წყვდიადის შეთქმულება -7- (დასასრული)
[თავი 7] კაფე ‘’დელფინის’’ კარების საღებავაქერცლილ კარებზე უცნაურ ორნამენტს ვხედავ. არა, ორნამენტი კი არა, რაღაც წერია. ‘’მიყვარხარ, გაწუწულო!’’ ეფი... ჩემი ეფი... ის აქ აღარ არის. წაიყვანეს. მან ის არ დამიწერა, რითაც მის პოვნას შევძლებდი... დამიწერა ის, რითაც შემახსენებდა, რომ ისევ ვუყვარდი... რომ ისევ ჩემთვის ძგერდა მისი გული და რომ მისთვის ისევ ის გაწუწული ვიყავი, წვიმაში რომ შეეცოდა და თავზე ქოლგა გადააფარა. ყელში გაჩხერილ ბურთს როგორღაც ვყლაპავ და კარებს ვაღებ. ფარანს ირგვლივ ვატარებ, მაგერამ არავინაა. ასეც ვიცოდი. არეულობა იმაზე მიმანიშნებს, რომ აქ იყვნენ, მაგრამ გამასწრეს. სად უნდა წასულიყვნენ? ან რად უნდოდათ, რომ აქ მოვსულიყავი? ხომ შეიძლებოდა, რომ მათთვის მომესწრო? რაღაცას მომაცილეს... არ უნდოდათ, რომ რაღაც მენახა, მაგრამ რა? უეცრად თვალწინ პირბადე მიდგება, რომელიც სავარაუდოდ ეფის ეკეთა და მახსენდება მასზე ამოქარგული ყვავილი, ხოლო მის გულში რიცხვი 66... 99! 66! ლიკო ისე ღელავდა, რომ უკუღმა დაიჭირა ნომერი და ასეც წაიკითხა... სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე სასტუმროში! მათ აქ გამომიტყუეს... საქმეში ქალია გარეული და ეს ქალი ლილიანაა! არ უნდა დავიგვიანო! უნდა გადავარჩინო! ეფიც და საკუთარი თავიც... ~ეფემია~ ლიანა სახიდან პირბადეს მგლეჯს და გამგელებული მაცქერდება. თვალს ვარიდებ. ასეთ შეცვლილ მეგობარს ვერ ვუყურებ. არა, შეცვლილი ბოლო ერთი წელი იყო... ახლა ისაა, რაც სინამდვილეშია. -მითხარი, სად არის ის დასაწველი დისკი? მოგკლავ იცოდე! ხმა ამოიღე!-დამყვირის თავზე და ამ წუთებში განსაკუთრებულად მეშინია. კოსტა ჩემს კვალს მოყვება და აუცილებლად მიპოვის. ახლა ჩემი ვალი მის მოსვლამდე გაძლებაა. ამას როგორ ვერ შევძლებ? მისი სიყვარული ამდენზე ვერ გაწვდება? ამაზე და უფრო მეტზეც... მთავარია ჭკუას მოვუხმო და რაიმე მოვიფიქრო. -ვიცი, ოღონდ მანამდე ვერ გეტყვი, სანამ არ დამიმტკიცებ, რომ კოსტასთვის არაფერი დაუშავებიათ. მე მომკალი, მაგრამ არ დავუშვებ, რომ არაკაცი მამის გამო მასაც დაუშავდეს რამე.-ამ ვითარებისთვის მეტისმეტად მშვიდად ვლაპარაკობ, მაგრამ გული ისე მიცემს, მგონია ამომივარდება. გთხოვ, ღმერთო, აი, ახლა შემოვიდეს..,. აი, ახლა გავიგო მისი ხმა... აი, ახლა დავინახო მისი თვალები... გთხოვ, გთხოვ... -პირობებს მიყენებ? თუმცა რა გასაკვირია! ენა ვერ გაგაჩუმებინე! რამდენ ფულს გაძლევდი! ამად გიღირდა კოსტას გვერდით ცხოვრება? ამად? შეგეძლო დისკი ჩვენთვის მოგეცა და შენ ამერიკაში წასულიყავი... იქ სხვას იპოვიდი, ბედნიერი იქნებოდი.-ოთახში ბოლთას ცემს მოთმინებაგამოლეული ლიანა.-ახლაც მასზე ფიქრობ... -ბედნიერება კოსტაა, ბედნიერების გარეშე ცხოვრებას კი სიკვდილი სჯობს, ლიანა. ასე რომ არ იყოს, ამდენზე არ წახვიდოდი ნოდარის გამო. ასე არ შეტოპავდი. -ნოდარი სხვაა... მას საყვარელი ჰქვია, თორემ ფულის გამომუშავებელი ქარხანაა, გაიგე? სურვილების ასასრულებელი! რასაც ჩაუთქვამ, წამში რომ გისრულდება. კოსტას შეეძლო ამდენის შემოთვაზება? იმ ზომამდე რატომ მიმიყვანე, რომ თავი შემაძულე, ადამიანური გრძნობები გამიქრე და ასე გადამიტრიალე გონება?-ყვირილს არ წყვეტს ის. სუნთქვა მიხშირდება. სად ხარ, კოსტა? -ადამიანური გრძნობები არც არასდროს გქონია, მაგრამ მე მეგონა ასე... შენ ჩემთვის ყველაფერი იყავი, კოსტა კი ყველაფერზე მეტი... მან მე სიყვარული შემომთავაზა თავის დროზე, მხოლოდ ერთი გამოხედვა და მეცხრე ცაზე დავფრინავდი მთელი ოთხი წელი! გეტყობა, რომ არ იცი, რა არის გულწრფელობა... საშინლად ვნანობ, რომ თავის დროზე იმ ტკივილისთვის ვერ გავიმეტე, მამის ღალატი რომ ჰქვია და ნოდარს იმის საშუალება მივეცი, კოსტასთვის რომ ეთქვა, ეფიმ გიღალატაო.-მცირეოდენი პაუზებით ვამბობ, რადგან მგონია, რომ ავჩქარდე, ძალა გამომელევა და მეტს ვეღარაფერს ვიტყვი. არადა ლაპარაკი თუ მიშველის მხოლოდ. ლიანა გამოცდილი არაა და მისი დაბნევა არც ისე რთულია. იმედია დღეს ნოდარი არ აპირებს მოსვლას. -ვიცი, რომ ამ ოთახშია... მითხარი, სად დამალე.-უფრო მეტად მიახლოვდება და სახე ჩემს თვალებთან მოაქვს. მაჟრჟოლებს. მისი მზერა კარგს არაფერს მიქადის. -დამიმტკიცე, რომ კოსტა კარგადაა და საფრთხე არ ელის.-სიტყვებს გამოვკვეთ, ვითომ მგონია, რომ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. -მოგკლავ...-პისტოლეტს ჩემკენ მართავს ღრიალით ლიანა. თვალებს ვხუჭავ. მინდა დასასრულს ასე შევხვდე, მაგრამ თურმე ჯერ ადრეა... ვიღაც კარებს ეჯახება და რამდენიმე მცდელობის შემდეგ შემონგრეული კარების მიღმა კოსტას ვხედავ, რომელსაც გამგელებული გამომეტყველება ეცვლება და... ის ისევე მიღიმის, როგორც მაშინ, შეხვედრაზე წასვლის წინ. ~კოსტა~ მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა დაბნეულ და აკივლებულ ლიანას იატაკზე ვაგდებ, ზურგზე ხელებს ვუჭერ და დაბლა მიგდებულ პისტოლეტს ხელში ვიღებ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ბედნიერი დასასრული თუ დასაწყისი, გასარკვევი ისაა, რომელს უფრო დავარქმევდით, ახლოსაა. შედარებით დამშვიდებული აცახცახებულ და ატირებულ ეფისკენ ვაპარებ თვალს, ის კი წამოდგომას ცდილობს, მაგრამ მუხლებს ვერ მართთავს. რა გასაკვირია, მან ხომ ამდენი რამე გადაიტანა. ნომერში შემოვარდნილ დაცვის წევრებს ლილიანას ვაბარებ და საყვარელი ქალის გვერდით ვჩნდები. -ეფი... ჩემო ეფი.-ხელებს ვხვევ და აქვითინებულს გულში ვიკრავ. მერე ისევ უკან ვწევ და თვალებში ვაკვირდები. მინდა დავრწმუნდე, რომ ისაა და საღსალამათია. სახის თითოეულ წერტილს ვუკოცნი და ბაგეებით ცრემლებს ვუშრობ. -აღარ გაგიშვებ, ეფი... ხელს აღარასდროს გაგიშვებ.-ვპირდები და თავს კალთაში ვადებინებ. თმაზე ფაქიზად ვეფერები და ისიც სლუკუნს წყვეტს. -მეც აღარასდ...დროს... მიყვარხარ, გაწუწულო...-ლუღლუღებს და ხმაში სითბო უდგება. და მაშინ ვიწყებით ჩვენ... ერთი წლის შემდეგ. დაკითხვაზე მეც ვესწრები. მე და ეფი ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ და ხელები ერთმანეთისთვის გვაქვს ჩაკიდული. მოყოლას რომ იწყებს, ფერი მისდის და თითები უკანკალდება. როგორ მინდა ამ ყველაფრის გახსენება ავაცილო თავიდან, მაგრამ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ეფიმ მე სანახევროდ უკვე მომიყვა, თუ რა გადახდა და რატომ გადახდა. ისიც ვიცი, როგორი უბედური ვარ, მამამ ასეთი ტკივილისთვის რომ გამიმეტა და ამასთან ერთად, მასზე შურისძიება ჩემს ძალებს რომ აღემატება. -ჩემი გაუჩინარებიდან რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ კოსტას მამა, ნოდარ გეგეშიძე გარკვეულ თანხას იპარავდა ბიზნესპარტნიორების წილიდანაც.-იწყებს ეფი.- ერთ-ერთი ბიზნესმენი ყველასთვის მოულოდნელად საეჭვო პირობებში რომ გარდაიცვალა, ეჭვი შემეპარა და ამ საქმის საკუთარი ძალებით გამოძიება დავიწყე. რამდენიმე დღის წინ ჩემი მამათილის ანგარიში მქონდა ნანახი და რომ შევამოწმე, დიდი თანხა იყო ჩამოკლებული. მას ცალკე დაველაპარაკე, მაგრამ მითხრა, რომ ბოლო ხანებში არც ერთ საქმეში არ ჩაუდია ფული, ასე რომ, ამხელა დანაკლისი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან გამიკვირდა, კიდევ რაღაცები გამოვიკვლიე და სერიულ მკვლელსაც მივაგენი მეგობარი პოლიციელის დახმარებით. სამართალდამცველები მას გაურიგდნენ. იმდენს არ მიუსჯიდნენ, რამდენიც ეკუთვნოდა, თუ გვეტყოდა, ვინ შეუკვეთა იმ ბიზნესმენის მკვლელობა. მანაც აღიარა, მაგრამ ერთი მოწმის ჩვენებაზე არაფერი იყო დამოკიდებული. ამიტომ ნოდარს თვალთვალი დავუწყე და ვიდეო გადავუღე მასა და მის თანამზრახველს მაშინ, როცა ამ ამბავზე საუბრობდნენ. შემდეგ ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი და თავისი პირით ეთქვა ეს საშინელება კოსტასთვის, მაგრამ უარი მითხრა. შემომთავაზა ამერიკაში წასვლა იმის სანაცვლოდ, რომ დისკი მისთვის მიმეცა. კოსტას არაფერი ეცოდინებოდა და ვერასდროს მიპოვიდა. საკმაოდ სოლიდურ თანხასაც მპირდებოდა. უარი ვუთხარი. შეიძლებოდა ნოდარს ჩემი ოთახი გაეჩხრიკა, ამიტომ დისკი სატუმროს ნომერში დავმალე, ყუთში კი ის ყველაფერი ჩავაწყვე, რაც დამნაშავეს სამხილის პოვნაში დაეხმარებოდა და ლიკოს მივეცი, რომ თუ რამე დამემართებოდა, დაეწვა. რა ვიცოდი, რომ კიდევ ერთი იმედგაცრუება მელოდა. თურმე ნოდარი ჩემი საუკეთესო მეგობრის, ლიანას საყვარელი ყოფილა. მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა ჩემი გეტაცების. გეგმის მიხედვით შემდგომ ლიანას თვითმკველობა უნდა გაეთამაშებინა, პლასტიკური და ხმის იოგების ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ეს, რაღა თქმა უნდა, მაშინ გავიგე, როცა უკვე გატაცებული ვიყავცი. კოსტას ამ ყველაფერს იმიტომ ვუმალავდი, გული რომ არ სტკენოდა და თანაც მეშინოდა, ნოდარს მისთვის რამე არ დაეშავებინა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა. რამდენიმე თვე სულ სხვა ადამიანების ხელში ვიყავი, რადგან კვალი გაციებულიყო. მერე კი ლიანაც გამოჩნდა დ ნოდარიც. უამრავი პიროვნების უკან იდგნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო მელოტიც და ხო... გურამიც. გურამი იმიტომ მოკლეს, რომ მან ნოდარის დაშანტაჟება დაიწყო. ვიცრუე, რომ დისკი ჩემი ერთ-ერთი ფოტოს უკან იდო ჩარჩოში, ამიტომაც მოიპარეს სურათები, თუმცა პირშიჩალაგამოვლებულები დარჩნენ. ლილიანა ლიანა იყო. იმ ღამით, როცა კოსტა ჩვენთან სულ შემთხვევით მოვიდა, ლიანა ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა, რომ კოსტას მოკლავდა, თუ ჩემი აქ ყოფნის შესახებ რაიმე ხერხით ვამცნობდი. ამჯერადაც გავჩუმდი. ამჯერადაც გავუშვი ხელიდან. მეორე დღეს იმ სახლიდან ნოდარის ხალხმა წამოგვიყვანა. სანამ წამოვიდოდით, დავინახე, როგორ დაიხურა თავზე პარიკი ლიანამ და ძონძებში გამოეწყო. როგორც შემდგომ გავიგე, კოსტასთვის კვალი აურევია. კოსტა მეორედ მაშინ ვნახე, მელოტს რომ გაექცა. სამწუხაროდ, იმედები კიდევ ერთხელ მექცა ნაცარტუტად. მერე ლიანას გაახსენდა, ქარგვის პროცესში რომ შემომისწრო და ამავე დროს ისიც, რაც ამოვქარგე და მიხვდა, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო დამალული დისკი. ეს ფარული შეტყობინება იყო კოსტასთვის, მაგრამ გვიან შეამჩნია. ლიანამ დამლაგებელს ფურცელი გაატანა მასთან და ისიც იმ კაფეში წავიდა, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავი. კარების ჩარჩოზე ამოვფხაჭნე ის, რისი თქმაც ყველაზე მეტად მინდოდა მისთვის. არ ვიცი, მერამდენედ, მაგრამ ჩემი ამოუშრეტელი წადილი იყო. მაშინ მიხვდა ყველაფერს და სასტუმროში დაბრუნდა. მას შემდეგ კი უკვე იცით, რაც მოხდა. აი, დისკი.-პოლიციელს დისკს უწოდებს და ხელს მაგრად მიჭერს. სახეზე ძარღვები დამბერვია. რამდენი გადაიტანა... რამდენი და მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიფრთხილდებოდა. ფეხზე ვდგები, მასაც სკამიდან ვახტუნებ და თავს მის კისერში ვრგავ. ჩემი ბედნიერება ჩემთანაა და მას ეფი ჰქვია. ~ხუთი წლის შემდეგ~ -როგორ ანათებს მზე, არა?-ვეკითხები ეფის და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი. -ხო, გამოინათა... და ახლა კი არა, ხუთი წლის წინ! მჯერა, რომ სამუდამოდ ასე იქნება... წყვდიადის შეთქმულება ძალიან სუსტი აღმოჩნდა ხომ?-მიღიმის ის და ცხვირს ყელზე მიხახუნებს. -სადაც სინათლეა, იქ წყვდიადის ადგილი არაა... მიხვდა ისიც და გაგვეცალა!-ვპასუხობ სიამით ავსებული და მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. მზე კი იცინის! თან ისე ხმამაღლა იცინის, რომ მისი კისკისის ხმა მთელ ქვეყნიერებას ესმის... დ ა ს ა ს რ უ ლ ი! ^^^ დღევანდელ ამინდს ჩემს სოფელში სრულიად შეეფერება ასეთი დასასრული!!! იმიტომ, რომ მცხუნვარე მზე ყველაფერს კარგს და ნათელს გვიქადის! გისურვებთ, რომ შორს იყოს წყვდიადი თქვენგან და ვერასდროს მოგკარებოდეთ და თუ მოგეკარათ, ისეთი დღე დააყენეთ, კუდით ქვა ასროლინეთ :დდდ დიდი, დიდი მადლობა თითოეულ ქვეყანას! ოქროები ხართ ნამდვილი :დდდ ისე მახარებს თქვენი შეფასებები, რომ მთელი დღე გაკრეჭილი დავდივარ ხოლმე :დდ პირველი ''სერიოზული'' დეტექტივი... ყოველ შემთხვევაში მე ვუდგებოდი სერიოზულად და როგორი გამოვიდა, ეს თქვენ უნდა მითხრათ... გამართლდა თუ არა თქვენი ეჭვები, მისაღები თუ იყო ასეთი დასასრული, რას ელოდით თქვენ, რამდენად დაიკმაყოფილეთ ინტერესი და ა.შ. და ა.შ. მუზების კორიანტელში ვიმყოფები და არც ეს ყოფილა კარგი რამ... ცოტა უნდა ვიფიქრო და დალაგებულად დავიწყო წერა... ანუ როდის დავბრუნდები, არ ვიცი. უყვარხართ სოფიკოს უკლებლივ ყველა! პ.ს. ლილი, ბოდიში, რა... რომ დავიწყე, არც მიფიქრია რამეზე :დდდ თუმცა რა, სინამდვილეში ხომ ლიანა ერქვა :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.