ხელოვნური სიყვარული (1 თავი)
ალბათ ხშირად მომხდარა ისე,რომ ერთ დროს ჩვენთვის საყვარელი რაღაც გვძულდება.ან მიზეზით ან უმიზეზოდ.მეც ასე შემემთხვა.ერთ დროს ჩემთვის უსაყვარლესი სეზონი,ჩემთვის ყველაზე საზიზღარი რამ გახდა.ზამთარი მეზიზღება,მძულს! ზამთარში მოხდა ის,რასაც ჩემ თავს ვერასდროს ვაპატიებ.ვწყევლი იმ ოცდახუთ იანვარს ექვსი წლის წინ რომ იყო.ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა მაშინ. თოვდა.თუმცა ამას თოვლსაც ვერ ვუწოდებთ,გზაზე თოვლის მაგივრად,ყინული იდო.მე და ჩემი ძმა მანქანაში ვისხედით და იმაზე ვჩხუბობდით თუ რატომ ცემა ჩემი თაყვანისმცემელი.ვჩხუბობდით მეთქი ხომ? მოგატყუეთ,მე ვეჩხუბებოდი. ის კი დუმდა და ჯიქურ არ მცემდა პასუხს.საშინლად გავბრაზდი,საჭეს ხელები დავსტაცე და რამდენიმე წამში მანქანა ყინულზე სრიალებდა.შიშმა შემიპყრო და საჭე საპირისპირო მიმართულებით შევატრიალე.ვინანე!ვნანობ!და ვიცი,მომავალშიც ვინანებ. მანქანა ხრამში გადავარდა. დღემდე მიკვირს როგორ გადავრჩი მე და როგორ გარდაიცვალა თემო.ამის შემდეგ შევიცვალე.აღარ ვარ ის მხიარული და ლაღი ალექსანდრა. გგონიათ დეპრესიაში ვარ და მოწყენილი,მომტირალი სახით დავდივარ?გამაცინეთ.არასდროს!შევიცვალე!გავხდი ისეთი ადამიანი რომელზეც ყველა ამბობს ამაყი,თავდაჯერებული იდიოტიაო.ბევრჯერ გამიგია მსგავსი შინაარსის წინადადებები: - თავისი თავი დიდი ვინმე გონია,ყველას რომ ჩაგრავს ამით მოაქვს თავი?თავდაჯერებული კა*პა. სიმართლე გითხრათ შევეჩვიე მსგავს სიტყვებს.გგონიათ ღირსი არ ვარ? ცდებით,ღირსი ვარ დავისაჯო.პასუხი ვაგო ჩემი ძმის მკვლელობის გამო.არ მსიამოვნებს ხალხზე შეურაწყოფის მიყენება,მაგრამ მსიამოვნებს როცა მლანძღავენ.ამის ღირსი ვარ.ხვალაც ოცდაოთხი იანვარია,ჩემი დაბადების დღე.ზეგ კი ჩემი ძმის გარდაცვალების დღე.ხვალ ოცდასამი წლის ვხდები.მახსოვს ჩემი 15 წლის იუბილე,თემომ რომ ტელეფონი მაჩუქა როგორი გახარებული ვიყავი.მეღიმება,ფეხზე ვდგები ,ჭიქა ნიჟარასთან მიმაქვს და ვრეცხავ.შემდეგ ვამშრალებ და დივანზე ვჯდები.მაღიზიანებს ოთახში დამკვიდრებული სიჩუმე.ხო,მარტო ვცხოვრობ ბათუმში.მშობლები,ბებია და ბაბუა კი რაჭაში.ბათუმში სწავლის გამო ვარ.სიჩუმეს ტელეფონის ხმა არღვევს.ტელეფონზე სახელი თეკლას ამოკითხვის შემდეგ თვალებს ვატრიალებ და მობეზრებულად ვაქნევ თავს. - გისმენ თეკლ.-ვცდილობ თავი მხიარულად მოვაჩვენო.ეს იმ ,,დაქალების" სიაში შედის,შემეტენეები რომ ქვიათ.რადგან უნივერსიტეტში ზემოთხსენებული სტატუსი მაქვს,ცდილობენ ჩემთან ახლოს იყვნენ. - როგორ ხარ, კუს?-როგორც ყოველთვის მოჩვენებითი სიყვარული. - ძალიან კარგად,ახლახანს გავუშვი დამლაგებელი სახლიდან და შოკოლადს მივირთმევ.-ხო,ისინი არ იცნობენ ჩემ ნამდვილ მეს. - კარგი ალექსანდრუ.-რა საშინელი მიმართვაა.შუბლზე ხელი მივირტყი.-დღეს შოპინგისთვის წავიდეთ? ,,ვაიკიკში" რაღაც ძალიან მაგარი მაისური ყოფილა და უნდა ვნახო. - კარგი,წავიდეთ.-საუბარს აქ ვასრულებთ.ფეხზე ზლაზნვით ვდგები,ოთახში შევდივარ და კარადას ვაღებ.არ ვამბობ მდიდარი ვარ თქო,მაგრამ არც გაჭირვებული ვარ.ჩემი სურვილების უზრუნველყოფა ყოველთვის შემიძლია.ჯინსის შარვალს,თეთრ მაისურს და მოყავისფრო,თბილ მოსაცმელს ვიცვამ.ხელზე საათს ვიკეთებ და სარკესთან ვდგები.ქერა თმებს მარჯვენა მხარზე ვიყრი და გასასვლელ კარებთან თეთრ კედებს ვიცვამ. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ,ხოლო გასაღებს ხელში ვიღებ და სადარბაზოში გავდივარ.კარებს გასაღებით ვკეტავ,კიბეებზე ჩავრბივარ და პატარა ბავშვს ვეჯახები. - წინ არ უნდა იხედებოდე?ამხელა ქალს ვერ მხედავ?-დავუყვირე და გზის გაგრძელება გადავწყვიტე თუმცა კაცის ბარიტონმა შემაჩერა. - ალბათ შენთვის არ უსწავლებიათ ბავშვზე უმიზეზოდ ყვირილი რომ არ შეიძლება.-უკან სწრაფად მივტრიალდი და კაცს ირონიულად გავუღიმე. - მეჩქარება თორემ გაჩვენებდი ვის რა ასწავლეს.-ფეხის თითებზე ავიწიე და ყურთან ჩავჩურჩულე.-სიმპატიურო ხეპრე.-უკან მოვბრუნდი და წასვლა დავაპირე რომ კედელზე მიმაკრეს. - ესეიგი ხეპრე,არა?-ხმაში სიმკაცრე შეერია.-ლამაზო რა მწარე ენით მოღვაწეობ თურმე. - ვისთანაც საჭიროა იმასთან,ჩემო საყვარელო.-თვალი ჩავუკარი და ლოყაზე ხელით მოვეფერე. - უკვე შენი საყვარელი? - უი რა დაკვირვებული ხარ.-ვუახლოვდები და ტუჩის კუთხეზე ვკოცნი.მეცინება როცა ვხედავ როგორ ისვამს ტუჩებზე ენას ,,სიმპატიური ხეპრე". - ვერ წარმოიდგენ რა ბო*ის შთაბეჭდილებას ტოვებ.-ცალყბად გაიცინა და წელზე ხელი შეაცურა. - იქნებ მხოლოდ შთაბეჭდილებას არ ვტოვებ და მართლა ვარ?-გამეცინა.პირველად ვიყავი ბიჭთან ასე ახლოს და შეწყვეტასაც არ ვჩქარობდი. - მართლა?მგონი ეგ კითხვა რიტორიკული იყო.თუ ასეა-ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და ხელებში მომაჩეჩა.-დამირეკე დღეს,როცა გეცლება.როგორც თქვი გეჩქარებოდა.-გამეცინა მის თავდაჯერებულობაზე,აქამდე ჯერ არ მყავდა დანახული ჩემს სადარბაზოში.ალბათ ახალია. - კარგი,ნახვამდის.-უკანმოუხედავად დავტოვე სადარბაზო და ტაქსისკენ წავედი.ბარათზე არც დამიხედია,სწრაფად დავხიე და გზაზე დავყარე. - უნამუსო ახალგაზრდა.გზაზე ყრის ნაგავს და ისე კი უნდა მოწესრიგებულ ბათუმში სეირნობა.-მესიამოვნა ერთ-ერთი გამვლელის ნათქვამი.სწრაფად ჩავჯექი ტაქსში და ,,ელსი ვაიკიკისკენ"წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.