შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (7)


1-08-2016, 07:25
ავტორი annabelle
ნანახია 2 203

-დედაჩემს უნდა რომ ჩვენთან ერთად ივახშმო-ვუთხარი ონიანს სანამ სახლში შევიდოდი
-შენ არ გინდა?
-რა არ მინდა?-თავი გავისულელე.ოჰ რომ შემეძლოს სიამოვნებით მივახრჩობდი. ჯანდაბა! იმედია როგორც ყოველთვის ხმამაღლა არ მითქვამსმეთქი გავიფიქრე და ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად.
-ჩემთან ერთად ვახშმობა!-წარბები ზემოდ აზიდა.ეტყობოდა ჩემგან თანხმობას ელოდა.
-თუ მოსვლას გადაწყვეტ 10ზე გელოდებით-პასუხი არ გამიცია,კარი გავაღე და ცხვირწინ მივუხურე,პარმაღზე მდგომ ნიკუშა ონიანს.
888
-მომეწონა ნიკოლოზი-გავიგე ყურმილში მწვანე კულულიანის ხითხითი. ,,სპიკერი“ ჰქონდა ჩართული და ყვირილი უწევდა.
-ჰო,საოცრებაა-თვალები გადავატრიალე.მეც გამეცინა-დღეს ჩვენთან უნდა ივახშმოს.-უკმაყოფილოდ ამოვიბუტბუტე.
-ოუ,მაგარი საღამო გელოდება.
-ჰო.დარწმუნებული ვარ-ტელეფონი მხარზე ჩამოვიდე და შარვალი გავიხადე.
-ხვალ გაეთავისუფლე-მითხრა მოულოდნელად.
-რატომ?
-ზღვაზე წავიდეთ.-მე,შრეკი და ზღვა.ოჰ...
-კარგად ჟღერს-ნერვიულად გავიცინე და თმა ყურზე გადავიწიე-მაგრამ არვიცი თუ მოვახერხებ.ხომ იცი,ახლა მარტო ვმუშაობ.
-ერთი დღე.შეგიძლია მოიტყუო,რომ სიცხე გაქვს ან რაღაც ამდაგვარი-ჩაიცინა.
-კარგი.არვიცი.რამეს მოვიფიქრებ-დავპირდი და გავიღიმე,ისე თითქოს ჩემი დანახვა შეეძლო.
-კარგი,დილით გამოგივლი.თორმეტისთვის მზად იყავი.და ჰო,კიდევ-უკვე უნდა გამეთიშა,როცა დაიწყო-კარგ საღამოს გატარებას გისურვებ მისტერ ,,სექსუალურ სრულყოფილებასთან“-წარმოვიდგინე,როგორ ეღიმებოდა იმ წამს და მეც ვერ შევიკავე თავი.
-ნიკა მოვიდა!-შემომძახა დედაჩემმა და რამდენიმე წამში კარის გაღების ხმაც გაისმა.
-უნდა გავთიშო.,,წვეულება“ იწყება-კიდევ ერთხელ გადავატრიალე თვალები.
-ვიზიარებ.ხვალ გნახავ-მითხრა და კავშირიც გაწყდა.
888
-როგორია ნიუ-იორკი?-კითხა ნიკუშას დედაჩემმა,როცა სამივენი მაგიდას შემოვუსხედით.გამუდმებით მაჯის საათისკენ მიმირბოდა თვალი.მინდოდა დრო მალე გასულიყო და სწრაფად დაღამებულიყო.
-შესანიშნავი...ქუჩაში რომ გადიხარ,სისხლი დუღილს იწყებს და შენც ცოცხლდები-ღიმილით წარმოთქვა და უცნაურად მომაჩერდა-მაგრამ თბილისს მანც არ მირჩევნია.
-ჰო,როგორ არა-ირონია შემეპარა ხმაში.ხაჭაპური ჩავკბიჩე და ჩაი მოვსვი.
-დიახაც.
-თავიდანვე წასვლა გქონდა გადაწყვეტილი? მახსოვს დედაშენმა,რომ მითხრა გაოცებული და ცოტა არ იყოს ნაწყენი ჩანდა.-წამოიწყო ისევ ნინამ.მინდოდა გამეჩუმებინა მაგრამ თავი შევიკავე.არმინდა ონიანის პასუხის მოსმენა.ნუთუ ყველაფერს ეტყვის? ჯანდაბა!
-საერთოდ არ ვგეგმავდი.ბოლოს მომხდარმა გადამაწყვეტინა-თქვა და თვალი თვალში გამიყარა.-საერთოდ არ წავიდოდი შენ,რომ ისე არ გეტკინა გული...მე მართლა მიყვარდი,საკუთარ თავზე მეტადაც კი! -ვნატრობდი მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავლეწილიყავი.-ისე გავბრაზდი შენი დანახვაც არ მინდოდა.ჰოდა მეც ავდექი და წავედი.-გაბრაზდა? სისხლი თავში ამივარდა.ნუთუ საჭირო იყო ამ თემაზე დედაჩემის თვალწინ ლაპარაკი?! აუტანელი და არამზადაა!
-ჰოდა ძალიანაც კარგი ქენი!-სწრაფად წამოვდექი,ხელსახოცი მაგიდაზე დავაგდე და ჩემს ოთახში შევედი.კარი გადავკეტე თუ არა, თავი დაცულად და მშვიდათ ვიგრძენი!
888
დილით მაღვიძარამ ჩვეულზე ადრე დარეკა.უნდა მოვმზადებულიყავი.საავადმყოფოში დავრეკე,გავაბრთხილე,რომ ვერ მივიდოდი,მერე კი შხაპი მივიღე.წარმოდგენა არ მაქონდა იმ სიცივეში,რა უნდა ჩამეცვა,თანაც ზღვაზე.ბოლოს მაინც შარვალი და სქელი ჯემპერი ავარჩიე.საშინლად ციოდა.
,,დოქტორო ბოროტებავ! გარეთ გელოდები“-შეტყობინება,როგორც კი წავიკითხე, მაშინვე ავიღე საჭირო ნივთები და გარეთ გავვარდი.სანამ კარს ვკეტავდი დავინახე,როგორ მიყურებდა ონიანი.მისი სახლის კიბეზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.არ მივსალმებივარ,თვალი ავარიდე და სწრაფად ჩავჯექი შრეკის მანქანაში.
-ოუ,მინდა გითხრა,რომ ბოროტი პათანატომობის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურები-გამიღიმა და ძრავა აამუშავა.
-რამე დაგესიზმრა? დღეს რაღაც ზედმეტად კეთილი ხარ-ჩავიხითხითე და მკლავი გავკარი მხარზე.
-შეირგე,სანამ კარგ ხასიათზე ვარ.პილპილს ბოლოსთვის მოვაყრი.უფრო საინტერესო იქნება-გამიცინა.
-არ მჯერა,რომ ასე შორს მივყვები ადამიანს,რომელმაც ტარება არ იცის-შეშინებული გამომეტყველება მივიღე და ხელები ლოყებზე ჩამოვისვი,მეტი დრამატულობისთვის.
-ცანცარა ხარ-ეცადა გაბრაზებულიყო,მაგრამ მაინც გაეღიმა.
-შენ კი,ტარება არ იცი-ენა გამოვუყავი.
-ახლა სიჩქარეს მოვუმატებ იცოდე!-ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მერე მოუმატე,არ მეშინია!
აქსელერატორს ფეხი მაგრად მიაჭირა.და მე პირველად შევიგრძენი ასეთი ადრენალინი.შიში და სიამოვნება ერთმანეთში ამერია.მან ტარება არ იცის! ღმერთო ჩემო სადმე გადავიჩეხებით! შეძლება შაქარმა ამიწიოს! მაგრამ ვერ ვეტყვი,რომ ნელა წავიდეს.ამას არ გავაკეთებ,შანსი არ არის.ჯანდაბა!
-სიჩქარეს თუ არ შეანელებ შოკში ჩავვარდები-ამოვიბუტბუტე ჩემი თავით უკმაყოფილომ და შიშისგან ხელები ავიფარე თვალებზე.გვერდიდან ხითხითი მომესმა.
-იცინე!
-ვიცინი-უფრო გამხიარულდა.
888
-გაიღვიძე-ჩამესმა შორიდან.-გაიღვიძე გესმის? მოვედით-რამდენჯერმე შემანჯღრიეს.თვალები,რომ გავახილე და შრეკი დავინახე მხოლოდ მაშინ მივხვდი,რომ ჩამძინებია.
-ოუ,დიდი ხანია მძინავს?
-კი,საკმაოდ-მხრები აიჩეჩა და მანქანიდან გადავიდა.-სამაგიეროდ იქეთ წასვლისას მანქანის ტარება შენ მოგიწევს.
-სიამოვნებით.შენ მაინც არ წაგყვებოდი უკან-მეც გადავედი და ჩემი ჩანთა ავიღე.ღრმად ჩავისუნთქე ზღვის სურნელი.
-საოცრებაა.რა მშვიდია აქაურობა-თვალები დავხუჭე და მთლიანად შევუგრძენი ბუნება.
-ჰო,ჰო.წამოდი და მერე დატკბი.
-არა, ზუსტი სახელი შეგირჩიე.შრეკივით გაუთლელი და საზიზღარი ხარ.ყველა მომენტს მიფუჭებ-უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე და უკან გავყევი.
-ჰო მეც ზუსტი სახელი დაგარქვი! ნამდვილად დოქტორი ბოროტება ხარ. მწარე ენიანი ექიმი-ჩაიხითხითა.
-დამპალი ხარ!-ვუთხარი ბოლოს,როცა ვერაფერი მოვიფიქრე.
-რამე ახალი მითხარი-თვალი ჩამიკრა და საყვარლად გამიცინა.
888
-არასდროს ვყოფილვარ ზღვაზე ამ დროს-გამოვუტყდი და პლედი უფრო მაგრად მოვიხვიე.
-ჰოდა კარგია,რომ პირველად ჩემთან ერთად ხარ-გამიღიმა და მისი გადასაფარებელი გამომიწოდა-მოიფარე.
-შენ? შეგცივდება!
-არაუშავს.-თავი გაიქნია და კენჭი ისროლა წყალში.
-ამინდა.მოდი შენც! მასე გაიყინები-ცალი მხარე გავუწოდე და ჩემს გვერდით დავუტყაპუნე ხელი,რომ დამჯდარიყო.ჩქარა მომიახლოვდა,პლედი მხრებზე მოიფარა და გვერდით მომეკრო.წამით ვიგრძენი,როგორ შეირხა ჩემი გული,მაგრამ მალევე დაუბრუნდა თავის ადგილს და ჩვეულად განაგრძო მუშაობა.
-მითხარი! ნიკა,რომ იმ ერთი წლის განმავლობაში ჩამოსულიყო,როცა ფიქრობდი რომ შეგივარდა...ახლა მასთან იქნებოდი?-მკითხა მოულოდნელად. ნიკა! ნიკა! ყველგან ის რატომ მეჩხირება?
-არა! არვიცი! შეცვლილია.მართალია გარეგნულად ასეთი...-დავიბენი,არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი-ასეთი სრულყოფილია მაგრამ შინაგანად იმაზე ნაძირალაა ვიდრე ყველა ადამიანი ერთად! რატომ მკითხე?
-მაინტერესებდა შენც მასე ფიქრობდი თუ არა...
-ჰო!მასე ვფიქრობ.
-დედაშენს მოსწონს ალბათ შენთვის?-მკითხა რაღაცნაირად უცნაური ღიმილით.
-ღმერთო ჩემო!-წამოვიძახე და მხარზე დავარტყი-აღარ გააგრძელო,დღეს კოშმარი დამესიზმრება.
-იფიქრე მაგაზე.რა გინდა მშვენიერი სასიძოა-გადაიხარხარა მწვანე კულულიანმა.სიცილიდან თავი უკან გადააგდო.საოცრად ლამაზი და მშვენიერი იყო იმწამს.ვეღარ მოვითმინე და თითი ნელა შევახე მის ღრმულებს ლოყებზე.დაბნეულმა გამომხედა მაგრამ მაინც ეღიმებოდა.
-მასე ნუმიყურებ ასე მგონია ქურდობაზე წამასწარი-ვუთხარი და გავუცინე.
-ჰო მგონი აშკარად ქურდობაა!-მითხრა ღიმილით და შუბლზე მომადო სიცივიდან გაფითრებული ბაგეები...



№1  offline წევრი Ana Imnadze

შრეკი როგორ მომწონს,აუ მაგარი ბიჭია რა.
ამ ორის ურთიერთობაც მომწონს,რაღაცნაირი დასტოინი ურთიერთობა აქვთ დდდ

 


№2 სტუმარი hipo

shrekuna da borotuna :D : d male minda shemdegi tavi

 


№3  offline წევრი Lana Tomlinson

ყველა თავი ერთად წავიკითხე.
ძალიან მომწონს.
გააგრძელე აუცილებლად.❤️

 


№4  offline წევრი რიტა

უმაგრესია აი ძაან მაგარი.
მწვანე კულულა კი საოცრება. აძალიან მომწონს ამ ორის ურთიერთობა.
"ღიმილა შრეკზე" ვგიჟდები.
ეს ისტორია განსხვავებულია ყველასგან და ასევე სრულყოფილი. შენ კი უნიჭიერესი!
მალე დადე ახალი თავი ვეღარ ვითმენ. წარმატებები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent