შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვითურთ [ სრულად 1 ]


6-08-2016, 19:13
ავტორი Drama Queen
ნანახია 3 228

ნაცნობი ქუჩების დანახვისას ცრემლები ძლივს შევიკავე. ძალაუნებურად ვიხსენებდი მოგონებებს, ამ ქუჩებს რომ უკავშირდებიან და ღიმილისგან სახე ლამის გამხეოდა. მთელი ერთი წელი, 12 თვე, 365.. ჯანდაბას, 354 დღის უნახავი ქვეყანა, ქალაქი, ქუჩები, სახლი, მეგიბრები და ჩემი კატა იმდენად მომნატრებოდნენ, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი ყველასა და ყველაფერს. კატერინას სახეს რომ წარმოვიდგენ, ჩემი დანახვისას რომ ექნება, უფრო მოუთმენელი ვხდები და გაზის პედალს ფეხს ძლიერად ვაჭერ. როგორც იქნა, ნაცნობ, ძალზედ მონატრებულ კორპუსს ვუახლოვდები და მანქანას ვაჩერებ. საჩუქრებს ძლივს ვიჭერ და როდესაც ვხვდები რომ ხელებით მეტის დაჭერა აღარ შემიძლია, რამდენიმე პარკს წვალებით ვიკიდებ კისერზე. ჩემოდანს ხვალ ავიტან. გასაღები ავიღე და რომელიღაც პარკზე ჩამოვკიდე, მერე ჩანთაში ქექვა რომ არ მომიხდეს. 5 წუთიანი მცდელობისა და ლოდინის მერე, გავიაზრე, რომ ლიფტი არ მუშაობდა და ამდენი პარკით მეშვიდე სართულს ფეხით ავუყევი. მეორე სართულზე უკვე ლანძღვა დავუწყე ამ ლიფტს და იმას, რომ მაინცდამაინც მეშვიდეზე ვცხოვრობდით. ჩემს კარს თვალი რომ მოვკარი სიხარულისგან ხტუნვა მომინდა, თუმცა იმდენად დავიღალე აქ ამოსვლით, ნამდვილად არ მქონდა მაგის თავი. ჩანთა ძლივს დავიჭირე ხელში და გასაღებს დავუწყე ძებნა.
– ჯანდაბა! თუ ქვევით დამრჩა ეგ წყეული გასაღები, თავს მოვიკლავს. - ჩავილაპარაკე და გატანჯულმა ამოვისუნთქე.
– უკაცრავად. - გავიგე ბიჭის ხმა და გავხედე ზემოთ ამომავალ, დაახლოებით 22 წლის ხელა ბიჭს.
– გისმენთ? - თვალებში შევხედე. ზოგადად ასეთი ჩვევა მაქვს. რა სიტუაციაც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ველაპარაკებოდე, სულ თვალებში ვუყურებ, სხვაგვარად, მე პირადად, შეურაცმყოფლად მიმაჩნია.
– გასაღებს თუ ეძებთ, პარკზე გიკიდიათ. - ღიმილით მიმანიშნა მარცხენა ხელზე ჩამოკიდებული ერთ-ერთი პარკისკენ და ოდნავ ჩაიცინა, ჩემი სახე რომ დაინახა.
– დიახ, რა თქმა უნდა, მადლობა. - გავუღიმე და დაველოდე გზას როდის გააგრძელებდა.
– ნახვამდის. - გამომემშვიდობა.
– კარგად. - მისკენ არ შევტრიალებულვარ, ისე ვუთხარი და კარის გაღებას შევუდექი. "ამ შუაღამეს ნამდვილად არ მეგონა ვინმეს თუ შევხვდებოდი" გავიფიქრე ჩემთვის. როგორც იქნა გავაღე. შემოსასვლელში ბნელოდა და სავარაუდოდ, სხვა ოთახებშიც. ჩუმად შევიპარე და კარიც ჩუმად გავიხურე. ის იყო, კატერინას ოთახისკენ უნდა წავსულიყავი, რომ გამახსენდა, გასაღები ისევ გარეთ იყო შერჭობილი. გაბეზრებული მივბრუნდი და კარიდან გამოვაძრე. ისევ ჩუმად მივხურე და ის იყო უნდა შევბრუნებულიყავი, სიცილის ხმა გავიგონე კატერინას ოთახიდან. "ნუთუ ამ ღამე კინოს უყურებს?" გავიფიქრე. ნამდვილად არ გამიკვირდებოდა, ასე რომ ყოფილოყო, რადგან თავად ვარ მოწმე, რომ ჩემს დაქალს ერთ ღამეში შეუძლია 4 სეზონს უყუროს. "კიდე კაი, კარი მაინც ჩაკეტა, თორე ვინმეს შემოპარვას კი არა ატომური ბომბის აფეთქებას ვერ გაიგებს ეგ ქლიავი." ღიმილით გავიფიქრე და თითისწვერებით გავეშურე მისი ოთახისკენ. კარები სიხარულით შევაღე და პირზე მომდგარი "სიურპრიზი" ვეღარ აღმოვთქვი, როდესაც ორი, ერთმანეთში ახლართული გოგო დავინახე, რომლებიც ერთმანეთს კოცნას არ აცდიდნენ. კატერინამ წამში გამომხედა და სახე გაუფითრდა, ღიმილი ზედვე შეაშრა, როდესაც კარში პარკებით გადატენილი დამინახა. უცებ წამოხდა ლოგინიდან და ნაბიჯი ვეღარ გადმოდგა. მის თვალებში შიში ჩამდგარიყო და მივხვდი, რომ ჩემი რეაქციის საშინლად ეშინოდა. გაოგნებულმა ჯერ მას, მერე მის პარტნიორს გავხედე. შემდეგ მზერა ისევ ჩემს ბავშვობის დაქალზე გადავიტანე, რომელიც ამწამს გამოვიჭირე გოგოსთან ერთად საწოლში და გავიაზრე, რომ იგი ლესბოსელი იყო. მის სახეს რომ დავაკვირდი, სიცილი ძლივს შევიკავე. მკვდრისფერი დასდებოდა, თვალები გაფართოებული და აწყლიანებული ჰქონდა, ნიკაპის კანკალს ძლივს იკავებდა, მაგრამ მე რას გამომაპარებდა. უმალ გავბრუნდი, ჩემი სიცილი რომ არ შეემჩნია და სამზარეულოში შევედი. წყალი დავისხი და მოსალოდნელი საუბრისთვის მოვემზადე.

***

– შენ მეუბნები, რომ 9 თვეა გაიაზრე, ბიჭები არ მოგწონს და გოგოები გიზიდავს და 6 თვეა ანანოსთან გაქვს ურთიერთობა? - ვსაყვედურობ წყენანარევი ხმით. მიუხედავად იმისა, რომ იგი წესითა და რიგით ლესბოსელია, ვერ გავბედე და ვერ ვუწოდე. ასე მგონია, ამით მას გამოვარჩევ, თითქოს საზოგადოებისგან გამომოვყოფ, რაც არ მინდა რომ იგრძნოს და საერთოდ, ეგრე არც არის! - და ამის თქმას ჩემთვის როდის აპირებდი? იმას ვერ მეტყვი, გერმანიაში ვერ გიკავშირდებოდიო, როცა ყოველდღე მინიმუმ 2 ჯერ გირეკავდი! - ტონს ოდნავ ავუწიე და დავინახე თვალები როგორ აემღვრა. კატერინა ყოველთვის ყველაფერს მიყვებოდა და იმის შიში არ უნდა ქონდეს, რომ შეიძლება აღარ ვემეგობრო, რადგანაც ლესბოსელია! თვალებში გაბრაზებული ჩავშტერებოდი და სინდისის ხმას ყველანაირად ვაიგნორებდი.
– მაგდა, - დაიწყო გაბზარული ხმით, - ხომ იცი, არაფერს არასდროს გიმალავ და რა თქმა უნდა, ამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ ვიფიქრე სოციალურ ქსელში ან ტელეფონზე საუბრისას ამის თქმა უადგილო იქნებოდა და როცა ჩამოხვიდოდი პირადად გეტყოდი ყველაფერს. ხომ იცი.. - ვეღარ გააგრძელა და რამდენიმე ცრემლმა დაუსველა გაფითრებული ღაწვები. - ხომ იცი, საბოლოოდ ყველაფერს გეტყოდი. - ქვითინი ვეღარ შეიკავა და ატირდა. მეც მეტი ვეღარ გავძელი და სიცილი ამიტყდა. გაოგნებული მიყურებდა. მალევე გაიაზრა არსებული სიტუაცია და გაბრაზებულმა მხარძე ხელი გამკრა.
– მე აქ გული მისკდება და ინფაქტს ველოდები, ეს კიდე იდიოტივით შაყირობს! - გაბრაზებული ლაპარაკობდა, მაგრამ არ გამომპარვია შვების ნოტები და თვალებში აციმციმებული სიხარული. ვუღიმოდი ცრემლების წმენდით დაკავებულ დაქალს.
– ეგრე მიცნობ, კატერინა?! - "წყენით" ვკითხე. - შენზე უკეთ მე ვიცი, ასეთი თემაზე ლაპარაკი ტელეფონზე რომ არ შეიძლება და შენ ადგილას მეც ეგრე მოვიქცეოდი. - ვეუბნებოდი და თან წყალს ვუსხამდი, უკეთ რომ დამშვიდებულიყო.
– არადა, წამით ვიფიქრე წახვიდოდი. - მითხრა და ჭიქა გამოცალა.
– სულ მამაჩემის მკვლელი რომ გახდე, ვერ მომიშორებ. - ორივეს გაგვეცინა. - ეხლა კიდე, შენი ანანო გამაცანი! - მოვთხოვე მტკიცედ. მანაც სიხარულით მომაპყრო ცისფერი ირისები და თავის ოთახში გამიყვანა, სადაც ანერვიულებული ანანო გველოდებოდა. უცბად მივიღე მკაცრი სახე, აი, მამებს როცა აქვს თვისი ქალიშვილის შეყვარებულის გაცნობისას და ოთახში შევედით.
– ანანო, - მისკენ წავიდა, - ეს მაგდაა წიკლაური, - გააცნო ჩემი თავი და გოგომ ოდნავ ანერვიულებული თვალები მომაპყრო, - ეს კიდევ, ანანო დემეტრაძეა, ჩემი შეყვარებული. - ღიმილით მომიბრუნდა და ჩემი სახის დანახვისას, საყვედურით შემომხედა. მზერით მანიშნა "გული არ გაუხეთქოო" და გაჩუმდა. ორი წუთი მის აღნაგობის შესწავლაში გავატარე. კატერინაზე ოდნავ მაღალი, თუმცა ჩემზე დაბალია. გამხდარია, მაგრამ მთლად გაძვალტყავებულიც არა. ღია ყავისფერი თვალები ტერფებზე გაეშტერებინა და მუქი ქერა თმა სახის ნაწილებს უფარავდა. მოკლე შორტი და მოკლრმკლავიანი, კრემისფერი მაიკა ეცვა, რომელზეც დიდად და გარკვევით ეწერა "YOLO". ვგრძობდი, რომ ჩემი რცხვენოდა და ამავედროულად ჩემი ნათქვამის ეშინოდა.
– კატერინა, - მკაცრი და ცივი ტონით დავიწყე. დავინახე როგორ გააკანკანკალა ანანოს და შეშინებულმა ფრთხილად ამომხედა. "ამ გოგოს გადამკიდე და თავი მონსტრი მგონია" გავიფიქრე და განვაგძე. - გარშოკი მოიტანე, თორემ საცაა ჩაიფსავს შენი "ლოვე". - ტონი არ შემიცვლია ისე ვუთხატი და წამებში ორივე ავკაკანდით. ანანო გაკვირვებული, მაგრამ შვებამოგვრული გვიყურებდა.
– რა დასაკლავი ქათამივით მიყურებ, სახლიდან კი არ გაგდებ. - სიცილოთ ვუთხარი. მასაც გაეცინა. მალევე მომიშინაურდა და უკვე ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. როგორც გავიგე, ანანო 20 წლისაა, კატერინაზე 1 წლითპატარა. ხასიათზეც ეტყობა, რომ ჯერ ისიც გამოუცდელია და ყველას რეაქციის ეშინია, ვინც მის "საიდუმლოს" გაიგებს.
– მიუუ! - ყვირილით მივირბინე ჩემს ოთახში მძინარ, აწ უკვე გაღვიძებულ კატასთან და მთელი ძალით ჩავიხუტე. - როგორ მომენატრე მიუ. - ვეუბნებოდი და ვარდისფერ, პაწუა ცხვირზე ვკოცნიდი, ისიც უმალ მიხვდა ვინ ვიყავი და კნავილი დაიწყო. კალთაში ვერ ჩერდებოდა და გამუდმებით თავს მიხახუნებდა ხელზე, მუცელზე, ფეხზე და კნავილს არ წყვეტდა.
– საჩუქრები მისაღებშია, მე ეხლა გადავივლებ და უნდა დავიძინო, თორემ ფეხზე მდგომს ჩამომეძინება. მანამდე, გთხოვ, ჩემ ოთახში საწოლი გამოშალე რა. - მუდარით ვუთხარი და მისი დასტურის მიღებისას საჭირო ნივთებითურთ აბაზანაში შევიკეტე. თბილი წყალი იმდენად მესიამოვნა, წუთით ვიფირქრე, აქ ხომ არ დამეძინა. მოწესრიგებული ოთახში გავედი და ბალიშზე თავი არ მქონდა დადებული, უკვე ფშვინვა ამომეშვა.

***

– ანანო, ჩაალაგე ყველაფერი? - ტელეფონში ეკითხებოდა კატერინა. - კი, გამოვდივართ უკვე. კაი, მიდი გკოცნი. - გაუთიშა და კედების ჩაცმით დაკავებულს მომიბრუნდა. - მაგდა, მალე რა! გველოდება. - მოუთმენლად მითხრა.
– გველოდოს, არაფერი მოუვა. - გაბეზრებულმა ვუპასუხე. როგორც იქნა მოვრჩი ჩაცმას, ჩემოდნით ხელდამშვენებულებმა დავტოვეთ სახლი და დაბლა ჩავედით, ამჯერად ლიფტით. მანქანაში ბარგი ჩავაწყვეთ და ანანოს სახლისკენ დავიძარით.
– აკოს დაურეკე? - მკითხა.
– არა. დავურეკავ ახლა. - ტელეფონი ხმამაღალზე ჩავრთე და დაველოდეთ, როდის ინებებდა ჩვენი აკო-შმაკო ზარისთვის ეპასუხებინა.
– ხოო. - როგორც იქნა აიღო ყურმილი და მაშინვე ვიცანი მისი ნამძინარევი ხმა. კატერინას პირი დაეღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ არ ვაცადე და გაბრაზებულმა დავიწყე.
– შენ გეძინა?! - ვკითხე.
– აუ, მაგდა, ამ დილაუთენია რა გინდა?! - მკითხა და რაღაცის ჩარტყმის ხმა გავიგე. იმედია დიტომ რამე უთაქა იმ უტვინო თავში.
– რა მინდა და ადექი, მოწესრიგდი და ბიჭები დაბლა ჩამოდით! მოვდივართ უკვე. - გავეცი ბრძანება.
– ამას ხო იცი, მამაზეციერი ვერ აფხიზლებს ხოლმე. - ლუკას მოცინარი ხმა გავიგე და მის ნათქვამზე მე და კატერინა ავფხუკუნდით.
– პირველი დაიწყო, ააგდეთ მძინარე მზეთუნახავი, ხო ხედავთ არ მოდის მისი პრინცი.
– აბა შენ რა ხარ, გიჟოო? - განაზებულად მკითხა აკომ და ისევ გაისმა ჩარტყმის ხმა.
– აკო, შენ თუ ასეთი "პრინცი" გინდა, რა გითხრა არ ვიცი. - გამოეპასუხა კატერინა.
– შენ რა მაგრად ხუმრობ, არ გინდა მასწავლო? - გავხედე და მის სახეზე გამეცინა.
– თქვენი აჯობებს სადარბაზოსთან დამხვდეთ, თორემ მანქანას არც გავაჩერებ და პირდაპირ წავალთ გონიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ კუპალნიკიან გოგონებს დაემშვიდობებით. თან გავიგე, ამ ბოლო დროს რუსი გოგოები ჩამოდიანო.. - დამთავრებული არ მქონდა, აკოს ხმა რომ გავიგე.
– სპილენძა, არ გამწირო, აი, ავდექი. შენ ძმობას ვფიცავარ, სიმაღლის მიხედვით დაგხვდებით კორპუსთან. - სწრაფდ მომაყარა და გამითიშა. სიცილით ჩავისვით ანანო. კატერინა უკან გადავიდა, ანანოსთან მინდაო და გოგოს აეხუტა. ბიჭებმა უკვე იცოდნენ ამის შესახებ, ამიტომ გამიხარდა, რომ არ მომიწევდა უხერხულ ატმოსფეროში მგზავრობა. ბიჭების კორპუსს რომ მივუახლოვდი, დავინახე სადარბაზოს წინ, სიმაღლის მიხედვით 3 აყლაყი ატუზულოყო და თვალსაც არ ახამხამებდნენ. ავხარხარდი, მანქანა გავაჩერე და მუცელზე ხელები მოვიხვიე. სიცილისგან თვალები ამიცრემლიანდა. ბოლოს აკოს ხმამ გამომიყვანა მდგომარეობიდან.
– კარგით რა! - წუწუნებდა. - მე შენ პირობა შეგისრულე, შენ კიდე დამცინი, სპილენძა?! - ტუჩები დაეპრუწა და ხმა სულ ოდნავ დაეწვრილებინა. რაც ჩამოვედი პირველად ვნახე. მანქანიდან გადმოვხტი და მოვეხვიე. როგორ მომნატრებია მისი ნათქვამი "სპილენძა", რომელიც მანვე შემარქვა ბავშვობაში, ჩემი სპილენძისფერი თმისა და თაფლიფერი თვალების გამო, რომლებიც შორიდან ჩემი თმის ფერს უტოლდება. მხოლოდ ის მეძახის ამ "კლიჩკას" და სხვებიც, ათასში ერთხელ. დიტო და ლუკაც მოვისიყვარულე და მანქანაში გავნაწილდით. წინ ლუკა ჩაჯდა, უკან დანარჩენები და გონიოს გზას დავადექით. გზაში აკო მუსიკებს ბოლო ხმაზე აყვირებდა, რის გამოც თავი ამტკივდა. ბოლოს ყველა ყვირილით ვყვებოდით მუსიკას. საათის მერე ჩავწყნარდით, კატერინასა და ანანოს ერთმანეთზე ეძინათ, აკო დიტოს მოხვეოდა და ისე ფშვინავდა, აპოკალიფსიც ვერ გააღვიძებდა. დიტოს შეწუხებულ სახეზე მე და ლუკას გვეცინებოდა, ისიც ამაზე ბრაზდებოდა და უფრო ეკვროდა მანქანის კარს, რომ რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო მძინარე ძმაკაცისგან, რა თქმა უნდა, ამაოდ.
– შენები რას შვებიან? - მკითხა ლუკამ.
– რავიცი, ძველებურად. არ ჩამოდიან, არ ვიცი რატომ. მე მეუბნებიან საქმეები გვაქვსო, მარა მესამე კლასელი ხო არ ვარ. - გზას თვალს არ ვაშორებდი.
– დაშორდებიან? - მკითხა ფრთხილად, თითქოს არ იცოდა ეს უნდა ეკითხა თუ არა. ვიგრძენი, უხერხულად იყო, ამიტომ გავუღიმე და ისევ გზას გავხედე.
– ნეტა, მე მაინც აღარ მომიწევს მათი ჩხუბის ყურება. ყელში არიან უკვე. - უდარდელად და გაბეზრებულად ვუთხარი. მართალია მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც არაფერს იშურებდნენ ჩემთვის, მაგრამ უკვე ნატვრად მქცეოდა მათი განქორწინება. დარჩენილი გზა ხმა არ ამოგვიღია.

***

– წავედი მე, გულები უნდა დავიპყრო. - წარბები აათამაშა აკომ და ეზოსკენ წავიდა.
– არა, არა! - მაიკაში დავწვდი და ვეცადე გამეჩერებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდებოდი, თავად რომ არ მოესურვა ეს.
– რატო? მაგდაა. - მუდარით შემომხედა.
– ჯერ ერთი ამწამს ჩამოვედით, მერე მეორე სახლის დალაგებაში შენც უნდა მოგვეხმარო, ვაჟბატონო. - მტკიცედ ვუთხარი და მის შეწუხებულ სახეს თვალი არვარიდე. უყურადღებოდ დავტოვე აკოს წუწუნი თუ მუდარა და სახლში პროდუქტებით დატვირთული შევედი.
– მეგონა დამლაგებელმა დაალაგა აქაურობა, როგორც ყოველთვის. - გამომელაპარაკა დიტო.
– ეგრეა, მაგრამ პროდუქტები უნდა შევაწყოდ და ოთახები გავამზადოთ. ასევე, თითომ ცხრა ჩემოდანი წამოიღეთ და მაგას ამოლაგება ხო უნდა. - ვუხსნიდი, თან მაცივარში საწებელი შევდე.
– ცხრა არა სამი. - თქვა გაბუტულმა აკომ.
– მერე და რა ხეირი? თითოს სამოთახიანის ფართი აქვს. - ამოვილაპარაკე და გავიცინეთ. - და ნუ იბუტები ბაღის ბავშვივით რა, აკო. - ვუთხარი, მან კი თვალები გადაატიალა.
– მე და ანანო ერთ ოთახში ვიძინებთ. - წამოიძახა კატერინამ და ზემოთ აირბინა ანანოსთან ერთად.
– ღამე ძაან არ იკნავლოთ, უძილობა ისედაც არ მაკლია. - გასძახა ლუკამ და ოთხივეს სიცილი აგვიტყდა.
– სხვათაშორის, შენი ოთახი ვიგულისხმე. - ნიშნისმოგებით ჩამოსძახა და გავიგე კარის ჩაკეტვის ხმა. ლუკა დასერიოზულდა და კიბეებს აუყვა.
– რა? - გაიკვირვა. - აუ, კატა! კარგი რა! - კარზე აკაკუნებდა, თან თავისი ოთახის დაბრუნებას ითხოვდა. - ხო იცი, ძაან მიყვარს ეს ოთახი, თან სულ აქ მეძინა.
– რაიყო, სხვა ოთახში გეშინია, ბუამ არ შეგჭამოს? - გავიგე კატერინას სიცილნარები ხმა. ღიმილით შევაღე ჩემი ოთახის კარი, რომელიც პირველ სართულზე იმყოფება და ბარგს დავუწყე ამოლაგება.
– მაგდა. - განაწყენებული ლუკა შემოვიდა და კარში ბავშვივით აიტუზა.
– რა იყო, ლუკა? - ვკითხე სიცილშეკავებულმა.
– უთხარი რა. - შემეხვეწა და წამსვე გამახსენდა მისი პატარაობა. სულ ასეთი იყო. შვიდი წლის იყო როცა გავიცანი, მაშინაც და მერეც ასე იცოდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ახლობლებში.
– არ გეხუმრა უკბილოდ და არ იქნებოდი ამ სიტუაციაში. - გავკიცხე და ჩემს საქმეს მივუბრუნდი. მიხვდა, აზრი არ ქონდა ჩემთან ლაპარაკს, ასეთი სისულელეებით მხოლოდ ვერთობი, ამიტომ ბედს შეეგუა და სხვა ოთახში ლანძღვით აიტანა ბარგი.
– კატა, შენ ნახე, გაგიმწარებ აქ გატარებულ 2 თვეს. - დაემუქრა და სახლი სიცილის ბგერებით აივსო.
– მაგდა, მომაშორე შენი კატა! - იღრინებოდა დიტო და მიუს მოშორებას ცდილობდა. კატა გამოვართვი და ოთახში თავის რბილ საწოლზე დავსვი, სათამაშო მივეცი და კარადაში ტანსაცმელი შევაწყვე. მანაც თამაში დაიწყო.
– მაგდა, ეხლა მაინც გავალ. - თავი შემოყო აკომ. "ღმერთო, ეს ბარგი დღეს ამომალაგებინე!" გულში ვინატრე და აკოს თავგაბეზრებულმა გავხედე.
– აკო, ოთხი საათია, ახლა გარეთ წამითაც რომ გახვიდე, საავადმყოფოში მეყოლები წასაყვანი. თან ეხლა არავინ იქნება გარეთ. - ვუთხარი და მის ბავშვუად მოუსვენარ სახეს რომ წავაწყდი, ღიმილი ვერ შევიკავე. - ექვსზე გავალთ, შენ ძმობას ვფიცავარ. - სიცილით მოვახსენე. კმაყოფილმა მაკოცა ლოყაზე და ხტუნვა-ხტუნვით, სკოლის მოსწავლე გოგოს რომ ახასიათებს, ოთახიდან გავიდა. კარი მაშინვე ჩავკეტე, თორემ კიდევ ვინმე რომ შემოსულიყო, გაბრაზებული ბარგის ამოლაგებას შევწყვეტდი.
შეპირებული პირობა შევასრულე და ექვსზე სანაპიროზე გავედით. იქაურობა სავსე იყო და თავი უკვე უკომფორტოდ ვიგრძენი, მაგრამ არ შემიმჩნევია, როგორც ყოველთვის. ზღვის დანახვაზე წუთით სუნთქვა შემეკრა და ადგილზე გავქვავდი, მერე ისე ღრმად ჩავისუნთქე იოდითა და ზღვის სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ფილტვები გასკდომაზე მქონდა. ზღვა ყველაზე მეტად მომნატრებოდა. რაც თავი მახსოვს, აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით. მაშინ ბებია-ბაბუაც ცოცხლები იყვნენ, დედ-მამაც ბედნიერები, მეც უდარდელი, სუფთა და ეს სახლიც მარტო არასდროს იყო და აგარაკის იარლიკი არ ჰქონდა არტყმული. ჩანთები დავყარე, ლუკას მაისური, რომელიც კაბად მეკუთვნის, სწრაფად გადავიძრე და საცურაო კოსტუმისოდენა შევვარდი მონატრწბულ წყალში. ვყვინთავდი და თავს მანამდე არ ამოვყოფდი, სანამ უჰაერობისგან ცუდად არ გავხდებოდი.
– მომენატრე. - ძალიან ჩუმად ვუჩურჩულე ზღვას და ისევ ჩავყვინთე. ვიცი, სასაცილო და ბავშვურია, ზღვა ხომ უბრალოდ წყალია, რომელშიც ცურავ, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის, ბავშვობიდან უფრო მეტს წარმოადგენდა. ცუდ ხასიათზე აქ მოვდიოდი და ჩემს ტკივილსა თუ წყენას მას ვუზიარებდი. ისიც კარგი და მომსმენი მეგობარივით მისმენდა, თან თავისი ტალღებით თითქოს მარიგებდა, რჩევებს მაძლევდა ან თუნდაც, მამშვიდებდა. მოკლედ, ზღვა ჩემთვის სულიერ არსებას წარმოადგენს, რაც არ უნდა აბსურდული, ბავშვური თუ სასაცილო იყოს.

***

ათი დღეა აქ ვართ და ამ ათ დღეში უამრავი რამ მოხდა. ბიჭებმა პირველ დღესვე მოასწრეს რამე ნინძლავის დადება. შარშანწინ ის გაიმარჯვებდა, ვინც ყველაზე მეტად გამაბრაზებდა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მომთმენი და "ამჩემფეხება" ვარ, ეს ვერცერთმა შეძლო, თან მათ ნინძლავზეც გავიგე და ამის უფლებას არცერთს ვაძლევდი. წელს კი ის გაიმარჯვებს, ვინც ყველაზე ბევრ გოგოს, როგორც მათ თქვეს, დაკერავს. ჯერ ლუკა იგებს. უკვე ხუთო გოგოს გული მოიგო. მისი გარეგნობის პატრონისგან, არც მიკვირს. მწვანე თვალები, სწორი ცხვირი, დაბალზე დაყენებული ქერა თმა და საკმაოდ მიმზიდველი, მაღალი სხეული. მეორე ადგილზე აკოა, მხოლოდ სამი გოგოს შებმა მოახერხა. მისი ყავისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, ასევე დაბალზე დაყენებული ღია ყავისფერი თმა და დაყენებული სხეული უფრო მეტ შედეგს უნდა იღებდეს, ჩემი აზრით. აი დიტო, ეს რთული ამვავია. როგორც გავიგე, ჩვენს დიტოშკას ვიღაც მოსწონს, ალბათ უყვარს კიდეც, მაგრამ მე ვფიქრომ ჯერ ადრეა ასეთი თამამი განცხადება. თავიდან სვანივით, როგორც შეეფერება, ერთ აზრზე იდგა. ბევრი ნერვების მოშლის, "იცი რომ წააგებ და ქათამივით გეშინიასი" თუ ცემა-ტყეპის შემდებ, ბიჭებმა ისიც დაითანხმეს. მის გარეგნიბას რაც შეეხება, აქვს ყავისფერი თვალები, ბიჭებთან შედარებით გრძელი, შავი თმა, სწორი ცხვირი და მიმზიდველი სხეული. მე, ანანო და კატერინა, რა თქმა უნდა, ხელს ვუშლიდით ნინძლავის მოგებაში, რაზეც ბრაზდებოდნენ და მაქსიმუმ ორი საათი გვებუტებოდნენ, თუმცა მეტს ვერ ქაჩავდნენ და მოგებული ისევ ჩვენ ვრჩებოდით.
მეათე დღეს კოკისპირულად წვიმდა. საშინლად. ღამე დაწყებული დილასაც ასველებდა გონიოს და გარეთ გასვლას ვერ ვბედავდით.
– ამაზეა ნათქვამი, ცა ჩამოიქცაო. - ვთქვი და ყავისფინჯნიანი მოვშორდი ფანჯარას, რომელზეც წვიმის წვეთები გზას იკვლევდნენ და ცრემლებივით ეშვებოდნენ ქვემოთ.
– რა ამინდია, რა! - წუწუნებდა აკო. - ასე თბილისშიც სახლში ვიჯექი. - სავარძელზე ჩამოჯდა და ტელევიზორის ყურებას შეუდგა. დიტო გამოელაპარაკა, მაგრამ აღარ გამიგონია რა უთხრა, კარების გასაღებად გავმართულიყავი. "ამ წვიმაში ვის გავახსენდით" ვფიქრობდი და კარი გამოვაღე. თვალწინ სამი ბიჭი დამხვდა. სამივე თავიდან ბოლომდე გაწუწულები იყვნენ. უკანა ორი სიცილს ვერ იკავედა და ერთმანეთს მუჯლუგუნებს ურტყამდნენ, წინ მდგომი კი ღიმილით მიყურებდა და რაღაცას მეუბნებოდა, თუმცა ყურები დამგუბებოდა გაკვირვებისა და.. შიშისგან. ეს წამიერი ემოცია უცებ მოვიშორე, როცა მივხვდი რომ შემჩნევას იწყებდა და ღიმილით მივმართე.
– რით დაგეხმაროთ? - სულელურად გამომივიდა. "რით და იქნებ შიგნით შეუშვა, გააშრო და წვიმის გადაღებამდე შეიფარო, რავიცი აბა?!" ამიყეფდა ალტერეგო.
– იცით, ბიჭები წვიმაში მოვყევით და სანამ გადაიღებდეს, იქნებ შინ შემოგვიშვებდეთ? - მორიდებით, თუმცა სითამამე შეპარული ხმით მკითხა.
– დიახ, რა თქმა უნდა, შემოდით. - შევიპატიჟე და მისაღებიში გავიყვანე. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. სიტუაცია ავუხსენი და სტუმრებს მივმართე.
– მეორე სართულზე, ხელ მარჯვნივ ბოლო კარი აბაზანაა. იქ შეგიძლიათ მოწესრიგდეთ, ბიჭები გათხოვებენ მშრალ ტანსაცმელს, ამასობაში მე ყავასა თუ ჩაის გაგიკეყებს. - ღიმილით ავუხსენი და ბიჭების გაკვირვებულ, სიბრაზეშეპარულ სახეებს ყურადღება არ მივაქცია.
– მადლობა. - მითხრა ერთ-ერთმა და ზევით ავიდნენ. ბიჭებს ვანიშნე აჰყოლოდნენ. ისინიც დამმორჩილდნენ და მეც წყლის ადუღება დავიწყე. ახლა დავუფიქრდი, არც ერთს უთქვამს რა უნდოდა. იმედია მანამდე გამოვლენ, ვიდრე ყველას ჩაის გავუკეთებ. "ჯანდაბა, ეს ჩაიდანი მთელ დღეს უნდება წვეთი წყლის ადუებას." გავიფიქრე გაბეზრებულმა და ახალი ჩაიდნის შეძენაზე დავფიქრდი. მალევე გავიგე სიცილის ხმები, ქვემოთ რომ მოემართებოდნენ და იმ წამს შემოსულ კატერინას გავხედე.
– კი მარა, ასე მალე რა მოასწრეს? - ვკითხე. მხრები აიჩეჩა და სავარძელზე ანანოს მიუჯდა.
– კიდევ ერთხელ, მადლობა. - ნაცრისფერ თვალება ბიჭი შემოვიდა და გამიღიმა. მეც საპასუხოდ გავუღიმე და ვკითხე.
– ჩაი? ყავა?
– მე ჩაი, ყავა არ მიყვარს. - მისაღებს გახედა. - ნოდო, საბა! ჩაი თუ ყავა? - წამებში პასუხიც მივიღე, ორი ყავისა და ერთი ჩაის კეთებას შევუდექი.
– მე ბექა ვარ, უზნაძე. - ხელი გამომიწოდა და ღიმილს არ იშორებდა.
– წიკლაური მაგდა. - ვუპასუხე. წამით დავაჩერდი მის თლილ თითებს, მამაკაცისთვის შეუფერებლად ლამაზი რომ იყო და ხელი ჩამოვართვი. რაღაცის თქმას აპირება, აკო რომ შემოვარდა, მის უკან კი ბექას ძმაკაცევი, როგორც გავიგე, ნოდო და საბა.
– სპილენძა, ეს ბიჭები სახლს ეძებდნენ სადაც დაისვენებდნენ. - დაიწყო აკომ და უკვე ვიცოდი, საითაც მიჰყავდა საუბარი. "ჯანდაბა, აკო ჯანდაბა!" გონებაში თავს ვიწყევლიდი, საერთიდ კარი რომ გავაღე. - ხოდა, რატომ ვაწვალოთ ასეთი სიმპაწიჩნი ბიჭები? დავიტოვოთ რა. - მისკენ მივბრუნდი. - თან რაც მეტნი ვართ, მით უკეთესია. - სწრაფად დაამატა. ვიცოდი შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი.
– აკო, სხვა ოთახები მოსაწესრიგებელია. - ვუთხარი და მდუღარე წყალი ჭიქებში დავასხი.
– არა, ეგრეც ვერ შეგაწუხ.. - გააწყვეტინა ბექას აკომ.
– მე და ბიჭები დავალაგებთ. მიდი რა მაგდა. - ბავშვივით გამოიწელა ყელი, თხოვნის ნიშნად.
– ხუთი ოთახი უკვე დაკავებულია. იმ ორს თქვენ დაალაგებთ? - ვუთხარი ციცი ტონით და წარბაწეულმა გავხედე. სტუმართმოყვარე ვარ, მაგრამ არა მეგობრული. ნამდვილად არ მეხატება გულზე ის აზრი, რომ სამი უცხო ბიჭი ჩემთან უნდა ატარებდეს ზაფხულს. ყოველთვის მიკვირდა ბიჭებისა და კატერინასი, უცბადვე ემეგობრებოდნენ სრულიად უცხოს, აი, ნათელი მაგალითი. მე კიდევ, ერთი კვირის ნაცნობსაც ვერ და არ ვუწოდებ მეგობარს.
– გადაწყდა! - წამოიძახა აკომ და ტაში შემოკრა. მომლოდინედ ავხედე, ვიცი, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. - ისე დაგიწკრიალებ იმ ოთახებს, ოთახის გამოცვლას ინატრებ. - მითხრა. ჯერ გაბრაზებული ვუყურებდი, მაგრამ მხოლოდ წამით, მერე დანებების ნიშნად ამოვიოხრე და ბექას გავხედე, რომელიც გაკვირვებული და ამავედროს, გახარებული გვაშტერდებოდა მე და აკოს.
– კაი, სპილენძა? - ჩამეკითხა, არადა ზუსტად ვიცი, პასუხი მისთვის უკვე ნათელია.
– კარგი, აკო. ოთახები აჩვენე. - შეწუხებულმა ვუპასუხე. ლოყაზე მაკოცა და ბარგის შემოსატანად გაიყვანა ბიჭები, მხოლოდ ნაცრისფერთვალება დარჩა და მადლიერი შემომცქეროდა. წამით გავუსწორე მზერა და მის თვებში სიხარული, მადლიერება და.. ღრმა ტკივილი ამოვიკითხე. რატომღაც, ყოველთვის ზუსტად ვხედავდი ადამიანის გრძნობებს მათ თვალებში, ასე ვთქვათ, თანდაყოლილი ნიჭი მაქვს.
– მართლა, დიდი მადლობა. - მეათედ გამიმეორა და უკვე ვნატრობ, დამუნჯდებოდეს. ისედაც უხერხულად მყოფს, სირცხვილისგან მაწითლებდა და მეც თავაზიანად მეათედვე ვპასუხობდი, რომ დიდი არაფერია. ზოგადად მორცხვი არ ვარ, მხოლოდ მაშინ, როცა მადლობას ან რამე კარგს, მაგალითად კომპლიმენტს არა ერთხელ, არამედ ორჯელ ან მეტჯერ მეუბნებიან, თითქოს ერთხელ არ კმარა ან ყრუ ვარ და გამეორება მჭირდება.
ჭურჭლს ვრეცხავდი, როცა კატერინამ დამიძახა.
– დაიწყო, მაგდა! - მოუსვენრად ავცქმუტუნდი. ორი ჭიქაღა მქონდა გასარეცხი და ერთი კოვზი.
– კატერინა, დააპაუზე რა, ორი წუთი მინდა! - გავძახე და რეცხვის ტემპს მოვუმატე. იქ გასულს ყველა ოთახში დამხვდა, მათ შორის სტუმრებიც, რომლების თავს უკვე სახლში გრძნობდნენ. გავუღიმე და ჩემი სერიალის, "მენტალისტის" ყურება დავიწყე. ვგიჟდები ამ სერიაზე და პატრიკ ჯეინზე, თავისი ამოუცნობი ლოგიკით. მიუხედავად იმისა, რომ გადასარევი დეტექტივისგან ბანალური love story შექმნეს, თავიდან მაინც სიამოვნებით ვუყურებ. სერიის დამთავრწბისას ლუკამ დაიწყო.
– აუ გავიდეთ რა. - გარეთ გავიხედე, წვიმას გადაეღი. ჩვენც დავიღალეთ სახლში ჯდომით, ამიტომ დავთანხმდით. ათ წუთში კი, ყველანი კარში გავდიოდით. თბილად ჩავიცვი, წვიმამ გარემო გააცია.
– ჩვენ რაღაცეებს ვიყიდით და სანაპიროზე გნახავთ. - მოგვახსენეს სტუმრებმა. ჩვენც ზღვისკენ წავედით. ჩემი ზღვა აღელვებულიყო და უშველებელ ტალღებს ჩვენსკენ ისროდა, ასე მეგონა, მსაყვედურობდა, რატომ არ გამოხვედი დღესო, მეც ძალაუნებურად გავუღიმე და თავი დავხარე. მის პირდაპირ ჩამოვჯექი და ბავშვებს დაველოდე. სანაპირო ცარიელი იყო, თუმცა ვინ გამოვა ასეთ ამინდში გარეთ? არც არავინ ჩვენნაირი გიჟების გარდა. "ზღვა მხოლოდ მზიან ამინდში ახსენდებათ." გავიფიქრე. ბიჭები პარკებდატვირთულები დაბრუნდნენ. წრეზე დასხდნენ და ლუდის სმა დავიწყეთ, რომელიც ბიჭებმა იყიდეს.
– აბა, რა ვითამაშოთ? - იკითხა საბამ.
– ვეფხვაძე, ნუ ჩარჩი მესამე კლასში. - თავში წამოარტყა ნოდომ.
– არა, რატომ, მართალია. აბა, ასე ვიჯდეთ და ვსვათ, ლოთი კაცებივით? - დავიცვი საბა და გავუღიმე.
– კაი, ის ვითამაშოთ, სიმართლე თუ ტყუილი რომაა. - შემოგვთავაზა დიტომ.
– სიმართლე თუ მოქმედება, დიტო. - სიცილით შეუსწორა ანანომ.
– ხო რაცაა. - სულერთიას გამომეტყველებით ჩაიქნია ხელი.
– კარგი. - აკოს გამოცლილ ბოთლს გავწვდი და ქვიან ზედაპირზე შეძლებისდაგვარად დავატრიალე. - ნოდო ეკითხება კატერინას. - ვთქვი და ყველა გავჩუმდით.
– სიმართლე თუ მოქმედბა?
– სიმართლე. - მხიარულად უპასუხა და მასზე აკრულ ანანოს მკლავი გადახვია. ნოდომ ორივე აათვალიერა და მისი კითხვა, მეტ-ნაკლბად, უკვე ვიცოდი.
– მართლა ლესბოსელი ხარ? - ეცადა ჩვეულებრივი ტონი მიეღო, მაგრამ არ გამომპარვია ზიზღის ნოტები, რამაც ბრაზისგან ამავსო. მშვიდად ველოდი, კატერინა საკადრის პასუხს როდის გასცემდა, მაგრამ დამუნჯებულიყო, თითქოს ენა გადაეყლაპოს და სანამ არ ჩავახველე, მანამდე არ მოეგო გონს.
– მე.. კი, გოგოები მომწონს. - უცებ მიიღო მტკიცე ხმა და აწითლებულ ლოყებს ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭებმა ნოდოს გახედეს, მზერით ანიშნეს დატეულიყო ადგილზე, მაგრამ ის თავისას აგრძელებდა.
– მერე მოგწონს ლესბოსელობა? - უკვე ამრეზით ჰკითხა. ძლივს დავიჭირე ენაზე მომდგარი სიტყვები. კატერინამ უნდა ისწავლოს, ხალხს თავისი ადგილი რომ უნდა მიუჩინოს, ამიტომ არ ჩავერიე. ისევ გადაეყლაპა ენა და ამჯერად მე ვიკისრე ხმის ამოღება.
– შემთხვევით, ცხვირს უადგილო ადგილას ხომ არ ვყოფთ? - ცივად ვკითხე. - კატერინა არავისგან იმსახურებს ეგეთ ტონს, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოები იზიდავს. ადამიანებს ერთმანეთის სული გვიყვარდება და არა სხეული. - თვალებში ჩავშტერებოდი, ნათლად ამოვიკითხე სირცხვილი და გამეღიმა. "მთლად დეგენერატიც არ ყოფილა"
– ბოდიში, - მიუბრუნდა ჩემს დაქალს, - ცუდად გამომივიდა.
– არაუშავს. - აწითლებულმა უპასუხა. ანანოს დავაკვირდი, რომელსაც მრისხანება ჩასდგომოდა თვალებში. "მან რატომ არ დაიცვა? თავისი შეყვარებულია ბოლოს და ბოლოს." გავიფიქრე და დაძაბულობის განსამუხტვად ბოთლი დავატრიალე.
ოცი წუთი ვთამაშობდით, ყველა იცინოდა. ნოდოსა და კატერინას შორისაც აღარ იყო უხერხული დამოკიდებულება და ჩვეულებრივ საუბრობდნენ. ლუკას ზღვაში ჩასვლა მოუწია, აკოს კი ჩემი წყალში ჩაგდება, მაგრამ უცბად და ადვილად ვუსხლტებოდი ხელებიდან. ბოთლი ბექამ დაატრიალა და ეს უკანასკნელიც მიგვითითებდა, რომ მე ვეკითხებოდი მას.
– სიმართლე. - ისე მიპასუხა, კითხვა არ დამისვამს. თვალებში ვუყურებდი მომღიმარ ბიჭს და ჩემში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. საშინლად დამაინტერესა დაფარული ტკივილის მიზეზი, ამიტომ თამამად, მაგრამ ფრთხილად ვკითხე.
– რა გადაიტანე ყველაზე რთულად ცხოვრებაში? - დავინახე, მას და მის ძმაკაცებს თვალები როგორ ჩაუქვრათ და თავები ჩახარეს, მხოლოდ ბექა მიყურებდა სევდიანი თვალებით.
– ძმაკაცის მკვლელობა. - ვიგრძენი რაღაც როგორ ჩამწყდა. სუნთქვა წამით დამავიწყდა, მაგრამ უცებ დავიბრუნე ჩვეული სახე და ინტერესით შევყურებდი.
– მოკლეს? - ჩურჩულოთ იკითხა ანანომ და ხელები პირზე აიფარა.
– კი, ორი წლის წინ. ბრეგვაძე ანდრია. - უპასუხა. წუთით ყველა დავდუმდით, ვერავინ ბედავდა ხმამაღლა სუნთქვასაც კი, თითქოს ამით პატივს ვცემდით მკვდარ ძმაკაცს, რომელსაც არც კი ვიცნობდით. ვხედავდი ბექასა და მისი ძმაკაცების თვალებში სიძულვილს, რომელიც მკვლელს ეკუთვნოდა. გულისრევის შეგრძნებას რომ ვეღარ ვუმკლავდებოდი, აკოს სიგარეტს დავწვდი და ზღვისკენ წავედი. ერთ ღერს მოვუკიდე და შავ, აღელვებულ სივრცეს გავუშტერე თვალი. თითქოს ზუსტად ეგრე ღელავდნენ ჩემში გრძნობები, სიგარეტის კვამლს ვაყოლებდი ნეგატიურ ემოციებს და ჩამწვარი ღერი ფეხით გავსრისე, მერე ავიღე და ბავშვებისკენ გავემართე. იქვე მყოფ პარკში მოვისროლე ღერი და ღიმილით გავაგრძელე თამაში.
სახლში მალევე დავბრუნდით, რაც ლუკასა და აკოს წუწუნი იყო, მშიერი მუცელის შესახებ.
– მაღაზიაში გავალ და მოვალ მალე. - ვუთხარი სახლთან მისვლისას და გზა მაღაზიისკენ განვაგრძე. ნაყიდი პროდუქტები პარკში ჩავაწყვე და ღიმილით დავემშვიდობე სალაროსთან მჯდომ გოგონას. რამდენიმე წუთში ნაცნობ და მეტად უსიამოვნო შესახვევს გავხედე. გაშეშებული ვუყურებდი და მოგონებებთან ერთად სინდისიც შუაზე მგლეჯდა. ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში მალე მისვლას ვნატრობდი. ჭიშკართან უცხო მანქანას მოვავლე თვალი და როცა გავიაზრე ვისიც იყო, შინ შესვლის სურვილი საერთოდ დამკარგვოდა.
– მაგდუშ. - კარის გაღებისთანავე მომეხვია "საყვარელი" დეიდაშვილი.
– თამუნა. - გაბეზრებულად ვუთხარი და მის უკან მდგარ დათოს(თამუნას ქმარს) და მათ შვილს, ლიკუნას გავხედე.
– დედაშენმა მითხრა, გონიოში დაისვენეო თუ სხვაგან ვერ მიდიხართო, ხოდა მეც ჩამოვედი. - ნიშნისმოგებით მითხრა.
– უკეთესი არაფერი გითხრას, - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - იცი, ადგილები არ გვაქვს, წელს უფრო ბევრნი ვართ. - ვეცადე წასვლის მიზეზი მიმეცა.
– არაუშავს, გადანაწილდებით ან შენი მეგობრები წავლენ. სულ აქ არიან და ერთხელ არაფერი მოუვათ. - აგდებულმა ტონმა მისი მოკვლის სურვილი გამიძლიერა, მაგრამ მშვიდად ვუპასუხე.
– ჩემი მეგობრები აქ იმდენხანს იქნებიან, რამდენიც საჭიროა და ერთადერთი ვინც აქედან წავა, ეს შენ, შენი ქმარი და ღლაპი ლიკუნა იქნებით. - ცივად მივმართე და სანზარეულოში გავესი.
– ლიკუნაზე ნორმალურად ილაპარაკე. - გაისმა დათოს ხმა, რომელსაც ხელები მუშტად შეეკრა. ვიცი, ზედმეტი მომდის, მაგრამ მათი ატანა არ შემიძლია.
– შენ ნუ ერევი. - ვუპასუხე და თამუნას მივუბრინდი.
– გაგაცილო თუ შენით? - ვკითხე და გასასვლელი კარისკენ ვანიშნე.
– არსად წასვლას არ ვაპირებთ, და გირჩევნია ოთახებში გადანაწილდეთ. ნუ გავიწყდება, ეს სახლი მეც მეკუთვნის. - გაბრაზებულმა მიპასუხა. პირი დავაღე, დიტომ რომ გამიყვანა მისაღებში.
– მაგდა. - დაიწყო და საყვედურით შემომხედა. უკვე ვიცოდი მისი სათქმელი და განრისხებული გავბრუნდი უკან.
– კარგი, გავნაწილდებით. ბოლო ოთახი თქვენია.
– ერთი ოთახი? არა, ლიკუნას მარტო უყვარს ძილი. - ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და მოგებული მზერით გამომხედა. ჩემზე რომ იყოს, მაგ თვალებს ამოვთხრიდი.
– სულ არ მადარდებს რა უყვარს და რა არა შენს ცხვირმოუხოცავ ღლაპს. ან იმ ოთახში დაწვებით, ან წაბრძანდით, გასასვლელად კარს მუდამ გაგიღებთ. - "თავაზიანად" გავუღიმე და თვალი გავაყოლე კიბეებზე ასულ, დაბღვერილ დეიდაშვილს.
– მაგდა, - დაიწყო გაღიზიანებულმა კატერინამ. - შენსავით, მეც არ მომწონს თამუნა, მაგრამ ზედმეტი მოგდის.
– ხო, ვიცი. - სულ არ მადარდებდა ზედმეტი იყო თუ არა. მისი ხასიათის პატრონი გარეთ გასაგდებია. ამპარტავანი, თავმომწონე, ეგოისტი, თავი ყველაზე მაგარ ქალად რომ მიაჩნია, ამ დროს ცირკთან მდგარ გოგოებს არ აღემატება. - აბა, როგორ ვნაწილდებით? - ვიკითხე თემის გადასატანად.
– ვინაიდან და რადგანაც, ბექასი იყო ბოლო ოთახი და სხვა ოთახებში ყველა წყვილ-წყვილად ვართ, მხოლოდ შენს ოთახშია მისი ადგილი. - მორჩა გამოსვლას ლუკა და ეშმაკურად შემომხედა. დავინახე აკოს დაბერილი ძარღვები და მომუშტული ხელები, მზერით რომ ემუქრებოდა ლუკას, მაგრამ იმდენად გამაღიზიანა თამუნამ, ამას არ დავუკვირდი და დაუფიქრებლად დავთანხმდი ლუკას.
– ხო, როგორცაა. - სულერთიას ტონით ავიქნიე ხელი და ჩემს ოთახში შევედი. მალე ბექაც შემოვიდა თავისი ბარგითურთ და ოთახში მორიდებით დაიწყო ერთადგილას ცქმუტვა. "რა ქალიშვილი გოგოსავით დგას, პირველ ღამეს რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს." ჩემს ფიქრებზე გამეცინა და ბარგის ამოლაგებაში დავეხმარე. საათს რომ დავხედე, თერთმეტი ხდებოდა, მეც გადავივლე და დასაძინებლად მივუწექი ბექას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან აკოსთან, ლუკასთან და დიტოსთან ერთად მეძინა ხოლმე, მაინც მრცხვენოდ ბიჭთან ძილი, თუმცა არ ვიმჩნევდი.
– ჩემ მხარეს არ გადმოხვიდე. - მკაცრად, მაგრამ ღიმილით ვუთხარი.
– არის, მემ. - სიცილით მიპასუხა და წუთის მერე ორივე მორფეოსს ვესტუმრეთ.

***

გაოფლილმა გავიღვიძე. აფორიაქებულ და აჩქარებულ გულს დაწყნარებას ვთხოვდი. კოშმარის მერე, სულ ასე ვიცოდი. ტელეფონი ავიღე. ორი ხდებოდა. რიცხვს დავხედე და ვიგრძენი, შუბლზე ძარღვი როგორ დამეჭიმა. 3 ივლისი. ბექას გავხედე, მოუსვენრად ეძინა, ქუთუთოები გამუდმებით უთრთოდა. ტუმბოზე დადებულ სიგარეტს დავწვდი და აივანზე გავედი. ჩემთვის ვეწეოდი და ყველანაირად ვცდილობდი, გრძნობები კვამლისთის გამეტანა, მაგრამ ნეტავ ასეთი მარტივი იყოს. ყრუდ მესმოდა ტალღების ღრიალი, თითქოს ზღვა თავს მახსენებდა, მეც აქ ვარო. კარის გაღების ხმაზე შევხტი და ახალგაღვიძებულ ბექას გავხედე. ტუჩები ძილისგან გაბუსხოდა და თვალებში უძილობისგან დაღლილობა იკითხებოდა.. ასევე დიდი ტკივილი.
– ბოდიში, გაგაღვიძე? - ვკითხე და ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩავწვი.
– არა, მაინც გამეღვიძებოდა. - მიპასუხა და მოაჯირს დაეყრდნო.
– შეიძლება? - რაფაზე დადებულ "parliament"-ზე მანიშნა.
– რა თქმა უნდა, რად უნდა კითხვა. - მივაწოდა და ღერს მოუკიდა. უხმოხ აბოლებდა. მერე დაიწყო.
– ზუსტად ამ დროს მოკლეს ადრია. - მიჩურჩულა და მისი გაბზარული ხმა რომ არ შემემჩნია გაჩუმდა. უცხოსთან გულის გადაშლები არასდროს მომწონდა, არც მათი მხრიდან მსიამოვნებდა ეს, მაგრამ მისი ნათქვამი იმდენ ტკივილს იტევდა, უნებურად გავჩუმდი და სმენად ვიქეცი, ან რა ნამუსით არ მომესმინა? - ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოეკლათ? - განაგრძო. - კარგი.. არა, შეუდარებელი იყო. ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ამის გამო არავის ავნებდა ისე, რომ მოეკლათ. - მის ყოველ სიტყვაზე უფრო მძაფრდებოდი გულისრევის შეგრძნება, მაგრამ ფეხს ვერ ვიცვლიდი, ვერ ვინძრეოდი, სუნთქვაც შემკროდა. ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე წუთი წლებად მომეჩვენა, სანამ ხმას ამოიღებდა.
– შენ? - ღიმილით მომიბრუნდა. - რატომ არ გძინავს?
– მე.. - დავიბენი. პასუხი ყველაფერზე მუდამ მზად მქონდა, ახლა კი რა ვუთხრა არ ვიცი. - დამცხა და გამომეღვიძა. მერე ვეღარ დავიძინე და.. აქ გამოვედი. - ურცხვად ვატყუებდი. გაეცინა.
– ამ სიცივეში დაგცხა? - მკითხა და მაშინ გავაანალიზე, თუ როგორ ციოდა. ვიგრძენი, სიცივისგან როგორ გამაკანკალა და ჩემს აბსურდულობაზე მევე გამეცინა.
– ხო, რავიცი. შევალ მე. - ვუთხარი, საბანში გავეხვიე და ვეცადე ჩამძინებოდა. გავიგე როგორ შემობრუნდა ბექა, გვერდით მომიწვა და მის მერე მწველ მზერას ვგრძნობდი.
დილით მარტომ გავიღვიძე ოთახში და ამისთვის ღმერთს მადლობას ვუხდიდი. მოვწესრიგდი და ბავშვებთან გავედი. უმალ ვიგრძენი დაძაბული ატმოსფერო. კატერინას თვალები სევდით ავსებოდა და ჩემი ბიჭებიც არ იყვნენ კარგ გუნებაზე. სტუმრები ხმის ამოღებას და რამის კითხვას ვერ ბედავდნენ და ჩუმად ისხდნენ. თამუნა და მისი ქმარ-შვილი კი არსად ჩანდნენ. ეს მაინც იყო დადებითი.
– რა ხდება? - ვიკითხე, უხერხული იყო სტუმრების ამ სიტუაციაში ჩაგდება.
– გვანცამ წერილი გამოგვიგზავნა. - დაიწყო დასერიოზულებულმა დიტომ და მწველი ტკივილი ვიგრძენი.
– მერე? - ვეცადე ხმა არ ამკანკალებოდა.
– მერე?! - გაიკვირვა დიტომ და გაბრაზებული წამოხტა. აკო და ლუკა გამაფრთხილებლად უყურებდნენ. - ისე ნუ იქცევი, თითქოს ფეხებზე გეკიდოს! - მიღრიალა. - ისიც ჩვენი მეგობარი იყო და ასეთი დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს! - მშვიდი სახით ვუსმენდი გაავებულ დიტოს, რომელიც, თავს უფლებას რომ აძლვდეს, დაუფიქრებლად მომკლავდა. საქმე იმაშია, რომ დიტოს გვანცა უყვარდა და დიდი ალბათობაა, რომ ახლაც უყვარს, თუმცა ეს მხოლოდ მე და კატერინამ ვიცით.
– დიტო, მან შეწყვიტა ჩვენთან კონტაქტი, ისე მექცევი, გეგონება მე ვაიძულე. არ უნდოდა და მე ვერ და არ შევეტენები. - ვუთხარი. - რა მოგწერათ? - ვიკითხე, თუმცა ყველაზე ნაკლებად ეგ მადარდებდა.
– არ გაგვიხსნია. - ჩამწყდარი ხმით მითხრა კატერინამ და თვალი გამისწორა. - შენ გეძღვნება. დააწერა, რომ შენ გარდა არავის უნდა წაეკითხა. - მითხრა და წერილი მომაწოდა. ცრემლები ვეღარ შეიკავა და აქვითინებული ანანოს მიეკრო. წერილს ვუყურებდი და ვფიქრობდი, წამეკითხა თუ არა. ბოლოს სავარძელზე ჩამოვჯექი და კონვერტი გავხსენი.
"ჩემო ძვირფასო მაგდა,
მძულხარ." ასე იწყებოდა ერთფურცლიანი წერილი და მუცელში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი.

.
გამარჯობა ბავშვებო! ეს ჩემი ახალი მოთხრობა. ბევრი ფიქრის ნერე, გადავწყვიტე ისევ დამეწერა. ბოდიში დაუმთავრებელი მოთხრობის, მაგრამ უნდა გამიოთ, იდეები აღარ მქონდა, თუმცა ახლა ახალს გთავაზობთ და ვიმედოვნებ, კმაყოფილები დარჩებით.
პ.ს. ვეცდები უახლოეს დღეებში დავდო. მადლობა დიდი!



№1  offline წევრი elle elle

ძალიან მომეწონა დასაწყისი❤ აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent