შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (3)


9-08-2016, 12:29
ავტორი Genius))
ნანახია 2 313

მანქანას სულელივით მივსდევდი და მეც ვერ ვხვდებოდი რისთვის...
ვითომ პასუხი უნდა მომეთხოვა? ხო ალბათ ჩემი ჭკუით მაგას ვაპირებდი
მანქანა მიდიოდა , არა ალბათ უფრო მიფრინავდა მე უკან მივყვებოდი , საერთოდ არაფერი მანაღვლებდა , მხოლოდ მინდოდა მანქანას დავწეოდი და იმ "ვიღაცასთან" მელაპარაკა
ამასობაში საზღვრებს გავცდი და ჩემი სახლი საერთოდ აღარ ჩანდა
მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გავიაზრე როდესაც მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა და ჩემი ცხენიანად კინაღამ მასზე გადავიარე
ცოტახანში მანქანიდან ბიჭი გადმოვიდა , მაღალი და შავგვრემანი , მხოლოდ მისი მწვანე თვალები ჩანდა. სახლისკენ წავიდა
მე არ ვიცოდი რა მექნა მაგრამ ესე ვერ გავუშვებდი , ჩავახველე და მას მივაშტერდი
როდესაც გაიაზრა რომ მარტო არ იყო შეშინებულმა ჩემსკენ გამოიხედა და სილუეტის ძებნა დაიწყო
უცებ მისი შეშინება მომინდა , ცხენიდან ჩამოვხტი და მანქანისკენ წავედი , ისევ ჩავახველე და მეგონა უფრო შეეშინდებოდა
ჩემდა გასაოცრად მას სიცილი აუტყდა და გაკვირვებულმა მიკის გავხედე
-რა სასაცილო ხარ - ჩაილაპარაკა და სიცილი გააგრძელა - გამოდი აბა დამენახე
თავი დამცირებულად ვიგრძენი , თავი ამოვყავი რადგან დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და ჩემი გაბრაზებული მზერა "ვსტყორცნე"
ჩემი დანახვისას მას სახეზე ღიმილი დაეხატა და დაეტყო როგორ ზეიმობდა გამარჯვებას
-იცი რა მაინტერესებს... - საუბარი დავიწყე და მისმა სიცილმა შემაჩერა
-ხო ვიცი - თავი დამიქნია - ცოტახნისწინ შენს გვერდით გაიარა მანქანამ და გაიგე ფრაზა "ეს სოფლელები" - თან იღიმოდა - რათქმაუნდა არ გესიამოვნა და უკან გამომეკიდე იმისთვის რომ მკითხო ეს რატომ ვთქვი არა? - კვლავ იცინოდა - ისე გაბრაზდი რომ ვერაფერი განსაზღვრე და ამხელა გზაზე გამომყევი. ნუთუ ესეთი დებილი გეგონე რომ ვერ დამენახე? - თავი გააქნია თითქოს ჩემი მასწავლებელი ყოფილიყოს და მე მისთის საშინაო დავალება არ დამეწეროს
-თუ კითხვა იცი მაშინ რა საჭირო იყო ეს ფილოსოფია პასუხი გაგეცა უბრალოდ - მართალია ყველა მხრიდან დამჭრა მაგრამ ჩემი პოზიციების დათმობა არ მინდოდა და რაღაცნაიარად შევუტიე
-მხოლოდ შენნაირი უტვინო თუ გადაუდგება ცხენით შუა გზაზე მანქანას! - გაღზიანებულმა გადმომხედა
-იცი მგონი მხედველობის პრობმელები გაქვს და სათვალე ატარე ხოლმე ხელს არ შეგიშლის თუ არ დაგეხმარა - ირონიულად გავუღიმე და მიკისკენ წავედი აქ გაჩერება აღარ მინდოდა
-ათ ქულიანი ნასროლი! - ტაში შემოჰკრა - ყოჩაღ! - თვალი ჩამიკრა და ცხენისკენ წამოვიდა
-გაიწიე თორემ ცუდად დამთავრდება - გავაფრთხილე რადგან არ მინდოდა ჩემი ცხენის სიქაჯის გამო პრობლემები დაწყებულიყო
-ნუ გეშინია შენ საერთოდ ვერ მიმიზიდე - ირონიულდ ჩაიალაპარაკა და ცხენს ფერება დაუწყო
მე კი გაკვირვებული ვიჯექი და ჯერ ერთ გავხედავდი მერე მეორეს
მას მისი სიტყვების გამო
ხოლო ცხენს იმის გამო რომ "მიღელატა" და ეს იდიოტი მოეწონა
-კარგი ცხენია - თბილად ჩაილაპარაკა და ღიმილით ამომხედა
-არამგონია შენნაირები ამაში ერკვეოდნენ - მე კი ისევ ჩხუბი დავიწყე რადგან ჩემზე კარგი გავლენა ვერ მოახდინა ამ პიროვნებამ
-ჩემნაირები? - ჩაიცინა - მაინც როგორები?
-აი შენნაირი ტიპჩები , თავი ზედმეტად რომ უყვართ - ღიმილით ვუყურებდი და თვალს არ ვაშორებდი
-არც შენ გეტყობა რომ აქაური ხარ - ისე ჩაიალაპარაკა ჩემი სიტყვების სისწორეში დამარწყმუნა
-მგონი თხუთმეტი წუთის წინ სოფლელი ვიყავი! - თავი გავაქნიე და ინტერესით გავხედე
-ეგ საქციელი სულ დამავიწყდა! - წყენით ჩაილაპარაკა - მაგრამ აქაურობის კვალობაზე ზედმეტად მოვლილი ხარ - ჩამათვალიერა და მანქანისკენ მიტრიალდა
-მგონი ზედმეტები მოგდის - ნერვები მომიშალა მისმა ცინიზმდა და ამ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულებამ
-ზედმეტები? - ირონიულად ჩაილაპარაკა და მომიტრიალდა
-კი ზუსტად! - ცხენიდან ჩამოვხტი და მისკენ წავედი - მგონი თავი იმაზე მეტი გგონია ვიდრე ხარ! იცი აქ მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი შენზე ბევრად უკეთესია! - გაბრაზებული ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი - თუ სოფელი არ გიყვარს აქ საერთოდ არ უნდა ამოსულიყავი და შენთვის იქნებოდი , არც ეს ხალხი შეგაწუხებდა და გზაზეც არავინ გადაღეღობებოდა! შენს მხარეს რომ გზიდან გადახვევა მოსული პონტია! - ჩემი სიტყვა დავამთავრე და მის დამცინავ მზერაზე კიდევ უფრო ავენთე - ღმერთო ჩემო - ხელები მის სახესთან მივიტანე და მოვმუშტე , შემდეგ კი უკან დავუშვი
-მართლა? - ოდნავ ჩამოიწია და სახე ზუსტად ათი სანტიმეტრის რადიუსზე გააჩერა
ისე რომ მის სუნთქვასაც ვგრძნობდი რომელიც ჩემს სეხეზე იშლებოდა
უკვე ნათლად ვხედავდი მის სახეს , მის "უსიმპატიურეს" ნაკვთებს , რაც ყველა გოგოს დააბენვდა და მე რომელი გამონაკლისი ვიყავი?
დავმუნჯდი და მხოლოდ თვალებში ვუყურებდი
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ამ ბიჭს თვალებზე მკითხაობა შეძლო და ხვდებოდა ეხლა ჩემში რა ხდებოდა
მაგრამ ბოლოსდა ბოლოს სვანის ქალი ვარ და მე ესე ადვილად ვინ დამჩაგრავს?
-მართლა! - უხეშად ვუპასუხე და ხელი ვკარი რომ მანძილი გამეზარდა
-მაშინ წავალ კარგი? - სიცილი გამომხედა და მანქანის კარი გამოაღო
კარგად ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ირონია იყო მაგრამ თამაშში აყოლა მომინდა
იქვე მის მიერ დადებული პროდუქტები ავიღე და მანქანის კარი გამოვაღე რომ იქ დამედო
მაგრამ შიშისგან ყველაფერი ხელიდან გამივარდა და ყვირილი დავიწყე
მანქანიდან ვიღაც ახალი ბიჭუნა გადმოვიდა , ალბათ უცნობის ძმაკაცი და ჩემსკენ წამოვიდა
ხელები გამიჩერა და თვალებში ღიმილით ჩამხედა
-რა გაკივლებს? მასთან შედარებით კარგი ადამიანი ვარ - მისმა თბილმა ტონმა ცოტა დამამშვიდა და მეც გავუღიმე
-რა გააკეთე იცი? - ჩვენსკენ უცნობი წამოვიდა და გაცეცხლებული თვალები მომაპყრო
-რა? - ინსტიქტურად ჩავილაპარაკე - რა დავაშავე - სიტყვების გადაბმა მიჭირდა
-დააკვირდი პროდუქტებს - ხელით პროდუქტებისკენ მიმითითა და შემდეგ მე ამომხედა
-შე*ემა დაანებე თავი ვერ ხედავ ცუდადაა - უხეშად მოიშორა ძმაკაცმა და მე გამომხედა - სახლამდე გაგიყვანთ კაი?
-არ მინდა - ძლივს ჩავილაპარაკე და ხელი გავაშვებინე
თავბრუს ხვევა ვიგრძენი და ისევ ჩავეჭიდე
-გაგიყვანთ და არ შემეკამათო რა - მანქანის კარი გამოაღო და ჩემს ჩასმას ეცადა მაგრამ მისი ხელები მოვიშორე და მანქანას დავეყრდენი
-წყალი მინდა - ჩემ ხმას თვითონაც ვერ ვცნობდი
-***** დაუსხი - მხოლოდ ეს სიტყვა გავიგე ძმაკაცის ნათქვამიდან არა და სახელიც დაუძახა რომელიც ძალიან მაინტერესებდა
-აუ ესეთი პანიკიორი თუ იყო არ მეგონა - ჩაიალაპარაკა უცნობმა და წყლის ძებნა დაიწყო
-შენ არასდროს არაფერი გგონია! - აშკარად ჩხუბის მიზეზი ვხდებოდი ძმაკაცებს შორის და ეს მომწონდა
თუმცა მოწონების დრო სად მქონდა!
უცნობმა წყალი გამომიწოდა და მეც მაშინვე დავლიე
ცოტათი სული მოვითქვი და რეალურ სამყაროს დავუბრუნდი
გამახსენდა რა ხდებოდა და სად ვიყავი
შემეშინდა და გიჟივით წამოვვარდი , ცხენისკენ წავედი და ჩემი ადგილი დავიკავე
-ჩვენ გაგიყვანთ რა - ძმაკაცს ძალიან ეშინოდა
რათქმაუნდა მე რომ რამე მომსვლოდა მათზე გადაივლიდა და აბა სხვანაირად როგორ?
-თავი დამანებეთ რა! - ჩუმად ჩავიალაპარაკე და ჩემ გზას დავადექი
შეიძლება გზაში ვინანე კიდეც იმიტომ რომ კარგად მართლა არ ვყოფილვარ
სახლამდე დიდი მანძილი იყო და არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო
....
შუაგზაზე შესვენება გადავწყვიტე , ვერ გავუძლებდი სახლამდე და უნდა მოვღონიერებულიყავი
იქვე სკამი იყო და ჩამოვჯექი , თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად სუნთქვა დავიწყე
შინაგანად ამ ბიჭებს ვწყევლიდი ამ ყველაფრისთვის და ნერვებს ვერ ვიმშვიდებდი , რაც უფრო ცუდად მხდიდა
საერთოდ ვინ იყვნენ? ორივეს პირველად ვხედავდი
ძმაკაცის სახე ბუნდოვნად მახსოვდა მაგრამ მისი კარგად და ნამდვილად უცნობი იყო ჩემთვის
საათს დავხედე და ხუთი სრულდებოდა , სწრაფად წამოვდექი და სახლისკენ წავედი
ბებია ადრე დგებოდა და იქ რომ არ ვყოფილიყავი "მომკლავდა"
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ოღონდ...
*****
სახლში ჩუმად შევიპარე და ჩემი ადგილი მივისაკუთრე სადაც ეხლა უნდა მძინებოდა წესით მაგრამ სამწუხაროდ "ჩხუბი" მქონდა ქალაქელ იდიოტებთან
თავი ჩამოვდე თუ არა მაშივნე ჩამეძინა
************
-ბები კარგად ხარ? - მესმის ლიაკოს ხმა და სახეზე ხელების შეხებას ვგრძნობ
არ მინდა თვალები გავახილო მაგრამ მიწევს რადგან უფრო მატკიებს ეს ქალი თავს
-ანო რა გჭირს?! - ბოლოს სახეში შემომარტყა ლიაკომ და ისე გამომაფხიზლა
-ბებო რა გინდა? - ძლივს წარმოვსთქვი და თვალები ოდნავ გავახილე
-შვილო რაღაცეებს ბოდავ და სიცხე ხომ არ გაქვს? - თერმომეტი შემაჩეჩა და თვალებით მანიშნა გაიზომეო
-ბებია კოშმარი ვნახე და ალბათ მაგიტომ - ქალს თითქოს გულზე მოეშვა და წყალი მომიტანა
-მაინც გაიზომე რა - ნაღვლიანად გამომხედა და გამიღიმა
ლოყაზე ვაკოცე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
თერმომეტრი თავი ადგილას მოვათავსე და თავლები დავხუჭე რომ ისევ დამძინებოდა
როდესაც თვალები დავხუჭე წინ ბიჭის სახე წარმომიდგა რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მიღიმოდა
დაფეთებული წამოვჯექი და სახლი მოვათვალიერე
მეგონა ისევ კოშმარში ვიყავი
-ხო კარგად ხარ? - თერმომეტრი გამომგლიჯა ნინიმ და გაკვირვებული მიყურებდა - არ აქვს ბები სიცხე - გასძახა ლიაკოს და ისევ ჩემზე გადმოიტანა მზერა
-კოშმარი ვნახეთქო - გაღიზიანებულმა გავხედე და ნინი კიდევ უფრო გავაკვირვე
-რა ნახე კოშმარში? - ღიმილით მკითხა
-ვიღაც ორი ბიჭი და მანქანა - ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვდა - და ცხენი - ჩემი სიტყვებისგან გაკვირვებული მე დავრჩი - თუ რეალობა იყო ეგ? - კიდევ უფრო დავიბენი და ნინის გავხედე
-შენ თუ ზუკა გენატრება პირდაპირ მითხარი არ მეწყინება - თავი გააქნია ნინიმ ა ფეხზე წამოდგა
-ზუკა რა შუაშია? მართლა კოშმარი ვნახე - დაბნეული ვიჯექი და ჭიქას მივშტერებოდი
-შენ გააფრინე აშკარად - ხელი მომკიდა და წამოყენებას შეეცადა
-არა უნდა დავიძინო არ ვარ კარგად - თავში ამრავი აზრი მეორეოდა
მაგრამ გუშინდელი საღამო საერთოდ არ მახსოვდა , არაფერი ნინის დაცინვის შემდეგ
-აუ არა ანო! - მაინც არ მეშვებოდა ნინი
-რა გინდა ნინი? - ნაღვლიანად გავხედე
-იოანესთან უნდა გამომყვე - სახეზე ღიმილი გადაეფინა
-შენ რა გინდა იოანესთან ? - მეც არ ვიცოდი რას ვამბობდი
-ანო!!! - ყუში ჩამყვირა ნინიმ და ამის მერე უბრალოდ ფეხზე იდგებოდით
-კარგი მოვდივარ! - წამოვდექი და აბაზანისკენ წავედი რომ გამოვფხიზლებულიყავი
**********
ცივი წყალი შევისხი და მეც კი შემეშინდა ჩემი სახის დანახვისას
სარკეს ვუყურებდი და ვცდილობდი გუშინდელი ყველაფერი გამეხსენებინა მაგრამ ამაოდ
ვინ გაცდის
ნინი აბაზანაშიც კი შემომივარდა და წამათრია
ლიაკოს რაღაც გამოართვა და გარეთ გამიყვანა
-ეგ რა არის? - ინტერესით ვკითხე და პარკში ჩახედვა ვცადე მაგრამ ხელი ისე მწარედ დამარტყა რამდენიმე ნაბიჯით უკან გავიწიე
-რაღაც პროდუქტებია ბებიამ გამომატანა იოანესთვის - გამიღიმა და სახლის ჭიშკარი შეაღო
-შენს პონტში? - გავაჩრე რადგან რაღაცეები მაინტერესებდა
-ალბათ რავიცი - წინ წავიდა და მეც უკან გავყევი
-და მე რას მოგყავდი? - ტირილი მომინდა
-ბებიაშენია და მე მომეტანა? - ირონიულდ იკითხა ნინიმ და კარზე დააკაკუნა
მეც გავჩერდი და დაველოდე ვინ შეგვეგებოდა
რამდენიმეჯერ მოგვიხდა დაკაკუნება და ბოლოს როგორც იქნა გაიგო ბატონმა იოანემ
-კოშმარს მიცოცხლებთ? - ეს იყო პირველი კითხვა რომელიც დავსვი კარის გაღების შემდეგ...

*************************************
იმედია მოგეწონებათ... ბოლოჯერ იყოს ეს კითხა:დ გავაგრძელო?



№1 სტუმარი hipo

aau ramagari iyoo gaaagzele gtxoov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent