შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (1)


6-08-2016, 19:10
ავტორი Genius))
ნანახია 2 873

ამბობენ რომ სიყვარული ისეთი გრძნობაა რომელიც დამოკიდებული არ არის არც ასაკზე , არც გარეგნობაზე , არც ეროვნებაზე , იმაზე თუ რამელი ფენის წარმომადგენელი ხარ...
ვიღაცა შეიძლება ამ სიტყვებს დაეთანხმოს და არც მიაქციოს ყურადღება იმას თუ რითი იწყება წინადადება
ხო ამბობენ...
უბრალოდ ამბობენ და როდესაც არჩევნის წინაშე დგებიან შეუყვარდეთ ესა თუ ის პიროვნება რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებულია იქ ყველა უკან იხევს
"ის ჩემი შესაფერისი არ არის"
ალბათ დათვლაც შეუძლებელია იმდენად ხშირად გაელვებულა ეს აზრი ნებისმიერი ადამიანის გონებაში
ეს იმიტომ რომ ვიღაცას სხვებზე უკეთესი გონია თავი და აი ზუსტად მანდ ცდება
შეიძლება სიყვარული ადრე ძველად იყო დამოუკიდებელი გრძნობა მაგრამ დღეს ის დამოკიდებულია ყველაფერზე , იმაზეც კი თუ სად ცხოვრობს ის მეორე...
ვზივართ , ვოცნებობთ საოცრებებზე და როდესაც ეს ოცნება ახდება ზუსტად მაშინ ვდგებით და უკან სვლას ვიწყებთ
ხო ესე ვტოვებთ და მივდივართ
რატო?
უი ბოდიში ის ჩვენი "ტიპაჟი" არ არის...
სხვის აზრზე დამოკიდებულები გავხდით და ეგ ყველაფერზე მეტად "ტეხავს"
ზუსტად ამის გამო ვინგრევთ ჩვენს ცხოვრებას და ვართ ის რაც სხვას უნდა
ხოლო ის რაც მართლა ხარ იმალება და ხშირ შემთხვევაში საღამოს , მარტო ყოფნისას გვახსენებს თავს
მაშინ ყველაფერს ვნანობთ მაგრამ...
იწყება მეორე დილა და ჯანდაბა! ყველაფერი გვავიწყდება!
საბოლოოდ კი ვინ ვართ?
არავინ!
**********************************************************
-ანო გაიღვიძე!
ოჰ ეს სიტყვები! ყოველ დილით მიღებს ბოლოს და ძილის საშუალებას არ მაცდის! თან ამ ზაფხულში როდესაც სიცხისგან სახლის კედლებიც კი იწვიან
როგორია როდესაც დილის ცხრა საათზე გაღვიძებენ არადა პირველ-ორ საათამდე ხარ ძილს შეჩვეული და ადგომა "გესიკვდილება"
ხო რას ვიზავთ ბებოს რას გაუგებთ!
-ანო!! - სანამ ჩემს ხმას არ გაიგებს საათივით იწყებს ყვირილს და წუთში სამოცჯერ ისმის ჩემი სახელი
-ანანო! - მერე ხმას უწევს და გაბრაზებული ჩემი ოთახისკენ მოდის
ოჰ როგორ მიყვარს ეს მომენტი! კარს რომ შემოაღებს ხოლმე და გაბუტული წინ დამიდგება , ხელებს ერთმანეთზე გადააჯვარედინებს , ცოტახანი თვალებში მიყურებს და შემდეგ თავს გაატრიალებს , ტუჩებით სასაცილო მოძრაობას იწყებს და ერთ ადგილას გაუნძრევლად დგას , შემდეგ წყობიდან გამოსული თავს გაქნევს და ოთახიდან გადის
მაგრამ თან ვერ გადის
ამ დროს მე ვწევ თავს და მის მოლოდინში კარს მივჩერებივარ
ზუსტად ორ წუთში იღება კარი და ჩემი უსაყვარლესი "პატარა ქალი" ჩემს წინ დგას
-არ გშია ბე? - ამ კითხავზე კი ჭკუიდან ვიშლები , მისკენ მივდივარ და მაგრად ვეხუტები , ლოყებს ვუკოცნი და მერე გაბუტების მიზეზიც აღარ რჩება
-ნუ მაღვიძებ ესე ადრე რა! - მოწყენილმა გავხედე და გამეღიმა , მართალია ძალიან ვუყვარდი მაგრამ ვერ იტანდა რომ შუა დღემდე ძილს ვიყავი შეჩვეული , ამ სიტყვების მერე კი ყოველთვის მეჩხუბებოდა!
-უფრო ადრეც უნდა დგებოდე! - ხმა გაუმკაცრდა ლიაკოს და წარბები შეკრა - მოწესრიგდი მალე! ჩამოდი ჭამე და მერე გარეთ გადი გაიარე არ გაწყენს! სახლში ჯდომით დიდ ლოდს დაემსგავსები!
ჰო რას ვიზავთ ძალიან პირდაპირი ქალი იყო ლიაკო
-ბე გავსუქდი? - საწოლიდან წამოვვარდი და სარკისკენ გავიქეცი , ჩემს თავს ვუყურებ და აშკარად ისევ ის ვარ რაც ვიყავი , არც მომიმატია და არც პიქირით
რა მიკვირს ამ ქალის ხელში , დღეში ათჯერ მაჭმევს მაგრამ ათასჯერ მთხოვს დახმარებას რაღაც საქმეებში
სოფლის საქმეები კი მოგეხსენებათ და ფორმის შენარჩუნებაში გეხმარება ასე თუ ისე!
-კი ნახე რას გავხარ! - დამეჯღანა და ოთახიდან გავიდა
მე ყველაზე მაგარი ბებია მყავს და იცით რატომ? ის მგონი ერთადერთია რომელიც შვილიშვილს არათუ სისუსტეზე არამედ სიმსუქნეზე ეჩხუბება და თავისუფლად შეუძლია ამის გამო მთელი დღე წყალზე გამყოფოს.
მისი ოთახიდან გავსლის შემდეგ ისევ წამოვწექი და ჩემს ბალიშს ჩავეხუტე , ვიგრძენი როგორ მეხუჭებოდა თვალები ამიტომ ჩაძინებას ადგომა ვარჩიე და სააბაზანოსკენ გავემართე.
მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთნები რომელსაც ბანაობის გარეშე უბრალოდ არ შეუძლიათ , დილით ისევე როგორც საღამოს ცხელი წყალი ჩემი შვებაა , ამის გარეშე არ შემიძლია და არც ეხლა ვაპირებდი წესის დარჩვევას
გადავივლე , მოვწესრიგდი და სამზარეულოსკენ წავედი
ისეთი სუნი იდგა გზას არ გადაგახვევინებდა!
"ან წვნიანია ან კუბდარი!" - ვფიქრობდი ჩემთვის ვმარჩიელობდი რომელი უფრო მინდოდა ეხლა
საბოლოოდ ნაყინმა გაიმარჯვა მაგრამ რას ვიზავთ სახლში ეგ არ იყო , გუშინ დავამთავრე
სამზარეულოში შესულს მაგიდაზე ორივე დამხვდა და გამეცინა , ეხლა არცერთი არ მინდოდა მაგრამ ლიაკოს ვერ ვაწყენინებდი , კუბდარს დავტაცე ხელი და ტელევიზორისკენ წავედი
სახე დამანჭული მივდიოდი რადგან ზუსტად ვიცოდი მიმატრიალებდა და გვერდით მიმისვამდა და იმ წვნიანსაც მაჭმევდა! "შენთვის გავაკეთე ჩემთვის კი არა"ოს მეტყოდა და გამიღიმებდა
-ანო! - გავიგე მისი ხმა და თვითონ მივტიალდი , მოწყენილმა გავხედე
-კაი აქ შევჭამ ხო! - სკამი გამოვწიე და მაგიდას მივუჯექი
-მე მინდოდა მეკითხა ჩაი თუ გინდოდა მაგრამ კარგი გოგო ხარ რომ თვითონ მოხვედი - დამცინა ლიაკომ და წყალი გამომიწოდა
წინ ჩამომიჯდა და წვნიანი დაისხა , მანიშნა შენ ხომ არ გინდაო და ჩემსგან უარის მიღების შემდეგ ჭამას შეუდგა
ამასობაში მე ჩემი ულუფა დავამთავრე და წამოვდექი
-ბები მე ნინისთან გავალ - გავუღიმე და მივტრიალდი
-ორი ბატი! - სიცილით ჩაილაპარაკა - ეხლა ივლით სულელებივით გარეთ , მოიყვანე აქ რამე გემრიელს გაგიკეთებთ და ვუყუროთ კარგ ფილმს
დიახ ის ჩვენი დაქალი იყო! და ძალიან უყვარდა ჩვენთან ერთად გართობა
-შენ არ მითხარი გაიარეო? - დავემანჭე და გამეცინა
-ხო ჯერ გაიარე და მერე სახლში გელოდებით!
-ბებია ბავშვი აღარ ვარ!
-ბენდელიანო! თუ ცხრამეტი წლის გახდი იმას არ ნიშნავს რომ ქალი ხარ! და ჯერ კიდევ მაქვს უფლება ზღვარი დაგიწესო!
-კაი რა ბე! - მისკენ წავედი , ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ გავიქეცი
არ მინდოდა მისი ლექცია მესმინა რომელიც შეიძლება მთელი დღე გაგრძელებულიყო
***********************************************
ნინი ჩემი სახლიდან ორ ნაბიჯზე ცხოვრობდა , ზუსტად ჩემი სახლის წინ , ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და მასზე ძვირფასი არავინ არ მყავს , ყველგან ერთად ვართ , ყველა სიტუაციაში და მე რომ მკითხოთ თუ დაქალი ყველას უნდა ყავდეს აუცილებლად მისნაირი უნდა იყოს , ბევრი რამის თქმა შემიძლია უბრალოდ ძალიან გამიგრძელდება და მეზარება
სახლიდან გასული ნინის სახლისკენ გავიქეცი და მისი სახელის ყვირილი დავიწყე , სახლში შევლა მეზარებოდა რადგან ძალიან მინდოდა მესეირნა ამოუცნობი მიზეზის გამო
ის ყოველთვის ადრე იღვიძებდა , ამას შეჩვეული იყო და ლოდინი არასდროს მჭირდებოდა
ეხლაც ესე მოხდა , გაიგო თუ არა მისი სახელი უკვე ჩაცმული გარეთ გამოვიდა და სიცილი დაიწყო
მეც გამეცინა და დაქალს მოვეხვიე
-რა გჭირს დღეს ? სიყვარულის ბუშტი გაგისკდა? - ხელი მკრდა და უკან გამომყვა
-თუ მოგეხვიე ეგ იმას არ ნიშნავს რომ სიყვარულის ბუშტი გამისკდა - ირონიულად ჩავილაპარაკე , მისთვის არც გამიხედია
-რატომ მალავ რომ ჩემზე გიჟდები?! - ენა გამომიყო და ღიმილით მომაშტერდა
-როდის შემატყვე რომ გავგიჟდი? - წარბებშეუკრულმა გადავხედე
-შენს ყველა საქციელში სიგიჟე იგრძნობა იცი? - თავი გააქნია და ისეთი სახე მიიღო თითწოს ვეცოდებოდი
-კარგი შეიძლება ზოგჯერ მართლა გიჟი ვარ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენზე ვგიჟდები! - გავუღიმე და რამდენიმე ნაბიჯით გავუსწარი
-სიყვარულის გამოხატვა საერთოდ არ შეგიძლია!
-შენს გევრდით რომ ვარ მარტო ამით უნდა იყო კმაყოფილი და პრეტენზიები ნუ გაქვთ ძალიან გთხოვთ! - ამაყად ჩაილაპარაკე და ბოლოს სიცილი მაინც ვერ შევიკავე
-რა დავაშავე რომ გიცნობ?! - საცოდავად ჩაიალაპარა ნინიმ
-აშკარად რაღაც ძალიან ცუდი დააშავე თორემ ჩემნაირ სასჯელს ვერ აიკიდებდი! - ირონია გავურიე სიტყვებში და თავი გავაქნიე
-რა მწარე ხარ ანო! - გვერდით მომიდგა და გამიცინა
-აუ ნინი! - ყვირილი მომინდა და მოწყენილმა მას გავხედე - ყველაფრით დავიღალე!
-მაინც რითი? - მობეზრებული გამომეტყველება მიიღო და იქვე ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა
მეც გვერდით მივუჯექი
-აი ყველაფრით! ესე იდიოტურად სიარულით! მხოლოდ მე და შენ და სხვა არავინ! სვანეთია ბოლოსდა ბოლოს ვინმე მაინც არ უნდა მოდიოდეს?!
-გართობა მოგინდა? - სიცილი დაიწყო და ჩემი სახის გამომეტყველებაზე საერთოდ აღარ ჩერდებოდა
რა იდიოტი ადამიანია! საერთოდ არაფერი აინტერესებს! ყოველთვის მაგარ პონტშია და საერთოდ არ აინტერესებს რომ ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება
მე კი რადიკალურად განვსხვავდები მისგან , ყოველთვის სიახლეებს ვეძებ და ეს ძალიან მიყვარს , მიყვარს ახალი ხალხი და ახალი თავგადასავალი , ახალი დღეები და საერთოდ ყველაფერი! განმეორებად სიტუაციებს კი უბრალოდ ვერ ვიტან!
-რატომაც არა ! - თავი გავაქნიე და წამოვდექი - მაგრამ უფრო ახალი ბავშვები მინდა!
-რას იზავ ეს თბილისი არაა! - გამიღიმა ნინიმ და ხელი გადამხვიე - დღეს რა გეგმები გვაქვს?
-მე ჩემს ცხენთან ერთად მინდა სადმე წასვლა! შემდეგ კი არ ვიცი
-მოდი წავიდეთ! შორს და ისეთ ადგილას სადაც ჯერ არ ვყოფილვართ - წარბები აათამაშა
-წავიდეთ - მეც ეშმაკურად გავხედე და ორივეს გაგვეცინა
-საღამოს კი გავათანოთ რა
-კარგი სხვა საქმე მაინც არ გვაქვს
-ჩემთან?
-არა ჩემთან და თან ლიაკოც გვეჭორავება - გამეცინა - ფილმის ყურება მოუნდა დღეს
-აუ ანო მგონი ერთი ბიჭი მომწონს - სიცილით ჩაილაპარაკა ნინიმ და ჩემს რეაქციას დაელოდა
-შენ? - გაკვირვებულმა გავხედე და დავცინე
ეს იმიტომ რომ ბიჭების მიმართ ყოველთვის აგრესიული იყო და ახლოს არავის იკარებდა , ერთხელ ყავდა შეყვარებული და მას რომ დაშორდა ბიჭზე აღარ უფიქრია , დღემდე ის უყვარდა და მისგან ეს განცხადე ჩემთვის გამაკვირვებელი და ამავდროულად სასიხარულოც იყო
-ხო ვიღაც ბიჭი იყო ამოსული გუშინ და ძალიან საყვარელია! - სიცილი დაიწყო და სახლზე მიმანიშნა - აი იქ იყო და წავიდა გუშინვე
-და არ იცი ვინაა? - სახლს ვუყურებდი და ვცდილობდი გამეხსენებინა იქ ვინ ცხოვრობდა
-არა პირველად ვნახე გუშინ - მოწყენილმა გამომხედა ნინიმ
-დაიკიდე - გავუღიმე
-აუ დღეს დედაჩემმა ნერვები მომიშალა! ყველაფერში ჩემი დახმარება უნდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს
-რა უნდა ქნას ნინი? შენც რა მოგივა რომ დაეხმარო?
-სულ?
-დიახ სულ! იმიტომ რომ დედაშენია და შენი დახმარება სჭირდება! უნდა ეხმარებოდე და პრეტენზიებით არ უნდა დადიოდე
-ზოგჯერ თავისუფლება მჭირდება
-ის არ გზღუდავს
-კაი რა ხო იცი როგორ არ მიყვარს სახლის საქმეების კეთება? - სიცილით ჩაიალაპარა
-და რომ გათოვდები მერე რას იზავ? - სიცილით გავხედე
-ჩემი ქმარი გააკეთებს ყველაფერს - ამაყად ჩაიალაპარაკა და ორივეს გაგვეცინა
-რა იდიოტი ხარ! ეხლა დედაჩემი აქ რომ იყოს გაფიცები გვერდიდან არ მოვშორდებოდი!
-ესე მოგენატრა? - ღიმილით მიყურებდა ნინი
-გუშინ ვფიქრობდი მასზე და ძალიან მომინდა რომ აქ ყოფილიყო , ეხლაც მინდა და არ მოდის! მომიყვანა და სახლშიც არ შემოსულა ისე წავიდა
-რა ქნას უჭირს არ ყოფნა
-შეიძლება მაგრამ ერთხელ ხომ უნდა გადადგა ნაბიჯი და ყველაფერი უკან მოიტოვო არა? მეც მიჭირს და სულ მამა მახსენდება მაგრამ აქაურობას ვერ მივატოვებ მარტო იმიტომ რომ მამას მახსენებს! შეიძლება მან მიგვატოვა მაგრამ ეს ყველაფერი დამიტოვა და როცა აქ ვარ ვგრძნობ რომ ჩემს გვერდითაა , სულ ახლოს
-წარმომიდგენია დედაშენს როგორ ენატრება
-მე კი ვიცი! მე მათი სიყვარულით გავიზარდე , იცი როდესაც დედა მათზე მიყვებოდა ეს ჩემთვის ზღაპარი იყო , ის ზღაპარი რომელიც კონკიას , წითექუდას და საერთოდ ყველაფერს მერჩინა , როდესაც მამა წავიდა და დედას ვუყურებდი მივხვდი რომ ის ზღაპარი დამთავრდა და ყველაფერს ქონდა დასასრული , ბოლოს მიღებს მისი ყურება , სულ მამაზე ფიქრობს და არვიცი როგორ ვუშველო
-სიყვარული მარადიული არ არის , დრო ყველაფრის მკურნალია და დედაშენს დრო სჭირდება - ჩაიალაპარაკა ნინიმ და წინ წავიდა
მე კი გავჩერდი და მას ვუყურებდი , მისი სიტყვები რაღაცნიარად "ცუდად" მომხვდა და გამაღიზიანა , გავჩერდი და რატომ არვიცი , თითქოს ჩავფიქრდი და ბოლოს მაინც ვერ მივხვდი ვერაფერს
-რა სისულელეა! - ჩუმად ჩავილაპარაკე და მას გავეკიდე...
********************************
იმედი მაქვს მოგეწონებათ... შემიფასეთ <3



№1 სტუმარი parker

Au zalian momwons aucileblad gaagrzele magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent