მიჯაჭვული (IX თავი)
პალატაში სასწრაფოდ შევიდა გაბრწყინებული სახით. მისი ლაშა კარგად იყო და თან მის ნახვას ითხოვდა. მაგრამ სახე წამშივე შეეცვალა, როდესაც ასეთი დაკაწრული და დაშავებული დაინახა და უცებ მოიღუშა. სასწრაფოდ მიიჭრა საწოლთან. მისი ხელი აიღო აკანკალებულმა და მაგრად მოუჭირა, გაოგნებული უყურებდა და ამავეე დროს მისი თვალები უკვე ვეღარ იტევდნენ ცრემლებს. -ლაშა როგორ ხარ, ღმერთო ჩემო, როგორ ვინერვიულე... მაპატიე, ასე აღარასოდეს მოვიქცევი. ვიცი წარსული შენი, ჩვენი ბრალი არ არის და არ მინდა ჩვენი მშობლების შეცდომებისთვის ერთმანეთი დავკარგოთ. ხომ მაპატიებ ჩემს სულელურ საქციელს? ასე არ უნდა მოგქცეოდი, არ უნდა დამეტოვებინე მარტო ამ ნაცრისფერ სამყაროში. მართალია ნაცრისფერია მაგრამ როდესაც ერთად ვართ ეს ნაცრისფერიც კი მამშვიდებს და მიყვარს, რადგან ვიცი ჩემთვის ყველაფერს გააკეთებ. ყველაფერს შეძლებ და დამიცავ; ერთმანეთს დავიცავთ. მჭირდები, ძალიან მჭირდები. - ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და ცალი ხელით ლაშას დაკაწრულ სახეს ეფერებოდა. -ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. მაპატიე, მარტო შენ არ ხარ დამნაშავე. ეს ჩემი ბრალიცაა. თავიდანვე არ უნდა დამემალა შენთვის სიმართლე. მაშინ ყველაფერი გარკვეული იქნებოდა და ასე არცერთს გვეტკინებოდა. -არა, სწორად მოიქეცი, რადგან თვიდანვე რომ სიმართლე მცოდნოდა ყველანაირად თავს აგარიდებდი, ასე არ დავახლოვდებოდით და არც გვერდით მეყოლებოდი. მაშინ შენს გარეშე დავრჩებოდი, რაც ნამდვილი სასჯელია ჩემთვის. ვერ წარმოიდგენ როგორ მილამაზებ ცხოვრებას. არ ვიცი ეს რა გრძნობაა, ან ასე მოკლე დროში როგორ შემოაღწია ჩემში, მაგრამ უშენოდ არ შემიძლია... -მიყვარხარ. ამ სიტყვებზე სალომე უცებ შეჩერდა. ცრემლებმაც შეწყვიტეს მისი თვალებიდან დენა. გაოგნებული უყურებდა მომღიმარ ლაშას და აზრებს ვერ ალაგებდა. - მეც მიყვარხარ - უცებ აღმოხდა მის ბაგეებს და ბედნიერი, ცრემლიანი თვალებით მიეკრო ლაშას. განაბული მის გულისცემას ყურს უგდებდა, რომელიც ხან აჩქარდებოდა და ხან შენელდებოდა. კარგა ხანს იყო ამ მდგომარეობაში, შემდეგ კი ექთანი მოვიდა და პალატის დატოვება მოსთხოვა. სალომეც დიდი ხნის შემდეგ გამოეთხოვა და პალატა დატოვა. გარეთ კვლავ იდგა ის სამეული და ნიკა. სალომემ მკვლელი მზერით გახედა მათი წარსულის დამანგრეველს და მისკენ წავიდა. პირდაპირ დადგა და თვალებში უყურებდა. მამაკაცის თვალებში, მხოლოდ ბოღმასა და ბრაზს ხედავდა. -ასეთი რა გაუკეთე ჩემს შვილს, რომ გამოფხიზლებისთანავე შენ გიკითხა და არა საკუთარი მამა?! -კითხვა სხვანაირად უნდა დაგესვათ - ,,რა არ გავაკეთე?“. ალბათ ის რომ მთელი ცხოვრება სხვებზე დაბოღმილი არ ვიყავი და ადამიანების ბედნიერება არ შევიწირე, სხვისი უდანაშაულო სიცოცხლე არ შევიწირე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით მძულხართ და მიუხედავად იმისა, რომ ლაშას მამა ხართ ეს საკითხი სრულიად არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი მისი კარგად ყოფნა და ბედნიერებაა და თუ დამჭირდა, თქვენს წინააღმდეგაც წავალ. მინდა იცოდეთ, რომ წარსული ჩემსა და ლაშას ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. - დემონსტრაციულად შებრუნდა და მის მოპირდაპირედ ჩამწკრიივებული სკამებიდან ერთ-ერთი დაიკავა. ნიკა გვერდით მიუჯდა და გამოკითხვა დაუწყო ლაშას შესახებ. უკვე თითქმის შუაღამე იყო, როდესაც ლაშას თხოვნით და დიდი ხვეწნის შემდეგ, ნიკასთან ერთად სახლში დაბრუნდა. კარების შუღებისთანავე შალვამ და ნანუმ უამრავი კითხვა დააყარეს, თუმცა არცერთისთვის გაუცია პასუხი. მაშინვე აირბინა კიბეები და თავის ოთხში შიკეტა. მეორე დილით გაღვიძებისთანავე მოემზადა, თბილად ჩაიცვა , რადგან ქალაქს უკვე პირველი თოვლი სტუმრებოდა დეკემბრის პირველ დღეს. სახლიდან ჩუმად აპირებდა გაპარვას და საავადმყოფოში წასვლას, როდესაც მისაღებში ზურგშექცევით მჯდომი შალვა დახვდა. უხამუროდ მისიოდა კარისკენ, როდესაც ბოხმა ხმამ შეაჩერა, რომელშიც საკამაო დოზით იმჩნეოდა გაღიზიანება. -სად მიდიხარ? იმ არაკაცის შვილთან არა? სალომე ამ კითხვამ შეაკრთო. იცოდა რა რეაქციაც ექნებოდა მამამისს ამ ამბის გაგებისას. ცოტა შეშნდა კიდეც. -საიდან გაიგე? -ბედავ და მეკითხები საიდან გავიგე?! და შენ თვითონ რა კანდაბას აკეთებ გამაგებინე! - იღრიალა მთელი ხმით. -ლაშასთან მივდივარ და სულ არ მაინტერესებს თქვენი მრავალწლიანი დაპირისპირების სერიები. მგონი საკმაო ადამიანი შეიწირა ამ ამბავმა და ჩემი ცხოვრების დანგრევის უფლებასაც არ მოგცემთ. - საკმაოდ მკაცრი ხმით მმიმართა მამამისს, რომელსაც სახე კიდევ უფრო დამანჭვოდა ბრაზისგან თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა. -როგორც ჩანს ყველაფერი გცოდნია. დროზე წადი და მოეხვიე შენს ახალ მამიკოს, დაამშვიდე შვილის მდგომარეობის გამო და დედაშენის სიკვდილიც უთქმელად შეარჩინე. - მიმართა ირონიულად, შემდეგ კი სახე კვლავ გაუმკაცრდა. - ამიერიდან გიკრძალავ იმ ადამიანეთან მიახლოვებასაც კი. თუ ოდნავ მაინც სცემ პატივს დედაშენის სულს, თავად გააკეთებდი ამას ჩემი თქმის გარეშე. -დედაჩემს ენდომებოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. სულ იმას მიმეორებდა, რომ საკუთრი ბენდიერებისთავის უნდა მებრძოლა და ასე მოვიქცევი კიდეც. - მხოლოდ ეს სიტყვები დაუტოვა განსრისხებულ მამას და სახლი დატოვა. საავადმყოფოში მისულმა გაიგო, რომ ლაშას ჯერ კიდევ ეძინა, ხოლო მისი სახლში წასვლა კი დღესვე შეიძლებოდა. დერეფანში მოუთმენლად სცემდა მერაბი ბოლთას და დროდადრო გაავებული მზერით გამოხედავდა იქვე, ნიკას გვერდით მჯდომ სალომეს. ორიოდე საათის შემდეგ ექიმი საბოლოო შემოწმებას ატარებდა ლაშას პალატაში და რეკომენდაციებს აძლევდა პაციენტს. სახეზე არსებულ ნაიარევზე ჰკითხა და პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაც შესთავაზა, თუმცა ლაშამი უარა, იმ მიზეზით, რომ ყოველ დღე საარკეში ჩახედვისას უნდა გახსენებოდა თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა მის დაუფიქრებელ ქმედებებს. ეს ნაიარევი წარსულის შეცდომებს ახსენებდა, რომელთა დავიწყებაც მიუხედავად განცდების სიმძიმისა არ სურდა. სწორედ მძმე განცდები და სინანული გვიხელს თვალს და არ გვაძლევს საშუალებას კვლავ გავიმეოროთ დანაშაული. მალევე ყველანი საავადმყოფოს წინ იდგნენ. -ლაშა, მძღოლი გველოდება, წავედით. - ჩაილაპარაკა მერაბმა. -არ არის საჭირო მამა, ნიკას მანქანით წავალ, თან სახლში არ მივდივართ. მე და სალომე ზღვის აგარაკზე წავალთ, ხომ ასეა სალო? - და თბილი მზერა მიაპყრო მის გვერდით მდგომ გოგონას. -ჩემთვის სულერთია, მთავარია შენს გვერდით ვიყო. - გაუღმა გოგონამ და აციმციმებულ თვალებს არ აშრებდა. მერაბი უხმოდ, განრისხებული სახით მიტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. -ნიკა, შეგიძლია მანქანა მათხოვო რამოდენიმე დღით? -რა თქმა უნდა, გასაღები აიღე. - და რკინის ნივთი ხელში ესროლა - მაგრამ საჭესთან ჯდომა არ გაგიჭირდება? -ნუ ღელავ, თავს გავართმევ. დიდი მადლობა, ნამდვილი მეგობარი ხარ. -ცალი მხრით გადაეხვია და მანქანისკენ წავიდა, თან სალომეც მიჰყვა, რომელსაც თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული. მანქანაში ჩასხდნენ და ძნელ და დამქანცველ გზას გაუყვნენ. გზაში ლაშამ ორჯერ შეისვენა, რაც არ უნდა იყოს საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო. უკვე ბინდდებოდა როდესაც ზღვის ხმაურმა შემოაღწია მათ გონებაში, იქვე პატარა მაღაზიაში პროდუქტები მოიმარაგეს. მალე კი ჰორიზონტზე სახლი გამოჩნდა, რომელთანაც ორივეს ტკბილი მოგონებები აკავშირებდა. დღე სასიამოვნოდ დამრთავრდა. თბილი ბუხრის წინ პლედმოხვეულები ისხდნენ და თბილ ჩაისთან ერთად საუბრობდნენ. -მინდა იცოდე ეს ნაიარევი საიდან მაქვს. -ლაშა, მისმინე... -არა, ძალიან გთხოვ არ გამაწყვეტინო. მინდა ჩემს შესახებ ყველაფერი ციოდე. -როგორც გინდა. -რაც მამა ციხეში ჩასვეს, ძალიან შევიცვალე. არც იქამდე ვყოფილვარ მშვიდი ბავშვი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჩემს საქციელს თავქარიანობა და სიცელქე უკვე აღარ ერქვა. აღარავის აღარ ვემორჩილებოდი. ძალიან უხეში გავხდი ყველას მიმართ, მათ შორის იყო დედაც. - კარგად ეტყობოდა როგორ უჭირდა ლაპარაკი. -თორმეტი წლისამ სიგარეტის მოწევა დავიწყე. ცამეტი წლისა გარჩევებში ვიღებდი მონაწილეობას. თოთხმეტი წლისამ პირველად გავსინჯე . თექვსმეტისა უკვე არალეგალურ რბოლებში ვიღებდი მონაწილეობას. ვსვამდი, ვეწეოდი, შემდეგ სხვა უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გადავედი. ყველას საზიზღრად ვექცეოდი, საშინელი მექალთანე ვიყავი. დედაჩემის ცრემლიან თვალებს თითქმის ყოველდღე ვხედავდი, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი ისე ჩავუვლიდი გვერდით. ბევრჯერ შეეცადა ჩემს გამოსწორებას, თუმცა ამაოდ. ერთ დღესაც რბოლებში მონაწილეობისას მოტო მომისრიალდა მოსახვევში. არ ვიცი ის მანქანა საიდან გამოჩნდა, მძღლმა ავარიის თავიდან აცილება სცადა, მაგრამ ორივე ბორდიურს შევეჯახეთ და კლდიდან გადავვარდით. მანქანაიდან ბენზინი დაიღვარა და მალევე აფეთქდა. მე არც ისე ახლოს ვეგდე მანქანიდა, ამიტომ შედარებით გადავრჩი. საბედნიეროდ მღოლიც გადარჩა. კომაში რამოდენიმე დღე ვიყავი, ალბათ ამ პერიოდმა გამოიწვია ჩემი ასე შეცვლა. გონს საავადმყოფოსი მოვედი და მაშინვე დედაჩემის ცრემლიანი სახე შემომეფეთა. მივხვდი, თუ როგორი ძვირფასი ჩემი სიცოცხლის თითეული წამი და ისე უნდა მეცხოვრა რომ რამე დამეტოვბეინა და უკვალოდ არ წავსლიყავი, არ გავმქრალიყავი. მივხვდი, თუ რა ძვირფასი იყო დედაჩემი ჩემთვის. ამის შემდეგ გამოვიცვალე, ძველი ლაშა სადღაც გაქრა. დედას მკურნალობაზე დავთანხმდი. შემდეგი ერთი წელი მისთვის სასურველი შვილი გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან თითქმის არ გავდიოდი. მერე დედა გარდაიცვალა... სიმსივნე აღმოაჩნდა. მკურნალობა დაგვიანებული იყო და სამ თვეში დავკარგე. - ლაშას თავი ჩაეხარა და მძიმედ წარმოთქვამდა თთეულ სიტყვას. სალომეს კი თვალებიდან ცრემლები ღაპღუპით ჩამოსდიოდა. -დედაშენი ახლა რომ გხედავდეს შენით ამაყი იქნებოდა, შენ ისეთი კარგი ხარ. - ამ სიტყვებზე უცებ მიეკრო ლაშას და ხელები ძლიერად შემოხვია. თავი მკერდზე მიადო და განაბული უსმენდა მის გულისცემას. ოთახის სიჩუმეს მხოლოდ შეშის ტკაცუნი და ორი ადამიანის მშვიდი სუნთქვა არჩვევდა. ზღვაში კი სტიქია მძვინვარებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.