შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მეზობლად (ნაწილი 11)


10-08-2016, 00:04
ავტორი Kristy
ნანახია 2 066

საგამოცდო კვირა სწრაფად გავიდა. მეგობრები ერთად დადიოდნენ უნივერსიტეტში მიუხედავად იმისა, ვის როდის ჰქონდა გამოცდა, ერთად ემზადებოდნენ და ერთადვე ერთობოდნენ. კვირა, რომელიც როგორც წესი, მომქანცველი და დაძაბული უნდა ყოფილიყო, მხიარული თავყრილობის დღეებად იქცა და ახალგაზრდებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და მეტად დაახლოებულიყვნენ. იცოდნენ, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ სამთვიანი განშორება ელოდათ, ამიტომ ახლადგაჩენილი მეგობარი ხელიდან რომ არ გაეშვათ, გადაწყვიტეს ზაფხული ერთად გაეტარებინათ.
- ძალიან მაგარი იქნება ბავშვებო, - არწმუნებდა გოირგი მეგობრებს. - მარტო ჩვენ, ერთად, მთელი ზაფხული. უბრალოდ წარმოიდგინეთ.
- კარგი იქნება, მაგრამ მე არ გამიშვებენ. - მოიბუზა ლიზი.
- მამაშენი ჩვენ მოგვანდე, - გააგრძელა მეგობრის სიტყვა საბამ. - დავითანხმებთ, არაა პრობლემა. ისევე, როგორც ამ ქალბატონების მამებს. უბრალოდ თქვით, კი!
- კი, კი, კი. - იყვირა მარიმ. - მე მოვდივარ!
- კარგი, წავიდეთ. - დათანხმდა ანაც.
- ლუკა რას იზამს, ხო წამოვა? - იკითხა გიორგიმ.
- თუ წავალთ, ალბათ ისიც წამოვა.
- მაშინ ახლავე დავივლით თქვენს მშობლებს. - გაუხარდა საბას.
- ვკითხავ მაინც ლუკას. საღამოს გეტყვით პასუხს.
თავიდან ლიზი უარზე იყო, მაგრამ გულის სიღრმეში ამ იდეამ ძალიან მოხიბლა, მთელი სამი თვე საუკეთესო მეგობრებთან ერთად დასვენება სასიამოვნოდ ჟღერდა. საღამომდე ვერ მოითმენდა და როგორც კი სახლში მივიდა, ლუკას დაურეკა.
- ლუკა, სად ხარ?
- სამსახურში. როგორ ხარ?
- კარგად. ლაპარაკი შეგიძლია ხო?
- კი, რამე მოხდა?
- არა, არაფერი. უფრო სწორად კი, მაგრამ კარგი რაღაც მოხდა.
- რა?
- ბიჭებს იდეა აქვთ, ერთად უნდათ დასვენება ამ ზაფხულს, ჩვენ ექვსნი ვიქნებით... წამოხვალ?
- საინტერესო აზრია. წამოვალ.
- სამსახურიდან გამოგიშვებენ?
- აქ შვებულებები არ გვაქვს, მაგრამ თუ დავჭირდებით დავბრუნდები და მერე ისევ ჩამოგაკითხავთ. ყველაფერი შეიძლება მოხერხდეს, თუ მოვინდომებთ.
- რა მაგარია! ახლავე ვეტყვი ბავშვებს, რო შენც მოდიხარ.
- კარგი. - გაეცინა ბიჭს. - საღამოს გნახავ.
ლიზი მთელი დღე მოუსვენრად იყო, წამდაუწუმ საათს უყურებდა და ელოდა, როდის დაბრუნდებოდა მამა სამსახურიდან, რომ მეგობრებისთვის დაერეკა სახლშიაო და ერთობლივი ‘თავდასხმა’ მოეწყოთ. როგორც კი კარი გაიღო და კაცი სახლში შემოვიდა, ლიზი მაშინვე მისწერა მეგობრებს ამის შესახებ და სულ რაღაც თხუთმეტ წუთში, ისინი კარებთან იყვნენ.
- შემოდით და აბა თქვენ იცით. - უჩურჩულა ლიზიმ მეგობრებს.
- სად არი? - იკითხა საბამ.
- მისაღებში. შედით, რაღას დგახართ?
- გამარჯობა, ბატონო თამაზ. როგორ ხართ? - პირველი ნაბიჯი გიომ გადადგა.
- გამარჯობა ბავშვებო.
- როგორ ხართ ბატონო თამაზ? - ჰკითხა საბამ.
- კარგად შვილო, მადლობა.
- დაღლილი ხართ, ბატონო თამაზ? - გააგრძელა მარიმ.
- რამე ხდება ბავშვებო? - კაცმა თავი ასწია და მის წინ ჩამწკვრივებულ ბავშვებს შეხედა. - ხო მშვიდობა გაქვთ?
- თქვენთან ერთი თხოვნა გვაქ, ბატონო თამაზ.
- რა თხოვნა?
- ლიზი უნდა გვათხოვოთ ამ ზაფხულს.
- რას ნიშნავს გათხოვოთ ამ ზაფხულს?
- ერთად გვინდა წავიდეთ ბათუმში სამი თვით, გავერთობით, დავისვენებთ...
- თქვენ ხუთნი? მარტო? ბთუმში?
- უარი არ გვითხრათ ბატონო თამაზ, - თხოვა ანამ. - ძალიან გვინდა ერთხელ მაინც დავისვენოთ ერთად მარტო ჩვენ. თან უკვე დიდი ხანია ბავშვები აღარ ვართ.
- არ ვიცი, არ ვიცი. ბათუმი შორსაა, თან ამ დროს იქ ბევრი ხალხია, ვინ იცის ვის გადაეყრებით.
- ამიტომ მივდივართ ბიჭებიც, - განაცხადა გიორგიმ. - ჩვენ მიხედავთ გოგონებს.
- თქვენ თვითონ მისახედები ხართ.
- ამას რატომ ამბობთ ბატონო თამაზ? - იწყინა საბამ. - ასე არ არის! მივხედავთ!
- მამა კარგი რა, როდემდე უნდა ვიჯდე სახლში? შენ ვერსად მიდიხარ, სამსახური მაქ ასეთიო გაიძახი და მეც სახლში ვზივარ. მინდა წასვლა.
- კარგი, - თქვა კაცმა მცირე ყოყმანის შემდეგ. - წადით, მაგრამ ყოველ სარამოს დამირეკავ და მეტყვი რა ხდება იქ.
- კარგი მამა. - გადაეხვია ლიზი.
- დიდი მადლობა ბატონო თამაზ. - ლოყაზე აკოცა ანამ.
- მამა, წავალთ ჩვენ, დავგეგმავთ რაღაცეებს. - თქვა ლიზიმ, მერე კი მეგობრებს უჩურჩულა, ლუკა ვნახოთ და სადმე წავიდეთო. ლოდინი არ დასჭირვებიათ, ლუკას ქუჩაში გადაეყარნენ.
- მოიცა, მეზობლები ხართ? - იკითხა გაოცებულმა მარიმ.
- ჰო, ასეა. საით? - იკითხა ლუკამ.
- არ ვიცი, სადმე წავალთ. - გაეპასუხა ლიზი.
- დღეს ბინა არ გვაქ, მშობლები ყველას სახლში გვყავს, - თქვა საბამ. - ამიტომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გამოყენება მოგვიწევს.
- ამაში მე შემიძლია დახმარება. - თქვა ლუკამ.
- არა ლუკა, ბებიაშენს შევაწუხებთ. - იუარა ლიზიმ.
- არა, აქ არა, - გაეცინა ბიჭს. - ჩემთან, ბინაში.
- ბინა გაქ?
- ჰო.
- თუ მარტო ცხოვრობ, წავედით. - გაუხარდა გიორგის.
- სად არის ბინა? - დაინტერესდა მარი.
- პეკინზე.
- უჰუ, მშვენიერია. წავედით.
ლიზი დაბნეული იყო, ამ ბინაზე დღემდე არაფერი იცოდა. ფიქრობდა, რომ ეს სახლი იყო მისი ერთადერთი ქონება, მაგრამ ლუკას ბებიის სიტყვები გაახსენდა, ფული არ აკლიაო და იმაზე დაფიქრდა, იქნებ სულაც არ არის ისეთი ღარიბი, როგორც ჩანს. ისიც გაახსენდა, რომ ამ სახლში გადმოსვლა ბებიამ დაიჟინა ანუ გამოდის, მანამდე სადღაც სხვაგან ცხოვრობდნენ, სეიძლება სწორედ იმ ბინაში, სადაც ახლა მიდიან. ლიზი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო, ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა მის ნამდვილ საცხოვრებელს, სახლები ხომ ყველაზე უკეთ აღწერენ საკუთარ პატრონებს.
- შემოდით. - თქვა ლუკამ და მეგობრები სახლში შეიპატიჟა.
ბინა ოროთახიანი იყო. ნათელი და მყუდრო ოთახი, სადაც ბიჭმა შეიპატიჟა, გემოვნებით იყო მოწყობილი: ერთმანეთის პირდაპირ ორი დიდი თეთრი დივანი იდგა შუაში დიდი ცარიელი სივრცით, რომელსაც ხაოებიანი რბილი ხალიჩა ამშვენებდა, ღია და დახურული თაროები, რომლებიც კედელზე იყო განლაგებული, უმშვენიერეს მოზაიკას ქმნიდა, თითოეულ თაროს საკუთარი დანიშნულება ჰქონდა, რომლებზეც განთავსებული იყო წიგნები, სურათები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები, მის ქვეშ კი გრძელი და დაბალი ტუმბო იდო, რომელზეც ულამაზესი ვერცხლისფერი სანათი იყო განთავსებული. მინიმალისტური სტილი ოთახს ძალიან უხდებოდა, თუ არ ჩავთვლით ბიჭის სამუშაო კუთხეს, სადაც უამრავი განსხვავებული ტექნიკა იყო თავმოყრილი, ბევრი მონიტორითა და დაუდგენელი დანიშნულების ნივთებით.
- აი, ნამდვილი აიტეშნიკის სახლი! - თქვა საბამ, როცა ამდენი მონიტორი დაინახა.
- მგონი უბრალო აიტეშნიკზე მეტი ხარ ძმა. - თქვა გიორგიმ.
- ვინ იცის. - გაიცინა საბამ. - დასხედით, დალევთ რამეს?
- რა გაქ? - იკითხა მარიმ.
- წვენები, მინერალურები, ალკოჰოლი... მითხარით ვის რა გინდათ და თუ არ მაქვს, ამოვიტან.
- მაგრამ აქ რისთვის გაქვს პროდუქტები? - გაუკვირდა ლიზის. - აქ ხომ არ ცხოვრობ არა?!
- აქ ხშირად მოვდივარ, ზოგჯერ მჭირდება ხოლმე მუშაობა სამსახურს გარეთ, ამიტომ ყოველთვის მაქვს რაღაც მაცივარში.
- წავალ, ვნახავ რა გაქვს. - თქვა მარიმ.
- როგორც იტყვი, სამზარეულო იქითაა.
- ჩვენც გავყვებით. - თქვა ანამ, მერე ლიზის ხელი ჩაჰკიდა და თან გაიყოლა.
გოგონებმა მაცივარი შეათვალიერეს, იმის სიაც შეადგინეს, თუ რას დაამატებდნენ უკვე ადგილზე არსებულ საკვებს და ჭორაობაც მოასწრეს. მერე ლუკას მიადგნენ და კიდევ ერთხელ შეაქეს, თურმე რა კარგი ბინა ქონიაო. როცა ოთახში შემობრუნდნენ, გაიგონეს როგორ ეკითხებოდა გიორგი მასპინძელს:
- ისე, დიდი ხანია ეს ბინა გაქვს?
- 2 წელია.
- კარგი ბინაა. კარგად მოწყობილხარ.
- ბიჭო, ის ტიპიც ამ უბნელია, - დაიწყო საბამ და გიორგის გახედა. - გახსოვს, გუკა, ჩემი და რო მოსწონდა.
- ჰო, ტიპი, რომელმაც ცხვირი გაგიტეხა არა?
- ჩემი საწყალი ბიჭი. - თქვა ანამ და საბას თმაზე მიეფერა.
- რატომ? რა მოხდა? - დაინტერესდა ლუკა.
- ბიჭო არაფერი, ჩემი და მოსწონდა რა, ლიკუნას კი არ უნდოდა მასთან ყოფნა; მითხრა, თავს არ მანებებს და დამეხმარეო.
- და ესეც დაეხმარა. - გადაიხარხარა გიორგიმ.
- შენ რაღა გაცინებს, არ იცოდე მაინც როგორი ტიპია. - გაბრაზდა საბა და ახლა ლუკას მიუბრუნდა. - იმხელაა, მარტო დანახვით გაგისკდება გული. ჩემხელა მარტო კუნთები აქვს იმ დამპალს.
- გუკა სარალიძე?
- ბიჭო ჰო, იცნობ?
- კი, თან საკმაოდ ახლოს.
- მოიცა, შენც ხო არ გცემა?
- ჰო, გვქონდა რაღაც პრობლემა, როცა აქ გადმოვედი. ამ კორპუსში ცხოვრობს, მეცხრეზე.
- მოიცა, მართლა? აუ ბიჭო, არ მინდა მაგის ნახვა.
- თუ რვიდან თორმეტამდე აპირებ აქედან გასვლას, უეჭველი ნახავ. ამ საათებში ყოველთვის ქვემოთ ზის, სადარბაზოში, თავის ძმაკაცებთან ერთად.
- მორჩა საბა, შარში გაყავი თავი. - დასცინა გიორგიმ. - ტკბილ მოგონებებს შეგახსენებენ.
- დამანებე რა თავი, თუ ძმა ხარ.
- ლუკა, შენ რისთვისღა გეჩხუბა?
- დიდი არაფერი, უბრალოდ ტერიტორია მონიშნა.
- რა? - გაუკვირდა საბას.
- უბანში ყოჩივითაა რა, ყველა მაგას ეკითხება ჭკუას და ნებართვას ყველაფერზე. გონია, რომ უბანს მართავს.
- მერე, რა არ შეუთანხმე? - არ მოეშვა გიორგი.
- შეთანხმებაზე არ იყო, სისულელეა.
- მოყევი, მაგას ჩვენ გადავწყვეთ.
- მარტივად რომ ვთქვა, ერთ გოგოს მოვწონდი, რომელიც არ მაინტერესებდა. მან ამ ტიპთან მიჩივლა და ისიც გასაფრთხილებლად მოვიდა, რომ ამ გოგოს უარი არ უნდა ვუთხრა.
- ოჰოო! მერე როგორ შეთანხმდით?
- საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ვიჩხუბეთ, მერე პატრული მოვიდა... მან რაღა თქმა უნდა არაფერი თქვა.
- რა გინდა, პრობლემა არ ყოფილა.
- ჰო, მაგრამ მას შემდეგ აქაური ოფიცრები ეჭვის თვალით მიყურებენ. არც ისე სასიამოვნო ფაქტი იყო.
- პატრულთან პრობლემები? ეს რაღაც ახალია, არა?! - ფარული ირონიით თქვა ლიზიმ. ბიჭი შეცბა.
- და ჩხუბი რით დამთავრდა? - დაინტერესდა საბა.
- ორივეს მოგვხვდა.
- შენ გენაცვალე, ჩემ მაგივრად გიცემია.
- არ მესმის, თუ ასე კარგად ჩხუბობ, ჩვენს დებილ ჯგუფელებს რატომ არაფერს ეუბნები? - გაუკვირდა ანას.
- ვცდილობ შარში არ გავეხვე, ნებისმიერ შემთხვევაში. მაშინ უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
- კარგი, დავივიწყოთ ის გუკა. - თქვა მარიმ. - რაღაცეები გვინდა გოგოებს. ამოიტან ლუკა?
- თქვენ მხოლოდ თქვით!
- არაა, საბა გავუშვათ. - გადაიხარხარა გიორგიმ. - თან ქვემოთ მეგობარსაც მიესალმება.
- მე შენ გიჩვენებ მეგობრის მისალმებას. - თქვა საბამ და გიორგის ეძგერა.
- გეყოთ ბიჭებო, ბინას ნუ დალეწავთ. - გაიცინა ანამ.
ლუკამ გოგონებს სია გამოართვა და საყიდლად წავიდა. რამდენიმე წუთში ისევ ბინაში იყო სავსე ცელოფნებით ხელში.
- ყველაფერი აქ არის, - თქვა მან.
- აიღეთ რაც გინდათ და დანარჩენს სამზარეულოში გავიტან. - თქვა ლიზიმ.
- დიასახლისობს უკვე. - თქვა საბამ და ლუკას თვალი ჩაუკრა.
- შეწყვიტე საბა!
- კარგი ჰო, რა ვთქვი ასეთი?!
- ახლა ვსაუბრობდით, როდის წავიდეთ ბათუმში. - თემა შეცვალა ანამ. - მე მგონო, ჯობია ჯერ გამოცდების შედეგები გავიგოთ და მერე მშვიდად წავალთ.
- კი, უეჭველი. - დაეთანხმა საბა.
- აღიარე ანა, შენს ქულებზე დარდობ თუ საბაზე? - გაიცინა მარიმ.
- იქით კვირაში წავიდეთ, - თქვა ლუკამ. - მანამდე მეც მოვაგვარებ ყველაფერს სამსახურში, რომ იმ დღესვე არ მომიწიოს დაბრუნებამ, როგორც კი ჩავალთ.
- კარგი, იყოს იქითა კვირა. - თქვა ლიზიმ.
- ბიჭო, შენი კომპი ვერ ჩავრთე. პაროლის მთხოვს.
- ჰო, ახლავე ჩაგირთავ.
- აბა, ვის გაქვთ კარგი პლეილისტი? მოვიწყინე! - დაიწუწუნა მარიმ.
- ახლავე ვიპოვნი რამე საშენოს. - გაეპასუხა გიორგი.
- ლუკა, ერთი წუთით. - დაუძახა ბიჭს ლიზიმ.
- გისმენ.
როგორც ყოველთვის, კარგად გაერთნენ და საღამოც მალე გავიდა. გიორგი და მარი მალევე წავიდნენ, თან საბას დაუბარეს, თუ ცოცხალი დარჩი, მოგვიყევი როგორ გადაურჩები შენს ძველ მეგობარსო. საბა მთელი საღამო ჩაფიქრებული იყო და ანამ ვერაფრით მოახერხა მისი ყურაღდების სხვა თემაზე გადატანა, ერთობოდა, ხუმრობდა კიდეც, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ მოსალოდნელი შეხვედრის ეშინოდა.
- ჩემი წასვლის დროა. - აწრიალდა ლიზი, როცა თერთმეტს გადასცდა. - თორმეტამდე სახლში თუ არ ვიქნები, მამა ძალიან გაბრაზდება და შეიძლება არც გამომიშვას ბათუმში.
- ჰო, წავიდეთ უკვე. - დაეთანხმა ანა. საბა ფეხს ითრევდა.
- კეთილი, წავიდეთ. - თქვა ლუკამ და ბიჭს რაღაც უჩურჩულა. საბას გაეღიმა.
როგორც ლუკამ თქვა, სადარბაზოს კარებში გუკა იჯდა სხვა ბიჭებთან ერთად. საკმაოდ მაღალი და დაკუნთული ბიჭი, რომელსაც გაბრაზებული სახე ჰქონდა, წამოდგა და მათკენ წამოვიდა. საბამ ანას ხელი მოხვია და ლუკა და ლიზი წინ გაუშვა.
- ამას ვის ვხედავ. არ ვიცოდი გოგოები თუ მოგწონდა. - უთხრა მან ლუკას.
- ესეც შენი წლის აღმოჩენა. გილოცავ!
- ხელი არ გამომტყუო, დიდი ხანია გითმენ.
- ნეტავ რატომ.
- ნახეთ ბიჭებო, - ახლა თავის საძმოს მიუბრუნდა და საბაზე მიუთითა. - რაც მეგობარი, ისიც ეს.
- გაგვატარე გუკა! - თქვა საბამ.
- მთხოვე და იქნებ გაგიშვათ კიდეც.
- დარწმუნებული ვარ, ეს არ გინდა. - თქვა ლუკამ და თვალებში შეხედა. გუკა ცოტა ხანი შედგა, მერე ნაბიჯი უკან გადადგა და თქვა:
- მართალი ხარ, ახლა შენთვის არ მცხელა. დროზე გადით, რომ დიდი ხანი არ გიყურონ ჩემმა თვალებმა.
- დააკვირდი? - ჰკითხა უცებ ლუკა. - რეკორდულად გრძელი წინადადება თქვი. ვარჯიშობდი?
- იცოდე, ერთხელ თავს მაცემინებ ნაბიჭ*რო.
- მოუთმენლად ველი. - თქვა ლუკამ და ორი თითი ასწია.



№1 სტუმარი Magda

უკვე დავწერე ერთ-ერთ თავზე, საუკეთესო ტავია ამ ისტორიაში მეთქი, მაგრამ ესეც ძალიან მაგარი იყო და მოდი ახლა ეს იყოს საუკეთესო თავი. გავგიჟდი, ლუკა რა კაცია. მიყვარს ეს ისტორია და მოუთმენლად ველი სემდეგ ნაწილს

 


№2  offline წევრი dr ghost

Vaime deda :(

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi tavi iyo,magram ar momewona lizim rom chaurtya patrulze.sul unda axsenos?
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent