ცხოვრება როგორც ერთი წუთი (სრულიად)
ყველაფერს ორი მხარე აქვს, კარგი და ცუდი. ქალსაც ორი მხარეა აქვს, ქალი როგორ ღვთაება, ქალი როგორც დედა. ინგასაც ორი მხარე აქვს ინგა-ქალი და ინგა-დედა. ინგა იმ დროის ბავშვია,როდესავ გაჭირვება მძინვარებდა, ხალხი პურის რიგში საათობით იდგა, მთელი წელი ფულს მხოლოდ იმის აგოროვებდნენ, რომ ზამთარში შეშა ეყიდათ. ინგა რუსთავში ცხოვრობდა, პატარა ოჯახი ქონდა. 1997წ 10თებერვალი თავის პატარა ოთახში წევს, ჭეტიბს იმ ნაწილს მიშტერებია, საიდანაც წყალი ჩამოდის. ფეხები,როგორც ყოველთვის კედელზე აქვს, შემოწყობილი თითებითმებში,გადახლართული. უნგა ყოველთვის მეოცნებე იყო, ახლაც მის სანუკვარ ოცნებაზე ფიქრობს, თბილისი, ესაა მისი მიწვდომელი, სანუკვარი ოცნება თბილისი ეს იყო,ზღაპრული ქალაქი. ქალაქი, სადაც თავისუფლება სუფევს, სადავ ოცნებები ხდება, სადაც ჰაერიც სხვანაირია.უნდა, ძალიან უნდა, იქ მოხვედრა, ბავშვურად სჯერა, ამ ქალაქის. თვალებს ხუჭავს, წარმოიდვენს, როგორ დადის, თბილისის ქუჩებში ლამაზი, შრიალა კაბით. ფიქრებიდან სტვენას გამოჰყავს, ეს მიშიკოა, მისი პირველი სიყვარული. ინგა სერაფად ხტება,ჩუმად იპარება სახლიდანმიდის, ისეთ ადგილას მიდის, სადაც ვერავინ დაინახავს მას და მიშიკოს და ვერც ვერავინ მიტანს ამბავს მის მშობლებს. სახლში გვიან ბრუნდება. მთელ ქუჩას ინგას ლაღი,სუფთა სიცილიედება. ეს ისეთი რამაა რაც გინდა,რომ უსასრულო იყოს. თავის ოთახში ბედნიერი შედის,ისევ კედელზე ფეხები, ისევ თმებში გადახლართული თითები და ისევ ინგა, თბილისი, მიშიკო და ასე უსასრულოდ გრძელდება, მანამდე სანამ ინგა 17 წლის ხდება. ******** 1999წ 22:00 -მიშიკო, მეშინია. ისმის ინგას ბზარ შერეული ხმა. -ნუ გეშინია ინგა, თბილისი, ინგა თბილისი, ჩვენ და ჩვენი პატარა ოჯახი. -რომ არ დამტოვონ? რომ აღარ მიმიღონ? მიშიკოს ღიმილი ეპარება, ინგას გულუბრყვილო კითხვებზე. იმ ღამეს ინგა და მიშიკო გაიპარნენ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თავიდან იყო: ბევრი სიცილი, ბევრი სიყვარულები, ბევრი ერთად გატარებული ღამე, სიყვარულისგან დამთვრალი, ინგა და მიშიკო. შემდეგ იყო:ბეა, პატარა ბეა, ინგას სიცოცხლე ბეა, ინგას სამყარო ბეა, ონგას ცხოვრების აზრი ბეა,ინგად ბედნიერების მიზეზი ბეა, და ასეთი უსასრულო, უსასრულო აბსტრაქციაში გადასული სიყვარული. მიშიკო? მიშიკომ მიატოვა ინგა. ********** ღამის 3 საათია,შუქი ისევ არ არის, ინგას ხელებში მოქცეული ჰყავს ბეა, ლამფა სუსტად ბჟუტავს, ინგას თვალები ეღლება, ფანჯარაში ყურებით, გარეთ საშინელი ქარია, ვინ იცის? ინგას მერამდენედ ეძინება, ასე მიშიკოს ლოდინში, იღვიძებს, 5საათია ღუმელი ჩამქვრალა, მიშიკო ისევ არ მოსულა, 1საათი იცდის კიდევ და აი იგებს სასურველ ხმას, მიშიკო გარედან აღებს კარს, ინგას არც კი უყურებს ისე შედის საძინებელში. რა ხდება? განა ვერ ხვდება ინგა,რომ მიშიკოს აღარ უნდა მასთან,განა არიცის, რომ მას სხვა ყავს, მერამდენედ ღვრის ცრემლებს? მაგრამ ცრემლები არაფერს შველიან. საძინებელდი უხმოდ შედის,მიშიკოს გვერძე უწვება,ათბობს მის გაყინულ სხეულს, რატომ ხურს ინგა ასე? ახლა ხომ საერთოდ არ ცხელა. ზამთრის სუსხის მიშიკოს მოსვენებას არ აძლევს, ჭერს აშტერდება, ფიქრობს, ღირს თუ არა. შემდეგ დგება, პატარა ზურგ ჩანთას იღებს, ორ მაისურსა და კიდევ რამოდენიმე ნივთს დებს, შემდეგ მძინარე ბეას აკვირდება, ცდილობს კარგად დაიმახსოვროს,კარგად ჩაიბეჭდოს, მის მეხსიერებაში დიდხანს დარჩეს ეს პატარა არსება.შემდეგ ფურცელს იღებს, და წერს: მე წავედი, მშვიდობით. კარს აღებს და მიდის დიდხანს ჩანს, ქუჩის ბოლოსკენ მიმავალი მიშიკო,მხარ-ბეჭიანი, მაღალი მიშიკო, როგორ მიხვრა-მოხვრით მიიწევს წინ, შემდეგ თვალს ეფარება, სადღაც წყვდიადში იკარგება, მიდის, სამუდამოდ მიდის, სამუდამოდ ტოვებს ინგას და ბეას, განა არ უყვარდა? მაგრამ არა! არ უყვარდა. ნელ-ნელა ითრევს ინგას დეპრესია,ისევ ჭაობის ფსკერისკენ მიექანება, ისევ ტრიალებს ყველაფერი. იწყება გაუსაძლისი გაჭირვება, ქრება შეშა,ქრება საკვები, აღარც შუქი აქვს. ვინიცის რამდენი ღამე ქავს გატარებული ტირილში? აიტანს, შიმშილსაც აიტანს, სიცივესაც მოითმენს, უშუქობასაც მოითმენს, მოთმენს, მხოლოდ ბეას გამო მოითმენს. რამდენი, რამდენი ღერი ასტრაა აქვს თეთრად გათენებულ ღამეს, ახლაც მძინარე ბეას წინ ზის, ფიქრებით ისევ მიშიკოსთანაა, ვერ აიტანა მისი წასვლა,შიგნიდან ჭამს, ღრღრნის უსუსურობა, ეს ყველაფერი ჭიანჭველებივით დაცოცავს მთელ ტანზე,უაზროდ სტკივა მიშიკოს წასვლა, ტკივილი ფეხებიდან იწყება და ნელ-ნელა აღწევს მაღლა,შემდეგ თვალებიდან ცრემლად იღვრება და ასე გრძელდება კვლავ და კვლავ. არა რაა, მაიბც როგორ ძალიან უყვარდა მიშიკო, მიშიკო ეს იყო ყველაფერი პირველი, პირველი კოცნა, პირველი ჩახუტება, პირველი გასეირნება, პირველი სიგარეტი, პირველი გაცდენილი გაკვეთილი, ყველა შეგრძნება, გრძნობა, რასაც მისგან განიცდიდა ამაღლებულია.თითქოს და მიშიკოსთან ერთად დაიბადს, თითქოს მასში ნახევარი მიშიკოა. სამი თვეა მის გარეშე სწავლობს ცხოვრებას, იცის განა არ იცის, რომ დაცემული ბეას გამო უნდა ადგეს.გადის ერთი თვე, ორიც, ექვსიც, ერთი წელიც და არაფერი იცვლება, მხოლოდ ორი რამის გარდა, ბეა უკვე 1წლისაა და შემოთავაზება აქვს, დიდ ფულს აძლევენ, მაგრამ ეშინია შედეგის, იცის რონ ეს ბინძური საქმეა იცის, ორად იყოფა, სასწორის ერთმხარეს ხალხია, ნათესავები, მეგობრები,მშობლები, მეორე მხარეს კი ბეა, იცის, რომ ყველა ზურგს აქცევს, მაგრამ უნდა გააკეთოს ბეას გამო, ბეას აღარ მოშივდება, აღარ იტირებს სიცივისგან, ფერად ტანსაცმელსაც უყიდის. რა ქნას?როგორ მოიქცეს? ეშინია ტკივილის, მაგრამ არა! ის დედაა, ყველაზე ძლიერი, ყველაფერზე მყარი, დედა რომლის სამყარო თავისი შვილის გარშემო ბრუნავს, ის არაა ცუდი ადამიანი ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ის მხოლოდ მიტოვებული ცოლი და მარტო ხელა დედაა. თვალებს ხუჭავს და თვალებში ჩამდგარი ცრემლები, მოსდის, მხოლოდ ბეასთვის, ბუტბუტებს თავისთვის. ასე თავიდან დაიწყო ცხოვრება, არაფრისგან შექმნა ყველაფერი, მარტომ გაზარდა ბეა, არასდროს უკითხავს მიშიკოს ბეა, ცხოვრება ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყო და ყოველ წამს მიიწევს წინ,ისე გახდა ბეა ცხრა წლის არაფერი არ მოუკლია, არ უგრძნობინებია არცერთი პრობლემა, ყველაფერმა გაჭირვებამ, სიდუხჭირემ, შიმშილმა, თითოეულიმა პრობლემამ მხოლოდ და მხოლოდ ინგას გულში განვლო, არასდროს არავისგან მიუღია უანგაროდ დახმარება, ყოველთვის აბრუნებდა მიღებულს. ბეა ცხრა წლისაა, ახლაც ძილი წინ როგორც ყოველთვის თმას უწნის,ბეა კიდევ რაღაცეებს ტიტინებს, შემდეგ ინგას თხოვს დაბადებისდღეზე ტორტი და ისეთივე თოჯინა უყიდოს როგორიც მის თანაკლასელ ნინიკოს აქვს. ბეა იძინებს, ინგა კიდევ განიცდის, რატომ? არ შეუძლია, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად არ შეუძლია აუსრულოს სურვილი, არიცის საიდან მოიტანოს, ფული ვის სთხოვოს,ბოლოს ისევ გაორმაგებულ მუშაობას იწყებს, ღამეებს ათენებს, და ბეას მის დაბადების დღეზე საჩუქარს ჩუქნის, ბეას ბედნიერი სახის დანახვისას ავიწყდება, დაღლა,ტკივილი. ბეას ბავშურ სიცილზე ეღიმება, ნაღვლიანი, ცარიელი თვალებით უყურებს, გამტყდარია, დაღლილი, მაგრამ ბეასთვის სამაგალითო, შემდგარი დედაა. ახლა აღარ უჭირთ, ყველაფერი აქვთ რასაც ინგა საჭიროდ თვლის. ახლა ბეა 15 წლისაა, კარგი განათლებასაც აძლევს, კარგადაც აცმევს, უბედნიერესია სანამ საბედისწერო დილა არ თენდება. ********** -ბეაა! რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ ზიხარ მანდ! ბეა არ უსმეს დედამის ხალხის დათვალიერებაშია გართული,მაგრამ წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებს და ვარდება. ტკივილისგან ისტერიული კივილი ეწყება, ხალხი მალევე ეხვევა თავს, ყველა რაღაცას ყვირის, მაგრამ უცებ ყველა ჩუმდება მათ საშინელი, გამყინავი, კივილი ესმით, ეს ინგაა. არ ახსოვს როგორ მოხვდნენ საავადმყოფოში, როგორ ჩაუტარდა პირველი ოპერაცია, არაფერი არ ახსოვს ვინ იცის რამდენი დღე და ღამე გაატარა საავადმყოფოში. 2 კვირის შემდეგ დერეფნის თავში ჩნდება მიშიკო, ზიზღისგან ინგას თავბრუ ეხვევა, უნდა იყვიროს, მაგრამ ხმს ეკარგება, მიშიკო ინგას წინ ჯდება, და ამბობს: - შეიძლება ვნახო? - მოგენატრა? ეკითხება ირონიია სავსე ხმით ინგა შემდეგ მიშიკო დგება და დაკითხავად შედის ბეას პალატაში, იმდენად საშინელი სანახაობა ხვდება იქ უხმოდ ტოვებს პალატას და ისევ ინგას წინ იკავებს ადგილს. -იქნებ ესეც ჩემი ბრალია? მეარ ვაქცევდი ყურადღებას? აგდებული ხმით კითხულობს მიშიკო. ინგას თვალებში უბნელდება, სიბრაზე ფეხებიდან ეპარებბა და თავის ქალას ხდის,ხელების უმისამართოდ ქნევას იწყებს, და ღრიალებს: -არ გამედო! არ გაბედო და აღარასდროს მიწოდო ცუდი დედა. ცუდი დედა? სასაცილოა ამას მეუბნება კაცი, რომელსაც თხუთმეტი წლის მანძილზე ერთხელ არ გახსენებია საკუთარი შვილი, მარტომ გავზარდე იცი? რამდენი ღამე გამითენებია შენს ლოდინში, გაინტერესებს? რამდენი ვიბრძოლო აქამდე, რომ მოვსულიყავი? მითხარი რატომ? რატომ არასდროს გაგჩენია კითხვა: სად არის ბეა? მითხარი! სად იყავი? როდესაც ბეა შიმშილისა და სიცივისგან ტიროდა, როდესაც პირველად დამიძახა დედა, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა, სად იყავი როდესაც ვერსად ვერ ვტოვებდი და თან დამყავდა, მითხარი მიპასუხე! სად ჯანდაბაში იყავი როდესაც პირველად გიკითხა? სად იყავი როდესსაც პირველად დამიძახა დედა, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდა, სად იყავი როდესაც ვერსად ვერ ვტოვებდი და თან დამყავდა, მითხარი მიპასუხე! სად ჯანდაბაში იყავი როდესაც პირველად გიკითხა? სად იყავი როდესაც სჭირდებოდი! იმის მაგივრად, რომ გაჭირვებისთვის ერთად გვებრძოლა, მარტოხელა, გაუბედურებული, მიხლებზე ვიდექი და ღმერთს ვთხოვდი,რომ მეორე დღეს საჭმელი გვქონოდა. სად გაიქეცი? ვის გაექეცი? საკუთარ შვილს? 15 წლის ისე გახდა რომ არასდროს დასჭირვებია მამა, ახლა 15 წლის მერე მეცხადები და მეუბნები, რომ ცუდი დედა ვარ? არაკაცი ხარ!!! წაეთრიე და მეორედ აღარასდროს აღარ გაბედო და არ მიწოდო ცუდი დედა! საშინელ ხმაზე ყვიროდა ინგა ხელებს გასასვლელისკენ იქნევდა. მიშიკოც ადგა და წავიდა, ესე უბრალოდ დანებდა, არ გაიბრძოლა. ინგამ მაონც იმდენი ქნა,რომ ბეას რეაბილიტაციის თანხა თავისით მოაგროვა საკუთარი შვილი გადარჩინა. იცოდეთ ყველაფერს ყოველთვის ორი მხარე აქვს,ისევე როგორც ინგას, ინგა როგორც დედა და ინგა როგორც ქალი. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.