შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 წლის ქეთი-8 აგვისტოს ომის მსხვერპლი (სრულად)


8-08-2016, 16:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 839

2008 წლის 8 აგვისტო იყო..
როცა ტელევიზორში გამოაცხადეს,ომი დაიწყოო,თავიდან ვერ მივხვდი,რა ხდებოდა,სანამ შეიარაღებული ძალები არ დავინახე...
შემეშინდა...დედაჩემს ვეკითხებოდი,თბილისში ხომ არ შემოვლენო..
მიხაროდა,რომ პატარა ვიყავი და ომში არ წამიყვანდნენ..ისიც მიხაროდა,რომ სამაჩაბლოში არ ვცხოვრობდი..
თუმცა,იმაზე ვდარდობდი,რომ ჩემი მეგობარი სამაჩაბლოში ცხოვრობდა..ის ძალიან მიყვარდა,ერთანეთი სკოლის მეშვეობით გავიცანით.პურველად შემთხვევით მიუვიდა მას ჩემი წერილი..და ამის შემდეგ მუდამ ვწერდით ერთმანეთს ვუგზავნიდით ნახატებს..ერთამნეთი რეალობაში არ გვენახა,თუმცა იგი ჩემთვის მეგობარი იყო,ნადმვილი მეგობარი...
მახსოვს,რა ეწერა ბოლო წერილში,მეკითხებოდა,რუსები ჩვენი მტრები რატომ არიანო..იცით,მაშინ ამაზე არ გამიმახვილებია ამაზე ყურადღება? თუმცა,როცა გაზეთში მისი სახე აღმოვაჩინე,გული ჩამწყდა...
მახსოვს,ეწერა,გარდაიცვალა 10 წლის გოგონაო...წარმოგიდგენიათ,მაშინ რა განვიცადე? ის ხომ ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო,ისეთი თბილი...სულ რომ არაფერი,ის ხომ ბავშვი იყო?!
იცით,მას ფიფქრია უყვარდა და ყოველთვის ცდილობდა ჩაეცვა,როგორც მას,მოქცეულიყო,როგორც ის...მას უყვარდა,როცა ფიფქიასავით მზრუნველი იყო და მასზე პატარა და-ძმას უვლიდა..იცით,მას მეც ვუყვარდი? და ის ასე მალე წავიდა,უბრალოდ გაქრა და მოგონებად გადაიქცა..განა ესაა სამართალი?!
მაშინ თავს მკვდარივით ვგრძნობდი.ვგრძნობდი,რომ ვიღაც რუსმა ოფიცერმა გულში ხელი ჩამიყო და ამომაცალა..
სიცარილეს ვგრძნობდი,მხოლოდ სიცარიელეს...არაფერს ვჭამდი და ხმას არ ვიღებდი,ჩუმად ვტიროდი ხოლმე..არაფერი მაინტერესებდა,სულ ქეთიზე ვფიქრობდი,გოგოზე,რომელიც აგვისტოს ომს ემსხვეროლა,გოგოს,რომლის სახლიც გადაწვეს..
ვინ იცის,რა ბედი ეწიათ ქეთის მშობლებსა და და-ძმას...ამის გაგება მართლა ძალიან მინდოდა,თუმცა ვერ შევძელი...
ვწუხვარ,რომ მე ცოცხალი ვარ..ის კი მკვდარია,ვწუხვარ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო,რომ ის მიწაშია,მე კი-ვაგრძელებ ცხოვრებას...
გული მწყდება,რომ ის მიწაში წევს,როცა უნივერსიტეტში შესასვლელად უნდა ემზადებოდეს..
უცნაურია..ზოგის ცხოვრება რა მალე სრულდება...
ზოგს ბედმა რა ცოტა ხანი არგუნა..ვწუხვარ,რომ ქეთი ვერ ეღირსა ოცნებების ასრულებას...ვერ გახდა ექიმი,როგორც თვითონ უნდოდა,ვერ გაზარდა შვილები,რომლებსაც ქერა თმა ექნებოდათ...ვწუხვარ,რომ ის ვერასდროს შეძლებს ყოველივე ამას...


იცით,მგონია,რომ ყველაფერი ასე მალე არ სრულდებ-მგონია,არსებობს რაღაც უფრო მეტი...
მჯერა,რომ ქეთი ახლა არის იმ რაღაც უფრო მეტის ნაწილი და ახლა ბედნიერი... და მინდა იცოდეს მან,რომ მის შვილობილს-მის თოჯინას-დღესაც კი ვუვლი...



№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე გმერტმა ნატელსჰი ამყოფოს

 


№2  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან ვწუხვარ,ნამდვილად დიდი ტრაგედისს,ახლა ის 18 იქნებოდა,ძალიან სამწუხაროა მეც ძალიან მტკივა,თითოეული ადამიანის სიცოცხლე,მისი სახიტ ალობათ ძალიან კარგი მეგობარი დავკარგე,კეტილი და კარგი გოგონა,უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული <3 ძალიან სამწუხაროა

 


№3 სტუმარი Anastasia

Sityvebic ar yofnis... ar vvici ra davwero es augwereli tkivili da gancdaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent