არ შეიძლება! თავი 6
- არარი საჭირო, რა ღამეებს მითევთ ხოარ მოვკვდი- ვიჯექი ლოგინზე და ვბრაზობდი აჩისა და შაკუნას საქციელზე, თან ისე მახველებდა რომ მეშინოდა არ დავმხრჩვალიყავი - გაჩუმდი და ჩაიფარე საბანი, გგონია დღეს ძილი გიწევს? ვათენებთ ჭორაობიით- ხმა დაიწვრილა აჩიმ და ყველა ავხარხარდით - მოდით ყველა დავრჩეთ და ვისაც მოეძინება ის წავიდეს მაღლა აზრი გამოთქვა ანამ - ყველაზე კარგი აზრია, რა ჭკვიანი ყავხარ გიოშას- გაიჯგიმა გიომ და თავზე აკოცა დიდ ხანს ვლაპარკობდით მაგრამ 2 საათისთვის ძაალიან მომეძინა, გავიგე როგორ ეუბნებოდა აჩი და შაკუნა რომ წასულიყვნენ დანარჩენები, ბავშვებმაც ბევრი არ ახვეწნინეს და წავიდნენ მაღლა. რადგან დილით ადრე ვდგებოდით გვიანობამდე ვეღარ ვათენებდით ასე რომ ყველას დასვენება და ძილი სჭირდებოდა. ზუსტად არვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ თვალები რომ გავახილე და სიბნელე დავინახე მივხვდი რომ ისევ ღამე იყო, მომენტალურად შემეშინდა - შააკო- დავიძახე ხმადაბლა. ერთი წამი არ გასულა აჩიმ ტელეფონი მომანათა და ჩემსკენ წამოვიდა, თავთან დამიჯდა და თმებზე მომეფერა - რაო ქეთუშ, კარგად ხარ? რამე ხოარ გტკივა?- კითხვები მომაყარა აჩიმ და შუბლს მისინჯავდა. - კარგად ვარ აჩო, სადარი ის?- სუსტად ვიყავი ვგრძნობდი - სამზარეულოში გავიდა, ყავა უნდა გაეკეთებინა, ვეტყვი რომ ჩაი დაამატოს, სითხეები სვი და მალე გამოხვალ შენ თავს ვფიცავარ- მაკოცა შუბლზე. ტელეფონზე დარეკა და შაკოს უთხრა ქეთის ჩაი გაუკეთეო, მანამდე წამლებს დავალევინებ მე და შენც მოგვისწრებო - კიი კიი გაიღვიძა, წამოვაჯინე ძალა არ აქვს- ელაპარაკებოდა და თან იცინოდა, მე კი მათ საქციელზე მეცინებოდა ვითო შორს იყვნენ ერთმანეთისგან - კარგიი შემოდი და მაქეთ მე გამოვალ- უთხრა აჩიმ და გაუთიშა რამდენიმე წამში შაკო ჩემს საწოლზე იჯდა და მიხუტებული ვყავდი. თავზე მკოცნიდა და ხშირად მეკითხებოდა რამე ხოარ მაწუხებდა, აჩიმ ჩაი მომიმზადა, იმდენი ჩაი დამალევინეს შემეშინდა რამე არ მეკადრა ლოგინში. თბილად დამაფარეს საბანი და გვერდით მდივანზე დაჯდნენ. არ მეძინა და მესმოდა მათი ლაპარაკი - არუნდა ჩამოსულიყო ახალ წელს და არ დაგენგრეოდა ცხოვრება- ჩუმად სიცილით ეუბნებოდა აჩი შაკოს - ახალწლამდეც იყო ეს გოგო ჩემს გულში, უბრალოდ უტვინო ვიყავი, მე თითონ გავირთულე საქმე, სულელი ბავშვი , რომელმაც არიცის რაუნდა - ლაპარაკობდა შაკო - როგორ ფიქრობ ვუყვარვარ ?- მოულოდნელად დასვა კითხვა შაკომ და ლამის ლოგინს დავაკვდი ისე შემეშინდა აჩის პასუხის. - მე რავიცი შე*ემა, ეგ მას უნდა კითხო, მარა იცოდე შაკო, რამე რომ შეგეშალოს ქეთისთან მე არ გაპატიებ სულ რომ დათუნამ დაგითმოს! ეს გოგო არის ანგელოზი, მეკეტება , ამის გამო ყველაფერს ვიზამ და იცოდე, კიდევ იგივე ყ**ობა რომ ქნა დავიკარგებით სამუდამოდ, ხომ იცი ხელს რატომაც გიწყობ, ვხედავ შენს თვალებში ყველაფერს, ბევრი ლაპარაკი არ გჭირდება შაკო, ვიცი რასაც განიცდი, მაგრამ ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილო, რადგან მე ამ ამბავში შენი თანამონაწილე ვარ- უხსნიდა აჩი და მკაცრი მეჩვენა მისი ხმა - თუ ცხოვრებაში, ეს გოგო , ოდესმე იქნება ჩემი,არასდროს, არასდროს სიკვდილის ბოლო წუთამდე არაფერი შემეშლება, აჩი ცუდად ვარ, ღამე რომ მძინავს და ვიცი გვერდით ოთახში წევს მთელი კანი მეწვის, ორი წამით რომ მიეფარება თვალს ღრიალი მინდა , ვერ ვუძლებ, არ შემიძლია მე ამის გარეშე, ვერ ვსუნთავ შენ ძმობას ვფიცავარ, თუ დადგება ის მომენტი ცხოვრებაში რომ ჩემს გრძნობებზე ვუთხრა, არვიცი საიდან დავიწყებ ლაპარაკს, აჩი, შენს ძმობას ვფიცავარ მტკივა შიგნით ყველაფერი, რომ ვუყურებ პულსაცია მიათასმაგდება- ამოიხვნეშა შაკომ და მივხვდი რომ აჩის მიხუტებული ყავდა, რადგან სიჩუმემ დაისადგურა და შაკოს სიტყვები ალბათ ყველაფრის მთქმელი იყო. მე კი ვიწექი და ვტიროდი, რადგან ცხოვრებაში უბედნიერესი ვიყავი და მინდოდა, ეხლა ყველაზე მეტად მინდოდა მის ტუჩებს შევხებოდი და მთელი ძალით ავკრობილიყავი მასზე.. დილით უკეთ ვიყავი, ავდექი საწოლი ავალაგე, ყველაფერი დავალაგე. შაკუნამ და აჩიმ რომ გაიღვიძა და ფეხზე დამინახა გაგიჟდნენ - რატომ ადექიი? - მომიახლოვდა აჩი - შენი თავი მომიკვდეს კარგად ვარ, თან უნდა გავიარო, თავბრუსხვევები დამეწყო, ბევრ სითხეს ვსვამ ( ვანიშნე ჩაიზე) დღეს სიცხეც აღარ მაქვს - სამაგიეროდ ხმა გაქვს კაცის და ფეხზე ძლივს დგახარ- მიხთხრა შაკუნამ, ხელში ამიყვანა და დივანზე დამაწვინა- იცოდე არ ადგე, თორემ მაგრად დაისჯები- გამაფრთხილა და ცხვირზე თითი მომარტყა. ბაცშვებმა რომ დამინახეს უკეთ ვიყავი გაიხარეს, ყველამ ჩამკოცნა და ლოყები დამიწელა , თავი ორი წლის ბავშვი მეგონა, არადა ყველაზე დიდი მე გახლდით ამ საზოგადოებაში. არაფერს მაკეთებინებდნენ, ყველა თავზე მევლებოდა, ხან კარტს ვთამაშობდი და ხან ნარდს, ბევრი ვიცინე, იმდენი ყელის წამალი დამალევინეს რომ უარესად ამატკიეს. დამცინოდნენ კაცის ხმა გაქვს და ნუ ლაპარაკობო.მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ლოგინში ვიწექი არ მომიწყენია. - გარეთ გავიდეთ რა- აწუწუნდა ანუკა და მე გამომხედა საწყალი თვალებით - წადით რა, დედა მომიკვდეს მაგრად მეწყინება, დასასვენებლად ხართ აქ თუ ჩემს მოსავლელად?- დავიწყე ჩხუბი - და შენ აქ დაგტოვოთ?- გაბრაზდა გიორგი და ანას გახედა მოღუშულმა - არაუშავს გიო, უფრო ვწუხდები აქ რომ ხართ თქვენ თავს ვფიცავარ, წადით რა, თან 3 საათია,ღამე ხოარ არის, მოხვალთ ცოტა ხანში- ვაძალებდი ყველას. - კარგი მაგრამ მარტო მაინც არ დაგტოვებ - თქვა დათუნამ , მე დავრჩები - გააკეთა განცხადება - არარსებობს- წამოვფრინდი მე, ნინის მოკიდებ ხელს და წახვალ- არ გამაგიჟო იცოდე - გიჟის თვალებით ვუყურებდი დათუნას - კარგი კარგიი არ დამარტყა, მაგრამ ჯერ მაინც არ წავალ, თქვენ წადით, ცოტახანს ქეთის დაველაპარაკები და მანქანით დაგეწევით მითხარით სად იქნებით- უთხრა დათუნამ ბავშვებს. მივხვდი რომ შაკოს დარჩენა უნდოდა მაგრამ ვეღარ თქვა ვერაფერი, დამწვარი პონტი გამოდიოდა ამიტომ აჩის მიწერა რაღაცა ტელეფონზე და აჩიმ დაიწყო - დათუ, მაღაზიაში ჩავალ დაბლა, რაღაცებს ამოვიტან, მანამდე ქეთოს დაებაზრე და რომ ამოვალ მე წადი შენ , დავრჩები მე ქეთოსთან და არ დაიწყოს ეხლა ვინმემ რამე, საბაზრო მაქვს ამ ქალთან რჩევა მჭირდება ქალური - თქვა აჩიმ და ყველა ახარხარდა სანამ აჩი მაღაზიაში იყო მე და დათუნა ვიჯექით და ისეთი დაძაბული ვიყავი მეგონა სიცხე 40ს დამარტყამდა, არვიცოდი რა უნდა ეთქვა მაგრამ ვგრძნობდი რომ რაღაც აინტერესებდა ჩემგან და ისე მეშინოდა ამის, თითქოს საკუთარი ძმა კიარა მტერი მჯდარიყო ჩემს წინ. - ქეთიი, შენ ჩემი გეშინია?- თბილად მკითხა დათუნამ და თავი ამაწევინა. - საიდან მოგაქვს დათუ ? რატომ უნდა მეშინოდეს, შენ საუკეთესო ძმა ხარ მსოფლიოში- ვუთხარიდა ხელზე ვაკოცე - აბა რატო მიმალავ რაღაცეებს? შენ გგონია მე ვერ გაგიგებ?- გამომცდელად მიყურებდა დათუნა - არაფერს გიმალავ დათუ და ისიც მშვენივრად ვიცი რომ გამიგებ ყველაფერს - შეყვარებული ხარ?- მკითხა მოულოდნელად და თვალებში შემატყდა. თვალები ცრემლებით ამევსო და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. - ქეთი, ვინც არუნდა იყოს გაგიგებ, მხოლოდ პატივისცემას მოვითხოვ მისგან, არ მინდა რომ გული გატკინოს და ეგეთი რაღაც რომ გავიგო ხომ იცი რაც მოხდება- მითხრა დათუნამ გამაფრთხილებლად და შუბლზე მაკოცა - ვიცი- ამოვისლუკუნე მე- არ მიშლის ნერვებს, კარგი ბიჭია - ხოდა პრობლემაც აარიქნება. ეხლა მე გავალ, ნინისმივაქცევ ყურადღებას, რამე თუ დაგჭირდეს ეგრევე დამირეკე , ის თავგასიებული რჩება შენთან ესე რომ არ ვნერვიულობ- მაკოცა დათუნამ და წავიდა. მალე აჩიც ამოვიდა, ჩიფსები და სასუსნავები ამომიტანა,იმდენი ვჭამე სუ დამავიწყდა ყელის ტკივილი. მერე ბევრი ჩაი დამალევინა. წამლებიც მომცა. ძლიან მიყვარდა აჩიკო, დათუნასგან არ ვანსხვავებდი,ბევრი ვიცინეთ, მერე ვურჩიე რომ ანინო მოეძებნა და დალაპრაკებოდა, ვხვდებოდი რომ ძალიან უყვარდა და უზომოდ მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო. "მენატრები, ყველაზე წმინდას ვფიცავარ შენთან ყოფნა ეხლა ყველაზე მეტად თუარ მინდოდეს " მომივიდა სმს, გამეღიმა და ტელეფონი გულში ჩავიკარი. აჩის ვაჩვენე და გაეცინა - რა დებილია ეს შე*მისა- კისკისებდა აჩი და მეც ამიყოლია. ცოტა ხანში კარების ხმა გავიგე, მეგონამოვიდნენ მეთქი, აჩი და მე კარტს ვთამაშობდით, რომ გავიხედე ოთახში შაკუნა შემოვიდა სუ დათოვლილი და შებუდრული. როგორც კი დავინახე თავი ვეღარ შევიკავე და მისკენ გავექანე, მანაც ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა - ჩემი ფერია ხარ- მითხრა და თავზე მაკოცა - ნუ მიწვევ- გავაფრთხილე მე მან კი დაიხარა და კისერში მაკოცა, ხელები მაგრად რომარ ქონოდა მოხვეული ვიცი რომ დავვარდებოდი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და შაკოს დავეყრდენი - ნუ ჩამადნები ხელებში, ეგ უფრო მაგიჟებს -მითხრა შაკომ ლოგინამდე მიმიყვანა, დამაწვინა და მანაც ჩემთან ერთად დაჯდა. თავზე მეფერებოდა და აჩის ეუბნებოდა, ჩემი ყველაფერია ესო. აჩი კი ჩვენი შემხედვარე იცინოდა და გვეღადავებოდა. შაკო თავთან მეჯდა როცა ბავშვები მოვიდნენ და როცა ოთახში შაკო დაინახეს გაუკვირდათ - სად გამოიქეცი ეე? - დაიწყო ზურამ ლაპარაკი - ფეხი დამისველდა და წამოვედი- მოიმიზეზა შაკომ და წამოდგა - მაგის გამო გამოიქეცი ?- დაძაბა გიორგიმ და მივხვდი რომ არიყო საქმე კარგად - რატო შე**ცი? - აიჭრა შაკოც - რა დღეში ხართ თქვენ , რა არირა ლაპარაკი მესმის, დაუსველდა ადამიანს ფეხი და წამოვიდა, რა მოხდა მერე, რა გეცათ რის გამო ჩხუბობთ?- ადგომა ვცადე მე და სიტუაციის განმუხტვა. - წამო აბა ერთ წამს საქმე მაქვს - უთხრა დათუნამ და ხელი გადახვია შაკოს, ისე დავიძაბე რომ ვეღარც ავდექი, იმდენად ცუდად გავხდი რომ ხველება ამიტყდა მაგრამ შევეცადე არ შემემჩნია რადგან ეს უარესი იქნებოდა, აჩიც ადგა და მათ გაყვა გარეთ, გიორგიმ კი მე შემომიღრინა და თავთან დამიჯდა - რა ხდება ქეთი?- მკაცრად მკითხა მან - რა ხდება ეგ თქვენ უნდა გამაგებინოთ- დავძაბე მე - შაკო მხოლოდ იმიტომ წამოვიდა რომ ფეხი დაუსველდა ?- გამომცდელად მკითხა გიორგიმ და ზუსტად მივხვდი რასაც გულისხმობდა - აბა რის გამო უნდა მოსულიყო, რა ლაპარაკი გაქვს შენ ? - საწოლზე ჩამოჯდა ანა და მხარი ამიბა - შენ გაჩუმდი- გააჩუმა გიორგიმ ისე რომ მისკენ არ გაუხედავს - არ გავჩუმდები- მკაცრი იყოს ანას ტონი და ფეხზე წამოდგა- რა დღეში ხართ, ბიჭი ადრე წამოვიდა სახლში და თქვენ რა ამბები ატეხეთ, რისი თქმა გინდა პირდაპირ თქვი და ნუ ანერვიულებ ამ ავადმყოფ ბავშვს- ხელი გამოიშვირა ჩემსკენ მე კი ჩუმად ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი -ანა გაჩერდი, პატარაობაში შაკოს ქეთი უყვარდა და საეჭვო ჩანდა მისი ეს საქციელი, თან ესე მგონია რომ სხვანაირად ექცევა ქეთის უფრო- დაასკვნა გიომ - ავადმყოფი ხარ- ხელი მომხვია ანამ და ჩემი აყენება სცადა, არც გამიწევია წინააღმდეგობა წამოვდექი და ხელი გადავხვიე, მეორე სართულზე ავყავდი.. გავიგე გიო როგორ გვეძახდა მაგრამ არცერთს არ მიგვიხედია. საძინებლის კარი დაკეტა და ლოგინში ჩამაწვინა - ნუ გეშინია, სანამ სული პირში მიდგას ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის- მომეხუტა ანა - არ იჩხუბოთ რა ჩემ გამო გეხვეწები- შევევედრე ანას - არ ვჩხუბობ, დავიღალე მაგის "გრუზინ"-ობით, მესმის და პატივს ვცემ მის აზრებს მაგრამ ეს მეტისმეტია, არაფერი არ გაუკეთებია შაკოს ეხლა საეჭვო და აქამდე თუ შეამჩნია რამე მანამდე უნდა ეთქვა- წყნარად მიხსნიდა ანა და ხელს მისვამდა მხარზე -მოგვარდებიან , იზამს რამეს შაკო- ვიმშვიდებდი თავს ანამ ადგა და ფანჯარაში გაიხედა, მანიშნა მშვიდად ლაპარაკაკობენო და დავმშვიდდი. 15 წუთის შემდეგ კარზე კაკუნი იყო - რომელი ხარ?- მკაცრად კითხა ანამ - აჩი ვარ ანუშკები გამიღე რა, არ შეგჭამთ-ცანცარებდა აჩი და ცოტა დავმშვიდდი - რა ხდება ?- წამოვჯექი ეგრევე და ხელზე დავექაჩე რომ საწოლზე დამჯდარიყო. - მშვიდობა და სოლიდარობა- გაიკრიჭა აჩი, შემდეგ დასერიოზულდა უცებ- ნუ ნერვიულობ, დათუნამ უთხრა მახსოვს პატარაობაში რომ გიყვარდა და ზოგჯერ შენი ქცევა საეჭვოაო, ისეც უყურებო და მინდა რომ ვცდებოდე, არ მინდა ეჭვები მჭამდეს ჩემი ძმა ხარ ბოლო ბოლოო , თან ბიჭებსაც უთქვია შაკო სხვანაირად თბილია ქეთუშას მიმართო და აიჭრა დევკაცი- იცინოდა აჩი. - და რა გაცინებს ? მერე რა მოხდა?- დავიძაბე მე - არაფერი ქეთ არაფერი, ხმა არ ამოვაღებინე შაკოს, მე ვუთხარი რომ ძმაკაცია და ისეთს არაფერს იზამს რომ ნაგავი ჭამოს და თქვენი ძმობა გვერდით გადადოს მეთქი , იმ დეგენერატს დავუდექი ისევ გვერდით რა მექნა- იცინოდა აჩო უშნოდ. - და დათუნამ რაო?- დაინტერესდა ეხლა ანა - არაფერითქო ხალხნო, უბრალოდ თქვა რომ ჭკუით იყავიო, არმინდა რამე არასწორი მოხდესო, ჩემი დაა და ხომ იცით რომ ყველაზე წინ ვაყენებო, ასე რომ გამოდის შაკომ ჯერჯერობით არაფერი არ თქვა და გაჩუმდა, მარა ამის მერე რაიქნება არვიცი, ეხლა ძაან ფრთხილად უნდა იყოს და თავი აკონტროლოს- მიყურებდა აჩი და ისე ლაპარაკობდა - მართალიხარ, ვიზამთ რაღაცას- ვთქვი და დავფიქრდი , ყველაფერი ირკვეოდა უკვე და მეც შიში მიბყრობდა. გვიან 11 საათი იქნებოდა შაკო შემოვიდა ოთახში, ყველანი ვიყავით, მომიკითხა ჩვეულებრივად და მითხრა თუ შეძლებ ადგომას გარეთ გავისეირნოთ მანქანით თან საქმე მაქვსო. მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და გამიკვირდა ძალიან როგორ გაბედა ისევ ესე ახლოს ყოფნა ჩემთანთქო. გოგოებმა დამეხმარეს.ჯინსები ჩავიცვი, შავი როლინგი, ფეხზე უგები მოვირგე, თმა გადავიწიე, ადამიანს დავემსგავსე, სახესა და ტუჩს ფერი მივედი და საძინებლიდან გავედი. რომ ჩავედი ყველა დაბლა იჯდა - შაკო გარეთ გელოდება- მითხრა დათუნამ და მანიშნა - ხო მშვიდობაა რა ხდება? - ვკითხე მე გაოცებული - კი დღეს რაღაც უაზრობაზე ვიკამათეთ და შენთან უნდა მაგაზე საუბარი, მთხოვა დაველაპარაკებიო და გელოდება- დაასრულა დათუნამ - კარგი გასაგებია- ვთქვი, დუტი მოვიცვი და გარეთ გავედი. მანქანაში როგორც კი დავჯექი, ეგრევე წავედით, ხმას არ იღებდა, ცოტა ხნის მერე გააჩერა და შემომხედა. - დღეს დათომ გამიჭედა, ხომ იცი რაზეც, მე ვერაფერი ვუთხარი, ამჯერად აჩიმ გადამარჩინა, მაგრამ ბევრს ვეღარ მოვითმენ, ეხლა ვუთხარი მარის დაველაპარაკები და ავუხსნი რაზე გამიჭედეთქო და მაგ პონტში გამომატანა შენი თავი, ეჭვები აქვს და არ მინდა ჯერ რამე რომ ვუთხრა რადგან სხვა მომენტს ველოდები- მითხრა შაკომ, მე კი ვუსმენდი და არაფერი არ მესმოდა, მარტო ვიყავი ბიჭთან რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და ერთი წამიტ არ მეპარებოდა ეჭვი რომ მისთვის უძვირფასესი ვიყავი. არვიცი რა დამემართა მაგრამ უცებ გადავიხარე და ტუჩებში ვაკოცე, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი ისე მაგრად მომხვია ხელები რომ ვერ ვსუნთქვდი. არ შემეძლო გაჩერება, ხელი მომხვია და ეხლა მის ზემოდან ვიჯექი, მაგრად ჰქონდა წელზე ხელები მოხვეული და ტუჩებში მკოცნიდა მთელი გრძნობით. ვერ ავღწერ რა დამემართა, ესე მეგონა რომ სანთელი ვიყავი და ვდნებოდი, მთელი ტანი მეწვოდა სიცხისგან და გული ისე მაგრად მიცემდა რომ ამოვარდნას ლამობდა. მთელს ტანში ჭიანჭველები დადიოდნენ და მეშინოდა რომ ეს უკანასკნელი კოცნა იქნებოდა ჩვენი. - მიყვარხარ- მითხრა ჩემი საოცნებო სიტყვა და ხელი შემიშვა. სწორედ ამას ველოდებოდი ამდენი ხანი და ეხლა ზუსტად ვიცოდი რომ ის ჩემი იყო მე კი მისი. მე არ მითქვამს მეც მეთქი, შეიძლებოდა ამას რამე ცუდი გამოეწვია.გაჩუმება ვამჯობინე. - თავი ისე უნდა დავიჭიროთ ვითომ სხვებივით ხარ ჩემთვის, სხვა გზა აარარის, ვიცი რომ ცუდ რაღაცას ვაკეთებ და გამოგვიჭერენ, მაგრამ შენი დაკარგვა არ მინდა- ვუთხრარი და ნაზად ვაკოცე თვალებზე - მთელი დედამიწა რომ დამიდგეს წინ, შენ თავს ვერავინ წამართმევს, ვერასდროს, მაგას მირჩევნია მოვკვდე - მეუბნებოდა შაკო და ვხედავდი როგორ უჭირდა ამ სიტყვების თქმა რადგან იცოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მთელი დედამიწა. - შაკო- რამეს ვიზამთ, ხომ უნდა არსებობდეს გამოსავალი, მაგრამ მანამდე ისეთ ყურადღებას ნუ გამოიჩენ ჩემს მიმართ, არვიცი დათუნა ამ ამბავს როგორ მიიღებს მაგრამ ზუსტად ვიცი რომ კარგი დღე არცერთს არ დაგვადგება- გავაფრტხილე წინასწარ და გულზე ავეკარი. - ვიცი, ყველაფერი ვიცი და ყველაფრისთვის მზად ვარ, შენზე მეტად საკუთარი სიცოცხლეც კი არ მიყვარს შენ სუნთქვას ვფიცავარ- მითხრა შაკომ და კისერში ჩამიდო ცხვირი ცოტა ხანი ვილაპარაკეთ, ეხლა ვიგრძენი როგორი ყოფილა ადამიანთან სიახლოვე, რომელიც ყველაფერზე მეტად გიყვარს.არ მინდოდა ეს წუთები დასრულებულიყო მაგრამ უნდა წავსულიყავით რადგან ეჭვი არავის არაფერში შეეტანა. კარგად ვიცოდით მეც და შაკუნამაც რომ ცუდად ვიქცეოდით, რომ არუნდა გაგვერისკა ესე, მაგრამ ოდესმე თუ მართლა გყვარებიათ და ის ერთადერთი გაგახსენდათ ჩემს სიტყვებზე, მაშინ მიხვდებით რას ნიშნავს ეს გრძნობა, ეს ის მომენტია როცა ვერ დადიხარ და დაფრინავ, ვერ იძინებ რადგან რეალობა უკეთესია, ვერ ჭამ რადგან მასთან გეჩქარება, ტირი რადგან დაკარგვა გეშინია, იღიმი რადგან ბედნიერი ხარ და იცი რომ შენ მისი ხარ.. სახლში რომ მივედით ჯერ მე შევედი, სახე წაშლილი მქონდა რადგან არ მასვენებდა შინაგანი მე და გაბრაზებული ვიყავი საკუთარ ძმაზე თუმცა არვიცი რატომ, რადგან ყველაზე მეტად ეხლა გაბრაზებას მე ვიმსახურებდი. - რა გჭირს?- დაიწყო ჩემმა ძმამ და ყველა იქ იჯდა - არაფერი დათუნა, რას ნიშნავდა შენი ლაპარაკი შაკოსთან, რატომ გაგიჩნდა ეგ ეჭვი და თუ ეჭვები გქონდა აქამდე რატომ არ უთხარი ? რა დააშავა ეგეთი? რაიყო გიორგი აჩი ზურა ირაკლი სანდრო ლექსო მიშა რეზი და ლევანი მაგაზე მეტად გიყვარს? ეგრე აჩიც დარჩა ჩემთან მთელი დღე არ მომშორებია გვერდიდან ? რა არი ეს ადამიანის გამოყოფა? თუ რადგან ბავშვობაში რაღაც იყო მაგიტომ უნდა დაეჭვდე? გამოდისარც ყოფილა ძმაკაცი არასდროს, და იცი რა ? მე რომ ვთქვი ვიღაც მიყვარს მეთქი ეს ბიჭი შაკო რომ ყოფილიყო ვერუნდა მეთქვა შენთვის? შენ არ მითხარი ჩემი არუნდა გეშინოს და არასდროს არაფერს მიმალავდეო? და ამის შემდეგ გინდა რომ გენდო? როცა შაკო ეზოში გაიყვანე და რაღაც სისულელეები რომ ახსნევინე და იცი რა? სისულელე რომც არ იყოს მართლა ვუყვარდე, ან შაკოს ან ვინმე სხვას გამოდის ვერ უნდა ვთქვა რადგან ჩემი ძმა გიჟია და მოკლავს მას, ან სცემს ან რამეს დაუშავებს ? უღრმესიი მადლობა ყველას, მაგრები ხართ ესე რო მიჭერთ მხარს- ტაში დავუკარი ყველას და ზემოთ წამოვედი, მომეშვა ცოტა რადგან სათქმელიც იქვე ჩავაქსოვე და იმედი მქონდა ჩემი ძმა დაფიქრდებოდა. ესეც მეექვსე თავი, მეშვიდეც მალე იქნება, მადლობა რომ კითხულობთ ! :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.