შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეიძლება! თავი 5


4-08-2016, 15:46
ავტორი ketusha
ნანახია 1 617

მეორე დღეს შაკუნა კარგად იყო, ფეხზეც წამოდგა და არც სიცხე ჰქონდა. მთელი დღე უკან დამსდევდა და მადლობებს მიხდიდა იმისთვის რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ. მე კი მეცინებოდა მის ესეთ საქციელზე, თან მსიამოვნებდა მისი ყურადღება, თან ძალიან.
- კარგი შაკუ გავიგე რომ მადლიერი ხარ- ვუთხარი სიცილით
-ვერ გაიგე როგორც ჩანს- ცანცარებდა იგიც
- კარგი რა, მოგიარა, დიდი არაფერი უქნია- ნიშნის მოგებით გადმომხედა გიორგიმ და ჩემს გაბერაზებას შეეცადა. მაგრამ არ ავყევი და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა გიუნას.
- რა გჭირს?- ჩემთან გადმოჯდა გიო, მე კი უარყოფის ნიშნას თავი გავაქნიე. ყველა მამჩნევდა რომ ხასიათზე ვერ ვიყავი, შაკოს ესეთი დამოკიდებულება უარესად მხდიდა. მისი თვალები, მისი გამოხედვა, ღიმილი, ჩემზე შეხება, ჭკუიდან მშლიდა და ვხვდებოდი რომ აქედან რომ წავიდოდით მერე აღარ მექნებოდა იმის ბედნიერება რომ ესე ხშირად, ესე ახლოს მენახა, მივხვდი რომ ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა და არასდროს ვიქნებოდი მე შაკოსი, შაკო- ჩემი.. მიუხედავად იმისა რომ 1 კვირა წინ გვქონდა, მაინც განვლილ დღეზე ვფიქრობდი და არ მინდოდა ეს დასვენება დამთავრებულიყო.
- რა გჭირს ?- მკითა შაკომ და ჩემთან ახლოს დაჯდა, ისიც იმავე პასუხით გავისტუმრე და ჩემს ოთახში ავედი.. ფანჯარასთან ვზივარ და ვუყურებ , როგორ ნელა, ფრთხილად და თანმიმდევრობით მოდის თოვლის ფანტელები.. სასწაულად ლამაზია დილით ყველაფერი, ერთი ფინჯანი ყავა, თბილი პლედი, ლამაზი ხედი და უამრავი ფიქრი- არის ამაში ბედნიერება, მაშინაც კი როცა ვერ ახერხებ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის მოძებნას.რა მოხდებოდა რომ მე და შაკუნა ვიყოთ აქ მარტო, ვგრძნობდე მის თბილ მზერას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვუყურო უსასრულოდ.. უბრალოდ ვუყურო.. მე არასდროს მითქვამს ჩემი გრძნობების შესახებ, ამდენ ხანს, მხოლოდ მოკლედ გადმოვედიის რომ მიყვარს, მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ ამ "მიყვარს"-ში რამდენი რამე დევს არ გამიმტყუნებდით. ყველაფერი მიყვარს მისი, თვალები, თმა, ტუჩები, ხელები. მისი თითოეული ნაკვთი და უჯრედი და ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი ჩემს სხეულშია გაჟღენთილი. ვერ წარმოიდგენთ რა რთულია ადამიანთან ერთად "იცხოვრო" და დამალო ის რომ მასზე გიჟდები. გაგიჟებს მისი შეხება და გამოხედვაც კი. მე კი თავს ვიკავებ, ვცდილობ არაფერი დამეტყოს, რადგან ეს მას ავნებს. მე? არ მაინტერესებს.. ზუსტად რომ ვიცი რომ მას ავნებს და ჩუმად ვარ..ყავა მძიმედ გადადის ყელში და ვგრძნობ როგორ თბება ჩემი ორგანიზმი, ფანჯარა ოდნავ შევაღე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე, ალბათ შაკომ რომ იცოდეს როგორ მიყვარს სხვანაირად მოიქცეოდა, იცის რომ გრძნობა მაქვს მის მიმართ და ვერ იკავებს თავს და რომ იცოდეს რომ ესე გადარეული ვარ მასზე (მეცინება) ალბათ ეხლავე ცოლად მომიყვანს (ვიკრიჭები ამის გაფიქრებაზე).. ფეხზე წამოვდექი და დაბლა წავედი, სადაც ყველა შეკრებილიყო და საუბრობდნენ.
გავიგე როგორ ლაპარაკობდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ თუ რა მჭირდა, უცებ გავიგე ანამ როგორ დაიწყო ლაპარაკი და ადგილზე გავშრი, კედელს ავეყუდდე და ყური დავუგდე
- იცი დათუნა, ქეთუშას იქნებ ვინმე უყვარს და ვერ გეუბნება, მისი ძმა ხარ უნდა დაელაპარაკო, მე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ხომ იცით, ეს ქალური ინტუიცია- სცადა ნათქვამის განეიტრალება ანამ.
- მერე ისეთი ძმა ვარ რომ ვერ მენდოს?- ბრაზობდა ჩემი ძმა და ანას დაკვირვებით უყურებდა
- დათუ- ხმა დაუთბა ანას- მისმინე, აი დაფიქრდი, შეიძლება ისეთი ვინმე უყვარს რომ ვერ გეუბნება, იცის რომ არასწორია მისი გრძნობა და ეს ტანჯავს?- ეკითხებოდა ანა ფრთხილად და ყველა სმენად იყო გადაქცეული მათ შორის მეც , სასწაულად დავიძაბე ანას ნათქვამზე , მაგრამ გულის სიღრმეში მიხაროდა რომ გაბედა და ეს კითხვა დასვა.
- ისეთი ვინ უნდა უყვარდეს რომ ვერ გავიგო ანუკა, თან ქეთუშა არარი ქარაფშუტა გოგო, რატო უნდა შეყვარებოდა ისეთი ვინმე ვინც არარი მისი შესაფერისი, ქურდი და ნარკომანი ჩემი დის გვერდით ნამდვილად არ მინდა, რა იყო შენ რამე გითხრა?- დაინტერესდა ჩემი ძმა
- არაფერი, ქეთი სხვანაირი გოგოა, არასდროს საუბრობს , არასდროს წუწუნებს მის პრობლემებზე და ვიფიქრე რომ ეგ აწუხებდა, თუმცა მეეჭვება რომ ქურდი და ნარკომანი შეყვარებოდა- დაასკვნა ანამ.
ყველა გაჩუმებული იყო და ჩაფიქრებული, მე კი კიბეზე ფრთხილად ავედი და სპეციალურად ხმაურით ჩამოვიარე რომ გაეგოთ მოვდიოდი.
- რას შვრებით?- შევეცადე მხიარული ვყოფოლიყავი
- სად იყავი ?- დაინტერესდა გიო
- ოთახში გიო სად ვიქნებოდი?- გავეკრიჭე გიოს
-ვიფიქრე გაიპარათქო - ნამიოკი ჩამირტყა ჩემმა ძმამ- და დავისვენეთო, დაამატა ეგრევე
-არ გეღირსება - დავეჭყანე სასწაულად და გვერდით მივუჯექი
- გუნდაობა არ გინდათ?- გადავხედე ყველას
- მე მინდა, თან წამო ერთი დაგელაპარაკო უნდა შენ, არ მომწონხარ ამ ბოლო დროს- ფეხზე წამოდგა აჩი და ჩემსკენ წამოვიდა, ყველას თვალი ჩაუკრა და გარეთ გამიყვანა.
- რა ხდება?- გავიკვირვე მე და თოვლი შევაზილე სახეში
- ქეთი, არგინდა გთხოვ, ჩემთან თავს ნუ მოიტყუებ- დაიწყო აჩიმ და მივხვი რომ უკვე მეტირებოდა
- მიიყვარს- ვაღიარე წამიერად და აჩის მივეკარი, ვტიროდი მთელი გულით და არ ვშორდებოდი, აჩის კი მიხუტებული ვყავდი და თავზე მეფერებოდა, მამშვიდებდა , მოდი დავილაპარაკოთო მეუბნებოდა. როგორც იქნა ჩემი დამშვიდება მოხერხდა.აჩიმ შემომხედა და დაიწყო
-ქეთ, გთხოვ არ გინდა, დამშვიდდი, ვიცი ეხლა რასაც გეტყვი შეიძლება არასწორია, შეიძლება ჩემს დათუჩას ვახტები თავზე მარა ზუსტად ვიცი ისიც რომ ჩემს ადგილზე იყოს გვერდით დამიდგებოდა და დამიდგა კიდეც ერთ დროს, პატარა რომ ვიყავი, გახსოვს სურამში წავედით, ჩვენი ძმაკაცი თედო გვახლდა და თავისი და, მაშინ 15 წლის ვიყავი , შენც იყავი მახსოვს, ესე გაგაფრთხილეს ეს ბავშვები ჩაიბარეო ( იცინის), მაშინ შემიყვარდა პირველად, არასდროს გაგჩენია კითხვა სად არის თედო? დავკარგეთ, სამუდამოდ, მაგრამ მაშინ დათუნამ რომ გამიკეთა იმას არავინ გააკეთებდა, ვერც მე გავაკეთებ შაკუნასთვის, დათუნა ჩემი ძმაა ქეთუ, ხომ იცი როგორც მიყვარს, მაგრამ შაკო ძაან ცუდადაა, იმაზე ცუდად ვიდრე მე ვიყავი მაშინ. პატარა ვიყავი და უფრო ყველაფერს ვგრძნობდი გამძფრებულად, მაშინ შემიყვარდა ანინო ( თედოს და) , ვერ ავღწერ რა დრეები გამოვიარე, ფეხბურთიც დამავიწყდა და ყველაფერი,სულ ქუჩაში ვიყავი ოღონგ ყურადღება გადამეტანა და დამევიწყებინა, ცუდ გარემოში გავიჩითე, დათუნას დამსახურებაა რომ მე დღეს ფეხბურთს ვთამაშობ. მახსოვს როგორ დაისვა თედო ერთი ერთზე და უთხრა ძმაკაცი გვეღუპება და ეს ანინოს სიყვარულის მოსდითო. ჯერ გაშრა, შემდეგ გაიღიმა და იკითხა ანანისაც თუ უყვარდა, დათუნამ უთხრა რომ ვუყვარდუ, მართლაც მასე იყო, თვალებში ეწერა რომ მიყურებდა რასაც გრძნობდა, შენ კი ძალიან კარგად მალავ ემოციებს ( თავზე ხელი გადამისვა და მიმიხუტა), თედომ უხმოდ ადგა, ანინოს ხელი მოკიდა და წავიდა, დღემდე არ მინახავს მე კი მკვდარი ვარ შინაგადანად, ეს გოგო მჭირდება არსებობისთვის.
დათუნა ხშირად მეუბნება მიდი და ნახეო, მაგრამ ვერ ვბედავ , მე ხომ ვიცი როგორც შემეშალა თედოსთან, მე ვიჩხუბებდი და უარესად მოვიქცეოდი, არარი სწორი საქციელი ძმაკაცის დას რომ გახედავ, მე შაკუნას არ ვამართლებ, მაგრამ ვჭირდები მე მას. თან თქვენ სხვა სიტუაციაში ხართ, მაგრამ მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. ხომ იცი ბევრი რაღაცის ატანა მოგიწევს, დათუნა გაგიჟდება მაგას რომ გაიგებს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შაკო ბევრს ვეღარ მოითმენს და ეტყვის. იმ დღეს ანას რომ თქვა ტიროდაო, ოთახში შევედით და აბაზანიდან 2 საათი არ გამოსულა, მთელი ღამე არ სძინავს, ან აივანზეა, ან გამოიპარება ქეთის დავხედავო. მე არ გეტყვი რას გრძნობს არც იმას გეტყვი რაც მან უნდა გითხრას, არც ჩემთვის უთქვია რამე, მაგრამ თქმა საჭირო არიყო თვალებში ეტყობა ბიჭს ყველაფერი, ისიც ვიცი რომ გიყვარს, სანამ იტყოდი მანამდე ვიცოდი, ყველაფერი მახსოვს, ბავშვობაც კი,არვიცი როგორ იქნება თქვენი საქმე, მაგრამ შაკოს ვჭირდები, დათუნას არ დავკარგავ, ეს ზუსტად ვიცი , მაგრამ მეცოდება, ვიცი რომ სუნთქვა უჭირს ამ მდგომარეობის გამო, გამოვლილი მაქვს ქეთ, შენ ვერ გაიგებ ეს რა მძიმე ასატანია. მეც რომ ანალოგიურ სიტუაციაში ვიყო ვერ ვაპატიებ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს დათუნასი, იმის არა რომ კარგად შეხვდება ამ ამბავს, მაგრამ იმის მაინც, რომ როგორც მან გამიგო და დამიდგა გვერდში ისე გადაახურდავებს ეხლაც ყველაფერს- დაასრულა აჩიმ და გულში ჩამიკრა.
ცოტა ხანი სუფთა ჰაერზე ვიყავით, შემდეგ სახლში შევედით , რომ არაფერი შემტყობოდა ღიმილი ავიკარი სახეზე და ვცადე გამხიარულება
- აბა როგორ არის საქმე? თხოვდება ?- გადაიხარხარა გიო
- ჯერ არა- გაეკრიჭა აჩიც
-რაიყო რამეს მე მიმავალთ- გამოგვხედა დათუნამ
- შენ რომ მე მომიყვან კაია აბა? არუნდა გათხოვდეს ქეთო ?- შეუტია ნინიმ
- არ ვთხოვდები, ნუ ჯერ მაინც- გავიკრიჭე მე ნაძალადევად
- ვინ მოგიყვან ვიიინ- ფეხზე წამოდგა დათო და ჩემსკენ წამოვიდა
- ვიინ არ- შეუსწორა შაკომ და გაიცინა
- რავა ყველას შენ ევასები ჩემი დედას გეფიცები- გაიტყლარწა ჩემი ძმა და წინ ამეტუზა, - მართლა, შეყვარებული ხარ?- დაამატა შემდეგ
- ხალხნო, რატო ჩამაცივდით? მას არაფერი უთქვამს ჩემზე , არც ის უთქვამს მომწონხარო და მე რავიცი ჯერ რას ვგრძნობ თუ მისგან არ გავიგე ?- გადავხედე ეშმაკურად ყველას
- რა დონის სი*ია აზრზე ხარ? როგორ არ გითხრა ამდენ ხანს, დაგკარგავს და დაისვენებს - აცანცარდა შაკო
- ეტყვის ეტყვის, ვერსად წავა- დაემოწმა აჩიც და ყველას ერთად გაგვეცინა.

საღამოს გარეთ ვიყავით, ვცდილობდი შაკოსთან არ მოვმხდარიყავი ახლოს, თავს ვარიდებდი და ვცდილობდი მოშორებით მევლო. კარგად გავერთეთ, ვაღიარებ, რომ ერთად წამოსვლას დასასვენებლად არაფერი სჯობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თვით სიმპატიურობა გიყვარს და გაქვს ბედნიერება ხედავდე მას. არვიცი რატომ შემიყვარდა ეს ბიჭი, ის კი ზუსტად ვიცი რომ ყოველთვის ყველა გიჟდებოდა შაკოზე და არამარტო მასზე, საერთოდ ამ ბიჭებზე.
სახლში ისეთი დაქანცული მოვედი , ისეთი გაყინული რომ ფეხებს ვერ ვგრძნობდი, აბაზანაში რომ შესულიყავი რიგი უნდა დაგეკავებინა, ბიჭებს ვთხოვე , რომ მათი აბაზანით ვისარგებლებდი. თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ვხვდებოდი რომ ვცივდებოდი
- დათუ - სუსტად გავძახე აბაზანიდან
- მშვიდობაა? რა ხმა გაქვს?- გავიგე მისი ხმა კარს უკან.
- ბუხარი დაანთე გთხოვ, სიცხეს მაძლევს ეტყობა, ქვევით დავწვები
- ეხლავე ჩავალ - მომაძახა დათუნამ და უკვე კიბეებზე იყო.
მალევე გამოვედი, შევიფუთნე იმდენი ჩავიცვი, თმის გაშრობის თავიც არ მქონდა, ფეხშიშველა ჩავტყაპუნდი ქვევით და ეგრევე გაშლილ ლოგინზე დავეგდე მოწყვეტით. ყველამ დამესია რა გჭირსო, სიცხე გამიზომეს 38.2 მქონდა, საერთოდ ვერ ვიტანდი გაციებას და სიცხეს, სუსტი ორგანიზმი მქონდა ყოველთვის და მკვდარს ვემსგავსები.
- ნასკები არ გაცვია და თმა სველი გაქვს , გააფრინე ? - გამიბრაზდა ყველა ერთად
- არაუშავს - გავიგე უკნიდან შაკოს ხმა და დავინახე ხელში წინდები და ფენი როგორ ეჭირა. აჩიმ წინდები ამომაცვა, შაკომ თმის გაშრობა დამიწყო, იმდენად მსიამოვნებდა მისი შეხება რომ მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა, ხელს თმაში შემიცურებდა და ნელა მიშრობდა, ვგრძნობდი ეშინოდა რომ არ დავეწვი. ჩაი დამალევინეს და მალევე ჩამეძინა, ძალიან თბილოდა ოთახში და ტკბილად მეძინა..
გვიან გამევიძა, ტელეფონს რომ დავხედე 5 საათი იყო, საშინლად მტკიოდა ყველა ძვალი და ძალა არ მქონდა,ადგომა მინდოდა და ვერ ვდგებოდი, არადა წყურვილი მახრჩობდა, წამოდგომა როგორც კი ვცადე "ნაჩნიკი" აინთო და დავინახე როფორ იჯდა შაკუნა სკამზე, ისე ვიყავი რომ ვერც ვკითხე აქ რა გინდა მეთქი. გულში ისეთი სითბო ვიგრძენი ყველაფერი დამავიწყდა
- რატომ დგები?- ფეხზე ადგა და საწოლზე ჩამომიჯდა
- წყალი მინდა- ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
-ეხლავე- ადგა და სამზარეულოსკენ წავიდა, წყალი დამალევინა , სიცხე ძალით გამიზომა და გვერდიდან არ მშორდებოდა.
-37.8 ხაზი გაქვს, მაღალია, წამლებს მოვიტან- ფეხზე წამოდგა , წამლები მოიტანა დამალევინა
- გტკივა რამე? - მკითხა და თავზე ხელი გადამისვა.
- უშენობა- მივხვდი რომ ვბოდავდი მაგრამ კარგი დრო იყო
- მაგას ეშველება- მითხრა და შუბლზე მაკოცა , სკამი ახლოა მოიტანა და თავთან დამიჯდა . ჩემი ხელი ეჭირა და მკოცნიდა.
-შაკოო- ხელზე მოვქაჩე ახლოს რომ მოსულიყო
-გისმენ პატარავ- მითხრა და დაიხარა, იმდენად თბილი იყო მისი ნათქვამი რომ თავი არ ამიღია ტირილი ისე დავიწყე
- ქეთი რა მოხდა ?- შეეშინდა და საწოლზე გადმოჯდა .
- მოდიი რა- ვექაჩებოდი ისევ
- აქ ვარ- მიმიხუტა გულზე
- თვალებში შემხედე და მითხარი რომ არავინ არ ვარ შენთვის- ვემუდარებოდი შაკოს ის კი ხელს არ მიშვებდა და თავზე მკოცნიდა. ვგრძნობდი როგორ აუჩქარდა გული და შეაშინა ჩემმა სიტყვებმა, მიხვდა რომ ბევრს ვეღარ გავუძლებდი.
- ვერ გეტყვი, მინდა რომ გითხრა, მაგრამ არ ამოდის ჩემი პირიდან ეგ წინადადება- მესმოდა უკვე ძილში წასულს მისი ხმა და ვიგრძენი როგორ მაკოცა კისერში..
დილით გავიგონე შაკოს ხმა
- გთხოვთ ჩუმად- აფრთხილებდა ბავშვებს
- როგორ იყო? - ვიცანი აჩის ხმა
- 38 მაინც ჰქონდა, წამლები დავალევინე და მალევე დაეძინა
- გადაიჭერი ვენები მე დავრჩებიო, სამაგიეროს უხდიი , არ გვაცალე არავის, გაგვყარე ყველა- სიცილით ამბობდა დათუნა და ექიმ შაკოს ეძახდა გადაობით.
- დღეს მე დავრჩები კიდევ ეგრე თუ იქნა და აქ დაწვა- დაასერიოზულა აჩიმ
- მე არ დავტოვებ და შენც დარჩი თუ გინდა , მე ექიმი ვარ- ცდილობდა შაკო არაფერი დატყობოდა.
- ეხლა უკეთაა?- იკითხა ანამ
- კი, სძინავს და ჩუმად, ისე დათუ შენი და ანგელოზს გავს და შენ მოატრი რა პონტში გაიჩითე ? - მესმოდა შაკოს ხმა რასაც ბიჭების სიცილი მოჰყვა , მე კი ვხვდებოდი რომ შაკო ბევრს ვერ მოითმენდა და მალე გაიგებდა ჩემი ძმა ყველაფერს.. რაც მაშინებდა..

ბავშვებო პატარა თავია მაგრამ შემდეგი უფრო დიდი და საინტწრესო იქნება გპირდებით. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ , ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები !! :*



№1  offline წევრი isterichka123

კაია გააგრდზელე

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Ai nervebi meshleba chem tavze aqamde rogor ar wavikitxe es istoria.dzaan magaria da imedia bolos ertad iqnrbian.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent