შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვდიადის შეთქმულება -4-


2-08-2016, 20:57
ავტორი sopiko
ნანახია 1 766

[თავი 4]
ჯერ მე და ეფი დავქრორწინდით და მერე მალევე დათი და ლიკო. მას შემდეგ დამეგობრდნენ ჩვენი მეუღლეები, მაგრამ ეფი უპირატესობას მაინც ბავშვობის დაქალს, ლიანას ანიჭებდა. ლიანა ეფის გაუჩინარების შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა. ზღვაში გადამხტარა. თავი მოუკლია. ამბობდნენ მეგობრის სიკვდილის გამოო, მაგრამ ის გრძნობებს სისუსტედ თვლიდა, ეფის გაჭირვებაში გვერდით ედგა, მაგრამ მეგობარს უფრო მარტივად დათმობდა ვიდრე ლამაზ კაბებს და ძვირადღირებულ პარფიუმერიას და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ამას არ იზამდა, თუმცა მაშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ეს სულ არ მანაღვლებდა. ჩემთვის ეფი იყო მთავარი. მოკლედ გასაკვირი იყო ის, რომ ეფი ლიკოსთან მივიდა ასე დილაადრიან და გამოუვალ სიტუაციაშიც მას სთხოვა დახმარება. იქნებ იმიტომ, რომ ლიანამ უარი უთხრა დახმარებაზე? ესეც დასაშვებია, მაგრამ არა სარწმუნო. ლიანას ძალიან უყვარდა ეფემია. მუდამ ერთად იყვნენ. ერთხელ ჩვენი ქოწინების იუბილეზე რომ ვერ მოვიდა, ეფი ძალიან გაბრაზდა. ბოლოს ძლივს შემოირიგა მეგობარმა. რა კარგი დრო იყო... ზედმეტადაც კი.

ლიკო ნახევარ საათში უკვე სახლია. დათი რომ ეუბნება, კონსტანტინემ უკვე ყველაფერი იცისო, ადგილზე ხევდება, თვალები ემღვრევა და ლამისაა გასაქცევად მოემზადოს. დათი ხელს კიდებს და აწყნარებს, ის კი უფრო და უფრო ნერვიულდება. მოუთმენლობა მწვავს. დროზე დაიწყოს მოყოლა... დროზე! დროზე! ალბათ ეს თვალებშიც მაწერია, ამიტომ ლიკო მოწყვეტით ჯდება სკამზე და ნერწყვს ხმაურით ყლაპავს.
-მაპატიე, რომ არ გითხარი, კონსტანტინე. სხვა გზა არ მქონდა.-ჩურჩულებს და მაგიდის გადასაფარებელს ხელში ჭმუჭნის.
-გაპატიებ, ოღონდ ჯერ ყველაფერი უნდა მომიყვე.-ისე გულგრილად ვპასუხობ, რომ მე თვითონვე მიკვირს.
-ეფი მკვდარია, კონსტანტინე. უნდა იცოდე ეს.-ღერღავს ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ და...
თვალებში მიბნელდება. ვეღარაფერს ვხედავ. მინდა რაღაცას მოვეპოტინო, რომ არ გადავიქცე. მინდა ეფის ვხედავდე, რომ მას ჩავეჭიდო, მაგრამ არც ამ სიბნელეში ჩანს...
მკვდარია! მკვდარია! მკვდარია!
მაგრამ გრძნობა რომ საწინაამღდეგოს მეუბნება? ამის დაჯერება რომ არ შემიძლია? მზერა მეწმინდება და ლიკოს უნდობლად გავცქერი. ის არ მიყურებს. თავი აქვს დახრილი. დათი თვალებით მეკითხება, ხომ კარგად ხარო. ისიც შეძრწუნებულია. თავსაც კი ვერ ვუქნევ, ისე ცუდად ვარ. უსუსურობის შეგრძნება მატულობს.
-ვიცი, ამის დაჯერება ძალიან რთულია, მაგრამ... მაგრამ...-ქვითინებს ლიკო.-მაგრამ იმ დღეს ეფემიამ რაღაც ყუთი მომიტანა... თუ მე რამე დამემართება, იმ დღესვე დაწვიო! როცა საჭირო იქნება, გამოგართმევო. არ დასცალდა... მისი თხოვნა შევასრულე. ყუთი დავწვი, მაგრამ პირობა მაინც დავარღვიე.
-რა პირობა?-ერთად გვხდება მე და დათის.
-ყუთი არ უნდა გამეხსნა, მე კი გავხსენი. პირველი რაც დავინახე, სასტუმროს ნომერი იყო. აი, რაღაცას რომ გაძლევენ ხოლმე და ზედ ნომერი რომ აწერია შენი ოთახის. 99 ეწერა ზედ, მაგრამ არ ვიცი, რომელი სასტუმროსი იყო. მაშინ მივხვდი, რომ შეცდომას ჩავდიოდი. ეფის ვღალატობდი. მხოლოდ მაინ იცოდა, რატომ არ უნდა გამეხსნა ყუთი. მაშინვე ყველაფერი ბუხარში შევყარე და დავწვი.-ასრულებს მოყოლას ლიკო და ტირილსაც ამავდროულად წყვეტს.
-და რა იცი, რომ მკვდარია?-ამ სიტყვას ძლივს ვამბობ, რადგან მისი და ეფის დაკავშირება ძალიან მიჭირს.
-ეფიმ რაიმე დამემართებაო, ასე კი არ მითხრა, არამედ თუ... ის სიკვდილს ელოდა, კონსტანტინე. მან იცოდა, რაც მოხდებოდა.

ახალი თავსატეხი მიჩნდება. რა იდო იმ ყუთში? ან სასტუმროში რა უნდოდა ეფის? უკანასკნელი სამი თვე ჩვენ არც ერთ სასტუმროში არ ვყოფილვართ. ესე იგი მარტო იყო ან... ან სხვასთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ეს სხვა, რადგან ეფისადმი ჩემი ნდობა განუზომელია. როგორც ჩანს, ესეც მის გაუჩინარებასთანაა კავშირში. კიდევ? კიდევ რა მაქვს ხელთ? მოპარული ფოტოები! ყველა ფოტო ჩარჩოში იყო ჩასმული, არც ჩარჩოები ჩანს არსად. შეიძლება ქურდს მხოლოდ ჩარჩო უნდოდა, მაგრამ სურათის ამოღებაში დრო აღარ დკარგა.
სახეზე ხელს ვისმევ, სავარძელზე რომ არ ჩამომეძინოს. ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ ხმა ჩაწეული აქვს, ფიქრში ხელი რომ არ შემეშალოს. საინფორმაციო გამოშვება გადის ერთ-ერთ არხზე. ნაცნობ სახეს ვხედავ და ხმას ვუწევ. ვიღაც კაცის ფოტოს აჩვენებენ. ძალიან მეცნობა. ეკრანს უფრო ახლოდან ვაკვირდები და... კაცი, რომელიც ძრავის დაქოქვაში დამეხმარა! ისაა! ახლა რეპორტიორის ლაპარაკს ვუგდებ ყურს.
-ოცდაათიოდე წლის მამაკაცის ცხედარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში აღმოაჩინეს, მიტოვებულ ადგილას. ექსპერტების თქმით რამდენიმე საათის მოკლულია. ის გურამ ფურცელაძე აღმოჩნდა. რა უნდოდა ასეთ ადგილას მას, ჯერ არავინ იცის. აქ არც დასახლებული პუნქტებია, მხოლოდ რამდენიმე სახლს თუ წააწყდებით, რომლებიც ძირითადად მიტოვებულია.-შეწუხებული გადმოსცემს პირდაპირ ეთერს ახალგაზრდა ჟურნალისტი.
ცხედარი? კი, მაგრამ გუშინ არ ვნახე? რატომ უნდა მოეკლათ? მხოლოდ ერთხელ ვნახე, მაგრამ მაინც ვწუხდები. ლილიანა! იქნებ ამ ამბავს ლილიანასთან აქვს კავშირი? იქნებ სიგარეტიც აქედან ჰქონდა? იქნებ მეორე დილით მასთან გურამი უნდა მისულიყო და ამიტომაც ვნახე იმ გზაზე? რა ჩახლართულობაა. უკვე აღარ ვიცი რომელი ნასკვი გავხსნა.
აჯობებს დასაძინებლად წავიდე, ხვალ კი ბორჯომის გზას დავადგე. ეს გადაწყვეტილება სულაც არაა სულელური. გუშინწინ იმიტომ წავედი იქ, რომ ეფის იმ კუნჭულებში ვეძებდი, რომლებიც ჯერ არ მენახა. რატომ? ეფი ხომ იქ ვნახე უკანასკნელად...

მაშინ ჯერ კიდევ მამაჩემის ბიზნესში ვიყავი ჩართულ. უცხოელ პარტნიორებთან მქონდა შეხვედრა და რადგან ზაფხული იყო, ვიფიქრე ეფისთან ერთად ერთი კვირა დავისვენებ კიდეც_მეთქი. სახლი ვიქირავეთ და დასვენების დღეებით ტკბობა დავიწყეთ. კვირის ბოლოსთვის დავნიშნეთ შეხვედრა. იმ დღეს ეფი უკვე ბარგს ალაგებდა. აღელვებული მეჩვენა, მაგრამ არ შევიმჩნიე. დარწმუნებული ვიყავი, რომ განსაკუთრებული არაფერი იყო და თანაც ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე მივდიოდი, ამაზე ფიქრის დრო აღარ მრჩებოდა. ეფიმ ჩვეულებრისამებრ ჰალსტუხი შემიკრა და ჩემთან ერთად მიუჯდა მაგიდას. არაფერი შეუჭამია, მაგრამ ეს დიდად უჩვეულო რამ არ იყო, რადგან დილით ადრე ჭამა არ უყვარდა. წასვლის წინ არც კი გადამიკოცნია და იცით, ამის მიზეზი რა იყო? მეჩქარებოდა! მეჩქარებოდა ორმილიონიან პროექტზე! ყველაზე ფასეულზე ვთქვი უარი... ეფის სურნელზე, ფაფუკ ლოყაზე, მისი ტუჩების გემოზე და ათასჯერ ნაკლების გამო მხოლოდ ხელი დავუქნიე და სახლიდან გავვარდი.
შეხვედრიდან ბედნიერი რომ ვბრუნდებოდი, უკვე ვგრძნობდი, როგორ მენატრებოდა...
როგორ მეხუთებოდა სული მანქანაში...
მახსოვს, როგორ გამიბრწყინდა თვალები, ‘’ჩვენი’’ სახლის წითელი სახურავი რომ დავინახე... კინაღამ გაუჩერებელი მანქანიდან გადმოვხტი... ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარები გავაღე... სახლში არ დამხვდა... მეგონა მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ...
საერთოდ არ დაბრუნებულა!

სანამ ბორჯომში წავიდოდე, მანქანა სახელოსნოში მიმყავს და ისე მაინც ვაკეთებინებ, რომ რამდენიმე დღე გაძლოს. დათის ვურეკავ და ვატყობინებ, სადაც მივდივარ. დედის ნომერს რამდენიმე წუთი დავყურებ, მერე კი თითს გამოსვლის ღილაკს ვაჭერ. ახლა არ შემიძლია. არ შემიძლია. ისიც მამას ეთანხმებოდა. მასაც ეგონა, რომ ეფიმ მიმატოვა. ის თავისი ნებით ამას არასდროს გააკეთებდა. ან თუ გააკეთებდა, ამას ჯერ პირში მეტყოდა და მერე წავიდოდა. ასე კი არ მომხდარა. მინიშნებითაც კი არაფერი უნიშნებია.
ისევ იმ გზაზე მივდივარ, ტყეში რომ გადის. ლილიანას სახლთან ვაჩერებ და მანქანიდან გადავდივარ. კარებზე ვაკაკუნებ, ვაბრახუნებ, ლამისაა შევანგრიო, მაგრამ არავინ მიღებს. წავიდა? ხო, თავისი საქმე გააკეთა და წავიდა! მოხუც ქალს ვამჩნევ და რამდენჯერმე ვეძახი, მაგრამ ეტყობა ყურთ აკლია, ჩემკენ არც ტრიალდება. ძლივს მიაბიჯებს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან შორსაა, ძალიან მარტივად ვეწევი.
-ამ სახლში ვინ ცხოვრობს?-პირდაპირ ვეკითხები, მიუსალმებლად.
-არავინ, შვილო. რამდენი ხანია აქ არავინ ცხოვრობს.-ისე მპასუხობს, თითქოს წინასწარ იცოდა, რა უნდა მეკითხა.
-მართლა არავინ?-რაც შეიძლება, დაბალ ხმაზე ვუმეორებ კითხვას.
-არავინ, თანაც დიდი ხანია.-ყოყმანის გარეშე მიმტკიცებს.
რომ ვეძახდი, არ ესმოდა და ახლა ეს ჩურჩულიც ესმის? გასაკვირია. ქალს მადლობას ვუხდი და ისევ სახლისკენ ვტრიალდები. ესე იგი გუშინ არავინ ვნახე და არავის ველაპარაკებოდი... საინტერესოა! გუშინ შევცდი, აქედან რომ წამოვედი. დილამდე უნდა დავრჩენილიყავი და ყველაფერი გამერკვია. პირბადე! პირბადე სახლში დამრჩა. ისიც რომ მომპარონ? იქნებ ნივთმტკიცებაა? დათის უნდა დავურეკო.
ძმაკაცი მპირდება, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ აუცილებლად შეივლის ჩემს სახლში და საუბარს აღარ ვაგრძელებთ. ჯერ ისეთი არაფერი გამირკვევია, მას რომ მოვუყვე. მართალი რომ ვთქვათ, სრულებით არაფერი გამირკვევია.
მანქანაში ვჯდები და გზას იმ მიმართულებით ვაგრძელებ, საითაც გურამ ფურცელაძეს შევხვდი და სადაც მისი ცხედარი იპოვეს.

^^^
პირველ რიგში ბოდიში დაგვიანებისთვის.
მეორე რიგში კი დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს ნამდვილ მკითხველებს, შეფასებასაც რომ მიმხელთ, არც კრიტიკას მიმალავთ და კითხვებზეც პასუხს მცემთ.
ესეც ახალი თავსატეხი.
შემდეგში კი ცოტა ნერვიულობა მოგვიწევს :დ
ახლა კითხვები...
1. თქვენი აზრით მართალს ამბობს თუ არა ლიკო?
2. რატომ იდო იმ ყუთში სასტუმროს ნომრის ბარათი? რას ნიშნავს რიცხვი 99 და რა დატვირთვა აქვს? რატომ იყო საჭირო მისი დაწვა სხვა ნივთებთან ერთად?
3. როგორ ფიქრობთ, ეფი რატომ უმალავდა ამდენ რამეს კოსტას? იქნებ ღალატზე ეჭვობთ, ანდაც იმაზე, რომ კოსტასთან მხოლოდ ფულის გამო იყო? თუ ბოლომდე ენდობით მას ისევე, როგორც მთავარი გმირი?
4. მოხუცმა თქვა, რომ ამ სახლში დიდი ხანია არავინ ცხოვრობს რა კავშირი აქვს მას ლილიანასთან?
უყვარხართ სოფიკოს თქვენ!



№1  offline წევრი Ignifex

ისევ კოსტას პარანოია...ანუ,ვერ ვხვდები რა კავშირშია ეფი და ეს სახლი და გურამი და ლილიანა.
ყველაფერში ეფის ეძებს კოსტა.
მე ცოცხალი მგონია მაინც,მაგრამ არაფერია გამორიცხული.
შეიძლება ანგელოზი არ ყოფილა ეფი,ვინ იცის შენს გარდა სოფო :D
ყუთი,99 და სასტუმროს ნომერი რას ნიშნავს ვერ ვხვდები. ეფის მეგობრის თვითმკვლელობა მაფიქრებინებს რომ რაღაც მოხდა მის და ეფის წარსულში,რაღაც საერთო,ერთად აიხლართნენ რაღაც შარში ან რამე მსგავსი. შეიძლება დანაშაულის გრძნობაც აწუხებდა ეფის წინაშე.
ლიკო ცალკე თემაა,რატომ მივიდა მასთან? ჰაა?? :DD
დამაბნიე ბრინჯივითაააა :DDD
გელი ❤

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ეუფ.ავიხლართე.სიზმარს ხო არ ნახულობს ეს ბიჭი? :)
ვფიწრობ ეს გოგო შავს საქმეებშია გარეული და მოტყდა ან მოტეხეს.იმ ოთახში ალბათ ეფი იყო,ამან შემთხვევით მიაგნო და წაიყვანეს.ქნებ მამამც გარეულია? კიდევ ერთი თავი,ან მეტი ინფორმაცია მჭირდება :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent