მე და შენ... მთვარის შუქზე(თავიI)
სიხარულისგან აღტაცებულმა ავირბინე კიბეები ოთახის კარი შევაღე და დავიყვირე დედააა! -რა გაყვირებს! ხო მშვიდობაა? -იცი? ბანაკიდან დამირეკეს წელს დასავენებლად ბორჯომში მივდივარ. რამდენი ხანი მინდოდა და როგორც იქნა მეც მომივიდა დადებითი პასუხი. -კაია გილოცაავ (გამიღიმა დედამ) შემდეგ ტელეფონი ავიღე და ნინას დავურეკე მინდოდა ყველასთვის მეთქვა ისეთი გახარებული ვიყავი. -აუუ რა მაგარია როგორ მინდა მეც მანდ ვიყო და შენთან წამოვიდე -მეც მინდა მაგრამ დარწმუნებული ვარ ზვღაც არაა ცუდი(ამაზე ორივეს გაგვეცინა) ისეთი გახარებული ვიყავი სწრაფად დავიწყე ბარგის ჩალაგება. ერთი კვირით უნდა წავსულიყავი ამიტომ ბევრის არაფრის წაღებას ვაპირებდი ჩავალაგე რამდენიმე შორტი, ჩემი საყვარელი გვირილებიანი სარაფანა, რამდენიმე თბილი ტანსაცმელიც ჩავდე ყოველი შემთხვევისთვის, ოთხი წყვილი კედები და სულმოუთქმელათ ველოდებოდი ხვალინდელ დღეს. დასავენებლად ხშირად არ დავდიოდი დედა სულ მუშაობდა, მამა კი ჩვენთან არ ცხოვრობდა პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები გაშორდნენ. ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლიათ. იმ სახლში სადაც მე, დედა და მამა ვცხოვრობდით ახლა სხვები ცხოვრობენ, სახლი გაყიდეს და სხვადასხვა ადგილას იყიდეს. რამდენი მოგონება მაკავშირებს ამ სახლთან. დედა მეუბნება, რომ ბავშვობაში სულ მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი, ამბობს, რომ ძალიან მიყვარდა გაპრანჭვა და სულ დედას ტუჩსაცხებსა თუ სხვადასხვა კოსმეტიკას ვისმევდი. 19 წლის ვარ და ლიზა მქვია გარეგნულად ყველა დედას მამსგავსებდა ამბობდნენ, რომ მასავით დიდი მწვანე თვალები მაქვს, თმა ყავისფერი მზეზე ოდნავ მოწითალო ფერში, რომ გადადის, აღნაგობითაც კი ზუსტად მისნაირი თხელი ფიგურა მქონდა. ბევრი მეგობარი არასდროს მყოლია. ერთი მეგობარი მყავდა, რომელსაც ნინა ერქვა ისიც ჩემსავით დედასთან ცხოვრობდა. სკოლა დიდი ხანი არცაა რაც დავამთავრე ვიცოდი, რომ არასდროს მომენატრებოდა, თუმცა ზოგჯერ, როცა ვიხსენებ ისე ძალიან მინდა, რომ სკოლის მოსწავლე ვიყო. როცა დავფიქრდები და ვხვდები რა მალე გავიდა ბავშვობა, თითქოს არც არასდროს ყოფილა ნეტავ ისევ შემეძლოს იმ მზიანი და ბედნიერი დღეეების დაბრუნება რასაც ბავშვობა ჰქვია. როგორ დავიდოდით მე და ნინა სკოლის ექსკურსიებზე, ვერთობოდით და ათას სისულელეს ვაკეთებდით, ხშირად გვიჩხუბია ერთმანეთის დასაცავად და დირექტორის კაბინეტშიც არაერთხელ ამოგვიყვია თავი. ფიქრებში გახვეულს ჩამეძინა, ისე ტკბილად მეძინა, რომ გაღვიძება აღარც კი მინდოდა. უცებ მაღვიძარამ დარეკა. აფორიაქებული წამოვხტი და სკამზე გადაკიდებული დილისათვის გამზადებული ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. შავი მოკლე შორტი და საროჩკა ჩავიცვი. დაბლა ჩავედი დედას უკვე ეღვიძა და სამზარეულოში ფუსფუსებდა -ლიზაა მოდი ისაუზმე -მოვდივარ! მაგიდას მივუჯექი და დავიწყე ჭამა. -იცოდე ფრთხილად იყავი, შორს არსად წახვიდე (მარიგებდა დედა ჭკუას) -კარგი რა დედაა ისევ ბავშვი ხო არ ვარ ბარგი ავიღე და სახლიდან გამოვედი მივუახლოვდი იმ ადგილს საიდანაც უნდა აგვერო სტარტი. დიდი ორ სართულიანი ავტობუსი იდგა იქვე ერთი გოგო აღწერას აკეთებდა ადგილზე თუ იყო მგზავრების ყველა წევრი. ჩემსკენ წამოვიდა და მკითხა -თქვენი სახელი? -ლიზა ლებანიძე -ლიზა ხელი აქ მომიწერე, ავტობუსში ადი და შენი ადგილი დაიკავე. ავედი ავტობუსში წინა ადგილები არასდროს მიყვარდა ამიტომ უკან ორ ადგილინში დავაპირე დაჯდომა, ფანჯარა გადავწიე ამოვიღე ტელეფონი და ურსასმენები მუსიკის მოსასმენად. ამ დროს ავტობუსი თანდათან ივსებოდა უამრავი უცხო ადამიანით. უკან ჩემს ყურადღებას ვიღაც ბიჭები იქცევდნენ, რომლებიც ზედმეტად ხმაურობდნენ, ერთი სული მქონდა როდის გაჩუმდებოდნენ. ეკიპაჟის წევრმა გოგონამ მათ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად განაგრძობდნენ თავისას. მინდოდა უკან გამეხედა და მეჩხუბა იმ ტიპებისთვის მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს. თავი შევატრიალე და ერთ ბიჭს მოვკარი თვალი გარეგნულად ვერაფერს დაუწუნებდი შავგვრემანი, ლურჯთვალება და სიმპატიური იყო, თუმცა ზრდილობით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებდა. -რამე გინდა?(მკითხა იმ ბიჭმა,ვისი ყურადღებაც მიიქცია ჩემმა თვალებმა) -შენ ვერ ხვდები? -ვერა და მიმახვედრეე(აგდებულად მითხრა) -ძალიან ხმაურობ და ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ(მისი ტონი არ მომეწონა) -აუუ მგონი გოგონა შევაწუხეეთ თავის ძმაკაცებს გადახედა და სიცილი დაიწყეს ჯობდა კამათი აღარ გამეგრძელებინა ეტყობოდა, რომ მათთან მაინც ვერაფერს გავხდებოდი, თან მარტო ვიყავი ისინი კი ოთხნი იყვნენ. ამასაც რომ დავანებოთ თავი კამათი და კონფლიქტი არ მიყვარდა თან არ მინდოდა ჩემი დიდი ხნის ნანატრი არდადეგები ვიღაცასთან ჩხუბით დაწყებულიყო. მოკლედ შევეშვი თავი მოვატრიალე ყურსასმენები გავიკეთე და თავი ფანჯარას მივადე. -ჰაჰა დანებდა!(ისევ ის ბიჭი იყო) ამაზეც არ მიმიქცევია ყურადღება მთელი გზის განმავლობაში უფრო უარსეად იქცეოდა. გულში ვფიქრობდი სწორად მოვიქეცი თუ არა ბანაკში რომ დავაპირე დასვენება თავი რატომღაც სკოლაში მეგონა. არასრულფასოვნების კომპლექსიანი ბიჭები, რომ ცდილობენ მიიქციიონ გარშემომყოფთა ყურადღება. როგორც იქნა ჩავაღწიეთ ეკიპაჟის წევრმა გოგონამ მიგვითითა, რომ უკვე ჩამოსვლის დრო იყო. ჩამოსვლა დავაპირე თუ არა.... გავაგრძელო? ძაან მკაცრადაც ნუ შემაფასებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.