შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათხოვარი (4 თავი)


9-08-2016, 16:40
ავტორი murachashvili
ნანახია 4 229

მეოთხე თავი
- მე მთავაზობთ?! - ისევ არ მჯერა. ველოდები, როდის მეტყვის, რომ სულელურად მეხუმრა, თუმცა ის ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავს მიქნევს - არც კი მიცნობთ, ასე მენდობით?!
- რატომღაც ვიფიქრე, რომ მათხოვრობა შენი საქმე არაა, თუ დამეთანახმები, მამაჩემის რესტორანია. ასე რომ, უარს ნამდვილად არ მეტყვის. უბრალოდ გნახავს, გაგესაუბრება და...
ამის გაგონებაზე გაოცებისგან თვალები უფრო მიდიდდება, როგორ შეიძლება ამ ფორმაში ვინმეს მოვეწონო?! ალბათ ეჭვები სახეზე მაწერია, ყოველ შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მიმიხვდა ფიქროებს, აშკარად დაუსმელი კითხვის პასუხს მეუბნება:
- მეტროდან ავალთ თუ არა, ქუჩის მოვაჭრეებთან სუფთა, უბრალო კაბა ვიყიდოთ, აქვე, კიევის ქუჩაზე აბანოა, მოწესრიგდები და...
- ამას რატომ აკეთებთ?! - ენის წვერზე მომდგარ კითხვას ვერ ვაჩერებ და ხმამაღლა ვაჟღერებ.
- არ ვიცი, - მხრებს იჩეჩს - უბრალოდ მინდა დაგეხმარო!... - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს საკუთარი ქცევით ჩემზე ნაკლებად არც თვითონაა დაბნეული. - პასუხი მაინც არ გითქვამს, გინდა იქ მუშაობა?!
- რა თქმა უნდა, ოღონდ მიმტანობას ვერ შევძლებ, - რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, უკვე სამუშაო ადგილსაც კი ვარჩევ - ხალხთან რაც ნაკლები შეხება მექნება ის მინდა, სადმე მოფარებულში, თუნდაც ჭურჭლისმრეცხავად!
- ჭურჭლისმრეცხავად?! - ეჭვით მიმზერს, გაოცების ნიშნად ოდნავ ქაჩავს თვალებს, თუმცა ხმამაღლა არაფერს ამბობს: - რატომღაც არ მიკვირს! - ყრუდ, თითქოს საკუთარ თავს ეუბნება ის.
ნელი ნაბიჯით, გვერდი-გვერდ მივდივართ მე და პატრულის ფორმაში ჩაცმული დაცვის თანამშრომელი, რა ვქნა ვერა და ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ ის პოლიციის წარმომადგენელია და არა უბრალო დაცვის თანამშრომელი, მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, რატომღაც აზრადაც არ მომდის ვკითხო, გონებაში ისევ „დაცვის თანამშრომელს“ ვუწოდებ, პერიოდულად კი კუთვნილებით ნაცვალსახელ - „ჩემსაც“ ვუმატებ, აშკარად ვერ ვარ კარგად.
ვგრძნობ გამვლელთა ცნობისმოყვარე მზერას, ცოტა არ იყოს მაღიზიანებს მათი ინტერესი, არადა, იყო დრო მიხაროდა და მაბედნიერებდა. ვცდილობ გამოვიცნო რას ფიქრობენ, მაგრამ გულგრილობისა და ზიზღის ნიღაბს იქით, მიჭირს მათი ნააზრევის გაგება. საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძება გულს მტკენს, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს.
ჩემი დაცვის თანამშრომელი ქუჩის გამყიდველთან კაბას მირჩევს, მე უხერხულობისგან თითებს ვიმტვრევ, არც კი ვუმზერ მატერიას, რომელსაც ხელში ატრიალებს, თითქოს ჩემი პროპორციების დადგენას ცდილობს, თუმცა აშკარად უჭირს, ამ ძონძებში ის კი არა, მეც ვეღარ ვიგებ როგორი ტანი მაქვს. საბოლოოდ თითქოს რაღაც შეარჩია, სადა შავი კაბა, მკერდიდან გადაჭრილი, თავისუფალი სტილის, ალბათ მუხლამდე მომერგება, ან იქნებ ცოტა ქვემოთაც.
დასმულ კითხვაზე, მომწონს თუ არა, ინსტიქტურად ვუქნევ თავს, რა მნიშველობა აქვს რა მეცმევა, განა ამით შევიცვლები?! როგორც იქნა შერჩეულ კაბას პოლიეთილენის იასამნისფერ, როგორც უწოდებენ „დუბაის პარკში“ დებენ და გვაწვდიან, თან გამყიდველი მიწოდებულ კუპიურას ბარაქის ნიშნად რამოდენიმეჯერ საქონელზე ატარებს და რაღაც, გაურკვეველს ბუტბუტებს.
ჩვენი ვაჭრობა ამით არ სრულდება, კაბის შერჩევის შემდეგ გვერდით საცვლებით მოვაჭრესთან ვინაცვლებთ, რათქმა უნდა ეს რომელიმე მოდური ბრენდის საცვლები არაა, თუმცა ჩემთვის პლეიბოის საცვლებს უდრის.
- იქნებ შენით აგერჩია?! - გვერდულად, რატომღაც ირონიულად მეუბნება ის.
მისი ტონი ზედმეტად მწყინს, ამ ბოლო დროს აშკარად მგრძნობიარე გავხდი, ამის მიზეზს კი ვერ ვიგებ, საკუთარ ფიქრებზე მეცინება და ვცდილობ აბეზარი აზრები თავის ქნევით მოვიშორო.
ვწითლდები, თვალის ზომით პირველად ვარჩევ საცვლებს, მით უმეტეს მამაკაცთან ერთად. ის კი თითქოს ერთობა, ამჯერად თვალებდაწვრილებული, მხიარული სახით მიმზერს. ღრმად ვსუთქავ, ვცდილობ მის მიმიკას ყურადღება არ მივაქციო, შეძლებისდაგვარად ფარულად, რამოდენიმე შეკვრიდან სასურველი ზომის, შავი ფერის ლიფსა და ტრუსს ვარჩევ და შეფუთვას ვთხოვ გამყიდველს, რომელიც თითქოს განგებ თხელ, გამჭვირვალე პოლიეთილენის ცელოფანში დებს და მას აწვდის, თუმცა რაა გასაკვირი, თანხას ხომ ის იხდის?! ისედაც დაძაბული, ორმაგად ვღიზიანდები, ხმას არც ვიღებ. თავდახრილი, აჭარხლებული, უსიტყვოდ მივყვები კიევის ქუჩისკენ, აქ აბანო თუ იყო არც კი ვიცოდი.
ქუჩაშიც კი იგრძნობა შენობიდან გამოსული დახუთული, უსიამოვნო ნესტის სუნი. ჩემს კეთილისმყოფელს უცნაურად შინაურულად ხვდება მიმღებში მჯდომი ზედმეტად გადაპრანჭული არსება, მისთვის ქალის წოდება ცოტა არ იყოს რთულია. ზედმეტად სქლად წასმულ მაკიაჟში აშკარად მიჭირს მისი ასაკის დადგენა. ცხოვრებაში პირველად ვნახე მამაკაცის ნახვით ასე აცანცარებული, საქციელდაკარგული ქალი.
- ბატონო, სანდრო! - პირფერული ღიმილით გვეგებება კარებში, ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა ვიგებ ჩემი დაცვის თანამშრომლის სახელსაც.
- „სანდრო?! რას ვერჩი მშვენიერი სახელია!“ - მხრებს ვიჩეჩ და გაოცებული ვაკვირდები გვერდით მდგომ მამაკაცს.
არა, ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება. ნავარჯიშევი, მაღალი, კუშტად შეკრული შუბლი რომ არა, საკმაოდ სიმპატიურსაც უწოდებდი, თუმცა უნდა ვაღიარო ალბათ მის უხეშობასაც აქვს ხიბლი. მზერა თვალებადქცეულ ქალზე გადამაქვს, მამაკაცს წუწკი მელასავით ისევ დაშაქრული, ვნებააშლილი მზერით უმზერს და მისი ყურადღების მიქცევას ცდილობს. მეცოდება ეს ქალბატონი, აშკარად ძნელი წარმოსადგენია მათი წყვილი,თუმცა თუ მამაკაცის თვალებში გამკრთალი სხივით ვიმსჯელებ, ვხვდები რომ გამორიცხული არაფერია.
ქალი კი თითქოს ისევ არ მიმჩნევს, როგორც წესი სხვისი გრძობების დაცინვა არ მახასიათებს, მაგრამ იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, იმდენად გულისამრევად, რომ მთელი გულით ვცდილობ ხარხარი შევიკავო, თუმცა სახეზე გაპარულ ღიმილს მაინც ვერ ვიკავებ, როგორც ყოველთვის კუშტი სახით მიმზერს სანდრო, ჩემი რეაქციის დანახვაზე, მასაც ჩუმად ეღიმება.
- ნომერი უკვე მოამზადეთ?! - ხმას ისერიოზულებს და ისე ეკითხება ქალს.
- რა თქმა უნდა. თქვენი ნომერი თავისუფალია. მე გამოგყვებით...
- საჭირო არაა, გზას ჩვენითაც გავიკვლევთ!... - ცივად აჩერებს მამაკაცი.
- ნომერი ამ... - რამოდენიმე წამით პაუზას აკეთებს ქალი, თითქოს არჩევს რა ტერმინით მომიხსენიოს - გოგონასთვის გნებავთ?!
- დიახ!
ქალი მტრულად მიმზერს, თვალების ფახუნით ცდილობს წყენის დაფარვას და ისევ საკუთარ ადგილს უბრუნდება. აშკარად ვერაა დალაგებული, ნეტა რა იფიქრა, სად მე და სად სანდრო?!.
- ნომერში შეხვალ და მოწესრიგდები, აბაზანის მისაღებად რაც გჭირდება ყველაფერი იქ დაგხვდება, მე მოსაცდელში დაგელოდები!. - სანდრო თითქოს ბრძანებას გასცემს, მარცხნივ მდებარე პატარა კარებისკენ მითითებს და იქვე მტოვებს, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ზედმეტადაც კი ჩქარობს მიმღებში დაბრუნებას.
ვერასოდეს მიხვდები ამ კაცის განწყობას, თითქოს თბილია ამავე დროს კი ასეთი მბრძანებლური. მხრებს ვიჩეჩ გაოცების ნიშნად, ან რა მეთქმის?! სად მცალია დაცვის თანამშრომელზე ფიქრისთვის, წინ ამხელა სიამოვნება მელის, ცხელი აბაზანა.
უცნაური შეგრძნებაა, ამდენი თვის შემდეგ ცხელი დგუშის ქვეშ დგომა. გაყინული სხეული ნელ-ნელა ლღვება, ჩემში თითქმის გამქრალი, გადაგვარებული შეგრძნებები ისევ იღვიძებს, ხელზე შამპუნს ვისხამ, ჭუჭყისგან გაუხეშებულ თმაზე ვისვამ და ვგრძნობ რომ ვცოცხლები. ერთ დროს საკმაოდ მბზინვარე, მოწითალო თმიდან შავი წყალი ჩამომდის და ისევ ჩვეულ ფერს ვიბრუნებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სუნთქვა დავიწყე.
პირსახოცს თავზე ვიხვევ და დაორთქლილ სარკეს ხელით ვწმენდ, სიმართლე გითხრათ ისე მივჩერებივარ საკუთარ გამოსახულებას თითქოს ვერ ვცნობ. პატარა ბავშვივით მიხარია იმის აღმოჩენა, რომ ჭუჭყსა და სიბინძურეს ჩემთვის ბევრი არაფერი დაუკლია, სარკიდან ისევ ჭროღა თვალება, მწითურთმიანი ლამაზმანი მიმზერს, თუმცა თვალებში ადრე არსებული ჭინკების ნაცვლა სევდას და ტკივილს დაუსადგურია. სულ ცოტა ხნის წინ შეძენილ საცვლებს ვირგებ, სანდროს შერჩეული კაბაც ტანზე იმდენად კარგად დგას, თითქოს ჩემთვის იყოს შეკერილი, ხელით ვეფერები ნაზ მატერიას, უბრალოა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. სენტიმენტები მაწვება და სიხარულის ცრემლებიც უკითხავად მიიკვლევენ გზას.
ვდგავარ ასე საკუთარ ანარეკლს მიჩერებული და ისევ წარსული მახსენებს თავს, დაუსრულებელი მოგონებების კორიანტელი.

სვანეთიდან დაბრუნებულმა უკვე ვიცოდი, რომ ორ თვეში მასწავლებლები თბილისში ბრუნდებოდნენ. მათთან ერთად წამოსასვლელად მეც ვემზადებოდი. გაორმაგებული ძალებით ვვარჯიშობდი, ბედნიერებისგან შეიძლება ითქვას ჰაერში დავფრინავდი. გაკვეთილების შემდეგ დარბაზში გვიანობამდე ვრჩებოდი და ვცეკვავდი, ძილშიც კი ვმოძრაობდი. ასე ვიყავი იმ დღესაც.
საკმაოდ ხანგრძლივი ტრიალის შემდეგ, თავბრუდახვეული, დაღლილი, თუმცა საკუთარი თავით კმაყოფილი, ჩვეულებისამებრ ბუდას ფორმაში ჩავჯექი და მხიარულად ავკისკისდი. სწორედ ამ დროს, სარკეშივე შევამჩნიე შავებში ჩაცმული მამაკაცის სილუეტი, მისი ირონიულად მომზირალი თვალების დანახვაზე უსიამოვნოდ გამცრა.
- ოდესმე იღლები?! - თითქოს ჩემი რეაქცია ვერც კი დაინახაო, კარგი მეგობარივით მხარზე დამეყრდნო და თვითონაც გვერდით მომიჯდა. უსიამოვნოდ გამაჟრჟლოლა, გამაცია მისი ცივი ხელების შეხებისგან, ინსტიქტურად მოვარიდე მარწუხებივით მოჭერილ თითებს მხარი.
- უკვე დავიღალე და მივდივარ! - მყისვე ფეხზე წამოვხტი.
-ძალიან კარგი, მეც თქვენი სოფლისკენ მოვდივარ, წაგიყვან!...
- არ არის საჭირო! - თითქმის წამოვიყვირე მე.
- შემთხვევით, ჩემი ხომ არ გეშინია?! - დამცინავად მიმზერდა ის.
აშკარად უნდოდა ჩემთვის თავმოყვარეობა შეელახა, რასაც რაოდენ გამაღიზიანებელიც არ უნდა ყოფილიყო, აშკარად ახერხებდა. საკუთარი გულისცემა მეც კი მესმოდა, ვიგრძენი შიში ნელ-ნელა სიბრაზემ როგორ შეცვალა.
- მე არავისი არ მეშინია, მათ შორის თქვენიც.
- მართლა?! არადა ისე იქცევი... - დასაშვეზე მეტად ახლოსაც კი მოიწია მან. მისგან წამოსულმა ალკოჰოლის სუნმა ცხვირი ამწვა და ზიზღით დავიჯღანე. ინსტიქტურად უკან დავიხიე და ბეჭებით კედელს მივეყუდე. - როგორც არ უნდა უარყო, ვხედავ რომ გეშინია, ოღონდ ვერ ვიგებ რატომ, შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია?! პირიქით, არც კი იცი, როგორ მომწონხარ, როგორ... - ზემოდან დამყურებდა ის, ნელ-ნელა ჩემკენ იხრებოდა და ალბათ მაკოცებდა კიდევაც.
- არ გინდათ, გთხოვთ!...- საკუთარ თავზე გავბრაზდი, ყვირილის ნაცვლად ამ არაკაცს შეჩერებას რომ ვემუდარებოდი.
- ეს „თ“ მოაშორე, გესმის, ჩემთან საუბარში „თ“ მოაშორე! - მოულოდნელად გააფთრებულმა შემანჯღრია მან. - რა „თ“, მე ვარ, გესმის?!...- ადამიანის ასე წუთში შეცვლა არასოდეს მენახა, ჩვეული ირონიული მზერა ჩასისხლიანებულმა წითელმა თვალებმა ჩაანაცვლა. სადღა ახსოვდა რამდენიმე წამის წინ ჩემს კოცნას რომ აპირებდა, მხრებში ჩაფრენილი მთელი ძალით მანჯღრევდა.
- არ მინდოდა, თქვენი შეურაცყოფა არც კი მიფიქრია!... - უღონოდ ვცდილობდი, გაგიჟებულს ხელიდან გავსხლტომოდი.
- თქვენი?! ჩემი გაგიჟება გინდა?! ვინ ვარ მე?! მე შენი მომავალი ქმარი ვარ, თუ არ იცი, გეტყვი, ვახო მქვია. რა თქვენი, რა შუაშია თქვენი? „თ“ მოაშორე მეთქი არ გითხარი?! ჩემი ხარ შენ, გგონია იმ დეგენერატებთან ერთად წასვლის უფლებას მოგცემ?! არ ვუარყოფ, კარგად ცეკვავ, ძალიან კარგად, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის იცეკვებ, ჩემი ხარ!... - უხეშად გამოკვეთა ბოლო სიტყვები - ვერავინ გაბედავს შენს წაყვანას, შეუშვი მაგ დებილ თავში!....- თავში უხეშად ჩამიკაკუნა ხელით.
შეურაცყოფისა და შიშისგან ბოღმა მაღრჩობდა, ხმის ამოღებას ვეღარ ვბედავდი. - ჩემი ხარ, გესმის?! ... - ნერვებისგან ისევ ცახცახებდა, დუჟი მოსდიოდა პირიდან, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ფსიქიკურად აშკარად გაუწონასწორებელ ადამიანთან მქონდა საქმე და მე როგორც ყვალაზე „იღბლიანს“ აშკარად ზედმეტად გამიმართლა.
თვითგადარჩენის ინსტინქტი საოცარი რამ ყოფილა, გონება გამალებით მუშაობდა და გამოსავალს ეძებდა:
- გავიგე, დამშვიდდი, გთხოვ! - შეძლებისდაგვარად დავუყვავე, ზედმეტად ალერსიანადაც კი მივმართე - არსად არ მივდივარ, რათქმა უნდა არ წავალ, შენ ხომ ვერ იგატოვებ!...- საბედნიეროდ ჩემს ხმაში გაპარულ ირონიას ვერ გრძნობს.
თითქოს გონს მოვიდა, მართალია ისევ გახშირებულად სუნთქვავდა, მაგრამ ნელ-ნელა მარწუხებივით შემორტყმული ხელებიც მოადუნა, გამიშვა, რამოდენიმე ნაბიჯით უკანაც კი დაიხია. შეშინებული გაფართოებული თვალებით ვუმზერდი და ნებისმიერ წუთს ისევ ველოდი შემოტევას. მისთვის თვალის მოუშორებლად, ფრთხილი, ნელი ნაბიჯით გასასვლელისკენ მივიწევდი, როგორც იქნა კარებამდე მივაღწიე და ეზოში დაფეთებული გავვარდი. შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე, როცა იქვე მდგომი ძია ლექსო დავინახე, აკანკალებული მაშინვე ჩავეხუტე და ავტირდი.
- რა მოხდა, ვინმემ შეგაშინა?! - ხმა გაებზარა კაცს.
- არაფერი, არაფერი!... - ვლუღლურებდი და ვცდილობდი როგორმე ცრემლები შემეჩერებინა.
- ოხ, მე ამის... - უწმაწურად შეიგინა მამაკაცმა, როგორც კი დარბაზიდან ქურდულად გამომძვრალი, მისი ავტომობილისკენ წასული, ბეჭებში მოხრილი ვახო დაინახა. - რამე ხომ არ დაგიშავა?! არაფრის თქმა არ გსურს?! - ეჭვით გამომხედა ძია ლექსომ.
უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. იქნებ სჯობდა კიდევაც მეთქვა, გამემხილა ჩვენს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, მაგრამ მაშინ რატომღაც სიმართლის დამალვა ვამჯობინე, უბრალოდ შემეშინდა, არ იფიქროთ ჩემს გამო ვწუხდი, არა ამჯერად ძია ლექსოზე ვფიქრობდი, არ მინდოდა ჩემს გამო ზედმეტი პრობლემები შეჰქმნოდა თუნდაც ვახოსთან. ალბათ შევცდი, მაშინ რომ სიმართლე გამემხილა იქნებ ჩემი ცხოვრებაც სრულიად სხვა მიმართულებით წასული.
საკუთარი თავი ზედმეტად შემეცოდა, ხელის მტევნებით მოვიწმინდე ისევ უკითხავად წამოსული ჯიუტი ცრემლები.
- ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვო, მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ! - თითქოს ჩემს თავს ვამხნევებ, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ნომრიდან გავდივარ.

სანდრო დაპირებისამებრ მისაღებში მიცდის, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ აშკარად არ დაუტანჯავს თავი მარტო ყოფნით, მშვენივრად ერთობოდა მისით ზედმეტად მოხიბლულ ქალბატონთან კურკურით, მის საქციელს ლოდინს ნამდვილად ვერ დავარქმევდი. არ გეგონოთ თითქოს ვაჭარბებ ან ეგოიზმი მალაპარაკებს, უბრალოდ აღვწერ რაც დავინახე და დასკვნებიც თქვენით გამოიტანეთ.
ვდგავარ შესასვლელში უაზროდ გაჩხერილი და ვუმზერ სავარაუდოდ ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ მომცრო ზომის ოთახში, კომპიუტერის გორგოლაჭიან, ზურგმომძვრალ სკამზე მჯდომი სანდრო იმ გაპრანჭულ არსებასთან ერთად ლეპტოპის მონიტორს როგორ ჩასცქერის და გულიანად ხარხარებს. ქალიც ისე იქცევა თითქოს სანახაობით აშკარად ზედმეტად გამხიარულებული თავს ვერ იკავებს და წონასწორობის შესანარჩუნებლად მხარზე მსუბუქად ეყრდნობა, თუმცა მე თუ მკითხავთ, ამას მსუბუქი დაყრდნობა ნამდვილად არ ჰქვია, ზომაზე დიდი მკერდით სანახევროდ შებრუნებული წურბელასავით ეტმასნება მამაკაცს, რომელიც აშკარად არაა ასეთი სიახლოვის წინააღმდეგი. იმის მაგივრად რომ მათთან შევიდე, რატომღაც კარებს ვეფარები და ჩემსდაუნებურად მათ თვალთვალს ვაგრძელებ.
- ამ ქალს ამხელა მკერდი თუ ჰქონდა, რატომ ვერ შევნიშნე?! - რატომღაც ვფიქრობ და საკუთარ მკერდს ვადარებ.
მათი ასეთ პოზაში დანახვა სულაც არ მსიამოვნებს, უცნაური გულისრევის შეგრძნება მეუფლება, როცა სანდრო ქალს თითებზე ეფერება. დაგენიძლავებით, რომ ვკითხო, კომპიუტერში რას უყურებთქო, ვერ მეტყვიან.
ძნელია იმის თქმა რა უფრო მაღშფოთებს, მათი ქცევა, თუ მათი დანახვით გამოწვეული ჩემი არაადეკვატური რეაქცია. რატომღაც ისეთი შეგრძნება მიჩნდება თითქოს გარშემო ხალხის, მათ შორის ჩემი არსებობაც კი დაივიწყეს, აღარც კი ახსოვთ რომ მელოდებოდნენ. კარგით, ის ქალი ალბათ არ მელოდა, მაგრამ ჩემი დაცვის თანამშრომელი?! ჰმ, ისევ ჩემი!...
- ჰა, ჰა, ჰა...- მინდა ირონიულად დავცინო საკუთარ თავს, მაგრამ არ გამომდის, მკერდში უჩვეულოდ მტკივა და ცრემლები მაწვება - ის უბრალო, ტიპიური მამაკაცია, რომელსაც ცხადია ქალები იზიდავენ, ამაში გასაოცარი არაფერია! - ჩუმად ვუმეორებ საკუთარ თავს და ვცდილობ სახის ფოკუსი გავასწორო.
უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ემოციურობა საკუთარი თავისგან ზედმეტად მეხამუშება, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უზნეო ბავშვივით სხვის პირად ცხოვრებაში ვეჩრები და დაუკითხავად ვყოფ ცხვირს. რა მნიშვნელობა ჰქონდა ვის მიეფერებოდა ან საერთოდაც ვისთან იქნებოდა?! თითქმის არ ვიცნობ, იმის მაგივრად მადლიერი და კმაყოფილი ვიყო, ძლივს ამ წუმპიდან ამოსვლის საშუალება მეძლევა, უკმაყოფილო, გაბუტული სახით მივჩერებივარ. ვხვდები, რომ უაზროდ ვიქცევი, მაგრამ საკუთარ გრძნობებს მაინც ვერაფერს ვუხერხებ, აშკარად არაბუნებრივად გაცოფებული გულში ვლანძღავ მამაკაცს:
- ფუ, საზიზღარი, ღორი, ნაძირალა!...
თითქოს ჯიბრით ისინი ალერსის ეშხში შედიან, ვხედავ, ქალი მამაკაცის მუხლებზე მოხერხებულად როგორ თავსდება, სანდროც არ ახანებსა, ხელებით მკლავების ნაცვლად ამჯერად ქალის დუნდულებისკენაც ინაცვლებს, მისკენ უფრო ძლიერად იზიდავს და ტუჩებში იმდენად ვნებიანად კოცნის, რომ მე უხერხულობისგან თვალებსაც კი ვხუჭავ.
აქ დგომას აზრი არ აქვა, სხვას რომ ვერაფერს ვფიქრობ, ერთმანეთთან მოალერსე წყვილის ყურადღების მისაპყრობად, კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ და ხმამაღლა ვახველებ. ვერ ვიგებ მათ ნაცვლად მე რატომ მაწუხებს დანაშაულის შეგრძნება, ალბათ, სასაცილოდ გამოვიყურები, კარებში დამნაშავე ბავშვივით აწურული, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი განცდა მიჩნდება.
ქალი უკმაყოფილო სახით ბრუნდება კარებისკენ, გაოცებულები და თვალებგაფართოებულები მიმზერს, თითქოს უკვირს, როგორ გავბედე მათთვის მყუდროების დარღვევა.
- რამე გნებავთ, ქალიშვილო?! - ვაჟის კალთიდან არც კი დგება, ისე მეკითხება და უკანასკნელი სიტყვას გასაკუთრებული მახვილით წარმოსთვამს.
- „დავიჯერო ვერ მცნობს?!“- დაბნეული ამჯერად შუბლშეკრულ სანდროს ვუმზერ და ორმაგად ვრწმუნდები საკუთარი ვერსიის სისწორეში - არა, არაფერი, უბრალოდ ბანაობა დავამთავრე!...- ჩუმად ვლუღლუღებ მე.
მისი რეაქცია არასოდეს დამავიწყდება, ჩემი ხმის გაგონებაზე ადგილიდან დენდარტყმულივით წამოდგა. დავიფიცებ, დუმილი რომ არ დამეღვია ვერც კი მიცნობდა, დიახ, ნამდვილად ხმით მიცნო. არ ვიცი, მის მზერაში რა დავინახე. ამას აღტაცება ან მოწონება ნამდვილად არ ჰქვია, თითქოს საგამოფენო ექსპონატი ვარ, რომელსაც ყურადღებით აკვირდება, აშკარად ნანახის სისწორეში დარწმუნება სურს, რამოდენიმეჯერ ახამხამებს თვალებს, გაოცებას ნელ-ნელა სახეზე გამოხატული ღიმილი უცვლის, სავარაუდოდ ჩემი ვიზუალით კმაყოფილია, ან იქნებ აღტაცებულიც კი, თუმცა როგორც ყოველთვის ემოციების მოთოკვას ახერხებს, თვალები უწვრილდება და სულ ოდნავ შესამჩნევად მიღიმის, ეს არის და ეს. ვდგავარ ასე საგამოფენო ექსპონატივით შუა მისაღებში, კაბის ბოლოს ნერვიულად ვაწვალებ და დუმილის დარღვევას ვერ ვბედავ, ჯერ კიდევ სანახევროდ ნესტიანი, წყლისგან ზამბარებივით დახვეულ თმა თითებით ისე გავისწორე თითქოს ეს რამეს შეცვლიდა.






№1  offline მოდერი sameone crazy girl

აუუ როგორ მომწონს სულ მეტი და მეტი მინდა წავიკითხო ვერ ვკმაყოფილდები ისე მაინტერესებს რა მხოდება love
გელი გელი მოგელი

 


№2  offline მოდერი ლილიანა

საოცრება ხარ ❤
უბრალოდ დეტალებში იმდენად წვრილმანდები,რომ საბოლოოდ მთელ თავში ფაქტების წინსვლა არაა.თუმცა ემოციებიც კაია.აბანოში წყვილის შესწრების დროს მისი ემოციები საოცრად გადმოეცი.მავრამ იყო წვრილმანი რამაც გადატვირთა ისტორია.ანუ რას ვგულისხმობ :) მინდა მეტი მოვლენათა წინსვლა ერთი თავის პირობაზე.მე მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი ემი

უუფ, ძალიან მომწონს მე "ჩემი დაცვის თანამშრომელი"... ცოტა თბილი, ცოტა მკაცრი... სადაც საჭიროა მბრძანებლურიც კი... ნუ ქალებიც ეყვარება, აბა რაა... winked

 


№4  offline წევრი neilo

momwons....zalian....es lodini sashineli raamea....

 


№5 სტუმარი მკ

ძალიან მომწონს ნამდვილად

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რა გითხრა ჩემო კარგო ძალიან კარგი იყო მაგრამ არ მეყო რა ვქნა შენი ისტორიები არასდროს მყოფნის სულ უფრო და უფრო მეტი მინდა... ძალიან მომეწონა სანდროს რასაც ქვია პირი რომ დააღებია ამ გოგომ... მეტის ღირსია... ძალიან მომწონს ეს იატორია და ჩემი თხოვნა იქნება ამ ისტორიის მამაკაცი სუსტი არ წარმოაჩინო რა ძალიან მინდა შენს ისტორიაში ძლიერი მამაკაცის გაცნობა რომელმაც იცის რა უნდა და სად როგორ უნდა მოიქცეს... მოკლედ ჩემო კარგო ძალიან მიყვარხარ და ასე გააგრძელე... არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი წერის სტილი როგორ იხვეწება უფრო და უფრო და ეს საშინლად მომწონს..

რაც შეეხება თავების დაგვიანებით დადებას მახსოვს წინა ისტორიის დასრულებისას გვითხარი რომ სანამ ისტოტიას არ დაასრულებდი მანამ არ დადებდი საიტზე ახალ ისტორიას და მკითხველის (მათ შორის ჩემიც) თხოვნა იყო ასე არ მოქცეულიყავი და თანახმა ვიყავით გვეცადა იმდენი რამდენიც შენ დაგჭირდებოდა ახალი თავის დასაწერად ასე რომ არამგონია ვინმეს პრეტენზია უნდა ქონდეს ახალი თავის დაგვიანების გამო...

 


№7  offline მოდერი Behandice

შესანიშნავი თავი იყო,ძალიან მომეწონა! love მაგრამ ძალიან ნელ-ნელა მიდის წინ...საოცრად წერ და გადმოცემ გრძნობებს..როვამთავრებ კიდე მინდა რო წავიკითხო feel

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიანა
საოცრება ხარ ❤
უბრალოდ დეტალებში იმდენად წვრილმანდები,რომ საბოლოოდ მთელ თავში ფაქტების წინსვლა არაა.თუმცა ემოციებიც კაია.აბანოში წყვილის შესწრების დროს მისი ემოციები საოცრად გადმოეცი.მავრამ იყო წვრილმანი რამაც გადატვირთა ისტორია.ანუ რას ვგულისხმობ :) მინდა მეტი მოვლენათა წინსვლა ერთი თავის პირობაზე.მე მიყვარხარ შენ და შენი ისტორიები ❤❤❤

უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. love იძულებული ვარ დაგეთანხმო, ალბათ ზედმეტად ვწვრილმანდები, თუმცა მომენტებში იმდენად განვიცდი გვანცას ემოციებს, რომ ვცდილობ იგივე შეგრძნებები თქვენც გაგიზიაროთ, არ მინდა მომაბეზრებელი გახდეს, ალბათ საკუთარი გრძნობების მოთოკვა უნდა ვისწავლო wink სულ ცოტა ღა და განვითარებაც იქნება...

sameone crazy girl
აუუ როგორ მომწონს სულ მეტი და მეტი მინდა წავიკითხო ვერ ვკმაყოფილდები ისე მაინტერესებს რა მხოდება love
გელი გელი მოგელი

ემი
უუფ, ძალიან მომწონს მე "ჩემი დაცვის თანამშრომელი"... ცოტა თბილი, ცოტა მკაცრი... სადაც საჭიროა მბრძანებლურიც კი... ნუ ქალებიც ეყვარება, აბა რაა... winked

neilo
momwons....zalian....es lodini sashineli raamea....

მკ
ძალიან მომწონს ნამდვილად

თანდათან მივედით აწმყომდე, ალბათ ნელ-ნელა გვანცას და დაცვის თანამშრომლის ისტორიაც დაიწყება, იმედია შეინარჩუნებს სანდრო თქვენს მოწონებას, ვნახოთ რა გამოვა wink

უცნობი ქ
რა გითხრა ჩემო კარგო ძალიან კარგი იყო მაგრამ არ მეყო რა ვქნა შენი ისტორიები არასდროს მყოფნის სულ უფრო და უფრო მეტი მინდა... ძალიან მომეწონა სანდროს რასაც ქვია პირი რომ დააღებია ამ გოგომ... მეტის ღირსია... ძალიან მომწონს ეს იატორია და ჩემი თხოვნა იქნება ამ ისტორიის მამაკაცი სუსტი არ წარმოაჩინო რა ძალიან მინდა შენს ისტორიაში ძლიერი მამაკაცის გაცნობა რომელმაც იცის რა უნდა და სად როგორ უნდა მოიქცეს... მოკლედ ჩემო კარგო ძალიან მიყვარხარ და ასე გააგრძელე... არ შემიძლია არ აღვნიშნო შენი წერის სტილი როგორ იხვეწება უფრო და უფრო და ეს საშინლად მომწონს..

რაც შეეხება თავების დაგვიანებით დადებას მახსოვს წინა ისტორიის დასრულებისას გვითხარი რომ სანამ ისტოტიას არ დაასრულებდი მანამ არ დადებდი საიტზე ახალ ისტორიას და მკითხველის (მათ შორის ჩემიც) თხოვნა იყო ასე არ მოქცეულიყავი და თანახმა ვიყავით გვეცადა იმდენი რამდენიც შენ დაგჭირდებოდა ახალი თავის დასაწერად ასე რომ არამგონია ვინმეს პრეტენზია უნდა ქონდეს ახალი თავის დაგვიანების გამო...

მოგესალებით განსაკუთრებული სიყვარულით love მიხარია რომ მოგწონთ ახალი ისტორია, და ასე მანებივრებთ თქვენი კომენტარებით. ვნახოთ რას იზავს გვანცა და როგორ იყოჩაღებს სანდრო. რაც შეეხება პერსონაჟების, განსაკუთრებით კი სანდროს სიძლიერეს, რა გითხრათ, მე ამ ისტორიის პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, არ ვიცი რამდენად გამოუვათ გმირის როლის მორგება. ისინი ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც უბრალოდ სიყვარული შეუძლიათ. აი, რას იზამენ მათი გრძნობების გადასარჩენად კი ყველანი ერთად ვნახავთ fellow .

 


№9  offline აქტიური მკითხველი grafo

წინა თავის კონენტარზე ვეღარ გამოგეპასუხეთ, დამავიწყდა მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა:))). თქვენ ხომ ამბობთ, რომ უკვე იმ ასაკში ხართ, როცა "მაგარი გოგო ხარ"-ით მოგმართავენ მოგწონთ. ხოდა, კეთილი ინებეთ და ამ "მაგარი გოგო"-ს გადმოსახედიდან წერეთ და ისტორიაც მარილიანი გამოვა. მე ეტყობა რაღაცას არასწორად ვამბობ და თქვენც ვერ მიგებთ. უმარილიანობას სძენს ისტორიას ის (ჩემთვის), როცა მოქმედებას აღწერთ და დასკვნის საშუალებას არ მიტოვებთ, რაგან განმარტებასაც იქვე წერთ. აი, თუნდაც ამ ბიჭზე, ისეთები ჩაატარა რომ ვერ არის მაგას რათ უნდა დიდი მიხვედრა. თქვენ კი ადექით და განმარტება მოაყოლეთ, რომ ფსიქიკურად ვერ არის. სწორედ მსგავსი პატარა და არასაჭირო წინადადებები არ მონწონს თქვენს ისტორიაში. მართლა მგონია, რომ ამ ყველაფრის გარეშეც შეგიძლიათ წერა.სწორედ ამას გეჩიჩინებით ამდენი ხანი, რომ ეგეთი წინადადებები ამოიღოთ და გამარილიანდება ისტორია, თორემ გიჟი უნდა ვიყო რომ ლექსიკასთან და ისტორიის გამართულობაზე თქვენთან რამე პრეტენზია მქონდეს. და როცა ავტორი ასე ხარისხიანად წერს, გემრიელი ისტორია მინდა.
არა, მე მაინც მგონია რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე აგვიანებთ თავებს. მახსოვს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით-რომ ხშირად იმიტომ დებთ მკითხველი "მოიჩვიოთ", რადგან მწერლების ჩამონათვალში არ არის თქვენი სახელი და ა.შ. (ნუ, ეს ჩემეული ინტერპრეტაციაა, მაგრამ იმედია მიხვდით რისი თქმაც მინდა). ასე რომ, ქალბატონო ან'ნ'ა გარკვეულწილად მაინც თავში ავარდნასთან გვაქვს საქმე, ნუ შორიდან ასე სჩანს:)).

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

grafo
წინა თავის კონენტარზე ვეღარ გამოგეპასუხეთ, დამავიწყდა მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა:))). თქვენ ხომ ამბობთ, რომ უკვე იმ ასაკში ხართ, როცა "მაგარი გოგო ხარ"-ით მოგმართავენ მოგწონთ. ხოდა, კეთილი ინებეთ და ამ "მაგარი გოგო"-ს გადმოსახედიდან წერეთ და ისტორიაც მარილიანი გამოვა. მე ეტყობა რაღაცას არასწორად ვამბობ და თქვენც ვერ მიგებთ. უმარილიანობას სძენს ისტორიას ის (ჩემთვის), როცა მოქმედებას აღწერთ და დასკვნის საშუალებას არ მიტოვებთ, რაგან განმარტებასაც იქვე წერთ. აი, თუნდაც ამ ბიჭზე, ისეთები ჩაატარა რომ ვერ არის მაგას რათ უნდა დიდი მიხვედრა. თქვენ კი ადექით და განმარტება მოაყოლეთ, რომ ფსიქიკურად ვერ არის. სწორედ მსგავსი პატარა და არასაჭირო წინადადებები არ მონწონს თქვენს ისტორიაში. მართლა მგონია, რომ ამ ყველაფრის გარეშეც შეგიძლიათ წერა.სწორედ ამას გეჩიჩინებით ამდენი ხანი, რომ ეგეთი წინადადებები ამოიღოთ და გამარილიანდება ისტორია, თორემ გიჟი უნდა ვიყო რომ ლექსიკასთან და ისტორიის გამართულობაზე თქვენთან რამე პრეტენზია მქონდეს. და როცა ავტორი ასე ხარისხიანად წერს, გემრიელი ისტორია მინდა.
არა, მე მაინც მგონია რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე აგვიანებთ თავებს. მახსოვს თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით-რომ ხშირად იმიტომ დებთ მკითხველი "მოიჩვიოთ", რადგან მწერლების ჩამონათვალში არ არის თქვენი სახელი და ა.შ. (ნუ, ეს ჩემეული ინტერპრეტაციაა, მაგრამ იმედია მიხვდით რისი თქმაც მინდა). ასე რომ, ქალბატონო ან'ნ'ა გარკვეულწილად მაინც თავში ავარდნასთან გვაქვს საქმე, ნუ შორიდან ასე სჩანს:)).

wink wink wink გასაგებია თქვენი შენიშვნები მარიალიანობასთან დაკავშირებით, ვეცდები გამოვსწორდე, თუმცა ბოლომდე ვერ დაგპირდებით, ალბათ შეჯამება და საკუთარი დასკვნის ბოლომდე დაფიქსირება სისხლში მაქვს გამჯდარი და რთულად შესაცვლელი იქნება.(ეს უკვე პროფესიის გავლენაცაა) wink ოოო, რაც შეეხება თავში ავარდნას, აი აქ უფრო რთულადაა სიტუაცია ვიდრე წარმოგიდგენია, აქამდე სანახევროდ დაწერილი თავების გასწორებას თუ სამი დღე ვუნდებოდი, ახალი თავების წერას წარმოიდგინე რამხელა დროს მოვანდომებ fellow ამას თავში ავარდნა კი არა ამპარტავნებაში ჩავარდნა ერქმევა wink ოღონდ ეგ ჩემი ბრალი არ იქნება, გოგას უნდა დააბრალოთ სტატუსი რომ მომიმატა wink wink wink

 


№11 სტუმარი თა თუ

Chamoaqveitet es gogo da dados yoveldge... :D gsulilodinit lodinit. Kargi siujetia ucxo dzalian momwons...

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თა თუ
Chamoaqveitet es gogo da dados yoveldge... :D gsulilodinit lodinit. Kargi siujetia ucxo dzalian momwons...

wink wink wink

 


№13  offline ახალბედა მწერალი lullaby

დაახლოებით ვხვდებოდი, რომ ვახოს დატვირთვის პერსონაჟი გამოჩნდებოდა... არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამთ, გეგმა ასეთია... ეს სანდროს მამაკაცური გამოხდომები ცუდად მომხვდა თვალში, მაგრამ ვნახოთ ერთი, რას გეგმავ ამ პერსონაჟთან დაკავშირებით. თუმცა კეთილი რომაა უდავოა (ნუ ამჟამად ასე ჩანს).
გვანცა ამ თავში წინა თავებთან შედარებით რაღაცნაირი მეჩვენა. აი როგორ გითხრა, თამამი? არ ვიცი... თუმცა ალბათ იმედი ცვლის ადამიანს.
კი, აქა-იქ რაღაც ფრაზებმა მეც მომჭრეს თვალი, მაგრამ რას ვიზამთ, შენი ნაწერის შენ უკეთ იცი... ნუ სიუჟეტი კარგია და სიამოვნებით ვკითხულობ ;) ^_^

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lullaby
დაახლოებით ვხვდებოდი, რომ ვახოს დატვირთვის პერსონაჟი გამოჩნდებოდა... არ მესიამოვნა, მაგრამ რას ვიზამთ, გეგმა ასეთია... ეს სანდროს მამაკაცური გამოხდომები ცუდად მომხვდა თვალში, მაგრამ ვნახოთ ერთი, რას გეგმავ ამ პერსონაჟთან დაკავშირებით. თუმცა კეთილი რომაა უდავოა (ნუ ამჟამად ასე ჩანს).
გვანცა ამ თავში წინა თავებთან შედარებით რაღაცნაირი მეჩვენა. აი როგორ გითხრა, თამამი? არ ვიცი... თუმცა ალბათ იმედი ცვლის ადამიანს.
კი, აქა-იქ რაღაც ფრაზებმა მეც მომჭრეს თვალი, მაგრამ რას ვიზამთ, შენი ნაწერის შენ უკეთ იცი... ნუ სიუჟეტი კარგია და სიამოვნებით ვკითხულობ ;) ^_^

love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent