შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაადრევი გაზაფხული (თავი 2)


8-08-2016, 01:07
ავტორი vandegor
ნანახია 1 549

-სულ არ შეცვლილხარ, ისეთივე ლამაზი და საყვარელი ხარ, როგორიც მაშინ, აქ რომ ცხოვრობდი. -ნაღვლიანად გამიღიმა - თედო გარდაიცვალა, იმას ნატრობდა სიკვდილის წინ კიდევ ენახე, მაგრამ... ვერ დაგიკავშირდი, ვერ გიპოვე...
მივხვდი, რაოდენ ცუდად მოვექეცი ამ საწყალ ქალს და მის ქმარს, რომლებმაც პატარა მიპოვეს და გამზარდეს, შემიფარეს და მომცეს ყველაფერი, რაც კი ბავშვს სჭირდება, არ მაკლებდნენ მზრუნველობას, მე კი... წავედი... დავიკარგე... ვიგრძენი, თუ როგორ დაიწყო ჩემი სულის ღრღნა სინდისის ქენჯნამ, გული მეტკინა.. მაგრამ ახლა უკვე გვიანია, თედო აღარ არის...
-როდის? - ჩუმად ვიკითხე
-სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 29 დეკემბერს...- მის ცისფერ თვალებში იმდენი სევდა და ტკივილი იყო, ვიგრძენი როგორ უჭირდა მას.
-ვწუხვარ - ჩავეხუტე, მანაც მომხვია მკლავები, როგორც ძველად. სითბო ვიგრძენი, სულიერი სითბო; გულში ჩამეღვარა და გამათბო.
-ვიცი სანდრო, ვიცი - ასე ვიჯექით კარგა ხანს. ორივე ჩუმად. მე ძველ დროზე ვფიქრობდი, ლეილაც ფიქრობდა, ოღონდ არ ვიცი რაზე. გონებაში წამიერად გამიელვა იმ ათასფერმა მოგონებებმა, რაც ამ ქალთან, სახლთან და თითოეულ ნივთთან მაკავშირებდა. ვიგრძენი, მაგრამ მიჭირდა ჩემ თავთან აღიარება, რომ მომენატრა ყველაფერი, რაც ადრე იყო და რაც ადრე მქონდა. ოჯახი მომენატრა, რომელიც ახლა არ გამაჩნდა.
-მოდი, ჩემი გაკეთებული ღვეზელი უნდა გაჭამო - გამოცოცხლდა ლეილა და მზრუნველობით აღსავსე თვალებით შემომხედა. - არ მოგენატრა ჩემი გამომცხვარი ალუბლის ღვეზელი? - მხიარულად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მოდიო, იქიდან დამიძახა.
ერთი წამით გავჩერდი, და დავაკვირდი ყველაფერს, ამ ოთახს, ავეჯს, ლეილას, ამ ადამიანში იმდენი სითბო და სიყვარული იყო, რომ მთელს სახლში ასხივებდა და თითქოს ყველაფერში ცოცხლობდა მისი სული.
ხის სკამზე დავჯექი, წინ ცხელი ჩაი დამიდო ფინჯნით და უგემრიელესი ალუბლის ღვეზელი, რომლის გემო დღემდე მახსოვს, ბოლოს 11 წლის წინ რომ გავსინჯე. გემრიელი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ, ამ ყველაფერს კი ლეილას სათნო და სიყვარულით სავსე ღიმილი ალამაზებდა.
ვილაპარაკეთ,მოვუყევი როგორ დავკარგე სიმწრით ნაშოვნი სამსახური, გავიხსენეთ ძველი დრო. ვიგრძენი, როგორ მომნატრებია ეს ქალი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ბიოლოგიური დედა არ იყო, ყველაფერს აკეთებდა რათა ეს არ მეგრძნო. საღამომდე მასთან დავრჩი. დღეს პირველად ვიყავი ბედნიერი. ბედნიერება უბრალო რამეებშია, მას არ ვპოულობთ, ჩვენთვითონ ვქმნით...
* * *
ერთი კვირა ყოველდღე დავდიოდი ლეილასთან. ხან ვსეირნობდით, ხანაც იმ ბაღში დავდიოდით, სადაც ადრე, პატარაობისას. ვისხედით საათობით და ვლაპარაკობდით. ვატყობდი როგორი ბედნიერი იყო, უხაროდა რომ ისევ ჰქონდა შესაძლებლობა ეზრუნა ჩემზე. მეც მიხაროდა მის სახეზე ღიმილის დანახვა, თუმცა პერიოდულად ისევ ვხედავდი ლეილას თვალებში სევდას; არ მინდოდა საუკეთესო წუთების გაფუჭება და ამიტომაც არაფერს ვეკითხებოდი, მაგრამ სამარადისო არაფერია და არც ეს ბედნიერი წუთები აღმოჩნდა ასეთი.
17 იანვარს ისევ მივედი ლეილასთან. შესასვლელი კარიდან მისაღები ოთახი ჩანდა, სადაც ის იჯდა, აკანკალებულ ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა და კითხულობდა. ჩემი ფეხის ხმა რომ გაიგო, უცებ მოტრიალდა და ფურცელი დამალა. ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და გამიღიმა.
-უკვე მოხვედი?
-ჰო, რა ფურცელია?- ჩამოვჯექი სავარძელზე
-არაფერი, ელექტროენერგიის გაგასახადია- დაკეცა და საფულეში შეინახა.
-არ გავს ქვითარს, არ მომატყუო- მზრუნველი მზერით გავხედე, მან კი თვალები დახარა; იატაკზე დაფენილ ხალიჩას ლეილას მხურვალე ცრემლი დაეცა.
-მაჩვენე - ვუთხარი და მოვეხვიე. ფურცელი ამოიღო და გამომიწოდა.
ექიმის დიაგნოზი იყო. გარკვევით ეწერა, რომ გული უკვე ცუდ მდგომარეობაში იყო, ფუნქციონირება უჭირდა და გადანერგვა აუცილებელი გახდებოდა მალე.
-დრო რამდენი დაგრჩა? - რამდენიმე წუთის მერე ვკითხე. გამიჭირდა იმის გაანალიზება, რომ ადამიანი რომელმაც გამზარდა სიკვდილს ებრძოდა, დახმარება სჭირდებოდა და მე ვერ ვშველოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent