შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგონი შემიყვარდი (2)


10-08-2016, 00:30
ავტორი mariam-mariam
ნანახია 3 635

მეტის მოსმენა ნამდვილად აღარ შემეძლო, უკანმოუხედავად ავირბინე კიბეები და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი, თავი სანდროს საპირისპირო მიმართულებით მივატრიალე და ყველანაირად ვეცადე ცრემლები შემეკავებინა....
რამდენი დამცირება არ გადამიტანია, მაგრამ ეს ნამდვილად ყველაზე საშინელებაა.. როცა ადამიანი გკიცხავს, მაშინ როდესაც ერთი საათის გაცნობილი ყავხარ..
ღმერთო რა სენტიმენტალური გავხდი..
როდის იყო რამის მრცხევნოდა ან ვინმეს სიტყვები გულთან ესე ახლოს მიმქონდა..
ესე არ შეიძლება, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნო ძველი მია..
ჩემთვის ვფიქრობდი, მაგრამ განსახორციელებლად არაფერს არ ვაკეთებდი...
-გინდა წავიდეთ სადმე?
თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობდა სანდრო, ზუსტად იმ დროს იკითხა როცა მე ვაპირებდი შემოთავაზებას..
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მაშინვე აბაზანაშჲ შევარდი მოსაწესრიგებლად.. ნახევარ საათში ორივე მზად ვიყავით და გასასვლელი კარებისკენ წავედით..
-აიყოლია ეხლა ჩემი შვილიც..
შორიდანვე გავიგე ნატოს ხმა, თუმცა ისე მოვიქეცი ვითომც არაფერი არ გამიგია და უკანმოუხედავდ გამოვედი გარეთ..
სანდრომ მანქანა გამოიყვანა და უკვე დამშვიდებული მოვთავსდი შიგნით..
არ მინდოდა რამის თქმა, ამიტომ ორივე ჩვენთვის ვისხედით და გზას ვუყურებდით..
-თუ წინააღმდეგი არ იქნები ჩემ მეგობრებს გაგაცნობს..
უკვე მისულებმა მითხრა და რომელიღაცა მაგიდისკენ წამიყვანა..
-ვაა ჩვენი სანდრიკო მოსულაა.. გამარჯობა..
ყველამ სათითაოდ მომიკითხა, თუმცა მაინც გაკვირვებულები მიყურებდნენ...
-მორჩით ესე ყურებას არ იკბინება და ნამდვილიცაა.
უცებ ცადა სიტუაციის განმუხტვა სანდრომ, თუმცა პირიკით მოხდა..
ყველამ უხერხულად გამიღიმა და მორცხვი ბავშვებივით ჩახარეს თავები..
-კარგით მოკლედ, ეს არის მია ჩემი ცოლი, ესენი კი ჩემი ძმკააცები არიან იოანე, ჯაბა, ზუკა და თაზო..
ყველაზე სათითაოდ მიმანიშნებდა და თან მათ ოჯახურ მდგომარეობას მაცნობდა..
როგორც აღმოჩნდა მხლოდ იოანეს ყავს ცოლი, ზუკა დანიშნულია აი ჯაბა და თაზო კი გამოუსწორებელი მექალთანეები ყოფილან..
მოძველებული გაცნობის რიტუალის შემდეგ ჯერი ჩემი და სანდროს ესეთ უეცარ ქორწილზე ჩამოვარდა..
-არასდროს გითქვამს, რომ ვინმე ისე გიყვარს რომ ცოლად მოყვანას აპირებდი..
შეპარული ღიმილით კითხა იოანემ და ორივეს გამომცდელი სახით გადმოგვხედა..
მაშინვე მე გამომხედა სანდრომ და როგორც კი ჩემი თანხმობა მიიღო მაშინვე მოუყვა ყველაფერი ბიჭებს...
-მერე ეგრე გეთქვა თვიდანვე შე ჩემა.. გიკბენდით?!
ვითომ გაბრაზებით უპასუხა ზუკამ და სიგარეტის ნამწვავი საფერფლეში ჩააგდო...
-რა მნიშვნელობა აქვს როდის თქვა ან რატო ქორწინდება, ფაქტია ჩვენ შორის ყველაზე მექალთანეს ცოლი მოყავს..
ეშმაკურად აციმციმებული თვალებით ამოილაპარაკა თაზომ და სანდროს ბეჭზე ხელი დაკრა..
ნუ იქ ისეთია არაფერი არ მომხდარა, სხვადასხვა ამბებს მიყვებოდნენ ბიჭები სანდროზე და მის პატარაობაზე..
ბავშვობაშიც ესეთი ცვალებადი ხასიათი ქონია, ერთ წამს შეეძლო სიყვარული გადმოენთხია და მეორე წამს ყველა მიწასთან გაესწორებინა..
-აუ ის თუ გახსოვთ - ისევ განაგრძობდა იოანე - სოფელში ხეზე შტაბი რომ გააკეთა და რო დაიჩემა ამაღამ აქ უნდა დავიძინოო, ბალიშები აათრია და დარჩა იქ, ნატო დეიდა გიჟს გავდა სულ გადაირია ეს ბავშვიო და იმ საღამოს ძალიან მაგარი წვიმა, რომ მოვიდა და ხისგან გაკეთებულ "შტაბში" აწვიმდა რა და ნატო დეიდა რო ავიდა ჩამოსაყვანად უხსნის თან წვიმაა გაცივდიებიო ვერ ხედავ ჩამოვიდაო და უცებ რო წამოხტა ფეხზე სად აწვიმს დედა მითხარიო და კოჭებამდე წყალში რო იდგა..
-მეოე დღეს სიცხემ მიცა და საავადმყოფოში რო გააქანეს ფილტვების ანთება ქონდა..
სიცილით მიყვებოდნენ ბიჭები...
მაშინვე სანდროს გადავხედე და მის დაბღვერილ სახეზე უარესად ამიტყდა სიცილი..
-კაი რა სანდრო ვის არ მოსვლია ეგრე..
ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა და სანდრო დამემშვიდებინა, თუმცა იმდენად მეცინებოდა ვეღარ გავუძელი და კიდევ ერთხელ იხეთქა სიცილის ტალღამ...
-უკვე მიყვარს ეს გოგო...
სიცილით დამკრა ხელი ბეჭზე ჯაბამ და ისიც სიცილი განაგრძო...
-უკაცრავად ეხლავე მოვალ..
ამღერებულ ტელეფონს დავხედე და მაშინვე ფეხზე წამოვდექი, ძლივს გავიკვლიე გზა მოცეკვავე ხალხში და მაშინვე გარეთ გავედი..
ფრთხილად გდავუსვი ხელი ეკრანს და მაშინვე გასიმა ნატუკას გაბრაზებული ხმა..
-იქნებ ამიხსნა სად დაიკარგე მთელი დღეა? არც დაგირეკავს და არც ჩემ ზარებს არ პასუხობდი...
ილაპარაკა რა ილაპარაკა, თან ისე რომ სიტყვის ჩაკვეხების საშუალება არ მომეცა..
-გავთხოვდი
უცებ მივაძახე და მისი გაჩუმებაც მოვახერხე..
-რა ქენი?
-გავთხოვდი..
-რა გოგო?
გაკვირვებული ერთსა და იმვეს იმეორებდა, დარწმუნებული ვარ ეხლა ლოგინზე ზის და თავის დიდდრონ მწვანე თვალებს აქეთ იქით გაოცებული აცეცებს..
-გავთხოვდი, გავთხოვდი...
მეც დებილივით ვიმეორებდი და ვიღიმოდი..
-გავიგე შტერი კი არ ვარ, მაგრამ როგორ ან ვიზე ან სად ხარ საერთოდ?
ისევ დაიწყო კითხვების მოყრა და ნელ-ნელა როგორ ბრაზდებოდა ვგრძნობდი...
-კარგი ეხლა მისამართს მოგწერ და შენ და გოგოები მოდით..
პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავუთიშე და მისამართი დავუმესიჯე.. მაშინვე დავბრუნდი ბიჭებთან, თუმცა გზაში იმდენი ნაცნობი შემხვდა სად დავმალულიყავი არ ვიცოდი..
-სად იყავი ამდენხანს?
დაჯდომისთანავე მკითხა სანდრომ და რაღაცნაირად გამომხედა..
-მეგობარებმა დამირეკა დ აპრობლემა ხომ არ იქნება აქ რომ მოვდინენ?
ვითომ მაინეტრესებდა ისე ვიკითხე და ღიმილით გადავხხედე სათითაოდ ყველას..
უარის ნიშნად კი ყველამ თავი გააქნია და მეც უფრო დამშვიდებული მივაწექი საზურგეს...
დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდნენ ჩემი გოგოები და გაკვირვებულები დამადგნენ თავზე..
-გოგო, გათხოვდი და პირველივე დღეს ვიღაც ძალიან სიმპატიურ ბიჭებთნ ერთად ზიხარ კლუბში? ნეტავ შენი ქმრის თავში ჩამახედა, ალბათ ეხლა გონია, რომ მისი ცოლი სადე მაღაზიაშია ან სახლში დედამისთან ან თუნდაც დაქალებთან ერთად და ეს აქ ხუთ უსიმპატიურეს ბიჭთან ერთად ზის...
მაშინვე დაიწყო ქოთქოთი ქეთომ და სანდროს მზერას არ აცილებდა, ბიჭები კი ძლივს შეკავებული ღიმილით უყურებდნენ და ერთი სული ქონდათ როდის დაიწყებდნენ სიცილს..
მეც ვეცადე თავის შეკავებას, თუმცა ქეთოს მოჟუჟუნე თვალებს ვერაფერი მოვუხერხე და საფირმო სიცილით გავიცინე..
-რა გაკაკანებს თუ იცი?!
ტონს არ იცვლიდა ქეთო..
-ეჰ ქეთო - ძლივს დაწყნარებულმა ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი - გაიცანით გოგონებო, ჩემი ქმარი სანდრო და მისი ძამაკაცები, თაზო, ჯაბა, ზუკა და იოანე, ოღონდ იოანეს ცოლი ყავს და ზუკა დანიშნულია...
სათითაოდ გავაცანი ყველა, თუმცა ოჯახური მდგომარების შესახებ ჩუმად გადავულაპარაკე..
-ბოდიშით ბიჭებო, რომ ავღელდები ვეღარ ვჩერდები..
უცებ გამოასწორა მისი საქციელი ქეთომ და თავისუფალ ადგილას დაჯდა..
მიუხედავად იმისა რომ ბიჭებს ეს უკვე აღარც ახსოვდათ, ხელახლა ამოუტივტივდათ გონებაში და ძლივს შეკავებული სიცილით უთხრეს არაუშავსო...
სხვადასხვა კითხვებს მისვამდნენ გოგოები, თუ რატომ გავთხოვდი ესე უეცრად და მათ რატომ არაფერი არ იცოდნენ.. მოკლედ და გარკვეული დეტალების გარეშე მოვუყევი ყველაფერი და ამ თემაზე სხვასთან ლაპარაკი სასტიკად ავუკრძალე...
კიდე დიდხანს გავჩერდით ვლაპარაკობდით ათას სისულელეზე, მალევე გაუგეს ბიჭებმა და ჩემმა გოგოებმა ერთმანეთს განსახუთრებით თაზო და ქეთო ლაპარაკობდნენ "ბევრს"...
-მგონი დროა დავიშალოთ, თორემ გაგვყრიან აქდან...
ღიმილით გადახედა სახეწაშლილ მიმტანებს ჯაბამ და ფეხზე წამოდგა, ჩვენც მას მივბაძეთ და სათითაოდ გამოვედით კლუბიდან..
სიმართლე, რომ ვთქავ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც კლუბში მისულს არ დამილევია და ცეკვისგან ფეხები არ ამტკიებია...
-დედაშენი გაგიჟდება.. - მანქანაში ჩაჯდომისთანავე ვუთხარი სანდროს და ცოტა შეშინებული სახით გავხედე - სამი საათი დაიწყო და ჯერ სახლში არ მისულხარ..
ძლივს შევიკავე ღიმილი და მის გაბრაზებულ სახეს გავხედე..
-აუ შენ ვინ ყოფილხარ რა, ერთი დღეა რაც გიცნობ და ცოლადაც მომაყვანინე თავი და მამასხარავებ კიდეც?!
ვითომ გაბრაზებულმა მითხრაქ, თუმცა ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ვერ დააიგნორა..
-ჯერ კიდევ არ მიცნობ..
ამოვილაპარაკე და გზას გავხედე..
-როგორ არა გიცნობ მია ხარ კერესელიძე, ოცდახუთი წლის და სანდრო მგელაძის მეუღლე ხარ..
ენა გამომიყო და გამომხედა..
-შენ გირცევნია გზას უყურო..
დაბნეულსუცებ რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი და საპირისპირო მიმართულებით გავატრიალე თავი..
ნეტავ ვინმე ამიხსნიდეს რა ჯანდაბა მჩირს, ვკვდები თუ რა არის?!
როდის იყო რამეზე ვიბნეოდი..
არა! ეს გათხოვება ბოლოს მომიღებს..
მალევე მივედით სახლში, მისაღებში შუქი ენთო, ესეიგი ოჯახის წევრებს ეღვიძათ... ისე, რომ მეც ვერ გავიაზრე ჩამოვეკიდე სანდროს მხარზე.. მანაც დამშვიდდი სახით გამომხედა და ჩემთან ერთად შევიდა სახლში..
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავისთვის მქონდა მიცემული, პირობა რომ იმ ქალს ჩემი დამცირების უფლებას არ მივცემდი, რაღაცნაირად მაინც "მეშინოდა" მისი..
-დიდება თქვენ გამოჩენას სად იყავით ამდენხანს?!
კარების გაღებისთანავე შემოგვეგება და ჩხუბი დაგვიწყო..
-სასეირნოდ
უხეშად უპასუხა და მაშინვე ოთახისკენ წავიდა..
-ალექსანდრე! როცა გელაპარაკები უნდა მომისმინო..
უცებ დასჭექა ნატომ და სანდროც ერთ ადგილას გაშეშდა..
-როცა მეც გელაპარაკები უნდა გაიგო, დღეს არა.. მია წამოდი! - როგორც კი ჩემი სახელი გავიგე მაშინვე მისკენ წავედი და მორჩილი ბავშვივით დავუდექი გვერდზე.. - და თუ შეიძლება ჩემი ცოლის ლანძღვას შეეშვი..
უცებ მიაყარა და სიარული განაგრძო..
-აჰა უცებ ჩაგიკარკლა ხომ ყველაფერი?! მაგას მისი თავი მართლა შენი ცოლი ხომ არ გონია?!
-ნატო საკმარისია! - უცებ იყვირა სანდრომ და ნატოც გაჩუმდა - გეყოფა ! მორჩი ჩემი ცოლის შეურაცხყოფას... მიყვარს და სწორედ ამიტომ მოვიყვანე ცოლად, საკმარისია ამდენი ლანძღვა, არ მოგწონს? არაუშავს მთავარია მე მომწონს და მე მიყვარს.. მორჩი მიას ლანძღვას!..
ყვიროდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა აქეთ-იქით..
ბოლოს მაჯაში ჩამავლო და რასაც ქვია ოთახში შემაგდო...
უხეშად მოისროლა მობილური დივანზე და ლოგინზე დაეცა..
-მია რა გითხრა დედაჩემმა?
სანახაობით გაკვირვბული კარებთან ვიყავი ატუზული და ვცდილობდი, ის შიში, რომელიც სანდრომ ამ წუთას გამოიწვია ჩემში დამემალა..
-ი..ისეთი არაფერი..
ნელ ნელა ამოვილაპარაკე და მეც ლოგინისკენ წავედი..
-რას ნიშნავს ისეთი?
რომ აღარ მომეშვა შეძლებისდაგვარად "ლამაზად" მოვუყევი გაგონილი ამბავი..
-გინდა გადავიდეთ სხვაგან?
ფრთხილად გამომხედა და მთელი ტანის მოიწია ჩემკენ..
-არა, მირჩევნია ვიყოთ აქ და დავუმტკიცო, რომ ცდება..
ვითომც არაფერი ისე ვუთხარი და გულზე თავი დავადე..
ცოტა არ იყოს ეუცნაურა ჩემგან ეს ჟესტი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და უცებ მომხვია წელზე ხელები...
-შემეჩვევა?
დუმილი მე დავარღვიე და აცრემლიანებული თვალებით ავხედე..
-მოუწევს
თავდაჯერებულმა მითხრა და თითები აათამაშა...

იმდია მოგეწონებათ <3 ღირს გაგრძელება?



№1  offline წევრი qeet

კიი გააგრძელე!

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია კაი ასე გაგრძელე

 


№3 სტუმარი Teo..

Ki unda gaagrzelo aucileblad.momwons dzalian.

 


№4  offline წევრი lamazmani

kitxva rat unda magas aucileblad gaagrdzele❤❤❤

 


№5 სტუმარი ketis

აუ დზაან მაგარიაა ყოჩაღ ამ ბიჭს აი ვგიჟდები ისეთI კაციააააააააა ყოჩაღ საგამოს დადე რაა მგონია რო ამ ბიჭს უყვარს უკვე და და მანადმდეც შორიდან მოსწონდა

 


№6  offline წევრი (((end)))

კითხვააა აღარ უნდაა მაგას wink გავგიჟდები შემდეგი თავი,რომ არ დამხვდეს

 


№7 სტუმარი თა კო

Ki ko gaagrdzeleee

 


№8 სტუმარი ლეპორელა

აუუ გააგრძელე თუ შეიძლება რაა :დდდდ

 


№9 სტუმარი knopka

ravitudadebb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent