შენ ჩემი გახდები?! (თავი 36)
დღეები გადის და გვგონია თითქოს ცხოვრებაც დალაგდება, მის კეთილ სურპრიზებს გამოგვიგზავნის და რაღაც ახალი მშვიდი ერა დაიწყება ჩვენი სიცოცხლის, თუმცა ყოველი ჩვენი ფიქრი უბრალო ფუჭი ოცნება, ნელ-ნელა ვხვდებით, მაგრამ არ ვაღიარებთ ჩვენს თავთან ოპტიმისტურ მე, მოვიხმობთ ხოლმე და ვიღიმით, მწარედ და ღრმად ვიღიმით. სარკეში ჩემს თავს ვუყურებ და ძველი ნინუცა მიმზერს იქიდან, მოვლილი და მოწესრიგებული ნინუცა, თუმცა მისი თვალები გაყინულიაა, მზერაც შემცვლია, რამდენი ხანია ასე ღრმად არ ჩამიხედავს ჩემს სულში ვინ უწყის. ნაოჭებიც გამჩენია, ბლომად ცხოვრების არც თუ ისე გრძელი გზის თუმცა მტანჯველი და ეკლიანი გზის ამსახველი ნაოჭები .... ხელი ჩამოვისვი სახეზე ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე რამდენიმეჯერ, მტანჯველი ფიქრები უკუ ვაგდე და სახლის კარი გამოვაღე, ტაქსი უკვე მოსული დამხდა, ჩავჯექი და უნივერსიტეტისკენ გავწიე. სკოლაში რომ შევაბიჯე პირველად 4 წლის ვიყავი, აი სწორედ მაშინ ვღელავდი ასე, ახლაც იგივე გრძნობა მქოდა, აუდიტორიის წინ ვიდექი, ბატონი ზვიადი წინ მიდგა, მერე უეცრად კარი შეაღო და 50 კაციანი აუდიტორიის წინაშე აღმოვჩნდით. -მოგესალებით ახალგაზრდებო! ომახიანად შესძახა ახალგაზრდებს. ხმაური შეწყდა ოთახში და ისინიც მიესალმენ თავის პატივცემულ რექტორს. -მინდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეგატყობინოთ პირადად, როგორც იცით კარგა ხანია ვეძებთ კვალიფიცირებულ და ღირსეულ ლექტორს, თქვენთვის საინჟინროს ბავშვებისთვის და მოხარული ვარ დღეს,იმით, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ ძაალლიან კარგი პიროვნება, თავის საქმის პროფესიონალი და ულამაზესი ქალბატონი ნინო გედენიძე, თუმცა ამ უნივერსიტეტის კედლებში მყოფთათვის ის ყველასთვის უბრალოდ ქალბატონი ნინუცაა. სტუდენტთა გაკვირვებულ მზერას და ბევრ ნეგატივს ვგრძნობდი,რაც ჩემს მდგომარეობას უფრო ამძიმებდა . ქალბატონი ნინუცაც, ამ უნივერსიტეტმა აღზარდა, მან დაამთავრა ჩვენი უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, აქვს უამრავი სხვა მიღწევები რაზეც დარწმუნებული ვარ შემდეგში თავად მოგიყვებათ დაინტერესების შემთხვევაში. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი და ავტორიტეტული სამშენენლო კომპანიის მმართველი, გენერალური დირექტორი და მთავარი არქიტექტორი, იგი ფლობს 6 უცხო ენას, არის მრავალმხრივ განათლებული, აქვს ასევე მეორე პროფესიაც, რომელსაც ისევ ჩვენს უნივერსიტეტში დააეუფლა,უძლიერესი პიროვნება და ძაალიან ღირსეული ქალბატონი ვიმედოვნებ კარგად ითანამშრომლეთ მასთან და ბევრ რამესაც ისწავლით მისგან. აბა თქვენიცით წარმატებები! დაასრულა მონოლოგი ზვიადმა და ხელით მიბიძგა წინ, რომ გამოვწეულიყავი და სიტყვით მიმემართა ბავშვებისთვის. -მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია, რომ უნდა გაგიცნოთ, თითეული თქვენგანი. მსურს, რომ ნაყოფიერად ვიმუშაოთ ამ წელს და არამარტო ამ წელს. მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები თქვენი სურვილის შემთხვევაში და მუდამ მზად ვარ თქვენს დასახმარებლად, ვიმედოვნებ კარგად გავუგებთ ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც. გავიღიმე და თვალი გავუსწორე კიდევ ერთჯერ დადუმებულ აუდიტორიას. ზვიადმა კიდევ ერთჯერ გვისურვა წარმატებები და დაგვტოვა ახლა ჩემი ჯერი,იყო გაცნობითი ლექცია უნდა ჩამეტარებინა მათთვის. ჩემს კუთვნილ მაგიდასთან მოვთავსდი, ჩანთაც მაგიდაზე დავდე, ფეხი-ფეხზე შემოვიდე და უშფოთველი სახე მივიღე. -მეგობრებო ასე თუ ისე მე უკვე გამიცანით ახლა, მსურს მე გაგიცნოთ თქვენ და თუ თქვენც ვინმეს რაიმე შეკითხვა გექნებათ ჩემთანაც გაცნობითი სახის, შეგიძლიათ დამისვათ თქვენი თავის წარმოჩენის შემდგომ, შევთანხმდით?!. აუდიტორიაა ისევ დუმდა. ბოლო რიგში მჯდარი გოგონასგან დაწყება გადავწყვიტე რატომღაც. -დრო საკმაოდ ბევრი გვაქვს ვფიქრობ 50 სტუდენტის გაცნობას მოვასწრებ 2 საათში. ვთქვი ირონიულად და წელში გავსწორდი. -თქვენ უკანა, რიგში, გამეცანით, ვინ ხართ, რატომ გადაწყვიტეთ ამ უნივერსიტეტში, ამ ფაკულტეტზე ჩაბარება, საიდან ხართ, რა არის თქვენი ჰობი და ა.შ. მე ბევრი რამ მაინტერესებს თქვენზე და ყურადღებით გისმენთ, დაიწყეთ. ცოტახანს დუმდა გოგონა, ალათ უჭირდა საუბრის დაწყება თუმცა მაინც გარისკა. -მე ვარ თეკო ბარათელი, იმერელი ვარ წარმოშობით, ქუთაისში ვცხოვრობ და ბავშვობიდან მიზიდავდა საინჟინრო სფერო. -ძაალიან კარგი თეკო, მიხარია რომ ასეა. ჰობი რა არის შენი? ვკითხე ისეთი ინტერესიანი სახით გეგონება მართლა მაინტერესებდა. -ფილმების ყურება... მითხრა უღიმღამოდ. -საინტერესოაა... გამეღიმა, მაადლობა ვუთხარი და შემდეგი სტუდენტის შესარჩევად მოვჭუტე თვალი. ერთერთი ბიჭი ისეთი სახით მიყურებდა, ვატყობდი რომ ძლიერ არ მოვწონდი და ამიტომ მასზე შევაჩერე მზერა და მისკენ გავიშვირე ხელი. -სანდრო მაისურაძე, 20 წლის. -რატომ ჩააბარე საინჟინროზე სანდრო? -იმიტომ, რომ მინდოდა. -და რატომ გინდოდაა? -იმიტომ, რომ მომწონს ეს სფერო. -რა არის ამ სფეროში შენი ასეთი ინტერესის და აღფთოვანების მიზეზი სანდრო? არ ვეშვებოდი. -ეს დიდი ხელოვნებაა, ხელოვნება, რომლითაც შესაძლოა საუკუნეებიც კი უკვდავი დარჩე, თუ შექმნი თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობას, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. თვითკმაყოფილს ჩამეცინა. -მოდი მსოფლიოს ნუ შევეხებით თუმცა ქართული რეალობიდან, შენთვის ყველაზე მოსაწონი შენობა რომელია, არქიტეტურული და ინჟინერიული ფაქტორების გათვალისწინებით რაღათქმაუნდა. -ნაკაშიძეების ჰოლდინგი. თავზარი დამცა მისმა ამ სიტყვებმა. ვეცადე არ შემტყობოდა და ინტერესიანი მზერა მივაპყრე თან თვალი- თავლში გავუყარე. დიდებული არქიტექტურა აქვთ და დიდებული ჰოლდინგიცაა, თუმცაღა ალექსანდრე ნაკაშიძე სანამ მართავდა მას გაცილებით წარმატებული იყო, ახლა ბევრმა ახალმა ჰოლდინგმა გაუსწრო და მხოლოდ ერთი დარჩა მას, ფანტასტიკური არქიტექტურა. არაფერი აღარ მესმოდაა, ისევ წარსული და ისევ მოგონებები მომეძალა. ამოვიბლუყუნე „დიდი მაადლობა სანდრო“ და ვთხოვე რიგს გაყოლოდნენ და ისე წარმოეჩინათ ყველას თავისთავი. თუმცა აქ მან გამაწყვეტია. -ქალბატონო ნინუცა თქვენ გვითხარით ჩემზე რაც დაგაინტერესებთ მკითხეთ შიგა და შიგო, ხომ ასეაა?! უხმოდ მდუმარემ, დავუქნიე თავი. -მაინტერესებს თუ გყავთ ოჯახი? არ ვიმჩნევდი დაბნეულობას, მაგრამ მასთან საუბარი მიჭირდა. -ოჯახი ყველას ჰყავს სანდრო.. მშრალად ვუპასუხე. -გათხოვილი ხართ? -არა. -იყავით? არ მეშვებოდა სწორედ ისე, როგორც მე არ ვეშვებოდი წამის წინ. -დიახ. დიდი ნერწყვი გადავაგორე. -რა პროფესიის იყო თქვენი მეუღლე? -სანდრო აქ ჩემი დოსიეს შესადგენად არავის დაუსვ, ასე რომ.... -კი, მაგრამ ეს ყველას გვაინტერესებს ჩვენთან თუ აპირებთ მუშაობას ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნაწილობრივ თქვენზე რამე კი არა ა ბევრი, რამ აგრეთვე თქვენც ჩვენზე და ასე ბევრად უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებთ. ხომ ყველას გაინტერესებთ მეგობრებო დასმულ კითხვაზე პასუხი? მიმართა დანარჩენ სტუდენტებს ისინიც ახმაურდნენ და მოითხოვდნენ პასუხი გამეცა. მე მათ წინაშე არანაირი ვალდებულება არ მქონდა, რომ მეპასუხა თუმცა პირველივე დღეს კიდევ უფრო მეტი აგრესიაა და ნეგატივის გამოწვევა არ მინდოდა მათში და წავედი დათმობაზე. -ისიც ინჟინერი იყო... გადავწყვიტე არ მომეტყუებინა. -და თქვენ რატომ ჩააბარეთ ინჟინერიაზეე? ეს ხომ ასე ვთქვათ ქართულ რეალობაში როგორც ამბობენ „კაცის საქმეა“ აი ჩვენთანაც ხომ ხედავთ, რომ მხოლოდ 3 გოგო ზის ჯგუფში. -ზუსტად ამ მოარული აზრის დანგრევა მინდოდა სანდრო. -და დაანგრიეთ, როგორ ფიქრობთ? -დაუნგრეველი არაფერი არ რჩება სანდრო, დრო და ტკივილი ყველაფერს ანგრევს. გაიღიმაა, ორაზროვნად და დადუმდა. ახლა შეიძლება შემდეგზე გადავიდეთ სანდრო? გამიცანით? თავი დამიქნია თვითკმაყოფილმა და სხვა სტუდენტმა დაიწყო გაცნობითი საუბარი. გაოცებული ვიჯექი,ხანდახან მალულად ვაპარებდი სანდროსკენ მზერას, რომელიც თვალს არ მაშორებდა და უტეხად მიმზერდა. *************************************** ********************************* პირველმა დღემ დაძაბულად თუმცა კარგად ჩაიარაა, გადაქანცული გამოვედი უნივერსიტეტის ეზოში, გადავწყვიტე ფეხით გამევლოო ცოტა და გამეხსენებია სადმე თუ მყავდა ნანახი სანდრო მაისურაძე, ან რატომ მაინდამაინც ნაკაშიძეების ჰოლდინგზე დაიწყო ლაპარაკი, ან რატომ მიყურებდა ასეთი დაჟინებით, ან მადენი კითხვა რატომ მომაყარა?!... ვფიქრობდი თუმცა ახსნას ვერ ვპოულობდი. *****************************8 ******************************************** ასე გავიდა, თითქმის ერთი წელი სანდრო მუდამ მაბნევდაა, მის მზაკვრულ და დიდი სიძულვილით გამსჭვალულ მზერას ვერ ვიტანდი მაღიზიანებდა ძლიერ და შიშს მგვრიდა, თუმცა ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი და ვერც ვეკითხებოდი, პრინციპში უნივერსიტეტშიც იშვიათად დადიოდა. შუალედური წერა ჩავუტარე სამ ჯგუფსს, პარასკევი დღეა, ძაალიან დაღლილი გამოვედი აუდიტორიიდან, ნაცნობი სახე დავლანდეე, მეგონა მელანდებოდა თუმცა მალე მივხვდი, რომ რეალური იყო. ნელ-ნელაა მოიწევდა ჩემსკენ, მის სურნელს ვგრძნობდი.... ჩემი ტვინი და გული ერთად იაზრებდა მის მონატრებას და სიხარულს მისი ნახვისას გამოწვეულს, თუმცა შიშნარევ სიხარულს. აუუუ, მომიტევეთ, არ ვიყავი მუზაზე ვერ დავწერე ეს დღეები და ახლა დავწერე თუმცა არ ვიცი რა გამომივიდაა. ძაალიან მიყვარხართ შოკოლადებო. ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.