შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი მესამე)


6-08-2016, 00:42
ავტორი 5th Angel
ნანახია 2 958

შენ იმთავითვე არსებობდი ჩემში, როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში, და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო. მე ვგრძნობდი, რომ შენ ჩემში იყავი და მე გეძებდი შენ..
***
იმ დღეს ანის დაბადების დღე იყო. ნიკამ გამოიარა.
‎- აჰა, შოკოლადი!
- არ მინდა!
- რატო?
- ნოემბერშია გამოშვებული.
- ახლა რომელი თვეა?
- სექტემბერი.
- აზრზე ხარ. მომავლიდანაა…
სიცილით თქვა ნიკამ და თმაზე მომეფერა.
ჩავბჟირდი. შოკოლადი ხელიდან გამოვსტაცე. ტვიქსი იყო. ვგიჟდებოდი.
ორივე ერთად მოვკბიჩე.
ნიკას გაეცინა.
- ხო, აბა, მეორეს ხო არ ეწყინება!
ამაზე უარესად ჩაბჟირდა. რა სულელი მყავხარო..
მთელი გზა მხიარულად გავატარეთ.
ჯინსის გალერეაში მივედით. საჩუქარს დიდხანს ვარჩევდით და ბოლოს, ლურჯი ფერის ზამშის ბენსიმონები და ამავე ფერის ჯინსი ავარჩიეთ.
იმხელა საცობები იყო, "ისტერიკამდე" ძლივს მივაღწიეთ.
-ჩემი პელე წყვილი მოსულა!
ღიმილით შეგვეგება ანი.
-გილოცავ ჩემო ცხოვრება!
საჩუქარი მივეცი.
გაგიჟდა.
გაუხარდა.
ჩამეხუტა და მაგიდისკენ მიგვითითა.
ვსვამდით,ვერთობოდით, ვგიჟობდით.
მერე ნიკას ტელეფონზე ვიღაცამ დაურეკა.. გავალ და მოვალო.. კარგი-მეთქი. ცეკვა განვაგრძეთ.
უკნიდან ხელის შეხება რო ვიგრძენი, გამიკვირდა. უნდა მეთქვა ესე მალე როგორ მოხვედი-თქო.
რო შევტრიალდი გულმა კინაღამ დამარტყა.
გიორგი იყო. ქვრივიშვილი.
-არ მეცეკვები?
ანის გავხედე. რა უნდაო, თავით მანიშნა. ვერ იტანდა გიორგის. სკოლის პერიოდში სუ კუდში დამსდევდა. გიჟი იყო და ყველამ იცოდა.უარი რო ვუთხარი,უარესად გაგიჟდა. რა მოუვიდა არ ვიცი, მაგრამ მერე ცოლი მოიყვანა, და შვილს ჩემი სახელი დაარქვა, თურმე.
უხერხულად შევიშმუშნე. არ მინდოდა დაძაბული სიტუაციის შექმნა.
- ერთი ცეკვა რა იყო, ტოო.. რამდენი ხანია არ მინხავხარ..
ცინიკურად ჩაიცინა.
-არ ვცეკვავ, მადლობა.
ვუთხარი და უკან ვაპირებდი მობრუნებას. მკლავში ძლიერად რო მწვდა.
-მე რო ვამბობ, ესე იგი, გინდა!
სწრაფად მომიჭირა წელზე ხელი. პანიკების მორთვას აზრი არ ქონდა.
-შეყვარებული გყოლია.. თვით ნიკოლოზ წერეთელი.. კაი ბიჭი დაგითრევია, ბრავო.
ხმა არ გამიცია. ძარღვები მქონდა დაბერილი შიშით. ცოტაც და ალბათ მიწა გამისკდებოდა.
თვალებში არ ვუყურებდი.
- რა იყო, ძაან შეგაშინე?
სიცილით თქვა.
- ხელი გამიშვი,რა.
ცოტა უხეშად ვუთხარი.
- წესივრად მელაპარაკე, თორე..
არ ვიცი მერე რა მოხდა, მაგრამ ძირს დაგდებული გიორგი რომ დავინახე, ჰერმესის სუნი რო ვიცანი, სისხლმა ამასხა ტვინში.
ხალხი გაოგნებული იყურებოდა.
მაჯაში მწვდა და ორ წამში მის ჯიპში ავღმოჩნდი.
ფეხებს ვერ ვგრძნობდი, თავი მისკდებოდა.
-შენ გოგო სულ გააფრინე,ხო?!
ასეთი გაცეცხლებული წერეთელი, არასდროს მენახა. თვალები ჩასისხლებული, გაცოფებული, ძარღვებ-დაბერილი. გახშირებული სუნთქავდა.
-მე რა შუაში ვარ?
დავუყვირე. მერე მივხვდი, რო არ უნდა მექნა.
საჭეს მიარტყა ხელი.
-რას ქვია შენ რა შუაში ხარ? სუ გამოდებილდი ამხელა გოგო? ხუთი წუთი ვერ უნდა დაგტოვო მარტო?
ბოლო ხმაზე ყვიროდა.
- გითხარი მე არაფერ შუაში ვარ-მეთქი. ნაცნობი იყო და რა მექნა, არ გეცეკვებითქო, სოფლელივით მოვქცეულიყავი?
გავმწარდი. მაგრამ ვიცოდი რომ მართალი იყო. არ დავუთმობდი, შანსი არ იყო.
- და შენი აზრით ეხლა როგორ იქცევი? ამის დედას ****
ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ცოტაც და ალბათ მოვკვდებოდი.
-რა გინდა ნიკა?
-აა, კიდე მე რა მინდა? არ იცი, რო სადაც მე არ ვარ, იქ უცხო ტიპებს არ უნდა ეჩალიჩო? ეგეც მე გასწავლო?! ნაცნობებს კისერზე უნდა ჩამოეკიდო გოგო? ნუ გადაგყავარ ჭკუიდან, თორე დავხვრიტავ მაგ ბ***შვილს.
- შენ თუ შარზე ხარ არ ვიცი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო-თქო, გითხარი! და თუ მიზეზზე ხარ, პირდაპირ თქვი რომ აღარ გინდა ჩემთან ყოფნა, სისულელეების მომიზეზების გარეშე!
ლამის ცრემლები გადმომცვივდა.
ამაზე სუ გაგიჟდა. რას ქვია არ მინდა და ვაბშე რეებს მეუბნებიო.
მერე უარესად ავყევი და ისეთები ვუთხარი, არ უნდა მეთქვა. იმან უარესად გააფრინა.
მერე გადადი მანქანიდან და შემეშვიო.. გადმოვედი და როგორც კი მანქანა მოწყდა თვალთახედვის არეს, იქვე მიწასთან ჩავიკეცე..
***
მონატრება დროითი კი არა სივრცითი ფენომენია,შესაძლოა ადამიანი მთელი თვე ვერ ნახო,მაგრამ თუკი ის სადმე წავა და მასთან შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება,პირველივე დღეს მოგენატრება.
***
ორი კვირა ხმას არავის ვცემდი. ლოგინზე ვიწექი და ჩვენ ფოტოებს ვათვალიერებდი.
გოგოებს ეშინოდათ ჩემთან მოსვლა, მაგრამ ყველაფრისდამიუხედავად თითქმის სულ ჩემთან იყვნენ.
"არაუშავს, შერიგდებით"-ო, მამშვიდებდნენ.
მერე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ვნახე. ნიკა და ვიღაც გოგოები იყვნენ, კლუბში.
მაგაზე სუ გავჭედე.
ისტერიკა მოვრთე და ძლივს დამამშვიდეს.
ხომ არაფერი,მაგრამ რომ გავიგე შესაძლოა სხვას დალოდებოდა ისეთივე გაბრწყინებული თვალებით,როგორც მე მას - გული დამიმძიმა ამაზე ფიქრმა...
მთელი დღეები ვიწექი და ვფიქრობდი. უიმისოდ არ შემეძლო, არც ერთი დღე და არც ერთი წუთი..
ვკვდებოდი მონატრებით, მიყვარდა და გაგიჟებამდე და იმის იქითაც.
ერთი თვის მერე, ყველაფერი მწყობრში ჩადგა.
გამოვედი ცოტა მეც და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი, უიმისოდ..
ნიკას გარეშე..
მანქანა დავუბრუნე და გაგიჟდა. სუ დავლეწავ იცოდეო. დაიტოვე და სამახსოვროდ გქონდესო..
***
მთელი თბილისი ალაპარაკდა, ნიკა წერეთელი და ნიცა ყიფშიძე დაშორდნენო. ნიკას ახალი გოგო ყავსო!
***
დემეს დაბადების დღე იყო. დამპატიჟა.
ზუსტად ვიცოდი, ნიკაც იქ იქნებოდა და არ მინდოდა ნახვა. არ მცალია-მეთქი, ვუთხარი.
რო არ მოხვიდე, იცოდე გავგიჟდებიო, მითხრა. ხმას აღარ გაგცემ, ცხოვრებაშიო.
რა უნდა მექნა, ჩემი თავი დავაჯერე, რომ ნიკა აღარ მიყვარდა. და ეს საღამო არაფერს შეცვლიდა.
დუტიფრიში გავიარე, სუნამო ვუყიდე ამაღლობელს, ისეთი, თვითონ რო უყვარდა.
მივულოცე, ძალიან მიყვარხარ და მენატრებითქო. მეცო, და ჩამეხუტა.
მერე ნიკა დავლანდე, ვიღაც გოგოსთან ერთად. პულსი გამიჩერდა. წნევა ამივარდა. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
ამ ერთ თვეშიც, ისეთი შეცვლილი იყო, კარგა ხანს ვუყურებდი, ეს ნიკა წერეთელია, თუ არა-მეთქი.
ლამის იქვე ვიტირე.
არ შევიმჩნიე.
ან შემემჩნა მაგრამ მე არ შევიმჩნიე, რო შემემჩნა.
სხვათა შორის, ესეც დიდი რამეა.
თვითონ რო გამომხედა, მისმა მზერამ საერთოდ გამანულა. მეც დაჟინებით ვუყურებდი.
მერე, ვაჩემ ახალ წყვილს გაუმარჯოსო, სადღეგრძელოები რო დაელიათ! გულში რაღაც ჩამწყდა. რო იმ გოგოს ადგილას მე არ ვიყავი..
თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ნიკამ გამომხედა. მზერა ავარიდე.
აივანზე გავედი.
პირველად მაშინ მოვწიე..
აივნის კიდეს ვიყავი გადაყუდებული. მთაწმინდაზე ქარი საშინლად უბერავდა..
მაღალქუსლიანები გავიხადე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. მეშინოდა, გული არ წამსვლოდა...
- ერთხელ კიდევ დაგინახავ სიგარეტით ხელში და ენას მოგაჭრი!
ჰერმესის სუნი ვიგრძენი.. შევხტი. სიგარეტი გიჟივით გამომგლიჯა ხელიდან.
-წადი და ლიკას მოაჭერი!
გაეცინა.
-რა იყო, ხო არ ეჭვიანობ?
-აღარ მიყვარხარ ნიკა! საეჭვიანო არაფერია..
სრული სერიოზულობით ვუთხარი.
-ხო?
მკითხა და ხელი კაბის ქვემოთ შეაცურა. გავგიჟდი, დავპანიკდი. კანზე ტაომ დამაყარა. - არ გეტყობა რაღაც.
-ნიკა შემეშვი!
დავუყვირე. ხელი გავაწევინე და ფეხზე წამოვხტი.
-იცოდე აღარ გაბედო ყვირილი ჩემთან და ტონს დაუწიე!
ისეთი ნიკა იყო, არასდროს რო არ მენახა. შემეშინდა.
კედელს ამაკრა. ცხელი სუნთქვა, სახეზე მეცემოდა.
ცოტაც და ვიტირებდი.
-თავი დამანებე.
ვუთხარი და მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება ვცადე.
-რა იყო ტოო, ვიღაც ბ***ე ეჭვიანობ?
გადაიხარხარა. ისე მომნატრებოდა მისი სიცილი, გაბრაზება რო არა, ალბათ მივვარდებოდი, ჩავეხუტებოდი და კოცნით დავახრჩობდი.
-არ მაინტერესებს ნიკა ვინაა, რაც მთავარია..
სიტყვა გამაწყვეტინა.
-შენი საქციელი ხო არ დაგვიწყებია, ნიცა!
დასერიოზულდა. მკლავებს შორის ვყავდი მოქცეული. სუნთქვა მიჭირდა, ვერ ვინძრეოდი.
მარტო ჰერმესის მძაფრს სუნს ვგრძნობდი..
გამახსენდა ის ღამე და უარესად ავფრინდი. ცრემლები ვეღარ შევიკავე და სლუკუნით ვუთხარი თავი დამანებე-მეთქი.
გაგიჟდა.
რის გამო ტირიხარ, არ გამაფრენინო ეხლაო და ხელი კედელს მიარტყა. შევხტი.
-მაპატიე ნი. კაი დამშვიდდი რა, შენ ცრემლებს ვერ ავიტან, ხო იცი.
წარბები შეკრა. უარესად ამივარდა ისტერიკა. როგორ მინდოდა მივსულიყავი, სახეში მაგრად გამერტყა და მერე ჩავხუტებულიყავი. გამეჩერებინა დრო, და აღარასდროს, აღარასდროს დამთავრებულიყო.
მე და ნიკუშა.
ნიკუშა და მე..
ხელები სახეზე ავიფარე და კედელთან ჩავიკეცე.
ვგრძნობდი სინანულს და ბრაზს ერთდროულად. ვგრძნობდი მონატრებას, სიყვარულს და სიძულვილს.. ის მომენტი იყო, ყველა გრძნობა ერთდროულად მომაწვა.
არ მინდოდა ნიკას დაკარგვა. ვერ შევეგუებოდი ამას.. მოვკვდებოდი, გავაფრენდი.
-გოგო, სუ გაგიჟდი ხო შენ? არ გამარეკინო ეხლა, ტოო.
ხელი მომაშორებინა სახიდან და ნაზად მაკოცა. მერე სახეზე მომაშტერდა.
ჩამეხუტა.
-მომნატრებია შენი სუნი.
ღიმილით მითხრა და თმებზე მომეფერა.
მერე, გაჩერდი თორე გაკოცებო და კიდე უფრო ვუმატე სლუკუნს.
მერე?
მაკოცა.. მაკოცა და ყველა გრძნობა წამში განაახლა.
ცრემლები ნაზად მომწმინდა, სულ ჩემთან იქნები და მეორედ აღარ გავიგო ეგეთი საქციელიო.
თავი დავუქნიე, ის ბ***ი მოაშორე თორე თმით ვითრევ-მეთქი, გაეცინა. მაგის დედაც, როცა შენ ხარო და შავ სობრანიეს მოუკიდა, თან თმებზე მეფერებოდა.
აი ესე იყო, მერე შევრიგდით და თბილისიც კვლავ ალაპარაკდა..



***
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამდენი დადებითი კომენტარისთვის! თქვენ არ იცით, როგორ მახარებს და თითოეული სიტყვა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
love



№1  offline წევრი isterichka123

კაია კაი გააგრძელე

 


№2  offline წევრი tatushki1995

dzalian kargiaaa

 


№3  offline წევრი yviteli minioni

მომწონსსსს კარგია ძალიაან

 


№4  offline წევრი SillyGirl

კარგია ძალიან.
გამიხარდა რომ შერიგდნენ
მომწონს ორივე

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaaaiimeee raaa magariiiaa gavgijdiii

 


№6  offline წევრი (((end)))

ძალიანნ მაგარიაა love მაგრამ უაზროდ ეჩხუბა ნიკა ნიცას feel არაუშავს,მთავარია ერთად არიან love

 


№7  offline წევრი NiniG-1

ისე ძაან ბანალურად მიდის თითქმის ისე როგორც ყველა იტორია ცოატ სხვანაირად წაიყვანე love

 


№8  offline წევრი 5th Angel

მადლობა დადებითი შეფასებებისთვის. ვეცდები კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესო love

 


№9  offline წევრი mimimimo

ჟარგონებს ნუ ხმარობ.

 


№10 სტუმარი Ketis

Au momecona dz erti ramis garda ro ese advilad apatia radgan ariko damnashave da is mteli erti tve kiraze iko gadasuli vitomc araperi plius vigacastan ertad gaichita vitomc araperi da es misagebi unda kipiliko tagac mezedapiruleba misi damikidebuleba sakvareli gogos mimart!!!!! Dz momcons gaagrdzeli au male dade ra

 


№11  offline წევრი 5th Angel

Ketis
Au momecona dz erti ramis garda ro ese advilad apatia radgan ariko damnashave da is mteli erti tve kiraze iko gadasuli vitomc araperi plius vigacastan ertad gaichita vitomc araperi da es misagebi unda kipiliko tagac mezedapiruleba misi damikidebuleba sakvareli gogos mimart!!!!! Dz momcons gaagrdzeli au male dade ra



მადლობა დიდი. მომდევნო თავი დევს უკვე, შეგიძლია ნახო. love

 


№12  offline წევრი Mogwai.

ვაუ. მეც ვიტირებდი ცოტაც და.. wink
მომწონს ძალიან.. გააგრძელე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent