შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიჯაჭვული (VI თავი)


5-08-2016, 22:13
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 033

იმდენად სწრაფად მიდიოდა მოტო, რომ თავიდან ძალიან შეეშინდა. სახეში ცივი ქარი ეცემოდა და თმებს ჰაერში უფრიალებდა. შემდეგ კი თანდათან ადრენალინის შეგრძნება გაუმძაფრდა და მოეშვა. ახლა მხოლოდ სისწრაფით ტკბებოდა და უსასრულოდ გაწელილ გზას გაჰყურებდა. როდესაც ქალაქის გარეუბნებსაც გასცდა, ცოტა ანერვიულდა, თუმცა კითხვების დასმისგან თავი შეიკავა და ნაცნობ უცნობს ბოლომდე მიენდო. საკმაოდ დიდი და დამღლელი გზის შემდეგ უცნაური სურნელი შეიგრძნო და შრიალი მოესმა. შორეული წარსულიდან გაახსენდა მონატრებული ზღვის სურნელი და წელზე შემოხვეული ხელები ოდნავ დაეძაბა. საბოლოოდ ეჭვებში მაშინ დარწმუნდა, როდესაც უკვე სანაპიროს გასწვრივ მოძრაობდნენ. თავი მოაბუნდა და უყურებდა, თუ როგორ ეხეთქებოდნენ ზღვის შავი ტალღები, რომლებსაც ოდნავ ლურჯი ფერი დაჰკრავდათ, ნაპირს. საოცარი სიმშვიდე იგრძნო. იმ წამს ლაშას დიდი მადლობელი იყო, რომ აქ წამოიყვანა და ამ სილამაზის აღქმის საშუალება მისცა.
საბოლოდ მოტო სანაპიროზე გავიდა და გაჩერდა. დიდი გზისაგან დაღლილმა ერთიანად გაშეშებული ტანი ძლივს დაძრა და ქვიან ნაპირზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში ლაშაც გვერდით მიუჯდა თავის განუყრელი ჩაფხუტითურთ.
-გმადლობ.
-არაფრის.
მათი დიალოგი მხოლოდ ამ ორი სიტყვით შემოიფარგლა. ჩუმად გაჰყურებდნენ ჰორიზონტს და მათი მზერაც იკარგებოდა სადღაც შორს, ათასი კილომეტრის იქით, ზღვის ტალღებში. ზღვა შთანთქავდა მწუხარებას მათ თვალებში და სანაცვლოდ ამოუცნობ, სასიამოვნო შეგრძნებებს უსახსოვრებდა. გარემოც თანდათან იცვლებოდა, ბნელს ნათელი ანაცვლებდა, მზე თანდათან ამოდიოდა და მუქი ლურჯი ფერები ნელ-ნელა ოქროსფრად გარდაიქმნა. ზღვიდან მონაბერი ცივი სიოც სასიამოვნო შეგრძნებას უტოვებდათ. მათი გაწელილი ჩრდილები კი თანდათან ტალღებს შორდებოდა და პატარავდებოდა. სალომე არც სიცივისა და არც დაღლილობის შერძნებას შეუწუხებია, უბრალოდ შეუძლებელია ასე მომხდარიყო, ის ხომ ასეთ მშვენიერ ადგილას იყო, თანაც ლაშასთან ერთად. თავს უჩვეულოდ კარგად გრძნობდა და მიხვდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთსო მომენტი იყო, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა. კიდევ დიდხანს ისხდნენ ასე უხმოდ, შემდეგ კი დაღლილობამ თავისი გაიტანა და ძილი მოერია.
როდესაც გაიღვიძა მზე კარგა ხნის ამოსული იყო, რაც ფანჯრიდა შესანიშნავად ჩანდა. ,,შუადღე იქნება უკვე. სახლში უნდა დავრეკო’’ გაიფიქრა და წამოდგა. ტუმბოზე დადებული ტელეფონი აიღო და საათს დახედა. 2 ხდებოდა. სასწრაფოდ აკრიფა სახლის ტელეფონის ნომერი და ზუმერს დაელოდა. დიდი ხანი არ დასჭირვებია ლოდინი. ნანუმ აიღო მაშინვე და ანერვიულებული ხმით მიმართა.
-სალომე შვილო, რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული. ასე ძალიან რატომ მანერვიულე? სად ხარ? რამე ხომ არ დაგემართა? რატომ გაიპარე გუშინ? ვისთან ერთად ხარ?-ერთად მიაყარა კითხვები.
-კარგი ნანუ, ბოდიში. არ მინდოდა ასე გამოსულიყო. მეგობართან ერთად ვარ და დღეს საღამოს დავბრუნდები. არ ინერვიულო კარგი? ვიცი ძალიან უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, მაგრამ მეც არ მქონდა ასე დაგეგმილი.
-კარგი ჩემო გოგო, ასეც ნუ ინერვიულებ, ოღონდ გამაფრთხილე წინასწარ, როდესაც სადმე წასვლას გადაწყვეტ. ხო მართლა ვისთან ერთად ხარ? რომელ მეგობართან?
-შენ არ იცნობ. ხო მართლა... მითხარი მამამ რა თქვა? ძალიან გაბრაზებულია?
-მამაშენს არც გაუგია რომ წახვედი, თორემ წარმომიდგენია რა ამბავს დაატრიალებდა. მოვატყუე და ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ გეძინა. დილით ისე წავიდა არც იცოდა სახლში რომ არ იყავი. მე კიდევ ისე ვინერვიულე ლამის სიმართლე ვუთხარი.
-კარგი ნანუ, დიდი მადლობა სამართლე რომ არ უთხარი და ბოდიში ასე რომ განერვიულე. ახლა უნდა გავთიშო და საღამოს ისევ დაგირეკავ წამოსვლის წინ.
-კარგი ჩემო გოგო. ის მაინც მითხარი სად ხარ?
-ადგილი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ზღვაზე ვარ.
-ზღვაზე?! რომ ჩამოხვალ სასწრაფოდ ყველაფერს მომიყვები! ახლა კი გავთიშავ, კარგად ჩემო გოგო და თავს გაუფრთხილდი.
-კარგად ნანუ, ძალიან მიყვარხარ.
ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ოთახისთვის მოევლო თვალი. საკმაოდ კომფორტული და საყვარელი პატარა ოთახი ოყო, ღია ცისფრად შეღბილი. ღია ფანჯრიდან კი ზღვის ხედი იშლებოდა. ნოემბრის სუსხის მიუხედავად ეს სილამაზე და გარემო მხოლოდ გათბობდა. კარგა ხანს გაჰყურებდა ხედს. ბოლოს გაოფხიზლდა და ფანჯარას მოშორდა. ოთახიდან გავიდა და პატარა საზაფხულო სახლს მოავლო თვალი. საოცრად მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა. მისაღებში, რამოდენიმე სურათი იყო გამოფენილი გოგონამ კი თითეული მათგანის დიდი ყურადღებით თვალიერება დაიწყო. პირველ სურათზე ახალგაზრდა ქალი იყო გამოსახული ულამაზესი ღიმილით. მეორე სურთზე კი იგივე ქალი უკვე პატარა ბიჭთან ერთდ. შემდეგზე კი მთელი ოჯახი მამაკაცის თანხლებით. სურათების თვალიერებით გართული კარის ხმამ გამოაფხიზლა. შებრუნდა და ოთახში ახლად შემოსულ ლაშას შეეჩეხა. თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოხურული და სახე თითქმის არ უჩანდა., ხელში კი აუმრავი პარკი ეჭირა. მის დანახვაზე სალომეს სახე გაებადრა.
-როგორ გეძინა?
-მშვენივრად. გმადლობ აქ რომ წამომიყვანე. ეს სახლი შენია?
-კი, ჩემი ოჯახისაა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.
-ხო, მიყვარს აქ ჩამოსვლა. ჩემთვის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მოგიყვანე აქ.
ცოტა ხნით ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. სალომე უხერხულად იკვნეტდა ტუჩს.
-ალბათ ძალიან მოგშივდებოდა. იმედია დამეხმარები სამზარეულოში, თორემ შეფ-მზარეულობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი და შეიძლება სახლიც გადავწვა.
-რა თქმა უნდა , ახლავე. პარკების ნაწილი გამოართვა და სამზარეულოსკენ წავისნენ. ყველაფერი დახლზე დააწყვეს და საჭმლის მზადება დაიწყეს. მიუხედავად თავისი მცირე ცოდნისა ამ სფეროში, მაინც სალომე ხელმძღვანელობდა მომზადების პროცესს. თევზი შეწვეს, დესერტად კი ბლინები მოამზადეს. ლაშა მორჩილად ასრულებდა მის ყველა ბრძანებას, მიუხედავდ იმისა, რომ ჩამოფარებული კაპიუშონი ხედვაში ხელს უშლიდა. ერთმანეთს საინტერესო ამბებს უყვებოდნენ მათი ბავშვობიდან და მხიარულობდნენ. ზღვაში ჩაკარგული პრობლემები კი არსად ჩანდა. საბოლოოდ ყველაფერი მაგიდაზე დააწყვეს და გემრიელად შეექცნენ. არც სადილობისას შეუწყვეტიათ საუბარი.
-კი, კი ნამდვილად ასეთი საშინელი და აბეზარი ვიყავი ბავშვობაში.-სიცილით ყვებოდა სალომე.
-საწყალი ძაღლი შენს ხელში.
-ეგ რა არის, სადაც ხელში ჩავიგდებდი დავიჭერდი და ყურებს ვუწევდი აწკმუტუნებამდე. ახლა რომ გადავხედე ჩემს საქციელს ნამდვილად საშინელი ბავშვი ვიყავი. მართლა საწყალი იყო ბაბი ჩემს ხელში.
-იმედია ახლა არ ხარ ასეთი სადისტი - ლაშაც ხმამაღლა სიცილით ამბობდა.
-ნუ ღელავ შენს მიმართ ჩემს ბნელ მხარეს არ გამოვაჩენდა ბაბივით არ გაწკმუტუნებ. -სიცილით უთხრა სალომემ.
-მადლობელი დაგრჩები.
სადილის შემდეგ მაგიდაც აალაგეს და ჭურჭელს შეთანხმებულად მიხედეს. სალომე რეცხავდა, ლაშა კი ამშრალებდა.
-მოდი რამეს ფილმს ვუყუროთ.
-მე თანახმა ვარ, ძალიან მიყვარს ფილმები. ოღონდ ისეთი მინდა რომ ნანახი არ მქონდეს.
-კარგი, მოდი, მაშინ შენ აარჩიე.
-მაგალითდ ეს.
-ნუთუ ფორესტ გამპი არ გაქვს ნანახი? და შენ ამბობ რომ ფილმების მოყვარული ხარ? - გადაიხარხარა ლაშამ.
-ნუ დამცინი და მიდი ჩართე -მუჯლუგუნი წაჰკრა მომღიმარმა სალომ და დივანზე მოხერხებულად მოკალათდა, მის წინ, მაგიდაზე კი, სახელდახელოდ გამზადებული ბატიბუტით სავსე ჯამი მოათავსა.
დრო სასიამოვნოდ გავიდა ფილმის ყურებაში. როდესაც ეკრანზე ტიტრები გამოჩნდა შეამჩნიეს რომ უკვე საკმაოდ მოსაღამოვებული იყო. მზე ჩასვლას იწყებდა.
-ლაშა, დღეს აუცილებლად უნდა დავბრუნდე.
-ვიცი-უხალისოდ ჩაილაპარაკა.- აიღე შენი ჟაკეტი, მობილური და რავი რა ნივთებიც გაქვს და წავიდეთ უკვე.
სალომეც უხალისოდ წამოდგა და ნივთების ძებნა დაიწყო. რამდენიმე წუთში კვლავ მიყვებოდნენ გზას ზღვის ნაპირის გასწვრივ მოტოთი, თუმცა იმის ნაცვლად რომ გზა განეგრძო, ლაშამ გადაუხვია და სანაპიროზე გავიდა. ორივე უხმოდ შუჰყურებდა მზის უკანაკნელ სხივებს, რომლებიც ნელა ეთხოვებოდნენ დედამიწას და აწითლებულ ჰორიზონტში იმალებოდნენ. ამ სილამაზით მონუსხულები გაშეშებულები იდგნენ მოტოზე მიყრდნობილნი. ცოტა ხანში ლაშამ დაიწყო:
-ჩვენი ცხოვრებაც ზღვას მაგონებს, მასსავით ბობოქარია. ხან ბნელია და მღელვარე, ხან კი წყნარი და კამკამა. მზე კი სინათლეა ჩვენს ცხოვრებაში, სიყვარულია, რომელიც ხან გამოჩნდება და ცხოვრებას ალამაზებს, ხან კი ასე იკარგება, ტალღები შთანთქავს და ქრება.
-მაგრამ მეორე დღეს ხომ კვლავ ამოდის. ეს შეუქცევადი პროცესია, ცხოვრებაც ხომ ცვალებადია. ყოველთვის იქნება ნათელი და ბნელი, მთავარია გაძლება ისწავლო.
-მართალი ხარ.
ცოტა ხნით კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
-შეიძლება შენი სახე ვნახო? - მოულოდნელად იკითხა სალომემ. კითხვა უპასუხოდ დარჩა, რაც თანხმობად მიიღო. ნელა წაიღო ხელი ჩაფხუტისკენ და მოხსნა დაიწყო. ლაშა არ შეწინააღმდეგებია. თავჩახრილი იდგა, თუმცა სალომე მშვენივრად ხედავდა მის ნაიარევიანი და დამწვარი სახის მარჯვენა ნაწილს. ნაზი ხელი ნელა წაიღო და დაზიანებულ კანზე ჩამოუსვა, შემდეგ კი თავი ააწევინა და უკიდეგანოდ შავ თვალებში ჩახედა.
-ამის გამო ჩემი არ უნდა გერიდებოდეს.
ლაშა ერთ ხანს გაშტერებული უყურებდა, შემდეგ კი ხელი მოხვია და გულში მაგრად ჩაიკრა. ისე ძლიერ ეხვეოდა, მის მხრებში თითქმის სულ ჩაიკარგა ეს სიფრიფანა გოგონა. ამ დროს კი ორივე საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს სხვა ამოუცნობ, მშვენიერ სამყაროში გადავიდნენ. ამ წამების დასრლების სურვილი არცერთს არ ჰქონდათ. პირველი ლაშა გამოფხიზლდა. შეტრიალდა და ჩაფხუტი კვლავ დაიხურა. მოტოზე მოთავსდა. სალომეც მას მიჰყვა და ორივე გაუდგა დამღლელ გზას სახლისკენ.
როდესაც ჩავიდნენ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ლაშამ მოტო სალოს სახლთან გააჩერა. ერთ ხანს უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ლაშა სახეს აღარ მალავდა.. შემდეგ კი უცებ სალომე მიუახლოვდა და ნაიარევიან ლოყაზე მთელი გრძნობით აკოცა. უცებ შეტრიალდა და სწრაფად გაემართა სახლისკენ. გაღიმებული და გაშეშებული ლაშა კარგა ხანს შეჰყურებდა მიმავალ სილუეტს, ხოლო, როდესაც გოგონა კარის უკან მიიმალა, მოტო დაძრა და წავიდა.



№1 სტუმარი ..,.............

gaagrdzele****
male dade

 


№2 სტუმარი Ketis

Au ra kargia ise wavikitxe kvela tavi verc shevamchnie ro es bolo iko dgeitvis... Au dade raaa dzaan momecona ai dzaaan magra mainteresebs dilit ras izamen da es biji ras gaakatebs da vapshe vinaa

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Momewona salos saqcieli.kargi gogoa
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი ბაბუაწვერა

..,.............
gaagrdzele****
male dade

Ketis
Au ra kargia ise wavikitxe kvela tavi verc shevamchnie ro es bolo iko dgeitvis... Au dade raaa dzaan momecona ai dzaaan magra mainteresebs dilit ras izamen da es biji ras gaakatebs da vapshe vinaa

La-Na
Momewona salos saqcieli.kargi gogoa


შემდეგ თავში ბევრ რამეს გაიგებთ feel

 


№5  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Me mgonia rom lasha aris im kacis shvili saxeli damaviwyda ai salos deda vinac moakvlevina. Is qali ro im kacis saxlshi mivida da iq misi coli da bichi ro iyo ai eg mgonia ))
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№6  offline წევრი isterichka123

კაია გააგრხელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent