შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ წახვალ დღეს (1)


9-08-2016, 02:01
ავტორი unknownwriter
ნანახია 1 777

გასაკვირია , მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები დგება მაშინ , როდესაც საერთოდ არ ელოდები მას. შეიძლება დღეების ,კვირეების ,თვეების განმავლობაში იჯდე და ოცნებობდე რამეზე და საერთოდ არ აგიხდეს იმ დროს , როდესაც ამაზე გამუდმებით ფიქრობდი და ახდეს მაშინ , როდესაც ყველანაირი იმედი გადაწურული გაქვს ან მაშინ ,როდესაც უკვე იმაზეც აღარ ფიქრობ რომ უიმედოდ ხარ. გასაკვირია,მაგრამ ეს ცხოვრებაა მოულოდნელობებით აღსავსე ,ალბათ ამიტომაც გვხიბლავს ასე ეს უკანასკნელი.
***
გარეთ,რომ გამოვიდა უკვე დაღამებული იყო,განსაკუთრებით ლამაზია თბილისი ღამე, არ შეიძლება არ გაგიტაცოს მისმა სილამაზემ.თვალი ,რომ გადაავლო ჩაეღიმა ,თუმცა სევდაც მოაწვა.ალბათ იმიტომ ,რომ ადამიანი ღამით უფრო სევდიანია ,ვიდრე დილით.მასწავლებლისგან მოდიოდა და ცოტა დაღლილიც იყო,თუმცა მაინც გადაწყვიტა ფეხით გაესეირნა და ავტობუსის გაჩერებაზე აღარ წავიდა.
- დაარტყი- მოესმა ხმა რომელიც მიყრუებული ადგილიდან ისმოდა , როდესაც გაახსენდა , რომ სოლოლაკში იყო აღარ გაკვირვებია ეს,რადგან ასეთი გარჩევები დღეში ასჯერ ხდება აქ.რა უნდა ქნას?ის ვერაფერს იზავს უნდა გააგრძელოს გზა,რადგან ის გოგოა და ვერაფერს შეცვლის.ხომ , რადგან ბიჭები ფიქრობენ ასე.გააგრძელოს გზა თუ წავიდეს? ის გაქვავებული დგას, არ იცის რა უნდა მოიმოქმედოს. ესმის ქართულ-რუსული სიტყვები ერთმანეთში არეული,ძნელია გაიგო რაზე საუბრობენ, ან რა უნდათ?ამიტომ გადაწყვიტავს , რომ წავიდეს...
-ყველაფერი ერთმანეთში ამერია, მარტო ვარ, სად ხარ? რამდენი ხანი უნდა გეძებო კიდევ?გამოჩნდი ,გთხოვ..-ფიქრობა გოგონა,როდესაც ზურგზე ხელის შეხება იგრძნო:
- ანა- უთხრა ნაცნობმა ბიჭმა , გოგონამ შეხედა და შეცბა , როდესაც დაინახა როგორ მოსდიოდა ბიჭს სისხლი გახეთქილი ტუჩიდან.
- გიორგი , რა გჭირს ღმერთო?
- არაფერი ,მომისმინე წამოვალ შენთან მოვიბან და გამოვალ , კარგი? შენები ხო არ იქნებიან სახლში?
- არა , წამოდი! - ძნელი მისახვედრი არ იყო , რომ გიორგი,თავისი კლასელი, იმ ჩხუბის მონაწილე იყო , რომლის ხმაც გაიგონა და გადაწყვიტა ,რომ არ ჩარეოდა და განაგრძო საუბარი - თავს დამნაშავედ ვგრძნობ , რომ არ ჩავერიე , რომ დამენახე შენ იყავი მოვიდოდი. მე ..მე უბრალოდ ხმა გავიგონე - ბიჭს ჩაეცინა და უპასუხა:
- გთხოვ გაჩერდი , ნუ მაცინებ უბრალოდ მოვიბან და ამით მორჩება- ამ ლაპარაკში იყვნენ ,რომ სახლს მიუახლოვდნენ.
-შემოდი -უთხრა გოგონამ და აბაზანა მიასწავლა..

***
- როდის უნდა დამთავრდეს ეს ბავშვური საქციელები გიორგი?-მიმართა გაბრაზებული ტონით, რაზეც ბიჭმა ისევ ჩაიცინა
- არ იცი და ნუ ლაპარაკობ - ისევ გაუღიმა- ხომ ხედავ ანგელოზად გამომეცხადე ,თორე მომიწევდა ჩემს უბანში ასე სიარული და წყლის ძებნა , თანაც ჩაის გარეშეც დავრჩებოდი - ბიჭმა გოგონას გაკეთებული ჩაი მოსვა
- ხო თან როგორ ჭირს წყალი- უპასუხა ანამ და ორივეს გაეცინა , ანამ განაგრძო:- გიორგი მე სერიოზულად გეუბნებით ყველას , რომ უკვე აღარ ხართ პატარები მალე სტუდენტები უნდა გავხდეთ ,კარგით რა უნდა შეეშვათ ასეთ ქცევებს.
- შევეშვებით - უპასუხა და გაუღიმა
***
რა თქმა უნდა არ შეეშვებოდნენ ჩხუბს და არ უღალატებდნენ თავიანთ გაგებას, როგორც გიორგი ასევე სხვა "გიორგებიც"...ანა იწვა და ისევ ფიქრობდა, თუმცა საფიქრალი არაფერი ჰქონდა ისეთი..უბრალოდ იმ ადამიანს ელოდებოდა , რომელსაც საერთოდ არ იცნობდა , ან იქნებ იცნობდა კიდეც? ვინ იცის?
მეორე დღეს გოგონა დილით ადრე ადგა, მაღვიძარასაც კი დაასწრო , მას ხომ საერთოდ არ უძინია..ძნელია იოცნებო იმაზე , რისი იმედიც აღარ გავქს , თუმცა უფასოა ოცნება.
ზამთრის საშინელი სუსხი ნელ-ნელა სცილდებოდა მარტს , თუმცა მარტს რას გაუგებ ხან გაზაფულისკენ იხრებოდა ხან უკან ზამთარში ბრუნდებოდა , თითქოს წარსულში მიიწევდა.
სკოლის ბოლო დღეები იყო , ხშირად აცდენდა ის,რადგან აბიტურიენტი იყო , თუმცა დღეს გადაწყვიტა წასვლა. გაკვეთილების განმავლობაში მხოლოდ ბიჭების "გარჩევა" შეეძლო მოესმინა..ამ ყველაფერზე უკვე გული ერეოდა , კიდევ კარგი ძმა არ ჰყავდა ,გააფრენდა ისიც მის კლასელებს და ბიჭების უმრავლესობას , რომ დამსგავსებოდა.
გიორგი გამუდმებით უყურებდა ანას , აშკარა იყო ამ ბიჭის გრძნობები კლასელი გოგონას მიმართ, ეს ყველამ იცოდა..თუმცა ბიჭი ამაში არასდროს გამოსტყდომია გოგონას, ალბათ პასუხი ისედაც იცოდა.
ანა ფანჯარაში იყურებოდა , თუმცა ფიქრებში ისე იყო გართული , რომ ვერც ამჩნევდა იმ ხალხს , რომლებსაც ასე მისჩერებოდნენ კლასელი გოგონები.
- ანა- ფიქრებიდან საუკეთესო მეგობარმა გამოაფხიზლა- გოგო ამათთან მოუვიდათ ჩხუბი ბიჭებს -გოგონამ ახლა შეამჩნია შავებში ჩაცმული ბიჭები მანქანასთან ,რომ იდგნენ.
- გოგო , გიორგის გარდა ჩვენი სხვა კლასელებიც იყვნენ ანუ გუშინ?
- ხო
- უცნაურია
- რა არის უცნაური ?
- გიორგი ვნახე ნაცემი გუშინ , მარტო იყო
- ალბათ დაგინახა და გამოგეკიდა - გოგონას გაეცინა
- კესო!-მკაცრად უთხრა ანამ , რომ გაჩუმებულიყო მეგობარი
- რა მოხდა? შენც ძაან კარგად იცი ეგ
- ძმაკაცებს ეგეთ მომენტში არ მიატოვებდა -კესომ შეამჩნია , რომ ანას უკან გიორგი იდგა, თუმცა როდის მოვიდა ეს ნამდვილად არ ჰქონდა შემჩნეული , რადგან ფანჯარაში "შავ" ბიჭებს უყურებდა.
- არ მიუტოვებია , ცოტახნით წამოვიდა -უპასუხა გიორგიმ კესოს ,შემდეგ ანას მიუბრუნდა - და წავიდა გოგოსთან, რომელსაც არ უნდა ევლო ღამე მარტო!- თვალი ჩაუკრა და ძმაკაცებს შეუერთდა , რომლებიც "გეგმას" აწყობდნენ , თუ როგორ უნდა დაემარცხებინათ "მტერი".
როგორც კი გიორგი გოგონებს მოშორდა კესომ მაშინვე გააღო პირი , რომ ეთქვა "ხომ გეუბნები , რომ უყვარხარო" " ან რა საყვარელია" მაგრამ ანამ არ დააცალა გოგონას , რომ რომელიმე ეთქვა:
- არც კი დაიწყო ,კესო!
***
როდის უნდა ისწავლონ პატარა ბიჭებმა , რომ არ შეიძლება მუდამ ერთმანეთის ცემაში იყვნენ? გოგონას გამუდმებით ეს ფიქრები უტრიალებდა თავში. ზარის დარეკვის შემდეგ პირველი ის გაიქცა გარეთ , რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მისულიყო პირდაპირ იმ ბიჭებთან , რომლებსაც სურდათ , რომ მისი კლასელები დაეზიანებინათ.
- ჰეი თქვენ ,-ანა პირდაპირ ,უკან დახევაზე არც უფიქრია- წადით აქედან!- ყველანი ზურგით იყვნენ და ,როდესაც მოტრიალდნენ ყველამ ერთნაირად დაიწყო ირონიული სიცილი ,ყველაზე მაღალმა კი უპასუხა:
- რატომ ვითომ?
- ესეა საჭირო-მკაცრად მიუგო ,მაგრამ წამსვე გააცნობიერა , რომ უხეშობას აზრი არ ჰქონდა ამიტომ გააგრძელა- ასე ჯობია , ვიცი რაც გინდათ , უბრალოდ წადით, გთხოვთ სანამ გამოსულან.- სულ უკან იყურებოდა ანა სკოლის კარებისკენ , რომ არავის დაენახა ის .
- გოგო ჩარიეს - თქვეს და ერთხმად გაიცინეს
- არ ჩაურევიათ !-წარბი აწია და გააგრძელა- უბრალოდ წადით- შემობრუნდა და დაინახა ყველა მისი კლასელი ,წამის მეასედში გააცნობიერა ,რომ ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და გული დასწყდა, გიორგი უფრო წინ იყო , კესომ თავისი კლასელების ბარიერი გაარღვია , ანასთნ მივიდა ,ხელი ხელში გაუყარა და უთხრა :
- გაგიჟდი გოგო? - გააგრძელა-წამოდი დროზე სანამ დაგლეწეს შენც.
- დამშვიდდი სკოლის წინ არ იჩხუბებენ- უპასუხა მან ,წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული , რომ გიორგი მის გვერძე იყო :
- რა უთხარი?- მკაცრი ხმით იკითხა ბიჭმა:
- ვაიმე , არაფერი რატომ გაგიჟდით ?
- ანა!- თქვა მკაცრად
- ვთხოვე ,რომ წასულიყვნენ.-გიორგიმ ძმაკაცებს შეხედა და უთრა :- სახლამდე მივაცილებ და მოვალ - ამაზე "შავტანსაცმლიანმა" ბიჭებმა უპასუხეს , რომ დაეტოვათ გოგონაც, რადგან მიეხმარებოდათ ისიც. ანა ვერ ხვდებოდა , რატომ დაუბუჟდა შუბლთან გიორგის ძარღვები და რატომ გაწითლდა სიმწრისგან ასე, რატომ მივარდა და გიჟივით რატომ ეცა მათ..რატომ დაიწყო ასეთ სისულელეზე ჩხუბი.ყველა უკან გადგა ბიჭების გარდა ,მათ შორის ანაც , თუმცა ვერ მოითმინა ,სანამ მანდატურები გამოცვივდებოდნენ იქამდე მიუახლოვდა მათ, ბიჭები ერთმანეთს ასისხლიანებდნენ ისე გამეტებით ურტყავდნენ , ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა , ისე რომ ვერც იაზრებდა ის, რა ხდებოდა.. გიორგიმ ხელი მოჰკიდა მას და გაიყვანა..
***
- ბოდიში , შენ ეს არ უნდა გენახა ,ანა- უთხრა ბიჭმა , როდესაც შეშფოთებულმა დირექტორმა გამოაცხადა , რომ რამდენიმე ბიჭი დაისჯება და 5 დღე სკოლაში ვეღარ ივლიან , ჰო საოცარი დასჯის სტილი აქვთ.
- ბოდიშს სხვა რამეზე უნდა იხდიდე , გიორგი!- უპასუხა გოგონამ
- მაინც რაზე?
- ჩხუბი შენ დაიწყე
- ისეთი რაღაც თქვეს მანდ რომ არ დამერტყა არ გამოდიოდა
- რას იძახი საერთოდ? გეყოფათ!გეყოფათ!-ბოლო სიტყვა ძალიან ხმამაღლა მოუვიდა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სკოლიდან , უკვე დამთავრეული იყო მიმოხილვა ,თუ რა მოხდა, ვინ ვის არტყავდა , რა მიზეზით და ა.შ ამიტომ დარაჯმა გაუშვა გოგონა სკოლიდან.

***
ქუჩები ხალხით იყო სავსე..ანა ისევ დადიოდა..ისევ ფიქრობდა , თუმცა ახლა იმაზე ,რაც დღეს მოხდა. მომხდარში თავის თავს ადანაშაულებდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.გაბრაზებისგან ვერაფერს ვეღარ არჩევდა , სწრაფი ნაბიჯებით დადიოდა და უცბად მოესმა:
- გოგო , რომელიც ბიჭებს იცავს- და ჩაიცინა ,მალე სხვებიც აყვნენ, როდესაც გოგონამ ბიჭებს გადახედა ყველა მათგანი იცნო.."ისევ ესენი" გაიფიქრა და გზა განაგრძო :
- ხო გაიქეცი, რა იყო სკოლის წინ ხო მაგარი გოგო იყავი? გეშინია? -ყველაზე მაღალი მიუახლოვდა და წინ დაუდგა , გოგონას ააკანკალა , არ ეშინოდა , მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა დაეუფლა..ალბათ ეშინოდა კიდეც ,მაგრამ არ იუნდოდა აღიარება:
- გამატარე-მაგრად დაუდგა გოგონა
- სად არიან აბა შენი დამცველები? მარტო დაგტოვეს? აჰაჰ - ანას ხელები უკანკალებდა უკვე , როდესაც იყურებოდა ბიჭის დიდრონ თვალებში , რომლებშიც რაღაც საშიში იკითხებოდა..
-გამატარე-მეთქი - უნდოდა მკაცრად გამოსვლოდა ეს ნათქვამი მას ,მაგრამ არ გამოუვიდა.
- ჯანდაბა , გაატარე რო გეუბნება!- გოგონას ხმა ეუცხოვა და გააჟრიალა..



№1  offline წევრი რიტა

ძაან დამაინტერესა. რაღაც სხვაა მომწონს ესეთი ისტორიები.

ძან მაინტერესებს ვინ იყო ის ვის ხმაზეც გააჟრჟოლაა:D

საინტერესო ჩანს იმედია ხვალ აუცილებლად დადებ. წარმატებები...

 


№2  offline წევრი unknownwriter

რიტა
ძაან დამაინტერესა. რაღაც სხვაა მომწონს ესეთი ისტორიები.

ძან მაინტერესებს ვინ იყო ის ვის ხმაზეც გააჟრჟოლაა:D

საინტერესო ჩანს იმედია ხვალ აუცილებლად დადებ. წარმატებები...


-
ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გავაგრძელებ შეიძლება დღესვე დავდო, როგორ მოვასწრებ იმაზე არის დამოკიდებული^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent