შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამცხვრის გოგონა.


7-08-2016, 16:18
ავტორი ninaaquarius
ნანახია 1 357

ჩემი ყოველდღიური რუტინა აივანზე ფინჯანი ყავის სმით იწყება...თან მითუმეტეს ახლა, როცა შვებულება ავიღე აღარ მიწევს ყველაფრის ისე სწრაფად გაკეთება, რომ ბოლოს ვერაფერს ვასწრებდე. ჩემი აივანი დიდ ქუჩას გადაჰყურებს. ხედით და სუფთა ჰაერით ვერ დავიკვეხნი, თუმცა დამღლელი წლის შემდეგ, მაინც ყველაფრით კმაყოფილი ვარ.
სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ყოველთვის კლავიატურაზე თითებს ვაწკაპუნებდი ან პატარა დღიურში ვწერდი ფანქრით. ხო, ჩემი სამსახურიც ეს არის. ჟურნალისტი ვარ...ვხვდები უამრავ უცნაურ ადამიანს, რომლებსაც საერთოდ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ცხოვრებაზე. მაგალითად ერთ-ერთმა ცნობილმა პიროვნებამ ისიც კი მითხრა, რომ მაშინვე დაანებებდა თავს მოღვაწეობას თუ საკუთარ თავზე თვეში ერთხელ მაინც არ გაიგებდა საზიზღარ, ამაზრზენ ჭორს. საქმე იმაში იყო, რომ მას ძალიან მოსწონდა, როცა ყველა გადაცემიდან, ყველა ჟურნალიდან ურეკავდნენ და აწუხებდნენ. შემდეგ კი ის უბრალოდ ცივი უარით ისტუმრებდა ყველას და ხალხს გაურკვევლობაში ტოვებდა. ალბათ ეს მას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თან არ აძლევს მსმენელს უფლებას, რომ ის დაივიწყონ.
ასეა თუ ისე მე ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ. მითუმეტეს არ მიწევს არავისთან მისვლა და ხვეწნა ინტერვიუზე.
როგორი სასაცილოა ახლა, როცა შვებულება მაქვს და შემიძლია თავს დასვენების უფლება მივცე მე ჩემს აივანზე ლეპტოპთან ერთად ვზივარ, ვსვამ ცივ ყავას და მაინც სამსახურზე ვლაპარაკობ.
ახლა გადავალ მთავარზე...
მე დიდი ხანია რაც მარტო ვცხოვრობ. არასდროს არ მიყვარდა ოჯახური სადილები, არასდროს არ მომწონდა დილაობით მშობლების ან სხვა დანარჩენის ყურება. არა იმიტომ, რომ ისინი არ მიყვარს არამედ იმიტომ, რომ მე მიყვარს მშვიდი დილა, როცა შეგიძლია შეხვიდე შხაპის მისაღებად და გამოხვიდე მაშინ, როცა თითები დაგინაოჭდება. შეიძლება საკუთარი ცხოვრება ისე მოიწყო, რომ სახლში ჭურჭლის რეცხვის მაგივრად გამოიძახო პიცა, ფეხები ჟურნალის მაგიდაზე შემოაწყო და ამ დროს არავინ დაგიყვირებს
-გოგო რას აკეთებ!!! წეღან გავწმინდე...ან პიცა რა საჭმელია, მოდი აქ ჩახოხბილი გავაკეთე.
მოკლედ მე ყველაფერი ისე მოვაწყვე, რომ თითოეული დეტალიდან სიამოვნება მივიღო. ასეც არის უბრალოდ მაკლია მხოლოდ ერთი რამ...საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდით.
თავს ვერაფერს ვუხერხებ, როგორც კი საინტერესო კანდიდატურა გამოჩნდება ან ძალიან ვიყვარებ ან საერთოდ არ ვიყვარებ. პრობლემა ჩემშია, თორემ როგორც ყველა დანარჩენ გოგოს ჩემს ცხოვრებაშიც იყვნენ კაცები, რომლებმაც უბრალოდ ვერ გამიძლეს ან პირიქით მე მატკინეს თავი. უნდა ვაღიარო, რომ მომენატრა ცოტა რომანტიკაც, ცოტა კინკლაობაც, ცოტა ეჭვიანობაც და ყველაფერი რაც კაცს უკავშირდება.
ამ ბოლო დროს ჩემი ყურადღება ერთმა კაცმა მიიპყრო. რომელიც ზუსტად 5 დღის წინ გადმოვიდა ჩემს მეზობლად ერთი სართულით დაბლა. რამოდენიმეჯერ შევხვდი მაღაზიაში მართალია ჯერ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე ჩუმად ვაკვირდები და ძალიან მომწონს. გადავწყვიტე მისი ყურადღების მისაქცევად ნამცხვარი გამომეცხო და მისთვის მიმეტანა. ისე, როგორც ფილმებშია როცა ახალ გადმოსულ მეზობელს ნამცხვრებით უმასპინძლდებიან ხოლმე.
ინტერნეტში წაკითხული რეცეპტების მიუხედავად ვერ შევძელი, ნორმალური ნამცხვრის გამოცხობა. ძალიან კარგი კულინარი ვარ მაგრამ დიდი ხანია სამზარეულოში აღარ მიტრიალია, ამიტომ ყველაზე საჭირო მომენტში ჩავფლავდი.
ვიპოვე მარტივი გამოსავალი ამოვიცვი კედები ჩავირბინე მაღაზიაში და პატარა ვიზუალურად უბრალო,მაგრამ გემრიელი ნამცხვარი ვიყიდე პირველი ეფექტისთვის. სასურველი დრო ალბათ საღამო იქნებოდა, როცა სავარაუდოდ სახლში დამხვდებოდა, თან იმედს ვიტოვებდი, რომ კარს წელს ზემოთ შიშველი გამიღებდა.
მოსაღამოვდა მოვკიდე ჩემს ნამცხვარს ხელი ღრმად ჩავისუნთქე და მის კართან მივედი...ალბათ ეს ცხოვრებაში პირველი მცდელობა იყო, როცა მე გამოვიჩინე ინიციატივა და ეს ძალიან საინტერესო და აზარტული ჩანდა. ხელი ზარს მივაჭირე და ახლა პასუხს დაველოდე...დაახლოებით 20 წამში კარი მან გამიღო. თავიდან სახეზე გაკვირვება შევამჩნიე თუმცა მალევე გამიღიმა.
-გისმენთ.
-გამარჯობათ, მე თქვენი ზედა სართულის მეზობელი ვარ.
-სასიამოვნოა.
-ეს თქვენ მოგიტანეთ, მე გამოვაცხვე...
ვუთხარი ამაყად გავუღიმე და ნამცხვარი მისკენ გავწიე...ჩაეცინა მერე დაბლიდან ამომხედა და მითხრა.
-რა საინტერესოა ზუსტად ასეთი შევიძინე დღეს მაღაზიაში.
აშკარად მიხვდა...ღმერთო რა სირცხვილია, უბრალოდ რომ მიმეცა მისთვის ეს წყეული ნამცხვარი ხომ შეიძლებოდა. არა ჩემი ამბავი, რომ ვიცი ხაზი უნდა გამესვა, რომ ჩემი გაკეთებულია.
-ჰო რავიცი...
ძლივს ამოვიბუტბუტე.
-შემობრძანდით...
-არა იყოს საქმე მაქვს, გემრიელად მიირთვით.
ძალიან ხელოვნურად გავუღიმე და კიბეზე ავირბინე.
მეორე დღეს ისევ აივანზე ჩემს რუტინას ვაგრძელებდი და თავს არ ვაძლევდი უფლებას, რომ გუშინდელ საღამოზე მეფიქრა. მესმის ხმა დაბლიდან.
-გოგონი...ნამცხვრის გოგონაა. თქვა პაუზის შემდეგ. გავშრი ჩამოვიღე ფეხები აივნიდან, ხალათი შევისწორე და გადავიხედე.
-გამარჯობა.
-ძალიან გემრიელი ნამცხვარი იყო, სულ არ გავდა ჩემს ნაყიდს.
-ძალიან კარგი, მიხარია.
თან ვცდილობდი ისეთი სახე მიმეღო, რომ თითქოს ამ პასუხს ველოდი...
მერე დამემშვიდობა. ჰალსტუხი შეისწორა და მანქანაში ჩაჯდა. ერთ ხანს გაღიმებული გავშტერდი, თავგზა ამიბნია სხეულში სითბომ და სიცივემ ერთდროულად დამიარა და მივხვდი, რომ მას ჩემი აქტიურობა მოსწონდა...ჰოდა მოვემზადე მეორე გეგმისთვის.



№1 სტუმარი natiao

Dzaliiian momewona ufro didi tavi dade da male kargi gogo xar warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent