახსოვს? გუშინ შევთანხმდით,რომ ჩემთან ერთად წამოხვიდოდი.-მითხრა მწვანე თმიანმა,როცა ჩემი სახლის წინ გააჩერა მანქანა. -მახსოვს.-თავი დავუქნიე და ჩემი ნივთები მოვაგროვე.-იმედია ისევ კლუბში არ აპირებ ჩემს წაყვანას-ენა გამოვუყავი. -არაა.-გაიცინა -უჰ,კარგია-თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი. -განსხვავებულად ჩაიცვი.10ზე გამოგივლი-მინდოდა მეკითხა ,,განსხვავებულში“ რას გულისხმობდა მაგრამ, ვერ მოვასწარი,ისე გაუჩინარდა.ნეტავ სად მივდივართ? გასართობ ცენტრში? რამე კარნავალზე?... მხრები ავიჩეჩე და სახლში შევედი.ორი წამიც არ იყო გასული,ისევ,რომ გაიღო და ოთახში გაცოფებული ნიკუშა ონიანი შემოვარდა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და ბრაზისგან ხელებს მუშტავდა. -შენ გოგო ნორმალური ხარ? ===================================== იცით რაც უნდა ქნათ იმისთვის,რომ მალე დავდო <3 მადლობა,რომ კითხულობთ და აკომენტარებთ.თქვენ მმატებთ ძალას,რომ ვწერო (ავად თუ კარგად) <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.