შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება ვამპირის ენაზე (4)


6-08-2016, 13:14
ავტორი გლორია
ნანახია 2 354

მთელი დღე ეძინა ჯესის. საღამოს გამოეღვიძა. ნელ-ნელა გაახილა თვალები, მაგრამ ისევ დაეხუჭა და ერთ გვერდზე წოლა რო მობეზრდა გადაბრუნდა. მისი გადაბრუნება და უცებ თვალების დაჭყეტა ერთი იყო. წამოწევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა,თავიც კი ვერ აწია. უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა სხეულში , რადგან ფუმფულა საწოლის ნაცვლად, მკვრივ დაკუნთულ სხეულზე იყო აკრული. ფართხალი დაიწყო, მაგრამ დენიელთან რას გახდებოდა. ზევიდან დაჰყურებდა მის მკერდზე აკრულს და ეღიმებოდა, რომ მის მკლავებში იყო, გალიაში დამწყვდეული ბეღურასავით და ფართხალებდა. ოდნავ რომ თავს გაინთავისუფლებდა, დენიელი უფრო ძლიერად აიკრავდა სხეულზე და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ჯესი არ დაიღალა და არ მოდუნდა. დენის ჩაეღიმა და თავზე აკოცა , ესიამოვნა როცა ჯესის გააკანკალა. დენიელმა თვალები დახუჭა და ხელები მოადუნა. ჯესიმ კი ამით ისარგებლა და შეეცადა სწრაფად ამდგარიყო და გაქცეოდა მას, მაგრამ ვამპირს როგორ გაექცევი, უცებ ჩასჭიდა ხელები და საწოლზე დააბრუნა. თვითონ ოდნავ წამოიწია და ზემოთ მოექცა, ხელები გაუკავა,და ფეხები მის ფეხებში ახლართა. ღიმილით დასცქეროდა ოდნავ შეშინებულ და აღელვებულ გოგონას. გაეღიმა დენს და უთხრა
-რატომ ვერ ისვენებ! დაისჯები, გაქცევის მცდელობის გამო! მოჩვენებითი სიბრაზით უთხრა და თავი ყელისკენ წაიღო. ჯესის უკვე მართლა ეშინოდა და სულ ცოტაც და იტირებდა. ამოისლუკუნა ,,რას მიპირებო".
-ხომ გითხარი, უნდა დაგსაჯო მეთქი. დენიელმა ტუჩები კისერთან მიადო, პირი გახსნა და კბილები ოდნავ ჩაასო. ჯესიკა კი აცახცახდა საშინელების მოლოდინში და ერთი ობოლო ცრემლი გადმოუვარდა.
-გთხოვ, გაჩერდი, არ მომკლა. მეამიტურად თქვა რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა დენიმ.
-დიახაც, რომ უნდა მოგკლა. ჯესიკას უკვე ნიაღვარივით წამოუვიდა ცრემლები. თვალები ძლიერად დახუჭა და თავის ბოლო წუთებს ითვლიდა. დენიელმა ერთი დახედა და მისი ყელისკენ წავიდა, მაგრამ მხოლოდ სველი კოცნა დაუტოვა. ამაზე ერთიანად დაბურძგლა და აეხორკლა კანი ჯესსის, რაც თავისთავად დენიმაც იგრძნო. მისი კისრიდან თავი ასწია და ცრემლები მოსწმინდა. თან სახეზე უყურებდა,რომელიც გაოგნებისგან სასაცილოდ გამოიყურებოდა. ცოტახანს კიდევ უყურებდნენ თვალებში ერთმანეთს, ბოლოს კი დენიმ მთელი ძალით ჩაიკრო გულში.ჯესიკამ კი ამოიბლუყუნა
- შემეშინდა. და თავი გვერდით გაატრიალა.
- შენი ბრალია გაქცევა არ უნდა გეცადა. და უფრო ძლიერად მიიკრა გულზე. - ახლა დავიძინოთ!
-მე არ მეძინება მთელი დღე მეძინა.ნახე რომელი საათია. და საერთოდ რას აკეთებ ჩემ სახლში, განსაკუთრებით ჩემს ოთახში და საწოლში მითუმეტეს! უცებ წამოუარა გაბრაზებამ და ისევ აფართხალდა, მაგრამ დეამინის ცივმა ტონმა უცებ მოაკეტინა და გააჩერა.
-გაჩუმდი! შენთვის არ მიკითხავს!. მე მეძინება და დავიძინებთ! ხმა არ ამოიღო თორემ შენი სისხლის მოძრაობის ხმა კარგად მესმის!. ჯესიმ ხმა გაკმინდა რაზეც დენის ჩაეღიმა. წელზე ხელები მოჰხვია და თავი მკერდზე დაადო. ჯესკკას გულის ცემას უსმენდა, რომელიც არანორმალურად სწრაფად სცემდა. თავისი აპრეხილი ცხვირი გაუხახუნა სავსე მკერდზე, რამაც ჯესიკას კანის ახორკვლა გამოიწვია. უნდოდა მოეშორებინა მაგრამ განძრევას ვერ ბედავდა. დენიელმა უკეთესად აიკრო და ტკბილად დაიძინა, ხოლო ჯესსიმ ხელები შეუცურა თმაში და თითებს ასრიალებდა. შემდეგ სახის ნაკვთებს უხაზავდა. ბოლოს ისევ თმებში შეუცურა თლილი თითები და მასაც ჩაეძინა. მაგრამ ცოტახანში კარზე კაკუნი გაისმა, ჯესიკამ სწრაფად ასწია თავი, დენიელს კი ისევ ეძინა.
-შვილო შეილება შემოვიდე? -გაისმა დედამისის ხმა. აქ დაემართა მინი ინფარქტი.
-ორი წუთი დე. ხელები აუკანკალდა. რაც შეეძლო ქვემოთ ჩასწია დენის თავი(მუცელზე დაადებინა). საბანი კარგად დაიფარა, რომ დაემალა მისი სხეულის ნაწილები. და მუცელი ასე ამოწეული, რომ ჰქონდა დიდი ბალიში დაიდო მანდ და აქეთ-იქიდან შემოაწყო ბალიშები. გაიფიქრა იმედია ვერაფერს შეამჩნევსო და გასძახა შემოდიო. დედამისმა თავი შემოყო და მერე მთლიანი ტანით შემოვიდა.
-დედა რამე საქმე გქონდა? მკვდრისფერი ედო სახეზე, რადგან ხელები უკანკალებდა საბნის ქვეშ დამალა და დენიელს შემოაწყო თავზე.
-ხო.. ისა.. შვილო მე და მამაშენი ბარსელონაში მივდივართ ერთი კვირით. აი ფული. ჯესისკენ მიდიოდა, რომ წამოიკივლა და უთხრა აქ არ მოხვიდეო.(დენს უკვე გაეღვიძა და უსმენდა მათ. დიდად საბნის ქვეშ ყოფნა არ მოსწონდა, რომელსაც ბალიში ედო ზემოდან, მაგრამ მუცელზე რო ედო თავი ის მოსწონდა და ასევე თითებს ნერვიულად რო ათამაშებდა ჯესიკა ხან მის თავზე და ხან სახეზე. ხელი ნელა აწია და მარცხენა ხელი დაუჭირა, მერე კი აკოცა ხელზე, ცკტაXხანში მუცელზე. ჯესიკამ აღარ იცოდა სად გაქცეულიყო.მუცლის კუნთები დაეჭიმა. მის ასეთ რეაქციებზე დენი კარგად ერთობოდა.) დედამისმა გაოგნებულმა შეხედა
-რა ხდება? ეჭვისთვალით შეხედა და თვალიერება დაუწყო საწოლს.
-ამმ... იცი.. დე.. მეე უბრალოდ... მენსტრუაცია მომივიდა და საწოლი დავსვარე, აი მანდ დადე ფული და მერე ავიღებ. უცებ მიაყარა რაც პირველი მოაფიარდა ის და სარკისკენ ანიშნა. დენიელმა ჩუმად ჩაიცინა. ჯესიკამ კი ისე ძლიერად მოუჭირა თავზე ხელები დენის, რომ ოდნავ ეტკინა. ამის გამო კი საწოლზე დაარტყა ფეხი, რომ უფრო გაებრაზებინა. დედამისმა გახედა.
-დე, მენსტრუალური ტკივილებია, გამაყუჩებელს დავლევ მერე. გაუღიმა . ქეროლმაც კარგიო და კარი გაიხურა. ჯესიმ ამოისუნთქა და დენიელმა სიცილი ატეხა.
-შენ კიდე რა კოცნა აგიტყდა. ჩაიფრუტუნა ჯესიმ და დააყოლა -კაი რაა. შენ გამო დედა მოვატყუე, შენ კიდე დამცინი.
-სააცილოა, საინტერესოა მასეთი რამე როგორ მოიფიქრე-და ისევ გააგრზელა სიცილი. ჯესისაც გაეღიმა ტუჩის კუთხეში, მაგრამ უცებ დაასერიოზულა სახე და უთხრა.
-შენ ხო აზრებს კითხულობ, ხოდა უნდა იცოდე როგორც მოვიფიქრე. უთხრა ნიშნისმოგებით, რადგან გაიფიქრა რამეს გავიგებო.
-აზრებს კი ვკითხულობ, მაგრამ აი რაც ეგ გიკეთია -ჯვრისკენ მიანიშნა თითით- მას შემდეგ... ნწ. თავი გააქნია. -და რაც შეეხება კოცნას როცა მომინდება და რამდენიც მომინდება იმდენს გაკოცებ.
-არანაირი უფლება არ გაქ.
-უფლებებზე ნუ მელაპარაკები. ჯესიმ ერთი შეუბღვირა და თემა სასწრაფოდ შეცვალა. გაკვირვებულმაც ჰკითხა.
-მოიცა შენ ფრთები გქონდა იმ ღამეს. იმ ღამის გახსენებაზე უცებ დანაღვლიანდა. დენიელმა ეს შეამჩნია, მასთან მივიდა და ლოყები გაუწელა.
-ხო მქონდა, მერე გაფრენინებ შენც ჩემთან ერთად.
-მართლა? აღტაცებით წამოიძახა.
-ხო მართლა, გაუღიმა და ლოყაზე აკოცა, რაზეც ისევ გააკანკალა ჯესიკას და ოდნავ წამოწითლდა.-მომწონს ჩემს შეხებაზე ასე რომ გემართება. ჯესიკამ ვითომ არ გაუგია ისე უთხრა
- რა მაღალი ყოფილხარ. და ახედა. მასზე ერთი თავით მაღალს ან მეტით.
-აბა შენ პატარა გეგონე?გაიჯგიმა ვამპირი.
-ორი წლის ბავშვს გავდი წეღან. გაეცინა მის საქციელზე და მოშორდა მას.
-შენ ჯობია გაჩუმდე. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია წინ. და თემა ისევ შეცვალა.
-შენ გუშინ მითხარი თენდება მერე ვილაპარაკოთო, ანუ მზეზე იწვი?
-არა სულელო, მოგატყუე. იცი რამდენი წლის ვარ?
-სულელი რატო ვარ, რომელი ვამპირების ექსპერტი მე მნახე.ჩაიფრუტუნა. არა რამდენი წლის ხარ?
-215-ის. 21წლის ვიყავი მაშინ. უთხრა და ნაღვლიანად გაუღიმა.
-ჩემს მოქცევას აპირებ? ჰკითხა ის რაც აწუხებდა.
-არჩევანის საშვაკებას მოგცემ. გაუღიმა თბილად.
-კეთილი ხარ. ჯესიკა მივარდა და ჩაეხუტა. გაუკვირდა დენიელს, მაგრამ მანაც მოჰხვია ხელები. შემდეგ ჯესიკა აბაზანაში გავიდა, თავი მოიწესრიგა და გამოვიდა. მაგრამ დენიელი იქ აღარ იყო. ფიქრებით ნიკისკენ გადაეშვა, როგორ ძულს ახლა,მაგრამ იცის რომ გულის სიღრმეში ის კეთილი და კარგი ნიკი ისევ უყვარს. მთელი სამი დღე ისე გავიდა არც ნიკზე, არც ჰეილზე და არც დენიელზე არაფერი სმენია.მალე არდადეგები დამთავრდებოდა და სკოლაში დაბრუნდებოდა. კიდევ ორი დღე გავიდა, ისევ არაფერი ისმოდა მათზე. მშობლებიც მალე დაბრუნდებოდნენ. უკვე ძალიან ნერვიულობდა ნიკზე. იცოდა რომ რაც არ უნდა საშინელება ჩაედინა, მანამ არ მოისვენებდა სანამ მასზე ნაწყენი ადამიანი არ შეურიგდებოდა, თუნდაც ძველებურად არაფერი ყოფილიყო პატიებას მაინც სთხოვდა. თავის თავზე ბრაზობდა, რომ ისევ მასზე ფიქრობდა და ნერვიულობდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ. გადაწყვიტა საშოპინგოდ წასულიყო. მოემზადა და გავიდა. ბევრ მაღაზიებში იარა, რაღაცსებიც აარჩია. რამდენიმე ბიჭი უყურებდა მის სრულყოფილ სხეულს და თვალებით აშიშვლებდა, ჯესი კი ყურადღებას არ აქცევდა. ჩექმები იყიდა, ჯინსი და ლამაზი სვიტრი. მაღაზიიდან გამოდიოდა პარკებით, როდესაც, მისი ტელეფონი ამღერდა, ნიკი იყო. დაუფიქრებლად უპასუხა, მაგრამ ნიკის მაგივრად ჰეილი ლაპარაკობდა და თან ტიროდა.
-ჯეს... ჯესიკა... ჯესსი.. გთხოვ ნიკის სახლში მოდი. ისევ ასლოკინდა. სასწრაფოდ . და გათიშა. ჯესიმ გაიფიქრა ასეთი რა მოხდა, მე რომ მეძახის დასახმარებლადო და უცებ გააჩერა ტაქსი, მისამართი უკარნახა და სთხოვა სწრაფად ევლო.კი უთხრა ნიკს და ჰეილს როცა დაგჭირდებით ჩემთან არ მოხვიდეთო, მაგრამ არ იყო ასეთი. როცა დახმარება შეეძლო ყოველთვის ეხმარებოდა. ნიკის სახლში შევიდა თუ არა მომტირალი ჰეილი დაინახა მოკლე კაბით, რომელიც მისკენ გამოიქცა და ჩაეხუტა, მაგრამ ჯესიმ უცებ მოიშორა და მთლიანად ზიზღით აათვალიერა. ზიზღი გაოცებამ შეცვალა როდესაც ის მთლიანად სისხლიანი დაინახა.
- ჰეილ რა მოხდა? შეეკითხა გაკვირვებულმა. -ეს ვისი სისხლია. უკვე შეშფოთდა.
-იქ.. იქ.. ნიკია... მითხრა ჯესიკას...
აღარ მოუსმენია ჯესის მისთვის ისე შევარდა ოთახში და სისხლის გუბეში მწოლი ნიკი დაინახა, რომელიც თვალებს ძლივს ახელდა. პარკები ხელიდან დაუცვივდა, ერთი ამოიკვნესა და მივარდა.მისი თავი მუხლებზე დაიდო და სახეზე უკვე სისხლიან ხელებს უსვამდა. თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ნიკის სახეზე ეცემოდა. ნიკმა თვალებში შეხედა და ამოიჩურჩულა
-მაპატიე, გთხოვ. მე ცოტა დამრჩა გთხოვ მაპატიე. ჩურჩულით და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა. ერთი ცრემლი მასაც გადმოუვარდა, შემდეგ კი უკვე თვალებიდანაც წამოუვიდა სისხლი.
-ნიკ, მე. მე ისევ მიყვარხარ.. გაპატიე რათქმაუნდა.. შენ არ მოკვდები.. გთხოვ ჩემს გამო მაინც, თუ ოდნავ მაინც გყვარებოვარ, ჩემ გამო იცოცხლე და იბრძოლე. ჯესიკა მთელი ხმით ტიროდა. და ევედრებოდა არ მომკვდარიყო. სლუკუნით ლაპარაკობდა.
-მე მოვკვდები, ეს გადაწყვეტილია, ასე მითხრა მან უნდა მოკვდეო.. მეც მიყვარხარ, გთხოვ ბედნიერად გააგრძელე ცხოვრება, მე დამივიწყე, უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, რომ მაპატიე. ისევ ჩურჩულით და გამოტოვებით საუბრობდა.
-ვინ გითხრა რომ უნდა მომკვდარიყავი? შეეკითხა გაოგნებული, მაგრამ ნიკმა ერთი შეხედა თავისი ნაცრისფერი თვალებით, რომელშიც სისხლი იყო. სემდეგ ხველება ატეხა და ოირიდან სისხლი გადმოაფურთხა. ეს ყველაფერი გულის ამრევი იყო. ჯესიმ თავისი მაისურით მოსწმინდა სისხლი. ჰეილი კი უყურებდა მათ და ბოლოს 911-ზე დარეკა. და გვერდით ოთახში გავიდა, ხოლო ნიკმა დიდი სჯყვარულით ჩამოუსვა სახეზე ხელი და გაითიშა. ყურებიდანაც სისხლი წამოუვიდა. უკანასკნელად ჩაისუნთქა ჰაერი და ამ სამყაროდან წავიდა. ჯესიკა კი მთელ ხმაზე ღრიალებდა არას და ტიროდა. მის სხეულს იხუტებდა და ხელს არ უშვებდა. მალე სასწრაფო და პოლიცია მოვიდა. ძლივს გამოგლიჯეს ჯესიკას ნიკის უსულო სხეული, ხოლო თვითონ პოლიციამ წაიყვანა, მის გვერდით ჰეილი იჯდა. როგორც კი განყოფილებასი შევიდნენ პირველი ჰეილი დაკითხეს, რომელმაც არაფერი არ იცოდა. ჯესიკამ კი ჰეილის ზარიდან დაწყებული მოუყვა ყველაფერი, თან ტიროდა. ბოლოს როცა გამოვიდა ჰეილთან მივიდა და აკანკალებული ხმით ჰკითხა
-რა მოხდა?
-არვიცი, რომ მივედი ნიკი დამხვდა რომელიც კედელს ეყრნობოდა და კისრიდან და მაჯემბიდა სისხლი სდიოდა. უცებ მივვარდი და ვკითხე რა სჭირდა. ის კი ერთი და იმავეს იმეორებდა, უნდა მოვკვდე, უნდა მოვკვდეო. მე ისევ შევეკითხე ეს ვინ გაგიკეთა მეთქი და ვამპირმაო, იისფერთვალებიან ლამაზმა გოგომო. მერე კი მთხოვა შენთვის დამერეკა. ცახცახით, სრუტუნით და გამოტოვებებით მოუყვა. აი ჯესიკა კი საგონებელში ჩავარდა და თავში მხოლოდ ერთი სიტყვა, ვამპირი უტრიალებდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა და გაქცევას აპირებდა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და წაიქცა, ბოლოს რაც ახსოვს ისაა რომ თქვეს საავადმყოფოში წაიყვანეთო.


აბა... რა იტყვით. მგონი კარგი თავი გამომივიდა, შევეცადე დიდი გამომსვლოდა. მადლობა ყველას ვისაც მოგწონთ ^^



№1  offline მოდერი Amalthea

ეს ვამპირები მომიღებენ ბოლოს რაა lol
დენი იმენა დონეა, მაგრამ რატომღაც მინდოდა ამ გოგოს ეძია შური ნიკზე და არა დენიელს, ან იქნებ დენიელი არც იყო :3 love
დიდი თავი იყო, თან ყოველდღე დებ ^^
კაარგი ხარრ, კააარგი love request lol
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი რიტა

ძაან კარგი იყო ეს დენიელი ძალიან მომწონს რა საყვარელი ვამპირიააა...<3
ნიკი ვიღაც სხვისი მოკლულია და არა დენიელის.
უმაგრესი იყო. ველოდები ახალ თავს წარმატებენი.

 


№3 სტუმარი Miyvarxar

Auu rasainteresoa gaagrdzele raa male

 


№4 სტუმარი Teo

Dzalian momwons male dade

 


№5 სტუმარი Leporela

ვუააალაა მაგარი თავი იყოო...ბღავუუ

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi dda saintereso tavi iyo.sainteresoa vinaa es vampiri gogo
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი Behandice

ძალიანნ მაგარი იყოო...მომეწონა ასე გააგრძელე,დამაინტერესა ვინ არის იისფერთვალება გოგო ვამპირი,პირველას ვიფიქრე ჯესიკა ხო არ არის თქო,იქნებ გადააქცია უკვე თქო,მაგრამ ნიკი ხო იცნობდა მაშინ,ამიტომ გამოირიცხა..ხოდა მაინტერესებს ვინა და მალე დადე რა მოვკვდი ინტერესით love love

 


№8  offline წევრი გლორია

ყველას დიდი მადლობა, დაწერილი მაქვს უკვე ახალი თავი და ხვალ დავდებ love

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადე მალე თორე წამივიდა სული

 


№10  offline წევრი გლორია

ანი ანი
დადე მალე თორე წამივიდა სული

მე დიდიხანია დავდე, მაგრამ ჯერ არ გამოუქვეყნებია საიტს :(

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუ რატო არ აქვეყნებენ recourse

 


№12  offline წევრი გლორია

ანი ანი
აუუ რატო არ აქვეყნებენ recourse

დაიდო უკვე love მეექვსეც მალე იქნება : love:

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent