შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოდომის ალქაჯები (თავი 1)


7-08-2016, 00:54
ავტორი Momo
ნანახია 1 522

ღამის თერთმეტი საათი იქნება. პოლიციის განყოფილებაში ზუზუნია. ნარკომანებსა და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ მამაკაცებს, საკანში ამოუყვიათ თავები. საინფორმაციო განყოფილების უკან, სკამებზე ჩამომჯდარ რამდენიმე ქალსაც შეამჩნევს კაცი, მკვეთრი მაკიაჟითა და იმდენად გამომწვევი ტანსაცმლით რომ ადამიანს არამცთუ გართობის, არამედ ყველაფრის სურვილს მოგიკლავს, და როგორც სამზარეულოსთვის შექმნილი უკარება ქართველი ქალი იტყვოდა — „მაგ უსინდისოებს სიცოცხლის უფლებაც არ აქვთ“, მერე კი ‘ღრუზინი’ მამაკაცი რომელსაც ქვევრივით დიდი მუცელი მაისურიდან გადმოვარდნია, დაამატებდა „საქართველო ტრადიციების ქვეყანაა და არა ბოზებისო“. თუმცა მეორე წამს ზუსტად ამავე ბოზთან გაიქცეოდა, რადგან მისი ცოლი ლოგინში კოცნის მეტს არაფერს არ აბედინებს.

უეცრად, შენობის მასიური კარები იმდენად ძლიერად იხსნება რომ კედელში რამისაა უზარმაზარი ხვრელი დარჩეს. აზუზუნებულ განყოფილებაში ახალგაზრდა, ტანწერწეტა ქალი შემოდის რომელსაც ზედმეტად ცივი გამომეტყველება ადევს სახეზე. კაცი იფიქრებდა რომ სხვა ქალებისგან არც ეს ქალბატონი არ გამოირჩევა არაფრით: ნახშირივით შავ თმაში რამოდენიმე ჭაღარა ეპარება, სახეზე კი ავადმყოფურად თეთრი ფერი ადევს. არც მის შავ თვალებშია რაიმე განსხვავებული, გამუქებულ უპეებში რომ ჩამჯდარან ღრმად, სწორი და უემოციო წარბებით გამოიკვეთილი მრგვალი შუბლიდან. ოდნავ კეხიან, არისტოკრატულ ცხვირთან შეერთებული ტუჩებიც არ აქვს მათვრობი ღვინის ფერი და არც მაისის ტკბილი ვარდებივით დაბერილი, არამედ მშრალი და უხეში. ქუჩაში რომ დაგენახათ, ხალხის ბრბოდან ძნელად თუ გამოარჩევდით რამით, მაგრამ შემთხვევით რომელიმე ჩიხში რომ მოგეკრათ მისთვის თვალი ალბათ ერთ ვადაგასულ დიასახლისს მიამსგავსებდით რომელსაც მხოლოდ შვილების აღზრდა აქვს მიზნად დასახული. მიუხედავათ მისი ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი ხასიათისა, ქალის ჰაეროვანი მიხვრა მოხვრა და მდიდრული ჩაცმულობა მიგახვედრებთ რომ ისიც მდიდარი, მუცელგამომძღარი მამიკოს მდიდარი ოჯახიდანაა. ოჯახიდან რომელიც ფულის უზარმაზარი შადრევნიდან მუჭებით იყრის ბანკნოტებს ჯიბეებში...

სანამ ზღურბლს გადმოაბჯებდეს, დარბაზს ელვის სისწრაფით ავლებს გაბოროტებულ თვალებს მერე კი წელში გემრიელად სწორდება და თავ აწეული შემოდის. ქალს ორიოდე ნაბიჯი აქვს გადმოდგმული როდესაც მის ზურგს უკან ორი მთასავით დიდი, შავებში გამოწყობილი მამაკაცი ჩნდება. ერთერთი მათგანი, რომელსაც კარები გაეღო პირველი შემოდის, მერე არემარეს ავლებს თვალს და უსიტყვოდ ჩერდება შემოსასვლელთან. მეორე, აქამდე ჯენტლმენივით რომ შემოატარა ქალი შენობაში, ამჯერად მის დინჯ ნაბიჯებს აუჩქარებლად მიუყვება.

თბილისის საპატრულო განყოფილებაში ასეთ სანახაობას ძალიან იშვიათად თუ ნახავ კაცი, ამიტომ ყველა იქ მყოფი, მომსახურე პერსონალის ჩათვლით სასაკლაოზე წაყვანილი ხბოებივით ჩუმდებიან, რომლებსაც სიკვდილის მოლოინში გული გაგიჟბით აუგუგუნდათ. მე თქვენ გეტყვით და, ვფიქრობ ყველას ზუსტად ასეთი ავადყოფური შეგრძნება აუტრიალდა გულში იმ წამს, როდესაც რომელიღაც საკნიდან წამოსულმა სტვენამ ქალის ყურამდე მიაღწია. ალკოჰოლში ამომხრჩვალმა, გამხდარმა მამაკაცმა, რომელიც რამდენიმე წამის წინ ვნებით ილოკავდა ტუჩებს, შეშინებულად დახარა თავი როდესაც ქალის ზიზღში შეკრული თვალები არწივივით გაექანნენ მისკენ.
მიუხედავათ ამისა, უცნობმა სულაც არ დაიმძიმა გული ლოთის უტაქტო საქციელით და მხოლოდ მუქარით სავსე მზერით თუ შემოიფარგლა, მერე კი საინფორმაციო განყოფილებისკენ აიღო გეზი, უზარმაზარ ზორბასთან ერთად რომელსაც თავისი ქალბატონივით უგრძნობი გამომეტყველება დაუდია სახეზე.

რეგისტრის დახლთან მისულმა, მხარზე გადაკიდებული დიზაინერული ჩანთიდან ფულის მსხვილი შეკვრა ამოიღო და წყარად დადო მდივნის წინ, გაკვირვებული თვალები ამ წამსაც რომ ვერ მოუშორებია სახიდან. როდესაც საფულე აკურატულად დააბრუნა ჩანთაში, მის გვერდით მდგარ მთასავით მამაკაცს ცივი სახით გახედა და ახლა იქვე მოთავსებული საკნებისკენ გაემართა. ზორბამაც არ დააყოვნა და ამჯერად თვითონ დაიწყო საქმის მოწესრიგება მდივანთან, რომელსაც სულ რამოდენიმე სიტყვა ეყო ქალის უხმოდ გასატარებლად.
რომ არა კუთხეში მიმდგარი წყლის აპარატის ზუზუნი, იფიქრებდით უკუნეთი სიჩუმით შებყრობილ სასაფლაზე მოხვდით და არა ხალხით სავსე საპატრულო განყოფილებაშიო. თუმცა როგორც ჩანს, უცნობ ქალს ასეთი სიტუაცია არანაირ დისკომფორტს არ ანიჭებს, ამიტომ წნარად ათვალიერებს საკნებში გამომწყვდეულ მამაკაცებს. საბოლოოდ, შედარებით სწრაფი ნაბიჯებით მიემართება ბოლოში განლაგებული ჩაბნელებული საკნისკენ სადაც იატაკზე მჯდარ სასმელით გახეთქილ კაცს ხელებში ჩაურგია თავი. ქალის მაღალქუსლებიანის წკაპუნის გამო, კაცი დარეტიანებულად წევს თვალებს და გახარებული სახით რაღაცის თქმას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. უცნობი ქალბატონი უსიტყვოდ გაჰყურებს ამ საცოდავ სანახაობას და ჯმუხ წარბებს ბოროტად გრიხავს, მაგრამ მისი ღიმილშეპარული გამომეტყველების გამო იფიქრებ, სიამოვნებას ანიჭებს ის ფაქტი მამაკაცს ასეთ მდაბიო და დამცირებულ მდგომარეობაში რომ ხედავს.

სანახაობით „დამტკბარი“, ოდნავ ატრიალებს თავს რადგან შემოსასვლელთან მდგარ მამაკაცს ანიშნოს მოსვლა. ისიც უმალვე ემორჩილება ქალის კაპრიზს და სწრაფი ნაბიჯებით მოდის წინ. პოლიციის თანამშრომლები მართალია გაკვირვებულნი არიან, მაგრამ მიუხედავათ ამისა უმალვე უშვებენ მთვრალ მამაკაცს რომელიც ზორბას ეკიდება მკლავებზე რომ არ დაეცეს.
ქალი საბოლოოდ ავლებს დამამცირებელ მზერას, მერე სწრაფად ტრიალდება და გასასვლელისკენ აქამდე სიტყვის ამოუღებლად მიმემართება, სანამ მისი მცველები მთვრალს მოათრევენ.
როგორც კი შენობას ტოვებს, იქვე მომლოდინე შავ ავტომობილში ჯდება და თავის მომდევრებს ელოდება, სანამ ისინი მამაკაცს სხვა, შედარებით მოკრძალებულ ავტომობილში ჩასვავენ. როდესაც ზორბები თავის საქმეს ამთავრებენ, ერთერთი მათგანი საჭესთან იკავებს ადგილს, მეორე კი ქალს უჯდება გვერდით.

სულ რამდენიმე წამში იდუმალი მანქანა უხმოდ წყდება ადგილს და თბილისის ქუჩებში უჩინარდება.

***

-მეგონა დღეს მაინც დარჩებოდი.
-ვერ დავრჩები.
-არ გინდა თორე ხელს რა გიშლის._მოწყენილად ამბობს ლამაზი მამაკაცის სახე.
-მართალი ხარ, არ მინდა.
-ის გამოათრიე ისევ და იმასთან მიგეჩქარება არა?
-სისულელეს ამბობ. ხომ იცი, იმ „სირთან“ მხოლოდ გარკვეული შემთხვევის გამო ვარ.
-მაინტერესებს რომ არა მისი სოციალური სტატუსი მაინც გაყვებოდი ცოლად?
-თუ გგონია რომ საკუთარი ნებით ვარჩიე მისნაირი მდაბიო მამაკაცთან ცხოვრების გაგრძელება, შენც არაფრით არ ჩამოუვარდები დათოს._ვამბობ ცივი ხმით ამიტომ საწოლზე მწოლიარე შიშველი ახალგაზრდა არაფრის თქმას ამჯობინებს.
როგორც იქნა ვახერხებ ტანზე მომჯდარი შინდისფერი კაბის შეკვრას, მერე სავარძელზე ქაოსურად მიგდებულ ჩანთას ვიღებ ხელში და გასასვლელისკენ მივემართები, სადაც თმებ გაწეწილი და ჯერ კიდევ ჩაუცმელი ლექსო მომყვება.

-შარვალი მაინც ამოგეცვა._ვამბობ მისი სიშიშვლით ვითომდა შეურაცყოფილი ხმით, თუმცა მამაკაცი მაშინვე ხვდება ყველაფერს.
-წინა ღამეს კი კარგად კვნესოდი და ეხლა შემოგაწვა მორცხვი მონაზვნობა?_მპასუხობს ცელქი სახით, როგორც იცის ხომე. ლექსოს უკანასკნელი ფრაზა დიდათ არ მიზიდავს.
-მე და მონაზვნობა შორს ვართ ხომ იცი?_მიუხედავათ ყველაფრისა, მალევე მიფუჭდება ხასიათი ამიტომ სასწრაფოდ ვიცმევ ფეხსაცმელს და სადარბაზოში გიჟივით გავდივარ.

ეზოში ძლივს ვარ გამოსული როდესაც იქაური ჭორიკნები ენის სისინს იწყებენ. ვატყობ როგორი ზიზღიანი სახით მიყურებს ბავშვების ღრიალში გართული დედა. ნუთუ არ ეზარება მაინც?

უკმაყოფილოდ ვუყურებ მობილურის საათს იმის იმედით რომ მალე მომაკითხავს მანქანა. ცოტა არ იყოს მიკვირს კიდეც ჩემმა ბიჭებმა რომ დააგვიანეს მოსვლა, მაგრამ მალევე მომდის თავში ის აზრი რომ ჩემ საყვარელ ქმარუკას შეეძლო მათი შეყოვნება.

როგორც ლექსო ამბობს, მართლაც რომ ძალიან დიდი ა, მაგრამ რა ვქნა, მეც მისი სათამაშოობა მიწევს, ოღონდ საზოგადოებამ მასზე ცუდი არ იფიქროს და.
ლოდინში გართულს, ხელში მობილური მიწყებს ზუზუნს. მალევე ვპასუხობ, ცოტა არ იყოს მობეზრებული ხმით.

-არ მითხრა რომ მოგენატრე ლექსო?
-ასე მალე რომ მომნატრებოდი ასეთი ცივი შეხვედრა არ გვექნებოდა ხომ იცი?
-შენ და შენი ქარაგმები სექსსზე მომბეზრდნენ უკვე. მითხარი რა გინდა თორე მომაკითხავენ მალე.
-ვითომ შენმა ზორბებმა არ იციან რო ყოველ ღამე ჩემთან მოდიხარ რა._რომ არ მიკბინოს ეს რა მაჭავარიანი იქნებოდა?
-ლექსოოო!
-კარგი ჰო! სოდომში მოდიხარ დღეს?
-არ ვიცი. დათოს რაღაც საქმიანი კორპორატივი აქვს საღამოსკენ და იქ წამათრევს ალბათ.
-გეუბნები ა თქო და..._მიუხედავათ იმისა რომ მეასედ ვრწმუნდები— ლექსოს სიძულვილი დავითის მიმართ უანგაროა, მაინც ვიცი რომ ორივე ჩემთვის იმდენად უინტერესოა როგორც იაპონიის ეკონომიური კრიზისი. მალევე ცვლის თემას მაჭავარიანი, რომელსაც როგორც ყოველთვის თავში მხოლოდ ვნება, ქალები და დალევა უტრიალებს. -ესეიგი მთელი ღამე შენს გარეშე მომიწევს ყოფნა?
-ხომ ამბობდი ის შავგვრემანი გოგო უნდა ჩავიგდო ხელშიო? ჰოდა აი მოგეცემა შანსი დღეს.
-ვაფშე ისიც არ ვიცი მოვა თუ არა._სათამაშო წართმეული, ორი წლის ბავშვივით ამბობს მორიგ სიტყვებს.
-არაუშავს მოიფიქრებ რამეს. მორჩა წავედი._ სიტყვა არ მაქვს დამთავრებული როდესაც ტელეფონს ვთიშავს და გაყინულ-გათოშილი ვეხეთქები ჩემს წინ გაჩერებულ შავ ავტომობილში. როგორც ყოველთვის „დილამშვიდობისა ქალბატონო ლილეთი“ მესალმებიან ჩემი ბიჭები, მერე ზურა ძრავას რთავს და მალევე ვწყდებით ადგილს.

-რატომ დააგვიანეთ?_ვკითხულობ ერთობ უინტერესო მაგრამ ცივი ხმით. ამჯერად ლევანი იწყებს წყნარი ტონით ლაპარაკს.
-ბატონ დავითთან შეგვექმნა პრობლემები, ქალბატონო ლილე.
-ისევ დაიწყო ღრიალი არა? ეტყობა დააინტერესა სად ერთობოდა მისი ცოლი მორიგ ღამეს._ჩემი თითქოსდა უნებლიე სიტყვები ცინიზმს აფრქვევენ.
-ვუთხარი რომ საქმიანი შეხვედრის გამო სასტუმროში მოგიწიათ დარჩენა._როგორც ყოველთვის ლაკონიკური ლევანი ამჯერადაც საიმედო პასუხს მცემს და მეც იმედი მიდგება გულში. არ მინდა რომ დავითის უხეირო წიკების გამო მთელმა თბილისმა გაიგოს ჩემსა და ჩემი ცხოვრების შესახებ, რომელიც არც თუ ისე სათნო და წმინდაა.
-ეჰ ბიჭებო, როგორ არ მომწონს რომ ჩემს გამო ასეთ პრობლემებში მოგიწიათ თავის გაყოფა._მიუხედავად იმისა რომ დავითზეც და მის ქონებაზე ძალიან დიდი ხანია მიმიფურთხებია, მასთან მხოლოდ იმის გამო ვარ მადლობელი რომ ლევანი და ზურა მიმაღებინა, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ნორმაური, მოსიყვარულე ცოლ ქმარი ვიყავით და არა ნარკომანი წმინდანი და პატიოსანი „“.
-ქალბატონო ლილე, ხომ იცით იმასთან შედარებით რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ, ეს პატარა ტყუილი არაფერია._ამჯერად საჭესტან მჯდარი მამაკაცი იწყებს ლაპარაკს მკაცრი ტონით. მამშვიდებენ მისი სიტყვები, ამიტომ ოდნავი ღიმილით გავყურებ მანქანის წინა სარკედან არეკლილ ნაცნობ სახეს.
-მხოლოდ თქვენი იმედი თუ მაქვს ზურაბ.

ლექსოს სიტყვები ამჯერადაც უნებურად ამომდის თავში.

„ა და არა ქმარი.“

იყო დრო როცა დავითი მიყვარდა, ალბათ სიგიჟემდე არა, მაგრამ მაინც მიყვარდა. ჯერ კიდევ მის ერთ შეხებას გადავყავდი ჭკუიდან, ახლა კი როდესაც ალკოჰოლში ამომხრჩვალი ბრუნბედა სახლში მისი ყურებაც კი გულს მირევს. რამდენჯერ წამისწვრია ლოგინში რომელიმე გულუბრყვილო ქალთან ერთად რომელსაც ბრილიანტის მთებს პიდებოდა. ჩემი დანახვისას კი ეს მთები იმ წამსვე ტალახის გუბესავით დნებოდა, როდესაც უზარმაზარ საძინებელში შემთხვევით შესულს მათი დაბნეული სახეებისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, წელზე შემომჯდარი კაბა აუღელვებლად ჩამიცვია და „სოდომში“ წავსულვარ იმის იმედით რომ ამ პირფერობას გავეცლებოდი ცოტა ხნით მაინც.

რამდენჯერ მიცდია მისგან წამოსვლა, თუმცა სად მაქვს წასასვლელი? მშობლებთან? მშობლები არ მყავს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. თუმცა ალბათ ასე უკეთესიცაა. დედაჩემს რომ გაეგო ჩემი ცხოვრების შესახებ, ალბათ აღარც მოუნდებოდა ჩემსკენ გამოხედვა. მაგრამ, ნეტა ვინმემ იცოდეს მაინც, როგორ მაკლია მისი თბილი სიტყვები, ბავშვობაში ატირებული სახით ეზოდან შემოვარდნილს რომ ჩამიხუტებდა გულში და ჩემთან ერთად რომ ტიროდა. მერე ცხელ შოკოლადს დამალევინებდა, დამაწყნარებდა და დამტუქსავდა, შენი თავის დაცვა თუ არ ისწავლე მე ყოველთვის როგორ დაგიცავ დედიო.

-ნეტა თუ მხედავს?_ჩავიბურდღუნე ჩემთვის.
-ქალბატონო ლილე?

ხმამაღლა მიფიქრია. ოდნავ დაბნეული ხმით ვამბობ რომ ყურადღება არ მომაქციონ მანქანაში მჯდარმა მამაკაცებმა, მერე კი ისევ ფიქრებს ვუბრუნდები დედაზე, რომელიც თითქმის არ მყოლია. არ მყოლია მაშინ როდესაც გავთხოვდი, მაშინ როდესაც აღმოჩნდა რომ უშვილობაში მომიწევს ცხოვრების გატარება, მაშინ როდესაც დავითის ამაზრზენი ნამდვილი სახე დავინახე.

თუმცა, ზიზღს და დათოსნაირ ხალხს მიჩვეულიც ვიყავი ბავშვობიდან, მამაჩემის გაუსაძლისი ხასიათის კვალობაზე. ვინ იცის, იქნებ მიყვარდა კიდეც მაგრამ როდესაც იმქვეყნად მოუწია წასვლა რბილად რომ ვთქვათ, მხოლოდ ორიოდე ცრემლი თუ ჩამოვაგდე.

ალბათ იცოდა რომ ერთადერთი შვილის ცემით მხოლოდ ამას თუ მიაღწევდა, მაგრამ მაინც არ გაჩერებულა. ყოველთვის როდესაც აგრესიის მორიგ ეტაპზე იყო ან მე მცემდა ან დედას უმეტეს წილად, რადგან ეს საცოდავი ქალი ისევ ჩემ დაცვას ცდილობდა. ზოგჯერ, ტკივილშეჩვეულს მომწონდა კიდეც იმ ამაზრზენი გრძნობების განცდა რასაც მამაჩემი მაყენებდა. იმ მომენტში ტვინი საბოლოოდ ახერხედბა გააზრებას რომ თურმე ყალბი სიყვარულის მაგიერ, ამ კაცის მიმართ მხოლოდ აუარებელ ზიზღს განვიცდიდი. ალბათ მისი სიკვდილის შემდეგ ჩამოყრილი ცრემლებიც ამ ზიზღით იყვნენ დამუხტლნი და მხოლოდ სინანულს გამოხატავდნენ, სინანულს იმისა რომ საცოდავი დედაჩემი ზუსტად ამ კაცმა შეიწირა.

ბოლოს, დედას სიკვდილის მერე, მეც სულ მარტო დავრჩი, სანამ დავითს გავიცნობდი. ზოგს გონია რომ ფულის გამო გავთხოვდი, ზოგიც ფიქრობს რომ დავითის ცოლობამდე მამაჩემის ფულებმა მომიყვანეს, არადა იმ საწყალ კაცს ჯიბეში ორიოდე კაპიკი თუ აუჟღრიალდებოდა, და იმასაც უმალვე სიგარეტზე დახარჯავდა ხომე. არა, დავითის ცოლობამდე უტვინობამ და ყალბმა სიყვარულმა მომიყვანა, რომელიც სულ ირიოდე წელიწადში გაიცვითა, მას მერე რაც აღარ ერიდებოდა ჩემს თანდასწრებით ალკოჰოლში ამოხრჩობა თავის უვარგის მეგობრებთან ერთად. მერე ისევ იგივე დაიწყო. განმეორდა ჩემი ბავშვობა, ცემა და მაზოხისტურად სასიამოვნო ტკივილი რომელიც ამ დღემდე მომზდევს უკან.

იმ დღეს, მორიგი სკანდალის შემდეგ ერთერთი რესტორნის ბნელ ჩიხში, ჩემგან სისხლის პატარა გუბე თუ დარჩებოდა, რომ არა იქვე კუთხეში მჯდარი, დახეულ ტანსაცმელში ჩაცმული ლევანი და ასეთივე უსახლკარო ზურა, რომლებიც სულ შემთხვევით შეესწრნენ ჩემს ცემა ტყეპას. მას შემდეგ რაც ისინი დამიდგნენ გვერდით დავითმა როგორც იქნა ადგილი იჩინა, ჩემი ბიჭების შიშით, როგორც მე ვეძახი ხომე.

-მოვედით ქალბატონო ლილე._საჭესთან მჯდარი ზურაბის სიტყვებს ჭკუაზე მოვყავარ, ლევანსაც მოუსწრია ავტომობილიდან გადასვლა და კარების გაღება. სად მექალბატონება მათთვის, ოცდაცხრა წლის ქალთან შედარებით, ჩემზე წლებით უფროსს მამაკაცებს აქეთ უნდა მივმართავდე ბატონოთი.

დიდი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილიდან დინჯად გადმოვიდავრ და დაღლილად მივიწევს წინ, იმის იმედით რომ დათოს ცარიელი ჯიჯღინი ახლა მაინც არ ამატკივებს თავს.

მაღალქუსლიანებს შემოსასვლელში ვყრი და ეს ესაა ოთახში უნდა ავიდე როდესაც მისაღებიდან რამოდენიმე მამაკაცის წყნარი ხმა მესმის. დათოს მეგობრები რომ იყვნენ ასეთი სიწყნარე არ იქნებოდა ამიტომ დაინტერესებული მე, ამაყად ვაღებ ჩუქურთმებიან კარებს დიდი ოთახისკენ, სადაც რამოდენიმე მამაკაცს მოუყრია თავი, დავითის ჩათვლით, რომლეიბიც გაკვირვებით მაკვირდებიან და რომ არა დათოს ხმა ალბათ უსიტყვოდ გავბრუნდებოდი უკან, რადგან არც ჩემი „ქმარი“ და არც მისი უღმერთო მდაბიოთა ჯგუფი არ მაინტერესებს.

-ბატონებო, გაიცანით ქალბატონი ლილე დიასახლისი და ძვირფასი ცოლი._აჰა, ძვირფასი? ნეტა რამე ეშველოს ამის საცოდავ თვალთმაქცობას ჰა?

„უღმერთო მდაბიოთა ჯგუფი“ პატივისცემით მიკრავს თავს და აი როგორც იქნა სასტუმრო ოთახიდან გასვლას ვაპირებ როცა ისევ დათო მიჭერს თავის ამაზრზენ მკლავებში. წელზე შემოჭდენილი ხელით ნაზად მივყავარ მისი საოფისე მაგიდის გვერდით მდგარი სავარძლისკენ.

-როგორც უკვე მოგახსენეთ, ლილე საქმიან შეხვედრაზე იმყოფებოდა ამიტომ ვერ მოახერხა ადრე დაბრუნება._ამბობს დათო მომნუსხველი ხმით, როგორც ჩვევია ხომე. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ამ თავაზიანი ტონის უკან გაშმაგებული მგელი ერთი სულით ელოდება სტუმრების წასვლას რათა მე მომვარდეს და დაკითხვა დამიწყოს, თუ სად ვიყავი მთელი ღამე ანდაც რას ვაკეთებდი. არადა დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იცის რომ ეს ღამე როგორც ბევრი დანარჩენი ლექსოსთან გავატარე.

ექიდნურ ღიმილს ვიდებ სახეზე, მას შემდეგ როდესაც სტუმრების გაკვირვებული თვალები ჩემს ტანზე დათამაშებენ. ალბათ მეც ასეთი გამომეტყველება მექნებოდა როდესაც დავინახავდი ქალს, რომელიც საქმიან შეხვედრებზე მოკლე ბანდაჟივით მჭიდრო კაბითა და გამომწვევი მაკიაჟით დადის.
თავისი ტყუილის დასაფარად, დათო მალევე ცვლის თემას და უცნობ ბატონებთან ერთად პოლიტიკურ თემებზე აგრძელებს ლაპარაკს, რაც საერთოდ არ მიზიდავს. მათი უაზრო პოლემიკით მოწყენილი, ახალ მანიკურს დავყურებ რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც გავიკეთე.

ჰმმ, არა. აღარ მომწონს. ესეიგი, ისევ სალონში მომიწევს გავლა, ვფიქრობ ჩმთვის როდესაც უცნობი მამაკაცის ხმა ყურებზე მეცემა.

-ქალბატონო ლილე, თუ ეთანხმებით ამ ყველაფერს მხოლოდ თქვენი ხელმოწერაღაა საჭირო._ამბობს ის თავაზიანი ხმით.
-უკაცრავად ბატონებო, ძალიან დამღლელი დილა მქონდა ამიტომ ყველა საკითხში დავითს მიმართეთ. დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე პასუხებს გაგცემთ როგორც მე._დინჯად ვწევ ტანს სავარძლიდან და გასასვლელისკენ მივემართები სანამ რამის თქმას მოასწრებენ. დავითის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ მიხვდა რომ დამღლელ დილაში აქაც სექსი და ლექსო იგულისხმებიან, ამიტომ მრისხანეთ ხლართავს წარბებს.
-კი მაგრამ თქვენი ხელმოწერა...
-საბუთები ბატონ დავითს გადაეცით, მოგვიანებით, ყველაფერს მოვაწერ ხელს.

თავაზიან ღიმილს ვურტყავ და როგორც იქნა ოთახში ავდივარ. გუშინდელმა დღემ ამ დილაზზეც დამიტოვა კვალლი, ამიტომ უძილო ღამის გამო გათიშულივით ვეხეთქები დიდ ლოგინზე.
-როგორ დავიღალეეე...

არადა, საღამოს იმ უაზრო კორპორატივზე მომიწევს წასვლა, ოღონთ დათომ სადმე თავი გამოაჩინოს და ყველა კასრს საცობივით შეეტენება...

___________________

ჰელოუ ევრიბადი! დიდი დიდი ხნის წინ სხვა აქაუნთით მიცნობდით მაგრამ სამწუხაროდ იქ ვეღარ შევდივარ და ძველ ისტორიებსაც ვერ ვაგრძელებ ამიტომ ამ პატარა ისტორიით და ახალი აქაუნთით დავბრუნდი. ეს ისე, რომ არ იფიქროთ სხვის ნაწერს გიგავს ხელიო :დდ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent