შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება ვამპირის ენაზე (5)


7-08-2016, 10:58
ავტორი გლორია
ნანახია 1 866

აპარატის წრიპინის ხმა ისმოდა. ჰაერში კი სპეციფიკური სუნი იგრძნობოდა. თვალების გახელა უნდოდა, მაგრამ ყოველი ცდა კრახით სრულდებოდა, თითქოს დიდი ლოდები ედო ზემოდან. ბოლოს თითები აამოძრავა, რამაც თვალების გახელა გაუმარტივა. პირველ ჯერზე ვერაფერი დაინახა, მაგრამ რამდენჯერმე დახამხამების, შრმდეგ მზერა დაეწმინდა და უკვე ყველაფერს ნათლად ხედავდა. თავი გვერდით შეაბრუნა და დაინახა,რომ მისი ხელი დენიელს ეჭირა და უღიმოდა. გაუკვირდა მისი აქ ყოფნა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ის მასზე ღელავდა.
-ძლივს გაიღვიძე, ვერსად რომ ვერ გიპოვე ჯადოქართან მივედი და ძებნის შელოცვით მოგაგენი. საოცრად თბილად უღიმოდა.
-ჯადოქარი? თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან.
-ხო ჯადოქარი. ჯესის ნიკი გაახსენდა და ცრემლები წამოუვიდა, შეკავება არ უცდია. უცებ გამოგლიჯა დენიელს თავისი ხელი და დაუყვირა
-შენ.. შენ მოაკვლევინე ხო ნიკი? ეს შენ გააკეთე ხო - საწოლიდან წამოხტა და მისგან მოშორებით დადგა. დენიელი გაოცებული, ბრაზმორეული თვალებით უყურებდა, ისიც ადგა და მისკენ წაიწია - ამოიღე ხმა! რა დაგიშავა მოსაკლავად რომ გაიმეტე რაა! - უკვე ღრიალებდა - დენიელი უფრო ახლოს მივიდა - არ მომეკარო! ახლოს არ გაბედო მოსვლა! ვის დაავალე ნიკის მოკვლა!? ვის!??
-ამის დედაც!.. - დაიღრიალმა დენმა, თვალებიდან მრისხანებას აფრქვევდა და ახლა მართლა ვამპირს დაემსგავსა -რატომ გგონია რომ მე მოვკალი?! რა ჯანდაბად მინდოდა მისი სიკვდილი?! - კიდევ უფრო ახლოს მივიდა . ჯესსიმ უკან დაიხია და ისევ შეუტია
-აბა მე მოვკალი?! ნიკმა თქვა ვამპირი იყოო!! შენს გარდა ამას ვინ იზამდა?! - ვერა და ვერ მშვიდდებოდა. - რატომ მგონია ასე?! აბა დაფიქრდი, მე გიგზავნიდი მესიჯებს და მე გაშინებდი?! - უკვე აცახცადა და ხელებს ნერვიულად იქნევდა ლაპარაკის დროს.
-ჯესიკა- ისევ იღრიალა და ვამპირისთვის დამახასიათებელი სისწრაფით ააკრა კედელზე, მაგრამ ხელი ზურგზე მიადო რომ რამე არ სტკენოდა, ხელებშუა მოიმწყვდია - მე მისთვის არაფერი დამიშავებია, არაფერი. საერთოდ არ გაქ თავმოყვარეობა?! შენი პრინციპები ფეხქვეშ გათელა და შენ ისევ მასზე ღელავ და მის გამო წუხარ?!!!!! - თავს უკვე ვეღარც დენიელი აკონტროლებდა. ჯესიკამ კი ამოისლუკუნა ჩუმად "მიყვარს და სულ მეყვარება"-ო და კედელზე ჩაცურდა. დენიელს ახალმა სიბრაზის ტალღამ დაუარა და გაიფიქრა "მე შემიყვარებ და მე გეყვარებიო". თავის გეგმებზე თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა და ისიც გვერდზე მიუჯდა. ხელები მოჰხვია და გულში ჩაიკრა. დენიელი ნელ-ნელა დამშვიდდა, მაგრამ ჯესიკა უკვე ვეღარ მშვიდდებოდა, მალე ექიმი შემოვიდა, საწოლში დააწვენინა დენიელს და დამამშვიდებელი გაუკეთა. ჯესსი დენის ხელს იყო ჩაფრენილი და არ უშვებდა. ექიმი მალე გავიდა, დენიელმა კი შუბლზე აკოცა, ყურთან ჩასჩურჩულა მე შემიყვარებო და გვერდით მიუწვა.
როცა ჯესიმ გაიღვიძა გვერდი იცვალა და ცხვირით დენიელის ცხვირს შეეხო. გული აუჩქარდა და სუნთვა გაუხშირდა, სახეზეც წამოწითლდა. დენი მის ქცევებს აკვირდებოდა და უნდოდა გაეცინა , მაგრამ მაქსიმალურად იკავებდა თავს. ჯესის უნდოდა რომ ვინმე ყოფილიყო მის გვერდით ვინც გაამხნევებდა, იმასაც მიხვდა რომ მასთან ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ აბა რა უნდა ეფიქრა. მაგრამ მაინც ზედმეტი მოუვიდა. სახეზე უყურებდა. შემდეგ კი ჩაეხუტა და თავი მის კისერში ჩარგო. მის სურნელს ისუნთქვადა და ჟრუანტელი უვლიდა.უფრო ძლიერად მოხვია ხელები და ასლუკუნდა. არ მოეწონა დენის რომ ტიროდა, მითუმეტეს ნიკის გამო, მაგრამ რა უნდა ექნა. მანაც მოხვია ხელები და უთხრა დამშვიდდიო.
-დენ,შენთან ზედმეტი მომივიდა. მაპატიე, თავს არ წევდა მისი ყელიდან რადგან არ უნდოდა თვალებში ეყურებინა. - დენი.. ძალიან მინდა, რომ ახლა, აქ იყოს, ჩემ გვერდით, მინდა რომ ისევ მეხუტებოდეს, მკოცნიდეს, მეფერებოდეს. -დენიელს ყბის ძვლები დაეჭიმა,ძარღვები დაებერა და საოცარმა მრისხანებამ მოიცვა, მაგრამ თავი შეიკავა და უბრალოდ თავზე ჩამოუსვა ხელი.
-ჯესს დამშვიდდი, კარგი? -უკან გამოწია და თვალებში ჩახედა- ერთად გადავლახავთ და ყველაფერი კარგად იქნება.- შუბლზე ნაზად აკოცა და წამოაყენა. - მიდი ახლა ჩაიცვი, სახლში წავიდეთ . უღიმღამოდ ჩაიცვა ჯესიმ და გაყვა. დენიელს უნდოდა რომ გაემხიარულებინა, ამიტომ როგორც კი გარეთ გავიდნენ შეეკითხა
-სისწრაფის გეშინია? და მიაშტერდა
-არა, ნუ არც ისე. რატომ მეკითხები? ისიც მიაშტერდა ლამაზ თვალებში. მაგრამ პასუხი არ გაუცია უცებ შემოსვა ზურგზე, ფეხები წელზე შემოახვევინა, ხელები კისერზე შემოაწყობინა
-რას.. რას აკეთებ? -აფორიოქებულმა შეეკითხა
-კარგად მომეჭიდე. ეს უთხრა და მთელი სისწრაფით გაიქცა, ჯესსი კი მთელი ძალით უჭერდა კისერზე ხელებს და მოზღვავებული ადრენალინისგან კიოდა. გული უსიამოვნოდ უფრთხიალებდა. მაგრამ ეს სიამოვნებდა. ბოლოს ჯესის სახლთან რო მივიდნენ, მაშინ ჩამოსვა. ჯესიკა აღფრთოვანებული და გახარებული უყურებდა, ხოლო დენიელი მის მოქმედებებს ელოდებოდა. ჯესიკამ პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა
-აი, ძაან ძაან მაგარი იყო. ყველაზე მაგარი რამ იყო რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. -მთელი აღტაცებით საუბრობდა და მოციმციმე თვალებით უყურებდა. დენიელსაც გაეღიმა
-შენ კი არა მე გავაკეთე. მერე გაფრენინებ და კიდევ ბევრი რამეა და განახებ. გაუღიმა. ისე რამხელა ხარ წელი მეტკინა ამხელა ვამპირს. გაეხუმრა, ჯესსი კი გაბრაზდა
-არც ეგეთი დიდი ვარ, რომ შენ თან ძლიერ ვამპირს წელი გტკენოდა. თან მე არც მითხოვია ჩემთან ერთად ირბინე-თქო.
-კაი ჯესს, რამოხდა უბრალოდ გაგეხუმრე. მის ასეთ გაბრაზებაზე გაეცინა.
-დენ.. შეიძლება რაღაც გკითხო? შეპარვით დაიწყო, შეეშინდა ისევ არ გავამპირებულიყო.
-მიდი მკითხე. გაუღიმა. ჯესიმ მძიმე ნერწყვი გადაყლაპა, რადგან უჭირდა ამაზე ლაპარაკი
-ის ვინ იყო, ვინც ნიკი მოკლა?
-არვიცი ჯესს.
-ჰეილმა ნიკმა ასე მითხრაო იისფერ თვალებიანი ლამაზი გოგო იყოო. ისევ განაგრძო და შეხედა.
-ჯესიკა ერთხელ რომ გითხარი არვიცი-თქო ესეიგი არ ვიცი. ვერ ვიტან მეორეჯერ რო მამეორებინებენ.-გაბრაზდა, მაგრამ ჯესის ნაწყენი სახე, რომ დაინახა თბილად უთხრა - წამო სახლში შევიდეთ, ხელი გადახვია და სახლში შევიდნენ.
-დენ დღეს აქ დარჩები? არ მინდა მარტო ვიყო, მშობლები ბარსელონაში არიან. პასუხის მოლოდინში გაიყუჩა და შრეკის კატის თვალებით უყურებდა.
-ჯესს იცი დღეს არაფერი მიჭამია და ვერ დავრჩები, მაგრამ ხვალ მთელი დღე შენთან ვიქნები გპირდები. ხო გესმის არა? და ზევიდან დახედა
-აა, ხო.. კი მივხვდი... რათქმაუნდა.. მაშინ ხვალ მოდი.. გაუღიმა და გააცილა. დარჩა მარტო თავის ფიქრებთან ერთად. ცდილობდა ნიკზე არ ეფიქრა, ამიტომ მხოლოდ დენიზე ფიქრობდა და მასთან გატარებულ ყოველ წუთს იხსენებდა. ბოლოს რომ მობეზრდა სახლში ასე უაზროდ ყოფნა გადაწყვიტა ცოტა გაესეირა. ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავარდა. ოდნავ მოდიოდა თოვლის ფანტელები. ტალახი განათებული სახლების გამო ბრწყინავდა და ძალიან ლამაზს ხდიდა გარემოს. ტყისკენ მიდიოდა, როდესაც უკნიდან ხმა გაიგო. სწრაფად შებრუნდა მაგრამ იქ არავინ იყო , გასწორდა და წინ ვიღაც გოგო დაინახა. ასე უცებ დანახვისას შეხტა და გული აუჩქარდა.
-გამარჯობა ჯესიკა მორგან. მიესალმა სარკაზმით
-გიცნობთ? კითხა გაოგნებულმა და შეშინებულმა.
-არა არ მიცნობ, მაგრამ ჩემზე გსმენია. აგრძელებდა სარკაზმით საუბარს თან კრუგს ურტყამდა. ჯესი კი მას უყურებდა.
-შეწყვიტე ჩემი თვალიერება და მითხარი ვინ ხარ.
-ემა მქვია. თვალებში ჩახედა. მას იისფერი თვალები ჰქონდა.ჯესიმ უკან დაიხია და ზიზღით უთხრა
-შენ... შენ მოკალი ხო?! კბილებში გამოსცრა.
-ოუ, კარგი რა ძვირფასო, არ გინდა. რისი ღირსიც იყო ის მიიღო. ახლა კი გამომყევი. ხელი მკლავში ჩაჰკიდა და ტყისკენ წაათრია.
-შემეშვი, გამიშვი ხელი გაიგე? და ცდილობდა განთავისუფლებულიყო. ყვირილი ატეხა გამიშვი, შემეშვი, თავი დამანებეო. იქნებ ვინმეს გაეგო და რამით დახმარებოდა, მაგრამ ქუჩაში ერთი გამვლელიც არ ჩანდა.ემას უკვე ყელში ამოუვიდა ჯესის ყვირილი და თვალებში ჩახედა.
-ახლა მოკეტავ და სანამ მე არ გეტყვი ხმა ამოიღეთქო მანამ ერთ სიტყვასაც ვერ იტყვი. გასაგებია? ჯესიმ მხოლოდ თავი დაუქნია. შემდეგ ტყეში შევიდნენ და ბევრი იარეს, ცოტახანში სადღაც გაჩერდნენ. ემამ ისევ ჩახედა თვალებში და უთხრა
-შეგიძლია ილაპარაკო.
-სად ვართ? აქ რატომ მომიყვანე? რას მიპირებ? დააყარა კითხვები.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ დამშვიდდი. სარკასტულად გაუღიმა. ცოტახანში გაიგებ რატომაც მოგიყვანე და ტყის შუაგულში ვართ. ისევ თვალებში ჩაახედინა და უთხრა
-ამ ადგილიდან ფეხს არ მოიცვლი. თვითონ მისგან შორს დადგა და ხეს მიეყრდნო.უცებ ხმა გაისმა
-Phesmatos ignadiam en salva.
ერთი ქალი გამოჩნდა და ხელები ზემოთ ასწია.მისი ხელების აწევა და ცეცხლის ანთება ერთი იყო. ჯესიკა ვარსვლავში იდგა, რომელი წრეში იყო ჩასმული. ხოლო მთელი ვარსკვლავი და წრე ცეცხლით აგიზგიზდა. კიდევ ორი ქალი გამოვიდა და ორი კაცი. ვარსკვლავის წვერებში დადგნენ და ერთხმად დაიწყეს.
-Phesmatos sarave nas exz malon teramora vantis qou omcantis phasas fou irom signosus. ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორეს. შემდეგ კიდევ დაიწყეს რაღაც შელოცვები მაგრამ ჯესის აღარ მოუსმენია. აზრზე არ იყო რა ხდებოდა, შიშით დიდად არ ეშინოდა.თავის ფიქრებში იყო და მხოლოდ, მაშინ გამოფხიზლდა როდესაც დენიელმა დაიწყო მისი სახელის ძახილი. და მისკენ გამოიქცა მაგრამ ერთ-ერთმა ალქაჯმა ცალი ხელი მისკენ გასწია და თქვა
-Phesmatos hairas mosmes ailas!
და დენიელმა კრუნჩხვა დაიწყო, თავზე ჰქონდა ხელები მიბჯენილი და ღრიალებდა. დენიელისკენ უნდოდა გაქცევა მაგრამ ფეხებს ვერ ამოძრავებდა, თითქოს ერთ ადგილას მიაწებესო. ახლა ეშინოდა, დენიელს რამე არ ამართნოდა. უცებ წრეში ვიღაც შემოვიდა და ჯესიკას ხელის გული გამოაწევინა, ჯესიკამ შეწინააღმდეგება სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ხელის გული გაუჭრა და ხელზე რაღაც ვარსკვლავის ფორმის ქვა დაადო. შემდეგ რაღაც შელოცვა თქვა და დაიკივლა. ცეცხლი ჩაქრა. შემდეგ ისევ აინთო. მთვარე ჩაბნელდა და შემდეგ უცებ აკაშკაშდა. ჯესიკა აღტაცებული უყურებდა. უცებ ვარსკვლავი ჩამოვარდა და ჯესიკას მთელი ხელის გული ისე აეწვა კივილი დაიწყო. შემდეგ წვა მთელ სხეულში განაწილდა და ეს ყველაფერი იმდენად უწვავდა მთელ შინაგან სხეულს, რომ ტკივილისაგან გონება დაებინდა და გაითიშა. ემამ ჩაიჩურჩულა შეგიძლია გაინძრეო, თან ამ სანახაობით ტკბებოდა, მერე კი ტყეში გზა გაიკვლია და გაუჩინარდა. მალე ალქაჯებიც მოშორდნენ იქაურობას. მხოლოდ ჯესიკა რომელიც გათიშული ეგდო ვარსკვლავის შუაში და დენიელი, რომელიც ძლივს წამოდგა ფეხზე და ჯესისთან მივარდა. მის სხეულს იკრავდა და ეუბნებოდა გამოფხიზლდიო, თუმცა უშედეგოდ. ეს ორი დარჩა ამ ადგილას. ბოლოს დენიმ ხელში აიტაცა, მისთვის ბუმბულივით მსუბუქი და მთელი სისწრაფით გააქროლა თავისი სახლისკენ. მდივანზე დააწვინა და რაც კი იცოდა ყველაფერს აკეთებდა, რომ გამოფხიზლებულიყო თუმცა ვერანაირად გააღვიძა. აღარ სუნთქავდა. გულმაც შეწყვიტა ფეთქვა. დენიელი კი თვალებგაფართოებული უყურებდა მას და ყველანაირი იმედი გადაეწურა მისი გადარჩენის. ბოლოს რაც გააკეთა ისაა, რომ მის მუხლებზე დაიწვინა, თავი მკერდზე მიადებინა. ჯერ კიდევ თბილ ტუჩებზე პირველად წაეტანა და მთელი ძალით ჩაიხუტა. ცოტახანს ასე იყო და შემდეგ ჩაეძინა.


აბაა... მგონი კაი თავია.. ველი კრიტიკას. მაინტერესებს რა არმოგწონთ და შემდეგ გავითვალისწინებ და უკეთესს დავწერ. მადლობა ყველას ვინც კითხულობს. love ხო და კიდევ ემაზე რას ფიქრობთ?



№1  offline წევრი Ana Imnadze

დენი რა საყვარელია,მომიყვანეთ რა... ისედაც ვგიჟდები ვამპირებზე და ამ.. ისა,ეს რიტუალი მეც რო ვცადო ანუ სასაფლაოზე ასვლა და დალოდება და რაღაცა არაფერი გამომივა ხო? ((

 


№2 სტუმარი Teo

Dzalian momwons tumxa movlenebi swrapad vitardeba.ema ki saswaulad amazrzenia :D ise swrapad moxda kvelaperiro

 


№3  offline წევრი რიტა

ძაან კაი იყო მაგრამ ისეთ მომენტში გაწყვიტე რომ როგორ მოვითმინო ხვალამდე არვიცი.

ემა რამომწონს რაღაცნაირი ტიპია. აუ რა დაემართა ჯესის აუუ როგორ მაინტერესებსს...
ხვალ აუცილებლად დადე მოვკვდი ინტერესით უკვე. წარმატებებიი...

 


№4 სტუმარი თაკო გოქსაძე

აუუუ რა მაგარი თავი იყოოო

 


№5  offline მოდერი Behandice

ძალიან მომეწონა მაგრამ ვერ გავიგე ჯესიკას რამოუვიდა,ნუ კი გავიგე რაღაც შელოცვით მისი გული გააჩერეს სავარაუდოდ და სიცოცხლე შეწყვიტა მარა ის მაინტერესებს ემიმ რატო გააკეთა ეს?ალბათ დანიელი უყვარს ან რაღაც wink love მოკლედ ველოდები ახალ და დიდ თავს.

 


№6 სტუმარი წეტოჯო

ვაიმეეეეე ახალი თავის მოლოდინში მოვკვდები ალბათ :დდდ მაგარია ძაან

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აბსოლიტურად ყველაფწეი მომწონს აბსოლიტურააად.. აღტაცებულო ვარ აღარ ვიცი რა ვთქვა საოცრენა იყო.. სიტყვებს ვერ ვუუყრი თავს.. გავგიჟდი.. შესანიშნავი იყო და ასე გააგრძელე... დარწმუნებული ვარ ჯესი არ მოკვდება.. ძალოან მინდა რო ვამპირი გახდეს რა no ძალიან მაგარი ხარ...
იმედია მალე დადებ და დიდხანს არ გვალოდინებ..
ისე მომწონს ისე რო ყოველ ახალ თავს მილიონჯერ ვკითხულობ ხოლმე.. იმედია იმასაც მალე გავიგებთ ის რიტუალი რისყვის იყო

და ხო კიდე არ მინდა ეხლა იმ იისფერყვალება გოგოს დანიელო უყვარდეს სასიყვარულპ სამკუთხედი ბანალირად მეჩვენება

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

რა მოუვიდა ჯესიკას ><

 


№9  offline წევრი გლორია

ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ კითხულობთ, კომენტარებს მიწერთ და საერთო მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია. სხვა რავთქვა, მიყვარხართ love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent