შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და შენ... მთვარის შუქზე(თავიll)


6-08-2016, 03:41
ავტორი effy_123
ნანახია 1 870

ჩამოსვლა დავაპირე თუ არა ის უცნობი ბიჭი ჩემს წინ იდგა და მიყურებდა.
-ბარგის წამოღებაში დაგეხმარო?
-არა!მე თვითონ წამოვიღებ(ვუთხარი გაკვირვებულმა)
-არა მე წამოგიღებ(იღიმოდა და მაინც არ მეშვებოდა)
-რის მიღწევას ცდილობ ამ ირონიით?
-ირონია რა შუაშია?
-თავშია! და გამატარე!
-აუუ! შენ რა ბრაზიანი ყოფილხარ
ბარგი წამოვიღე ოთახებში გადაგვანაწილეს, რომ დაგვესვენა, შემდეგ კი უნდა გვევახშმა ხვალ დატვირთული და თავგადასავლებიტ სავსე დღე გველოდა.
ოთახი კომფორტულად იყო მოწყობილი, კუთხეში ორსართულიანი საწოლი იდგა მის გვერდით ფართო ფანჯარა იყო, საიდანაც ულამაზესი ხედი მოსჩანდა, კუთხეში მაგიდა და ორი სკამი იდგა, მის გვერდით კი ცოტა მოშორებით ტანსაცმლის კარადა იდგა. მესიამოვნა, როცა ვნახე ასეთ კარგ ოთახში მომიწევდა ყოფნა. ოთახებში ორ-ორად გაგვანაწილეს, როცა შევედი დავინახე საწოლის მეორე სართულზე მჯდომი გოგონა, თმები ლურჯად ჰქონდა შეღებილი (ამან მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება), ტანზე დახეული შავი ჯინსის შარვალი და წარწერებიანი მაიკა ეცვა.
მე შევედი ბარგი საწოლზე დავაწყვე.
-ჰეიი ესეიგი შენ იქნები ჩემი მეზობელი
-როგორც ჩანს კი(ვუპასუხე და ბარგის ამოლაგება დავიწყე)
-მე ლიკა მქვია(ხელი გამომიწოდა)
-სასიამოვნოა! მე ლიზა(ჩამოვართვი ხელი და ზრდილობიანად გავუღიმე)
იმ დღეს, როცა ბორჯომში ჩავედით ნაწვიმარი იყო, თან მგზავრობისგან ცოტა დაღლილიც ვიყავი და მეძინებოდა.
ჩემი ახალი ნაცნობი ლიკა კი როგორც ჩანდა საერთოდ არ იყო დაღლი სულ რაღაცაზე მელაპარაკებოდა, ათას რამეს მიყვებოდა მე კი ჩუმათ ვიჯექი და ვუსმენდი.
-შენ ლაპარაკი არ გიყვარს ხო?
-არა რატოომ
-რავი სლ ჩუმათ ზიხარ და არაფერს ამბოფ
-არა უბრალოდ ძალიან დაღლილი ვარ
-აა გასაგებია უკვე დროა სავახშმოთ გავიდეთ წამოდი იმედია ამისთვისაც არ ხარ დაღლილი.
უსიტყვოდ გავყევი, სანამ გავიდოდით თმები დავივარცხნე და ზედა გამოვიცვალე. სასადილოში ოთხადგილიანი მაგიდები იდგა მე და ლიკა ერთ-ერთს მივუსხედით, სადაც ორი გოგო იჯდა, ჩემს უკანა მხარეს კი ის ბიჭი იჯდა თავის ძმაკაცებთან ერთად, როცა დამინახა ღიმილით გააქნია თავი. ჭამას შევუდექით ლიკას ერთი დღეც არ დასჭირვებია ხალხის გასაცნობად უკვე მთელ ბანაკს იცნობდა და მეც გამაცნო.
შემდეგ ყველა შევედით ჩვენს ოთახებში მე გამოვიცვალე და დასაძინებლად მოვემზადე. ამ დროს ლიკამ ჩამოყო თავი ზედა სართულიდან და მკითხა.
-შენზე არაფერს მომიყვები?
-რავი რაც გაინტერესებს მკითხე
-ეე მასე არა შენ უნდა დაიწყო მოყოლა და მე კითხვებს დაგისვამ. სხვანაირი ხარ!
-სხვანაირში რას გულისხმობ?(ცოტა არ იყოს მისი ნათქვამი არ მესიამოვნა)
-ცუდს არაფერს, უბრალოდ გამოფხიზლება გჭირდება!
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას, რომ ჩაკეტილი ხარ ასე შორს ვერ წახვალ! ავტობუსში, რომ ბიჭთან მოგივიდა კამათი და სასადილოშიც თვალს არ გაშორებდა იცი ვინაა?
-არა და არც მაინტერესებს
-მოკლედ გეგა ჰქვია ცოტა ავარდნილი ბიჭია და ფრთხილად იყავი თუ შეგატყო, რომ სუსტი ხარ თავიდან ვეღარ მოიშორებ და გადაგეკიდება
-აუუ კაი რა როგორ შემაშინე(ამაზე გამეცინა)
-იცოდე ფრთხილად!(ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ)
ლიკა ხშირად ჩამოდიოდა ბანაკში და ხალხსაც იცნობდა, კონტაქტური და მხიარული გოგო იყო შეუძლებელი იყო მასთან ყოფილიყავი და ერთი წუთით მაინც მოგეწყინა. რაღაცნაირად მომწონდა მისი ჩაცმულობის სტილი, ლაპარაკის მანერა და ყველაფერი. ის არ ცდილობდა ყველაფერი სწორად გაკეთებინა ,სრულყოფილი და უშეცდომო ყოფილიყო, თავზეხელაღებული, თამამი და თავისუფალი ადამიანი იყო.
მეორე დღეს 10:00 საათისთვის უნდა გავსულიყავით ვისაუზმეთ და მოვემზადეთ. ეკიპაჟის ორგანიზატორებმა ერთად შეგვკრიბეს, რომ დღეს პიკნიკზე წავიდოდით, თან ვნახავდით უამრავ ადგილს.
ყველას რუგზაკები გვეკიდა, ჩანთებში საკვები და წყალი გველაგა. ბიჭებს კარვები მოჰქონდათ.
ერთ ადგილს მივადექით. რამდენიმე წევრი გაჩერდა სიგარეტის მოწევა უნდოდათ ეს ორგანიზატორებისთვის არ უკითხავთ
ლიკა გაჩერდა და მითხრა.
-აუუ ცოტა ხნით არ წახვიდე რა
-რა ხდება?
-სიგარეტის მოწევა მინდა და დამელოდე მერე დავეწიოთ ჩვენ
-კაი
იქვე ისხდნენ გეგა და მისი ძმაკაცი ანდრია.
ამ დროს ეკიპაჟის წევრებმა საკმაო მანძილი გაიარეს
ტელეფონები არ გვქონდა, რადგან ბანაკში არ შეიძლებოდა, რომ წაგვეღო.
-ვაიმე ახლა რა ვქნაათ?(გაგიჟებულმა ვკითხე ლიკას)
-კაი დაწყნარდი მარტო ხომ არ ვართ?
კაით გოგოებო ნუ გეშინიათ
ანდრო ქენი ახლა რამე სიცილით უთხრა ლიკამ
ბიჭებმა კარვის გაშლა დაიწყეს ლიკა ხან ერთს ელაპარაკებოდა ხან მეორეს მე კი ვიდექი ჩუმად და ხმას არ ვიღებდი. რატომ? იმიტომ, რომ მეშინოდა და თან არ მინდოდა აქ დარჩენა უცნობ ბიჭებთან. იმან კიდევ უფრო ამაფორიაქა, როცა თავში დალევის გეგმა მოუვიდათ.
არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დამაძალეს, რომ დამელია ორი ჭიქა არც იყო საკმარისი, ჭიქა ბოლომდეც კი არ მქონდა დაცლილი, როცა ვიგრძენი თავბრუსხვევა. ლიკა ისე თავისუფლად იქცეოდა ბიჭებთან ვფიქრობდი ცუდათ არ დამთავრებულიყო ყველაფერი.
-მეძინება! ლიკა არ გინდა დავწვეთ?
-აუუ არა ვაბშე არ მეძინება
-კაი მაშინ მე დავიძინებ
როგორც იქნა გამოვეცალე იქაურობას კარავში შევედი დასაწოლად. ცოტახანში როგორც ჩანს მეორე კარავში ლიკა იყო შესული ვისთან ერთად არ ვიცოდი. მეძინებოდა და თან გაფაციცებული ყური მქონდა დაგდებული, რომ რაიმე საეჭვო არ გამეგონა. უცბათ გარეთ ფხუკუნის ხმას მოვკარი ყური. შევცბი, პლედი თავზე გადავიფარე და თვალები დავხუჭე. ამ დროს ვიღაც შემოვიდა და ზურგით დაწვა.
-გძინავს?
ხმა არ ამომიღია.
-ვიცი, რომ არ გძინავს არ გინდა ერთმანეთი გავიცნოთ?
პლედი გადამხადა და თვალებში შემომხედა
-კაი გავიცნოთ
-მე გეგა მქვია
-მე ლიზა
-რა ლამაზი სახელია შენსავით
გულში ვფიქრობი რა? ჩემსავით?
-მადლობა(გამეღიმა)
-რამდენი წლის ხარ?
-19 შენ?
-პატარა ხარ! მე 21
ჩემთან ახლოს მოიწია და ხელი თმაზე დამადო
ისე ახლოს იყო, რომ მის სუნთქვასაც ვგრძნობდი
-იქნებ ცოტა გაიწიო
-ძალიან ლამაზი თვალები გაქ! ხელს ხომ არ გიშლი?
-არა! უბრალოდ დაძინებას ვაპირებ
-დაძინებას? ხუმრობ ხო? აბა მე აქ რისთვის ვარ
ხმა ვერ ამოვიღე მაინც რას ნიშნავდა ეს? და რა უნდოდა ჩემგან
ჩემთან მოვიდა და ყელში მაკოცა მე არ ვემორჩილებოდი არ მინდოდა ეს მომხდარიყო თან სრულიად უცნობ ადამიანთან მის მოგერიებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ ბოლოს ტირილი დავიწყე და ისიც გაჩერდა
-ეი რა გატირებს? დაწყნარდი
წამოვიწიე მუხლებში ჩავრგე თავი და სლუკუნი დავიწყე
-აუ მაპატიე რაა არაფერს დაგიშავებ
-უკვე დამიშავე
-უბრალოდ ვიფიქრე ცოტას გავერთობოდით მეგონა ეს შენც მოგეწონებოდა
-დამანებე რა თავი!



№1  offline წევრი effy_123

Kjyuju Jnj ძალიან მალე <3 მადლობა, რომ კითხულობ:*:*

 


№2 სტუმარი კნოპკა

პირველ თავზე არაფერი მითქვამს იმის მეტი როგაგეგრძელებინა .უბრლაოდ გაზარდე ტექსტი ცოტა და ბავშვურს და ფანტაზიებით სავსესს ნუგააკეთებ იმედია ცუდად არმიიგებ ისე კაიწასაკითხია დაგააგრძელე

 


№3  offline წევრი sally7

Dade ra shemdegiii tavii :))))

 


№4 სტუმარი knopka

rodisdadebbbshemdeg tavs??

 


№5  offline წევრი effy_123

knopka
rodisdadebbbshemdeg tavs??


მალე დავდებ <3 მადლობა, რომ კითხულობ :* <3

sally7
Dade ra shemdegiii tavii :))))


მალე დავდებ <3 მადლობა, რომ კითხულობ :*:* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent