შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი (თავი მერვე-მეცხრე) და-სა-სრუ-ლი


10-08-2016, 11:16
ავტორი 5th Angel
ნანახია 3 098

წერეთელი (თავი მერვე)
ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა..
***
ბერლინი მართლაც კარგი ქალაქი იყო. ოღონდ ჩემთვის არა. აი, ხომ არსებობს ისეთი მომენტებიც, სადღაც გაქცევა რომ გინდა ხოლმე. მეც მინდა გაქცევა, უბრალოდ ყველგან, სადაც წავალ, მძიმე ტვირთი შემიშლის ხელს, რომელიც ჩემს გონებაში მყარადაა აღბეჭდილი.
***
-ნიკუშ, ყველაზე მეტად რისი გეშინია?!
თბილად დავუსვი ხელი ლოყაზე.
-შენი დაკარგვის!
ჩამეხუტა. დეკემბერი იყო. ძალიან ციოდა. მე კი საშინლად დამცხა.
***
როგორც კი ფეხი დავდგი უცხო მიწაზე, ყველა გრძნობა ერთიანად მომაწვა. მინდოდა მეყვირა, მეკივლა. თვალები დამეხუჭა და ისევ სახლში ვყოფილიყავი. დედასთან, მეგობრებთან და ნიკუშასთან ერთად.
ცივმა სიომ დამიარა. თბილისის სუნი, მაინც სხვა იყო! ბერლინს აურზაურის სუნი ასდიოდა. თბილისს სიყვარულის, და მოგონებების..
ირგვლივ მიმოვიხედე. ხალხი სადღაც მიიჩქაროდა. ზოგს თბილი ოჯახი ელოდებოდა, ზოგს საყვარელი ადამიანი.
მათ ბედნიერ სახეებზე მივხვდი, რომ მე არავინ მყავდა. საერთოდ არავინ. და ნუ იტყვის ვინმე, რომ გაქცევა გამოსავალია. ეს საერთოდ არაფერია. იმაზე მწარე და მტკივნეული, ვიდრე მოველით.
არაფერი შეედრება იმ ადგილს, სადაც დაიბადე და გაიზარდე. სადაც გადადგი პირველი ნაბიჯები, დაიწყე საუბარი. პირველად დედის, მერე მამის და მერე სხვა დანარჩენის. ზოგი შემთხვევაში - პირიქით. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ადგილი, სადაც მეგობრები შეიძინე, სადაც გული გატკინეს, გაგაბედნიერეს, სადაც ცხოვრება ისწავლე, და ახლა ხვდები, რომ თურმე ჯერაც არ გისწავლია.
მერე, ქუჩებს ვათვალიერებდი. და მაშინ პირველად მეტკინა ის, რომ ძველი ნაშენები, თითქმის დანგრეული ჯიხური, ზამთარში გათოშილი, ზაფხულში ოფლით შემოსილი მოხუცი ქალბატონით და მისი მაინც ბედნიერი გამომეტყველებით, ცელოფნის პარკში, ერთ დამატებით ჭიქა მზესუმზირას რომ ჩაგიყრიდა, ვეღარსად ვნახე.
სხვა სიტუაციაში, და სხვა დროს, შესაძლოა გამხარებოდა კიდეც, აქ ჩამოსვლა. უცხო ქვეყნის დათვალიერება. მაგრამ არა ასე, და არა ს ა მ უ დ ა მ ო დ !
ახლა ხომ მოხეტიალე სულს ვგავდი, რომელიც მოკვდა, თუმცა ვერ მიდიოდა ვერც სამოთხეში, ვერც ჯოჯოხეთში და ვერც საყვარელ ადამიანებთან შეეძლო საუბარი. ის უჩინარი იყო, ყველას თვალში. და ხეტიალისთვის იყო განწირული, უსასრულოდ.
***
წამები, წუთები, დღეები და კვირეები ძალიან ნელა მიიწევდნენ წინ. როგორც ბავშვობიდან მინდოდა, ბერლინის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავირიცხე. წარმატებით დავამთავრე პირველი კურსი.
შევეჩვიე მარტო ცხოვრებას. ბერლინი, მეორე სახლი გახდა ჩემთვის. მაგრამ თბილისი მაინც სულ სხვა იყო, არის და იქნება!
მეგობრებიც შევიძინე. და-ძმა, ზუსტად ტოლები ვიყავით. ერთი სამედიცინოზე სწავლობდა, მეორე საერთაშორისო უფლებებზე.
მაგრამ ხმალაძეს და ცინცაძეს, მაინც არცერთი მერჩივნა, და არც მეორე. ყოველ დღე ველაპარაკებოდი. თავიდან სულ მეუბნებოდნენ, ხო მოინახულე ბერლინი, ახლა ჩამოდი, ნუ მოგვანატრე თავიო. მაგრამ თვეების გასვლის შემდეგ, უკვე სულ სხვა თემაზე გადაჰქონდათ საუბარი.
მერე, მეც აღარ ვსაუბრობდი თბილისზე, და იქაურობაზე. მაგრამ არასდროს დამვიწყებია. ხომ იცით, დრო ყველაფრის მკურნალიაო! მეც ამ ფრაზაში მოვყევი, შემთხვვევით.
მაგრამ გრძნობები არ გამლევია.
დემეტრეს ვესაუბრე რამდენჯერმე. მომიკითხა და როგორც კი მივხვდი, წერეთელზე უნდა დაეწყო თემა, მაშინვე მეჩქარება-თქო, ვიმიზეზებდი და ტელეფონს ვთიშავდი.
სოციალური ქსელი გავაუქმე.თუმცა ხანდახან, თავს რო მარტოდ ვგრძნობდი, სხვა საიტიდან ვათვალიერებდი ფოტოებს. ხან ნიკუშას, ხან გოგოების, ხანაც თბილისურ ამბებს ვიგებდი.
მაია ყოველ საათში ერთხელ მირეკავდა. ჩამოდიო, ხომ დაისვენე უკვე, და კარგად ხარო. მეც ვატყუებდი, კარგად ვარ, მაგრამ ისე მივეჩვიე აქაურობას, ვეღარ ვტოვებ-მეთქი.
არადა გული მიწუხდა, და სული მეხუთებოდა საყვარელი ადამიანების გარეშე.
ზუსტად ერთი წელი იყო, რაც წამოსული ვიყავი, და იმდენად ვიყავი შეცვლილი, საკუთარი თავის მიკვირდა.
უფრო დახვეწილი, ოდნავ გალამაზებული. გამხდარი და გამაღლებული. ცხრამეტი წელი, ნამდვილად არ არის პატარა ასაკი. თუმცა არც ძალიან დიდი.
ერთხელ მე, ადელაიდა და დევიდი წვეულებაზე ვიყავით, გასართობად. სწავლას ვიყავი გადამკვდარი და განსატვირთად წამიყვანეს. თან ციფრული წავიღე, მაიამ მთხოვა, ფოტოები გადაიღე და გამომიგზავნეო.
როგორც კი შევედი,ისეთი დაძაბული ვიყავი, ამდენი ხნის შემდეგაც, რომ უცხო ბიჭის დანახვაზე, რომელიც მე მიურებდა, სასტიკად მეშლებოდა ნერვები.
მერე, ზუსტად ამის გამო, ვიღაცა მწარედ გავლანძღე, და ბარი დავტოვე. როგორ ვიყავი შეცვლილი, და რა დამემართა ამ ორი წლის განმავლობაში, არც კი ვიცი.
ღრმად ამოვისუნთქე. მარკეტში გავედი და სობრანიე ვიყიდე. აქ მაინც სხვანაირი იყო. ნიკუშა რო ეწეოდა, ისეთი არა.
როგორც კი მოვუკიდე, იმ წამსვე ჩავაქვრე.
-ეს თქვენია?
უკნიდან ხმის გაგებისთანავე შევხტი და კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი. მაღალი, შავგვრემანი ბიჭი იყო, და ხელში ჩემი ციფრული ეჭირა.
გამოვართვი.
-საიდან გაქვთ?
წარბები შევკარი. მადლობის თქმაც დამავიწყდა. იმ წამსვე შეტევაზე გადავედი.
-ბარში დაგრჩათ.
უცბად მოვლბი. მივხვდი ცუდ საქციელს და ბოდიში მოვუხადე.
მერე, შეიძლება დავჯდეო?! მკითხა. თავი დავუქნიე.
-საიდან ხართ? არ გავხართ აქაურს..
-სა-ქა-რთვე-ლო-დან - გარკვევით დავუმარცვლე - არამგონია იცოდეთ.
-ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ სწორად ვიმსჯელებთ, კარგი ქვეყანა უნდა იყოს.
გამიღიმა.
სხვა დროს გავწითლდებოდი, თუმცა ახლა ჩვეულებრივად მივიღე გერმანული კომპლიმენტი.
-ალექსი-ხელი გამომიწოდა.
-ნიცა-ჩამოვართვი, სასიამოვნოაო და კვლავ გადავიტანე მზერა.
-რას საქმიანობთ ნიცა, თუ საიდუმლო არ არის?
თავაზიანად მკითხა. თეატრალურზე ვსწავლობ-მეთქი, რომ ვუთხარი მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. რეჟისორი ვარ მე თვითონ, და ზუსტად ახალ მსახიობს ვეძებდი, ფილმისთვისო.
პირველად გამიხარდა ამდენი ხნის მანძილზე რაღაც. თურმე, სასწაულებიც ხდება. და ცხოვრება ერთის დაკარგვის შემდეგ, მეორე, უფრო დიდს გაძლლევს.
***
ფილმში გადამიღეს. საოცრად კარგი ფილმი გამოვიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი წამში გადამავიწყდა.
მართლაც გაუფერულდა ყველაფერი. სიყვარულს ძალა არ ჰქონია.
მაია და გოგოები, გაგიჟდნენ სიხარულისგან. ფილმს იმდენად კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თითქმის ყველა ქვეყანაში გაიყიდა. მათ შორის საქართველომდეც ჩააღწია.
***
აგვისტოს შუა რიცხვები იყო. მეორე კურსი მეწყებოდა მალე. ანიმ დამირეკა, ახლა მივდივარ ფილმის პრემიერაზეო.
გამიხარდა. ძალიან მიხაროდა წარმატება. მე კი არა, ყველას უხაროდა, ჩემიანებს.
გაგიჟდნენ. ძალიან მაგარი იყო, ყველა ვამაყობთ შენითო. თურმე ისეთი სახელი მომიპოვებია თბილისში, ყველა ჩემზე ლაპარაკობდა.
თუმცა მთავარი თემა მაინც ის იყო, რომ მე და ნიკუშა ერთად ვიყავით, და დავშორდით. მაინც ნიკუშა იყო ყველაფერი, რა..
***
მერე,ახალი სოციალური ქსელი შევქმენი. მეგობრების ლიმიტი თითქმის ორ დღეში ამოვწურე.
დემეტრემ და ბიჭებმაც მომილოცეს.
***
საღამოს ახალი გადაღებიდან დავბრუნდი, შეტყობინება დამხვდა. წერეთლისგან.
დენმა დამარტყა.
პულსმა გადააჭარბა. ცოტაც და მართლა მოვკვდებოდი.
"gilocav, es erti da sxva mravali"
ასე მეგონა, გული გამისკდებოდა. და ამ ხუთმა სიტყვამ, კვლავ გამახსენა ყველაფერი.
"madloba"-მეთქი, მივწერე და გამოვრთე.
ვეღარ გავუძელი.
მერე ისევ მონატრება, ცრემლები და თეთრად გათენებული ღამე.
დღისით კი ყველაფერი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.
***
ყველაფერი დავივიწყე და ცხოვრება განვაგრძე. მანამ, სანამ ხმალაძის ზარმა გადააბრუნა ჩემი ისედაც დაულაგებელი ცხოვრება.
***
ალბათ ყოველთვის ყველაზე ტკბილად მაინც ურთიერთობის დასაწყისი გვემახსოვრება. ყოველთვის ყურებამდე გამეღიმება,როცა გამახსენდება პირველი ჩახუტება, პირველი მიყვარხარ. არ არსებობს ამაზე ძვირფასი მოგონებები.
ჰო, და კიდევ ერთს მივხვდი- ეს ცხოვრება მარტო მოგონებები ყოფილა.
მართალი იყო ჭაბუა: "ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"


წერეთელი (თავი მეცხრე)
როცა ცუადა ვარ , შენთან ყოფნას ვნატრულობ.
ასეთი მარტივია ჩემი კარგად ყოფნა
და თან ასეთი რთული.
***
-რაღაც უნდა გითხრა..
დილის შვიდ საათზე, ხმალაძის ზარმა გამომაფხიზლა.
-რომელი საა..მოხდა რამე?!
ფეხზე წამოვხტი. ისეთი ცუდი ხმა ჰქონდა, კინაღამ გული გამისკდა.
-ყიფშიძე, ვთხოვდები, ვთხოვდები!
იმხელა დაიყვირა, ლამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან. დივანზე ჩამოვჯექი. რამდენიმე წამი ვიაზრებდი მის ნათქვამს. მერე ცოტა რო გადავხარშე, ისევ ფეხზე წამოვხტი. ლამის სიხარულის ცრემლები გადმომცვივდა.
გავგიჟდი!
-ძალიან მაგარია, არ ვიცი რა გითხრა.
უკვე ვტიროდი.
-რა უნდა მითხრა, უნდა ჩამოხვიდე, დღესვე!
გავითიშე! არ შემეძლო ორი წლის მერე ჩასვლა და ყველაფრის არევა. არ შემეძლო წერეთლის ნახვა, ისედაც ცუდდ ვიყავი, უიმისოდ.
-მე..არ შემიძლია..
მოწყვეტით დავეშვი დივანზე.
-იმედია ხუმრობ, საუკეთესო მეგობრის ქორწილში ჩამოსვლაზე, რომ ამბობ უარს!
მერე, მივხვდი. გავიაზრე, და მართლა სისულელე იყო, რომ მე ხმალაძის ქორწილში არ ჩავსულიყავი, თან ძალიან დიდი!
***
ფილმის გადაღებები შევწყვიტე. საჩუქრები ვიყიდე და პირველივე რეისის ბილეთები ავიღე, გასამგზავრებლად.
ძალიან მეშინოდა, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნებოდა, როგორც მინდოდა! მთელი გზა თვალი ვერ მოვხუჭე, ვფიქრობდი ყველაფერზე, ამდენი ხნის შემდეგ, მონატრებულ ქალაქში, საყვარელ ადამიანებთან ერთად..
***
როგორც კი ფეხი თბილისის აეროპორტში დავდგი. ყველაფერი მეცნო. შეგიძლიათ გიჟი მიწოდოთ, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაივლიდა, რაღაცნაირად "ჩემი" მეგონა.
ცივმა სიომ დამიბერა, და მივხვდი, რომ ქალაქს მართლაც მოგონებების და სიყვარულის სუნი ასდიოდა. და ცოტა აუზრაურისაც.
ან, ალბათ მე ჩამომყვა, ეს სუნი.
***
ადგილი სადაც დაიბადე, და გაიზარდე, ვერასდროს შეცვლის იმ ადგილს, სადაც ბედნიერი ხარ!
***
აეროპორტში მაია და გოგოები დამხვდნენ. მერე, იყო სიხარულის ცრემლები, ბევრი კოცნა და ჩახუტება.
-როგორ დამშვენებულხარ!
მაიამ გულში ჩამიკრა. ჩავეხუტე, ცოტაც და მეც ვიტირებდი. ამდენი ემოციის გატარება, შეუძლებელი იყო.
მერე გოგოებმა, როგორ გაზრდილხარ და შეცვლილხარო. თქვენც-მეთქი.
ქუჩაში თითქმის ყველა მცნობდა.
"ჩამოვიდა, ჩამოვიდა"-ო, ჭორაობდნენ. ზოგს ნიკუშას სახელიც მოწყდა პირიდან. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია.
ყველას ისე თბილად შევხვდი, ბედნიერი ვიყავი, რომ ისინი მყავდა.
დემე და ბიჭებიც ვნახე. ყველას მივეცი საჩუქრები, ბედნიერები იყვნენ, ისინიც და მეც.
წერეთელი არ გამოჩენილა.
***
-ნიცუშ ძაან მომენატრე, ტოო..
კინაღამ გამჭყლიტა, იმდენი მკოცნა.
-მეც დემე, მეც!
-ძაან გამისწორდა, შენი ფილმები, ხო იცი.
***
საქორწილო საქმეებმა, ისე გადაგვღალა, მე,ხმალაძეს და კატოს, სახლში მოსვლამდე, ნაბიჯები გვერეოდა ხოლმე.
თან დეკემბერი იყო. ამათმაც, რაღა ვერ მოიცადეს გაზაფხულამდე.
მაღაზიიდან ფეხით ვბრუნდებოდით, გაყინულები. მანქანა ბერლინში მყავდა დატოვებული.თან ვლაპარაკობდით, თან სწრაფად მივდიოდით. ცხვირი კაშნეში მქონდა ჩამალული. ფეხები გათოშილი მქონდა.
ცალიერი სამარშუტო ტაქსი კი მაინც და მაინც მაშინ არ იყო, ჩვენს ჯინაზე.
შავი BMW i8 ზუსტად ფეხებთან გაჩერდა. როგორც კი საქარე მინა ჩაიწია, მაშინვე წერეთლის სახეს მივაშტერდი.
სულ სხვანაირი იყო, უფრო გასიპმატიურებული, შეცვლილი და დახვეწილი. ისეთი სახე ჰქონდა, არანაირი გაკვირვება. სახის მიმიკაც კი არ შეტოკებია.
"ჩაჯექითო" გოგოებიც სწრაფად ჩახტნენ უკანა სავარძელზე.
მუხლები მომეკვეთა. ვერ ვიჯერებდი, რომ ნიკუშა იყო. პულსმა ორასს გადააჭარბა, შეიძლება მეტსაც. რამდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი, მერე გოგოებმა დამიძახეს, ჩაჯექიო, და მეც ჩავჯექი. ასე უცბად.
ხანდახან საჭიროა, ყველაფერი გაცილებით იოლად იყოს.
-ესეიგი, ჩამოხვედი..
მოულოდნელად დაიწყო საუბარი. ხმა არ ამომიღია. ან უბრალოდ არ შემეძლო. ძეგლივით ვიჯექი წინა სავარძელზე. ფანჯარაში ვიყურებოდი, ცოტა მაკლდა და ვიტირებდი.
-შეცვლილი ხარ, ძაან.
თავი მოვატრიალე.
ხო ყველაფერი შეცვლილი იყო, მაგრამ ისევ ჰერმესის სუნი ქონდა. მე რომ ასე ძალიან მიყვარდა!
-შენც.
ჩვენი პირველი საუბარი გამახსენდა.
“არ იფიქრო, რომ არ შეგიძლია და ვერ გაუძლებ“ თავს ვიმხნევებდი, რომ იქვე გული არ წამსვლოდა.
წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის შემდეგ, პირველად.. მოგონებები და უზომო ტკივილი, რომელიც დაგრჩა.
მანქანა სახლთან გაჩერდა.
-არ დამემშვიდობები?
გადავკოცნე. მშრალად. გულმა დამარტყა. თავბრუ მესხმოდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ეგ იყო და ეგ, მანქანიდან გადმოვედით.
***
ისევ თეთრად გათენებული ღამეები, ტირილში და უსასრულო მოგონებებში.
***
ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ყველა უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი იყო.. ვინ წარმოიდგენდა, რომ ხმალაძე ოდესმე გათხოვდებოდა, ოდესმე კი არა, ასე მალე..
ძალიან ბედნიერები იყვნენ, დემე და ანი. შესაბამისად ჩვენც.
ყველაზე კარგი წყვილი იყო, და ყველანაირად უყვარდათ ერთმანეთი.
***
მაიას დიდი თხოვნით, კიდევ ორი დღე დავრჩი.
მე და გოგოები ბარგს ვალაგებდით.
-აბა შენ იცი, ძაან არ იცუღლუტო, იცოდე!
სიცილით ვაფრთხილებდით ხმალაძეს.
ისიც იცინოდა.
-ძალიან შეცვლილია..
მოულოდნელად ვთქვი, არც ვიცი რატომ..
ერთმანეთს გახედეს.
-ხო, ახლა ჩამოვიდა ეგეც, გერმანიიდან.
ცინცაძე რის ცინცაძეა, პირში რომ რამე გასჩერებოდა..
-რა?
გავაფრინე.
ხმალაძემ მხარი გაკრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.. მერე, ყველაფერი მოვაყოლე..
***
ნიკუშას კარზე გიჟივით ვაბრახუნებდი. თან ცრემლები მცვიოდა, შეუჩერებლად.
მერე, კარი გაიღო.
-სიმართლე გითხრა, ასე მალე არ გელოდი!
ჩვეული ცინიზმი.
-წერეთელო, ყელს გამოგჭრი. რა გინდა? მითხარი, რა გინდა ჩემგან? ხომ წავედი, ხომ დაგანებე თავი, რატომ ძვრები ჩემს ცხოვრებაში, და ცხვირს ყოფ იქ, სადაც შენი საქმე არაა..
ბოლო ხმაზე ვღრიალებდი.
-აბა, შენ რა გეგონა, ვიღაც უცხო ტიპი, მოვიდოდა, დაგიჯდებოდა სკამზე და მომეწონე, ფილმში უნდა გადაგიღოო, გეტყოდა?!
გაცეცხლებული იყო, წერეთელიც.
გავგიჟდი. ცოტაც და თავს მოვიკლავდი.
თავი დამანებე, ჩემ ცხოვრებაში ცხვირს ნუ ყოფ-მეთქი. ტირილით ძლივს ვუთხარი და გასვლას ვაპირებდი, მხარში ჩამავლო ხელი..
-მეშვიდე კლასიდან, დღემდე, და იმის იქითაც, ჩემი საქმეა, ყველაფერი რაც შენ გეხება, გირჩევნია აქედანვე შეეგუო!-ო.
გაცხოველებულმა ამაკრა კედელზე, და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ეგ იყო და ეგ, მეორედ შემიყვარდა. თანაც ისე, რომ წარმოუდგენელი იყო. ნიკუშას შეყვარება კი არა, თვითონ სიყვარული.

დასასრუ...
-ერთი წუთით, ერთი წუთით, რაღაც უნდა ვთქვა!
-გისმენთ.
-დაბოღბილო გოგონებო და ბიჭებო! პასუხი მე და ნიკუშას კი არა, კუპიდონს მოთხოვეთ, რატომ გაუყარე ორივეს ისარი, პირდაპირ გულში-თქო, და გამაგებინეთ, მეც მაინტერესებს.
.
აი, ახლა კი მართლა, და-სა-სრუ-ლი.

***
მოკლედ, აი ესეც, დასასრული. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი დადებითი კომენტარების კითხვა შემეძლო ამ ისტორიასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცადე, კარგი გამოსულიყო. მთლად გასარევი არ არის, თუმცა პირველი ისტორიისთვის მგონი არა უშავს.
მადლობა კიდევ ერთხელ, სექტემბრისთვის დაგიბრუდებით. *_*



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan dzaan magariii iyoo vgijdebii isetii kargebi arian... veli shens shemdeg istorias warmatebebii <3

 


№2  offline წევრი SillyGirl

dzalian dzalian kargi dasasruli iyo
iseti rogoric am istorias sheefereboda.
personajebic dzalianomwonda
da weris stilic <3
warmatebebi

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

აუ რა კარგი გოგო ხარ. საოცრად წერ ^^

 


№4 სტუმარი mtvaro svani

vaime ras gamixetqe guli ra.imdeni vinerviule lamis infarqti mivige iseti gacofebuli viyavi nikaze rom shemzleboda chemi xelit mivaklavdi.sazizgari ras acvalebda tu uyvarda ras uyurebda kinagam ro mokvda.uxaroda?axlac ver vpatiob iseti gamcarebuli var

 


№5  offline წევრი giji gogo

საოცარი იყო.. იმდენად გაჟღენთილი ბედნიერების სუნით რომ წამით სუნთქვა შემეკრა.. ხო მომინდა მეც მყოლოდა "ნიკუშა".. ხო მიუხედავად იმისა რომ ჩემი სიყვარულისადმი დამოკიდებულება საშინელებას ჰგავს.. მომანდომე საყვარელო.. წერის სტილი ხო იყო და იყო სასწაული <3

 


№6  offline წევრი anukianukianuki23

მომეწონა ნამდვილად მაგრამ რავი მე პირადად არ ვაპატიებდი რალატს რაც არ უნდა მყვარებოდა მთელი ცხოვრება ის კადრები დამიდგებოდა თვალწინ, აბა ნიცას ეღალატა აპატიებდაა, მარა მაინც კარრგი იყო

 


№7 სტუმარი reiki gogo

momewona tumca dasasruli mifuchechebuli iyo da mag nikas dedamovtyannn rom ar gaekida magiro

momewona tumca dasasruli mifuchechebuli iyo da mag nikas dedamovtyannn rom ar gaekida magiro

 


№8  offline წევრი iriin3

მომეწონა, ძაან მაგარი იყოო... იმედია მომავალშიც ასეთივე კარგი ისტორიებით დაგვიბრუნდებიიი..

 


№9  offline წევრი nawka

ძალიან კარგი გოგო ხარ და ყოჩაღ,ოღონდ არა იმიტო რო ეს ისტორია მომეწონა,უბრალოდ უსე წერ და გადმოსცემ მოვლენებს,რომ ეს ბანალური ისტორიაც კი საინტერესო გახადე..და მინდა გირჩიო,რომ ნუ დაკარგავ ესეთ ისტორიევზე დროს.მოიფიქრე რამე განსხვავებული და გადმოეცი ესე მაგრად:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent