შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ მივუსწრო...


2-10-2015, 01:43
ავტორი ფელიქსი
ნანახია 1 723

იქნებ მივუსწრო, იქნებ მივუსწრო... მონოტონურად იმეორებს გონება, სხვა აზრები სადღაც გადაკარგულან. სიჩქარეს ვუმატებ... ჩაწეული მინიდან შემომავალი ზამთრის სიცივე ცრემლებს სახეზე მაყინავს, სახეს მწვავს, მაგრამ ვეღარ აღვიქვამ.მთავარია მივუსწრო და ისევ მძლავრად ვაწვები გაზის პედალს. მთელი 2 წლის მოგონებები ერთიანად წამოიშალა, აიზვირთნენ, ქარბორბალასავით დატრიალდნენ გონებაში და მთელ სხეულში გაიფანტნენ, ყველა უჯრედი გაიჟღინთა წარსულით. გულის რიტმი შენელებულია, არც მიკვირს ორი წელია უკვე შეიცვალა. ჯერ აჩქარდა, შემდეგ კი უეცრად ფეთქვა შეწყვიტა, ისევ ამუშავდა მაგრამ შენელებული ტემპით, ძვლივს შესამჩნევი პულსი... ნაცნობი გზა გულის კუთხეში ჩაკეტილ მოგონებებს აღვიძებს, საკეტს ამტვრევენ და მთელი ძალით ეხეთქებიან გულს. რატომ აქ? რატომ ჩვენს წმინდა ადგილზე? იქნებ არც დამხვდეს? რატომ დავადექი ამ გზას იქნებ მან დაივიწყა, სხვაგან წავიდა. არ ქონდა უფლება აქ მოსვლის. მან წაბილწა სწორედ ეს ადგილი,უღალატა ჩემს სიყვარულს, ფეხქვეშ გათელა. მისთვის არაფერს ვნიშნავდი, არც ეს ადგილი იქნებოდა მნიშვნელოვანი... მაგრამ რატომ მიდის გული სწორედ აქ? ნუთუ უკანასკნელ იმედს ვებღაუჭები, რომ დავრწმუნდე მის სიყვარულში და ესღა მქონდეს სანუგეშოდ? უკვე ახლოს ვარ და ისევ სიჩქარეს ვუმატებ... იქნებ მივუსწარი ისევ იყვირა გულმა და მოგონებების გაღვიძებით გაძლიერებულმა გონების ეჭვები მალევე გაანადგურა...
მანქანას ვაჩერებ. გადმოვდივარ და მოშორებით მდგარ სილუეტს ვაკვირდები, ამოცნობა არ მიჭირს საკუთარი გულის რიტმით ვცნობ. ვუახლოვდები,ვიცი მიცნო,მის დაბერილ ძრღვებზე ვხვდები, იარაღს ხელი მჭიდროდ ჩასჭიდა. ვუყურებ უხმოდ, სიტყვის უთქმელად, გაქრა წყენა, ტკივილი, შურისძიების წყურვილი... თითქოს გონება დაიწმინდა ყოველგვარი ავისგან და მხოლოდ სინათლე დარჩა. და მაშინ, გადამწყვეტ წამს მივხვდი, არ ვაპირებდი ისევ ჩაბნელებას. ყველეფერს დავივიწყებდი, გადავიტანდი, მაგრამ სულის დაკარგვას ვეღარ. წინ დავუდექი, ისევ ჩუმად, თავი გულზე დავადე და მივხვდი ცხოვრებაში უმთავრესი გადაწყვეტილება მივიღე... -ეს პატიებას ნიშნავს. მიყვარხარ- რა ცოტა კმაროდა ბედნიერებისთვის. იქნებ ისევ ცდები გონებამ თავი შემახსენა, მაგრამ უკვე სულერთი იყო. გულთაან გამკალავებას ვერცერთი ვერ შევძლებდით...


პ.ს. ეს ჩემი პირველი ნაჯღაბნია, არ ვიცი რა ვიბოდიალე. ძაან კრიტიკულებიც ნუ იქნებით :* მინდა ამ ჩანახატის ირგვლივ პატარა ისტორია დავწერო, რას მირჩევთ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent