შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიამაყე თუ?! (თავი II)


8-08-2016, 00:04
ავტორი tamo1804
ნანახია 2 565

ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა :) იმედია ესეც მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამოხატავთ <3 პირველად ვწერ ისტორიას ჩემი ფანტაზიით და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შენიშვნები და რჩევები :) გელოდებით...

************
იმ ზაფხულს ალბათ ყველაზე ბედნიერი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. მე, კესომ და ხატიამ ბაკალავრიატში სწავლა წარჩინებით დავასრულეთ. მშობლებისგან ისეთი საჩუქარი მივიღეთ საუკეთესო სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდით: ჩვენი საკუთარი ბინა, სადაც სამივე ერთად ვიცხოვრებდით! სწორედ ამ ბინაში გავიღვიძეთ იმ დილით, ბილეთები რომ მივიღეთ საჩუქრად. გაოგნებულები შევყურებდით ხან ბილეთებს და ხან ერთმანეთს, ვის უნდა გამოეგზავნა, სახლში გუშინ დილით გადმოვედით, არავინ არ იცოდა მის შესახებ, არავისთვის გვითქვამს, ბინა არც ერთის სახელზე არ იყო ჯერ გაფორმებული, საგონებელში ჩავცვივდით, თუმცა კონცერტზე წასვლის შესაძლებლობის სიხარულმა ყველანაირი გაოცება გადაფარა და ყვირილით ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
–ეკაა, გეხვეწები მაღაზიაში ჩადი რაა, ლუდი აღარ გვაქვს–ყელი გამოიწელა კესომ და მუდარით სავსე მზერა მტყორცნა.
–ხატია ჩავიდეს–ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით.
–მე სახლს ვალაგებ–მოიფიქრა უცებ გამოსავალი ხატიამ და ნიჟარაში ჩარჩენილ ერთადერთ ჩანგალს დასწვდა გასარეცხად.
–უიმეე, ახალგაზრდა გოგოები ხართ და კვდებით რა–ამოვიფრუტუნე თითქოს, მე მათზე უარესი ზარმაცი არ ვყოფილიყავი.
ახალგადასულ კორპუსში ლიფტში მარტო შესვლას მოვერიდე და ექვსი სართული სულ სირბილით ჩავიარე. ყურებში ყურსასმენები მქონდა და ნეტარებით ვუსმენდი scorpions-maybe I maybe you-ს, თან მომავალ სიამოვნებაზე ვფიქრობდი, რომელიც კონცერტზე მელოდა. ვერ ვიჯერებდი, რომ მათ მოსმენას შევძლებდი ლაივში... ბილეთების გამომგზავნზე ფიქრები ამეკვიატა ისევ, დილით ყველა შესაძლო კანდიდატი განვიხილე გოგოებთან ერთად, ყველა თაყვანისმცემელი, ახლობელი, მეგობარი, თუმცა არავინ აღმოჩნდა მათ შორის ისეთი, ვისაც ამ საჩუქრის გაკეთება შეეძლო..თანაც ახალ სახლში გამოეგზავნა... ამ ფიქრებით მივდიოდი მაღაზიისკენ და თან უცნაური შეგრძნება მტანჯავდა, მეჩვენებოდა, თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, ჯერ კიდევ სადარბაზოდან გამოსვლისთანავე გამიჩნდა ეს აზრი და ვერაფრით უკუვაგდე.. უშედეგოდ ვათვალიერებდი გარემოს, არავინ ჩანდა, შეუმჩნევლად გავთიშე მუსიკაც ტელეფონში და ყური დავუგდე, არაფრის ხმა არ ისმოდა, არც არავინ იყო გარშემო...
–სულ გაგაგიჟა ამ დეტექტივებმა–ვუსაყვედურე საკუთარ თავს და მაღაზიის კარი შევაღე.
პარკებით დატვირთული თითქმის სირბილით წავედი სადარბაზოსკენ, თითქოს იმ შეგრძნებას გავურბოდი.. ლიფტთან სანდომიანი გარეგნობის, საშუალო ასაკის, სავარაუდოდ, მეზობელი ქალი დამხვდა. თბილად გამიღიმა.
–რომელ სართულზე მიდიხარ, შვილო?
–მეექვსეზე.
–უი, ჩვენი ახალი მეზობელი შენ ხარ?
–დიახ, მეგობრებთან ერთად დღეს გადმოვედი.–მივუგე
–კარგია, კარგი, თორემ მისი პატრონი...–აღარ გააგრძელა, სახე შეეცვალა, თითქოს მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდაო.
–რა მისი პატრონი?–ჩავეძიე.
–არა, არაფერი, შვილო. გამეხარდა შენი გაცნობა, ხვალ შემომიარე შენს მეგობრებთან ერთად, სიამოვნებით გავიცნობ მათაც.–დაბნეულმა მომაყარა და სახლში შევარდა.
–აუცილებლად.–ამოვილუღლუღე და კარზე დავაკაკუნე.
–სად ხარ ამდენ ხანს? Old Irish იყიდე ხო? მზესუმზირა ხო არ დაგავიწყდა? რა გაშტერებული დგახარ? რას უყურებ?– როგორ შეუძლია ამ გოგოს ამდენი ლაპარაკი ამოსუნთქვის გარეშე მაინც არ მესმის რა.
–კესო, დამშვიდდი, არაფერი დამვიწყებია, Old Irish–იც გიყიდე და მზესუზირაც. უბრალოდ ჩვენი მეზობელი გავიცანი. ცოტა უცნაური ქალი იყო რა..
–რატო უცნაური?–მკითხა ხატიამ და თან ლუდის დასხმა დაიწყო ჭიქებში.
–თვითონ არ იყო უცნაური, ამ სახლის პატრონზე ჩაილაპარაკა რაღაც, ვერ გავიგე, კიდევ კარგიო..
–საინტერესოა–თვალები მოჭუტა ხატიამ და მივხვდი, რაღაც იდეა ჰქონდა.–მოდი რეესტრის საიტზე ვნახოთ, ვინ იყო მანამდე მესაკუთრე.
–გენიოსი ხარ–ვუთხარი და ლეპტოპს ვეცი.
გადავატრიალეთ მთელი საიტი...რა აღმოვაჩინეთ?–არაფერი! აბსოლუტურად არანაირი ცნობა ბინის ან მისი მესაკუთრის შესახებ.
–ეს როგორ? ეგეთი რამე შესაძლებელია?–ამოილუღლუღა კესომ და ბოლო ჩიპსი ჩაიტენა პირში.
–შეუძლებელია!–ერთდროულად შევყვირეთ მე და ხატიამ. –რამე ინფორმაცია ხო უნდა არსებობდეს არა? თითქოს არც ბინა არსებობს და არც მისი მესაკუთრე...
–უკვე ღამის 2 საათია, ხვალ ვახოს დავურეკავ და ყველაფერს გავარკვევ.–უფრო საკუთარი თავი დავაიმედე, ვიდრე გოგოები.
–ვახო ვინაა?–მკითხა ხატიამ.
–ჩვენი პარალელური კლასელი რომ იყო, არ გახსოვს? ადრე ჩააბარა მაგან და ახლა საჯარო რეესტრში მუშაობს, აუცილებლად დაგვეხმარება.–ვუთხარი მე.
–კარგი, ეგრე ვქნათ, ძილინებისა გოგოებო–უფრო მე მითხრა, ვიდრე კესოს, რომელიც კარგა ხანია გათიშულიყო საწოლზე და ალბათ თავის პრინცს ხედავდა სიზმრად, ისეთი გაცისრკოვნებული სახე ჰქონდა.
–ძილინებისა ხატ.–ლეპტოპი საწოლიდან მაგიდაზე გადავდე, თავი ისე გავაქნიე, თითქოს ამით ფიქრებს მოვიშორებდი და საწოლში ჩავწექი. –არა, გოგოებს ვერაფერს ვეტყვი იმ თვალთვალის შეგრძნების შესახებ, ტყუილად დავაპანიკებ–გავიფიქრე და დაძინებას შევეცადე.
ღამის 3 საათი..4...5....6 აღარ გათენდა რა.. ვერაფრით დავიძინე
–მომაკვლევინებს ეს კოღო თავს–კბილებში გამოვცერი და წამოვხტი..
რა თქმა უნდა, ვეღარ ვიპოვე, გაბრაზებული მივვარდი აივნის კარებს და ახლაღა აღმოვაჩინე, რომ ჭკვიან კესოს კოღოების საწინააღმდეგოდ გაკრული ბადე ჩამოუხსნია და ამიტომაც გაივსო სახლი ათასნაირი მწერით. აივანზე გავედი, სუფთა ჰაერი მესიამოვნა, ოღონდ მხოლოდ წამიერად ვიპოვე სიმშვიდე, მერე კი ისევ ის შეგრძნება დამეუფლა. აგვისტო იყო, საშინლად ცხელოდა, ჰაერი არ იძვროდა, მე კი თითქოს შემცივდა, ისე გამაკანკალა. ეზოში ჩავიხედე და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, კედელს მივეყრდენი, რომ ძირს არ გადავვარდნილიყავი. სადარბაზოს წინ ახალთახალი რეინჯ როვერ სპორტი იდგა, შავი ფერის, დაბურული მინებით, თითქოს პირდაპირ ჩემი ოცნებიდან მოფრინდაო... უცნაურია, მაგრამ ის შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა, როცა მანქანას დავაკვირდი, თითქოს იქიდან ვიღაც მიყურებდა... კიდევ უფრო მეტად დავაშტერდი და უცებ შიშისგან შევკვივლე, მანქანა სწრაფი მოძრაობით მოწყდა ადგილს და ეზოდან არანორმალური სისწრაფით გავარდა. აკანკალებული გული ძლივს დავიმშვიდე და სახლში შევვარდი....არც ამის შესახებ მომიყოლია გოგოებისთვის რაიმე...გადავწყვიტე, ჯერ თავად მეცადა გამერკვია, რა ხდებოდა....

ვახოსთან საუბარმა საშინლად ჩაიარა. უიმედოდ ამოვიოხრე და დამწუხრებულმა გავხედე გოგოებს. მიხვდნენ, რომ არაფრისმომცემი აღმოჩნდა ეს მცდელობაც და ერთმანეთს შიშით გადახედეს.
–რაო აბა?– ამოიკნავლა კესომ.
–საიტი რეკონსტრუქციის ქვეშაა, შესაძლოა ხარვეზი იყოს, რომ არ გიჩვენებთო, თვითონ მას არ აქვს წვდომა ამ მონაცემებთან, მესაკუთრემ უნდა გააკეთოს განაცხადიო... უხსენი ახლა ჩვენს მშობლებს, რომ მეზობლის ფრუტუნის გამო გვინდა ამ განაცხადის გაკეთება და უფრო უარესი მაგის გამო ჩამოიყვანე რაიონიდან... შანსი არ გვაქვს რა...
–იქნებ უბრალოდ ვკითხოთ ვისგან იყიდეს?–იმედი გაუჩნდა ხატიას.
–მაკლერის დახმარებითო ხო თქვეს? მესაკუთრეს არც შეხვედრილან–მაშინვე გადაუწურა კესომ.
–მე მაქვს ერთი იდეა–წამოვხტი უცებ.–ისევ ამ მეზობლისგან ვცადოთ რაიმეს გარკვევა, თან თქვენზე მითხრა, შემოიყვანე გამაცანითო. გავაკეთოთ რამე და შევუტანოთ–ეშმაკურად გავუღიმე გოგონებს.
–მართალი ხაარ!–წამოფრინდა ხატია და სამზარეულოსკენ გაქანდა.
–ეკ, წუხელ რატო გახვედი აივანზე?–მოულოდნელად მკითხა კესომ.
–რავიცი, რაღაც ვერ დავიძინე–უხერხულად შევიშმუშნე.
–რამეს ხომ არ გვიმალავ?–მკითხა უეცრად იქ გაჩენილმა ხატიამ.
გადავწყვიტე მათთვის ყველაფერი მომეყოლა.
–მდაა, მარტო მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია?–წამოაყენა იდეა ხატიამ.–ნაჩუქარი ბილეთები, უცნაური შეგრძნებები და სახლის გამქრალი მესაკუთრე, ის რეინჯ როვერი და რავიცი რაა...
–რატომღაც მეც ასე ვფიქრობ, წამო, დროზე გავარკვიოთ იმ ქალისგან რამე–დავეთანხმე მეც.

************

ნახევარსაათიანი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, გონს მომიყვანეს.
–მაპატიე რაა, არ უნდა მეხსენებინა საერთოდ–მუდარით ამომხედა ხატიამ.
–არა, შენ რა შუაში ხარ? თან როდემდე დამიმალავდით. ე.ი ჩამოვიდა ხო? დიდხანს აპირებს დარჩენას?–ვკითხე.
–რას გაიგებ, მაგისას რას გაიგებ....
–შეხვედრა რომელზეა ხვალ?–თემის შეცვლა სცადა ხატიამ.
–2 საათზე, რედისონში.–უცებ გამოვერკვიე მეც.–ცოტას ვნერვიულობ ხო იცი...
–კარგი რა, რა განერვიულებს შენი გამოცდილების და ცოდნის პატრონს–მომეხუტა კესო.
–ეგეც მართალია–შევიფერე და გავიკრიჭე.–გადავივლებ, ცოტას დავისვენებ და ჩვენებთან ჩავიდეთ რა, ყველა მომენატრა.
–ხვალამდე ჩამოსვლას მოვასწრებთ?–დაეჭვებით მკითხა ხატიამ.–მოდი, დღეს სადმე გავიაროთ, ძველი დრო გავიხსენოთ, ხვალ შეხვედრის მერე წავიდეთ ყველა ერთად კარგი?
–კარგი, ეგრე ვქნათ.–დავეთანხმე.–მანამდე მომიყევით ახალი ამბები
–არც კი მჯერა, რომ აქ ხარ–ჩამეხუტა ორივე.

იმ საღამოს სამივე ჩვენს საყვარელ ბარში წავედით, ცოცხალი, გემოვნებიანი მუსიკა, ძველი მეგობრები, სასმელი...მოგონებების ასაშლელად ყველაფერი მქონდა.... რამდენიმე ჭიქის მერე უკვე იქ აღარ ვიყავი, თუმცა რეალობაში მალევე დამაბრუნა ხატიას მუჯლუგუნმა, კესოს გაშტერებულ მზერას თვალი გავაყოლე და ერთ ადგილას გავხევდი.... ის იყო, ბარში ნამდვილად ის შემოვიდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა, მე კი მხოლოდ მას ვხედავდი, მისი სუნამოს სუნს ვგრძნობდი და ღმერთს გონებაში ვეხვეწებოდი, გული არ წამსვლოდა... ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემ თავს, მანამ სანამ ჩემ მაგიდასთან, ჩემ წინ მჯდარი დემეტრე დადიანი არ აღმოვაჩინე, რომელსაც ჩემი ჭიქა აეღო ხელში და თვალს არ მაშორებდა. ოდნავ გაჭაღარავებულიყო, თუმცა ეს საოცრად უხდებოდა. ნავარჯიშები სხეული კარგად ჰქონდა გამოკვეთილი მაისურში. სპორტულ სტილზე ეცვა, შავი მაისური, ჯინსის გახეხილი შარვალი და ლურჯი კედები.
–მარტინი როსო.. ჰმმ... some things never change ხომ? თუ როგორ ამბობდი ხოლმე?–მკითხა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ შეცვლილიყო, საერთოდ არ ჰგავდა იმ დემეტრეს, 4 წლის წინ რომ გავიცანი და თავდავიწყებით შემიყვარდა.



№1  offline წევრი (((end)))

აუუუუ არ მეყოოოო recourse საშინლად მინდა გავაგრძელო კითხვა no თავები გაზაარდეე love ძალიან მომწონს უკვე ეს მოთხრობაა love

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრძელე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Demetre aqedanve momwons... imedia bolos ertad darchebian

 


№4  offline აქტიური მკითხველი tamo1804

nia12nia
აუუუუ არ მეყოოოო recourse საშინლად მინდა გავაგრძელო კითხვა no თავები გაზაარდეე love ძალიან მომწონს უკვე ეს მოთხრობაა love

Vecdebi, shemdegi ufro didi iyos :-) madloba, rom kitxulob :-*

isterichka123
კაია კაი გაგრძელე

12is mere iqneba shemdegi tavi :-)

ანი ანი
Demetre aqedanve momwons... imedia bolos ertad darchebian

Ar dagaspoilereb, magram erts getyvi: cudi dasasrulebi mec ar miyvars ;-)

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

გააგრძელე აუცილებლად.

 


№6  offline აქტიური მკითხველი tamo1804

Ana Imnadze
გააგრძელე აუცილებლად.


:) აუცილებლად <3 იმედია მოგწონთ...

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს დროში მოგზაურობ, ამაში ერთმანეთს ვგავართ...
საინტერესო...
ეს იდუმალი ბიჭი..
მანქანა
ბილეთები...
ბინის მესაკუთრე...
საკმაოდ დიდი წრეა...
წარმატებები და აბა შენ იციი...

 


№8  offline აქტიური მკითხველი tamo1804

terooo
მომწონს დროში მოგზაურობ, ამაში ერთმანეთს ვგავართ...
საინტერესო...
ეს იდუმალი ბიჭი..
მანქანა
ბილეთები...
ბინის მესაკუთრე...
საკმაოდ დიდი წრეა...
წარმატებები და აბა შენ იციი...

Chaketili wrea eg :-) yvela gza romshi midis ;-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent