შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I(თავი მეჩვიდმეტე)


7-08-2016, 16:17
ავტორი სატი
ნანახია 1 906

გავიდა ის ორი დღეც, დადგა ირაკლის წავსლიდ როც. მარი, საბა, კატო, კახი და კოტე აცილებდნენ, დედამისი და მისი და უკვე თვითმფრინავში იყვნენ ასულები. ირაკლი ყველას დამეშვიდობა, მარის მაგრა ჩაეხუტა, აკოცა და გვერდით გაიყვანა.
-ჭკვიანად, ვიცი სანდრო, დაჩი და საშა არაფერს მოგაკლებენ და არ ვნერვიულობ, მაგრამ მაიცნ გაუფრთხილდი შენ თავს და რაც მთავარია მოწევით თავი არ მოიკლა. მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე.
ირაკლიმ აკოცა მარის. ძაან მაგრა ჩაეხუტა და მერე თვითმფრინავში ავიდა.
-მარ წამო სახლში გაგიყვან(საბა)
-არ მინდა, ვიღაცას ველოდები
-ვის?(საბა)
-მეგობარს.
-კაი.
საბა და ბიჭები დაემშვიდობნენ მარის და წავიდნენ. მარი არავის ელოდებოდა უბრალოდ არ უნდოდა კატოსთან ერთად მანქანაში ნახევარი საათი ჯდომა და მისი ფიზიონომიის ყურება. თორნიკეს დაურეკა და ის 15წუთში მასთან იყო.
-წავიდა?
-კი
-როგორ ხარ
-შენ ხო არ გაინტერესებს, ის ხომ ბაბნიკია
-ის არა შენ მაინტერესებხარ. ნუ ჯიუტობ როგორ ხარ
-არ ვიცი, იმდენი ხნითაც არ წასულა მხოლოდ 1თვე. სკოლის დასაწყისსში ჩამოვიდა
-ეს ბოლო წელია, ყველაზე მნიშვნელოვანი.
-ხო
თორნიკემ ვერანაირად ვერ აალაპარაკა მარი, როგორც მას ჩვეოდა ხოლმე. ის არ იყო ხასიათზე ვინმესთან ლაპარაკის, არც არაფერი სჭირდა უბრალოდ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ ირაკლიმ მიატოვა და აღარ დაუბრუნდებოდა. ეგონა იქ დარჩებოდა დიდიხნით, ყველაფერს ფიქრობდა, რომ მამამისს არ მოუნდებოდა წასვლა და დარჩებოდნენ, ან არ გამოუშვებდნენ უკან, პასპორტი დაეკარგებოდათ, მოეწონებოდა იქაურობა და სწავლასაც იქ გააგრძელებდა. ამ ფიქრში ვერც მიხვდა როგორ მიიყვანა თორნიკემ სახლში. დაემშვიდობა და სახლში ავიდა, ასვლისთანავე ოთახში შევიდა და დაიძინა. საკმაოდ დიდი ხანი ეძინა როდესაც კაკუნის ხმამ გააღვიძა, საშა იყო.-შემოდი სანდრექს-მძინარე ხმით უთხრა მარიმ. ოთახში საშა მივიდა, წამოაყენა და მაგრა ჩაეხუტა.
-მომენატრე, თან ძაან დაიკო.
-ს-საშ? როდის მოასწარი
-1საათის უკან მაგრამ მაშინაც გეძინა. როგორ ხარ?
-ნორმალურად, მეც ძაან მომენატრე. დაჩი სად არის?
-წასულია მივლინებაში ხვალ ჩამოდის.
-და შენ მარტო ვინ დაგტოვა?-ცალი წარბი ასწია საშამ და გაეღიმა
-სანდროს ძაან ვთხოვე. უი ნუცა შეუყვარდა
-ჯერ რამე ვჭამო და მერე ყველფერი მომიყევი.
საშა და მარი ქვემოთ ჩავიდნენ, მარიმ საჭმელი გამოიღო მაცივრიდან და ორივე დაჯდა. დაიწყეს ჭამა და ერთმანეთისთვის ამბების მოყოლა. მარი იმდენად გაერთო საშასთან რომ ლამის სულ გადაავიწყდა ირაკლი, სანამ ამ ამბის მოყოლაც არ მოუწია. საშამ ეს რო გაიგო მისი გამხნევება სცადა რომ ირაკლი იქიდან უსაზღვროდ ბედნიერი ჩამოვიდოდა და ეს ორივესთვის სარგებელი იყო. მარიმ ეს იცოდა უბრალოდ უკვე ენატრებოდა, ის რომ მასზე ზრუნავდა, მისი ჩახუტება, მისი კონტროლი, ხუმრობები... ყველაფერი. გონებაში ხმა ჩაესმა,თითქოს ეძინა და ვიღაც ეძახდა.
-მარი! ოეე!
-ხო, ბოდიში ჩავფიქრდი.
-მალე ჩამოვა, ცოტახანი არ გაიხსენო. დღეს მე და შენ გავიდეთ სადმე ჩოლოყასთან ან ვინც გინდა ამოიყვანე
-კაკრას ისევ დღეს მინდა შენთან ერთად ყოფნა ღამე ჩვენებურად გავერთოთ.
-კაი.
როგორც ყოველთვის, ფილმიც აირჩიეს და დიდ ტელევიზორზე გადაიტანეს. ნაყინი და პოპკორნი აიღეს და ჩართეს ფილმი, ეწეოდნენ, ერთობოდნენ. როდესაც ფილმის ყურება დაამთავრეს სამზარეულოში გავიდნენ, რაიმეს გაკეთება უნდოდათ ყველაფერი აურიეს და საჭმლით ჩხუბი დაიწყეს, კარზე კაკუნი გაისმა და სანდრო შემოვიდა.
-რა მოაწყვეთ აქ...-სანდრო საშას გადაეხვია-რას შვებით
-რავი გვშია
-და ღამის 2-ზე ჭამთ?
-ხო
-რამე კაფე იქნება ღია რო გავიდეთ?(საშა)
-არამგონია, კაი დაიძინეთ და ხვალ ჭამეთ
-არა იქნება ოცდაოთხსაათიანი. სანდრო მანქანით ხარ?(მარი)
-კი. კაი წავედით
მარიმ ჩაიცვა და სამივე წავიდნენ კაფეში. შეუკვეთეს საჭმელი და დაიწყეს ლაპარაკი. სანდრო და საშა ეწეოდნენ.
-სად არი იკა?(სანდრო)
-ამერიკაში-თქვა და ყავა დალია
-არა მართლა
-მართლა გეუბნები, მამამისი იპოვეს და ჩამოსაყვანად წავიდა.
-გასაგებია და რამდენი ხნით?
-1თვე
-არაა დიდი დრო
-ეგ შენთვის
ამ დროს მარის ტელეფონზე დაურეკეს, უცხო ნომერი, საზღვარგარეთიდან.
-ვინ არის
-არ ვიცი
მარიმ ტელეფონი აიღო.
-ალო?
მარი ამ ხმის გაგონებაზე შეკრთა, გაიყინა ლამის ტელეფონი გაუვარდა.
-ქეთი?
-მარიამ რამდენჯერ გთხოვე რომ დედა დამიძახო. მომენატრე სიხარულო
-რ-რა გინდა.
-ხვალ ჩამოვდივართ შენ სანახავად მე და მამაშენი
-არა
-მარიამ, გეხვეწები ნუ მეუზრდელები. ხვალამდე სიხარულო.
-ვნახავ როგორ შემოხვალ კარს რომ არ გაგიღებ-ეს თქვა და გათიშა
-დედაშენი?(საშა)
-ქეთი. ხვალ ჩამოდის აქ
-არ არსებობს, დაჩის უნდა კითხონ ის შენი მეურმეა
-არ ვიცი, მათ არ მოუწერიათ ხელი კონტრაქტზე სადაც უარს ამბობენ ჩემზე აღზრდის უფლებებს.
-სამაგიეროდ დაჩის უფრო მეტი უფლება აქვს და მისი თანხმობის გარეშე ისინი ვერ გნახავენ.(სანდრო)
-სანდრო გეხვეწები შენც დარჩი რა ღამე ჩვენთან არ ვიცი როგორ გავაგდო ხვალ
-კაი.
სანდრომ გადაიხადა ფული და სახლში წავიდნენ. ოთახებში შევიდნენ და დაიძინეს. დილით ესე 9საათისთვის დაჩი მოვიდა.
-მარი? საშა? ალოო?
ამ დროს სამივე ჩამოვიდნენ. საშა და სანდრო გადაეხვივნენ დაჩის.
-შენ რა არ ჩამეხუტები?(დაჩი)
დაჩიმ შუბლზე აკოცა მარის მიუხედავად იმისა რომ მას საერთოდ არაფერი გაუკეთებია და ისიც კი არ გამოამჟღავნა რომ დაჩი მასაც მოენატრა.
-თქვენი მშობლები ჩამოდიან გუშინ მარის დაურეკეს.
საშას დაურეკა ქრისტინამ და ზევით ავიდა
-დავრეკავ სააგენტოში, მანამდე გთხოვ სახლიდან არ გახვიდე და თხოვნა მაქვს შენთან მომეცი შენი ტელეფონი(დაჩი)
-არ არსებობს, არ მოგცემ
-მარი გთხოვ მარტო დღეს(სანდრო)
-არა
სანდრო მარის წინ გადაეღობა და ხელი გაუწოდა ელოდებოდა ტელეფონს როდის მისცემდა.
მარიმ ტელეფონი მიცა და ზემოთ ოთახში ავიდა.
-საშა გააფრთხილე რო მიხედოს სახლიდან არ მინდა რო გავიდეს და ისინი ნახოს.
ამ დროს მარის მშობლები მოვიდნენ დაჩიმ გააღო კარი.
-გამარჯობა(გიო, დაჩის და მარის მამა)
-რა გინდათ(დაჩი)
-დაჩი სიხარულო მოგვენატრეთ(ქეთი)
-ეგ დიდიხნის უკან გეფიქრათ
-შეილება მარი ვნახოთ? (ქეთი)
-არა, მე მისი მეურმე ვარ და ესე გადავწყვიტე. არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ თუ არ წახვალთ ცხვირწინ მოგიხურავ კარს.
მარის მშობლები წავიდნენ. დაჩი ზემოთ ავიდა და მარის ოთახში შევიდა.
-მარ, ვიცი ეს ყველაფერი შენთვის რთულია მაგრამ შენ თუ მე არ დამიჯერებ მეურმეობას წამართმევენ შენ იცი რაზე არიან წამსვლელები ქეთი და გიორგი, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ეს იმასაც ნიშნავს რომ ცოტახანი ირაკლი არ უნდა ნახო, შეილება სოციალური მუშაკი მოვიდეს და შეგვამოწმოს და მინდა რომ ოთახი აალაგო ვიგულისხმე სიგარეტის კოლოფები და ა.შ
-დაჩი შენ მექცევი როგორც პატარას, არ შეგიძლია მიბრძანო ვინ იყოს ჩემი შეყვარებული და ვინ არა.
-მარი არ დაიწყო. შესარიგებლად მოვედი-დაჩიმ ტელეფონი დაუბრუნა
-კარ...
-მესმის არ მაქ უფლება შენ და ირაკლი დაგაშოროთ მაგრამ ვიცი ეგეთი ტიპის ბიჭები, ბაბნიკები. გაგებული მაქვს მაგ ბიჭის სახელი და ვიცი ვინც არის და რას წარმოადგენს. ტრეზორას ძმაკაცია.
-ირაკლი ეგეთი არ არის. შეიცვალა
-ხო? ეხლა სად არის
-მამამისის ჩამოსაყვანად ამერიკაში
-და დაბრუნდება შენი აზრით?
-1თვეში
-ვნახოთ, მე უბრალოდ ვამბობ რომ არ მინდა გული გაგიტეხონ რადგან მერე იმ ბიჭს მე გავუტეხავ ცხვირს.
მარი და დაჩი სასამართლოში დადიოდნენ ხოლმე, ქეთის და გიორგის მეურმეობის დაბრუნება უნდოდათ. ეს 1 თვე მარისთვის ჯოჯოხეთი იყო, ამ ყველაფერთან ერთად ერთხელ არ გაუგია არაფერი ირაკლიზე, მას არც კი დაურეკავს. დადგა დღე როდესაც ის უნდა ჩამოსულიყო მაგრამ სულ ტყუილად იდგა აეროპორტში თითქმის 6საათი და ელოდა იმას ვინც არ ჩამოვიდოდა. გავიდა კიდე ერთი თვე ირაკლი ისევ არ ჩანდა, საბა არაფერს ამბობდა, ქობულეთში ისვენებდა კახისთან და კოტესთან ერთად. დამთავრდა ზაფხული, დაეწყო სკოლა, ის ცუდად იყო მაგრამ ცდილობდა დაჩისთვის არ დაენახებინა ეს. ყველანაირად იკეტებოდა თავში და ამას ვერც ვერავინ ხვდებოდა. ერთ დღეს სკოლა გააცდინა და ირაკლის და მის ადგილას წავიდა. ირაკლის და მისი მამის სახლთან. ეწეოდა და ფიქრობდა რომ მისი სახლის აშენება გაეგრძელებინა. მიუხედავად იმისა რომ მან ის მოატყუა და დატოვა, მაინც მასზე ფიქრობდა და უნდოდა მისი ოცნება აესრულებინა. ყოველდღე სკოლის მაგივრად დადიოდა იქ და მისი სახლის შენებას აგრძელებდა ირაკლის გეგმის მიხედვით. ერთ დღესაც საბა გაყვა უკან რადგან ხვდებოდა რომ სკოლაში არ დადიოდა, დაინახა მარი სახლთან ჩაკუზული იყო და ტიროდა. მასთან მივიდა და ხელი მოხვია.
-მარი, არ დაელოდო. არა მგონია დაბრუნდეს.-ეს თქვა და მარიც მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა შეკითხვების დასმას ის მაინც არ უპასუხებდა.



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე რაკარგია გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent