შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მინდა


20-05-2016, 19:50
ავტორი Pour LOLA
ნანახია 2 236

გრძნობისგან დაცლილს მე ყველაფრისგან გაქცევა მინდა,
რომ დღეს ნანახი ეს რეალობა წალეკოს ფიქრმა,
გვერდზე მიწეულს დაკარგული სიფხიზლე მინდა
და რომ შეცვალოს ეს სიფხიზლე ამ ძილმა მშვიდმა.

ცრემლიან აჩრდილს, მე უნიათო გრძნობა არ მინდა,
არც სიცოცხლეში ნაპოვნი მტვერი არაფრად ღირდა,
მე სადღაც, მთაში დაკარგული სიმშვიდე მინდა,
ნაზი ჭიკჭიკით, რომ იჭიკჭიკოს პატარა ჩიტმა.

მინდა სინათლე, დაღლილობა და გრძნობა წმინდა,
მინდა, მე შენთან ყოფნა რა ძლიერ მინდა,
მინდა, რომ ჩამეხუტო შენ თუნდაც ცივად,
მინდა, რომ შენში დავრჩე დაუსმელ კითხვად.

მინდა დავიწყებულს, მაინც მოგელანდო სიზმრად,
მინდა, რომ შემოგცინო, უცბად, რომ გაგიღიმო მინდა,
მინდა შენთან გამაშავოს ამ უტყვმა ბინდმა,
უბრალოდ მინდა, მოგიტაცო, ძალიან მინდა.

მე ბანალური სიკვდილი სულაც არ მინდა,
არც ხიდი მინდა, არც თოკი, არც ვენა ფიქრად,
არც ავარია არ მინდა და არც ნახტომი კლდიდან,
ჯერ ვერ მოგართვით, უკაცრავად, სიცოცხლე მინდა.

მინდა ცრემლი დაედოს ამ ღიმილს გრიმად,
წვიმა მინდა, მზესთან ერთად მე წვიმა მინდა,
მერე წვიმაში შენთან ცეკვა, ძალიან მინდა,
შენი ჩახუტება და უბრალოდ თქმა, რომ მე შენთან მინდა.



№1  offline წევრი Pour LOLA

Kristy
კარგი ლექსია, ოდნავ ჰარმონია აკლია მომენტებში, მაგრამ მაინც მომეწონა... წარმატებები love

მადლობა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ჯერ ვერ მოგართვი, უკაცრავად, სიცოცხლე მინდა...
უთქვამთ რომ სასწაულად წერთ?
მე პირადად ვკითხულობ შენს ნაწერებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent