365 მიზეზი
ბარის ხმამაღალი მუსიკა და ნასვამი ხალხის ეიფორია თავს ატკიებდა ანდრეს, თუმცა მეგობრის პატივსაცემად მაინც მშვიდად იჯდა და მოთმინებით უსმენდა ლუკას, რომელიც ხმაურის გამო ხელებით ცდილობდა მისთვის ისტორიის მოყოლას. მიუხედავად იმისა, რომ ლუკამ მთელი თავისი ენერგია და სამსახიობო ნიჭი ამ ისტორიის მოყოლას შეალია, ანდრეს დაინტერესება მაინც ვერ მოახერხა. კაცი ჯიქურად მიშტერებოდა ბარის მაგიდასთან მჯდომ ქალს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ზომაზე მეტი რომ დაელია. -ის თამარ მაჩაბელი არაა? შეაწყვეტინა ლუკას თხრობა და წინ გაახედა. -ჰო, მგონი, არ ვიცი. მხრები აიჩეჩა კაცმა და ის იყო ისტორია უნდა გაეგრძელებინა თავის ახალ სრულიად შეშლილ გოგოზე, რომ ანდრე სწრაფად ადგა და ქალისკენ გაეშურა. თამარ მაჩაბელი, რომელიც როგორც წესი თავშეყრის ადგილებში მთელი საღამო ერთი ჭიქა ღვინით დანარნარებდა და სასმელის ნაცვლად მსუბუქი ფლირტით ირთობდა თავს, ამჯერად მეტისმეტად შეუკავებლად სვამდა აშკარად ღვინოზე ბევრად უფრო მაგარს,სავარაუდოდ ვისკის და ბარმენს საზოგადოებრივი ტრანსპორრტის პლუსებზე ესაუბრებოდა. ანდრე მის გვერდით ჩამოჯდა და ბარმენს ანიშნა ქალს გაცლილიყო. -თამარ გამარჯობა, მე ანდრე ვარ შენი ქვედა სართულის მეზობელი. სახლში წასვლას ვაპირებ და ვიფიქრე ხომ არ გამომყვებოდი? ამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა საშიშია. ქალი შუბლშეკრული ეჭვით მისჩერებოდა კაცს და ანდრემ ვერაფრით გამოარკვია ეს ეჭვი უნდობლობის ბრალი იყო თუ უბრალოდ ქალს მისი ნათქვამიდან შინაარსის გამოტანა უჭირდა. -უბრალოდ დამეყრდენი და წამოდი კარგი? მკლავზე ხელი მყარად ჩასჭიდა და ქალი სკამიდან ააყენა. სუფთა ჰაერზე გამოსვლისას თამარი თითქოს დაწყნარდა, მანქანის ცივ მინას შუბლი მიაყრდნო და ანდრეს საუბარი გაუბა. -როგორ გგონიათ, რატომ ღალატობენ კაცები? აი მაგალითად თქვენ, თქვენ თუ გიღალატიათ საყვარელი ქალისთვის? თავადაც ხედავთ რა მთვრალი ვარ დილით არაფერი მემახსოვრება ამიტომ თამამად შეგიძლიათ არ მომატყუოთ. -თქვენნაირ ქალებს არ ღალატობენ. დაბეჯითებით თქვა ანდრემ და თვალი ქალისკენ გააპარა რომელსაც ცრემლი აბრჭყვიალებოდა სიცივისგან აწითლებულ ლოყებზე. -ვაი რომ ღალატობენ ჩემო მეგობარო, თანაც ძალიან მწარედაც. ვაი რომ ღალატობენ. გესლიანად ჩაიცინა ქალმა და ეს რაღაც უფრო საბრძოლოდ მომზადებული ნადრის კბილების გამოჩენას ჰგავდა ვიდრე ღიმილს. დილით გამოღვიძებულს თავი ისე საშნლად ტკიოდა, ვერაფრით აიძულა ორგანიზმს თვალების გახელა. წყალიო დაიზმუილა მაგრამ მალევე გაახსენდა რომ მარტო ცხოვრობდა და ძლივს ძლივობით დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. როგორ უკვე გითხარით, ქალი მარტო ცხოვრობდა და ზუსტად ამიტომ დაჭყიტა თვალები როცა მის საწოლზე ჩამომჯდარი უცხო კაცი დაინახა მინერალური წყლის ბოთლით ხელში. კიდევ ერთხელ დაიზმუილა და სწრაფადვე გაიაზრა რომ რეალურად ეს არც მისი სახლი იყო და მითუმეტეს მისი კაცი. -გამარჯობა, თავს როგორ გრძნობთ? სიჩუმე ღიმილით დაარღვია კაცმა და ბოთლი გაუწოდა. -სად ვარ? რომელი საათია? სამსახურში დამაგვიანდა. საცოდავად ამოიკნავლა ქალმა და საწოლში წამოჯდა -თქვენივე კორპუსში ხართ მხოლოდ ერთი სართულით ქვემოთ, ცხრის ნახევარია და დღეს შაბათია, ასე რომ.. ისევ გაიღიმა ანდრემ და უნებლიეთ შეავლო თვალი ქალის სავსე მკერდს გადახდილი საბნიდან რომ მოუჩანდა. -იმედია გუშინ ჩვენ არ...სირცხვილისგან სიტყვებს ვერ ალაგებდა ქალი და საბანს ორივე ხელით ბღუჯავდა. -ძველმოდურობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ როგორც წესი ნასვამ ქალებთან არ ვწვები ხოლმე. -პირდაპირ თქვით, ნასვამი კი არა მეტისმეტად მთვრალი ვიყავი. ჩემი მიზანიც სწორედ ეგ იყო. ესღა თქვა და მოსმენილით გათამამებული კაბას გადაწვდა, სწრაფად გადაიცვა საწოლშივე და ძლივ ძლივობით ადგა. -მაშ რა მოხდა გუშინ? -სახლში წამოგიყვანეთ მაგრამ კოდი ვერ გაიხსენეთ და ამიტომ ჩემთან მოგიყვანეთ. მხრები აიჩეჩა კაცმა. ჰო მართლა მე ანდრე ვარ, ანდრე არაბული. -ძალიან მეცნობა თქვენი გვარი. სახე დამანჭა ქალმა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -ტელევიზორიდან ალბათ. მორცხვად გაიღიმა ანდრემ -აჰ,გამახსენდით. თქვენ იმ კანონპროექტის ავტორი ხართ, რომ დამაქცია. ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ქალს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის იმედია მეტად აღარ შეგაწუხებთ -ერთად ხომ არ გვესაუზმა? სწრაფად მოვიდა გონს ანდრე და ლამის კარში გასულ ქალს დაეწია -მარტო მირჩევნია. ღიმილით წარმოთქვა ქალმა და სახლი სასწრაფოდ დატოვა. სახლში ასულს იქ გამეფებულმა სიწყნარემ სული შეუხუთა. ჯერ კიდევ გუშინ ამ დროს ის და დათა ერთად იყვნენ და შვებულების გეგმებს აწყობდნენ. ახლა ალბათ დაჯდება და იმ ორ კვირას,ძლივს რომ გამონახა, სახლში, სერიალების ყურებასა და წიგნის კითხვაში გაატარებს. ხმამაღლა ამოიოხრა და სიგარეტს მოუკიდა, გარეთ უკვე იგრძნობოდა რომ დეკემბერი იყო. კორპუსის ეზო ფერად-ფერადი ნათურებით მოერთოთ, ახალ წლამდე ერთი კვირაც არ რჩებოდა, მაგრამ თამარს ოდნავ აღფრთოვანებასაც ვერ შეატყობდით. ტელეფონი დიდხანს ატრიალა ხელში, ბოლოს სასურველი ნომერი ზეპირად აკრიფა და ტუჩი მოიკვნიტა. -თათო,როგორ ხარ? ხალისიანი ხმა მოესმა მეორე მხრიდან და უცაბედმა ღიმილმა გაუპო სახე თამარს -შენთან რომ ჩამოვიდე,მიმიღებ? ეცადა იმედიანი ხმით ეთქვა მაგრამ მის ხრინწიან ხმაში რაღაც შეშფოთება უფრო იგრძნობოდა ვიდრე სასო. -შენ და დათა მოდიხართ? დღეს სტუმრებს ველოდები და შემოგვიერდით. -არა შოთი, მარტო მე მოვდივარ. უფრო მეტად დაუსევდიანდა ხმა ქალს. შოთა სწრაფად მიხვდა სიტუაციას, არფაფერი კითხა, გელოდებიო ესღა უთხრა და ტელეფონი გათიშა. საღამომდე დრო უაზროდ გაიწელა ქალისთვის,რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა,სახლი გადაკეტა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. -მიბრძანდებით ქალბატონო თამარ? ახლავე გამოვაყვანინებ თქვენს მანქანას. ღიმილით უთხრა კონსიერჟმა და ის იყო შიდა ტელეფონის ყურმილი აიღო რომ ქალმა თავი გააქნია. -ლევან, თუ არ შეწუხდებით ტაქსი გამომიძახეთ,არამგონია მანქანის მართვა შევძლო. ნაძალადევად გაიღიმა თამარმა და ხელი გაცხელებულ შუბლზე მიიდო. შოთი თამარს ბავშვობიდან იცნობდა, ამიტომ უთქმელადაც მარტივად ხვდებოდა რაღაცებს. ამჟერადაც როგორც კი ქალთან ლაპარაკს მორჩა, მოახლეს უხმო,მისი ოთახის გამზადება სთხოვა და გააფრთხილა არავისთან ეთქვა ამის შესახებ. შეიძლება სტუმრებთან შეხვედრა სულაც არ მოინდომოსო,მხრები აიჩეჩა კაცმა და შიგნით შებრუნდა. მისაღებ ოთახში დიდი ხმაური იყო და შოთიმ ინანა,რომ საერთოდ ამ შეხვედრის მოწყობა განიზრახა. ისევ უკან, აივანზე გამობრუნდა და მის სტუმარს გვერდით ამოუდგა. -შოთა, შენ აქ სამოთხეში ცხოვრობ. გაბრწყინებული თვალები შეანათა სტუმარმა კაცს და ეზოს თვალი მოავლო. -რა ვქნა ანდრე, მეტისმეტად ადრე დავბერდი მგონი ვეღარც კი ვიტან ცოტაოდენ ხმაურს. გაეცინა მასპინძელს და თავით მისაღებ ოთახზე ანიშნა კაცს. -მე მესმის შენი, მაგრამ ისე მივეჩვიე პარლამენტში ყაყანს და ჩხუბს, მგონი ამის გარეშე ვეღარც კი გავძლებ. ბავშვურად ჩაიხითხითა ანდრემ და კარზე გაუშტერდა თვალი. ოჰ ჩემი თათოც მოსულაო, დაიძახა შოთამ და ეზოში მშვიდად მომავალი ქალისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა. ანდრე დაჟინებით აცქერდებოდა ქალს აივნიდან. რაიმე ხომ არ მელანდებაო. მერე,როცა მიხვდა რომ არაფერიც არ ელანდებოდა ეშმაკურმა ნაპერწკალმა გაუნათა სახე და უხმოდ დაბრუნდა მისაღებ ოთახში. -------- პირველ რიგში გამარჯობა! ამ საიტზე წლებია ისტორიებს ვკითხულობ თუმცა დარეგისტრირება და რაიმეს დაწერა არასდროს მიცდია. ეს ისტორია რამდენიმე დღეა თავში მიტრიალებს და ძლივს გადავწყვიტე რომ აქ ავტვირთო. ველი თქვენს შენიშვნებსა და შეფასებებს. პატივისცემით მე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.