სიამაყე თუ?! (თავი I)
–დაჯექი, გეხვეწები, ნუ დამახვიე თავბრუ რაა!! წინ და უკან სიარულით უშველი რამეს???–მკითხა კესომ და თავმობეზრებულმა გადაატრიალა თვალები. –გუშინ რუსულ პაპსებს უსმენდნენ, ახლა მოუნდათ ხო?? მთელი სამყარო თუ არა მთელი საქართველო მაინც მებრძვის! ჯერ კიდევ გუშინ იმდენი ბილეთი იყო და დღეს აღარცერთიიიი, ასეთი შანსი კიდევ როდის მომეცემა ვინ იცის?–ვქოთქოთებდი ისევ. –ღმერთო, ჩამოდი, აღარ დაამთავრებს ეს ამაღამ.–ამოიოხრა კესომ. წამიერად გავჩერდი, მის მიერ ნასროლი ბალიში ოსტატურად ავირიდე, დავეჯღანე და განვაგრძე ხელების ქნევით: –დავიჯერო, ახლა შეუყვარდა ყველას scorpions? უბრალოდ გადამყიდველები არიან, დარწმუნებული ვარ ხვალ იგივე ბილეთები იმ ფასად იქნება, რომ თირკმლის ჩაბარებაც არ უშველის! ნამდვილი ქორვაჭრები არიან! კესოს გამაყრუებელ ხარხარზე დედამისი შემოვარდა შეშინებული, რომ მიხვდა ისევ ჩემს არქაულ ტერმინებით საუბარზე იცინოდა, ხელი ჩაიქნია და „ამათ არაფერი ეშველებათ, რა გაათხოვებთ“ – სახით დაგვტოვა. –ეკა, დაწყნარდი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!–მკაცრად მითხრა ხატიამ და მივხვდი, ყველა იმ საშინელების, რაც თავში იმ წამს მომივიდა, გამკეთებელი ნამდვილად იყო. უღონოდ ჩამოვუშვი ხელები, დივანზე ჩამოვჯექი და ხატიას მოწოდებული ცივი ყავა მოვსვი. –დღეს ბარში მივდივართ და ვსვამთ ბოლომდე!–წამოაყენა კესომ იდეა და გამამხნევებელი ღიმილით შემომხედა. –სხვა რა დამრჩენია–ჩავილუღლუღე ჩემთვის. ************ კესო და ხატია ჩემი განუყრელი მეგობრები არიან. შეიძლება ითქვას ერთად გავიზარდეთ, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მე და ხატია უფრო ვგავართ ერთმანეთს, ისიც იურისტია, კარიერისტიც კი (მთლად ჩემნაირი არა, მაგრამ მაინც), მიზანდასახული, ძლიერი და დამოუკიდებელი. კესო უფრო ფარფატაა, უფრო ჭკუამხიარული, მარადიულ სიყვარულსა და თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე ოცნებობს. ერთი შეხედვით, განებივრებული და თავში ავარდნილი მოგეჩვენებათ, თუმცა მხოლოდ მე და ხატიამ ვიცით სინამდვილეში, როგორი უბრალო და თავმდაბალია, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი მსოფლიოში! რაც შემეხება, მე, არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ხუჭუჭა გოგო ვარ, თაფლისფერი, მეტყველი თვალებით (ყოველ შემთხვევაში ასე მეუბნებიან) და დიდი წამწამებით. თაყვანისმცემლები არასდროს მაკლდა, მაგრამ კესოსგან განსხვავებით, ცხოვრების მთავარ ბედნიერებად სიყვარული კი არა, კარიერაში წარმატების მიღწევა მიმაჩნდა. თუმცა როდის იყო, სიყვარული ჩვენ გვეკითხებოდა რამეს.... ************ ფანჯრის მინას შუბლი მივადე და თვალები დავხუჭე. თვითმფრინავი დასაჯდომად ემზადებოდა, ვერ ვიტან ამ მომენტს, სად აღარ მიმოგზაურია, რამდენჯერ ვმჯდარვარ მასში, თუმცა ვერაფრით შევეჩვიე დაშვებისას უეცრად აჩქარებულ გულისცემას, სულ წამები გრძელდება, მაგრამ მაინც. აი ახლაც, პულსი ათასამდე ავიდოდა ალბათ, გულს ლამის ნიკაპთან ვგრძნობდი... დავეშვით... აეროპორტში არავინ დამხვედრია, არც ველოდი, ისევე მოულოდნელად ჩამოვედი, როგორც მაშინ წავედი, 4 წლის წინ..... იმ საღამოს ბარში იმაზე მეტი დავლიეთ, ვიდრე წარმოდგენაც კი შეგვეძლო. დილით საშინელ თავის ტკივილს და ყელის სიმშრალეს უნდა გავეღვიძებინე, თუმცა კარზე გაბმულმა ზარმა დაასწრო. –კესო, ადე რა გთხოვ, ნახე ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია.– ამჯერად ვერ ავიცილე ბალიში და ისედაც ატკიებული თავი უარესად გამისკდა. ჯაჯღან–ჯაჯღანით გავემართე კარის გასაღებად და გზაში ყველა შესაძლო ტექსტი დავალაგე, რითაც შეიძლებოდა ჩემი მყუდროების დამრღვევი გამომელანძღა. დავრჩი პირშიჩალაგამოვლებული...არავინ არ იყო...გაოგნებულმა მოვათვალიერე იქაურობა და ის იყო კარის მიჯახუნებას ვაპირებდი, რომ ძირს დაგდებული კონვერტი შევნიშნე. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მასში scorpions–ის კონცერტის 3 vip ბილეთი აღმოვაჩინე.... ************ –არ მჯერა, არ მჯერააა–კივილით შემომახტა კესო ზედ. –მეც მიმიშვი, გოგო რა გჭირს?–ღიმილით დაადო ხატიამ მხარზე ხელი და ჩამეხუტა. –რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ, ქალბატონო ეკატერინე? –მთავარი პროკურორობა შემომთავაზეს–ვუთხარი მხრების აჩეჩვით და მათი გაოგნებული სახეები დავაიგნორე. –რა მაგარიაა, იმედია დათანხმდი ხო? –ჯერ არ ვიცი, ვფიქრობ. ხვალ უნდა შევხვდე იუსტიციის მინისტრს. თქვენ რა გჭირთ, რაღაცას მიმალავთ ხო? –არა, არაფერს.–თვალები დახარა კესომ. –კესოო, ბავშვობიდან არ შეგიძლია ტყუილის თქმა, თან ხო იცი რომ მე ვერ მომატყუებ?–თავი ავაწევინე და გამომცდელად ჩავხედე თვალებში. –ისიც ჩამოვიდა, დღეს დილით–განაჩენივით გაისმა ოთახში ხატიას ხმა... ამ წუთიდან აღარაფერი მახსოვს, თითქოს დრო გაჩერდა, გაიყინა და მეც მივეყინე ერთ ადგილს, ვერ ვმოძრაობდი, ვერ ვლაპარაკობდი, ვერ ვსუნთქვადი, ვხედავდი გადარეულ ხატიას და კესოს, მაჯანჯღარებდნენ, წყალს მასხამდნენ, ყვიროდნენ, ჩემს გონს მოყვანას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ, ერთ წერტილს მიშტერებული ვიდექი და ხმის ამოღებაც არ შემეძლო, ყურებში ისეც ჩამესმოდა ხატიას ხმა გუგუნით: –ისიც ჩამოვიდა, დღეს დილით.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.