შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობასა და ზღაპარს შორის... (2)


8-08-2016, 12:44
ავტორი Genius))
ნანახია 2 343

-აუ ზუკა მომენატრა - ნაღვლიანად ჩავილაპარაკე , ნინის გავხედე და ჩემს ბალიშს მაგრად ჩავეხუტე
-დარწყმუნებული ვარ მაგას საერთოდ არ აინტერესებ - ხელი ჩაიქნია ნინიმ და მობეზრებული გამომეტყველება მიიღო
-ხოომ შენ თუ ვინმე არ მოგწონს ესეიგი ცუდია და სხვისი აზრი საერთოდ არ გაინტერესებს! - წარბებშეკრულმა გავხედე დაქალს - და რა დაგიშავა ამ ზუკამ?! - ბალიში ავიღე და მას ვესროლე
-მაგარი იდიოტი ბიჭია! - დაუფიქრებლად გამცა პასუხი და ნაღვლიანად გამომხედა თითქოს ვეცოდებოდე
-იდიოტი კი არა ძალიან მაგარი ადამიანია და ძალიანაც ვუყვარვარ! - დავეჯღანე და "ჩემი" ბიჭით ვიამაყე
-საერთოდ ჩემო ლამაზო სხვისი თვალები უფრო ამჩნევენ როგორი დამოკიდებულება აქვს მას შენთან - ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩაიცინა
-შენი თვალები ხო? - სიცილით გავხედე
-ზუსტადაც - იღიმოდა და მის სიტყვებში ეჭვი საერთოდ არ ეპარებოდა
-და ჩემს თვალებს რას ერჩი? - სიცილს არ ვწყვეტი
-იცი რა არის როდესაც ადამიანს ვიღაც უყვარდება ან თუნდაც მოსწონს სრულიად ბრმავდება და მასში ყოველთვის დადებითს ხედავს! ვერ ხედავს როდესაც ცუდს უკეთეს ის მეორე და ყოველთვის ამართლებს , აი სხვისი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი იშიფრება და ძალიან ადვილი შესამჩნევია
-ის რომ მეთამაშებოდეს მეც შევამჩნევდი - თავისასც მიაღწია და რაღაც ეჭვები მეც გამიჩინა , თავი დავხარე და მაინც ვცდილობდი ბოლომდე დამევცა ზუკა
-ამჩნევ? - ინტერესით გამომხედა ნინიმ და მის მზერაში საოცრად იგრძნობოდა ირონია
-ის არ მეთამაშება! - ნერვები მეშლებოდა და თანდათან ხმა მაღალ ტონს იღებდა
-ბოლოს როდის დაგირეკა? - ვერ ვხვდებოდი რატომ ცდილობდა ეს გოგო ჩვენს შორის ჩხუბისთვის მიზეზის ჩაგდებას
-რა გინდა შენ? - ვეღარ მოვითმინე და მასთან ჩხუბი დავიწყე
-რო რაღაცეებს მიგახვედრო სხვა რა უნდა მინდოდეს - გამიღიმა და ბალიშს ჩაეხუტა
-მაგრამ მიმახვედრე - ირონიულად ჩავილაპარაკე და გაბრაზებული საწოლიდან წამოვდექი
-არც შენ გიყვარს ზუკა - სიცილით გამომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა
-შენ ძალიან იცი რა ხდება ჩემს გულში! - მეც ირონიით გავხედე და ჩავიცინე
-საერთოდ ადამიანებს სიყვარული ყველაფერზე ეტყობათ! და შენ უბრალოდ გიყვარს , მხოლოდ ამ სიტყვას იყენებ და საერთოდ არ გეტყობა
-რა ეჭვიანი ქალივით მელაპარაკები , შენ ხომ არ შეგიყვარდა ზუკა? - ინტერესით გავხედე და თვალი თვალში გავუყარე
-რა სისულელეა! ეგ ბიჭი უკანასკნელიც რომ იყოს მაინც არ გავხედავ! - ისე იუარა სიცილი ამიტყდა და საწოლზე დავეხეთქე
-მე ბედნიერი ვარ მასთან - ღიმილით ჩავილაპარაკე და ნინის გავხედე
-შენ ისეთ სიყვარულზე ოცნებობ როგორიც შენს მშობლებს ქონდათ და ნუთუ არის ეს ის ოცნება? - ღიმილით მკითხა ისეთი გამომეტყველება ქონდა თითქოს პასუხი წინასწარ იცოდა
და რაღა თითქოს მათლა იცოდა , მე და ზუკა ერთი წელია ერთად ვართ და ამ ერთი წლის განმავლობაში ვერ გავიგე რა გვაკავშირებს
მიყვარს? გეტყოდით რომ კი ძალიან
მენატრება? ხანდახან
მჭირდება? აზრზე არვარ!
მჯერა ამ სიყვარულის? არა , ამ ბოლო დროს მივხვდი რომ არა
საერთოდ სიყვარული ხო "მიჯაჭვულობაა"? მე კი ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი
ზოგჯერ ისიც კი მეგონა რომ ძმაკაცები ვიყავით მაგრამ ამაზე ფიქრს საკუთარ თავს ვუკრძალავდი
დარწყმუნებული ვარ ისიც იგივეს ფიქრობდა
მაგრამ რატომ ვიყავით ერთად ამაზე პასუხი არ გვქონდა
სათქმეულად კი "ერთმანეთი გვიყვარს" იყო...
-შეიძლება არის - ჩემსას მაინც არ ვუარყოფდი მაგრამ მეც ვიცოდი რომ ამაზე დიდი სისულელე ჯერ ნინისთვის არ მითქვამს
-აი მე რას მიმალავ გავიქცევი და ვეტყვი თუ? - სიცილი დაიწყო
-კაი არვიცი რას ვგრძნობ კმაყოფილი ხარ? - ნერვებ მოშლილმა თითქმის ვუყვირე და გაბრაზებული სახით ვუყურებდი
-კი! შენ ზუსტად ყოფნით ყველაფრის შანსს კარგავ და მგონიი ჯობია ერთმანეთს გამოუტყდეთ ყველაფერში - ღიმილით მიყურებდა
-დარწყმუნებული ხარ რო ზუკა არ გიყვარს? - უკვე სერიოზულად დავსვი ეს კითხვა და შეშინებული ვუყურებდი
-შენ სულ გააფრინე? ყველაფერს რო თავი დავანებოთ შენი შეყვარებულია! - წარბებშეკრულმა გამომხედა
-მაშინ რატომ გინდა რომ დავშორდეთ? რამე იცი ისეთი რაც მე არა? - იმდენად დიდი ეჭვი გამიჩინა მისმა საუბარმა რომ კითხვას კითხვაზე ვაყრიდი
-მიზეზი ერთია ის იდიოტია! - საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა
-რაღაცას მიმალავ? - მეც მას მივუახლოვდი და ინტერესით მივაჩერდი
-არა რას უნდა გიმალავდე? - ღიმილით გამომხედა
-ვერ გავიმეტებ ესე მას ვუყვარვარ - თავი დავხარე და დასჯილი ბავშვივით ერთ ადგილას გავშეშდი
-ჰა?! მაშინ მერე ის დაგადებს და მოიკალი თავი! - სიცილით მითხრა და ოთახის კარი გააღო - წამო ლიაკოსთან ჩავიდეთ
-მოიცა! - გავაჩერე და ოთახის კარი მივხურე - არ ვუყვარვარ?
-არ ეტყობა?
როგორ მაღიზიანებდა მისი ესეთი თავდეჯერებულობა
-არა - დაბნეული ვუყურებდი
-გეუბნები დაბრმავებული ხარ! არა იმიტო რო გიყვარს უბრალოდ შენი შეყვარებულია და ინსტიქტურად იცავ რათქმაუნდა
-და თუ არ ვუყვარვარ ჩემთან რატოა? - პატარა ბავშვივით ვსვავდი უაზრო კითხვა , აი ისე ბავშვებს ზღაპარს რომ უკითხავენ და ყოველ წინადადებაში ეძიებიან
-იმავე მიზეზით რატომაც შენ - გამიღიმა და ოთახიდან გავიდა
-აუ გაეთრიე რა! - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და უკან გავეკიდე
*****************************************
ოთახში რომ ჩავედით ლიაკო სამზარეულოში იყო და რაღაცას აკეთებდა , ნინის უკნიდან მიეპარა და ჩაეხუტა ჩემს ბებიკოს , მე კიდევ ზომბივით მივყვებოდი უკან და საერთოდ არაფერზე არ მეფიქრებოდა გარდა ნინის სიტყვებისა
-ბები რა მინდა გკითხო - სიცილით გახედა ნინიმ ლიაკოს და სამზარეულოს კარადას შემოაჯდა
აბა მე გამეკეთებინა ეს? თმებით მითრევდა!
-გისმენ - ღიმილით გახედა ლიაკომ და ღუმელში რაღაც შეაცხო
-ჯერ რას აკეთებ ის მაინტერესებს? - წარბები აათამაში და მადიანად გააპარა თვალი ღუმელისკენ
-ხაჭაპურია ბე - ლოყაზე უჩქმიტა ლიაკომ
რა საყვარლები იყვნენ თითქოს მე საერთოდ არ ვარსებობ. რა მაგარია!
-ხო ბე რა მაინტერესებს , თქვენი სახლიდან ორი სახლის მოშორებით ვინ ცხოვრობს? - ღიმილით მიშტერებოდა ბებიაჩემს და მეც მაშინვე მივხვდი რომ ბიჭზე ეკითხებოდა
-დევდარიანებზე მეუბნები მგონი ბე - მანაც მაშინვე უპასუხა - მარინას სახლის გვერდით ხო? - თან ლაპარაკობდა თან ახალ ხაჭაპურს ამზადებდა
არადა სახლში სამ კაცზე მეტი არ იყო...
-კი კი - სიხარულით წამოიძახა
-ხო დევდარიანები ცხოვრობენ , ეხლა მგონი მათი ვაჟი ამოდის ხშირად თუ აქ ცხოვრობს არ ვიცი - ლიაკოც ძალიან კარგად ხვდებოდა რა იყო ნინის საუბრის მიზეზი მაგრამ არ ამხელდა
-ხო და ზუსტად ეს ბიჭი აინტერესებს ბე ნინიკოს! - როგორც იქნა მეც ჩავერთე საუბარში და ვცდილობდი ნინისთვის ნერვები მომეშალა მაგრამ არ გამომდიოდა
-ეგ ბიჭი დიდია თქვენთვის ბე - სიცილით გახედა ლიაკომ ნინის
-რამდენი წლისაა? - ნაღვლიანმა იკითხა ნინიმ
-ოცდაექვსისაა მგონი ან ეხლა ხდება - ღიმილით გახედა ლიაკომ და თვალებით მანიშნა მოდი დამეხმარეო
-და ეგაა დიდი ბე? - სავარაუდოდ იყვირა ნინიმ და კარადიდან ჩამოხტა
-ცხრამეტი წლის გოგოსთვის დიდი არაა? - ინტერესით გახედა ლიაკომ
-არა საერთოდ ბე! რა ქვია? - ღიმილი სახიდან არ შორდებოდა ნინის
-იოანე - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ლიაკომ
-მოიცა ეს ის იოანეა გიჟს რო ეძახდნენ? - ინტერესით გავხედე ბებიას და ერთ ხაჭაურს ფორმა მივეცი
-მაგასთან შედარებით გიჟი ხარ შენ! მასზე სერიოზულ ბიჭს მეორეს ვერ იპოვით დამიჯერე - დაიწყო იოანეს ქება ლიაკომ
-კაი რაში მაინტერესებს! - თავი გავაქნიე და ჩემს საქმეს დავუბრუნდი
-მე მაინტერესებს - წამოიძახა ნინიმ და ლიაკოსთან ახლოს მიჩოჩდა
-ბები რა გითხრა , იოანე ქვია დევდარიანია ოცდაექვსი წლის , კარგი ბიჭია ძალიან მაგრამ ოცნებებშიც არ წახვიდე - თავზე ხელი ჩამოუსვა ლიაკომ ნინის და ჩემსკენ წამოვიდა
-და რატომ ბე? - თავისას არ იშლიდა ნინი
-ესე ადვილად არავინ არ შეუყვარდება - თავი გააქნია ლიაკომ
-რატომ?
-ეგ უკვე ჩვენი საქმე არაა - გაუღიმა ლიაკომ და ნინიც მიხვდა რომ უნდა გაჩერებულიყო თორემ დათუქსვა არ ასცდებოდა
მე კია ამასობაში სიცილით ვკვდებოდი და ჩემი დაქალის იმედგაცრუებაზე ვხალისობდი
რა მაგარი გოგო ვარ არა?
ჰო ვიცი!
-და აქ ცხოვრობს იოანე ბე? - უკვე მე ჩავერთე საუბარში და ინფორმაციის მოძიება დავიწყე
-როგორც ვიცი კი - უკვე ეზარებოდა ამაზე საუბარი ლიაკოს
-და ჩვენ რატომ არ ვხედავთ ხოლმე? - გაკვირვებული ვუყურებდი
-მგონი გასაგებად ვთქვი ეგ შენი საქმე არაათქო თუ ვერ გაიგე? - სვანური მზერა მსტყორცნა ლიაკომ და მეც გამოვეცალე
ნინის ხელი ჩავავლე რომელიც მოწყენილი იჯდა და იქვე მდგარი ხაჭაპური თან გავიყოლე
ნინიმ ერთი ნაჭერი აიღო და ჩაკბიჩა , თან ტირილი უნდოდა და გეგონებოდათ ამით იმშვიდებს თავსო
ტელევიზორთან მივედით , ჯერ ის ჩამოვსვი მერე მე მივუჯექი გვერდით და კარგი ფილმის ძებნა დავიწყე
"უსაზღვრო სიყვარული" გადიოდა და არჩევანი აქ შევაჩერე
მიყვარდა ეს ფილმი მატირებდა ხოლმე და ეხლაც ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ ძალიან მესიამოვნებოდა მისი კიდევ ერთხელ ყურებდა
ნინის თვალები გაუნათდა კინოს დანახვისას და იოანე მიივიწყა
-ესე გინდა იოს გაცნობა? - უცებ მომინდა მის ნერვებზე მეთამაშა და კვლავ გავახსენე , თან იოანეს უკვე მოვუშინაურდი
-იო? - მობეზრებულმა გამომხედა ნინიმ
-ხო რა იყო ? იოანეს თქმა დამეზარა - გავუღიმე და ხაჭაპურს გადავწვდი
-კი მინდა - ისევ დაუნაღვლიანდა სახე და თავი მხარზე ჩამომადო
-გინდა გავიცნოთ? - წარბები ავათამაშე და კიდევ ერთმა გიჟურმა იდეამ გაიელვა ჩემს თავში
-როგორ? - თავი ასწია ნინიმ და გახარებულმა თვალები მომაპყრო
-რავი მაგას მოვიფიქრებთ - ღიმილით ვუთხარი და ამ სიტყვების მერე დაქალს სახიდან ღიმილი წაეშალა
-აუ დავაი რა - მხარზე ხელი მომარტყა და გამებუტა
-არა მართლა გავიცნოთ რა - სერიოზული სახით გავხედე და მანაც დაიჯერა ჩემი
-როგორთქო? - ტონს აუწია
-ხვალ დავუძახოთ - მეც მიკვირდა ეს სისულელეები საიდან მოდიოდა
-იოანე იოანეთქო ხო? - თავი გააქნია ნინიმ
-არა იო იოთქო - სიცილს ძლივს ვიკავებდი
ნინის არაფერი უთქვამს თვალები დახუჭა და უკან გადაწვა
-კაი მართლა დავიჯერო რამე მაინც არ უნდა მაღაზიაში და რო გამოვა დაველაპარაკოთ მაგას მაინც რა უნდა - ღიმილით ვუყურებდი დაქალს და თანდათან მასაც ეღიმებოდა
-და თუ არ მოუნდა მაღაზია? - თავი დახარა
-მაშინ მაღაზიას მოუნდება ის! - ამაყად წარმოვსთქვი და ფილს გავხედე
-რაა? - გაკვირვებულმა გამომხედა ნინიმ
-არაფერი ნახავ ხვალ - ვუთხალი და სახეთან ხელი ავუქნიე იმის ნიშნად რომ გაჩუმებულიყო
მას გაეცინა და გაჩუმდა
მერე ლიაკო მოგვიჯდა და ფილმის დეტალები დაწვრილებით გამოგვკითხა
ბოლოს ისე მომაბეზრა თავი მასაც ვუყვირე ჩუმად იყავითქო
ქალი შეკრთა , ჩხუბს აპირებდა მაგრამ აშკარა იყო ამის თავი არ ქონდა და ცოტა ხნით გადადო
ესე გავიდა რამდენიმე საათი და ორივეს ჩაეძინა
ორივეს თავი ჩემს მხარზე იდო და უკვე ვგრძნობდი რომ ლავიწებს ვკარგავდი
წამოვდექი , ტელევიზორი გამოვრთე და ოლედი მოვიტანე რომ არ შესციებოდათ
მე კი გარეთ მომინდა გასეირნება
გავედი და მთვარეს ვუყურებდი , ამ დროს ჩემი ცხენის ხმა გავიგე და მივხდი რომ მასაც უნდოდა გასეირნება
მას მიკის ვეძახდი , პატარობაში შევარქვი და რატომ ეს არავინ არ იცის , ამაზე დამცინოდნენ მაგრამ დღემდე ეს სახელი შერჩა
ჩემს გარდა არავის არ იკარებდა და ამიტომ მიყვარდა ყველაზე მეტად
თან მამაჩემის საჩუქარი იყო , ეხლაც მახსოვს როგორ გამიხარდა და როგორ მიუკადრისა თავიდან
მიკისკენ წავედი და საჯინიბოში ღიმილით შევედი
-აბა ჩემო თეთრო რაშო გავისეირნოთ? - გამოვიყვანე და ჩემი ადგილი დავიკავე
მის თანხმობას არ დავლოდებივარ ისე გავედით გარეთ და ქუჩას გავუყევი
თან ვეფერებოდი და მამაჩემს ვიხსენებდი , ირგვლის სამარისებური სიჩუმე იდგა
იოანეს სახლთან შევჩერდი და მივაშტერდი , შუქი ენთო და გამეღიმა
ჩემნაირი გიჟი ვიპოვეთქო
ამ დროს საიდანღაც მანქანა გამოვარდა და შიშისგან კინაღამ იოანეს ეზოში შევვარდი
-ეს სოფლელები! - გავიგე ვიღაცის ხმა და ჩავიცინე
შემდეგ ცხენი მოვატრიალე და მანქანას გავეკიდე...

*********************************
გავაგრძელო?



№1  offline წევრი Nini123456

კი აუცილებლდ გააგრძელე

 


№2  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს ძაან.

 


№3 სტუმარი hipo

abaa ise sheidzlebaa ? imediaa ganarrdzoob ! au tavebs xo gazrdi ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent